The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


19.10

1840    
     
19 ოქტომბერი    
     
შეეძინა და – ელისაბედი (ლიზა).   წყარო:

იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 71.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

     
1863    
     
19 ოქტომბერი    
     
იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მეცხრე და მეათე ნომრების გამოცემაზე.   წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 9, № 10.

     
1878    
     
19 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 41, 19 ოქტომბერი, გვ. 10-14; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 182.

პირთა ანოტაციები:

ებერსი გეორგ (1837-1898)

გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი.

     
1886    
19 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 ოქტომბერი“ („როგორც ეტყობა, ბოლგარიის საქმეთა მსვლელობა ახალს ხანაში უნდა ჩადგეს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბალკანეთის ნახევარკუნძული და ევროპის პოლიტიკა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 19 ოქტომბერი, № 226, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 459.

     
19 ოქტომბერი    
     
ქართულ თეატრში ესწრება ბარბარე ჯორჯაძის კომედიის „რას ვეძებდი და რა ვპოვე“ წარმოდგენას.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 22 ოქტომბერი, № 228, გვ. 2-4 (ცენზურის ნებართვა 1886, 21/X).

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 22 ოქტომბერს „ქართული თეატრის“ რუბრიკით გამოქვეყნებულ სტატიაში.

პირთა იდენტიფიკაცია:

საუბარია ბარბარე ერისთავ-ჯორჯაძისაზე.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი-ჯორჯაძისა ბარბარე დავითის ასული (1811-1895)

რაფიელ ერისთავის და, რომანტიკოსი პოეტი, კრიტიკოსი, დრამატურგი.

     
1890    
     
19 ოქტომბერი    
     
ნიკო ხიზანიშვილს ეპატიჟება საგურამოში გიგა და ალექსანდრე ყიფშიძეებთან ერთად.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 609; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 94; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 146, 437-438.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 207-208.

პირთა ანოტაციები:

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

     
1899    
19 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 ოქტომბერი “(„ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ მისმა ბრწყინვალებამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „შესაწირავი დრამატულ საზოგადოებას“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 19 ოქტომბერი, № 225, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 288.