სასამართლო სხდომის ოქმი (№ 1), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი,
საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133, აღწ1, საქ. 388, ფურც. 1-2 . დედანი: „საისტორიო
მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 395. პირთა ანოტაციები: ეღიკოვი (ეღიკაშვილი) დავით დუშეთის მაზრის მკვიდრი. დალაქიშვილი არუთინ დამპალოს დასახლების მკვიდრი. გაზ. „ივერია“, 1887, 14 აპრ. № 71, გვ. 1. პირთა ანოტაციები: საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887) ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი,
რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში
მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების
სარდლის თანაშემწე. გაზ. „ივერია“, 1890, 11 აპრილი, № 74, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 578. გაზ. „ივერია“ 1895, № 74. პირთა ანოტაციები: ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912) ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის
აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი
„ქართული სიტყვიერების ისტორია“. ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე (1812-1890) პოეტი რომანტიკოსი, ერეკლე II ასულის თეკლა ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი, 1832
წლის შეთქმულების ინიციატორი, მომრიგებელი მოსამართლე. გაზ. „კვალი“, 1899, № 15. ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ.
1-2, გვ. 185-190; წყარო: დიმიტრი შველიძე, „პოლიტიკური პარტიების წარმოშობა
საქართველოში“, 1993, გვ. 186. პირთა ანოტაციები: კოვალევსკი მაქსიმ მაქსიმის ძე (1851- 1916) რუსი მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, სოციოლოგი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსი. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი 1906 წელს. სახელმწიფო საბჭოს წევრი
1907 წელს. მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის
სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი. გაზ. „Биржевые ведомости“; დიმიტრი შველიძე, პოლიტიკური პარტიების წარმოშობა
საქართველოში, 1993, გვ. 183. პირთა ანოტაციები: მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის
სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი.
1868
11 აპრილი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს დავით ეღიკოვის სარჩელს
არუთინ დალაქიშვილის წინააღმდეგ. არუთინის მამასთან დადებული ხელშეკრულების
საფუძველზე, ეღიკოვს უნდა ესწავლებინა მისი შვილისთვის წერა-კითხვა და
ანგარიში, რისთვისაც არუთინი ვალდებული იყო სამი წელი ემსახურა მასთან.
ეღიკოვი ჩიოდა, რომ არუთინმა დროზე ადრე მიატოვა მასთან სამსახური და
მოითხოვდა, რომ ვადის ამოწურვამდე ემუშავა. ილია ჭავჭავაძის დადგენილებით
ეღიკოვის სარჩელი არ კმაყოფილდება, რადგან დალაქიშვილთან დადებული
შეთანხმება არაკანონიერი იყო – მამას არ ჰქონდა უფლება შვილი ვინმესთვის
მიექირავებინა.
წყარო:
1887
11 აპრილი
სოფელ კოდაში ასაფლავებენ მის სიძეს – ალექსანდრე საგინაშვილს
წყარო:
1890
11 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
10 აპრილი“ („განსამართლების ახალმა წესდებამ...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კანონმდებლობა კერძო ვექილობის წინააღმდეგ“.
წყარო:
1895
11 აპრილი
ალექსანდრე ხახანაშვილი გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს რეცენზიას ვახტანგ
ორბელიანის ლექსების წიგნზე და ეხება ილია ჭავჭავაძის მიერ „მშვენივრად
შედგენილ“ ბიოგრაფიასაც.
წყარო:
1899
11 აპრილი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის ნარკვევზე „სომეხთა
მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“. მის ნაკლად დასახელებულია ის, რომ ნაშრომში
განხილულია ძირითადად რუსულენოვანი პუბლიკაციები და გამოყენებულია მხოლოდ
ერთი სომხური წყარო.
წყარო:
1906
11 აპრილი
გაზეთ „სტრანაში“ იბეჭდება მაქსიმ კოვალევსკის ფელეტონი „მომავალი
სახელმწიფოს საბჭო“, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოს წევრთაგან ყველაზე
ლიბერალები აღმოჩნდნენ საქართველოს წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძე და
ვლადიმერ მიქელაძე, რომლებმაც თავიანთი გამოსვლებით ფურორი მოახდინეს. აქვე
ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძე მონაწილეობას იღებდა ქართული დემოკრატიული
პარტიის პროგრამის შედგენაში.
წყარო:
11 აპრილი
რუსულ გაზეთში „ბირჟევიე ვედომოსტი“ იბეჭდება სახელმწიფო საბჭოში ქუთაისის
გუბერნიის წარმომადგენლის ვლადიმერ მიქელაძის ინტერვიუ. ის ამბობს, რომ
სხდომებზე ილია ჭავჭავაძის გამოსვლებმა უკმაყოფილება გამოიწვია რეაქციულ
წრეებში. მის მოსაზრებებს აღიქვამდნენ რუსეთის ერთიანობის ხელყოფის
მცდელობად.
წყარო: