The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


22.11

1878    
    
22 ნოემბერი    
    
მეუღლისაგან იღებს დეპეშას. იგებს, რომ კონცერტზე გაცივდა და შეუძლოდაა  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 196–197, 368.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1879    
    
22 ნოემბერი    
    
ქართული თეატრალური ამხანაგობა მათთვის განკუთვნილი 3000 მანეთის გამოყოფის თხოვნით მიმართავს თსს ბანკის ზედამხედველ კომიტეტს.  წყარო:

გაზ. «Тифлисский вестник», № 56, 57.

    
1905    
    
22 ნოემბერი   
    
მეფისნაცვალი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი იწვევს სახლში და სთხოვს ნიკო ნიკოლაძესთან ერთად გრაფ დიმიტრი სოლსკის კომისიაში მონაწილეობის მიღებას. ილია ჭავჭავაძე მოითხოვს მესამე წევრის დამატებას და სთავაზობს გიორგი ჟურულის კანდიდატურას. გარდა ამისა მეფისნაცვალს ესაუბრება იმის შესახებ თუ როგორ უსამართლოდ იყიდება საეკლესიო მამულები და ახერხებს ზოგიერთ საკითხზე მის დათანხმებას. მეფისნაცვალი სთავაზობს შეურჩიოს რამდენიმე კაცი მოსალაპარაკებლად და ჰპირდება სახელმწიფო საბჭოში წარსადგენი დასკვნის დაწერას.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 516; გაზ. «Кавказ», 1906, № 100.

პირთა ანოტაციები:

ვორონცოვ-დაშკოვი ილარიონ ივანეს ძე (1837-1916)

რუსი სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის მეგობარი, 1905-1915 წლებში კავკასიის მეფისნაცვალი.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843-1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

სოლსკი დიმიტრი მარტინის ძე (1833-1910)

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის წესების დამდგენი კომისიის თავმჯდომარე 1905 წელს, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1905-1906 წლებში.

ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951)

პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში.