1876
1876 29 იანვარი მონაწილეობს კავკასიის მუსიკალური საზოგადოების დარბაზში გამართულ სალიტერატურო საღამოში აკაკი წერეთელთან და ეტლია ბებურიშვილთან ერთად. ძალზე შთამბეჭდავად კითხულობს ეპიზოდს „კაცია – ადამიანიდან?!“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 1 თებერვალი, № 12, გვ. 1; იოსებ გრიშაშვილი, თხზულებათა კრებული, ტ. 5, 1961, გვ. 45.პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ბებურიშვილი ეტლია გურგენის ძე ვექილი და საზოგადო მოღვაწე, ცხოვრობდა გურიაში. |
|
1876 1 თებერვალი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ცნობა 29 იანვრის სალიტერატურო საღამოში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობის შესახებ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 1 თებერვალი, № 12, გვ. 1 |
|
1876 თებერვალი გაზეთ „დროების“ რუბრიკაში „დღიური“ იბეჭდება ცნობა იმის შესახებ, რომ აკაკი წერეთელს, ილია ჭავჭავაძესთან თანამშრომლობით, განზრახული აქვს გაზეთ „გზის“ გამოცემა. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 1 თებერვალი, № 12, გვ. 1. |
|
1876 17 თებერვლამდე თბილისის ფოტოატელიეში იღებს ინდივიდუალურ ფოტოს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, 691/8.დათარიღება: იხ.გურამ შარაძე, „ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე)“, ტ. 2, თბ., 1990, გვ. 423. |
|
1876 თებერვლის ბოლომდე პეტერბურგში მყოფი ქართველი სტუდენტების დასახმარებლად აგროვებს ფულს და უგზავნის ალექსანდრე ცაგარელს.
|
წყარო: კ. კინწურაშვილი. ალექსანდრე ცაგარელი, 1974, გვ. 189.პირთა ანოტაციები: ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929)ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. |
|
1876 1 მარტი გაზეთ „დროების“ დაარსების ათ წლისთავთან დაკავშირებით სერგეი მესხთან, აკაკი წერეთელსა და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად ხელს აწერს გაზეთ „დროების“ რედაქციის ახალ პირობას.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 3 მარტი, № 23, გვ. 1.პირთა ანოტაციები: მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე |
|
1876 2 მარტი განცხადებით გამოდის კავკასიის სასოფლო–სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა იმხანად გავრცელებულ საქონლის გატაცებისა და მისი აღმოფხვრის საკითხებს. |
წყარო: „Тифлисский Вестник“, 1876, № 50; Письмо к редактору““Тифлисский Вестник“, 1876, № 53. |
|
1876 2-3 მარტი სათავადაზნაურო ბანკის დირექტორ დავით ავალიშვილთან ერთად აწარმოებს გაზეთ „დროების“ არსებობის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წვეულებაში მონაწილეობის მსურველთა ჩაწერას.
|
წყარო:
ს. მესხი, „დროება“, 1876, 3 მარტი, № 23, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897)რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი. |
|
1876 3 მარტი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სერგეი მესხის წერილი გაზეთის 10 წლისთავთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ დღის აღსანიშნავად გამართულ სადილზე ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და ნიკო ნიკოლაძემ გაზეთს თანამშრომლობა აღუთქვეს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 3 მარტი, № 23, გვ. 1.პირთა ანოტაციები: მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1876 4 მარტი გაზეთ „დროების“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო სადილზე მონ– პლეზირის ბაღში წარმოთქვამს სიტყვას. |
წყარო: „დროების” დღესასწაული ათი წლისა, გაზ. „დროება“, 1876, 7 მარტი, № 24, გვ. 1-2. |
|
|
||
1876 5 მარტის შემდეგ პეტერბურგიდან იღებს ალექსანდრე ცაგარელის წერილს. ადრესანტი მადლობას უთვლის ქართველი ხელმოკლე სტუდენტებისათვის ფულის გაგზავნის გამო და ერთი სტუდენტისთვის კიდევ ითხოვს დახმარებას.
|
წყარო: კ. კინწურაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, 1974, გვ. 189.დათარიღება: წერილი დათარიღებულია 5 მარტით.პირთა ანოტაციები: ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929)ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. |
|
1876 7 მარტამდე „ტიფლისკი ვესტნიკის“ რედაქციაში გზავნის წერილს, რომელშიც აპროტესტებს გაზეთის ადგილობრივი ქრონიკის კორესპოდენტის მიერ საქონლის მოტაცების წინააღმდეგ გასატარებელ ზომებთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების არასწორ გადმოცემას და შეცდომის გამოსასწორებლად უგზავნის თავის რეალურ შეხედულებებს ამ თემაზე. |
წყარო: „Тифлисский Вестник“, 1876, № 50; Письмо к редактору““Тифлисский Вестник“, 1876, № 53. |
|
1876 7 მარტი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ილიას სიტყვა, რომელიც წარმოთქვა „დროების“ სადღესასწაულო სადილზე. |
წყარო: „დროების” დღესასწაული ათი წლისა, გაზ. „დროება“, 1876, 7 მარტი, № 24, გვ. 1-2. |
|
1876 7 მარტი გაზეთი „ტიფლისკი ვესტნიკი“ ბეჭდავს ილიას წერილს, რომელშიც ავტორი მსჯელობს საქონლის მოტაცების წინააღმდეგ გა) –სატარებელი ზომების შესახებ. |
წყარო: „Письмо к редактору“, გაზ. “Тифлисский Вестник“, 1876, № 53; ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. „საისტორიო მოამბე“, 1978, № 37-38, გვ. 324-325; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 73-76, 395. |
|
1876 10 მარტამდე სამემკვიდრეო დავის გამო პირადად შეაქვს არზა გუბერნატორთან და არწმუნებს, რომ უკან არ დაიხევს და ყოველ ღონეს იხმარს, ოლღა და ეკატერინე გურამიშვილების უფლებების დასაცავად.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, 1,2.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე. |
|
1876 10 მარტი გაზეთ „დროების“ რუბრიკაში „დღიური“ იბეჭდება ცნობა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ნიკო ნიკოლაძის გადაწყვეტილებაზე, რომ ითანამშრომლონ „დროების“ რედაქციასთან. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 10 მარტი, № 25, გვ. 1.პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე |
|
1876 12 მარტი ასრულებს მუშაობას საპროგრამო სტატიაზე „ზოგიერთი რამ“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, № 27, გვ. 1-2.დათარიღება: ვათარიღებთ პირველ პუბლიკაციაზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით. |
|
1876 14 მარტი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სტატია „ზოგიერთი რამ“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, № 27, გვ. 1-2. |
|
1876 26 მარტი მისი და სხვათა ხელმოწერით გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება თსს ბანკის მუშაობის პირველი წლის ანგარიში. |
წყარო: „Доклад правления Тифлисского Дворянского земельного банка о действиях его в течении первого отчетного года“, გაზ. «Кавказ», 1876, № 36. |
|
1876 20 აპრილი იხსნება ქუთაისის ბანკი და ილია მის თავმჯდომარედ მხარს უჭერს ბესარიონ ღოღობერიძის კანდიდატურას.
|
სერგეი მესხი, წერილები, ტ. 1, 1950, გვ. 217. პირთა ანოტაციები: ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879)პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. |
|
1876 2-21 აპრილი წერს გამოხმაურებას 2 აპრილს გაზეთ დროებაში გამოქვეყნებულ ნიკო ნიკოლაძის სტატიაზე – „ქუთაისის ბანკის საქმე“, სათაურით „უ. ნ. ნიკოლაძე და მისი შეხედულება ბანკზე“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 2 აპრილი, № 35, გვ. 1-4; 21 აპრილი № 39, გვ. 1-4; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 613.პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1876 21 აპრილი გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს წერილს „უ. ნ. ნიკოლაძე და მისი შეხედულება ბანკზე“.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 21 აპრილი № 39, გვ. 1-4; № 41; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 613.პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1876 10 მაისი გაზეთი „ტიფლისკი ვესტნიკი“ ბეჭდავს ნიკო ნიკოლაძის წერილს „სამიწათმოქმედო კრედიტის პრაქტიკა“, რომელშიც გაკრიტიკებულია თსს ბანკის გამგეობა და ეჭვქვეშ არის დაყენებული ზოგადად ამ ბანკის მნიშვნელობა. |
წყარო: გაზ. «Тифлисский вестник», «Практика земельного кредита“, № 103.პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1876 12 მაისი გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ ნიკო ნიკოლაძის მიერ თსს ბანკის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიის გამო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე – ილია ჭავჭავაძე, ორ წევრთან – ალექსანდრე ჩოლოყაშვილთან და დავით ავალიშვილთან ერთად, ამავე გაზეთის რედაქციაში გზავნის წერილს, რომლითაც წარმოდგენილი საკითხების განსახილველად სამედიატორო სასამართლოში იწვევს სტატიის ავტორ ნიკო ნიკოლაძეს და გაზეთის რედაქტორ კონსტანტინე ბებუთოვს.
|
წყარო: „Практика земельного кредита“,Тифлисский Вестник“, 1876, № 103.პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და შენობის ასაგებად. ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897) რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე ალექსანდრეს (აშხარბეკის) ძე (1847-1907) საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, გაზეთ „ტიფლისსკი ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის საკრედიტო საზოგადოების ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე. |
|
1876 13 მაისი გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“, ნიკო ნიკოლაძის წერილის საპასუხოდ, ქვეყნდება ილია ჭავჭავაძისა და თსს ბანკის გამგეობის წევრების – ალექსანდრე ჩოლოყაშვილისა და დავით ავალიშვილის წერილი რედაქციის მიმართ, რომლითაც ოპონენტებს იწვევდნენ სამედიატორო სასამართლოში. აქვე იბეჭდება სარედაქციო შენიშვნა, რომ გაზეთის რედაქტორი კონსტანტინე ბებუთოვი და ნიკო ნიკოლაძე იღებენ გამოწვევას, იმ პირობით, თუ პოლემიკა იწარმოებს პრესის საშუალებით.
|
წყარო: Тифлисский Вестник“, 1876, № 105; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 76-77, 395-396.პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი – თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და შენობის ასაგებად. ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897) რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი. ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე ალექსანდრეს (აშხარბეკის) ძე (1847-1907) საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, გაზეთ „ტიფლისსკი ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის საკრედიტო საზოგადოების ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1876 14 მაისი თსს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე – ი. ჭავჭავაძე, ორ წევრთან – ალექსანდრე ჩოლოყაშვილთან და დავით ავალიშვილთან ერთად, წერილს გზავნის გაზეთ „ტიფლისკი ლისტოკის“ რედაქციაში იმ შენიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც რედაქტორმა გაუკეთა მის 12 მაისის წერილს და განუმარტავს, რომ გაზეთში გამართული პოლემიკა დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს და მკაფიო დასკვნებამდეც ვერ მივიდეს, სამედიატორო სასამართლო კი უფრო მოკლე ხანში, სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებელთა საერთო კრების გამართვამდე (16 მაისამდე ) გაარკვევს სიმართლეს. გარდა ამისა, წერილში ნათქვამია, რომ გამგეობის წევრები, პოლემიკაში შეუსვლელად, მიუძღვნიან სპეციალურ სტატიას იმ საკითხების ნათელყოფას, რაზეც იყო საუბარი ნიკო ნიკოლაძის წერილში „სამიწათმოქმედო კრედიტის პრაქტიკა“. |
წყარო:,
Тифлисский Вестник“, 1876, № 106; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 77-78, 397. პირთა ანოტაციები: ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძეთავადი – თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და შენობის ასაგებად. ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897) რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1876 მაისის პირველი ნახევარი საბანკო საკითხებში სერგეი მესხთან, ნიკო ნიკოლაძესთან და აკაკი წერეთელთან დაპირისპირების გამო ტოვებს „დროების“ რედაქციას. |
წყარო: ს. მესხი. წერილები. 1950, გვ. 217.პირთა ანოტაციები: მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. |
|
1876 16 მაისი ნიკო ნიკოლაძე გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს კრიტიკულ წერილს ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ ქუთაისის ბანკის საკითხებთან დაკავშირებით, სათაურით „მრუდე გამოსარჩლება“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 16 მაისი, № 47, გვ. 1-4.პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1876 18 მაისი თსს ბანკის კრებაზე წარმოთქვამს ვრცელ სიტყვას. ირჩევენ კომისიაში, რომელმაც მთავრობას უნდა წარუდგინოს თხოვნა „პრიკაზის“ ვალების თსს ბანკში გადატანასთან დაკავშირებით. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 26 მაისი, № 51, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 35. |
|
1876 16-19 მაისი მონაწილეობს თსს ბანკის კრების საქმიანობაში და ხმათა უმრავლესობით ირჩევენ ბანკის თავმჯდომარედ. 131-ით 17-ის წინააღმდეგ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 19 მაისი, № 48, გვ. 3. |
|
1876 19 მაისი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძე არჩეულია კომისიაში, რომელსაც ევალება „პრიკაზის“ ვალების თსს ბანკში გადატანასთან დაკავშირებით მთავრობაში წარსადგენი თხოვნის შედგენა. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 26 მაისი, № 51, გვ. 2 |
|
1876 23 მაისი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ცნობა იმის შესახებ, რომ მათთან გამოქვეყნებულ წერილებს რუსული გაზეთი „კავკაზი“ დამახინჯებულად ბეჭდავს. მაგალითისთვის მოყვანილია ილია ჭავჭავაძის წერილი ნიკო ნიკოლაძის შესახებ.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 23 მაისი, № 50, გვ. 2.პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1876 23 მაისი აკაკი წერეთელი გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებს ფელეტონს „ჭიდაობა“, რომელშიც გაშარჟებულია თსს ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის გამოსვლები.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 23 მაისი, № 50, გვ. 3.პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1876 25 მაისი პარიზიდან იღებს ალექსანდრე ჭყონიას წერილს, რომელშიც ადრესანტი სთხოვს ფინანსურ დახმარებას სწავლის დასასრულებლად.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 655.პირთა ანოტაციები: ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907)საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. |
|
1876 26 მაისი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება თსს ბანკის კრებაზე 18 მაისს მის მიერ წარმოთქმული სიტყვა. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, № 51, გვ. 2. |
|
1876 27 მაისი გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“, ხელმოწერით „თბილისის სათავადაზნაურო სამიწათმოქმედო ბანკის გამგეობის ერთ-ერთი წევრი“, 14 მაისს დაპირებისამებრ, იბეჭდება ვრცელი წერილი „რატომ და რისთვის (პასუხად „სამიწათმოქმედო კრედიტის პრაქტიკის“ ავტორს)“, რომელშიც მუხლობრივად არის გაცემული პასუხები სათავადაზნაურო ბანკის მიმართ ნიკო ნიკოლაძის მიერ წაყენებულ პრეტენზიებზე.
|
წყარო: „К чему и зачем“, „Тифлисский Вестник“, 1876, №№ 105, 106, 115, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, 2015, ტ. 16, 2017.ატრიბუცია: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, 2015, ტ. 16, 2017. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1876 28 მაისი გაზეთ “ტიფლისკი ვესტნიკში“ აქვეყნებს წერილის „რატომ და რისთვის“ მეორე ნაწილს, მინაწერით „პასუხად „სამიწათმოქმედო კრედიტის პრაქტიკის“ ავტორს“. |
წყარო: გაზეთი “Тифлисский Вестник“, 1876, № 116, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. |
|
1876 30 მაისი-2 ივნისი მისი წერილის „რატომ და რისთვის“ გამო „ტიფლისკი ვესტნიკი“ აქვეყნებს საპასუხო სტატიას „ცხარე პასუხი თბილისის სამიწათმოქმედო ბანკის მმართველობას“. |
წყარო: გაზეთი „К чему и зачем“, “Тифлисский Вестник“, 1876, № 118, № 119, № 120, № 121. |
|
1876 4 ივნისი აკაკი წერეთელი გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს კრიტიკულ წერილს ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის კამათის შესახებ ქუთაისის ბანკის საკითხებთან დაკავშირებით, სათაურით „უდროვო ბრძოლა“ |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 4 ივნისი, № 55, გვ. 1-2.პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე |
|
1876 6 ივნისი აკაკი წერეთლის საპასუხოდ ნიკო ნიკოლაძე გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს კრიტიკულ წერილს ქუთაისის ბანკის საკითხებთან დაკავშირებით მისი და ილია ჭავჭავაძის კამათის შესახებ, სათაურით „განა „საჭირო“ უდროოა?“ |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 6 ივნისი, № 56, გვ. 1-2.პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე |
|
1876 9, 11 ივნისი გაზეთ „დროებაში“ ნიკო ნიკოლაძე აქვეყნებს სტატიას „პირველი ნაბიჯი ჩვენი ბანკირებისა“, რომელშიც კრიტიკულად აფასებს ილია ჭავჭავაძისა და ბესარიონ ღოღობერიძის მიერ მოწვეულ ყრილობას ჟურნალ-გაზეთების შესახებ და მათ აზრს გაზეთ „დროებაზე“. იგი წერს, რომ გაზეთის დაარსება მათ კენჭისყრის წინ თავისი კანდიდატის გასაყვანად სჭირდებათ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 9 ივნისი, № 57, გვ. 1-2, 11 ივნისი, № 58, გვ. 1-3.პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე |
|
1876 14 ივნისი ალექსანდრე ჭყონიას პარიზში უგზავნის ბესარიონ ღოღობერიძისა და სტეფანე ზარაფოვისგან მისთვის გადასაცემად მიღებულ თანხას.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 655.პირთა ანოტაციები: ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907)საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. ზარაფიშვილი (ზარაფოვი) სტეფანე (დაბ. 1849?) 1868-1869 წლებში სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისთვის გარიცხეს პეტერბურგის უნივერსიტეტიდან. 1869 წელს დააბრუნეს თბილისში და 1874 წლამდე ეკრძალებოდა სხვაგან ცხოვრება. |
|
1876 18 ივნისი თხოვნა შეაქვს კავკასიის საცენზურო კომიტეტში 1877 წლის 1 იანვრიდან გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის შესახებ. განცხადებას თან ერთვის გაზეთის პროგრამა.
|
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, გვ. 194. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 2218. |
|
1876 19 ივნისი კავკასიის საცენზურო კომიტეტი შუამდგომლობს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს წინაშე 1877 წლის 1 იანვრიდან გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის მისაღებად.
|
წყარო: საისტორიო მოამბე, ტ. 3, გვ. 195. |
|
1876 21 ივნისი გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებს წერილს „უ. ნ. ნიკოლაძე და მისი შეხედულებე ბანკზე“.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 21 ივნისი, № 39, გვ. 1-4.პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1876 25 ივნისი სერგეი მესხი გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებს წერილს სათაურით „ახალი ქართული გაზეთი“, რომელშიც საუბრობს ილია ჭავჭავაძის განზრახვაზე ახალი ქართული გაზეთის გამოცემასთან დაკავშირებით და გამოთქვამს ეჭვს, რომ მას იგი კერძო ინტერესებისათვის, საკუთარი იდების გავრცელებისთვის სჭირდება.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 25 ივნისი, № 64, გვ. 1.
მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. |
|
1876 ივნისის შემდეგ წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. ატყობინებს, რომ სახლის პატრონმა ბინა დააცლევინა და ახალი იქირავა. სწერს, რომ ბანკის საქმეების გამო ასვლას ვერ ახერხებს. ქვისლს - დიმიტრი სტაროსელსკის უთვლის, რომ ავჭალის მამულების გათიბვა საჩქაროა და მთიბავი უნდა იშოვონ.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 385; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 363; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 200–201, 369-370.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 249-250.
საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად. |
|
1876 7 ივლისი პარიზიდან იღებს ალექსანდრე ჭყონიას წერილს, რომელშიც ადრესანტი აცნობებს, რომ მიიღო მის მიერ გაგზანილი თანხა.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 656.
საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. |
|
1876 30 ივლისი ალექსანდრე ჭყონია „მაჭახელაძის“ ფსევდონიმით გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს კრიტიკულ წერილს ილია ჭავჭავაძის ახალი გაზეთის გამოსვლასთან დაკავშირებით, სათაურით „დასაბადებელ „დღეურას“.
|
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 30 ივლისი, № 79, გვ. 1-2
საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. |
|
1876 8 აგვისტო გაზეთ „დროების“ რუბრიკაში „დღიური“ იბეჭდება ცნობა იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ბალკანეთის ნახევარკუნძულის მებრძოლთა სასარგებლოდ თბილისის კლუბში გამართულ საქველმოქმედო ლიტერატურულმუსიკალურ საღამოში. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 8 აგვისტო, № 83, გვ. 2 |
|
1876 11 აგვისტო ილიასა და სხვათა ხელმოწერით გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1876 წლის პირველის ივლისი სათვის. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, № 84, გვ. 4 |
|
1876 12 აგვისტო წერილს უგზავნის თავის დისწულსა და ყვარლის მამულის მოურავ გიგო აფხაზს. უკმაყოფილოა მისი მუშაობით და აძლევს სამეურნეო ხასიათის დარიგებებს.
|
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 561; ჟურნ. „ამირანი“, 1908, № 158; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 84; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 78-79, 397.პირთა ანოტაციები: აფხაზი გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძეილია ჭავჭავაძის უფროსი დის, ნინოს ვაჟი და წლების განმავლობაში ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი. |
|
1876 17 სექტემბერი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველო აძლევს 1877 წლის 1 იანვრიდან გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვას. |
წყარო: საისტორიო მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 195. |
|
1876 17 სექტემბერი გაზეთ „დროების“ რუბრიკაში „დღიური“ იბეჭდება ინფორმაცია მომდევნო წლის 1 იანვრიდან ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით ახალი, ყოველკვირეული გაზეთის გამოსვლის განზრახვის შესახებ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, № 99, გვ. 2-3 |
|
1876 სექტემბერი იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ იბეჭდება ლექსები: „გაზაფხული“, „გუთნისდედა“, „მძინარე ყმაწვილს“, „სიმღერა ამხანაგებისა“ („დედამ რომ შვილი გაზარდოს...“), „სიყვარული მამულისადმი“ (“მას აქეთ რაკი შენდამი ვსცან...“), „ქართვლის დედას“, „ჩიტი“ და ნაწყვეტები ეპიკური თხზულებებიდან: „აჩრდილი“ (V თავი), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“.
|
წყარო: ი. გოგებაშვილი, „ბუნების კარი“, მე-3 გამოცემა, ტფილისი, 1876.პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოპღვაწე. |
|
1876 19 ნოემბრამდე გაზეთ „კავკაზის“ დღიურში გამოთქმულია გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ კიდევ არ არის გამოცხადებული ხელმოწერა „ივერიაზე“ და საუბარია ამ გაზეთის დაბადებამდე გარდაცვალებაზე. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 19 ნოემბერი, № 125, გვ. 2-3. |
|
1876 19 ნოემბერი გაზეთი „დროება“ ეხმიანება „კავკაზის“ განცხადებას „ივერიაზე“ ხელმოწერის დაგვიანებასთან დაკავშირებით. წერს, რომ ეს გაზეთი მომდევნო წლის მარტიდან აუცილებლად გამოვა და ხელმოწერის საწარმოებლად ბლანკები უკვე დაბეჭდილია. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 19 ნოემბერი, № 125, გვ. 2-3 |
|
1876 26 ნოემბრამდე მარი ბროსე მუშაობს „კაცია – ადამიანის?!“ ფრანგულ თარგმანზე. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 26 ნოემბ., № 128, გვ. 1.პირთა ანოტაციები: ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი. |
|
1876 26 ნოემბერი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტერბურგის აკადემიის წევრი – მარი ბროსე ფრანგულად თარგმნის ილია ჭავჭავაძის მოთხრობას „კაცია - ადამიანი?!“ და აპირებს მის გამოქვეყნებას. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1876, 26 ნოემბერი.პირთა ანოტაციები: ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი. |
|
1876 28 დეკემბერი ცენზურა გასცემს ნებართვას ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ შექსპირიდან თარგმნილი „მეფე ლირის“ წიგნად გამოცემაზე. |
წყარო: „მეფე ლირი“, ტრაგედია ვილლიამ შექსპირისა, ინგლისურიდამ გადმოღებული ივ. მაჩაბლის და ილ. ჭავჭავაძის მიერ, ტფ., 1877.პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1876-დან წერილს უგზავნის მეუღლეს, სავარაუდოდ, თბილისიდან საგურამოში და სთხოვს, რომ ან იმავე საღამოს გაემგზავროს თბილისში ან ფაეტონი წყალთან დაახვედროს და თავად ააკითხავს. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 237.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 246-247.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან წერილს უგზავნის მეუღლეს, სავარაუდოდ, თბილისიდან საგურამოში და სთხოვს, რომ ან იმავე საღამოს გაემგზავროს თბილისში ან ფაეტონი წყალთან დაახვედროს და თავად ააკითხავს. 1876 სანოვაგეს და წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. ატყობინებს, რომ შაბათს სტუმრები აპირებენ ასვლას. სთხოვს, სადილად არ დაელოდონ, რადგან თავად მოგვიანებით მივა. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 236.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან წერილს უგზავნის მეუღლეს საგურამოში. აძლევს სამეურნეო ხასიათის დარიგებებს და სთხოვს, ხუთშაბათს ეტლი გაუგზავნოს. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 237.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან
წერილს უგზავნის მეუღლეს საგურამოში. ატყობინებს, რომ ვექსილის გამოსახსნელად თანხა სჭირდება და ვერ შოულობს. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 238.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან წერილს უგზავნის მეუღლეს საგურამოში. მებაღეებთან აბარებს, რომ მყიდველს მოურიგდნენ და სწერს ფასებს, რა როგორ გაყიდონ. სთხოვს, რომ თუ ბაყალი ამ ფასებზე არ დათანხმდება, მასთან მიიყვანონ. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 238-239.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი |
|
1876-დან წერილს, ქინაქინას და ღვინოს უგზავნის მეუღლეს საგურამოში. აძლევს სამეურნეო ხასიათის დარიგებებს. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 239.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან
წერილს, ახალ ფეხსაცმელს და პროდუქტს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 242-243.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან წერილს და პროდუქტს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 243.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, რომ მეტყევეებს მის მიერ ნაყიდი ტყეები აჩვენოს და მიჯნები მოანიშნინოს. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 244.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, რომ ურმები გააგზავნოს თბილისში ახალშეძენილი სკამების წასაღებად. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 245.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. მოჯამაგირეს უთვლის, რომ ცხენებს თივის ნაცვლად ჩალა აძლიოს, რადგან თივა კრამიტისთვის სჭირდება. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 245-246.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. მოურავს უთვლის, რომ ეკიპაჟს თბილისში გაჰყვეს. აცნობებს, რომ ჯაბადარის მეუღლე აპირებს საგურამოში სტუმრად ასვლას. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 251.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან
წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. დარიგებებს აძლევს კიტრის მოსავალთან დაკავშირებით. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 246.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან
წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. ცოლისდას, ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკისას უთვლის, რომ მისი სესხი ნებადართულია და შეუძლია აიღოს. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 247.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე. |
|
1876-დან თბილისიდან საგურამოში მეუღლეს უგზავნის წერილს და ვექსილს, რომელზეც ხელი უნდა მოაწეროს და დაუბრუნოს. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 247-248.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან
წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. აცნობებს, რომ შაბათისთვის ცხენები დაახვედროს მცხეთაში. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 250.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან
წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, რომ ორი ცხენი და ფაეტონი გაუგზავნოს და სადილი მოამზადებინოს სტუმრებისთვის. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 250.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. აცნობებს, რომ ახალ მეეტლეს გზავნის და სთხოვს, რომ ცხენები ხუთშაბათისთვის გაუგზავნოს მცხეთაში |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 251.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, მეორე დღისთვის ცხენები გაუგზავნოს და ბარგი გაატანოს.
|
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 251.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან
წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. აცნობებს, რომ შაბათისთვის ცხენები დაახვედროს მცხეთაში |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 250.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან
წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, რომ ორი ცხენი და ფაეტონი გაუგზავნოს და სადილი მოამზადებინოს სტუმრებისთვის. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 250.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან
წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. აცნობებს, რომ ახალ მეეტლეს გზავნის და სთხოვს, რომ ცხენები ხუთშაბათისთვის გაუგზავნოს მცხეთაში. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 251.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი |
|
1876-დან
წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, მეორე დღისთვის ცხენები გაუგზავნოს და ბარგი გაატანოს. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 251-252.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან
წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, შაბათ დილით თბილისში ან ეტლი გაუგზავნოს ან ორი ცხენი. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 252.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.
საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან
წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. მოურავს უთვლის, რომ ეკიპაჟს თბილისში გაჰყვეს. აცნობებს, რომ ჯაბადარის მეუღლე აპირებს საგურამოში სტუმრად ასვლას. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, 2009, გვ. 253.დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249.პირთა იდენტიფიკაცია: გაურკვეველია ამ ჯაბადარისა და მისი მეუღლის ვინაობა.პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1876-დან იღებს ალექსანდრე მაყაშვილის ბარათს, რომელშიც სწერს, რომ უგზავნის ღვინოს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 531.დათარიღება: ილია ჭავჭავაძის ნათესავი ალექსანდრე მაყაშვილი დაიბადა 1855 წელს და, სავარაუდოდ, 20 წლისა მაინც უნდა ყოფილიყო, რომ საკუთარი ღვინო ეწარმოებინა და ილია ჭავჭავაძისთვის გაეგზავნა.პირთა ანოტაციები: მაყაშვილი ალექსანდრე ლუარსაბის ძე (1855-1908)ილია ჭავჭავაძის ღვიძლი ბიძაშვილის, პელაგია ალექსანდრეს ასულ ჭავჭავაძის ვაჟი. ხალხოსანი, დააპატიმრეს რევოლუციური მოძრაობისთვის და ციხიდან გამოსვლის შემდეგაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. |