1880 | ||
10 იანვარი | ||
იღებს ალექსანდრე ბერიძის წერილს, რომელშიც სთავაზობს თავის გრავიურებს ჟურნალ „ივერიისათვის“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 471. პირთა ანოტაციები: ბერიძე ალექსანდრე ლონგინოზის ძე (1858-1917) ფერმწერი და გრაფიკოსი, ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ფუძემდებელი საქართველოში. |
|
10 იანვარი | ||
ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომას გრიგოლ ორბელიანთან, რაფილ
ერისთავთან, ნიკო ცხვედაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან, ივანე მაჩაბელთან და
სხვებთან ერთად.
|
წყარო:
საქართველოს ეროვნული არქივი, 0-31916. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფერწერული ტილო, რომელზეც ასახულია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის პირველი სხდომა. ცენტრში დგას ილია ჭავჭავაძე. მის ირგვლივ სხედან: გრიგოლ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი, ნიკოლოზ ცხვედაძე, დიმიტრი ყიფიანი, ივანე მაჩაბელი და სხვები. პირთა ანოტაციები: ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1882 | ||
10 იანვარი | ||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას თარიღით „ტფილისი, 9 იანვარი“ („ცხვრის ფარა რომ მობრუნდება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სხვადასხვა ერების უცნაური მდგომარეობა კავკასიაში“. |
წყარო:
გაზ. “დროება“, 1882, 10 იანვარი, № 6, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 298. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 685. |
|
1884 | ||
10 იანვარი | ||
თსს ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩოლოყაშვილი აცნობებს, რომ ის მიწვეულია რუსეთის სამიწათმოქმედო საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა V ყრილობაზე. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 5. პირთა იდენტიფიკაცია: დოკუმენტში ჩოლოყაშვილის სახელის მხოლოდ ინიციალია მითითებული. პირთა ანოტაციები: ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი, თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და შენობის ასაგებად. |
|
10 იანვარი | ||
გაზეთი „დროება“ აქვეყნებს განცხადებას უახლოეს დღეებში რუსეთის სამიწათმოქმედო საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად ილია ჭავჭავაძის პეტერბურგში გმგზავრებასთან დაკავშირებით. |
წყარო:
გაზ. „დროება“, 1884, 10 ინვარი, № 6, გვ. 3. |
|
1886 | ||
10 იანვარი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 იანვარს“ („გუშინდელ და დღევანდელ „ივერიის“ ფელეტონში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი ლიტერატურის დღევანდელი ყოფა“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1886, 10 იანვარი, № 6, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 220. |
|
1887 | ||
10 იანვარი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 9 იანვარი“ („საკვირველი გახშირება სამიწათმომქმედო მაშინებისა ამერიკაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბამბის მოყვანის საქმე და ბაზრის საკითხი“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 532-535; გაზ. „ივერია“, 1887, 10 იანვარი, № 6, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 23. |
|
1889 | ||
10 იანვარი | ||
მონაწილეობს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ყრილობაში, სადაც განიხილავენ ვაზის დაავადებასთან მებრძოლი კომისიის მოხსენებას. |
წყარო:
გაზ. „მეურნე“, 1889, № 3, გვ. 3. |
|
10 იანვარი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 9 იანვარი“ („ჩვენ, რაც შევიძელით, ვაუწყეთ ჩვენს მკითხველებს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგლეხო ბანკის საკითხისათვის“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი №S-5168-ბ, გვ. 624-631; გაზ. „ივერია“, 1889, 10 იანვარი, № 6, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 11. |
|
1898 | ||
10 იანვარი | ||
იღებს რევიზორ ევსტაფი დობეცკის წერილს საბანკო საკითხებთან დაკავშირებით. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 496. პირთა ანოტაციები: დობეცკი ევსტაფი ევსტაფის ძე (1856-1919) პეტერბურგიდან გამოგზავნილი თბილისის საადგილმამულო ბანკის რევიზორი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. |