The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


19.06

1860    
    
19 ივნისი   
     
პეტერბურგში წერს ლექსს „მძინარე ქალი“.   
   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 105.

დათარიღება:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ. 2016, გვ. 176-178.

19 ივნისი   
    
 ქმნის ლექსის „მწუხარება“ ახალ ვარიანტს.  წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1860, № 9, გვ. 75.

    
1868    
    
19 ივნისი    
    
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში იწყებს ისმაილ კაჯროევის საჩივრის განხილვას ნაფი კაჯროევის წინააღმდეგ. მომჩივანი მოითხოვს ბრალდებულის დასჯას, იმის გამო რომ მას უკანონო კავშირი ჰქონდა მის ცოლთან.  წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი (№ 7), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი,დედანი, ფ. 133, საქ. 39, ფურც. 1-2; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 399.

პირთა ანოტაციები:

კაჯროევი ისმაილ

სოფელ მიკეტის მკვიდრი.

კაჯროევი ნაფი

სოფელ მიკეტის მკვიდრი.

    
1869    
    
 19 ივნისი   
    
გაზეთი „დროება“ სტატიით „საბიბლიოგრაფიო ნაწილი“ ეხმიანება „გოლოსში“ დაბეჭდილ რეცენზიას, ეთანხმება ავტორს ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მაღალ შეფასებაში, მაგრამ არ იზიარებს იმ აზრს, თითქოს მანამდე ქართველი პოეტები მხოლოდ „მაისის ვარდებს“ და „მთვარიან ღამეებს“ უმღეროდნენ. ამის დასადასტურებლად მიუთითებს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გიორგი ერისთავის შემოქმედებაზე  წყარო:

დროება“, 1869, № 25, გვ. 4

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

ერისთავი გიორგი დავითის ძე (1813-1864)

დრამატურგი, პოეტი, ქართული თეატრის დამაარსებელი, წერდა „გლუხარიჩის“ ფსევდონიმით.

    
1876    
    
19 ივნისი     
    
კავკასიის საცენზურო კომიტეტი შუამდგომლობს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს წინაშე 1877 წლის 1 იანვრიდან გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის მისაღებად.  წყარო:

საისტორიო მოამბე, ტ. 3, გვ. 195

    
1886   .
    
19 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 18 ივნისს“ („ინგლისის პარლამენტი დათხოვნილია და ახლა არჩევანია დანიშნული...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დასთა შორის ბრძოლა პარლამენტში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 19 ივნისი, № 130, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 129.

    
 1887    
    
19 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 ივნისი“ („ეხლანდელი დრო ევროპაში სრული,ზღვარდაუდებელი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის ზღვარდაუდებელი ბატონობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 19 ივნისი, № 123, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 424.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

    
1888    
    
19 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 ივნისი“ („ბ-ნი პ. უმიკაშვილი გუშინდელს წერილში შეეხო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოძრავი სკოლები და ბიბლიოთეკები სოფლად“. _ 1888   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 19 ივნისი, № 127, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 259.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

    
19 ივნისი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ მიზეზებს, რამ გამოიწვია ქუთაისის სკოლის ოთხკლასდამთავრებულების ცუდი შედეგები გიმნაზიაში მისაღებ გამოცდებზე. გრიგოლ ვოლსკის ავალებენ ადგილზე ჩასვლას, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დონის შემოწმებას და იმის გარკვევას, თუ რამდენად აკმაყოფილებს თანამდებობრივ მოთხოვნებს ამ სკოლის ინსპექტორი.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 234.

პირთა ანოტაციები:

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

    
1894    
    
19 ივნისი   
     
გიორგი ქართველიშვილი წერილობით სთხოვს ძმისწულის, მიხეილ ქართველიშვილის ბუღალტრის თანაშემწედ დანიშვნას თსს ბანკში. აცნობებს, რომ ეს ახალგაზრდა მანამდე მასთან მუშაობდა, არის მშვიდი ხასიათის და კარგად იცის საბუღალტრო საქმე.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი № 622.

პირთა ანოტაციები:

ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901)

ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი.

ქართველიშვილი მიხეილ

ბუღალტერი, ცნობილი მეცენატის - გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის ძმისწული

1896
19-20 ივნისი
მონაწილეობს თსს ბანკის საგანგებო კრებაში, რომელიც ითხოვს ხელახალ არჩევნებს. ივანე მაჩაბელი ამის წინააღმდეგია. კენჭისყრაზე უარს ამბობენ ილია ჭავჭავაძე და ზედამხედველი კომიტეტის წევრებიც, მაგრამ კრება მათ იძულებულს ხდის კენჭი იყარონ. ილია ჭავჭავაძეს ხელმეორედ ირჩევენ ბანკის თავმჯდომარედ.

 

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1896, № 27, გვ. 470.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

1905    
    
19 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება თსს ბანკის რწმუნებულთა 17 და 18 ივნისის კრებებზე მისი გამოსვლები.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 19 ივნისი, № 104, გვ. 4.

    
19 ივნისი    
    
თსს ბანკის კრებაზე 18 ივნისს მიყენებული შეურაცხყოფისთვის დუელში იწვევს მიხეილ ვეზირიშვილს და უგზავნის რწმუნებულებს მიხეილ ბაგრატიონ-გრუზინსკის და დავით ჯორჯაძეს. ვეზირიშვილი იღებს გამოწვევას და თავის მხრივ რწმუნებულებად ნიშნავს ალექსანდრე კობიაშვილს და ალექსანდრე დიასამიძეს.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე. თხზულებანი. ტ. 1, 1914, გვ. LXXIV.

პირთა ანოტაციები:

ვეზირიშვილი მიხეილ ნიკოლოზის (იოსების) ძე

პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის თანაშემწე სათავადაზნაურო ბანკში.

ბაგრატიონი (მუხრანელი) მიხეილ კონსტანტინეს ძე (1831-1907)

ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, ცოლად ჰყავდა ელისაბედ დიმიტრის ასული ივინსკაია და ცხოვრობდა მოსკოვში.

ჯორჯაძე დავით (დათა) გიორგის ძე (1867-1928)

სოციალისტ ფედერალისტი, 1920-იან წლებში თბილისის მთავარი ინჟინერი, ააშენა ზუბალაშვილების სახლი (ახლანდელი მარჯანიშვილის თეატრი) და სათავადაზნაურო გიმნაზიის (ამჟამად თსუ I კორპუსი) შენობა.

დიასამიძე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1872-1941)

სამხედრო ექიმი, დერმატოლოგი და ვენეროლოგი.

კობიაშვილი ალექსანდრე იოსების ძე

1895 წელს თბილისის სამეურნეო სკოლოს თაობაზე შექმნილი კომისიის წევრი, თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.