The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1861

1861

     

1861 28 იანვარი

წერს ლექსის „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი...“) რამდენიმე ვარიანტს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №№ 108 გვ. 151; ჟურნ. „ცისკარი“, 1861, № 4, გვ. 519-520.

 

   

1861 იანვარი

 ჟურნალ „ცისკარში“ ბეჭდავს ლექსს „როცა წუხილი მჩაგრავს უწყალო...“ და ალექსანდრ პუშკინისა და მიხეილ ლერმონტოვის ლექსების „წინასწარმეტყველი“ თარგმანებს.

 

წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1861, № 1, ვ. 134.

პირთა ანოტაციები:

პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837)

ცნობილი რუსი პოეტი.

ლერმონტოვი მიხეილ იურის ძე (1814-1841)

რუსი კლასიკოსი.

 

   

1861 27 თებერვლამდე

 ბრუნდება საქართველოში და მოსაგვარებელი უხდება სერიოზული პრობლემა. მამის, გრიგოლ ჭავჭავაძის დროიდან შემორჩენილი ვალის გამო გაყიდვა ემუქრება მის მამულს. ცდილობს, რომ კერძო პირის – იოსებ წილოსნის ვალი გადაიტანოს სახელმწიფო პრიკაზში.

 

წყარო:

 ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 276-277, 516-517.

დათარიღება:

1861 წლის 3 მარტს სოლომონ ჭავჭავაძისთვის გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ ამ დროსაც და 27 თებერვლის წერილის გაგზავნის დროსაც, ის უკვე საქართველოში იყო.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ- თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

წილოსანი იოსებ ლაზარეს ძე (1804-1873)

გურული გლეხის შვილი. ბავშვობაში გაყიდეს ოსმალეთში და მამობილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1832 წელს მთარგმნელად დაიწყო სამსახური მეფისნაცვლის კანცელარიაში, მუშაობდა ინჟინრად, მიაღწია პოლკოვნიკის წოდებას

     

1861 27 თებერვალი  

წერილს უგზავნის სოლომონ ჭავჭავაძეს, რომელშიც სწერს, რომ მზად არის, ნებისმიერ დროს დაიწეროს ჯვარი მის ქალიშვილზე. ასევე სთხოვს, რომ თუ მამიდა ვერ შოულობს, მან გაუგზავნოს 500 მანეთი. გარანტიის სახით სთავაზობს, რომ დაბეჭდოს მისი ღვინოები.

 

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 276-277, 516-517.

ატრიბუცია:

ილია ჭავჭავაძის ეს წერილი შემორჩენილია მხოლოდ ასლის სახით და თხზულებათა ოცტომეულში იბეჭდება „სავარაუდონის“ განყოფილებაში.

დათარიღება:

ეს ინფორმაცია და თარიღი მოხსენიებულია ამავე წლის 3 მარტის წერილში.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე სოლომონ (სიმონ) გრიგოლის ძე (1797-1875)

ყვარლელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ნათესავი. სოლომონის მამა – გრიგოლ (გიორგი) და ილიას პაპა – პაატა ჭავჭავაძეები ძმები იყვნენ.

     

1861 3 მარტი

წერილს უგზავნის სოლომონ ჭავჭავაძეს, რომელშიც სთხოვს, რომ დაზომონ მისი სახნავები და ვენახები და მონაცემები მსახური ბიჭის ხელით გაუგზავნონ, რადგან განზრახული აქვს, იოსებ წილოსნის ვალი სახელმწიფო „პრიკაზში“ გადაიტანოს. ასევე სთხოვს თანხის გაგზავნას.

  წყარო:

ასლი, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის ფონდი 14; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 276-277, 516-517.

ატრიბუცია:

ილია ჭავჭავაძის ეს წერილი შემორჩენილია მხოლოდ ასლის სახით და თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა „სავარაუდონის“ განყოფილებაში.

პირთა იდენტიფიკაცია:

წყაროებში ამ წილოსნის სახელი მითითებული არ არის და კვლევით დადგინდა, რომ ეს უნდა იყოს მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელე კაპიტანი იოსებ წილოსანი (რედ.).

 პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე სოლომონ (სიმონ) გრიგოლის ძე (1797-1875)

ყვარლელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ნათესავი. სოლომონის მამა – გრიგოლ (გიორგი) და ილიას პაპა – პაატა ჭავჭავაძეები ძმები იყვნენ.

     

1861 26 მარტამდე  

წერილს უგზავნის პეტერბურგში ნიკო ღოღობერიძეს. სწერს, რომ მას და მის თანამოაზრეებს გადაწყვეტილი აქვთ ხალხის განათლების ასამაღლებლად სკოლის გახსნა და სახელმძღვანელოების გამოცემა. რისთვისაც თავდაპირველად აპირებენ ანბანის შესასწავლი წიგნის დაბეჭდვას. ადრესატი ილიას წერილს აცნობს პეტერბურგის ქართველ სტუდენტობას, რომლებიც იწონებენ მის განზრახვას და აღუთქვამენ თანადგომას.

  წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, №122(17627); ა. იოვიძე, „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 148.

დათარიღება:

ფაქტზე და დროზე მინიშნებულია ნიკო ღოღობერიძის 26 მარტის წერილში.

პირთა ანოტაციები:

ღოღობერიძე ნიკოლოზ ბესარიონის ძე (1838-1911)

პედაგოგი, პუბლიცისტი, გამომცემელი. მომრიგებელი მოსამართლე, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი, მარგანეცის ექსპორტიორი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი.

     

1861 26 მარტის შემდეგ  

პეტერბურგიდან იღებს ნიკო ღოღობერიძის ბარათს. სწერს, რომ სტუდენტები გამოცდების შემდეგ მოჰკიდებენ ხელს ანბანის შედგენაზე მუშაობას. სთავაზობს თავდაპირველად 2000-იანი ტირაჟით გამოცემას. აგრეთვე აცნობებს, რომ უფრო მეტი და მეტი ახალგაზრდა გამოთქვამს კადეტთა კორპუსიდან უნივერსიტეტში გადასვლის სურვილს. სთხოვს, ერთ-ერთი ასეთი ყმაწვილის (რომელიც პეტერბურგში ილიასთან დადიოდა ხოლმე), ნიკო ანდრონიკაშვილის მამასთან შუამდგომლობას, რომ დათანხმდეს კადეტთა კორპუსიდან უნივერსიტეტში შვილის გადასვლაზე.

  წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, №122(17627).

დათარიღება:

 წერილი პეტერბურგიდან 26 მარტს არის გამოგზავნილი.

პირთა ანოტაციები:

ღოღობერიძე ნიკოლოზ ბესარიონის ძე (1838-1911)

პედაგოგი, პუბლიცისტი, გამომცემელი. მომრიგებელი მოსამართლე, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი, მარგანეცის ექსპორტიორი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი.

ანდრონიკაშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (1844-1905)

1861 წელს სწავლობდა პეტერბურგის კადეტთა კორპუსში.

     

1861 აპრილამდე

პეტერბურგში იღებს სალონურ ფოტოს უნივერსიტეტის იმდროინდელ სტუდენტებთან – კოხტა აფხაზთან, მიხეილ ჩიკვაიძესთან, ლუარსაბ მაღალაშვილთან, ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილთან, გიორგი ყაზბეგთან და ბელოისთან ერთად.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 2-14828.

ფოტო

დათარიღება:

აპრილის პირველ ნახევარში უკვე თბილისშია.

პირთა იდენტიფიკაცია:

გიორგი ყაზბეგის ბიოგრაფიაში ნახსენები არ არის პეტერბურგში სასწავლებლად ყოფნა 1861 წელს. ამიტომ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ფოტოზეგამოსახული იყოს მისი ძმა.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი კოხტა (ალექსანდრე) ნიკოლოზის ძე (1838 წ...)

ილია ჭავჭავაძის სიყრმისმეგობარი და ნათესავი. მასთან ერთად სწავლობდა გიმნაზიასა დაუნივერსიტეტში.

ჩიკვაიძე მიხეილი ფილიპეს ძე

ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, თანამშრომლობდა „საქართველოს მოამბეში“, მასთან ერთად მუშაობდადუშეთის მაზრაში, 1900-იანი წლების დასწყისში იყო ილია ჭავჭავაძის დის –ელისაბედის მოურავი.

მაღალაშვილი ლუარსაბ (შაქრო) ალექსანდრეს ძე (დაბ. 1843)

საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, 1891-1894 წლებშიაღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა მარშალი.

ალექსი-მესხიშვილი ნიკოლოზ იაკინთეს ძე (1840-1908)

პუბლიცისტი, მთარმნელი, თეატრალურიმოღვაწე. 1903 წლიდან იყო , , კვალის” რედაქტორ-გამომცემელი.

ყაზბეგი გიორგი ნიკოლოზის ძე (1839-1921)

რუსეთის არმიის გენერალი. მონაწილეობდარუსეთ-თურქეთის 1877-1878 წწ. ომში. წერდა სამხედრო გეოგრაფიაზე, ისტორიასა და ეთნოგრაფიაზე, იყო ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარე1908-1918 წლებში, დიმიტრი ყაზბეგის ძმა.

ბელოი

სახელი უცნობია. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში ილიაჭავჭავაძესთან ერთად.

ფოტო:

ილია ჭავჭავაძე არის მარცხნიდან მესამე.

     

1861 აპრილის პირველი ნახევარი  

თბილისში ბრუნდება და ავადმყოფობს.

 

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 277.

ატრიბუცია:

წერილი, რომლიდანაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია, შემორჩენილია მხოლოდ ასლის სახით და თხზულებათა ოცტომეულში იბეჭდება „სავარაუდონის“განყოფილებაში.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 16 აპრილამდე სოლომონ ჭავჭავაძისთვის გაგზავნილ წერილში.

     

1861 აპრილის პირველი ნახევარი  

500 მანეთს იღებს სოლომონ ჭავჭავაძისგან.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 277

ატრიბუცია:

წერილი, რომლიდანაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია, შემორჩენილიამხოლოდ ასლის სახით და თხზულებათა ოცტომეულში იბეჭდება „სავარაუდონის“განყოფილებაში.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 16 აპრილამდე სოლომონ ჭავჭავაძისთვისგაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე სოლომონ (სიმონ) გრიგოლის ძე (1797-1875)

ყვარლელი მემამულე, ილიაჭავჭავაძის ნათესავი. სოლომონის მამა – გრიგოლ (გიორგი) და ილიას პაპა–პაატა ჭავჭავაძეები ძმები იყვნენ.

     

1861 16 აპრილამდე

თბილისიდან ყვარელში წერილს და თავის ფოტოს უგზავნის სოლომონ ჭავჭავაძეს. მადლობას უხდის გაგზავნილი ფულისთვის. ეჭვობს, რომ სახელმწიფო „პრიკაზმა“ მთლიანად დაფაროს იოსებ წილოსნის ვალები. ამიტომ აპირებს, რომ ადრესატის ქალიშვილზე ჯვრისწერის შემდეგ მათ ერთობლივად გამოისყიდონ მისი მამული.

 

წყარო:

ასლი, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის ფონდი 14; ი. ჭავჭავაძე, თსკოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 277-278, 517.

ატრიბუცია:

ილია ჭავჭავაძის ეს წერილი შემორჩენილია მხოლოდ ასლის სახით დათხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა „სავარაუდონის“ განყოფილებაში.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 182-183.

პირთა იდენტიფიკაცია:

წყაროებში ამ წილოსნის სახელი მითითებული არ არის დაკვლევით დადგინდა, რომ ეს უნდა იყოს მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელე კაპიტანი იოსებ წილოსანი (რედ.).

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე სოლომონ (სიმონ) გრიგოლის ძე (1797-1875)

ყვარლელი მემამულე, ილიაჭავჭავაძის ნათესავი. სოლომონის მამა – გრიგოლ (გიორგი) და ილიას პაპა– პაატა ჭავჭავაძეები ძმები იყვნენ.

წილოსანი იოსებ ლაზარეს ძე (1804-1873)

გურული გლეხის შვილი. ბავშვობაში გაყიდეს ოსმალეთში და მამობილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1832 წელს მთარგმნელად დაიწყო სამსახური მეფისნაცვლის კანცელარიაში, მუშაობდა ინჟინრად, მიაღწია პოლკოვნიკის წოდებას.

     

1861 16 აპრილამდე

სოლომონ ჭავჭავაძისგან მიღებულ თანხას გზავნის რუსეთში ვალების გასასტუმრებლად.  

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 277

ატრიბუცია:

წერილი, რომლიდანაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია, შემორჩენილიამხოლოდ ასლის სახით და თხზულებათა ოცტომეულში დაბეჭდილია „სავარაუდონის“განყოფილებაში.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 16 აპრილამდე სოლომონ ჭავჭავაძისთვისგაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე სოლომონ (სიმონ) გრიგოლის ძე (1797-1875)

ყვარლელი მემამულე, ილიაჭავჭავაძის ნათესავი. სოლომონის მამა – გრიგოლ (გიორგი) და ილიას პაპა– პაატა ჭავჭავაძეები ძმები იყვნენ.

1861 აპრილი

 ჟურნალ „ცისკარში“ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით ქვეყნდება კრიტიკული სტატია „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგამ „შეშლილის“ თარგმანზედა“, ასევე - ლექსები: „გაზაფხული“ („ტყეს ესხმება ფოთოლი...“), „გახსოვს ტურფავ...“ (სათაურით „ალბომში“) და „თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე“.

წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1861, № 4, გვ. 517–518; 557-594.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რევაზ შალვას ძე (1827-1899)

პოეტი, მთარგმნელი. გორის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი.

1861 აპრილის შემდეგ

 იხდის 3000 მანეთ ვალს, რომელიც გრიგოლ ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ დარჩა მის ოჯახს.

 

წყარო:

ა. გაჩეჩილაძე, მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის, ი. ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული, თბ. 1957, გვ. 365; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.274-276.

დათარიღება:

პეტერბურგიდან დაბრუნებამდე ეს ვალები ისევ ჰქონდა. ეს ირკვევა ნოემბერს სოლომონ ჭავჭავაძისთვის გაგზავნილი წერილიდან. რადგან მამული არგაიყიდა, ჩანს, რომ ვალი გადაიხადა. ამიტომ ფაქტს ვათარიღებთ საქართველოში მისიდაბრუნების დროის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყოსამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდარუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ.დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს

     

1861 მაისის დასაწყისი

 კრიტიკული სტატიის „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგამ „შეშლილის“ თარგმანზედა“ საპასუხოდ ჟურნალ „ცისკარში“ ქვეყნდება ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, რევაზ ერისთავისა და გიორგი ბარათაშვილის წერილები.

 

წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1861, № 5, გვ. 33-45, 70-81, 81-89.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რევაზ შალვას ძე (1827-1899)

პოეტი, მთარგმნელი. გორის მაზრისთავადაზნაურთა წინამძღოლი.

ერისთავი-ჯორჯაძისა ბარბარე დავითის ასული (1811-1895)

რაფიელ ერისთავის და, რომანტიკოსი პოეტი, კრიტიკოსი, დრამატურგი.

ბარათაშვილი გიორგი ვახტანგის ძე (1831-1892)

მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, იბეჭდებოდა , , ცისკარში”.

     

1861 14 მაისამდე

 წერს ესკიზებს სათაურით „ხელოვნება ხელოვნებისათვის, როგორც უსათუო კუთვნილება პოეტისა“.

 

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი № 17501 გვ. 104; ჟურნ.ცისკარი 1861 № 5-6.

დათარიღება:

ესკიზებში გამოთქმული აზრები საბოლოო სახეს იღებს მის წერილში„პასუხი“, რომელიც 14 მაისით თარიღდება.

     

1861 14 მაისი

წერს „პასუხს“ 1860 წელს ქართული სალიტერატურო ენის შესახებ „ცისკარში“ გამოქვეყნებულ ალექსანდრე ორბელიანის წერილებზე და ამავე ჟურნალის 1861 წლის მაისის ნომერში გამოქვეყნებულ ბარბარე ჯორჯაძის, რევაზ ერისთავისა და გიორგი ბარათაშვილის კრიტიკულ სტატიებზე. 1861 წლის მაისის ნომერში გამოქვეყნებულ ბარბარე ჯორჯაძის, რევაზ ერისთავისა და გიორგი ბარათაშვილის კრიტიკულ სტატიებზე.

 

 

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217, გვ. 170-193; № 1052, გვ. 21- 47.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე (1802-1869)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი. ქართველ რომანტიკოსთა თაობის უფროსი წარმომადგენელი, თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, 1932 წლის შეთქმულებისერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ერისთავი-ჯორჯაძისა ბარბარე დავითის ასული (1811-1895)

რაფიელ ერისთავის და, რომანტიკოსი პოეტი, კრიტიკოსი, დრამატურგი.

ერისთავი რევაზ შალვას ძე (1827-1899)

პოეტი, მთარგმნელი. გორის მაზრისთავადაზნაურთა წინამძღოლი.

ბარათაშვილი გიორგი ვახტანგის ძე (1831-1892)

მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, იბეჭდებოდა , , ცისკარში”.

     

1861 15 ივნისამდე

 აკეთებს უსათაურო ჩანაწერებს მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხელოვნება და მეცნიერება“.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 162, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ 9 ტომად (პავლეინგოროყვას და ალექსანდრე აბაშელის რედაქციით), ტ. 4.

დათარიღება:

ჩანაწერებში იმავე თემებზეა საუბარი, რომლებიც მან საბოლოოდჩამოაყალიბა „სფირიდონისა და თადეოზის ბაასის“ 15 ივნისით დათარიღებულ წერილში და სტატიაში – „პასუხი, უძღვნი თ. ალ. ვახტანგისძე ორბელიანს და იმ პირთა, ვინც ყურადღება აღირსეს ამ სტატიასა“.

     

1861 27 ივნისამდე  

ჟურნალ „ცისკარში“ აქვეყნებს სტატიას „პასუხი, უძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძე ორბელიანს და იმ პირთა, ვინც ყურადღება აღირსეს ამ სტატიასა“. ამავე ნომერში იბეჭდება სარდიონ ალექსი-მესხიშვილის „უსტარი ანტიკრიტიკული“, რომელიც მიმართულია ილია ჭავჭავაძის სტატიის „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგამ „შეშლილის“ თარგმანზედა“ და გიორგი ბარათაშვილის „წერილი რედაქტორთან“ წინააღმდეგ, რომელშიც გაკრიტიკებულია მისი ლექსები.

 

 

წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1861, № 6, გვ. გვ. 147-166, 181-251, 254-268.

დათარიღება:

27 ივნისს უკვე დაიწერა პეტრე უმიკაშვილის პასუხი აქ გამოქვეყნებულწერილებზე.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე (1802-1869)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი. ქართველ რომანტიკოსთა თაობის უფროსი წარმომადგენელი, თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, 1932 წლის შეთქმულებისერთ-ერთი ხელმძღვნელი.

მესხიევი (ალექსი-მესხიშვილი) სარდიონ დიმიტრის ძე (1814-1863)

სამხედრო ექიმი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, მსახიობ ლადო მესხიშვილის მამა.

ერისთავი რევაზ შალვას ძე (1827-1899)

პოეტი, მთარგმნელი. გორის მაზრისთავადაზნაურთა წინამძღოლი.

ბარათაშვილი გიორგი ვახტანგის ძე (1831-1892)

მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, იბეჭდებოდა , , ცისკარში”.

1861 27 ივნისი  

პეტრე უმიკაშვილი წერს გამოხმაურებას ჟურნალ „ცისკარში“ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ სარდიონ ალექსი-მესხიშვილისა და გიორგი ბარათაშვილის წერილებზე და რედაქციის კრიტიკულ შენიშვნებზე ილია ჭავჭავაძის შესახებ.

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, პეტრე უმიკაშვილის ფონდი, №10.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

ალექსი-მესხიშვილი სარდიონ დიმიტრის ძე (1814-1863

სამხედრო ექიმი და მთარგმნელი, ცნობილი მსახიობის – ლადო მესხიშვილის მამა.

ბარათაშვილი გიორგი ვახტანგის ძე (1831-1892)

მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, იბეჭდებოდა , , ცისკარში”.

1861 6 აგვისტომდე  

თბილისიდან მიემგზავრება ყვარელში.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ.106-107.

დათარიღება:

6 აგვისტოთი დათარიღებულ ლექსს აწერია „ყვარელი“.

     

1861 6 აგვისტომდე

 მუშაობს ლექსზე „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული“.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ.106-107.

დათარიღება:

ეს ვარიანტი 6 აგვისტოთი დათარიღებულზე ადრეულია.

     

1861 6 აგვისტო

 ყვარელში წერს ლექსის „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული“ მეორე ვარიანტს.

  წყარო:

ხელნაწ. ეროვნ. ცენტრი, ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 153.
     
1861 ზაფხული

პეტერბურგიდან მისი წამოსვლის შემდეგ  იქ ჩასულ ნიკო ნიკოლაძეს კირილე ლორთქიფანიძე უყვება, სანამ ილია ჭავჭავაძე იყო აქ, ქართველი სტუდენტები მამულის სიყვარულზე საუბრობდნენ, ახლა კი, „რაუზერზე და გოზეზე თუ გაიგონებ სჯას“, მეტზე არაფერზეო. რაუზერი და გოზე იმ დროისათვის პოპულარული თერძი და მეწაღე იყვნენ.  

.  

 

წყარო:

ნიკო ნიკოლაძე, საახალწლო, 1880; ნ. ნიკოლაძე, მოგონებანი, პუბლიცისტურიწერილები (1865-1868), გვ. 63.

დათარიღება:

ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგში ჩავიდა 1861 წლის ზაფხულში.

პირთა იდენტიფიკაცია:

კირილე ლორთქიფანიძე მოგონებაში გამოგონილი სახელითარის მოხსენიებული, მაგრამ იქვე არის მითითებული მისი ვინაობაც. ილია ჭავჭავაძისსახელი და გვარი კი ინიციალებით არის წარმოდგენილი.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსიდა საზოგადო მოღვაწე.

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

რაუზერი

ცნობილი პეტერბურგელი თერძი.გოზე – ცნობილი პეტერბურგელი მეწაღე. 

     

1861 სექტემბრამდე  

პეტერბურგში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს ერთი იქაური ქართველი სტუდენტი არიგებს, გარეშე ლიტერატურის კითხვაზე დროს ნუ კარგავ, თორემ რაც ილია ჭავჭავაძეს დაემართა, შენც ის ბედი გეწევა – სტუდენტობის დროს შილერის, ბაირონისა და ვალტერ სკოტის კითხვის მეტს არაფერს აკეთებდა და ამის გამო უდიპლომოდ წავიდა აქედანო.  

 

წყარო:

გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება –ფოტომატიანე), ტ. 1, თბ., 1987, გვ. 126 ; ნ. ნიკოლაძე, მოგონებანი, პუბლიცისტურიწერილები (1865-1868).

დათარიღება:

ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგში ჩავიდა 1861 წლის ზაფხულში.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსიდა საზოგადო მოღვაწე.

შილერი იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ (1759-1805)

გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ხელოვნების თეორეტიკოსი.

ბაირონი ჯორჯ ნოელ გორდონ (1788-1824)

ინგლისელი პოეტი, რომანტიკოსი.

სკოტი ვალტერ (1771-1832)

ინგლისელი მწერალი, ისტორიული ჟანრის ფუძემდებელი.

     

1861 20 სექტემბრამდე

წერს სტატიას „სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო“ და დასაბეჭდად გზავნის ჟურნალ „ცისკარში“.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 161, გვ. 1-8; ჟურნ. „ცისკარი“ 1861, № 10.

დათარიღება:

„ცისკრის“ ოქტომბრის ნომერში, რომელზეც ცენზურის ნებართვა გაცემულია20 სექტემბერს, წერია, რომ სტატია მიღებული აქვთ და შემდეგ ნომერში დაბეჭდავენ.

პირთა იდენტიფიკაცია:

იგულისხმება სარდიონ ალექსი-მესხიშვილი.

პირთა ანოტაციები:

მესხიევი (ალექსი-მესხიშვილი) სარდიონ დიმიტრის ძე (1814-1863)

სამხედრო ექიმი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, მსახიობ ლადო მესხიშვილის მამა.

     

1861 სექტემბერი

ილია ჭავჭავაძის „პასუხს“ ჟურნალ „ცისკარში“ ბარბარე ჯორჯაძე ეხმიანება სტატიით „პასუხის პასუხი“.

 

  წყარო:
ჟურნ. „ცისკარი“, 1861, №9, გვ. 87-106.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი-ჯორჯაძისა ბარბარე დავითის ასული (1811-1895)

რაფიელ ერისთავის და, რომანტიკოსი პოეტი, კრიტიკოსი, დრამატურგი.

     

1861 ოქტომბრამდე

 იწყებს მუშაობას ლექსზე „ჩემო კალამო...“ და წერს რამდენიმე ადრეულ ვარიანტს.

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 117.
     

1861 ოქტომბრამდე  

იწყებს ახალი ლექსის წერას, სათაურით „სამი სიკვდილი“, მაგრამ მეორე ტაეპზევე წყვეტს მუშაობას და ტექსტის გვერდით აკეთებს გრაფიკულ ჩანახატს.

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17501, გვ. 109; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ., 1987, გვ. 308, 533.

დათარიღება:

 უკანასკნელი ჩანაწერი ამ კრებულში დათარიღებულია 1861 წლის ოქტომბრით, ეს ესკიზი კი მის წინ არის მოთავსებული.

     

1861 ოქტომბრამდე

იწყებს ახალი ლექსის წერას, სათაურით „დიამბეგის შვილს ნანა...“ მაგრამ მესამე ტაეპზე წყვეტს მუშაობას და ტექსტის გვერდით აკეთებს გრაფიკულ ჩანახატს.

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 113; თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ., 1987, გვ. 308, 533.

დათარიღება:

უკანასკნელი ჩანაწერი ამ კრებულში დათარიღებულია 1861 წლისოქტომბრით, ეს ესკიზი კი მის წინ არის მოთავსებული.

     

1861 12 ოქტომბერი

პეტერბურგის უნივერსიტეტში სტუდენტთა გაფიცვები და არეულობაა. მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე იმ პერიოდში საქართველოშია, მეამბოხე სტუდენტებთან ერთად მასაც რიცხავენ და, დანარჩენების მსგავსად, აძლევენ მოწმობას, თითქოს გათავისუფლდა საკუთარი განცხადების საფუძველზე.

  წყარო:

უნივერსიტეტის რექტორის - ემილ ლენცის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი. კრებული „Государственный Совет 1906–1907 гг.“ გვ. 199.
     

1861 ოქტომბერი

 წერს ლექსის „ჩემო კალამო...“ ახალ რედაქციას.

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 115-116; ხელნაწ. ეროვნ. ცენტრი, ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 154.

     

1861 ნოემბერი

 ჟურნალ „ცისკრის“ ნოემბრის ნომერში, მიუხედავად წინა თვეში მკითხველისთვის მიცემული დაპირებისა, ილია ჭავჭავაძის წერილი „სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო“ არ იბეჭდება.

  წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“ 1861, № 11; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 114.

პირთა ანოტაციები:

მესხიევი (ალექსი-მესხიშვილი) სარდიონ დიმიტრის ძე (1814-1863)

სამხედრო ექიმი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, მსახიობ ლადო მესხიშვილის მამა.

     

1861  

თარგმნის ანდრე შენიეს ლექსს „ზღვათა მფლობელის ვენეციის ზღუდეთა თანა...“

 

წყარო:

თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892.

პირთა ანოტაციები:

შენიე ანდრე (1762-1797

ფრანგი პოეტი და პუბლიცისტი.  

     

 1861  

იწყებს „მგზავრის წერილების“ წერას.

 

 

წყარო:
 

     

1861  

ცდილობს ახალთაობის წარმომადგენლებთან ერთად დააარსოს ლიტერატურული საზოგადოება, რომლის მიზანი იქნება ხალხში ქართული წერა-კითხვისა და წიგნების გავრცელება, მაგრამ ნებართვას ვერ იღებს. 

  წყარო:

ა. იოვიძე, „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 148.