1896 1 იანვარი გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ღვარძლიანი საახალწლო შარჟები გაზეთ „ივერიისა“
(„სამი წელია ირყევი, დროა დადგე სწორ გზაზედა...“)
და თსს ბანკისადმი:
ჩვენ მოგვცა კარგი ნაყოფი,
მხოლოთ გიწუნებთ
იმას, რომ
გარყვენი ყველა მანდ მყოფი...“.
წყარო: გაზ. „კვალი“, 1896, № 1.
1896
3 იანვარი
წინარეხის სკოლის პედაგოგი ლავრენტი მათიკაშვილი წერილობით მიმართავს,
როგორც ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარეს და სთხოვს ათი თვის ხელფასის
ანაზღაურებას. წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ.
№ 533. პირთა ანოტაციები: მათიკაშვილი ლავრენტი
პედაგოგი, მომღერალი და
საზოგადო მოღვაწე.
1896
4 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 4 იანვარი“
( „ცხოვრება
ცალკე ადამიანისა თუ მთელის ერისა უფრო წეწვა-გლეჯის ბაზარია...“. მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „შინაური მიმოხილვა 1895
წლისა“. წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, 4 იანვარი, № 2, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 160.
1896
6 იანვარი
გაზეთ „კვალში“ გიორგი წერეთელი „მაზაკვალის“ ფსევდონიმით ბეჭდავს
„ივერიისა“ და ილია ჭავჭავაძის საწინააღმდეგო წერილს „ძველი მტრობა ახალ
ქერქში“. იგი ეხება სათავადაზნაურო სკოლის გიმნაზიად გადაკეთებასა და მის
დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს. წყარო: გაზ. „კვალი“, 1896, № 2, № 18. პირთა ანოტაციები:
წერეთელი გიორგი
ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ
,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის
ერთ-ერთი ლიდერი.
1896
16 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 16 იანვარი“
(„წარსული
წლის 17 დეკემბრის აღმოსავლეთისა და დასავლეთის...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ნარკვევი (ჟურნალ-გაზეთებიდამ)“.
წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, 16 იანვარი, № 11, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 167.
1896 16 იანვრიდან
უბის წიგნაკში აკეთებს ჩანაწერებს კასრაძის საბანკო საქმესთან
დაკავშირებით. წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 1, ავტოგრაფი № 56, ფ. 13.
დათარიღება: კასრაძის საქმესთან მიწერილია 1896 წლის 16 იანვარი.
პირთა
იდენტიფიკაცია:
კასრაძის სახელი უცნობია.
1896
16 იანვრიდან
უბის წიგნაკში აკეთებს ჩანაწერებს ივანე მაჩაბლის პოზიციასთან დაკავშირებით
და შემდეგ პუნქტებად იწერს, რა როგორ უნდა გაკეთებულიყო: 1. საჭირო
იყო თავდაპირველად კონვერსიის შედეგების გაგება; 2. სხვადასხვა
სახის ფასიანი ქაღალდებით ბირჟის გადატვირთვის საშიშროების გათვალისწინება
და სხვ. წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 1, ავტოგრაფი № 56, ფ. 14.
დათარიღება: ვათარიღებთ წინა ჩანაწერის დროის მიხედვით.
პირთა
იდენტიფიკაცია:
მაჩაბლის ნაცვლად წერია „მ-ლი“. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი
ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი,
საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.
1896
16 იანვრიდან
უბის წიგნაკში აკეთებს ჩანაწერებს საბანკო კრიზისთან დაკავშირებით.
ახსენებს ალექსანდრე ჩოლოყაშვილის წინდახედულებას და საბანკო პოლემიკებისას
გაბატონებულ ურთიერთლანძღვას. წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 1, ავტოგრაფი № 56, ფ. 15.
დათარიღება: ვათარიღებთ წინა ჩანაწერის დროის მიხედვით.
პირთა
იდენტიფიკაცია:
ჩანაწერში ჩოლოყაშვილის მხოლოდ გვარია ნახსენები.
პირთა
ანოტაციები:
ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი
თსს ბანკის
დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898
წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და
შენობის ასაგებად.
1896
17 იანვრიდან
ჟურნალში „კავკაზსკაია ჟიზნ“ ქვეყნდება ივან თხორჟევსკისეული რუსული
თარგმანი პოემა „აჩრდილის“ ნაწყვეტისა სათაურით „არაგვს“.
წყარო: ჟურნ. „Кавказская жизнь“, წგ. 1, ტფილისი, 1896. დათარიღება:
ვათარიღებთ პუბლიკაციაზე მიწერილი ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.
პირთა ანოტაციები: თხორჟევსკი ივანე ფელიქსის ძე (1843-1910) რუსი პოეტი
და ჟურნალისტი, ცნობილი მთარგმნელი. გამოსცემდა ჟურნალებს «Гусли» და «Аргонавт».
სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა თბილისში.
1896
26 იანვრამდე
გაზეთ „კვალის“ 1893-1895 წლების ნომრებიდან იწერს მასალას და
ამონაწერ ციტატებს ზოგან იქვე უკეთებს კომენტარს. წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 153, გვ. 1 (ამ რვეულში ჩაწერილია „ოთარაანთ
ქვრივის“ ტექსტი. მინაწერები ავტორს გაუკეთებია რვეულის ბოლო გვერდზე,
მაგრამ რვეული ყდიდან ამოვარდნილა, უკუღმა ჩაუსვამთ ყდაში და ამჯერად ეს
გვერდი მიჩნეულია 1-ად) დათარიღება: ვათარიღებთ წერილის „ჩვენი ეხლანდელი
სიბრძნე-სიცრუე“ პუბლიკაციის დაწყების დროის მიხედვით, რადგან გაზეთ „კვალის“
ვრცელი კრიტიკული ანალიზი სწორედ ამ წერილშია.
1896
26 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ჯიბრეილი“ იწყებს ვრცელი ფელეტონის ბეჭდვას
სათაურით „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“ („მე არ ვიცი, როგორც
აღმოვთქვა, რა სიხარული...“). წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, 26 იანვარი, № 20, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 171.
1896
27 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ჯიბრეილი“ განაგრძობს ვრცელი ფელეტონის
ბეჭდვას სათაურით „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“ („წინა ლექციაში
მოგახსენეთ, რომ საბა ორბელიანისებური სიცრუე ნამუსიანია...“).
წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, 27 იანვარი, № 21, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 181.
1896
28 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ჯიბრეილი“ ამთავრებს ვრცელი ფელეტონის
ბეჭდვას სათაურით „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“ („ერთი ბრწყინვალე
წარმომადგენელი ეხლანდელის სიბრძნე-სიცრუისა...“). წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, 28 იანვარი, № 22, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 189.
1896
28 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 28 იანვარი“
( „მოსკოვსკიე
ვედომოსტი“ (№ 20) თავისს მეთაურ წერილში...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გაზეთ „მოსკოვსკიე ვედომოსტის“ მობოდიშების
თაობაზე“. წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, 28 იანვარი, № 22, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 198.
1896 30 იანვარი
უცნობი პირი უძღვნის
რუსულ ლექსს („Скоро мне придётся поехать в край далёкий и чужой / Очень
жаль, что до отъезда не увижусь я с тобой’’). წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის
არქივი № 69.
1896
3 თებერვალი
ივანე ჯავახიშვილი და იოსებ ჩარექიშვილი ნიკო ნიკოლაძის საშუალებით ილია
ჭავჭავაძესა და გიორგი ზდანევიჩს უთვლიან, რომ სახელმწიფო საბჭოში შესაძლოა
განიხილონ შავი ზღვის სანაპიროების დასახლების საკითხი და სთხოვენ
გამოთქვან აზრი ამასთან დაკავშირებით. წყარო: ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1. 1954, გვ. 47.
პირთა ანოტაციები:
ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე (1876-1940) ქართველი
ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის
დამფუძნებელი.
ჩარექიშვილი იოსებ პეტრეს ძე (გარდ. 1945/46) იურისტი, ვექილი. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი,
კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ზდანევიჩი გიორგი ფელიქსის ძე (1854-1917)
პუბლიცისტი, ეკონომისტი,
რევოლუციონერხალხოსანი, წერდა ფსევდონიმით „მაიაშვილი“. ციმბირში
გადასახლებიდან დაბრუნდა 1889 წელს და თანამშრომლობდა ქართულ პრესაში.
1896
3 თებერვალი
მისი თაოსნობით ქშწ-კგ საზოგადოება ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდს უხდის
მის საპატიო წევრს გაბრიელ ეპისკოპოსს. წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, 2 თებერვალი, № 26, გვ. 2. პირთა ანოტაციები:
გაბრიელ ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896)
იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი,
საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.
1896
6 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 6 თებერვალი“ („გაზეთი „კავკაზი“ არა
სცხრება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„სამეურნეოსაკრედიტო საზოგადოების უსაფუძლო კრიტიკის თაობაზე“.
წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, 6 თებერვალი, № 27, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 201.
1896
8 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 8 თებერვალი “ („გაზეთებმა მოგვიტანეს ამბავი
რომა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული
სამონასტრო მამულების ბერძენი ბერების სამსახურში“. წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, 8 თებერვალი, № 29, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, 2007, გვ. 207.
1896
9 თებერვალი
მიუხედავად ივანე მაჩაბელთან უკიდურესი დაპირისპირებისა, გაზეთ
„ივერიაში“ ადგილს უთმობს დადებით რეცენზიას მის ახალ თარგმანზე „იულიუს
კეისარი“. წყარო: ბიბლიოგრაფია, „მოამბე“, 1896, № 1, გაზ. „ივერია“, 1896, № 30.
პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი,
მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი.
გაიუს იულიუს კეისარი (ძვ. წ. 100 - ძვ. წ. 44) ძველი რომის უდიდესი
პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი, მწერალი და ორატორი.
1896
11 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 11 თებერვალი“ („სტირის და გლოობს მთელი
საქართველო„...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების გამო“. წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, 11 თებერვალი, № 32, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 210. პირთა ანოტაციები:
გაბრიელ ეპისკოპოსი,
ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896) იმერეთის
ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, საზოგადო
მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.
1896
17 თებერვალი .
გაზეთ „ივერიაში” ფსევდონიმით „inman“ იბეჭდება ივანე მაჭავარიანის
რეცენზია ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ მარჯორი უორდროპისეულ თარგმანზე.
იქვე წარმოდგენილია ამონარიდი ახლადგამოცემული წიგნის წინასიტყვაობიდან.
წყარო: „inman“, ბიბლიოგრაფია, გაზ. „ივერია“, 1896 , 17 თებერვალი , № 37,
გვ. 3-4 პირთა ანოტაციები: მაჭავარიანი ივანე ნიკოლოზის ძე (1862-1943)
მთარგმნელი, ჟურნ. „მოამბის“ თანამშრომელი, ცხოვრობდა შვეიცარიაში; თარგმნა
მოლიერის, პ. ჯაკომეტის, ტოლსტოის, ჰიუგოსა და სხვათა ნაწარმოებები.
უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი, ქართული
კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას
1896 18
თებერვალი
გაზ. „კვალში“ იბეჭდება ილია ხონელის (ბახტაძე) „ღია წერილი ბ. ილია
ჭავჭავაძისადმი“ გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ გამოქვეყნებულ მის
პუბლიკაციასთან დაკავშირებით. წყარო: გაზ. „კვალი“, 1896, № 8, გვ. 133-134. პირთა ანოტაციები:
ბახტაძე
ილია ლუკას ძე (1859-1900) პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. იბეჭდებოდა
ფსევდონიმით “ხონელი”.
გაბრიელ ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე
(1825-1896) იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი,
ფსიქოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის
აქტიური მონაწილე.
1896
24 თებერვალი
ედინბურგში გამომავალ ჟურნალში „სქოთსმენ“ იბეჭდება რეცენზია „განდეგილის“
მარჯორი უორდროპისეულ თარგმანზე და ნათქვამია, რომ პოემის დამწერს აშკარად
ეტყობა დიდი ნიჭი და მდიდარი პოეტური ფანტაზია. 4211896 26
თებერვლამდეიღებს მარჯორი უორდროპის წერილს და ინგლისურ ენაზე გამოცემულ
„განდეგილს“. წყარო: გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1896, № 1; “The Sscotsman”, 1896, February
24. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი
მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7
ენას.
1896
26 თებერვალი
ვრცელ საპასუხო წერილს უგზავნის მარჯორი უორდროპს და დიდ მადლიერებას
გამოხატავს იმის გამო, რომ მისი წყალობით ინგლისელები გაეცნობიან
საქართველოს და მის მწერლობას. წყარო: ოქსფორდი, ბოდლის ბიბლიოთეკის საცავი, უორდროპის ფონდი, d 20-15.
დათარიღება: 26 თებერვალს საპასუხო წერილს უგზავნის. პირთა ანოტაციები:
უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი, ქართული
კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.
1896
8 მარტი
თბილისის მაზრის უფროს ლევან ჯანდიერთან, ნიკო ღოღობერიძესთან, ივანე
რატიშვილთან, ანდრია ღულაძესთან და სხვებთან ერთად მატარებლით მიემგზავრება
ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის
მისაღებად. წყარო: ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი
ქართველ მწერლებზე, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 9; გაზ.
„კვალი“, 1896, № 12; დ. კლდიაშვილი, მემუარები. 1932. გვ. 110; გაზ. „ივერია“,
1896 № 63. პირთა ანოტაციები: ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე
(1840-1918) კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა
დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი. ღოღობერიძე ნიკოლოზ ბესარიონის ძე
(1838-1911) პედაგოგი, პუბლიცისტი, გამომცემელი. მომრიგებელი მოსამართლე,
ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი, მარგანეცის ექსპორტიორი, ილია
ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. რატიშვილი ივანე გიორგის ძე (1862-1933) აზნაური, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქშწ-კგ საზ-ის გამგეობის წევრი და
რწმუნებული ბაქოში, ქველმოქმედი. ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920) პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და
გაზეთ „დილას“ რედაქტორი. გაბრიელ ეპისკოპოსი, ერისკაცობაში
გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896) იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96
წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, საზოგადო მოღვაწე,
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.
1896
9 მარტი
ჩადის ქუთაისში. ექვთიმე თაყაიშვილთან და ლევან ჯანდიერთან ერთად სტუმრობს
ნიკო ღოღობერიძის ძმას სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძეს.
წყარო: ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, „ლიტერატურის
მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 10. პირთა ანოტაციები:
თაყაიშვილი
ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921-
1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი
ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების
საქმეს. ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის
ძე (1840-1918) კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი.
სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი. ღოღობერიძე ნიკოლოზ ბესარიონის ძე
(1838-1911) პედაგოგი, პუბლიცისტი, გამომცემელი. მომრიგებელი მოსამართლე,
ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი, მარგანეცის ექსპორტიორი, ილია
ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. ღოღობერიძე სიმონ ბესარიონის ძე
(1843-1913) ისტორიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. განათლება მიიღო
პეტერბურგის უნივერსიტეტში. ^
1896
9-10 მარტი
რამდენადაც პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ არის, მისი ქუთაისში ყოფნის გამო
ადგილობრივ პოლიცმაისტერს თბილისიდან ზედიზედ მისდის დეპეშები, რომ თვალი
ადევნოს და ჩაიწეროს მის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა. წყარო: ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი
ქართველ მწერლებზე, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 10
1896
10 მარტი
სიტყვას ამბობს გელათში გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე.
წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, 13 მარტი,
№ 58, გვ. 2–3; ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, „ლიტერატურის
მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 10. პირთა ანოტაციები:
გაბრიელ
ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896)
იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი,
საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.
1896
10 მარტი
გელათიდან სხვებთან ერთად წამოსულს ნიკო ღოღობერიძე პატიჟებს სასტუმროს
სასადილო დარბაზში, სადაც ხვდება გიორგი შერვაშიძეს და ლეჩხუმის მაზრის
თავადაზნაურთა წინამძღოლ იასონ გელოვანს. მის საპატივცემულოდ ახალ სუფრას
შლიან და წვეულებას აგრძელებენ. ღამით რჩება სიმონ ღოღობერიძის ოჯახში.
წყარო: ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი
ქართველ მწერლებზე, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 10-11.
პირთა ანოტაციები: ღოღობერიძე ნიკოლოზ ბესარიონის ძე (1838-1911)
პედაგოგი, პუბლიცისტი, გამომცემელი. მომრიგებელი მოსამართლე, ქუთაისის
საადგილმამულო ბანკის მმართველი, მარგანეცის ექსპორტიორი, ილია ჭავჭავაძის
სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. შერვაშიძე გიორგი დიმიტრის ძე
(1847-1918) იურისტი, ნამდვილი ტიტულარული მრჩეველი, თბილისის
გუბერნატორი. 1899 წლიდან განაგებდა რუსეთის იმპერატრიცას კარს, იყო ობერ
ჰოფმაისტერი. გელოვანი იასონ დავითის ძე (1851-1915) ლეჩხუმის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი 1899-1915 წლებში, სამოქალაქო
მრჩეველი. ღოღობერიძე სიმონ ბესარიონის ძე
(1843-1913) ისტორიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. განათლება მიიღო
პეტერბურგის უნივერსიტეტში.
1896
11 მარტი
სიმონ ღოღობერიძესთან აკითხავს კირილე ლორთქიფანიძე და მიდიან ქუთაისის
სათავადაზნაურო სკოლის სანახავად. წყარო: ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი
ქართველ მწერლებზე, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 11.
პირთა ანოტაციები: ღოღობერიძე სიმონ ბესარიონის ძე (1843-1913)
ისტორიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. განათლება მიიღო პეტერბურგის
უნივერსიტეტში. ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე
(1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი,
მთარგმნელი
1896
19 მარტი
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება „სიტყვა, თქმული ილია ჭვაჭვაძის მიერ გაენათის
მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს“ („არ ვიცი ამდენ
მშვენივრად თქმულ სიტყვებს შემდეგ რა მოგახსენოთ...“). წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, 19 მარტი,
№ 63, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 214; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 214. პირთა ანოტაციები:
გაბრიელ
ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896)
იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი,
საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.
1896
20 მარტი
ივანე გვარამაძისგან იღებს წერილს გაბრიელ ეპისკოპოსთან დაკავშირებით. წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 479. პირთა ანოტაციები:
გვარამაძე ივანე პავლეს ძე (1831-1912)
მწერალი, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი,
სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. დიდი ამაგი დასდო მესხეთ-ჯავახეთის
მოსახლეობის განათლებას. ავტორი წიგნისა „ქართული ენის საუნჯე“.
გაბრიელ
ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896)
იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი,
საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.
31 მარტი
გაზეთ „კვალში“ სათაურით „ესეც „უცნაურია?!“ (ვუძღვნი ახალ ლექტორს
„ჯიბრეილს“ და მისიანებს)“ იბეჭდება კირილე შევარდნაძის გამოხმაურება ილია
ჭავჭავაძის წერილზე „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“. წყარო: გაზ. „კვალი“, 1896, № 14, გვ.
241. პირთა ანოტაციები: შევარდნაძე კირილე
დამატებითი ცნობები პიროვნების
შესახებ არ მოგვეპოვება.
1896 მარტი
გაზეთ „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებს - დავით მიქელაძესა და გიორგი
ლასხიშვილს შორის შექმნილი უთანხმოების გამო ილია ჭავჭავაძესთან ოჯახში
მიდიან გიორგი ლასხიშვილი, კიტა აბაშიძე და ილია ნაკაშიძე. სთავაზობენ, რომ
„ივერია“ მათ გადასცეს და რომელიმე მათგანი დაამტკიცოს რედაქტორად.
წყარო: გ. ლასხიშვილი. მემუარები. 1934,
გვ. 103, 105. პირთა ანოტაციები: მიქელაძე დავით (1843-1918) მწერალი,
დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. განათლება მიიღო პეტერბურგსა და
პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“. ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე
(1866-1931) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის
ერთ-ერთი ლიდერი, თანამშრომლობდა „ივერიაში“ იბეჭდებოდა ფესვდონიმით „ლალი“.
პარიზში გამოსცემდა გაზეთ „ცნობის ფურცლის“. აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე
(1870-1917) ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ნაკაშიძე ილია პეტრეს ძე (1866-1923)
მწერალი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე.
დუხობორების შესახებ ლევ ტოლსტოისთან გამართული მიმოწერის გამო გადაასახლეს
რუსეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კითხულობდა ლექციებს.
1896
2 აპრილი
საცენზურო კომიტეტის დაბარებით ესწრება სხდომას, რომელიც განიხილავს
გაზეთ „ივერიაში“ იაკობ ცინცაძის მიერ „თომაანთ კობას“ ფსევდონიმით
გამოქვეყნებული ფელეტონის „სურათები მოწაფეთა ცხოვრებიდამ“ საკითხს.
პუბლიკაციაში მხილებულია იმპერიის სასწავლებლებში გამეფებული გარემო:
აღმზრდელთა ფარისევლობა და მოწაფეთა ჩაგვრა. ნაჩვენებია, რომ განათლების
ნაცვლად ახალგაზრდებს სასწავლებლიდან მიაქვთ „გატეხილი გული“, „დასუსტებული
ჯანი“ და „შერყეული რწმენა“. ამ ფელეტონის გამოქვეყნებისთვის ილია
ჭავჭავაძეს, როგორც რედაქტორ-გამომცემელს ეძლევა შენიშვნა.
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947,
გვ. 242; „სურათები მოწაფეთა ცხოვრებიდამ“, გაზ. „ივერია“, 1896, № 39-41.
პირთა ანოტაციები: ცინცაძე იაკობ თომას ძე (1872-1933) ქართველი პედაგოგი,
პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ცნობილია ფსევდონიმით „ია ეკალაძე“.
1896
4 აპრილი
ლონდონში გამომავალ ჟურნალში „აკადემი“ იბეჭდება რეცენზია „განდეგილის“
მარჯორი უორდროპისეულ თარგმანზე. სტატიის ავტორი წერს, რომ მთარგმნელმა
შეძლო ილია ჭავჭავაძის ნიჭის წარმოჩენა და მკითხველს საშუალება მისცა
გასცნობოდა მის ღირსშესანიშნავ მოღვაწეობას. წყარო: გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1896, №
1; “The Academy”, 1896, April 4. პირთა ანოტაციები:
უორდროპი მარჯორი სკოტ
(1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის
პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას
1896
8 აპრილი
პეტერბურგიდან აგზავნის დეპეშას, რომელშიც ნათქვამია, რომ ქშწკგ
საზოგადოებისადმი შეწირული დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის კატალოგის
შედგენის მიმდინარეობაზე მეთვალყურეობა იკისრა ალექსანდრე ცაგარელმა.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ.
481, აღწ. 1. საქ. 287. პირთა ანოტაციები:
ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე
(1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი.
პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა
ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის
აღორძინებისა და განვითარების საქმეში. ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე
(1844-1929)
ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების
შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის
უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის
უნივერსიტეტის პროფესორი.
1896
17 აპრილი
კავკასიის საცენზურო კომიტეტი მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორს
საიდუმლოდ ატყობინებს, რომ თებერვალში გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა
„ტენდენციური“ ფელეტონი „სურათები მოწაფეთა ცხოვრებიდამ“ და მოითხოვს
გაზეთის მიმართ ადმინისტრაციული სანქციის გამოყენებას. წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947,
გვ. 241-242.
1896
20-25 აპრილი
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას და ებმება კამათში ცალკეულ
საკითხებთან დაკავშირებით. წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, № 88, გვ.
1-3, № 89, გვ. 3, № 90, გვ. 2, № 91, გვ. 2-3.
1896
27 აპრილი
სიტყვით გამოდის თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე, კითხულობს ფინანსთა
მინისტრის პასუხს გამგეობის მიერ აღძრულ შუამდგომლობაზე, განიხილავს
რევიზორის იმ შენიშვნებს, რომლებსაც ეყრდნობა მინისტრის დოკუმენტი და
განმარტავს მუხლობრივად. მტკიცდება, რომ შეცდომები დაშვებულია დამფასებელთა
მუშაობაში და ბანკის დანაკარგები ამით არის გამოწვეული. ასევე, იკვეთება
ბუღალტერ დიმიტრი ფავლენიშვილის ბრალეულობა, რომლის ხარვეზებიც გამგეობამ
ადრევე შენიშნა და სამსახურიდან გაათავისუფლა. მომხსენებელი ოპოზიციურ
ჯგუფს შეახსენებს, რა ქარცეცხლი დაატეხეს მას თავს იმ თანამშრომლის
დათხოვნის გამო, რომლის მუშაობასაც უკავშირდება მინისტრის მიერ მოწერილი
უმთავრესი შენიშვნა. ბოლოს ილია ჭავჭავაძე აცხადებს, რომ მინისტრის
მოწერილობაში არაფერია ისეთი, რაც თსს ბანკს სახელს გაუტეხს და კლიენტებს
დაუკარგავს, მაგრამ ასეთი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციონერთა
გამონათქვამებს. მათი გამოსვლები, რომლებშიც უკიდურესად არის გაზვიადებული
მინისტრის მიერ მიცემული შენიშვნები, ვრცელდება პრესის მეშვეობით და
ზემოქმედებას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. იმართება ცხარე კამათი მისი
მოხსენების ირგვლივ. ოპოზიცია მოითხოვს კომისიის დანიშვნას წარმოდგენილი
საკითხების განსახილველად. წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, № 93, გვ.
1-3, № 94, გვ. 1-2, № 95, გვ. 2-3, № 96, გვ. 2-3, № 97, გვ. 2-3; № 98,
გვ. 1-2. პირთა იდენტიფიკაცია: პუბლიკაციაში ფავლენიშვილის მხოლოდ გვარია
დასახელებული. პირთა ანოტაციები: ფავლენიშვილი დიმიტრი (მიტო) ალექსანდრეს
ძე
თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბუხჰალტერი, საისტორიო და
საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. ქშწ-კგ საზოგადოების ხაზინადარი.
1896
28 აპრილი
თსს ბანკის სხდომის გახსნისთანავე ნიკოლოზ ორბელიანი ილია ჭავჭავაძისგან
ითხოვს ბოდიშის მოხდას ივანე მაჩაბლისთვის „დანოსჩიკის“ წოდებისთვის,
მაგრამ ილიას განმარტებისა და მოწმეთა დადასტურების შემდეგირკვევა, რომ
მას ასეთი რამ არ უთქვამს. ამის შემდეგილია ჭავჭავაძე განიხილავს ივანე
მაჩაბლის მიერ რევიზორისთვის გადაცემულ დოკუმენტს და მიღებულ დასკვნას.
იწყება კამათი, რომლის დროსაც თავმჯდომარე დიმიტრი მუსხელიშვილი ილია
ჭავჭავაძეს აღარ აძლევს სიტყვას. ეს იწვევს აურზაურს, თავმჯდომარე ტოვებს
კრებას და ამბობს, რომ მინსტრს მოახსენებს. წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, № 99, გვ.
1-2. პირთა ანოტაციები: ორბელიანი ნიკოლოზ თსს ბანკის წევრი, ოპოზიციის
მხარდამჭერი. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე
(1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. მუსხელიშვილი დიმიტრი ივანეს ძე
არტილერიის გენერალი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების ერთერთი დამფუძნებელი, თსს ბანკის წევრი. 1896
მთავარმართებლის კანცელარია საცენზურო კომიტეტიდან მიღებული საიდუმლო
შეტყობინების საფუძველზე წერილობით აცნობებს მთავარმართებლის საბჭოს გაზეთ
„ივერიის“ მავნე მიმართულების შესახებ. წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947,
გვ. 241-244.
1896
მარტის ბოლო–აპრილი
მისი ხელმოწერით წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში.
წყარო: „ანგარიში „ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების“ მოქმედებისა“ ენკენისთვიდგან
1894 წ. 1 იანვრამდე 1896 წლ. მეჩვიდმეტე წელიწადი“. ტფ., 1896.
1896
4 მაისი
კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ჰაკელი საიდუმლო
მოხსენებას გზავნის პეტერბურგში ილია ჭავჭავაძის არასაიმედოობის შესახებ.
წყარო: ილია ჭავჭავაძის საიუბილეო
კრებული, 1939, გვ. 422-423. პირთა ანოტაციები: ჰაკელი მიხეილ პავლეს ძე -
(1843-1914)
რუსი სახელმწიფო მოღვაწე, საიდუმლო მრჩეველი, კავკასიის
საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე 1891-1906 წლებში.
1896
9 მაისი
თსს ბანკის სხდომაზე თავმჯდომარე დიმიტრი მუსხელიშვილი ცდილობს კრებას
მიაღებინოს დოკუმენტი, რომ ეთანხმებიან რევიზორის დასკვნებს, რისთვისაც
ილია ჭავჭავაძე ამხელს მიკერძოებულობაში. წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, № 100, გვ.
1-2. პირთა ანოტაციები: მუსხელიშვილი დიმიტრი ივანეს ძე
არტილერიის
გენერალი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების ერთერთი დამფუძნებელი, თსს ბანკის წევრი.
1896
10 მაისი
მთავარმართებლის საბჭოს გამოაქვს დადგენილება გაზეთ „ივერიის“ რვა თვით
დახურვის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უმჯობესი იქნებოდა მისი
გამოცემის საერთოდ აკრძალვა, მაგრამ თავს იკავებენ, რამდენადაც იგი
ერთადერთი ყოველდღიური ქართული პერიოდული ორგანოა. მთავარმართებლის
თანაშემწე სერგეი ტატიშჩევი დეპეშით აცნობებს იმხანად მოსკოვში მყოფ
მთავარმართებელ სერგეი შერემეტიევს ამ დადგენილების შესახებ და სთხოვს მის
დამტკიცებას. წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947,
გვ. 245-246. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 12, საქმე 2185. პირთა
ანოტაციები: ტატიშჩევი სერგეი სპირიდონის ძე (1846-1906) რუსი ისტორიკოსი
და პუბლიცისტი, მთავარმართებლის თანაშემწე, საგანგებო დავალებათა მოხელე
1881-1883 წლებში. 1883 წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაიხურა „ივერია“
რვა თვით. შერემეტიევი სერგეი ალექსის ძე
(1836-1896) გენერალ-ადიუტანტი, კავკასიის ადმინისტრაციის უფროსი
1890-1896 წლებში.
1896
10-11 მაისი
თსს ბანკის სხდომაზე ზედამხედველი კომიტეტი და გამგეობა გამოდის
წინადადებით, რომ მათ მიენდოს რევიზორის დასკვნის განხილვა და შედეგებს
წარუდგენენ კრებას. საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე ოპოზიცია ითხოვს თსს
ბანკის წევრთა სიების გადამოწმებას. წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, № 101, გვ.
2-3.
1896
11 მაისი
მთავარმართებელი სერგეი შერემეტიევი მოსკოვიდან გზავნის საგანგებო დეპეშას,
რომლითაც ამტკიცებს მთავარმართებლის საბჭოს გადაწყვეტილებას გაზეთ
„ივერიის“ რვა თვით დახურვის შესახებ. წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947,
გვ. 245-246.
1896
11 მაისის შემდეგ
თეატრის შენობაში თსს ბანკის კრებაზე ხვდება გიორგი ლასხიშვილს და გიორგი
ზდანევიჩს, აცნობებს მთავარმართებლის გადაწყვეტილებით „ივერიის“ გამოცემის
რვა თვით აკრძალვის შესახებ და საყვედურობს, რომ ეს იყო „ივერიის“
ახალგაზრდა თანამშრომელთა ჯგუფის რადიკალური სტატიების შედეგი.
წყარო: ლასხიშვილი, მემუარები
(1885-19015), ტფილისი, 1934, გვ. 196. პირთა ანოტაციები:
ლასხიშვილი
გიორგი მიხეილის ძე (1866-1931) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თანამშრომლობდა „ივერიაში“
იბეჭდებოდა ფესვდონიმით „ლალი“. პარიზში გამოსცემდა გაზეთ „ცნობის ფურცლის“.
ზდანევიჩი გიორგი ფელიქსის ძე
(1854-1917)
პუბლიცისტი, ეკონომისტი, რევოლუციონერხალხოსანი, წერდა
ფსევდონიმით „მაიაშვილი“. ციმბირში გადასახლებიდან დაბრუნდა 1889 წელს და
თანამშრომლობდა ქართულ პრესაში.
1896
12-13 მაისი
თსს ბანკის სხდომაზე საუბარი გრძელდება მინისტრის შენიშვნებსა და ბანკის
მუშაობაზე. თავმჯდომარეს - დიმიტრი მუსხელიშვილს საშუალებას არ აძლევენ,
რომ ბანკის წევრთა სია შემთხვევით პიროვნებებს გადაამოწმებინოს. ამის გამო
იგი კვლავ წყვეტს სხდომას და იმუქრება, რომ ერთი წლის მანძილზე აღარ
დანიშნავს. წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, № 102, გვ.
2-3, № 103, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: მუსხელიშვილი დიმიტრი ივანეს ძე არტილერიის გენერალი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების ერთერთი დამფუძნებელი, თსს ბანკის წევრი
1896
13 მაისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების კრებას, რომელზეც განიხილავენ
სამკითხველოების გახსნისა და წიგნთსაცავისთვის ახალი შენობის გამოძებნის
საკითხებს. ამის შემდეგილია ჭავჭავაძე შეუძლოდ ყოფნის გამო ტოვებს
სხდომას. ამავე სხდომის ბოლოს ალექსანდრე ეპისკოპოსს (ოქროპირიძეს), ილია
ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს ირჩევენ საზოგადოების საპატიო წევრებად.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ.
481, აღწ. 1, საქ. 468; საქართველოს ეროვნული არქივი, ქშწ-კგ საზოგადოების
საერთო კრების პროტოკოლი; გაზ. „ივერია“, 1896, № 102, გვ. 2; ი.
გოგებაშვილი. თხზულებანი. ტ. 10, 1965, გვ. 342. პირთა ანოტაციები:
ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)
ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის
არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)
პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
1896
17 მაისი
გამოდის გაზეთ „ივერიის“ 103–ე ნომერი და მთავარმართებლის საბჭოს
გადაწყვეტილებით მისი გამოცემა წყდება რვა თვით. წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, № 102, გვ.
2-3, № 103.
1896
20 მაისი
თსს ბანკის კრებაზე ხმის უმრავლესობით ირჩევენ მმართველობის თავმჯდომარედ,
ივანე მაჩაბელს კი - დირექტორად. წყარო: ა. თელია, „ქართული
სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989, გვ. 204.
პირთა
ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი,
მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი.
1896
21 მაისი
ილია ჭავჭავაძე, ბანკის მეორე დირექტორი და ზედამხედველი კომიტეტის წევრები
უარს აცხადებენ ივანე მაჩაბელთან ერთად მუშაობაზე. წყარო: ა. თელია, „ქართული
სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989, გვ. 204.
პირთა
ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი,
მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი.
1896
23 მაისი
ტარდება თსს ბანკის გამგეობის სხდომა, რომელზეც გადაწყვეტილება გამგეობის
გადადგომის შესახებ უკანონოდ ცხადდება და მის წევრებს სთხოვენ საქმიანობას
დაუბრუნდნენ ბანკის ახალი ხელმძღვანელობის არჩევამდე. წყარო: ა. თელია, „ქართული
სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989, გვ. 204.
1896
მაისის ბოლო
თბილისსა და საგურამოში მასპინძლობს საქართველოში მეორედ ჩამოსულ მარჯორი
უორდროპს, რომელსაც თან ახლავს დედ-მამა და უმცროსი ძმა.
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
17, 2012, გვ. 176-177, 456. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ
(1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის
პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.
1896
19-20 ივნისი
მონაწილეობს თსს ბანკის საგანგებო კრებაში, რომელიც ითხოვს ხელახალ
არჩევნებს. ივანე მაჩაბელი ამის წინააღმდეგია. კენჭისყრაზე უარს ამბობენ
ილია ჭავჭავაძე და ზედამხედველი კომიტეტის წევრებიც, მაგრამ კრება მათ
იძულებულს ხდის კენჭი იყარონ. ილია ჭავჭავაძეს ხელმეორედ ირჩევენ ბანკის
თავმჯდომარედ. წყარო: გაზ. „კვალი“, 1896, № 27, გვ.
470. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)
პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო
საადგილმამულო ბანკის დირექტორი.
1896-დან
4 ივლისამდე
იღებს ტერ-მინასოვის ბარათს და იგებს, რომ სწორედ იმ დღეს გასდის ვადა მის
ვექსილს აზოვის ბანკში. წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული
ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 17617. დათარიღება: თარიღზე მითითებულია მიხეილ ჩიკვაიძისთვის
მიწერილ ბარათში. პირთა ანოტაციები: ტერ-მინასოვი
წყაროში სახელი
მითითებული არ არის. სავარაუდოდ, იგულისხმება აზოვის ბანკის თბილისის
ფილიალის თანამშრომელი. 1896-დან
წერილს უგზავნის მიხეილ ჩიკვაიძეს და ატყობინებს, რომ იმავე დღეს ვადა
გასდის მის ვექსილს აზოვის ბანკში. შიშობს, რომ კრედიტს აღარ მისცემენ, რაც
ძალიან დააზარალებს. სთხოვს როგორმე ორიოდე დღე აცადონ, სანამ ახალი
ვექსილის წარდგენას შეძლებს. წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული
ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 17617-ხ; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი,
1949, გვ. 104; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 40; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 142-143, 434. დათარიღება: წერილს აწერია
მხოლოდ თვე და რიცხვი. აზოვ-დონის კომერციული ბანკის თბილისის განყოფილება
დაარსდა 1895 წელს. შესაბამისად, წერილი უფრო გვიანდელია; იხ. „ტექსტოლოგიური
კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ.,
2016, გვ. 214-215. პირთა ანოტაციები:
ჩიკვაიძე მიხეილი ფილიპეს ძე
ილია
ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, თანამშრომლობდა „საქართველოს
მოამბეში“, მასთან ერთად მუშობდა დუშეთის მაზრაში, 1900-იანი წლების
დასწყისში იყო ილია ჭავჭავაძის დის - ელისაბედის მოურავი.
1896 9 ივლისამდე
თელავში ამგზავრებს მარჯორი და ოლივერ უორდროპებს და ივანე როსტომაშვილს
უგზავნის წერილს, რომელშიც სთხოვს ღირსეული მეგზურობა გაუწიოს.
წყარო: როსტომაშვილი ელ., ერთი მომენტი
ინგლის-საქართველოს კულტურული ურთიერთობიდან. „ახალგაზრდა კომუნისტი“,
1956, 23 ივნისი, № 75; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
176-177, 456. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის
ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 215.
პირთა
ანოტაციები:
უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი,
ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. როსტომაშვილი ივანე პავლეს ძე
(1852-1924) პედაგოგი, ჟურნალისტი, სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი,
ჟურნალ „მოგზაურის“ რედაქტორგამომცემელი. ფსევდონიმები: „კახთ-კახოსი“, „ვანო“,
„თქვენი ვანო“ და სხვ.
1896
14 ივლისი
ვასილი ველიჩკო ვერ ახერხებს მისი სახელობის დღეზე საგურამოში ჩასვლას და
უგზავნის ლექსს: „Высокочтимый Князь Илья! Скорблю, скорблю о томъ
глубоко, что день великаго пророка, Не съ вами славить буду я...“.
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 70. პირთა ანოტაციები:
ველიჩკო
ვასილ ლვოვის ძე (1860-1903) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი
გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).
1896
20 ივლისი
დიდი ზეიმი იმართება საგურამოში მისი სახელობის დღესთან დაკავშირებით.
ქართული ეროვნული ტანსაცმლით მოსილი ორმოცამდე ცხენოსანი ვაჟკაცი
მგზავრულის სიმღერით უახლოვდება და გადასცემს საგანგებოდ დამზადებულ
დროშას, რომელზეც ამოქარგულია მისი სიტყვები პოემიდან „მეფე დიმიტრი
თავდადებული“: „კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას
კი გზას უნათვიდეს“. წყარო: ეკ. გაბაშვილი, „ლიტერატურის
მატიანე“, 1940, წ. 1–2, გვ. 101-119. პირთა ანოტაციები:
დიმიტრი
თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270- 1289
წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის ბრძანებით. შერაცხილია
წმინდანად.
1896
20 ივლისი
უღებენ ფოტოს დასთან – ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისასთან, ეპისკოპოს
ალექსანდრე ოქროპირიძესთან, მარჯორი, თომას და ოლივერ უორდროპებთან და სხვა
სტუმრებთან ერთად საგურამოს სახლის კიბეზე.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი,
3-1654; ფ. 2-2633 ფრაგმენტი
ფოტოდან:
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/5112 პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა,
ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)
ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე
ალექსი დავითის ძე) (1824-1907) ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე.
სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და
გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. უორდროპი თომას ცნობილი ქართველოლოგის,
მარჯორი უორდროპის ძმა. უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი,
ფლობდა 7 ენას. უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848)
ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა
სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური
ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“.
1896
20 ივლისი
უღებენ ფოტოს საგურამოში ილიაობის დღესასწაულზე გაშლილ საზეიმო
სუფრასთან. ილია ჭავჭავაძე თეთრ სამოსში ჩაცმული დგას უკანა პლანზე მარჯორი
უორდროპის გვერდით. მარცხნივ უდგანან მარჯორი უორდროპის ძმა – თომასი და
მათი მამა. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი,
2-2633; 1654; ფოტო და მისი ფრაგმენტი. პირთა ანოტაციები:
უორდროპი თომას ცნობილი ქართველოლოგის, მარჯორი უორდროპის ძმა. უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი,
ფლობდა 7 ენას. უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848)
ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა
სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური
ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“.
1896
28 ივლისი
მონაწილეობს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის საგანგებო კრებაში, რომელიც
განიხილავს კახეთის რკინიგზის საკითხს. დამსწრეთა ნაწილი მოითხოვს, რომ
რკინიგზა სახელმწიფომ გაიყვანოს, მეორე ნაწილი, მათ შორის ილია ჭავჭავაძე,
კი მომხრეა, რომ ეს საქმე თავადაზნაურობამ აიღოს თავის თავზე. იგი, როგორც
საგანგებო კომისიის წევრი, საკუთარ პროექტს სთავაზობს კრებას. მისი პროექტი
თავადაზნაურობის უმრავლესობის მხარდაჭერით მტკიცდება და ილია ჭავჭავაძე
ამის შესახებ დეპეშით აუწყებს გზათა მინისტრს. წყარო: გაზ. „კვალი“, 1896, 4 აგვ., №
33, გვ. 58.
1896
ივლისი
წიგნში „სალამური“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსზე „ნანა“ შექმნილი
სიმღერის ზაქარია ჩხიკვაძის მიერ ჩაწერილი ნოტები. წყარო: „სალამური. ხალხური სიმღერები
გადაღებულნი ნოტებზე ზ. ი. ჩხიკვაძის მიერ“, 1896. პირთა ანოტაციები:
ჩხიკვაძე ზაქარია ივანეს ძე (1862-1930) საზოგადო მოღვაწე, ლოტბარი,
პედაგოგი.
1896
7 აგვისტო
თბილისის საოლქო სასამართლოზე განიხილავენ თედო სახოკიას მიერ ილია
ჭავჭავაძის, როგორც რედაქტორის წინააღმდეგ აღძრულ საჩივარს არტემ
ახნაზაროვის მიერ გაზეთ „ივერიაში“ „ჩიორას“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული
რეცენზიის გამო. რეცენზია ეხება მომჩივანის მიერ გამოქვეყნებულ „აკაკის
ნაკვესებს“ და, მისი მტკიცებით, შეიცავს მის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.
სასამართლოს დადგენილებით ილია ჭავჭავაძის ბრალეულობა არ დასტურდება.
წყარო: გაზ. „ივერია“, 1896, № 79, გვ.
1-2. პირთა ანოტაციები: სახოკია თედო ტიმოთეს ძე (1868-1956)
მწერალი,
ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა „ივერიასთან“, იყო საფრანგეთში
გამომავალ გაზეთ „საქართველოს“ თანარედაქტორი. 1908 წელს ციმბირში
გადაასახლეს და მხოლოდ 8 წლის შემდეგ დაბრუნდა.
ახნაზაროვი არტემ მიხეილის
ძე (1866-1942) მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
თანამშრომლობდა „ივერიაში”. იბეჭდებოდა “ორანის”, “ჩიორას”, ”მანოელიძის”,
“ალფას”, “დუშიკოს” ფსევდონიმებით. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)
- პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
1896
10 აგვისტო
ნიკოლოზ ჯამბაკურ-ორბელიანის საჩივრის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს
საგანგებო კანცელარია კრედიტების დარგში ილია ჭავჭავაძისგან, როგორც თსს
ბანკის გამგეობის თავმჯდომარისგან, ითხოვს განმარტებას, შეესაბამება თუ არა
სინამდვილეს, რომ გამგეობის ყოფილი წევრი ივანე მაჩაბელი უდანაშაულოდ
დაისაჯა. წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
16, 2017. პირთა ანოტაციები: ორბელიანი ნიკოლოზ (ივანე) ესტატეს ძე
ილია
ჭავჭავაძის დის, ელისაბედ ჭავჭავაძის პირველი მეუღლე.
მაჩაბელი ივანე (ვანო)
გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.
1896
10 აგვისტოს შემდეგ
ილია ჭავჭავაძე, როგორც თსს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე, ფინანსთა
სამინისტროს საგანგებო კანცელარიას კრედიტების დარგში ,მათივე მოთხოვნის
პასუხად, უგზავნის ვრცელ განმარტებას საბანკო საქმეებში ივანე მაჩაბლის
ბრალეულობასთან დაკავშირებით. დოკუმენტს, რომელიც თითქმის 100
ნაბეჭდი გვერდია, დანართის სახით ახლავს კიდევ 78 დოკუმენტი და
ადგილობრივი გაზეთების ექვსი ნომერი. ილია ჭავჭავაძის გარდა, ამ
განმარტებით დოკუმენტაციას ხელს აწერენ თსს ბანკის დირექტორები: დავით
ავალიშვილი, მიხეილ გრუზინსკი და ქრისტეფორე მამაცაშვილი.
წყარო: «В особенную канцелярию
Министерства финансов по кредитной части праления Тифлисского
Дворянского земельного банка Объяснение», საქართველოს ეროვნული
ბიბლიოთეკა, რარიტეტის განყოფილება, ნიკო ნიკოლაძის არქივი № 50/20; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. დათარიღება: ფინანსთა სამინისტროს
წერილი, რომლის პასუხადაც დაიწერა ეს განმარტება, 10 აგვისტოს არის
გაგზავნილი. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო)
გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.
ავალიშვილი დავით ივანეს
ძე (1845-1897) რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს
ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ
იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.
ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935) ბაგრატ
ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის
საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.
მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909)
რუსეთის არმიის გენერალი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, სათავადაზნაურო
ბანკის დირექტორი, მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეს გლეხთა მიწიანად
გათავისუფლების საქმეში.
1896
10 აგვისტოს შემდეგ
ილია ჭავჭავაძისა და თსს ბანკის დირექტორების ხელმოწერით გამოდის ბროშურა
„თსს ბანკის მმართველობის განმარტება კრედიტების დარგში ფინანსთა
სამინისტროს საგანგებო კანცელარიისადმი თავად ჯამბაკურორბელიანის
საჩივართან დაკავშირებით“. წყარო: „В особенную канцелярию
министерства финансов по кредитной части, Правления Тифлисского
дворянского земельного банка. Объяснение по поводу жалобы кн.
Джамбакура-Орбелиани“. Тиф., 1896. პირთა ანოტაციები:
ორბელიანი ნიკოლოზ (ივანე)
ესტატეს ძე
ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედ ჭავჭავაძის პირველი მეუღლე.
1896
14 აგვისტო
საგურამოში მასპინძლობს ბანკში სახლის დაგირავების პირობების გასარკვევად
მასთან სტუმრად მისულ გორელ დეკანოზ ნიკოლოზ ნათიძეს. ილია ჭავჭავაძე
იგონებს ყმაწყვილობისდროინდელ მისწრაფებებს ბერად შედგომასა და ჯუზეპე
გარიბალდისთან მოხალისედ წასვლაზე. საუბრობენ ქართული მიწების რუსების მიერ
შესყიდვაზე, ზნეობის დაკარგვასა და სხვა საკითხებზე. წყარო: ნიკოლოზ ნათიძის
მოგონება”ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 572-573.
პირთა
ანოტაციები:
ნათიძე ნიკოლოზ (1853-1921) დეკანოზი, მწერალი, პუბლიცისტი,
წერდა „მელანიას“ ფსევდონიმით.
გარიბალდი ჯუზეპე (1807-1882) იტალიის
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, გენერალი, პოლიტიკური და
საზოგადო მოღვაწე.
1896
6 ოქტომბერი
გაზეთი „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება მოთხრობის „კაცია – ადამიანი?!“ ერთი
თავის ა. ნიკიტინისეული თარგმანი. წყარო: «Новое обозрение», 1896, №
4386. პირთა ანოტაციები: ნიკიტინი ალექსანდრე პუბლიცისტი, გაზეთ „ივერიის“
თანამშრომელი 1890-იან წლებში.
1896 18
ოქტომბერი
როგორც თსს ბანკის თავმჯდომარე იღებს წერილს რუსეთის ფინანსთა
სამინისტროდან გადასახადებისა და წაგების ბალანსებთან დაკავშირებით.
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 17 (452). დათარიღება: თარიღი
მითითებულია ილია ჭავჭავაძის პასუხში.
1896 18 ოქტომბრის შემდეგ
როგორც თსს ბანკის თავმჯდომარე წერს პასუხს რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან
მოსულ შენიშვნებზე. მოითხოვს ხელახალ რევიზიას, რომელიც დეტალურად
შეისწავლის ბანკის ყველა მოქმედებას. წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 17 (452). დათარიღება: ეს არის
საპასუხო წერილი 18 ოქტომბრისაზე.
1896
20 ოქტომბერი
გაზეთი „ცნობის ფურცელი“ ბეჭდავს ინგლისური პრესის გამოხმაურებას
„განდეგილის“ მარჯორი უორდროპისეულ თარგმანზე. წყარო: გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1896, №
1. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი
მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7
ენას.
1896
21 ოქტომბერი
ადგენს პირობის წიგნს, რომლის მიხედვითაც სოფელ თაქლაში მცხოვრებ ნავრუზა
ყურბან-ოღლის ევალება საგურამოში მისი პირუტყვის მოვლა.
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 672. პირთა ანოტაციები:
ყურბან-ოღლი ნავრუზა
დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ
მოგვეპოვება.
1896
31 ოქტომბერი
წერილს სწერს ალექსანდრე სარაჯიშვილს, ატყობინებს, რომ თანახმაა „ივერიის“
თანარედაქტორად მის დანიშვნაზე და სთავაზობს მოვალეობების თანაბარ
გადანაწილებას. წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, ავტოგრაფი № 429; ი. ჭავჭავაძე,
წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 84; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ
ტომად, X, 1961, გვ. 90-91; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
173-174, 454.
დათარიღება: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის
ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 142-145.
პირთა
იდენტიფიკაცია:
იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 142-145. პირთა ანოტაციები:
სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)
მწერალი, კრიტიკოსი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო
საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“
რედაქტორ-გამომცემელი.
1896
ოქტომბერი
ჟურნალი „რუსკაია მისლ“ აქვეყნებს ვასილი ველიჩკოს მიერ თარგმნილ
„იანიჩარს“ და ნაწყვეტს „აჩრდილიდან“. წყარო: „Русская мысль“ 1896, кн.10, გვ.
81, 82. პირთა ანოტაციები: ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903) პოეტი,
პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი
ვესტნიკ“ (1901-დან).
1896
იაკობ გოგებაშვილის წიგნში „ბუნების კარი“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის
ლექსები: „ჩიტი“, „ლოცვა“, „ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილზედ“; „სამეურნეო
სკოლის გახსნისას სოფელ წინამძღვრიანთკარში წარმოთქმული სიტყვა“;
ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“, „განდეგილი“, „რამდენიმე სურათი ანუ
ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“; ნაწყვეტები მოთხრობებიდან: „გლახის
ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!” წყარო: იაკობ გოგებაშვილი, „ბუნების
კარი“, მე–9 გამოცემა, ტფილისი, 1896. პირთა ანოტაციები:
გოგებაშვილი იაკობ
(1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე
(1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი.
1896 ალექსანდრე არღუთინსკი–მხარგრძელი
წარწერით უძღვნის თავის წიგნს „ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობა და
ექსპლოატაცია მისი არსებობის 25 წლის მანძილზე 1871-1896“. წყარო: Аргутинский-Долгорукий А.,
История сооружения и эксплоатации Закавказской железной дороги за 25 лет
ея существования 1871–1896 гг., Тфл., 1896. პირთა ანოტაციები:
არღუთინსკი-დოლგორუკოვი (მხარგრძელი) ალექსანდრე მიხეილის ძე (დაბ.
1860)
სახელმწიფო მოღვაწე, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი. 1895 წლიდან მუშაობდა
ამიერკავკასიის რკინიგზის კონტროლზე.
1896
ივანე როსტომაშვილი „ივერიის“ რედაქციას წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს „ქართველთა
ტომი“. წყარო: ი. როსტომაშვილი, „ქართველთა
ტომი“, ტფ., 1896, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, TS 3.366/09.
პირთა
ანოტაციები:
როსტომაშვილი ივანე პავლეს ძე (1852-1924)
პედაგოგი,
ჟურნალისტი, სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი, ჟურნალ „მოგზაურის“
რედაქტორგამომცემელი. ფსევდონიმები: „კახთ-კახოსი“, „ვანო“, „თქვენი ვანო“
და სხვ
1896-დან
წყარო: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, № 4429-i.
პირთა ანოტაციები:
ურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის
ასული (1842-1927) მეუღლე, გსაზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და
საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი
1896
საგურამოს ახალი სახლის
აივანზე მეუღლესთან ერთად იღებს ფოტოს.