![]() |
საქართველოს გული |
წიგნი შეადგინა, ბოლოსიტყვაობა და შენიშვნები დაურთო თეიმურაზ ფირალიშვილმა,
„შორეული თვისიანი“ უწოდა ჯერ კიდევ უცხოეთში მოღვაწე არტურ ლაისტს ილია ჭავჭავაძემ.
არტურ ლაისტი იყო ქართველი ერის მეგობარი, რომელსაც გულით უყვარდა ჩვენი ხალხის სულიერი კულტურა, მისი ბუნება.
ეს კრებული შეიცავს წერილებს მიძღვნილს საქართველოს ისტორიისადმი და ქართული ლიტერატურისადმი.
![]() |
1 სარჩევი |
▲ზევით დაბრუნება |
სარჩევი
მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე
პირველად ილიასთან
დიდი ქართველი პოეტები
აკაკი წერეთელი ისტორიული და მხატვრული ნარკვევები
კულტურული მნიშვნელობა „ვეფხისტყაოსნისა“ მცხეთა
საბავშვო ლიტერატურა ქართული ჟურნალისტიკა არქიტექტურა, თეატრი და მუსიკა
დრამატურგია საქართველოში
იმერეთი არტურ ლაისტი — (ბოლოსიტყვაობა თ. ფირალიშვილისა) შენიშვნები (თ. ფირალიშვილისა)
საკუთარ სახელთა საძიებელი
ილიას მახლობლები
ილია წინამძღვრიშვილი
პეტრე უმიკაშვილი, ნიკო ხიზანიშვილი და გიორგი წერეთელი
გრიგოლ ვოლსკი
ერთი დღე სოფელში
„ივერიის“ რედაქციაში
კვლავ ერთი დღე სოფელში
ილია და გლეხობა
ილია საგურამოში
ილიას პირადი ცხოვრება
ილიას გარეგნობა და ხასიათი
ილიასთან საუბარი
„ივერიის“ გაზეთად გამოშვება
„ოთარაანთ ქვრივი“
უკანასკნელი დღეები ილია ჭავჭავაძისა
ილიას დაბადების დღე უილიაოდ
აკაკის სოფელი
ვაჟა-ფშაველა
მთების პოეტი
ჩემი მოგონებები საქართველოში
XVIII საუკუნის საქართველო
ქართველთა ცხოვრება XVII საუკუნეში XIX საუკუნის ქართველები
მეცნიერებანი
ხალხური პოეზია
ქართული ლიტერატურა
კოლხიდაში
საქართველოს ქება
ქართლი
კახეთი
ქუთაისი
საქართველოს სილამაზე
ალაზნის ველი კახეთი
საქართველოს ბუნება
ზღვის სიმღერა
ქართული ბაღი
ქართული სახლი
ქართული სოფელი
ქართული იუმორი
პურადობა
ქართული მუსიკა
ჩონგური
წყარო
ურემი
მთაწმინდა
![]() |
2 პირველად ილიასთან |
▲ზევით დაბრუნება |
პირველად ილიასთან
ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე და გავიცანი 1885 წელს, მაშინ პოეტი მხოლოდ 45 წლისა
იყო. კვლავ ძლიერი ჰქონდა გონება, ნიჭი, ლიტერატურისა და პოეზიის სიყვარული,
მშვენიერების შეცნობისა და მისით აღტაცების უნარი. როცა ილიას დავუახლოვდი,
შევიგენი–რაოდენ დიდი სულისა და ნათელი ჭკუის კაცი იყო. ხალხში, ჩვეულებრივად, სრულ
სიმშვიდეს იჩენდა. არასოდეს ცდილობდა უცნობ საზოგადოებაში ვინმე თავისი ცოდნითა და
გონებით მოეხიბლა. ერთი სიტყვით, არ სურდა თავი ვინმესთვის მთლიანად გაეცნო. სულ
მოკლე ხანში ჩემთვის ნათელი გახდა მისი მდიდარი ბუნება. ჩვენი ერთგული, შეუბღალავი
მეგობრობა ილიას სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე გვაერთებდა.
მასთან ყოველდღე დავდიოდი, ამიტომაც შემთხვევა მეძლეოდა გავცნობოდი ყველა მაშინდელ
ლიტერატორს და ბევრ სხვასაც. ილია იმ ხანებში გულგრილად ეკიდებოდა თავისი
ყოველთვიური ჟურნალის „ივერიის“ გამოცემას, მაგრამ როდესაც „დროების“ დახურვის
შემდეგ, „ივერია“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა, ილიას ახალგაზრდობამ კვლავ
გაიღვიძა, პოეტი სრულიად გამოიცვალა დa დიდი მხნეობით შეუდგა ახალი გაზეთის
რედაქტორობას:
ქართველთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში „ივერიამ“ სიცოცხლის ახალი ნაკადი შეიტანა.
გაზეთში თანამშრომლობა დაიწყო ბევრმა ახალმა პოეტმა და ლიტერატორმა. „ივერიამ“
შესამჩნევად გააფართოვა გაზეთის მკითხველთა წრე. აქ იბეჭდებოდა არა მარტო კარგი
მეთაური წერილები, არამედ საინტერესო ფელეტონები და ხშირად საინტერესო ლექსებიც.
მათ ილია აღტაცებით მიკითხავდა ხოლმე. უხაროდა, რომ ქართულ ლირიკას ასე მკვიდრად
გაედგა სასიცოცხლო ფესვები. დიდი სურვილი მქონდა, ჩემი თანამემამულე
ევროპელებისათვის სრულიად უცნობი ქართული ლიტერატურა გამეცნო ილია ფიქრობდა, რომ მე
უნდა შემედგინა ქართულ ლექსთა კრებული გერმანულ ენაზე. ჩვენ ორთავენი გულმოდგინედ
შევუდექით ამ საქმეს. იმხა ნად ქართულ ენაში მაინცდამაინც გაწაფული არ გახლდით,
ამიტომ ილია სიტყვა-სიტყვით მითარგმნიდა ქართულ ტექსტს, რაც სრულიად არ ამახინჯებდა
არც აზრსა და არც ლექსის პოეტურ სილამაზეს. ჩემი პირველი კრებულის დიდი ნაწილი
საგურამოში ვთარგმნე. აქ პოეტის ძველი სახლის აივანზე ვისხედით ხოლმე. აქედან ერთი
მხრით არაგვის მშვენიერი ხეობა და კავკასიონის ქედი მოჩანს, მეორე მხრით საგურამოს
მთებია ამართული.
ნეტარხსენებულნი არიან ეს დღენი!.. ილია სადეკლამაციო ტონით ლექსებს ლექსებზე
მიკითხავდა, დროდადრო თავისი სამშობლოს პოეზიის სილამაზეზე მიმითითებდა. წყნარად,
დარბაისლურად და ჭეშმარიტი გზით შევყავდი მას ახალ ქვეყანაში, აღმოსავლეთის იმ
ჭიშკარში, რომელიც ყმაწვილობიდანვე მიზიდავდა. ილია ხშირად შეწყვეტდა ხოლმე.
თარგმნას და ქართული ენის სხვადასხვა თავისებურებებზე შეუდგებოდა საუბარს, ან
რომელიმე ხალხურ ჩვეულებას ახსნიდა. ბაასი და საუბარი შუაღამემდე მიატანდა, ვიდრე
ირგვლივ საიდუმლო მყუდროება დაისადგურებდა.
შორიდან არაგვის ხმაური ისმოდა. ილიას ხმა და ღირსშესანიშნავი აზრები ჩემს გულს
განსაკუთრებულ სიამეს აღტაცებით მიკითხავდა ხოლმე. უხაროდა, რომ ქართულ ლირიკას ასე
მკვიდრად გაედგა სასიცოცხლო ფესვები. დიდი სურვილი მქონდა, ჩემი თანამემამულე
ევროპელებისათვის სრულიად უცნობი ქართული ლიტერატურა გამეცნო ილია ფიქრობდა, რომ მე
უნდა შემედგინა ქართულ ლექსთა კრებული გერმანულ ენაზე. ჩვენ ორთავენი გულმოდგინედ
შევუდექით ამ საქმეს. იმხა ნად ქართულ ენაში მაინცდამაინც გაწაფული არ გახლდით,
ამიტომ ილია სიტყვა-სიტყვით მითარგმნიდა ქართულ ტექსტს, რაც სრულიად არ ამახინჯებდა
არც აზრსა და არც ლექსის პოეტურ სილამაზეს. ჩემი პირველი კრებულის დიდი ნაწილი
საგურამოში ვთარგმნე. აქ პოეტის ძველი სახლის აივანზე ვისხედით ხოლმე. აქედან ერთი
მხრით არაგვის მშვენიერი ხეობა და კავკასიონის ქედი მოჩანს, მეორე მხრით საგურამოს
მთებია ამართული.
ნეტარხსენებულნი არიან ეს დღენი!.. ილია სადეკლამა ციო ტონით ლექსებს ლექსებზე
მიკითხავდა, დროდადრო თავისი სამშობლოს პოეზიის სილამაზეზე მიმითითებდა. წყნარად,
დარბაისლურად და ჭეშმარიტი გზით შევყავდი მას ახალ ქვეყანაში, აღმოსავლეთის იმ
ჭიშკარში, რომელიც ყმაწვილობიდანვე მიზიდავდა. ილია ხშირად შეწყვეტდა ხოლმე.
თარგმნას და ქართული ენის სხვადასხვა თავისებურებებზე შეუდგებოდა საუბარს, ან
რომელიმე ხალხურ ჩვეულებას ახსნიდა. ბაასი და საუბარი შუაღამემდე მიატანდა, ვიდრე
ირგვლივ საიდუმლო მყუდროება დაისადგურებდა.
შორიდან არაგვის ხმაური ისმოდა. ილიას ხმა და ღირსშესანიშნავი აზრები ჩემს გულს
განსაკუთრებულ სიამეს
მოირთვებოდა. თუცა ილიას მათზე ნაკლებად უხდება ლიტ ფიქრი, მაგრამ ზოგიერთ ხეს
განსაკუთრებული ყურადღე ბით ეკიდებოდა. სახლის უკანა ეზოში მაღლობზე დარგული კაკლის
დიდი ხეები, რომლებიც პოეტის სამყოფელის უმთავრეს სამკაულს შეადგენდა, ყველაზე
ძვირფასი იყო მისთვის. აქ ჩრდილში ხშირად სიამოვნებდა ჩამოჯდომა. აქვე მიირთმევდა
სადილს, მეტადრე, როცა სტუმრები ეწვეოდნენ. განსაკუთრებით კი თავის დღეობაზე 20
ივლისს. რამდენი საამო სიტყვა წარმოთქმულა აქ, ბებერი კაკლის ქვეშ! რამდენჯერ
უმღერიათ მგრძნობიარედ...
ილიას უყვარდა სტუმრები, უხაროდა, როცა საგურამოში დიდი საზოგადოება და მეზობელი
გლეხობა შეიკრიბებოდა დღეობაზე. მასპინძელი დიდის ამბით უხვდებოდა მათ...
![]() |
3 ილიას მახლობლები |
▲ზევით დაბრუნება |
ილია პირველად 1884 წელს გავიცანი, იგი ახალბებუთოვის ქუჩის კუთხეში ცხოვრობდა,
სადაც ცეცხლის მქრობელი რაზმი იყო. მალე ამავე ქუჩაზე ზუბალაშვილის სახლში
გადასახლდა. ეს ბინა თუმცა დიდი არ იყო, არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ — ნათელი და
მოხერხებული. მე აქაურობას. თან დაკავშირებით ბევრი სასიამოვნო მოგონება დამრჩა.
ილია მაშინ შედარებით ახალგაზრდა და ხალისიანი იყო, ასეთივე გახლდათ ილიას მეუღლე
ოლღაც. ოლღა ყოველ წელიწადს სახლში სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა ალეგრისათვის.
ალეგრი „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სასარგებლოდ იმართებოდა. ილიას მეგობრები იმ დროს ყველანი ცოცხლები იყვნენ და ხშირადაც ნახულობდნენ მას. ყველაზე ახლო
ნიკო ცხვედაძე ცხოვრობდა. ცხვედაძე ძლიერ გატაცებული იყო
პედაგოგიური მოღვაწეობით და „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების“ საქმეებით. ოცნებობდა სათავადაზნაურო გიმნა აზიის განვითარებაზე. ეს
იყო იშვიათი პატიოსანი და დაუღალავი მოღვაწე. ნიკო ცხვედაძე მტკიცე, ურყევი
ხასჯათეIL სა იყო; მას მრავალგვარ საქმეს ანდობდნენ ხოლმე, რომელთა შესრულებისას ის
ყოველთვის სინდისით ხელმძღვანელობდა. მართლაც რომ საკვირველი ადამიანი იყო. ქართველ
მასწავლებელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შორის ბევრი მინახავს ცხვედაძის
მსგავსი შესანიშნავი, მშვიდი და საქმის მოყვარული პიროვნება. ნიკო ცხვედაძესთან ლაპარაკის დროს მალე გაიგებდით, რა იზიდავდა მას ყველაზე უფრო
მისი საუბარი მუდამ „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ ანდა სათავადაზნაურო
სასწავლებელს დასტრიალებდა თავს. პირველის სიღარიბეს უჩიოდა, საზოგადოების ბევრ
წევრს გადასახდელი არ შეჰქონდა. სხვა წყარო კი მას არ გააჩნდა. ვინ ფიქრობდა მაშინ
თავისი ქონების ნაწილი კულტურულ და საქველმოქმედო საქმეებისათვის ეანდერძებინა? მე
მგონია, ქველმოქმედების გავრცელებას თვითონ ნიკო ცხვედაძემ დიდად შეუწყო ხელი. ბოლო
დროს კულტურული საქმეებისათვის ხელის შეწყობის მიზნით ქონების ნაწილის გაღება ბევრი
ქართველისათვის ზნეობრივ მოვალეობად გადაიქცა. ილია ჭავჭავაძეს ძლიერ უყვარდა ნიკო ცხვედაძე და პატივისცემითაც ეპყრობოდა საზოგადო
და კეთილშობილურ საქმეებში დაუღალავი შრომისა და უმწიკვლო ხასია. თის გამო. ილია არანაკლებ პატივისმცემელი იყო
იაკობ გოგებაშვილისა, მაგრამ მას,
ცოტა თუ ბევრად, კრიტი კულადაც უყურებდა. გოგებაშვილი, დიდი ჭკუის მიუხედავად,
თავისნათქვამა და ხანაც ბავშვივით ჟინიანი იყო. ეს განსაკუთრებით ეტყობოდა მის
ლიტერატურულ მოღვაწეობას. საერთოდ, გოგებაშვილს მტკიცე და შეურყეველი ხა ხიათი
ჰქონდა. ამასთან, ძლიერ გულკეთილიც იყო, რაც კი შეეძლო, ყველას ეხმარებოდა. მისი
პატიოსნება ყველამ იცოდა. ილია ხშირად აქებდა გოგებაშვილის ნიჭსა და მო ღვაწეობას.
ამას ხომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში საბავშვო მწერლობის დაფუძნებისათვის.
აქებდა მის დამოუკიდებლობას ამ საქმეში. გოგებაშვილი მუდამ აუმჯობესებდა თავის წიგნებს და ამნაირად შეჰქმნა ფრიად
უსაჭიროესი სახელმძღვანელოები ქართველ ბავშვთათვის. გოგებაშვილი საქართველოში პირველთაგანი იყო, რომელიც თავისი წიგნების შემოსავლით
ცხოვრობდა. ეს წიგნები იყო მისი შვილებიც. დღედაღამ მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობდა და
ამავე დროს გამუდმებით მუშაობდა პედაგოგიკაში, რასაც დიდი სარგებლობა მოჰქონდა
საქმისათვის. მთელი ოცდარვა წლის განმავლობაში იაკობ გოგებაშვილთან ურთიერთობა არ შემიწყვეტია,
ხშირად მივდიოდი მასთან. იაკობს ერთი ნაკლი შევამჩნიე — ნაკლებად იცნობდა პრაქტიკულ
ცხოვრებას. იგი უფრო თეორეტიკოსი იყო და კაბინეტში მომუშავე მეცნიერი. მაგრამ,
მიუხედავად ამისა, თავისი ნიჭისა და ბუნებრივი ალღოს წყალობით რამდენიმე ისეთი
წიგნი შეჰქმნა, რომლებშიაც გამოცდილებაცა ჩანს და ცხოვრების ცოდნაც. იაკობ გოგებაშვილი ილიას მხოლოდ საქმის გამო ესტუმრებოდა ხოლმე. მაგრამ არ მახსოვს,
რომ ის ოდესმე მასთან სადილად ან ვახშმად დარჩენილიყო; საზოგადოდ, იაკობი არავისთან
დადიოდა. ასეთი კაცი იყო—თავისას კმარობდა და სხვისგან არაფერს იღებდა. და თუ
მოხდებოდა, რომ საჩუქარზე უარი აღარ ეთქმოდა, ცდილობდა სამაგიერო გადაეხადა. დიახ, გოგებაშვილი ფაქიზი და ნათელი პიროვნება იყო, ნამდვილი პედაგოგი-მწერალი. იგი
თავის სიცოცხლეში მუდამ სწავლობდა და სხვასაც ასწავლიდა. არ მახსოვს, რომ კითხვაში
ან წერაში არ ყოფილიყო გართული. რამდენიმე წლის მანძილზე თითქმის ყოველდღე ათ საათს.
ზოგჯერ მეტსაც მუშაობდა. ხშირად გვიან ღამითაც მინახავს თავის საწერ მაგიდასთან
მომუშავე საზოგადოდ, გოგებაშვილს მშვიდი და წყნარი ცხოვრება უყვარდა. მისი ტრფიალი
მხოლოდ სამშობლო და პედაგოგიკა იყო. ოთხმოციან წლებში ილიას ხშირი სტუმარი იყო
ვანო მაჩაბელი მას ლიტერატურულ
ასპარეზზე მოღვაწეობითა და ბანკში მუშაობით დაუახლოვდა. ვანო მაჩაბელი ნიჭიერი კაცი
იყო. ლიტერატურაში სერიოზული მისწრაფებები ჰქონდა, რაც დაამტკიცა შექსპირის
დრამების თარგმნამ, „დროებაში“ თანამშრომლობამ და ამავე გაზეთის რედაქტორობამ.
მაჩაბელს საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მიღებული, იცოდა გერმანული, ფრანგული ენები.
ვანო დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიაც იყო ნამყოფი, გონებრივი მომზადება საკმაო ჰქონდა
სალიტერატურო მოღვაწეობი სათვის. ვანო მაჩაბელი მწერლობაში დიდ მისწრაფებასა და
სიყვარულს იჩენდა; როგორც შექსპირის დრამების მთარგმნელს, რა თქმა უნდა, თეატრი
უყვარდა: 1886—1887 წლების ზამთრის სეზონში თითქმის ყოველ კვირას დავდიო. დით ერთად
ქართულ თეატრში, სადაც აღტაცებაში მოვყავდით ვასო აბაშიძის, მისი მეუღლის საფაროვას,
გაბუნიას, კოტე მესხის, ყიფიანის, გუნიასა და სხვების ორიგინა ლურ თამაშს. მართალია,
მათ ხშირად თავიანთი როლები ზეპირად არ იცოდნენ, მაგრამ მაინც ჩინებულად
თამაშობდნენ, არა შაბლონურად. ვანო მაჩაბელი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მათ
თამაშს, მაგრამ სცენის ხელოვნების ისეთი მცოდნე მაინც არ იყო, როგორც „სამშობლოს“
ავტორი დავით ერისთავი. დავითიც ხშირად დადიოდა ჩვენთან ერთად თეატრში. ვანოს
მოსწონდა თამაშის კომიკური მხარე და ბევრსაც იცინოდა ხოლმე. დავით ერისთავი უფრო
თავშეკავებული იყო და კრიტიკულად უყურებდა მსახიობების თამაშს. თეატრის რეჟისორად მაშინ
ვასო თუმანიშვილი იყო, წყნარი, მუდამ მომღიმარი კაცი.
ძლიერ რბილი ხასიათის ადამიანად მეჩვენებოდა. მოთმინებიდან ადვილად არ გამოდიოდა,
ყოველთვის სხვებს უთმობდა. ვანო მაჩაბელი ძლიერ მშველოდა „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულად გადათარგმნაში. მასთან
გავიცანი ალექსანდრე ყაზბეგი (მოჩხუბარიძე); მაშინ უკვე თვალისჩინი აკლდა.
გარეგნობითაც მოხუცს ჰგავდა, თუმცა 40 წელს ბევრად არ იყო გადაცილებული. მის
ზოგიერთ მოთხრობას უკვე ვიცნობდი და, რასაკვირველია, ძლიერ საინტერესო იყო მასთან
საუბარი საკუთარ თხზულებათა და, საზოგადოდ, ლიტერატურაზე, მაგრამ ყაზბეგი ისე
დაეთრგუნა ავადმყოფობას, რომ ხალისიანად ვეღარ გამოგყვებოდა ლაპარაკში. ვანო მაჩაბელთან თითქმის ყოველდღე იკრიბებოდა ახალგაზრდობა, რომელიც ლიტერატურას ან
საზოგადოებრივ საქმეებს ემსახურებოდა. მოდიოდნენ ისეთებიც, რომელთაც თავი მოჰქონდათ
ისე, თითქოს რაიმეს გამკეთებლები იყვნენ, საქმით კი მხოლოდ მჭევრმეტყველებაში
ვარჯიშობდნენ. ვანო ხანდახან უჩიოდა მათ, დროს მართმევენო. როგორც შევამჩნიე,
ახალგაზრდობის ასეთი ხშირი შეკრებილობა, მართლაც, აკარგვინებდა ვანოს დროს. მას
შემდეგ კი, როცა „მისმა მეგობრებმა“ ვანო ბანკის საქმეების გამო ილიასთან ბრძოლის
ქსელში გააბეს, იგი სრულიად ჩამოშორდა ლიტერატურას, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა.
![]() |
4 დიდი ქართველი პოეტები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 აკაკი წერეთელი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი ქართველი პოეტები
აკაკი წერეთელი
1884 წელს, როცა პირველად ვეწვიე საქართველოს, ბათუმიდან თბილისამდე ვაგონის
ფანჯრიდან მთელი დღე გავყურებდი შორეულსა და თან სულისათვის მახლობელ არემარეს.
მანამდე ბევრი რამ წამეკითხა საქართველოს შესახებ. ახლა კი მწყუროდა საკუთარი
თვალით მეხილა იგი. გაზაფხული იყო და ბუნება მთელი თავისი მშვენიერებით წარმომიდგა.
მაგრამ ბუნება იმდენად არ იტაცებდა ჩემს გონებას, რამდენადაც ადამიანები, რკინიგზის
სადგურებზე რომ ვხედავდი. თვალს იზიდავდა აგრეთვე შენობები და ეკლესიები, სოფლები,
მინდვრები და ბაღები, ურმები, საქონელი და ათასი სხვა რამ. ერთი სიტყვით, ახლო
მსურდა გავცნობოდი საქართველოს. და მართლაც, თბილისში ჩამოსვლისას უკვე მქონდა
საერთო წარმოდგენა საქართველოს ცხოვრების გარეგნულ მხარეზე. თვალის ერთი
გადავლებითაც აშკარა შეიქნა ჩემთვის განსხვავება იმერეთსა და ქართლს შორის. მესამე მგოსანი, რაფიელ ერისთავი, უფრო მძიმე მეჩვენა: დინჯად, აუჩქარებლად
ლაპარაკობდა. ჩვენი გაცნობის პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს ორი მწერალი ილია და აკაკი
საქართველოს მთელ მაშინდელ გონებრივ ცხოვრებას განასახიერებდა. იმ მწერლებზე, რომლებიც თავიანთი სამშობლოს ბეჭედს ატარებენ, გერმანელები იტყვიან
ხოლმე: თავისი მიწის სუნი დაჰკრავსო. აკაკის ხომ მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე
თან სდევდა იმერეთისა და იმერული მიწის სურნელება. გლეხის ოჯახში ძიძასთან გატარებულმა ბავშვობამ ღრმა კვალი დააჩნია მას. ძლიერი
შთაბეჭდილების ყმაწვილს, რომლის გონება ნაადრევ ბავშვობიდანვე ცხოვლად აღიქვამ. და
ყოველივეს, არაფერი რჩებოდა შეუმჩნეველი. მისი მშობლების ოჯახში ძველი ქართული
ტრადიციების ნამდვილი სული ტრიალებდა. აკაკი ყოველდღე ხედავდა სურათებს, რომლებიც
მისი სახლის გარეთ უკვე აღგვილიყო. მისი მშობ ლები დაიბადნენ და აღიზარდნენ მე-19
საუკუნის დამდეგს, როცა ჯერ კიდევ არ გამქრალიყო წინა საუკუნის კვალი; ამ სახლში
ყველაფერი ქართული სულით სუნთქავდა. აკაკიც თუმცა ამ სულთან იყო მიჯაჭვული, გონებით
უარყოფდა: მასში იგი თავისი სამშობლოს მომავლის შემფერხებელს ხედავდა. ფეოდალად შობილმა ახალგაზრდობიდანვე მოიშორა თავადური შეხედულებები, გლეხებს იცავდა
მემამულეთა უსამართლობისაგან, მაგრამ გრძნობებითა და ჩვეულებებით მთლიანად ვერ
გათავისუფლებულიყო თავისი ოჯახის პირველი გავლენისაგან. როგორც ილია ჭავჭავაძე, ისევე აკაკი, თავის დროზე მოწინავენი იყვნენ და ეხებოდნენ
ისეთ საკითხებს, რომლებიც მათი ახალგაზრდობის დროს ქართველთა გონებაში ჯერ კიდევ არ
იყო სავსებით მომწიფებული. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსვლის პირველი დღიდანვე აკაკი
ამათრახებდა – ყველაფერს, რაც არ მოსწონდა არსებულ ზნესა და ხასიათში. ყველაფრის
იმის გაკიცხვამ, რასაც შეეძლო შეეფერხებინა საღი განვითარება ერის ორგანიზმისა, იგი
სატირამდე მიიყვანა... ასეთი იყო მისი განწყობილება, ხოლო როდესაც რამე შემთხვევა
ან მოვლენა გააღიზიანებდა და დაასევდიანებდა, მაშინ თავის სატირაში შხამ-სამსალასაც
გაურევდა... მახსოვს, როცა აკაკი „კრებულს“ გამოსცემდა, ხშირად ბეჭდავდა თავის ისეთი ხასიათის
ლექსებს, რომლებიც მხოლოდ მაშინ იყო გასაგები, თუ მკითხველი იცნობდა ამ ლექსების
გამომწვევ გარემოებას. მე მივაქცევინე აკაკის ამ მხარისათვის ყურადღება და ვურჩიე,
კვლავ აღარ დაებეჭდა კრებულში ასეთები. აკაკის გაეღიმა და მითხრა, არჩევანი
ჩემთვისაც ძნელიაო. მაგრამ ნამდვილად კმაყოფილი დარჩა ჩემი აზრის გამო იმ ლექსებზე,
რომლებსაც აღტაცებაში მოვყავდი მუდამ. დიდხანს ეგონა, რომ თავს ვაძალებდი
მიუკერძოებელი ვყოფილიყავი და ამიტომ ვაქებდი მის ლექსებს. გულახდილად ვუთხარი, რომ,
ჩემი აზრით, ის, როგორც ჭეშმარიტი ლირიკოსი, მაღლა დგას ილიაზე, რომ ის მომღერალია,
ილია კი იდეური პოეტი. ასეც არის, წმინდა გრძნობითი ლექსების გარდა, ილიაში მუდამ ჭარბობს აზრი, გრძნობა
კი უფრო მკრთალად გამოსჭვივის. აკაკი გავიცანი 1884 წელს, როცა იგი დაახლოებით 44 წლისა იყო. თმა წვერში ჭაღარა
ეპარებოდა. პირველი პოეტური ძალა, რასაკვირველია, უკვე მიმქრალი თუ არა,
მისუსტებული იყო, მაგრამ შემოქმედებით ძალას კიდევ შერჩენოდა ახალგაზრდული გატაცება.
მაშინ, როდესაც ილიას პოეტური შემოქმედება ამ წლოვანებაში უკვე გაქრობას იწყებდა.
ჩვენი გაცნობის პირველ ორ წელს აკაკის ხშირად ვხედავდი ქართულ თეატრში. ეს
დაწესებულება იმ დროს ყოველთვის როდი იყო სავსე, თუმცა მაშინდელი მთავარი
მსახიობები, რომლებმაც საძირკველი ჩაუყარეს ქართულ სასცენო ხელოვნებას, ბუნებრივი
ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი. ქართული თეატრალური საზოგადოება ჯერ კიდევ მცირე იყო
და რეპერტუარიც ღარიბი ჰქონდა. აკაკი ხშირად მარტოუთქ იჯდა. ხანდახან ვეწვეოდი
ხოლმე. ის ჩემთან არ ფარავდა, რომ ქართული თეატრის სიღარიბე აწუხებდა, მაგრამ
მარწმუნებდა, წლითიწლობით გაუმჯობესებასაც ვამჩნევო. იმედოვნებდა, რომ XIX საუკუნის
მიწურულამდე ქართული თეატრი მომაგრდებოდა. ასეც მოხდა, მაყურებელი ყოველ წელს
იზრდებოდა. როცა თეატრის შესახებ ლაპარაკობდა, ვხედავდი, რა ძლიერ უყვარდა აკაკის
თავისი სამშობლო და როგორ ზრუნავდა მისი კულტურის ამაღლებისათვის. იგი მუდამ ახლო
იდგა თეატრთან და მას რამდენიმე მაღალი ლიტერატურული ღირსების პიესაც მიაწოდა.
გულმოდგინედ ამხნევებდა მსახიობებს. მისი პიესები, შესაძლოა, სავსებით არ
ეთანხმებოდნენ სცენური ხელოვნების მოთხოვნილებებს, მაგრამ უხვად შეიცავდნენ
ესთეტიკურ ღირსებებს. მათში იყო ადამიანის თავისებური განჭვრეტა და სხვა. ყველაფერი
ეს სიამეს ჰგვრიდა მკითხველს. დიახ, ქართველები არასოდეს გაანებებენ თავს მის
კითხვას, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათში მდიდარი, ცოცხალი მომაჯადოებელი პოეზიაა,
არამედ იმისთვისაც, რომ მათი შინაარსი არ არის მარტო უბრალო თხრობა ამბებისა ის
ნაყოფია მდიდარი მხატვრული წარმოსახვისა. აკაკი თვითმპყრობელი მეუფე იყო პოეზიისა ხელოვნების სამკვიდროში. ერთხელ, ოთხმოციან წლებში, აკაკის შევხვდი ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე. თიბათვის
მშვენიერი დღე იდგა, მზის სხივებით ნაფენი იყო ქალაქის ყოველი კუნჭული. დღისით
გელათი მოვინახულე და ჯერ კიდევ გონებით იქ ვიყავი, ხილული ბუნების სიკეკლუცისა და
სიძველეთა შთაბეჭდილებით დატვირთული. აკაკი გაერთო და ენაწყლიანად, გატაცებით საუბრობდა გელათზე, ქუთაისზე, საქართველოსა
და ქართველი ქალების სილამაზეზე. ჩვენ წყნარად მივდიოდით თბილისის ქუჩაზე
გორაკისაკენ, სადაც მწვანეში კოხტად გამოიყურებოდა ბაგრატის ტაძრის ნანგრევები,
ყოველ ხუთ წამში ჩაგვივლიდა აკაკის რომელიმე ნაცნობი ტურფა ასული და ჯადოსნური
ღიმილით აძლევდა სალამს პოეტს. ბედნიერი კაცი ხართ! — ვუთხარი მე. ისინი მგოსანს აძლევენ სალამს და არა მე, —
ღიმილით შენიშნა აკაკიმ და განაგრძო ამწვანებული სამშობლოს ქება. მასთან საუბარში
ისე არასოდეს მიგრძვნია ყველა მისი ბრწყინვალე მხარე, როგორც მაშინ. დიახ, ის გახლდათ ჭეშმარიტი მგოსანი, მდიდარი ფანტაზიის პატრონი, ენაწყლიანობითა და
გრძნობით აღსავსე, მხატვარი და ჭკუამახვილი მჭევრმეტყველი. რომ ვუსმენდი და სახეში შევცქეროდი, უნებლიეთ მაგონდებოდა მისი რამდენიმე ლექსი და
დრამა. უდიდეს სიამეს ვგრძნობდი, რომ ჩემ წინაშე ვხედავდი ამ მდიდარი პოეზიის
წყაროს. სეირნობის დროს აკაკის ყველა დიდი პატივისცემით ესალმებოდა; მივხვდი, მას
შეეძლო ეამაყა. აკაკი თავის სამშობლოს დიდი მგოსანი იყო, ისეთი დიდებული და
ბრწყინვალე, რომ მისთვის შეგვეძლო გვეწოდებინა ახალი ცხოვრების გამომაფხიზლებელი.
ბუნებამ მასში თავი მოუყარა გონების ყოველგვარ ღირსებას. თუმცა ბუნება ხომ არასოდეს
ჰყოფს ადამიანს სრულყოფილად, იგი თავის რჩეულებსა და ნებიერებსაც უტოვებს ნაკლსა და
სისუსტეს, მე მგონია აკაკი ბუნებისა და ბედის ნებიერი გახლდათ და, შესაძლოა
ამიტომაც იყო დაჯერებული თავის უპირატესობებში. აკაკიმ თავის ხალხს მისცა დიდი და მრავალრიცხოვანი განძი. წაართვით საქართველოს
აკაკი და... დარჩება ლირიკის ადგილი, რომელიც ალბათ დიდხანს ვერ შეივსება. ჩემი აზრით, აკაკი ყველა თავის პოეტურ თხზულებაში ლირიკოსი ანუ გრძნობის მგოსანი
იყო. მისი დრამები და ეპიკური პოეტური თხზულებებიც ლირიკული ხასიათისაა. აკაკის
ცოცხალი ბუნება ვერ იტანდა ეპიკური ობიექტურობის ბორკილებს და ამიტომ მისი პოემები
და დრამები, ბაირონის თხზულებებივით, სავსეა ლირიზმით. ეს გრძნობებზე ძლიერად
მოქმედი ლირიზმი მკითხველში არ ასუსტებს მოთხრობილი ამბის შთაბეჭდილებას, პირიქით,
აცხოველებს კიდეც. როცა აკაკის პოეტურ ნაწარმოებს კითხულობ, განა შეიძლება
ხელოვნების წესებზე იფიქრო? კითხვით გატაცებული ხარ, ვიღას ახსოვს ისინი. რა შეიძლება კიდევ ითქვას აკაკის ლირიკულ პოეზიაზე მისი პოეტური მემკვიდრეობა
ქართველი ხალხის ძვირფას განძად იქცა და ბევრი დააკლდებოდა, ეს განძი რომ დაეკარგა.
მე აკაკის ლექსების კითხვა დიდ სიამეს მგვრის, ამგვარია მისი გავლენა ქართველთა
უმრავლესობაზეც. აკაკის პოეტური სული არა მარტო წიგნებში იცოცხლებს, იგი
საქართველოს ყველა კუთხის შვილთა გულსა და გონებაშია დამკვიდრებული. შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვას: რა ქმნის აკაკის პოეზიის უდიდეს ღირსებას?
ორიოდე სიტყვით ამ საკითხს ვერ ამოვწურავთ, ჩემი აზრით და გემოვნებით, აკაკი
ყველაზე უფრო ლამაზად და ძლიერად საქართველოს სიყვარულს დამღეროდა; მის სევდიან
ხვედრსა და მომავლის სასოებას ისეთი მომხიბვლელობით გამოხატავდა, რომ სულსა და გულს
სწვდებოდა... ბუნების მშვენიერების აღწერაში აკაკი მაღალ ხელოვნებამდე ადის. იგი არ მისდევს
წვრილმანებს, ბუნების აღწერისას მას მთლიანობა ხიბლავს. აკაკი არა მარტო სილამაზისა და სიყვარულის მგოსანი იყო, არამედ დაბეჩავებულთა,
დამცირებულთა და შეურაცხყოფილ ძმათა მეგობარიც. იგი მეხად ევლინებოდა ფარისევლებს,
მჩაგვრელებსა და კაცობრიობის სხვა მტრებს, გესლიანი დაცინვით ამათრახებდა მათ. აკაკის თავის თხზულებებში დროშასავით მაღლა ეჭირა ზნეობრივი მხარე, ამით ის კიდევ
უფრო მტკიცედ დარჩება თავისი ხალხის ხსოვნაში. მოხუცებულობის ხანს აკაკი რამდენიმე ხნით საზღვარგარეთ გაემგზავრა, გერმანია და
საფრანგეთი მოინახულა. დაბრუნების შემდეგ დაწვრილებით მესაუბრა თავის
შთაბეჭდილებებზე და თან შენიშნა, მეტად გვიან მომიხდა მოგზაურობაო. აკაკის რომ ოცი-ოცდაათი წლით ადრე ემოგზაურა გერმანიასა და საფრანგეთში, თავის
დაკვირვებებს გამოიყენებდა ლიტერატურულ მოღვაწეობისათვის. იგი თვითონვე შენიშნავდა,
რომ მას მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა საზღვარგარეთზე. როცა ქართველები აკაკის იუბილეს დღესასწაულობდნენ, მას უკვე ემჩნეოდა თავისი
სამწერლო მოღვაწეობის შესუსტება. შემდეგ მან ნელა, მოხუცებულობის სნეულებასთან
ბრძოლაში დაასრულა თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე. ის იმერეთში, თავის კუთხეში
გარდაიცვალა, მაგრამ დედაქალაქში დაასაფლავეს თავისი დიდების რაყიფის ილია
ჭავჭავაძის გვერდით. მართლა იყვნენ ისინი რაყიფნი? დიახ, ეს ასე იყო, აკაკი და ილია ახლო მეგობრები არ
ყოფილან, მაგრამ წინააღმდეგობის მიზეზებს აშკარად როდი ამჟღავნებდნენ. ამიტომ არიან
ორთავენი პატივსაცემნი. ორთავეს კარგად ვიცნობდი და ვიცი, რომ ისინი მალავდნენ
თავიანთ გრძნობებს. უნდა ითქვას, ორივე, როგორც ნამდვილი ფილოსოფოსები, ისე
ეპყრობოდნენ ერთმანეთს. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ისინი თითქმის მხარი მხარს იდგნენ ქართული
გონებრივი ცხოვრების ასპარეზზე, მაღლა ეჭირათ და იცავდნენ მის იდეალებს! ორთავენი
ერთნაირივე გულისწყრომითა და თავდავიწყებით ებრძოდნენ ყველას, ვინც კი ზურგი აქცია
თანამემამულეებსა და სამშობლოს მომავლის რწმენას; თვით უმძიმეს დროსაც არ
კარგავდნენ იმედს, თავიანთი ხანგრძლივი სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც იმედიანად
შეჰყურებდნენ ქართველი ერის კულტურული ცხოვრების მომავალ აღორძინებას.
ჩამოსვლის მეორე დღესვე ილია ჭავჭავაძესთან გავიცანი აკაკი წერეთელი და რაფიელ
ერისთავი. ეს სამი მგოსანი ერთმანეთს არც გარეგნობით, არც სხვა რამით არ ჰგვანდნენ.
არც თუ ისე მაღალი, მაგრამ მკვრივი აგებულების ილია შესახედავად მეტად მშვიდი იყო
მაშინაც, როცა სული და გული ეწოდა. აკაკი სხარტი იყო, როგორც ნამდვილი იმერელი.
ისიც მაგარი აგებულებისა იყო, მაგრამ შედარებით სუსტი ნებისყოფის, მისი ლაპარაკი
ილიაზე უფრო სწრაფად მოს ჩქეფდა...
![]() |
4.2 ააკაკის სოფელი |
▲ზევით დაბრუნება |
ოცდაათმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც აკაკის სოფელ საჩხერეში ვიყავი. ეს იყო 1887
წელს, ქუთაისში ორი კვირის ყოფნის შემდეგ, გიორგი წერეთელთან ერთად სოფელ რგანში
წავედი, სადაც ნიკო ღოღობერიძემ მიგვიპატიჟა. სადგურ ზესტაფონიდან ჩვენ ცხენებით
გავემგზავრეთ, რადგან ჭიათურის რკინიგზა ჯერ კიდევ არ იყო გაყვანილი. ქვემო იმერეთის ერთფეროვანი მწვანე ველის მერე ეს ადგილები უმშვენიერეს სურათს
წარმოადგენდა. ამ აყვავებულ კუთხეში შავი უდაბნოსებრ გაჭიმულა ჭიათურის შავი ქვის მაღაროები,
რომლის იქით იწყება ისევ ლამაზი სანახაობა საჩხერისა ანუ საწერეთლოსი. და აი, აქ, დიდსა და დაჩრდილულ ბაღში, რომელიც ტყიანი ხეობის სათავეში მდებარეობს,
თეთრი სახლი დგას, სადაც დაიბადა პოეტი აკაკი წერეთელი. ამ სახლში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ნელ-ნელა კვდებოდა ფეოდალიზმი და მისი
რომანტიულობაც, მაგრამ იმ ცერემონიალური და ტრადიციული ლხინის წყალობით, რაც ძველ
თავადობას მოსდგამდა, შეუძლებელი იყო ახალი დროის სულის დაფუძნება. აკაკის დედ-მამა შთამომავლობით, მდგომარეობით, აღზრდითა და განათლებით ძველ დროს
ეკუთვნოდნენ. საჩხერის მშვენიერი მამული არ იყო პოეტისათვის ისეთი დასასვენებელი ადგილი, როგორც
ილია ჭავჭავაძისათვის საგურამო. მიატოვა თუ არა აკაკიმ მშობლიური სახლი, მაშინვე გაეცნო ცხოვრების სინამდვილეს,
რამაც მასზე უთუოდ იქონია ზეგავლენა. ის ბატონყმობის წინააღმდეგ ბრძოლაში იღებდა
მონაწილეობას, სრულიად მიივიწყა ბავშვობის შთაბეჭდილებანი და გაჰყვა კაცობრიობის
მაღალ იდეალებს. მისი ნაწარმოებები მძლავრად ეხმიანებოდნენ ცხოვრებას, თავის ხალხს,
ახალ იდეალებს და მომავლის რწმენას უღვიძებდა, მათში პოეზიის დაუშრეტელი წყარო
ჩქეფდა, მისი ბუნება გასაოც რად მდიდარი იყო. აკაკის თხზულებები უძვირფასესი განძია ქართული ლიტერატურისათვის. მათი კითხვის დროს
მე ვხედავ დიდ პოეტს, აღფრთოვანებულ ქართველს, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს
თავისი სამშობლო.