1863 | ||
29 ოქტომბერი | ||
თხოვნით მიმართავს პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორს, გასცეს განკარგულება, რათა მისცენ საუნივერსიტეტო კურსის მოსმენის დამადასტურებელი მოწმობა. |
წყარო:
პეტერბურგის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, საქმე № 313, გვ. 6; მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, ტფილისი, 1935, გვ. 560 (გ. ლეონიძის პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 25, 371-372; |
|
1885 | ||
29 ოქტომბერი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც არ კმაყოფილდება ბათუმის სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე წარმოდგენილი ორი კანდიდატურა, რადგან გამგეობის გადაწყვეტილებით სკოლაში უნდა მოხდეს საფუძვლიანი ცვლილებები. იღებენ დადგენილებას, რომ საზოგადოებისთვის თანხების მოზიდვის საქმე მიენდოთ გიორგი ქართველიშვილს, ალექსანდრე ჩოლოყაშვილსა და ილია ჭავჭავაძეს. ბათუმის სკოლის მასწავლებელს აჯილდოვებენ პრემიით. მტკიცდება წარმოდგენის გამართვის, კანცელარიისა და სხვა წვრილმანი ხარჯები |
წყარო:
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 63. პირთა ანოტაციები: ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901) ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი. ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი – თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და შენობის ასაგებად. |
|
1886 | ||
28 ოქტომბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 ოქტომბერი“ („ამას წინად დეპეშიდამ შეიტყობდნენ ჩვენი მკითხველები...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბულგარეთი და რუსეთი“ |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1886, 29 ოქტომბერი, № 233, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 489. |
|
1887 | ||
29 ოქტომბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 ოქტომბერი“ („თავზარის დაცემამდე შემაძრწუნებელი ამბავი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალება“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1887, 29 ოქტომბერი, № 225, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 594. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. |
|
1888 |
||
29 ოქტომბერი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 ოქტომბერი“ („ნუთუ მართლა საფრანგეთი ასე განმარტოებულია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება საფრანგეთისადმი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 29 ოქტომბერი, № 227, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 363. |
|
|
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 ოქტომბერი“ („ხელმწიფე იმპერატორი ბრძანდებოდა ბერლინში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რუსეთის იმპერატორის ვიზიტი გერმანიაში“. |
გაზ. „ივერია“, 1889, 29 ოქტომბერი, № 230; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 350. |
|
1893 |
||
29 ოქტომბერი |
||
გაზეთ „ივერიაში“ „ა. ჯ.“-ს ფსევდონიმით იბეჭდება სტატია „მოდი და ნუ იტყვი“. მასში გულისტკივილია გამოთქმული იმის გამო, რომ ქართული დრამატული საზოგადოების კრებას მხოლოდ 14 წევრი დაესწრო. სტატიაში მოხმობილია ვრცელი ციტატები ილია ჭავჭავაძის წერილიდან „ზოგიერთი რამ“, რომლებშიც საუბარია ერის გათიშულობისა და გულგრილობის დამღუპველობაზე. ავტორი მიგვანიშნებს, რომ დრამატული საზოგადოების წევრების უგულისყურობა თეატრის ბედისადმი, რომელიც ჩვენი ენისა და კულტურის მნიშვნელოვანი საყრდენია, ზიანს აყენებს ერთიან ეროვნულ საქმეს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1893, 29 ოქტომბერი, № 232, გვ. 1-2.
|
|
1899 |
||
29 ოქტომბერი |
||
გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება განცხადება ახალი ჟურნალის „კავკაზსკი ვესტნიკის“ გამოცემის შესახებ და თანამშრომელთა სიაში მოხსენიებულია ილია ჭავჭავაძე. იგი იმავე დღეს უგზავნის წერილს ჟურნალ „კავკაზსკიე ვესტნიკის“ რედაქტორს და სთხოვს თანამშრომელთა სიიდან ამოღებას |
წყარო: „Кавказ“, 1899, № 284, 286; ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. „საისტორიო მოამბე“, 1978, ტ. 37-38, გვ. 329. |
|
1902 |
||
29 ოქტომბერი |
||
თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე წერილობით მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ დაესწროს თბილისის საოლქო სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს 11 და 27 ნოემბერს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 20. |