![]() |
ლიტერატურული თხრობანი |
ხუციშვილი სოლომონ რეკომენდებულია საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს მიერ რედაქტორი პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მ. თაბორიძე
რეცენზენტები: ფილოლოგ. მეცნ. კანდიდატი ს. ყუბანეიშვილი
ფილ. მეცნ. კანდიდატი ი. ბერაძე.
გამომცემლობა „განათლება“
თბილისი - 1986
![]() |
1 სარჩევი |
▲ზევით დაბრუნება |
შინაარსი
წინასიტყვაობა
ეროვნული სიბრძნე ზოგიერთი ამბავი
ტკივილი ერისა
რადგანაც კაცნი გექვიან დამწყები და გამგრძელებელი
დიდ წინაპართა დიდი მემკვიდრე ვაჟა–ფშაველა
ბოლოსიტყვა
![]() |
2 ანოტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ანოტაცია
წიგნის ავტორს სურს, ახალგაზრდა მკითხველთან ერთად თვალი
გაადევნოს ქართული იტერატურის ერთ მონაკვეთს კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილის
შემოქმედებიდან ვაჟა-ფშაველას პოეტურ სამყარომდე. ამ მონაკვეთის შუაგულში დგას
ილია ქავჭავაძე, როგორც მემკვიდრე ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქისა და მესაძირკვლე
იმ იდეებისა, რაც შემდეგ ვაჟა-ფშაველას პოეზიაში გაიშალა. ახალგაზრდობამ უკვე იცის როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილის, ისე ილია ჭავჭავაძის,
ვაჟა.ფმაველასს და სხვათა შეზოქმედება, მაგრამ ავტორის სურვილია მასთან ერთად
კიდევ ერთხელ შევიდეს მხატვრული აზროვნების წიაღში და გაჰყვეს იდეათა
განვრითარების იმ გზას, რომელზეც ბრწყინავენ XIX საუკუნეს ქართელი ლიტერატურის
უკვდავი შემოქმედნი.
![]() |
3 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
წინასიტყვაობა
„ლიტერატურული თხრობანი“ რამდენიმე ეტიუდისაგან შედგება,
რომელთაგან პირველი ქართული ხალხური შემოქმედების, ანუ ქართული ფოლკლორის
ზოგიერთ თავისებურებას ეხება დანარჩენები კი მეცხრამეტე საუკუნის ქართული
ლიტერატურის რამდენიმე წარმომადგენელის შემოქმედებას ითვალისწინებს. პირველი
მათგანი ნიკოლოზ ბარათაშვილია, მომდევნო –– ილია ჭავჭავაძე, შემდეგ კი
ვაჟა-ფშაველა.
ახალი ქართული ლიტერატურის ეს წარმომადგენლები, შეიძლება ითქვას, მთელი
საუკუნის ლიტერატურულ ინტერესებს მოიცავენ, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში
დაყენებული პრობლემები ეპოქალური მნიშვნელობისანი იყვნენ, პოეტმა მათზე ბევრი
რამ თქვა. თავის მცირერიცხოვან, მაგრამ აზრებით, ფიქრებით და მსჯელობით მეტად
დამუხტულ შემოქმედებაში. მთელი მისი პოეზია, შეიძლება ითქვას, „ქართლის ბედთან“
დაკავშირებული პოეტური მსჯელობანია. ნ. ბარათაშვილმა ერთგვარი ბიძგი მისცა
ქართულ ლიტერატურას, ძირითადში კი იმ პრობლემის ირგელივ მსჯელობას, რაც ესოდენ
აქტუალური იყო მის დროს და რომელსაც შემდეგაც არ დაუკარგავს სიცხოველე.
ქართეელმა სამოციანელებმა ––- „თერგდალელებმა“ უკვე დაყენებული საკითხი თავისი
აზროვნებისა და პოეტური სიტყვის ყურადღების ცენტრში მოაქციეს. ნ. ბარათაშვილსა
და ქართველ სამოციანელთა შორის მტკიცე კავშირი არსებობს, რაც გამოიხატება ერთი
მთავარი საკითხის ირგვლივ თაობათა მიერ ყურადღების მეტად გამახვილებაში,
ქართლის ბედი ქართულ მწერლობას უკარნახა ჩვენი ქვეყნისა და ერის მაშინდელმა
ვითარებამ და ეს იყო მთავარი თემა ნ. ბარათაშვილის პოეზიისა, იგივე იყო
სამოციაწელთა საფიქრებელი, მასზევე ფიქრობდა ვაჟა-ფმაველაც. XIX სა- უკუნის
ქართული ლიტერატურის სამმა თაობამ გადამწყვეტი სიტყვა თქვა ქართველი ხალხის
ეროვნულ ცხოერებაზე.
რასაკვირველია, მხოლოდ ამ სამი მწერლის – ნიკოლოზს ბარათაშვილის, ილია
ჭავჭავაძის ვაჟა-ფშაველას – შემოქმედებით არ ამოიწურება ეს კარდინალურად
დაყენებული საკითხი, ქართული ლიტერატურის ეს თემა მრავალფეროვანია და ბევრმა
მწერალმაც გულწრფელად მიუძღვნა თავისი საუკეთესო თხზულება სამშობლოს ბედს, მის
წარსულს, აწმყოს და, განსაკუთრებით, მომავალს. XIXსაუკუნის ქართულ ლიტერატურას
გასდევს ერთი მთავარი თემა – „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“, რასაც
უკავშირდება სხვა ყველა აქტუალურად მნიშვნელოვანი პრობლემა, 50-იანი წლებიდან
ქართულ ლიტერატურაში, პარალელურად იმ საკითხისა, რასაც მიეძღვნა ნ.
ბარათაშვილის პოეზია, გაჩნდა თემა ადამიანის პიროვნებისა და შრომის
გათავისუფლებისა, ძმობისა ერთობისა და თავისუფლებისა, რამაც დიდი გამოძახილი
გამოიწვია ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებასა და ლიტერატურაში. ამ საკითხების
დამუშავება XIX საუკუნეში თავს იდვა ქართულმა მხატვრულმა ლიტერატურამ – ნ.
ბარათაშვილის პოეზიით დაწყებული, დამთავრებული ვაჟქაფშაველას შემოქმედებით. ეს
დიდი და სერიოზული ეტაპი იყო ქართველი ერის ისტორიული ცხოვრებისა და მისი
უკუფენისა ქართული ლიტერატურის მეშვეობით.
ნ. ბარათაშვილი იყო ის პოეტი, რომელმაც სინამდვილის მიმართ ორი ლიტერატურული
მეთოდი, ორი მიდგომა შეაერთა თავის შემოქმედებაში, იგი ქართული რომანტიზმის
უაღრესად მკაფიო გამომხატველია და ამასთან ერთად ფხიზელი, ნათელი ხილვის
რეალისტიც. ნ. ბარათაშვილი, რომანტიკოსი, თავისი იდეალების მიხედვით ქმნიდა
სამყაროს და თავისი აზრი ჰქონდა გამომუშავებული მოვლენებისა და საგანთა მიმართ,
რაც გამომდინარეობდა მისი დამოკიდებულებიდან სამყაროსთან, დროსთან, ქვეყანასთან,
რომელშიც იგი ცხოვრობდა. ი. ჭავჭავაძეს კი არსებული სინამდვილე წარმოესახებოდა
ყველა კარგი და ცუდი მხარით, იგი ერთგულად გადმოსცემდა სინამდვილის დეტალებს,
ფერებსა და შუქ-ჩრდილებს, ორივე კი ამ სამყაროში ტრიალებდა და იგი იყო მათი
შემოქმედების წყარო და საფუძველი.
ორივე მწერალს ამაღლებული იდეალები ამოქმედებდა, ისინი თავისუფლებას უმღეროდნენ,
ერთი პიროვნებისა მეორე – საზოგადოებისა, ერისა, ორივეს ისეთ პირობებში
უხდებოდა ცხოვრება და შემოქმედება, როცა ან გამგები არ იყო მაღალი აზრისა, ან
სურვილისა და მისწრაფების ახდილად გამოთქმა აკრძალული იყო, მაგრამ, ორივემ
მაინც ამომწურავად გამოთქვა აზრი ადამიანის, მოქალაქის დანიშნულებასა და
მოღვაწეობაზე.
მრავალი ბრწყინვალე მიღწევა ლიტერატურაში რეალიზმის საკუთრებაა. სინამდვილის
ობიექტური ჭერეტა შესაძლებელს ხდის გაცალცალკებული მოვლენების განზოგადებისა
რეალიზმმა თავისი შესანიშნავი წარმომადგენლების შემოქმედებით განავითარა ეს
შესაძლებლობა. ფრიდრიხ ენგელსმა საინტერესოდ გამოხატა რეალიზმის აზრი მარგარეტ
პარკნესთან გაგზავნილ წერილში. მისი აზრით რეალიზმი გულისხმობს მხატვრულ
ნაწარმოებში, გარდა დეტალების სინამდვილით აღწერისა, ტიპიურ მოვლენათა შორის
ტიპიური ხასიათის დახატვას. ჭეშმარიტი რეალიზმი ყოველთვის ადამიანურია რადგანაც
შეესაბამება ადამიანის მისწრაფებას დაინახოს მოვლენათა და ნივთ-საგანთა
ობიექტური ვითარება მისგან დასკვნების გამოტანის მიზნით. რამდენადაც დიდი ნიჭის
პატრონია მწერალი, მით უფრო მტკიცედ არის იგი დაკავშირებული ცხოვრებასთან, –
წერდა ვაჟაფშაველა. იგი მსჯელობდა, აგრეთვე, ეროვნული ნიადაგის მნიშვნელობაზე
მხატვრული ნაწარმოებისათვის, რომ ყოველი ნაწარმოები უნდა დაეყრდნოს ამა თუ იმ
ერის ცხოვრების რაღაც მოვლენას, რაღაც საკითხს, რაც ნიჭიერი მწერლის
შემოქმედებით სახელოსნოში საკაცობრიო მნიშვნელობას იღებს და გასაგები ხდება
ყველასათვის, რომელი ეროვნების წარმომადგენელიც არ უნდა იყოს იგი. ნიჭიერ
მწერალს დიდად უნდა უყვარდეს ადამიანი, მისი ბედნიერების მოწადინე უნდა იყოს.
ასეთად წარმოუდგებოდა ვაჟა-ფშაველას ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელსაც ძლიერ
უყვარდა სინამდვილე და მის გარდაქმნას, მის გადასხვაფერებას, მის
გაადამიანურებას ესწრაფოდა.
მწერალს უნდა ჰქონდეს უნარი სხვასაც აგრძნობინოს და განაცდევინოს ის, რასაც
თვით გრძნობს და განიცდის. ამას კი ისეთი მწერალი მოახერხებს რომლის ძარღვებშიც
ძლიერად ჩქეფს ეროვნული სისხლი, რადგან ეს არის უმთავრესი ფესვი მწერლის
შემოქმედებისა.
ნიჭიერი მწერლის ნაწარმოებთან უწყვეტი ურთიერთობა მყარდება. არ ძველდებიან ნ.
ბარათაშვილის ლექსები, რომლებიც სულ სხვა დროს და სულ სხვა განწყობილებითაა
დაწერილი, ჩვენგან ძლიერ დაშორებულ წლებში, ყოველი მათი წაკითხვა რაღაც ახალი
აზრით, ახალი ხმოვანებით თუ ჟღერადობით მოდის ჩეენამდე. შეუძლებელია მკითხველს
მოსწყინდეს ი. ჭავჭავაძის „აჩრდილის“ ან „განდეგილის“, ან კიდევ „ოთარაანთ
ქვრივის“ წაკითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ლუარსაბი და დარეჯანი შორეული
წარსულის ნაშთებია და იმის მიუხედავადაც, რომ ამ ადამიანებში ცხოეელური საწყისი
უფრო ძლუერია, ვიდრე კაცური, მაინც ყოველთვის გვიზიდავს და გვაოცებს კიდეც ის
პირდაპირობა და სიცოცხლისუნარიანობა, რაც მწერალს მიუნიჭებია ამ „პატიოსანი“
მეუღლეებისათვის. როცა კაცს სევდა შემოაწვება, აბა მაშინ მიმართოს
ვაჟა-ფშაველას ლირიკას თუ ეპოსს, მაშინ წარმოიდგინოს პოეტისაგან შექმნილი
უკვდავი სახეები და ხასიათები „სტუმარ-მასპინძლისა", „ალუდა ქეთელაურისა” ღა „ბაკურისა“,
ან ერთადერთი და განუმეორებელი აღაზა და, ვინ იცის მერამდენედ, ვაჟა-ფშაველა
არა თუ დარდს და ჭმუნვას გაფანტავს, არამედ ვაჟკაცურ სულსაც ჩაგიდგამს და
გათქმევინებს: „ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
ეს წიგნი ქართული ლიტერატურის ისტორია არ არის, იგი ლიტერატურული თხოობაა
ქართული მწერლობის რამდენიმე წარმომადგენლის შესახებ, თანაც, ერთ ისტორიულ
მონაკვეთში მცხოვრებ და შემოქმედ ადამიანებზე.
ეროვნული ლიტერატურა მემატიანე უნდა იყოს ადამიანებისა, რომელთა კრებადობა
შეადგენს ერს. ლიტერატურამ უნდა ასახოს ერის ცხოვრება, მისი წარსული და
თანამედროვეობა, ყოფა და ვითარება, მისი სული და არსება, მისი მთა და ველი,
წყალი და მიწა, რასაკვირველია, ძირითადი და მთავარია ადამიანი, მისი გარემოთი,
მისი შეგნებით, მიზნებითა და სურვილებით ადამიანთა კრება ხომ საზოგადოებაა,
ამიტომ, ლიტერატურა, რომელიც ადამიანს სწავლობს, ადამიანი გამოჰყავს მთავარ
მოქმედ პირად, სწავლობს ადამიანთა საზოგადოებას, მის შეგნებას, იდეალებს,
მიზანს, საზოგადოების კეთილსა და ავს, დღესა და ღამეს. ლიტერატურა მემატიანეა
ადამიანსა და საზოგადოების ცხოვრებისა, ამასთან ერთად, სარკეცაა, რომელიც მასში
ჩამხედს დაანახვებს ცხოვრების ამბებს, მოვლენებს. ლიტერატურა შუქურაცაა რომელიც
ჯანღიან ამინდში გზის მაჩეენებელია ნავისა და მენავესათვის.
რადგან ლიტერატურა ბევრ რამეს იტევს, რადგან მას სიტყვის მეშვეობით შეუძლია
ერთი თაობიდან მეორე თაობაში გადაიტანოს ადამიანთა სახეები, მათი სურვილები,
მისწრაფებები, ზნეობა და ყოველგვარი განცდა, ამიტომ მას შეუძლია აღზარღოს
მკითხველი, მისცეს მას ბევრი, ძლიერ ბევრი ცოდნა, განუმტკიცოს ცხოვრებისეული
გამოცდილება, გაწვრთვნას და გაზარდოს აღამიანი.
ერთი საუკეთესო თვისება ლიტერატურისა ისიც არის, რომ ადამიანის გონების
გასაწვრთნელად იგი იყენებს არა მხოლოდ მშვენი ერს, ამაღლებულს, წმინდას და
განსპეტაკებულს, არამედ, მის თანაბ- რად მას შეუძლია მიმართოს უარყოფითს,
ამღვრეულს, განუსჯელს მოვლენებს, ხასიათებს, განწყობილებასაც. ლიტერატურამ
კარგად იცის, რომ სინამდვილე არ არის სქემა, ცალმხრივობა, სწორხაზობ- რივობა.
სინამდვილე არის წინააღმდეგობათა ერთიანობა, რომ სინამდვილეში არსებობენ
მწვერვალებიც და ჭაობიც, სიკეთეც და ბოროტებაც, დღეცა და ღამეც. შესანიშნავად
თქვა ი. ჭავჭავაძემ: „ლიტერატურა არ უნდა მოერიდოს ცხოვრების ძირიდან,
მარგალიტებთან ეოთად, ლაფისა და ჭუჭყის ამოტანასო“, თვით ი. ჭავჭავაძე იყო
შესანიშნავი მაგალითის მიმცემი, ადამიანისა და ქვეყნის ამამაღლებელ გრძნობებსა
და სურვილებთან ერთად, იგი ხატავდა ცხოვრების სიმახინჯესაც. თუ ერთი მხრივ მას
გამოჰყავდა მცონარა, უსაქმური, სხვისი ნამოქმედარის მიმთვისებელი, მეორე მხრივ
იგი ხატავდა ისეთ მაღალ ადამიანურ სახეს, როგორიც იყო ოთარაანთ ქვრივი.
ცხოვრებაში ასეც ხდება და ისეც, შრომისმოყვარე და თავდადებული ადამიანებიც
არიან და არიან სხვისი შრომისა და ხელის შემყურენიც. ცხოვრება არ არის სქემაზე
აგებული რამ. ამიტომ, ლიტერატურა არ შეიძლება ცალმხრივი, იგი ცხოვრების სურათი
უნდა იყოს, ოღონდ გონების ბრძმედში გამოყვანილი. ლიტერატურის მოვალეობაა ადა-
მიანს ასწავლოს სულის ამაღლება, ასწავლოს ადამიანურობა, კაცობა, მოქალაქეობა,
მან მკითხველს უნდა ჩაუნერგოს მისწრაფება საუკეთესო სურვილებისაკენ, რომელნიც
გასხივოსნებული არიან კაცთა სიყვარულით, სამშობლოსათვის თავისდადებით და ხალხთა
პატივისცემის გრძნობით.
მაშ, ლიტერატურა მაღალ და საუკეთესო თვისებებს ზრდის ადამიანში, რისთვისაც იგი
იყენებს ბრწყინვალე, ამაღლებულ განცდებსაც და ვიწრო, ეგოისტურ ზრახვათა
გამოვლინებასაც. მკითხველის სულის გასაწვრთნელად ერთის ჩვენებაც აუცილებელია და
შეორისაც. ადამიანს ზრდის სიკეთეც და ბოროტის დათრგუნვის გზა და საშუალებაც.
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ:
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმათ მაგივრად ვწუწუნებ;
ხანდახან ჟინი ამიღებს,
სიმღერას დავაგუგუნებ.“
![]() |
4 ბოლოსიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
ბოლოსიტყვა
„ლიტერატურული თხრობანი“ უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. მადლიანი ქართული ლიტერატურა თხუთმეტ საუკუნეს ითვლის ამ ისტორიის თითოეულ ეტაპხე მრავალი შესანიშნავი თანაც
ეპოქალური, უკვდავი თხზულება შეუქმნია ჩვენს ხალხს. „ლიტერატურული თხრობისათვის“ აუარებელი მასალა არსებობს, ხოლო ეს მასალა მოიცავს ისეთი მწერლების ნააზრევს, როგორებიც არიან
იაკობ ხუცესი, გიორგი მერჩულე, იოვანე საბანისძე, შოთა რუსთაველი, თეიმურაზ პირველი, ვახტანგ მეექვსე, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი და სხვანი, XIX საუკუნის ბრწყინვალე
პოეტები და მწერლები: ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, შემდეგი პერიოდის შემოქმედნი –– ეგნატე ნინოშვილი„ დავით
კლდიაშვილი და სხვანი, თვით დღევანდელამდე. ყველა ის ხომ ქართული ლიტერატურის საგანძურს ამდიდრებს და ამკობს.
რასაკვირველია, ყველაფერი ერთი წიგნით ვერ ამოიწურება. ეს ხომ თხუთმეტსაუკუნოვანი ქართული მწერლობაა, შექმნილი შესანიშნავი მწერლებისაგან, სიტყვისა და მხატვიული აზრის ოსტატებისაგან რომელშიც აისახა თვით მწერალთა აზრი და გონება და
ჩვენი ქვეყნისა და ერის, ჩვენი წინაპრების სურვილები და მისწრაფებანი.
მხატვრული ლიტერატურა საერთოდ და ქართული ლიტერატურაც ერთგული მასწავლებელია, რომელიც უშურველად გად- მოგვცემს ძველად დაუნჯებულ ცოდნას, გვამცნობს იმ მიზან-მისწრაფებებს, რაც ოდესღაც აფიქრებდა და ამოქმედებდა გარდასულ ეპოქათა ადამიანებს, სახოგადოებას., ქართული ლიტერატურის მეშვეობით შეიძლება თვალი გავადევნოთ ქართველი ერის ისტორიას,
არსებობისათვის მის მცდელობას და ბრძოლას. ამ მხრივ იგი დიდი შემეცნებითი ღირებულების მქონეა ლიტერატურა გვასწავლის სახელოვან ადამიანთა ცხოვრებას, მათს ღვაწლსა და რუდუნებას, საზოგადოებისა და ერის თვისებას და ხასიათს. ისინი გვასწაჯლიან,გვზრდიან და ცხოვრების, საქმიანობისა და მოღვაწეობის წარმართვის გზას გვიჩვენებენ.
ლიტერატურული ნაწარმოების ცხოვრების ღრმა შინაარსიანი და მხატვრულად მეტყველი მასწავლებელია, რომელიც უნდა გვიყვარდეს და გვწამდეს. მხოლოდ მაშინ შეძლებს იგი ჩვენი გრძნობებისა და განცდების მიმართვას იმ სიკეთისაკეხ0, რომლის გავრცელებასა და ქადაგებას ისინი ემსახურებიან.
თუ წინამდებარე „ლიტერატურული თხრობანი“ წამკითხველს რაიმე სურვილსა და ინტერესს აღუძრავს, მისი ავტორი მიზანს მიღწეულად ჩათვლის.
1984 წლის ოქტომბერი.
თბილისი
![]() |
5 ილია ჭავჭავაძე |
▲ზევით დაბრუნება |
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე
მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი
სული.
ილია ჭავჭავაძე – „აჩრდილი“. „საგურამოს გზაზე მოუკლავთ ილია ჭავჭავაძე და დაუჭრიათ მისი მეუღლე...“ 1907 წლის
31 აგვისტოს ეს საზარელი ამბავი აცნობა ქართველ საზოგადოებას გაზეთმა „ისარმა“.
მოუკლავთ ილია ჭავჭავაძე! დაუჯერებელი ცნობა ელვის სისწრაფით მოედო თბილისს და მთელ
საქართველოს. პირველი პატარა ცნობის შემდეგ გაზეთი „ისარი“ წერდა: „საზარელი ამბავი
ილია ჭავჭავაძის მოკვლის შესახებ ტფილისში 30 აგვისტოს საღამოს 6 საათზე მოვიდა; „ისრის“
რედაქციამ კი დეპეშა მიიღო მეცხრე საათზე, როცა გაზეთი უკვე დაბეჭდილი იყო და
პროვინციაში წასაღებად სადგურზე გაგზავნილი, ამიტომ თვით სტამბაში მოესწროთ
ორიტრიქონის ჩამატება და ისიც ტფილისის ხელისმომწერებისათვის. აღსანიშნავია, რომ „ისრის“
თანამშრომელს, შემთხვევით იმ დღეს მცხეთაში მყოფს, რედაქციისათვის დეპეშა
ნაშუადღევის 4 საათზე გამოუგზავნა, რედაქციაში კი საღამოს მეცხრე საათხე მიიღეს!
დაუჯერებელი ამბავი იმ საღამოსვე მსწრაფლ მოედო მთელ ტფილისის ქართველობას და
თავზარი დასცა ყეელას“,
ილია ჭავჭავაძე მოუკლავთ!
ოლღა ჭავჭავაძე, თავგატეხილი და გასისხლიანებული ყვიროდა, შველას ითხოვდა – ვითომც
ეკლესია აგიშენებიათ, აგვიყვანეთ, წაგვიყვანეთო. ცოტა ხანს გონს მოსულა, უთქვამს: „ურჩიეთ
ილიას, არ წავიდეს, საშიშია!“
„ვერავის ეერ წარმოედგინა, რომ მხცოვან მოღვაწეს, ქართველი ერის სასიქადულო შვილს
საქართველოს ნიადაგზე ვინმე ხელს შეახებდა!.. თვალით მნახველმა დაგვარწმუნა, რომ
საზარელი მკვლელობა ნამდვილად მოხდა“...
„ილია ჭავჭავაძის შუბლი ბერდანის ტყვიით არის ჩანგრეული, ის შუბლი, რომლის
ნაფიქრსაც არა ერთის და ორის თაობისათვის ახალი ფიქრები აღუძრია; ბერდენის ტყვიით
არის განგმირული ილია ჭავჭავაძის გული, რომლის ნაგრძნობსაც ქართველთა მრავალი
თაობისათვის გული აუძგერებია და თვალთაგან ცრემლი უღვრევინებია და ამის ჩამდენი
საბედისწერო ტყვია ქართველის გასროლილია!
ი, ჭავჭავაძის მეუღლეს არაფერი არ ახსოვს, გარდა იმისა, რომ ილიას დაუძახია – რას
ჩადიხართო...
„მოგვიკლეს ილია ჭავჭავაძე! საოცარია და დაუჯერებელი, მაგრამ ფაქტია უკვე, საშინელი
ფაქტი. არა გვგონია, რომ იყოს ისეთი შეგნებული ქართველი, რომელსაც ცოტა რამ უღვივის
გულში და სინდისი შერჩენია, რომ არ აღშფოთდეს და არ შეძრწუნდეს ამ საშინელების
გაგონებაზე. ეს რა დღეს მოვესწარით! ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს!..“
„ეს ხომ ჩვენი პირველხარისხოვანი მწერალი იყო, რომელმაც შექმნა ახალი ხანა ჩვენს
ლიტერატურაში ღა რომლის თხზულებებზე პირველი მოქალაქეობრივი აღზრდა მიიღო ორმა
თაობამ მაინც! ეს ხომ ჩეენი პირველი საზოგადო მოღეაწე იყო, რომელმაც პირველად
გაჰკაფა საზოგადო მოღვაწეობის ასპარეზი და თავის ამხანაგების პატარა წრის
დახმარებით დაგვიარსა ყველა ჩვენი საკულტურო დაწესებულებანი. ეს ხომ იმ პატარა
ჯგუფის პირველ რიგში იდგა, რომელმაც მესამოცე წლების ხანა შეჰქმნა ჩვენში –– ხანა
განახლებისა და აღორძინებისა“.
„როცა ქვეყნის სამსახურში მოიქანცა, დაუძლურდა, დაბერდა და ცალი ფეხი უკვე სამარეში
ედგა, ასე დავაჯილდოვეთ, ასე დავაფასეთ. მისი წარსული ღვაწლი და სამსახური...“
„რა ვთქვათ, რით ვიმართლოთ თავი უცხოთა წინაშე? მათ წინაშე, ვინც ილიასთანა
მოღვაწეებს დიდების გვიოგვინით უმკობენ შუბლს“...
„დღეს მთელმა ქართველმა ერმა უნდა იგლოვოს არა მარტო ილია ჭავჭავაძე, უაზროდ და
ვერაგულად მოკლული და ბარბაროსულად დასჯილი, არამედ მთელი ჩვენი აწმყო, სრულიად
დაშლილი და მოსპობის გზაზე დამდგარი. სად მივდივართ, რად ვითხრით. სამარეს
ჩვენისავე ხელებით! განა წარსულის ასე ბარბაროსულად უარყოფა და მოსპობა სრულიად
გადაგვარების ნიშანი არ არის?“..,
მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: „კალამი მითრთის... ენა მებმის… აზრი მერყევა... ტყვიით
განგმირეს მხცოვანი გული მხცოვანის პოეტისა და გვამი მისი დააგდეს მტვრიან შარა
გზაზე. განგმირეს ის გული, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენთვის იწვოდა
ღვთაებრივ ცეცხლის ალზე, ჩვენთვის თრთოდა და ჩვენთვის ფეთქავდა. მოკლეს პოეტი,
რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში თავის კისრით ატარებდა ქართულ ლიტერატურას,
რომელმაც შეჰქმნა ქართული ენა, ქართული პრესა, ქართული მწერლობა. მოჰკლეს და შარა
გზაზე დააგდეს ის ილია, რომელიც 40 წლის განმავლობაში ბატონობდა ჩვენს
საზოგადოებრივ აზროვნებას, საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ეროვნულ იდეას...
მოკვდა პოეტი! მოკვდა სხეული, მაგრამ არ მომკვდარა მისი სახელი და დიდება და არც
მოკვდება იმ დრომდის, სანამ სძგერს გული ქართველისა, სანამ არსებობს თვითონ
ქართველი, სანამ არსებობს მისი ენა ილიასგან გაფაქიზებული და ქართული კალამი და
წიგნი, ილიასგანვე გამტკიცებული და გასუფთავებული. მხცოვანო პოეტო, „უღვთო იყო შენი
სიკვდილი“.
მიხეილ წერეთელი: „საზარელი ამბავი ილია ჭავჭავაძის სიკვდილისა მეხივით დაატყდა
თავს მთელ საქართველოს! მოჰკლეს ვინ – ილია ჭავჭავაძე! არავინ თავის დღეში ფიქრადაც
არ გაივლებდა ასეთ რამე საზარელს, საზიზღარს და უცნაურს! ადამიანი, რომელმაც თავისი
გული ჩონგურად აქცია და რომელიც ამ ჩონგურის სიმებს საქართველოსათვის აჟღერებდა
ტკბილად და ძლიერად; ადამიანი, რომელმაც თავისი თავი, უმაღლესი გონების ჭურჭელი
ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამუშავა საქართველოს ერის გულისათვის; ადამიანი,
რომელმაც მთელი თავისი სიმტკიცე და ძალა შესწირა ჩვენის დაბეჩავებულის ცხოვრების
აღდგენას, გამშვენიერებასა და განსპეტაკებას, – ეს ადამიანი წარიტაცა დღეს ვიღაცის
მურტალმა ხელმა!“
ქუთაისი: „ილია ჭავჭავაძის მოკვლის ამბავი მეხივით დაეცა ყველას, 30 აგვისტოს,
საღამოს 6 საათზე ქალაქში აქა-იქ გავრცელდა მკვლელობის ამბავი, მაგრამ არავის
სჯეროდა ასეთი ველური ამბავი.
გამოკითხვის შემდეგ გაიგეს საზიზღარი მკვლელობის შესახებ. ეჭვი აღარ იყო. ყველა
აღშფოთდა და გაოცდა“.
ვაჟაფშაველა. „ილია რომ მოჰკლეს!“ – მითხრა ერთმა ჩემმა ნაცნობმა მწუხარე და თან
გაკვირვების კილოთი, თავზარი დამცა ამ ამბის გაგონებამ და ათასი კითხვა აღმიძრა:
ვინ მოკლავდა, ნეტავ, ილიას? განა შეიძლება ამისთანა ადამიანის მოკვლა? ნუთუ
ქართველებმა შეახეს ხელი თავის მამას ქართველთათვის თავდადებულს, თავისი ერისათვის
მოჭირნახულე ადამიანს? იქნება უცხოელებს შეშურდათ ჩვენთვის ეს მართლაც ერთადერთი
ბურჯი ჩვენი ქვეყნისა, ბურჯი ჭკუით, ნიჭით ღა გამოცდილებით? ათასი ამისთანა კითხვა
დამებადა თავში და დღესაც კი, დღეს, როცა ეს სტრიქონები იწერება, არ ვიცი მიზეზი
ილიას სიკვდილისა. ვიცით მე და თქეენ, მკითხველო, მხოლოდ ფაქტი, რომ მოეგვიკლეს
საუკეთესო, პირველი ადამიანი, ჩვენი მწერლობის სულის ჩამდგმელი, მოღვაწე, დიდი
მოამაგე ქართველი ერისა“...
ალექსანდრე ხახანაშვილი: „საშინელი ამბავია! ავაზაკის ხელი არ შეკრთა და გული გაუპო
დატანჯულ და განადგურებულ საქართველოს ერთ საუკეთესო შვილთაგანს! მოჰკლეს ადამიანი,
რომელიცნახევარი საუკუნის განმავლობაში თავში უდგა სამშობლო ქეეყნის საზოგადოებრივ
აზრსა და მოღვაწეობას“...
სამსონ ფირცხალავა: „მკვლელს“. „დღეს ასაფლავებენ იმას ვისაც შეახე უწმინდური ხელი
და მოჰკალი ვერაგულად. მოუსპე სიცოცხლე, ვინც არასოდეს არ მოკვდება. დაადუმე ენა,
რომელიც იმეტყველებს თავის ნაწერებით ქვეყნის დასასრულამდე, განჰგმირე და ჩააჩუმე
გული, რომელსაც აუძგერებია ასი ათასი გული გაცისკროვნებულის აზრით და მაღალის
ადამიანურის მისწრაფებით.
ასაფლავებენ მამულიშვილს, რომლის სიკვდილმა დააობლა ერი. მისი გვამის ირგვლივ
შემოკრებილა მთელი საქართველო, მისი კუბო მორთულია ცრემლებისაგან დანამებელის
ყვავილებით, გზა იმის გასვენებისა ბრწყინავს დიდებითა და სიყვარულით...“
ქართველი დედაკაცი: „ილია მოჰკლეს, მოჰკლეს ილია! გესმით, ქართველნო? ილია მოჰკლეს,
მხეცთ დაგვინგრის ტაძარი დიდი, სისხლით შესვარეს, წამების გვირგვინი არგეს ჩვენ
სადიდებელ მოძღვარ-მგოსანსა. ილია მოჰკლეს, გული გაუპეს, წაგვართვეს, მოსპეს ჩვენი
სიმდიდრე, ამპარტავნება. ილია მოჰკლეს, გული გაუპეს; გაუპეს ის წყლული გული, ის
დიდი გული და ქართველობის ვაებით აღსავსე, რომელიც ორმოცდაათი წელიწადი მხოლოდ და
მხოლოდ ქართველთათვის იდაგებოდა! ილია მოჰკლეს, მოჰკვეთეს წმინდა წყარო. შესწყვიტეს
მიდრეკანი ცხოველმყოფელი მისის ბრწყინვალე მჭერმეტყველებისა! აღარა გვყავს ილია,
ქართველებო! გჯერათ ეს თქვენ, შეგიძლიანთ ამ საშინელ, ულმობელ აზრს შეურიგდეთ?
შეგიძლიანთ ილია გულიდან მოისხლიტოთ, უიმისოდ ჩვენი არსება წარმოგიდვინოთ?! აღარ
გაყავს ილია? დიდი ილია, ჩვენი დამამშვენებელი, აღარ გვყავს ილია, ჩვენი
მქადაგებელი, აღარ გვყავს ილია, ჩვენი ბედშავობის ჩამგონებელი, აღარ გეყავს ილია
ჩვენი აღმაფრენი, შარავანდედით მოსილი მგოსანი?... აღარ გვყავს ილია, ის დიდი ილია,
რომელზედაც ამპარტავნობით ვუთითებდით ყველა იმათ, ვინც გაჰბედავდა და ეჭვს შეიტანდა
ქართველთა ძლიერს და გონებრივს ძლიერებაში... ვიტიროთ ილია, ქართველებო,
ვივაგლახოთ, თავში ხელი ვიცეთ, ვიჭირისუფლოთ და მის საფლავზე კავშირი შევკრათ
ძმობისა, ერთობისა, ხალხში მოვფინოთ მისი მცნებანი და მით დავუტკბოთ, დავარწმუნოთ,
რომ ერი მისი მომწიფებული არის, რომ ერმა მისმა შეისმინა, მიუხვდა ნათქვამს,
ნაფიქრალს, თვით დუმილსაცა და როგორც შვილი ერთგული გულში ჩაიკრა და თავის
მდუღარება გულის ნაკვნესი ზედ დააფრქვია...
აკაკი წერეთელი: ახალ-მოძრაობის წინამორბედი, მაგრამ საწაღმართოსი და არა
საუკუღმართოსი, დღეს უკუღმართად მოკლული, ძევს კუბოშო ჩვენ წინ და, თითქოს,
გვეკითხება: „რა დაგიშავეთ, რომ ეს დღე დამაყენეთო“? გვეკითხება და ჩვენ,
ქართველებს, თავის გასამართლებელი ვერა მოგვიხერხებია რა!.. და მეც, როგორც
ქართველს, მწუხარების გარდა, სირცხვლიც ენას მიბამს, ვეღარას ვამბობ და გადავდივარ
საპირადოზე: მშვიდობით, ძმაო! გარემოებამ გადაგვაბა ჩვენ ერთმანეთზე. ნახევარ
საუკუნის გამნავლობაში ერთს უღელს ვეწეოდით; ერთი გზით დავდიოდით. ახლა ჩემი მარტოდ
დარჩენა, დაობლება საძნელოა, მაგრამ ეჰ, არ ღირს პირადობაზე რაიმეს თქმა და ისიც
ჩვენში დღეს!..
შენ კი შენი ქვეყნიური ვალი შეასრულე და განისვენე სამარადისოდ. ამიერიდან ეკუთვნი
ისტორიას. შენი საქმეები და ღვაწლი თავის-თავად იღაღადებენ. იმათ ჩვეულებრივი
მითქმა-მოთქმა ვეღარც არას დააკლებს და ვეღარც რაიმეს მიუმატებს! თუ საქართველოს
სიკვდილი არ უწერია, მაშინ მასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სასიკვდილოა,
როგორც ზოგიერთებს სურთ და ჰგონიათ, მაშინ ნეტავი შენ, რომ მაგ შენი სიკვდილით
წინა-უსწარ მის სიკვდილს და თვალით ვეღარა ნახავ! როგორც სიცოცხლე, ისე სიკვდილი
შენი გახდა მიზეზად ხალხის ამოძრავებისა და აჰა, საქართველოს ყოველ კუთხიდან
თავ-მოყრილნი გეხვევიან გარს!.. და ვინ იცის, ეგება სიკვდილით მაინც განამტკიცო ის,
რასაც შენი სიცოცხლე შესწირე; ერთობას, თანასწორობას, ძმობას და სიყვარულს!
მშვიდობით, ძმაო! საუკუნოდ იყოს ხსენება შენი!..
ბევრმა, ძლიერ ბევრმა გამოთქვა დიდი ვალალება და მწუხარება იმ გონებადაბნელებული
ადამიანების საქციელის გამო, ვინც შეამზადა და ვინც შეასრულა უბოროტესი აქტი, 1907
წლის 30 აგვისტოს ტრაგედია წიწამურთან. საქართველოში არ დარჩენილა რამდენაღმე
ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომ ილია ჭავჭავაძის ვერაგული მკვლელობა არ
განეცადოს, როგორც მახვილის მოქნევა ქართველი ერის საუკეთესო ზრახვათა წინააღმდეგ.
არ დარჩენილა პოეტი. მწერალი თუ სხვა მოაზროვნე, რომ თავისი საპროტესტო სიტყვა არ
ეთქვას ამ ველური საქციელის გამო. ილია ჭავჭავაძის ხსოვნა, მის სახელს, მის
მოღვაწეობას იგონებდა და აფასებდა ქართველ მწერალთა ის თაობა, რომელიც ი.
ჭავჭავაძის აზრებით გამოიზარდა, აგრეთვე ქართველ მწერალთა შემდეგი თაობანი,
რომელთაც ენახათ, მოესმინათ და განეცადათ თ. ჭავჭავაძის აზრი და ასე, მომდევნოთა
მომდევნონი, ი. ჭავჭავაძის გზით მავალნი ქართული მწერლობის გზაზე ჩვენი თანამედროეე
ქართული მწერლობაც ი. ჭავჭავაძის სახელსა და მოღვაწეობას ადიდებს და შარავანდედით
მოსავს. აკაკი წერეთლის სიტყვისამებრ, ი. ჭავჭავაძის სახელი ცოცხალია მის ცოცხალ
სამშობლოში, მოქმედია და მოქალქეობით აღსავსეა. ამის დასტურია ის დიდი სამზადისი,
რაც დაისახა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების 150 წლის თავის აღსანიშნავად.
რა იყო და ვინ იყო ილია ჭავჭავაძე, რომელმაც თავის თანამედროვეთა შეგნებაში ასეთი
ღრმა კვალი დატოვა; რით მოვიდა ილია ჭავჭავაძე თავის მომდევნო თაობათა
მსოფლმხედველობამდის და რატომ არის სიცოცხლით აღსავსე მისი ფიქრი და აზრი, მისი
ლექსი და მოთხრობა, მისი პუბლიცისტური თუ კრიტიკული წერილი?
ილია ჭავჭავაძე ქართული მოაზროვნე ინტელიგენციის იმ თაობის. წევრია, რომელნიც
ცნობილნი არიან „თერგდალეულების“, „სამოციანელთა“ სახელით. ილია ჭავჭავაძე ერთი
იმათგანი იყო, გონების ამოძრავებისთანავე რომ თავისი მშობლიური ქვეყნისა და ერის ის
ტორიასა და აწმყოს თვალსა და გონებას ადევნებენ, ხალხის ყოფისა და ცხოვრების წიაღს
სწვდებიან, სწავლობენ და გამოცდილებას იყენებენ აწმყო დროისა და მომავლის
გასაკეთილშობილებლად, ერის ცხოვრების წარმატებისათვის, ხალხთა შორის ჯანსაღი
ურთიერთობა კავშირისათვის, ადამიანის გონიერი და სულიერი აღორძინებისათვის.
ი.ჭავჭავაძის თაობამ განიცადა უხამსობა მონარქიული სისტემის კოლონიური
მმართველობისა, ეროვნული ღირსებისა და ღირებულების წინააღმდეგ ლაშქრობისა. ის თაობა
კარგად ხედავდა თვითმპყრობელობის უსამართლობას ეროვნებათა სულიერი და
ინტელექტუალური არსებობის მიმართ, თუ რა გულმოდგინებით შლიდა და არღვევდა ეროვნული
შეკავშირების საფუძვლებს — ენას და ისტორიას.
ი. ჭავჭავაძე ერთი იმ მოღვაწეთაგანია, შეგნებულად რომ დაუპირისპირდა უსამართლობას
და მხატვრული და პუბლიცისტური სიტყვა და აზროვნება ერის გამოსაფხიზლებლად,
გასაძლიერებლად და გათავისუფლებისათვის გამოიყენა. არა ერთი და ორი წლის, არამედ
ნახევარი საუკუნის განმავლობაში იგი წარმართავდა ქართულ მხატვრულ აზროვნებას, მის
სახელთან იყო დაკავშირებული ყველა ეროვნულ-კულტურულ-მეცნიერული საქმიანობა და
მიღწევა XIX საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში.
ი. ჭავჭავაძე იყო მეთაური ერონვული და გამათავისუფლებელი მოძრაობისა საქართველოში,
ორგანიზატორი ქართული პრესისა, ხელოვნებისა, კულტურულ-საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა. მასში გაერთიანებული იყო სრულიად ქართველი ერის სიცოცხლე და
არსებობა, იყო მეთაური და წინამძღოლი ქართველი ერის შემოქმედებითი ძალებისა. იგი
იყო პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, პოლემისტი. ყველა ეს
დარგი მას დაკავშირებული ჰქონდა ჩვენი ქვეყნისა და ერის სასიცოცხლო და სამომავლო
პრობლემებთან; იყო მეთაური საზოგადოებრივი აზროვნებისა, უპირველესი ადამიანი,
დამცველი თავის ქვეყნის სახელისა და პრესტიჟისა რუსი თუ ევროპელი საზოგადო
მოღვაწეების, მწერლებისა თუ მეცნიერთა წინაშე.
ამიტომ იყო, რომ 1907 წლის აგვისტოში, როცა სამოცდაათი წლის დიდი ქართველი, მწერალი
და მოღვაწე ველური ხელით განიგმირა, მთელმა ერმა ი. ჭავჭაჯაძის სიკვდილი ჩათვალა
ქართველთა ეროვნული ღირსების შელახვად და შეურაცხყოფად. იმ საზარელი გასროლის ხმა,
რომელიც გაისმა სოფელ წიწამურთან და სადაც ახლა თეთრი მაღალი სვეტი დგას, რომელიც
გამვლელს გაახსენებს იმ უადამიანო გამოხდომას, რაც გამოიხატება ქვეყნის იდეური
მეთაურის მკვლელობაში. ის ხმა ჯერაც არ ჩამქრალა და მეოცე საუკუნეს, მისი
დასაწყისიდან დღევანდლამდის მოჰყვება როგორც ხმა ღვთისა, რითაც იგი მიმართავს
მკვლელს: „კაენ, სადაა ძმა შენი?"
1907 წლის 30 აგვისტოს გასროლის ექო კიდევ დიდხანს იტრიალებს საქართველოს ცის
თაღების ქვეშ და ყოველ ახალ თაობას გაახსენებს უგვან და უგუნურ, ადამიანთა
არსებობას, რომელთაც არ დაინდეს თავის ქვეყნისა და ერის წმიდათაწმიდა, ხატი და
უმაღლესი გრძნობა-გონება.
1857 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა ლექსი „ყვარლის მთებს“. იგი იმ წელიწადს უნდა
გამგზავრებულიყო პეტერბურგს, იქაურ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე შესასვლელად.
ოცი წლის ახალგაზრდა პირველად ემზადებოდა შორი გზისათვის და მის წინაშე დადგა
საკითხი — სად მიდის და რად მიდის ჩრდილოეთში, რა ამოქ-ედებს მას ასეთი შორი
მანძილის დასაძლევად. აღსანიშნავია ამ ნაწარმოებში გამოხატული გრძნობა მშობლიური
მთების სიყვარულისა და, რაც მთავარია, თანდათანობითი განვითარება ამ სიყვარულისა,
დაწყებული პოეტის ყრმობიდან.
ყვარლის მთები სიმბოლიური სურათია სამშობლოსი, საქართველოსი. ამ მთებთან არის
დაკავშირებული მათი შვილი, ახალგაზრდა კაცი, მათთან გამოთხოვების ჟამს ფიცს რომ
აძლევს ქვეყანას, რომ მას არასოდეს დაივიწყებს, რომ მშობლიური მთები მასთან
იქნებიან ვით მისი გული, რადგან ეს მთები და მისი არსება ბუნებით არიან
შეუღლებულნი. სამშობლოს შვილი თავის ქვეყანასთან ბუნებით არის დაკავშირებული და
როგორც საკუთარ გულს, ქვეყნის შვილი, ისე უნდა ატარებდეს სამშობლოს სიყვარულს.
სამშობლოს მთათა სიდიადე ყრმობიდანვე კანკალსა და ჟრჟოლას განაცდევინებდა მას,
მაგრამ ეს არ იყო შიშისაგან გამოწვეული კანკალი, არა! ყრმობიდანვე იგი თრთოლვით
შესცქეროდა მათ სიმაღლეს და ბავშვური სურვილით შენატროდა მთათა ზემო მხარეს, სადაც
ღრუბლებიც კი ვერ ბედავდნენ სრბოლას, სადაც გრიგალთა ქროლვას ამაყად ისმენდნენ
ცადაზიდული მთები, სადაც წეროთა ქარავანი ძლივს გაუთანაბრდება ხოლმე ამ
მწვერვალებს. ყრმობის მარტივი ნატვრით ენატრებოდა მას ფრენა, გრიგალთა მსგავსად, ამ
მთათა მწვერვალებში, ნატრობდა თავისუფალი არწივის ფრთას, რომ მთათა სიმაღლეს
გადაევლებოდა. სასტიკ ქართა ქროლვას, რომელნიც დაჭრილ ლომთა გვრგვინვასა ჰგავდა,
ყურს მიუპყრობდა, რადგან ამ ხემბში რაღაც ნაცნობსა და მშობლიურს ისმენდა. ახლა
პოეტს თავი მოსწონს, რომ ამ მთების შვილია და ქართველად არის გაზრდილი გრიგალთა,
მეხთა და ქუხილთ შორის, ბავშვური და ახალგაზრდული მწუხარებისას, როცა ცრემლს
ღვრიდა, მაშინაც მშობლიურ მთებს. შესტიროდა და შესჩიოდა, თუმცა მთანი მტირალს
ნუგეშს ვერ სცემდნენ, სამაგიეროდ საოცნებო წარსულის წამნი სამუდამოდ დაი მარხა
საკუთარ გულში.
ახლა წუთისოფლის ვალი მათ აშორებს, ამ მთათა წიაღში აღ ზრდილი შორს მიემგზავრება
და, ეს არის სამშობლოს შვილისათვის უდიდესი სასჯელი. „მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა,
უცხოეთიდამ კვლავ პოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა;
კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდამ თქვენ ჩემი სული,
და, დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქასა გული“. წუთისოფლის სამსახური ათმობინებ, სამშობლოს, ავალებს წავიდეს უცხოეთში გონების
გასავითარებლად. სამშობლო არის სტიმული მისი მოქმედებისა და ახალგაზრდამაც ფიცი
მისცა თავის ქვეყანას, რომ მთელი თავისი არსებით შეასრულებდა ერის შვილისა და
მოქალაქის მოვალეობას.
სწორედ ასეთი ლექსი უნდა დაეწერა ილია ჭავჭავაძეს. მისთვის, მართალია, ძნელი იყო
წარმოდგენა მომავალი სამოღვაწეო გზისა, მაგრამ, მას თავიდანვე ჰქონდა ჩანერგილი
აზრი, რომ შვილი მოვალეა შრომითა და მოღვაწეობით ემსახუროს ქვეყანასა და ერს.
ი. ჭავჭავაძის მთელი მოღვაწეობა იყო სამშობლოსათვის მიცემული წმინდა ფიცის
განხორციელება.
ლირიკულ ლექსთა უმეტესობა ი. ჭავჭავაძეს პეტერბურგში აქვს დაწერილი იქ დაიწერა
აგრეთვე პოემა „აჩრდილი“, „ქართვლის დედა“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის
ცხოვრებიდამ“, „გლახის ნაამბობი“, რუსეთში ყოფნისას თარგმნა ვალტერ სკოტის,
შილერის, ბაირონის, პუშკინის, ჰაინეს, რიუკერტის, ლერმონტოვის, ანდრე შენიეს
ნაწარმოებები. ე. წ. „პეტერბურგის პერიოდი“ ი. ჭავჭავაძის შემოქმედებისა მდიდარი და
მრავალფეროვანია.
ყურადღებას იქცევს ი. ჭავჭავაძის პეტერბურგში ცხოვრების პირველ ხანებში დაწერილი
ლექსები. ერთი მხრით იქმნება ისეთი თხზულებები, რომლებიც დიდი და სერიოზული
მსჯელობის, შინაგანი თვითდაჯერებულებისა და ფიქრის გამომხატველნი არიან, მაგ., „ხმა
სამარიდამ“, „გუთნის დედა“, „ქართლის დედას“ და სხვ., ამათ პარალელურად, 1857-1858
წლებში მას დაწერილი აქვს ლექსები, რომლებშიც დიდი ცხოვრების პირისპირ დგომისაგან
გამოწვეული შეკრთომა, ან მარტოობის მწვავე განცდა გამოჩანს. 1857 წლის დეკემბრით
არის დათარიღებული ლექსი „სანთელი“, ნაღვლიანი განწყობილებით, უღიმღამო არსებობით
გამოწვეული, სევდით აღსავსე ნაწარმოები. მიბჟუტული სანთელი გასაქრობად არის
მიწურვილი, სიკვდილს ებრძვის და მალე ჩაქრება, დაისადგურებს სიბნელე, შუქისა და
სინათლისაგან მხოლოდღა დამწვარი პატრუქი დარჩება. მიმკრთალებული სანთელი კაცის
სიცოცხლეს არის შედარებული. მეტად მინორული ტონი ხმიანობს ლექსში „გაზაფხული“,
სევდიანია, თითქმის უიმედოა იგი, თვით გაზაფხულის დაბრუნებაც აღარ უხარია.
გაზაფხულმა აამწვანა ველები, ყველა სულდგმული უგალობს განახლებას, ყველაფერი
სიცოცხლეს იწყებს, მაგრამ ერთხელ მოკლული გული კი „არც აყვავდება, არც გაცოცხლდება“
თავისუფალი ჩიტი ქვეყანას გალობით ატკბობს, დაფრინავს იგი ხშირ ტყეში და ცის
ლაჟვარდში, მაგრამ მას გალიაში ჩასვამენ, სადაც იგი, დანაღვლიანებული და
ფრთებჩამოყრილი სიკვდილს მოელოდება. პოეტი ხშირად ფიქრობს უხეშ ცხოვრებაზე,
წუთისოფლის ზვირთად ეჩვენება მოწყეტილი სიცოცხლის მდინარე, რომელიც, ვინ იცის რას
უქადის მის მომავალს. აწმყო საკეთილოს არას ამბობს, წარსულიც მას ეთანხმება,
მომავლის ვარსკვლავი არ ჩანს და ცხოვრების მდინარეს დიდ ზღვაში მიაქვს პოეტის ნავი.
ზღვა დაღუპავს ნავს და ურგები კვალიც წაიშლება ზღვის ტალღებში პოეტი იწყევლის
დაბადების ჟამს, ებრალება ზღვის სიღრმეში ჩასანთქმელად გამზადებული სიცოცხლე. და
მდინარეს ემუდარება — მე და ჩემს ნავს დიდ ზღვაში ნუ შეგვიტანო.
საშინელი სიზმრების რკალშია მოქცეული პოეტი: ბნელი უფსკრული ესიზმრა. ჯოჯოხეთის
სიბნელე იხილა, უსაზომო სიღრმეში ქვეყანათა ნანგრევებს ჭვრეტდა. განწირულ ქვეყანათა
თანამგზავრი იყო წყევლა, შეჩვენება, განგდება, იქაური მზე სისხლით სავსე ფიალას
ჰგავდა, კოსმოსიც სისხლს ჰგავდა, უსაზღვრო ცის სივრცეში ჯოჯოხეთი ტრიალებდა, იდგა
ღვთის რისხვის ხმა, უგზო-უკვლო ქვეყნები წყევლით ტრიალებდნენ და ისმოდა მხოლოდ:
„წყეულიმც იყავ“. ყველაფერი ეს დემონთა ლხინი იყო, კაცები დემონთა მსგავსად
ერთმანეთს კბილით გლეჯდნენ, თვით სიკვდილი უღონო იყო, რომ ამ ვაებისათვის მოეღო
ბოლო.
პოეტის ურვით მოკლული გული მწუხარედ ტირის თითქოს იმისთვის, რომ სხვა ზეცის
კალთების ქვეშ მოქცეულა და სხვათა უფერული ვარსკვლავები კიაფობენ სხვათა ცაზე.
სამშობლოს ზეცა სხვანაირად არის გაბრწყინებული და სულ სხვა რიგადაა დამშვენებული.
უმაღლეს ძალას შესთხოვდა პოეტი, ნუ მიმცემო ბედის ტრიალს და ნუ დამაწაფებო დემონის
ფიალას, უკუ-თქმისა და მაცდურობის საწამლავით რომ ლიცლიცებდა. მაგრამ, თუ უმაღლეს
ძალას სურს გამოცდა პოეტის სულისა, მაშინ დეე უფალის ხმის ქვეშ გაჰქრნენ მისი,
პოეტის სურვილნი.
ეჩვენებოდა, რომ ცხოვრების ზღვაში მარტოკა დასცურავდა და მის გულს ქართა გრიალში
აღარაფერი საიმედოდ აღარ ეჩვენებოდა. გამოუცდელს ზღვის ზვირთნი აქეთ და იქით
აწყვეტენ, თითქოს მისი შთანთქმა აქვთ გადაწყვეტილი — ნუ ატირდებიო, — მიმართავს
პოეტი ვიღაცას, თუ ჩემი ურგები კვალი წყლის სივრცეში დაიკარგებაო.
ასე მიჰყვება ერთმანეთს მისი ლექსები, რომლებშიც მარტოობის განცდა, ცხოვრების
ზღვასთან ბრძოლა, საკუთარ შესაძლებლობათა არარაობა არის გამოთქმული.
შემდეგ იცვლება მისი შემოქმედების აზრი, ახალი შეგნება ჩნდება. სიკვდილი უკვე აღარ
აშინებს მას, მაგრამ ერთი სურვილი უჩნდება — მისი კვალი დარჩეს ამ ქვეყნად და ამის
მიხედვით მომავლის ადამიანებმა თქვან — მას თავისი მოვალეობა შეუსრულებია, მის
ქნარს შორს, ჩრდილოეთში ამაოდ არ უკვნესია, არამედ რაღაც სასარგებლო შეუქმნია თავის
თანამემამულეთათვისო.
ამავე დროს მის ლირიკაში სიყვარულის თემა ჩნდება. სიყვარული ჯერ გაუბედავია,
„მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა მე შენთვის კოცნა ვერ გამებედოს“. სატრფოს
გულისცემა ლოცვის ბგერებად ეჩვენება და ცოდვილ ფიქრთა მორევას სიყვარულის სიწმინდით
იგერიებს. სიყვარული ცრემლს უჩენს თვალებში, იგი ტანჯვასა ჰბადებს, მაგრამ, სწორედ
ეს არის სრული სიცოცხლე. ნაზი ბულბული გაგიჟებული სიყვარულს სტვენს. დიდხანს ეძებს
ამ ბულბულს იგი, მაგრამ ვერსად პოულობს. ბულბული თურმე მის გულში სტვენდა
სიყვარულს. წრფელია და წმინდა ეს სიყვარული, იგი მის არსებობას ამტკიცებს,
აღონიერებს, იმ შეკრთომას ავიწყებს, ცოტა ადრე რომ აწვალებდა და აფიქრებდა მას,
გაბედულებას ანიჭებს და სწორედ ამ დროს წერს ი. ჭავჭავაძე შემართებულ ლექსს
„გავსწორდეთ, ბედო“. „გავსწორდეთო“ — მიმართავს პოეტი ბედს, ჩემ სიცოცხლეში შენს
ნებაზე და შენი კარნახით ვთამაშობდი, ბევრი ნუგეში მოგისპია ჩემთვის, ბევრი ტკბილი
ოცნება გაგითელია, სისხლის ცრემლებით ამოგიწვავს ჩემი თვალები, შენი ბრჭყალების
კვალი გულზე მაქვს დაჩნეული. გეყო! მოვიდა ანგარიშის გასწორების დრო, უნდა
გავსწორდეთ მე და შენ. შენი უფლებისა და ბატონობის დრო წავიდა, უნდა ადგილები
გავცვალოთ, აქამდე შენს ნებაზე დავდიოდი, ახლა კი მე მიჭირავს დუდუკი, მე დავუკრვა
და შენ კი იხტუნე!
ფეხქვეშ მტკიცე ნიადაგი იგრძნო, გამხნევდა, გამაგრდა. აღარ ეშინია ბედისა, თავისი
ცხოვრების გზისა...
ყვარლის მთებს უწერდა ი. ჭავჭავაძე: „თვალში ცრემლით განედა ბებთ თავსა, უცხოეთიდამ
კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა“. ჩრდილოეთში ყოფნისას გულისყურიდან და
გონების თვალიდან და არ მოუცილებია თავისი სამშობლო, მის აწმყოზე, მის
კეთილდღენობაზე ფიქრობდა და ოცნებობდა და, თუ უღონობაზე ან შეუძლებლობაზე წერდა,
მხოლოდ იმიტომ, რომ, ვაი თუ ჩემს ქვეყანას ვერა ან რა ვარგო, ვერაფრით გამოვადგეო.
სამშობლოზე ფიქრი არასოდეს შეუწყვეტია იქ დაწერა მან „გუთნის დედა“. მას თავისი
მოძმე, 1) თავისი ქვეყნის ადამიანი ჰყავდა მხედველობაში, როცა ლაპარაკობდა, რომ
ბუნების გვირგვინს, ადამიანს წართმეული აქვს უფლება მაღლა ახედვისა, რომ ადამიანს
ადამიანობა აღკვეთილი აქვს, იგი პირუტყვის დარად უღელშია გაბმული, უუფლებოა,
უსიხარულოა. ადამიანისათვის ძალით წაურთმევიათ უფლებანი, აღუკვეთიათ სიმართლის
თქმის ნება, მას, ადმიანს, თავის ჭირისა და წუხილის გამოთქმის საშუალება არ
გააჩნია. ადამიანსა და მის ერთგულ პირუტყვს შორის განსხვავება არ არის, ადამიანი
თავის ზართან ერთად არის შებმული უღელში, რაც სწორედ ადამიანობის დაკარგვის, მისი
აღკვეთის ნიშანი არის. მისი ხმალი — ენა სიმართლისათვის დაჩლუნგებულია, ადამიანობის
ნიშანს — ენას, აზრის გამოთქმის საშუალებას აღარ ანებებენ. ამიტომაა, რომ მოაზროვნე
ადამიანისათვის უფრო მძიმეა ის უღელი; ვიდრე პირუტყვისათვის.
ი. ჭავჭავაძე, რასაკვირველია, თავის ქვეყნის, თავისი ხალხის ვითარებაზე
ლაპარაკობდა.
შესანიშნავია თავისი აზრით ი. ჭავჭავაძის ლექსი, დაწერილი პეტერბურგში — „ქართვლის
დედას“. ეს ნაწარმოები იმათ რიგში დგას, რომლებშიც ავტორი, მოაზროვნე და პოეტი,
საეროვნო საკითხებს აყენებს, თავისი ერის საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლოვან
მხარეეზე მსჯელობს. ეს ლექსი სამოქმედო გზაა, მისი, როგორც სამშობლოს მოქალაქის,
მიზნების ჩვენებაა, სამშობლოს განვითარების პერსპექტივის მიმთითებელია, ქართველი
დედის დანიშნულების მაჩვენენელი. სრულიად დასაშვებია, რომ ი. ჭავჭავაძეს ამ ლექსის
შეjმნისას ნ. ბარათაშვილის პოემის პერსონაჟის, ქართველი ქალის სახე ედგა თვალწინ.
ნ. ბარათაშვილის პოემა „ცისკარში“ დაიბეჭდა 1959 წლის სექტემბრის ნომერში, ი.
ჭავჭავაძემ ეს ლექსი დაწერა იმ წლის დეკემბერში.
ი. ჭავჭავაძემ, პირველმა ქართველ სამოციანელთაგან, დააყენა საკითხი აწმყოს
სამსახურისა მომავალი ცხოვრების გაუკეთესების მიზნით. შესანიშნავი და
გმირულ-ვაჟკაცური იყო ქართველი ხალხის წასული. მაგრამ იგი ვეღარ დაბრუნდებოდა,
წარსული დიდება ვეღარ აღსდგებოდა, ამიტომ მასზე ფიქრი, მისი დაკარგვით გამოწვეული
ცრემლი და ვაება ვერაფერსღა არგებდა სამუდამოდ დამკარველს. წარსულზე ტირილი
უაზრობაა, ჩვენმა ახალმა დრომ, სამშობლოს მომავალმა ახალ ვარსკვლავს უნდა მისდიოს,
„ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს“.
ი. ჭავჭავაძემ, როგორც ახალთაობის წარმომადგენელმა, დიდი ტვირთი იკისრა: ხალხის
მომავალი ცხოვრების აგება, მისი მოწყობა, ამ ახალ ცხოვრებაში ადამიანობის
დამკვიდრება, კაცთათვის ადამიანურ უფლებათა მოპოვება. ქართველ დედას ახალი
მოვალეობის აღსრულება დააკისრა პოეტმა, მას, დედას სულით ძლიერი შვილი უნდა
აღეზარდა, დედა შვილისათვის უნდა ჩაეგონებინა ძმობის, ერთობის, თავისუფლების
იდეები, შვილის გული სიკეთის ქმნისაკენ უნდა მიემართა, მამულისათვის მებრძოლად უნდა
აღეზარდა და მაშინ ქართვლის დედა მიიღებდა ნაყოფს, მიიღებდა კაცურ კაცს, სამშობლოს
მოყვარულ შვილს, მოქალაქეს, მზრუნველს, ერისათვის გულატკივებულს. ქართველი დედის
ვალი იყო აღეზარდა ისეთი შვილი, რომელსაც ჭეშმარიტება წინ გაუძღვებოდა და თავის
შემდეგ განათლებულ კვალს დატოვებდა.
ასე ზრუნავდა ახალგაზრდა ჭავჭავაძე თავისი ქვეყნის და ერის მომავლისათვის,
დაკარგული ძალის აღდგენისათვის. ძმობა, ერთობა, და თავისუფლება უნდა ყოფილიყო
მომავალი ქართველის შეგნების საფუძველი. ამ საფუძვლის შექმნა კი ქართველის დედას
ეკისრებოდა.
ასეთივე აზრი ამოქმედებდა პოეტს, როცა წერდა ლექსს „ნანა“. აქაც ქართველი მოქალაქის
სამოქმედო პროგრამაა გაშლილი, აქაც დედისა და შვილის მოვალეობაზეა მსჯელობა.
პატარას, ყრმას ჯერ არა ესმა რა და წინამორბედი გრძნობა მას ღვთიურ ვალს ქართველთა,
სამშობლოს მიმართ ჯერ ვერ უხატავს, მაგრამ მოვა დრო, გაიზრდება პატარა, მკლავი
გაუმაგრდება და ყრმობის სიზმრები სინამდვილით შეეცვლება. მიხვდება მაშინ მამულის
ვითარებას, შეისმენს მის მწარე კვნესა და მშობლისაგან დალოცვილს გული აუღელდება,
დედის ნანა ხმლის ჟღერით შეეცვლება, მიხვდება ერის ბედშავობას, წამხდარ და
დათრგუნვილ დიდებას და გმირობას, დაინახავს დაობლებულ მამულს. მაშინ უნდა აინთოს
გული, მტერს მეხად დაეცეს და, როგორც ერთგულმა შვილმა მტერი უნდა მოსპოს და მამულს
მსხვერპლად შეეწიროს. დედის გული, ჩვეულებრივ ჩვილი და ნაზი, მამულის მდგომარეობით
სალ კლდედ იქცევა, რადგან დედას შვილი მამულის მსხვერპლად უნდა. ვაი იმ დედას,
რომელიც შვილს სამშობლოს დამცველად და გამათავისუფლებლად ვერ გაზრდის, ამისთანა
დედას შვილი არ ჰყვარებია.
„ჩემის მამულისათვის
მამულისთვის სიკვდილი დიდი რამ არის. მამულისთვის მკვდარი უკვდავებას ჰპოვებს.
თითქოს წინასწარმეტყველურად თქვა ეს პოეტმა. სწორედ ხუთი ათეული წლის შემდეგ ამ
სიტყვათა მთქმელი თავის მამულში დასცეს, რითაც მან უკვდავების კარი შეაღო!
მშობლიური ქვეყანა ყოველთვის თვალწინ ედგა მწერალს, მისი ბუნება, შორი მთების თეთრი
ზოლი, საქართველოს ლაჟვარდი ცა. მამულის მდგომარეობა სულს უგუბებდა, შორიდან
ეტრფოდა მას, ნატრობდა მის გამოფხიზლებას. სუნთქვა ეკვროდა პოეტს, როცა თავისი
ქვეყნის მდგომარეობას წარმოიდგენდა. სხვადასხვა მხატვრული სახე და სურათი შექმნა
მიყუჩებული, უმოქმედო, ძალაწართმეული სამშობლოსი.
„მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
ისევ ნ. ბარათაშვილისებური სახე და აზრი ჩნდება ი. ჭავჭავაძის პოეზიაში. 1859 წელს
პეტერბურგიდან დროებით ჩამოსული წერს ლექსს „მტკვრის პირას“. ეს არის ფიქრი მტკვრის
პირას. მტკვრის დინება მშობლიური ქვეყნის ცხოვრებას აგონებს ი. ჭავჭავაძეს, ზვირთთა
მღერა წუხილით ავსებს მის გულს, ჩვეული ფიქრის ამშლელია მდინარის დენა, მტკვარი
ნეტარ დროთა მესაიდუმლედ დაუსახავს პოეტს.
ი. ჭავჭავაძის მსოფლმხედველობის დადგინება პეტერბურგის პერიოდში მოხდა.
რასაკვირველია, ამის საფუძველი მას სამშობლოდან გაჰყვა. პეტერბურგი სააზროვნო
ცენტრი იყო, რუსული ლიტერატურისა, დემოკრატიული პრესის კერა, იქ ცხოვრობდნენ რუსული
მეცნიერების, ხელოვნების, განათლების, ლიტერატურის მესვეურები და წარმომადგენლები.
რევოლუციურ-დემოკრატიული აზროვნების დიდი მიმმართველი და ხელმძღვანელი ნიკოლოზ
ჩერნიშევსკი პეტერბურგში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ჩერნიშევსკი მაშინდელი
ახალგაზრდობის გონების მეთაური, ბევრი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორი, ყველაზე
სახელოვანი მოღვაწე იყო. მის მრავალრიცხოვან მიმდევართა და დამფასებელთა შორის
ბევრი ქართველი ახალხაზრდა ერია. ჩერნიშევსკის მთელი მოღვაწეობა ერთი მიზნისაკენ
მიემართებოდა — რევოლუციური ბრძოლა ბატონყმობისა და მონარქიის წინააღმდეგ. მისი
ლიტერატურული და ესთეტიკური შეხედულებანი, აზრები ხელოვნების დანიშნულებაზე და
მიზანზე ამ იდეას ემსახურებოდა. რუსულ ლიტერატურასა და ხელოვნებას იგი დიდ
მნიშვნელობას ანიჭებდა ხალხის გონებრივ განვითარებაში. იგი პრინციპული წინააღმდეგი
იყო იმ შეხედულებისა, რომელიც ზღუდავდა ხელოვნების გავლენის სფეროს. ხელოვნებას იგი
ანიჭებდა მასწავლებლის როლს, რომელსაც ხალხისათვის უნდა ესწავლებინა საზოგადოებისა
და ბუნების ურთიერთკავშირი, ლიტერატურას ცხოვრებისეული ფორმით უნდა გამოეხატა
სინამდვილე, ცოცხალი ფაქტებისა და ნიმუშების მეშვეობით. იგი აფასებდა პატრიოტული
გმირობის სილამაზეს, რევოლუციური ბრძოლის ამაღლებულ პათოსს. ხელოვნებას და
ლიტერატურას, როგორც საზოგადოებრივ შეგნებას, მოძველებულისა და უვარგისისათვის
განაჩენი უნდა გამოეტანა, რაც ისტორიულად მოძველებული და განწირული იყო, ადამიანთა
საზოგადოებას ხელს უშლიდა ცხოვრების სილამაზით დატკბობაში, დასაგმობი და უარსაყოფი
იყო. ხელოვნების ფუნქცია ამ პროცესში მას მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რადგან მას
ცხოვრების სახელმძღვანელოდ თვლიდა. ნამდვილი ხელოვნებაო, ამბობდა იგი, თავის იდეურ
ძალას მოიპოვებს ხალხისა და სამშობლოს სამსახურში. რუსული ლიტერატურის ახალ ეტაპად
მას მიაჩნდა ნ. გოგოლის შემოქმედება, რადგან მასში მოცემული იყო ისტორიულად
განწირული თვითმპყრობელურ-ბატონყმური ცხოვრების საფუძვლებისა და საყრდენების
კრიტიკა, ამ წერილის შემოქმედების ღირებულებას იგი ხედავდა კრიტიკული მიმართულების
დამკვიდრებაში. ნ. გოგოლის შემოქმედებითი ტრადიციებისათვის ბრძოლა, ამასთან ერთად,
იყო ბესარიონ ბელინსკის კრიტიკის დემოკრატიული ტრადიციების დაცვა. ნ. ჩერნიშევსკი
ბ. ბელინსკის შემოქმედებას ისტორიულ მოვლენად თვლიდა, სახელმძღვანელო მაგალითად.
ადამიანის პიროვნება უნდა შეფასებულიყო საზოგადოებრივი ცხოვრების პირობების
მიხედვით, ცხოვრების კრიტიკული ასახვა ნიშნავდა ბოროტების მიზეზებისა და წყაროების
ძიება-ახსნას.
ბ. ბელინსკისა და ნ. ჩერნიშევსკის შემოქმედებამ და შეხედულებებმა დიდი გავლენა
მოახდინა XIX საუკუნის 50–60-იანი წლების ახალგაზრდობაზე. ამისი ცოცხალი მაგალითია
ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის შეხედულებათა ფორმირება, მათი
მხატვრულ-პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული შეხედულებები.
ი. ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „პოეტი“, რომელშიც გამოხატა პოეტის
დანიშნულების იდეა და თემა: პოეტი დედამიწაზე გამოგზავნა ცამ არა ტკბილი
სიმღერისათვის, პოეტს ნიშნავს ცა, ე. ი. პოეტური ნიჭი უმაღლესია, იგი უნდა კვებოს
მიწიერმა საქმეებმა. პოეზიასთან კავშირი, ე. ი. ღმერთთან ლაპარაკი პოეტს ესაჭიროება
ერის საწინამძღვროდ. დიდი ღმერთის საკურთხევლის ცეცხლი, ე. ი. პოეზია, პოეტური ნიჭი
იმისთვის ღვივის პოეტში, რომ იგი, პოეტი, ერის მოძმე იყოს როგორც ლხინში, ისე
ჭირში. ერის, სამშობლოს ტკივილი პოეტს უნდა სტკიოდეს და ერის ტანჯვით სული უნდა
ეტანჯებოდეს, ერის ბედნიერება და უბედურება პოეტის გულს უნდა ხვდებოდეს და, როცა
პოეტის გული მტკიცედ დაუკავშირდება ერის ცხოვრებას, სიხარულს, გაჭირვებას, მაშინ
ციური ნაპერწკალი, ანუ პოეტური ნიჭი პოეტის გულში ცეცხლს გააჩენს და პოეტიც
შესძლებს ერს ტანჯვის ცრემლი შეუმშრალოს.
ლექსში „პოეტი“ ასე გამოხატა ი. ჭავჭავაძემ პოეტის დანიშნულება, მისი
საზოგადოებრივი ფუნქცია ერის ცხოვრებაში. ასე დაუკავშირდა ი. ჭავჭავაძე თავის იდეურ
მასწავლებლებს — რუსული რვვოლუციური დემოკრატიის აზროვნების წინამძღვრებს —
ბესარიონ ბელინსკის და ნ. ჩერნიშევსკის.
ეროვნული და გამათავისუფლებელი ბრძოლა იყო მიზანი ი. ჭავჭავაძისა, ამისათვის
ემზადებოდა პეტერბურგში ყოფნისას. სწორედ ამ დროს დაემთხვა იტალიის ეროვნული
გათავისუფლებისათვის მოძრაობა ჯუზეპე გარიბალდისა და ჯუზეპე მაძინის (მაცინას)
მოთავეობით. ამ მოძრაობის გამოძახილია ი. ჭავჭავაძის ლექსი, რომელშიც ხალხთა
ბორკილის მტვრევის ხმით აღტაცებული პოეტი თავის სამშობლოშიც ნატრობს მსგავსი ხმის
მოსმენას: „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში“.
ქართველ სტუდენტთა სახელით პოეტმა გამოხატა მზადყოფნა დიდი საქვეყნო საქმეების
შესასრულებლად: ძმურად გამოსადეგნი ვართ, — ამბობენ ახალგაზრდები, — ჭირში
გაჭირვებულს დავემარებით, ფიქრისა და საქმის დროს ბრძენსაც არ დავუვარდებით, დიდს
არ გავექელვინებით, პატარას მხარს მივცემთ, ძალას გულდაგულ დავხვდებით,
სამართლიანობას თაყვანსა ვცემთ, წინსვლაში არ დავიხევთ, უკან დარჩენილს
დავეხმარებით, რადგან ვიცით, რომ უღონოსა და დავრდომილს დახმარება უნდა, უანგაროდ
ვივლით წინ და ის გვექნება ფიქრად, რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდია. მამულის
შვილები ვართ და ამიტომაც ვიზრდით სულს, რომ დაობლებულ ჩვენს მამულს გამოვადგეთ, თუ
იგი ბრძოლად გვიხმობს — ასეთი იყო განწყობილება ქართველი ახალგაზრდობისა, ი.
ჭავჭავაძესთან ერთად განათლება, რომ იღებდნენ, თანდათან იკრეფდნენ ძალას შრომისა,
მოღვაწეობისა და ბრძოლისათვის. მათ მიზანი იცოდნენ და მის მისაღწევადაც მზად
იყვნენ.
ამ ხანებში დაწერა ი. ჭავჭავაძემ „გაზაფხული“ (ტყემ მოისხა ფოთოლი), „მას აქეთ რაკი
შენდამი ვცან მე სიყვარული“, „ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში“... 1860
წელს მან პეტერბურგიდან თბილისში ჟურნალ „ცისკარს“ გამოუგზავნა წერილი „ორიოდე
სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვის „შეშლილის“ თარგმანზედა“.
სულ მალე თითონაც დაბრუნდა საქართველოში. მას უნივერსიტეტის კურსი ბოლომდე არ
მოუსმენია, იძულებული იყო სამშობლოში დაბრუნებულიყო, რადგან პეტერბურგში მზადდებოდა
რეპრესიები სტუდენტების წინააღმდეგ. მდგომარეობა მეტად დაძაბული შეიქმნა და
დღე-დღეზე მოსალოდნელი იყო სერიოზული წინააღმდეგობა მთავრობასა და სტუდენტური
ახალგაზრდობას შორის.
ი. ჭავჭავაძე დაბრუნდა საქართველოში და სწორედ იმ ხანებში დაიბეჭდა პეტერბურგიდან
გამოგზავნილი მისი წერილი. ი. ჭავჭავაძე მაშინ 23 წლის იყო. ეს წერილი სრულიად
დროული იყო და თავისი მიზანდასახულობით სრულიად გამართლებული, მან დიდი როლი
შეასრულა ქართული მწერლობის ისტორიაში, ლიტერატურული კროტიკის დადგინებაში და,
საერთოდ, საზოგადოებრივ აზროვნებაში. წერილს დიდი გამოხმაურება ჰქონდა, იგი იყო
სრულიად ახალი სიტყვა, გაბედული, პრინციპული, სიმართლითა და შემართებით დანუხტული,
დაწერილი ისეთი შეგნებით, რომ იგი უნდა ყოფილიყო მიჯნა ძველსა და ახალს შორის,
რომელსაც უნდა შეეცვალა აზროვნების მიმართულება. ცხადია, ი. ჭავჭავაძეს შეგნებული
ჰქონდა პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილის მნიშვნელობა და ისიც, თუ რას
გამოიწვევდა იგი, რა მოჰყვებოდა ჩამორჩენილობის, შეზღუდული გონების და მოძველებული
ესთეტიკის მხილებას, უარყოფას მხოლოდ ერთი თხზულებისა, არამედ უარყოფას ლიტერატურის
სახიათის, ტრადიციის, რომელთა შერყევასაც მისი დამცველები არავის აპატიებდნენ. ი.
ჭავჭავაძის წერილი გამოქვეყნდა 1861 წლის აპრილის თვის „ცისკარში“, ეს იყო შემდეგ
არაერთხელ ნახსენები „აპრილის სტატია“, რომელშიც უარყოფილი და გაკრიტიკებული იყო
თვით „ცისკრის“ პოზიციაც, მისი ლიტერატურული კრედო,
ი. ჭავჭავაძემ თავისი წერილის მასალად გამოიყენა ერთი რუსი პოეტის – ივანე კოზლოვის
(1779—1840) პოემის „შეშლილის“ ქართული თარგმანი, რომლის მთარგმნელი იყო ჟურნალის
თანამშრომელი რევაზ შალვას ძე ერისთავი. პოემის თარგმანი დაიბეჭდა 1860 წლის
„ცისკრის“ მეათე ნომერში.
ივანე კოზლოვი სამხედრო მოხელე იყო, მაგრამ 1821 წელს მხედველობა დაკარგა,
დასნეულდა და დამბლა დაეცა. ამის შემდეგ მიჰყო ხელი პოეტურ შემოქმედებას და დაწერა
ლექსები და პოემები, რომელთა შორის ისეთებიც იყო, რომელთაც მას სახელი მოუპოვეს. ა.
პუშკინს მოსწონდა კოზლოვის ლექსები, ლექსიც კი უძღვნა მას. 20-იან წლებში მან
დაწერა პოემა „შეშლილი“, რომანტიკულ-სენტიმენტალისტური განწყობილებით აღსავსე
ნაწარმოები. კოზლოვის პოემის ქართული თარგმანი დაიბეჭდა 30 წლის შემდეგ, როცა რუსულ
ლიტერატურაში უკვე სხვა სტილი და სხვა განწყობილება იყო განმტკიცებული და
რომანტიკულ-სენტიმენტალურ ნაწარმოებებს არც გასავალი ჰქონდა და აღარც იწერებოდა.
ჭავჭავაძემ განიხილა ამ ნაწარმოების ქართული თარგმანის შინაარსი, იდეა და თარგმანის
პოეტური ღირსებანი. ამასთან ერთად, წერილის დასაწყისშივე ჭავჭავაძემ შენიშნა, რომ
იგი წერილში არ იხმარდა ქართული ანბანის იმ ასოებს, რომელთაც მაშინ ფონეტიკური
საფუძვლები აღარ გააჩნდა, ე. ი. ხალხის მეტყველებაში აღარ იხმარებოდა, მხოლოდ
მწერლობაში, უმთავრესად სასულიერო ხასიათის ნაწარმოებებში თუ გამოჩნდებოდა, ეს
ასოები იყო: ჲ, ჳ, ჴ, ჱ და უ ̂, თან დააყოლა: „თუ, ვინიცობაა, ეს ენის წინააღმდეგ
მიაჩნდეს ვისმეს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გავსცეთ პასუხი და გამოვუცხადოთ, რა
მიზეზითაც არა ვხმარობთ“. უნდა აღინიშნოს, რომ ი. ჭავჭავაძე როგორც პოემის რუს
ავტორს, ისე მთარგმნელს მეტად მკაცრად მოეპყრო. კოზლოვის დამსახურება რუსული
ლიტერატურის წინაშე, სრულიად უგულვებელყოფილია ჭავჭავაძისაგან. რეალისტური
შემოქმედების პრინციპების დაცვისას იგი არაფერს არ თმობდა, თუ ლიტერატურული
მემკვიდრეობა დღევანდელი დღისათვის სარგებლობის მომტანი არ იყო. ი. ჭავჭავაძემ
წერილი დაიწყო ივანე კოზლოვის შემოქმედებისა და მხატვრული მეთოდის ანალიზით და
დაასკვნა: „ეს გრძელი შესავალი იმიტომ გაუკეთეთ ჩვენს სტატიასა, რომ თუ, ვინიცობაა,
„ცისკრის“ მკითხველი ბევრს რამეს ელოდა თავად ერისთავის „შეშლილის“ თარგმანისაგან
და ვერა ჰპოვა რა, მაგის მიზეზი თითონ კაზლოვი იყო. კაზლოვის ლექსები თვით რუსეთში
ჩაჰბარდნენ პატრონს და ქართველებს რად გვინდა?“ ამის შემდეგ მან ხელი მიჰყო
თარგმანის შეფასებას და მკითხველი მიიყვანა დასკვნამდის, რომ თარგმანი შორსაა
დედნისაგან. „რაც უნდა ცუდი იყოს, მაინც თუ კაცმა იკისრა მისი გადმოთარგმნა,
გულმოდგინედ და მსგავსად უნდა გადმოეთარგმნა და არა ისე უწყალოდ გაეფუჭებინა,
როგორც თავად ერისთავს გაუფუჭებია. მისი თარგმანი ასეთი რამ არის, რომ
შთამომავლობას უნდა გადასცეს კაცმა, რათა გამოთქმულ სიცუდის მაგალითად სახეში
ჰქონდეთ მომავალ მწერლებს“. ი. ჭავჭავაძემ აჩვენა თარგმანის უზუსტობა და, რაც
მთავარია, ქართული წინადადების წყობისა და ენის ელემენტური უვიცობის ფაქტები, რის
დასასაბუთებლად ასეთი მაგალითები ამოწერა თარგმანიდან: „იმის ამბავი შენ მომიტანე, თუ სატრფოს თავი ჩემზედ რას ჰფიქრობს“... „დილით თუ ღამით ვფიქრობ მასზედა, ცრემლი არ მშრება არც ეოთ თვალზედა“... „მის საშინელსა ჩემსა ტანჯვასა...
„ან სვინდისის მე ყვედრებაში რისთვის ჩავვარდი ვფიქრობ ჩემს თავში“... და . შ.
ი. ჭავჭავაძე აცხადებდა: თარგმანი ბოლომდე ვერ წავიკითხე, დავიღალე, დავიქანცე,
დავყრუვდი რითმების უთავბოლო რახარუხითო. „სწორედ მეოცდამეერთე თავის თუ მუხლის
მეხუთე სტრიქონზე შევდექით! კიდევ ბარაქალა ჩვენ ბიჭობას, რომ იქამდი მივსულვართ!“
წერილის დასკვნაში ი. ჭავჭავაძე წერდა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ
მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები
ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ
მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ენა სამღვთო რამ
არის, საზოგადო საკუთრება, მაკაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“.
თავის პირველ წერილში ი. ჭავჭავაძე მხოლოდ რუსულიდან თარგმნილ ნაწარმოებს შეეხო,
განიხილა მისი იდეა, სრულიად მიუღებელი მაშინდელი ქართული საზოგადოებრივი
ცხოვრებისა ლიტერატურისათვის თარგმანის ენა, დროის შეუფერებელი თემა და განაცხადა,
რომ ენა ეროვნული საუნჯეა, წინაპართაგან გადმოცემული, რომელსაც გაფრთხილება და
მეურვეობა ეჭირვება, ენა ეკუთვნის ხალხს და მისი უდიერად ხმარება დანაშაულია ერის
წინაშე. ბუნებრივია, ი. ჭავჭავაძის კრიტიკულმა წერილმა გამოხმაურება გამოიწვია.
მოხდა ისე, რომ ერთი მხრით იდგა ი. ჭავჭავაძე, მეორე მხრით კი რამდენიმე
თანამშრომელი „ცისკრისა“: ბარბარე ჯორჯაძისა, გიორგი ბარათაშვილი, რევაზ ერისთავი
და სხვანი. მოხდა აზრთა, შეხედულებათა, ესთეტიკის, მსოფლმხედველობის დაპირისპირება,
გამოიკვეთა ორი ბანაკი, ორი პოზიცია. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა იმის შემდეგ, რაც
ცისკარში დაიბეჭდა პეტერბურგიდან გამოგზავნილი წერილები „თერგდალეულების“
ხელმოწერით. ამ წერილის ავტორები და ი. ჭავჭავაძის შეხედულებათა დამცველები იყვნენ:
კირილე ლორთქიფანიძე, აკაკი წერეთელი და სამსონ აბაშიძე. ი. ჭავჭავაძესთან ერთად
ისინი დაუპირისპირდნენ იმათ, ვინც ცდილობდა ძველი ესთეტიკურ-ლიტერატურულ და
საზოგადოებრივი ურთიერთობის დაცვას. ი. ჭავჭავაძის მოწინააღმდეგეთა წერილები
დაიბეჭდა „ცისკრის“ მეხუთე და მეექვსე ნომრებში და შემდეგაც, ხოლო ი. ჭავჭავაძემ
თავის კრიტიკოსებს პასუხი გასცა იმავე, 1861 წლის ჟურნალის მეექვსე ნომერში
დაბეჭდილი წერილით: „პასუხი“. ი. ჭავჭავაძეს მოუხდა განმარტება მიეცა
მოკამათეებისათვის, თუ რა არის ხელოვნება („ხელოვნება არის განხორციელება სახეში
იდეისა, აზრისა; მუსიკა, მხატვრობა, პოეზია — ესენი სულ სახეში გამოთქვამენ იდეიას,
მხოლოდ იმით განიყოფებიან, რომ თავის იდეის გამოსათქმელად სხვადასხვა მასალებსა
ხმარობენ, როგორც მუსიკა — ხმასა, მხატვრობა — ხაზსა, პოეზია — სიტყვასა“), რა არის
კრიტიკა („კრიტიკა არის განხილვაც, განჩხრეკაც, გარკვევაც, გარჩევაც და დაფასებაც
ერთად“). მან ყველას გასაგონად თქვა, რომ ენის შემქმნელი არის ხალხი, ის არის
კანონმდებელი ენისა და არა რაღაც „ანბანთ თეორეტიკა“, რომ ლიტერატურის ენა უნდა
ხალხისას ემყარებოდეს.
ი. ჭავჭავაძისა და მის თანამდგომთა შემოქმედებასა და მოღვაწეობაში, აგრეთვე,
ქართული კულტურის ისტორიაში, განსაკუთრებით ჟურნალისტიკაში, ღირსმნიშვნელოვანი იყო
1863 წელი, როცა ი. ჭავჭავაძემ დაიწყო ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ გამოცემა. ნიკო
ნიკოლაძე ამ ჟურნალზე წერდა: „რაც კი რამე იყო ჩვენში ახალგაზრდა, მხნე, ახალი
წესის და ცხოვრების მოყვარე, ყველამ იცნო ის პატიოსანი მამულის დროშა, რომელიც
მხნედ ეკავა ილია ჭავჭავაძეს... დღეს ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ რას ნიშნავდა
„საქართველოს მოამბის“ საქმე, მაგრამ არც 1863 წელს იყო ეს დაფარული ვინმესთვის,
ყველა გრძნობდა, ყველა ხედავდა. რომ „საქართველოს მოამბეს“ უნდა ჩაებერა ჩვენი
ახალგაზრდობისათვის დროების სული, ეჩვენებინა ახალი გზა, შეექმნა ახალი სასიყვარულო
მიზანი — მამულის, საზოგადოების სიკეთე და ღირსება“.
ი. ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბე“ იყო მისაბაძი და სანიმუშო ორგანო შემდეგი დროის
ქართული ჟურნალისტიკისათვის. პირველი ნომრის პირველ გვერდზე ი. ჭავჭავაძემ დაბეჭდა
ნ. ბარათაშვილის ლექსი „შემოღამება მთაწმიდაზედ“. ამით მან გამოხატა ნ.
ბარათაშვილის შემოქმედების დიდი სიყვარული და დაფასება. იმ ადგილზე, სადაც
სარედაქციო წერილი იბეჭდება, რომელიც ჟურნალის რედაქციის პოზიციას და მიზნებს
შეიცავს, ჟურნალის რედაქტორმა ნ. ბარათაშვილის თხზულება დაბეჭდა. ჟურნალის
თანამშრომლები იყვნენ, ძირითადად, ახალგაზრდა ძალები ― „თერგდალეულები“. აქ
დაიბეჭდა ი. ჭავჭავაძის, გიორგი წერეთლის, ვახტანგ თულაშვილის, კირილე
ლორთქიფანიძის, პეტრე ნაკაშიძის, ილია ოქრომჭედლიშვილის და სხვათა ნაწარმოებნი.
ჟურნალის დანიშნულებისა და მისი პროგრამის შესახებ რედაქტორმა პირველ ნომერში
დაბეჭდა წერილი „საქართველოს მოამბეზედ“, რომლითაც მან მკითხველს რამდენიმე საკითხი
განუმარტა, რომ ცხოვრება მოძრავი და განვითარებადია, ისიც იმ უნივერსალურ კანონს
ექვემდებარება, რასაც ყველაფერი რეალურად, მატერიალურად არსებული. ცხოვრება
იბადება, იზრდება, ჰყვავის, მოაქვს ნაყოფი და მერე კვდება, რათა ახალ თესლზე ახალი
ნაყოფი ამოვიდეს. ცხორების შესაცნობად და გასაგებად არსებობენ მეცნიერება და
ხელოვნება, რომელთაც საშუალებები გააჩნიათ ცხოვრების კანონების ასახსნელად. მიზანი
კი ერთია. ლიტერატურა შუამავალია მეცნიერებასა და ხალხს შორის, ამიტომ ამ
ლიტერატურის ენა გასაგები უნდა იყოს ხალხისათვის, რათა ადვილად შესძლოს მეცნიერების
მიღწევათა გატანა. ლიტერატურის ენა არ უნდა შორდებოდეს ხალხის ენას. ეს ევალება
საზოგადო ჟურნალს, რისთვისაც არის გამიზნული ქართველოს მოამბე“. „ჩვენი საქმე
საქართველო!ს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი
სურვილია“. რედაქტორმა ჟურნალს მიზნად დაუსახა გაფაციცებით თვალ-ყურის დევნება
ქართველი ხალხის ცხოვრების სინამდვილისა. ხელოვნება მოვალეა ცხოვრების სიღრმეში
ჩავიდეს, იქ მონახოს აზრი თავისი სურათებისათვის, ცხოვრებაში აღმოაჩენს ხელოვნება
მარგალიტებს და უფრო მეტს ლექსა და ლაფს. ხელოვნებამ ერთგვარი ძალით უნდა გამოხატოს
კარგიც და ავიც. არც ერთის გამოთქმა არ უნდა აშინებდეს ლიტერატურას, ჟურნალს არავის
უნდა ეწყინოს, როცა ჟურნალი ხელოვნების საშუალებით ახდილად იტყვის ქართველი კაცის
ავსა და კარგს, ამხილებს ცუდსა და საზიზღარს, ეცდება მათი წარმოშობის მიზეზების
გამორკვევას. ი. ჭავჭავაძე წერდა: „ქართველის უსიყვარულობაში ნუ ჩამოგვართმევენ,
რაც ჩვენი ჟურნალი საქვეყნოდ გამოსთქვამს მას, რაც ქართველში უარყოფითია...
საქართველოში თუ სადმე ორსა და სამს უყვარს ქართველი, ჩვენ იმათში უკანასკნელი არა
ვართ. ეს კი უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ქართველში გვიყვარს მხოლოდ მისი სიკეთე, სიცუდე
კი ყველგან საზიზღარია....
ი. ჭავჭავაძემ ჟურნალში დაიწყო ბეჭდვა „გლახის ნაამბობისა“, „კაცია ადამიანისა“,
დაბეჭდა თავები პოემისა „აჩრდილი“, „კაკო ყაჩაღი“, რითაც მან ქართველი ხალხის
ცხოვრების მახინჯი მხარეები წარმოაჩინა. იგი არ მოერიდა არავის და არაფერს და
ამხილა ის ვითარება, რამაც წარმოშვა ლუარსაბ თათქარიძე, „გლახის ნაამბობის“
პერსონაჟი თავადისშვილი დათიკო და სხვ. თუმცა ავტორმა ვერ შესძლო ყველა თხზულება
დაებეჭდა, ხელისუფლება თავისი ცენზურით ხელს უშლიდა ყველაფერი ეთქვა და ემხილებინა
ყველა მახინჯი მხარე საზოგადოებრივი ცხოვრებისა.
ი. ჭავჭავაძემ ვერ მოახერხა დაეძლია ცენზურის შემზღუდველი რეჟიმი, ამიტომ ჟურნალის
გამოცემა შეწყვიტა. „საქართველოს მოამბე“ გამოვიდა მხოლოდ 1863 წელს და დაიბეჭდა
თორმეტი ნომერი. მან ვერ მოახერხა პოემა „აჩრდილი“ მთლიანად დაებეჭდა, არ მისცეს
საშუალება კაკო ყაჩაღის ამბავი მთლიანად გამოექვეყნებინა, ასევე „გლახის
ნაამბობიც“. რაც მოახერხა, ისიც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „საქართველოს
მოამბე“ და ი. ჭავჭავაძის მოღვაწეობა თანამედროვეებსა და შემდეგი პერიოდის ქართული
ჟურნალისტიკის წარმომადგენლებსაც ეღიარებინათ უპირველეს და გაბედულ ნაბიჯებად.
„აჩრდილი" ერთ-ერთი უმთავრესი თხზულებაა ი. ჭავჭავაძის შემოქმედებისა. მისი
რამდენიმე თავი გამოქვეყნდა „ცისკარსა“ და „საქართველოს მოამბეში“, მთლიანად
დაბეჭდვა კი ავტორმა ვერ შესძლო. პოემის წერა ი. ჭავჭავაძემ ჯერ კიდევ პეტერბურგში
ყოფნისას დაიწყო.
ავტორმა „აჩრდილს“ ეპიგრაფად შოთა რუსთაველის ორი ტაეპი წარუმძღვარა — „რა ვარდმან
მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“.
ამით პოეტმა გამოხატა სიცოცხლის მუდმივობა და დროთა ცვალებადობა. ავტორი
საქართველოს დიადი დღეების აჩრდილს ამეტყველებს, მისი თვალით ხედავს წარსულსა და
აწმყოს. აჩრდილი ამბობს: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული,
შენთა შვილთ სიხლით გული სრულად გადამებანა,
ამ გულში მე მქვს შენი აწმყო, შენი წარსული“.
საქართველოს ეს უკვდავი თანამდევი სული ქვეყნისა და ერის ცხოვრების მოწმეა, მათთან
ერთად განუცდია ტანჯვა და ვაება, მას ახსოვს წარსულის დიდება, ახსოვს ქვეყნის მადლი
— თავისუფლება. ახლა კი ეს თავისუფლება აღარაა, განწირულება დაუფლებიათ სამშობლოს
შვილებს და ადვენის იმედიც თითქმის გამქრალა. ტანჯვისგან რწმენა დაუკარგავს ქვეყნის
შვილს. ასე იქნება, ვიდრე შვილები გზას არ გაიკვლევენ და გონებით არ განსჭვრეტენ
საყოველთაო ცხოვრების დენას. აჩრდილი შეწუხებულია, რომ არც დიდს და არც პატარას
გული აღარ შესტკივა ქვეყნისათვის, ყველას დავიწყებული აქვს უპირველესი მცნება, რომ
ცას ადამიანისათვის მიუნიჭებია სამშობლო. ახლა ქვეყნის შვილებს აღარ აგონდებათ
მამულისათვის თავის დადების გრძნობა. აჩრდილი — საქართველოს თანამდევი უკვდავი სული
შეძრწუნებულია, რადგან ქართველებს აღარ ჰყავთ გმირი, საგმირო ასპარეზიც ჯაგით
ავსილა, გმირის წარმოშობის საგანი — სამშობლოსათვის ზრუნვა და თავისდადება ახლანდელ
ქართველში მოსპობილია და წაწყმედილა. მამული უცხო კალთასაა შეფარებული, რადგან
შვილებმა დაჰგმეს იგი. არა და, „ვიშ, ეს ქვეყანა, ხმელეთის თვალი, დიდის სამოთხის კუთხე პატარა". ახლა ქედმოდრეკილია.
შიგა და შიგ ამ დავრდომილ ადამიანთა შორის გამოკრთება ღვთის ნაპერწკალი, მაგრამ,
რადგან ქვეყნის შვილებს ერთურთს შორის შური და ქიშპი განუზრახავთ, ეს განგების
ნაპერწკალი ძალას ჰკარგავს. აჩრდილი საშინელ სურათებსა ჭვრეტს თანამედროვე
საქართველოში: აგერ უფალი და მისი მონა! რა მწუხარებას შეუპყრია დამონებული
მშრომელი. იგი, ბედშავი, დღე და ღამ ოფლში ცურავს, შრომობს, მაგრამ ვერაფერი
ბედენაა დამონებული ადამიანის შრომის შედეგი — „ვინა შრომობდა და ვინა ძღება,
ღმერთო, სად არის აქ სამართალი?!“ დამონებულ ადამიანს კაცური ღირსება ახდილი აქვს,
უწმინდური ხელით თხრიან დედის გულიდან უკეთეს გრძნობას, შვილის სიყვარულს ცოდვად
უთვლიან და დედის ძუძუდან მოგლეჯილს, ვინ იცის, სიდამ სად გაჰყიდიან. გაამწარებენ
მონას, მის შვილს შეუბრალებლად ნამუსს მოუკლავენ, წრფელი გულში ნაღველს ჩაუსხამენ.
უმანკო პირზე საზარელი დაღი დააჩნდება და როცა უფლება და შვილწართმეული თავის
მომავალს დაინახავს შეგინებულსა და შეურაცხყოფილს, მაშინ იტყვის: „ნეტავი გველად,
გველის წიწილად მე მომცემოდი, რომ ქვეყნის ქელვად, ქვეყნის სათრევლად შენ, ჩემო
შვილო, არ გამხდომოდი“. დარბაისელი დიდკაცი განცხრომაშია, როცა მისი საწყალი მოძმე
სასოწარკვეთილია და დამონებული. ცბიერი ვაჭარი მოძმეთ ატყუილებს და არ ენაღვლება
მათი შიმშილი. თვით ხალხის მამასაც — მღვდელს გულხელი დაუკრეფია და სიყვარულისა და
სიმართლის სიტყვას ვეღარ ამბობს.
თბილისსაც დაუკარგავს თავისი ფერი, ერთი შეხედვით, თითქოს ქალაქი ცოცხალია,
„ჰლხინობენ კიდეც, კიდეც ჰხარობენ, ჰფიქრობენ, ჰგრძნობენ და ჰმოქმედებენ“,
ფაციფუცში არიან, ყველგან ჟღივილია, მაგრამ მათ გრძნობასა და მოქმედებას „ფრჩხილის
ოდენიც არა აქვს აზრი“, ყველა თვალთმაქცობს, იქ აღარც სიცოცხლეა, აღარც გემოვნება.
ის, რაც წინათ მამათა ნაღვაწი და სადარდებელი იყო, დღეს ის მათ შვილებს არაფრად
უღირთ: „გრძნობას — ოქროს ფასად ჰყიდიან,
მთავრის ღიმილზე — პატიოსნებას
და დაჟანგებულ ბორკილზე სცვლიან თავის მამულის თავისუფლებას“.
ქართველ გმირთა სავანე მცხეთა?l დიდი ცხოვრების დიდი აკლდა მა?! ქართვლის მორჭმულმა
შვილებმა იქ ჩარგეს თავისუფლების ნერგი, იქ ჰყვაოდა ხე ცხოვრებისა, იქ სდიოდა წყარო
შვებისა, გადმოდიოდა ნაძვის სურნელება, ქართვლის ტკივილი ყუჩდებოდა...“, ახლა: „...აღარა სჩქეფს წყარო ცხოველი,
ხე ცხოვრებისაც იგი დამჭკნარა
და იგი დედა-ქალაქი ვრცელი
აწ სამიკიტნო დაბად გამხდარა,
ნგრეულან მისნი დიდნი პალატნი,
დიდი ცხოვრება მის დაცემულა,
დღეს იმ ცხოვრების წმინდა ალაგნი
პირუტყვთ ქელვითა შეგინებულა“.
რამდენი ვაება გადახდენია ქართვლის სამკვიდროს „ჯვარცმულსა ღვთისთვის თვით
ჯვარცმულსა და წამებულსა ეკლიან გზაზე“, რამდენი შემზარავი ბრძოლა გადაუხდია,
მაგრამ გადარჩენია ყოველ განსაცდელს. მას ჰყავდა გულმტკივნეული შვილები, ფარნავაზის
მსგავნი, რომელნიც ქვეყანას მზის სხივივით ფენდნენ თავისუფლებას ახლა?! „წამხდარა ყველა, ის ღონე და ის ძლიერება,
მტვრად გარდაქმნილა ახოვანი იგი ცხოვრება,
აწ იგი თითქოს თვის დენაში შეყენებულა...“
ეს მიმოხილვა წარსულისა და აწმყოსი ი. ჭავჭავაძეს გაშლილი აქვს საქართველოს
შესანიშნავი, ბრწყინვალე ბუნების ფონზე: „აღმობრწყინდა მზე დიდებულადა
და გაანათლა ქვეყანა ბნელი,
კავკასიის მთების წვერთა მაღალთა
ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი,
აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,
ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,
იგივ ზვიადი, იგივ მძვინვარი.
იგივ დიდებულ და დადუმებულა
ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად
ცის გასარღვევად აღმოზიდულა,
მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად
თითქოს განგებით შეყენებულა...“ რა ხელმა დახატა ეს დიდებული მშვენიერება ქვესკნელის ძალთაგან მიწის წიაღიდან
ამოვარდნილი, რომლის ყინულით ნაკვეთი თავი მზის ოქროს სხივებით არის მორთული.
ამ ამაყი სიმაღლის ფონზე მოევლინება პოეტს „კაცი დიდი, მყინვარზედ მდგომი
მოხუცებული... მარჯვენა ხელით ეჩრდილნა თვალნი, ყურადღებითა შორს გაჰყურებდა, მის
გარეშემო შვენოდნენ მთანი და მათ ფეხთა ქვეშ თერგიც გაჰყეფდა, თერგი მრისხანე,
თერგი მბდღვინვარე ქაფისა ზვირთთა მიაქანებდა, ვით შმაგი ლომი დაჭრილი, ცხარე,
ჰრბოდა, ბღაოდა, მიღრიალებდა, სჭექდა და ჰქუხდა...“
1857 წლის ზაფხულში ნახული სურათი მყინვარისა და თერგისა, როცა ი. ჭავჭავაძე
პეტერბურგს მიემგზავრებოდა პირველად, თან გაჰყვა ახალგაზრდა კაცს და შემდეგ
მყინვარი და თერგი მისი შემოქმედების სიმბოლურ ხატებად დარჩნენ.
ასე ატარებს ი. ჭავჭავაძე თავის მკითხველს საქართველოს წარსულში, ასეთ სურათებს
უჩვენებს დასაგმობი აწმყოსი. პოეტი აქ არ ჩერდება. მას წარსულთან და აწმყოსთან
ერთად უფრო მომავალი აფიქრებს და, ამ მომავლის დადგომას ი. ჭავჭავაძე ბრწყინვალე
სიმბოლური სურათებით გამოხატავს. „აჩრდილის“ უკანასკნელ თავებში, სადაც იგი
მიმართავს მაჟორულ ხმებს იმის დასარღვევად, რაც არსებობს მშობლიურ მხარეში, რაც
შედეგია ძალმომრეობისა, ადამიანისათვის საარსებო საშუალებათა წართმევისა, ერის
თავისუფლების დაკარგვისა, ხალხის კისერზე დადებული, დაჟანგებული დიდი ხნის
ბორკილისა. საჭიროა ზეციური, ღვთაებრივი ძალები, რომლებიც საძირკვლიანად შესძრავენ
არსებულ მომაკვდინებელ მდგომარე ობას, ამისთვის საჭიროა კატაკლიზმი, დიდი
ზებუნებრივი ძალა, რათა აღიგავოს პირისაგან მიწისა უსამართლობა, უუფლებობა,
ადამიანისაგან ადამიანის დამონება, ავკაცობა, ბიწიერება და სიშმაგე ადამიანთათვის
მშვენიერი, მომხიბვლელი ყოფის დადგინებისათვის. და პოემაში ი. ჭავჭავაძე ასეთ
სურათს ხატავს: იმ დროს, როცა ყოველი ღონე და ძლიერება წამხდარია, როცა ახოვანი
ცხოვრება მტვრად ქცეულა, შეჩერებულა და წინათ ფართო გზაზე მავალი ახლა შეყენებულა.
როცა ამ ცხოვრებას ზედ ამჩნევია ქართვლის ტკივილი, როცა შური და მტრობა, ერთურთის
ბძარვა თხრიდა სიკეთეს, როცა ყოველგვარი შფოთის, ლალვის, უადამიანობის, წამების
ფიალა ლიტლიცებს, სწორედ მაშინ „ქუხილმა დაიგრიალა, გრგვინვა დაიწყო მისმა ხმამ
მთებში, ცაზედ ელვამ გაიკრიალა და გაანათა მდინარე ხევში“, მაშინ ცა შავი ღრუბლებით
მოიგრაგნა, მთანი და ველნი ნისლში დაინთქნენ, ქარმა მთის ხევებს დაჰღმუვლა და ბუქი
სვეტივით აატრიალა, ქარიშხალმა რისხვით დაგლიჯა კლდენი და ღრენი და ზვავმაც
მაღლიდან დაიგრიალა, ბუნება ჯოჯოხეთად იქცა და ერთმანეთში აირია წყალი, ცეცხლი,
მეხი და ქუხილი. აი, მაშინ, ქართა ღმუილი და მეხთა ტეხა შეწყდა, „გამოიღიმა ნათლად
მთამაცა, და მზისა სხივით გაბრწყინებული კვლავ დავინახე მოხუცებული“, გამოჩნდა ისევ
საქართველოს თანამდევი უკვდავი სული — მოხუცებული, რომელსაც ცისკენ აღეპყრნა
ათრთოლებული ხელები და მუხლიც მოედრიკა... იგი მოხუცი, საქართველოს თანამდევი
უკვდავი სული, ღვთის დედას ევედრებოდა: „დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია... შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა; საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია, ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა! რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა, მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა, სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა, მამა-პაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა. ძლიერო ღმერთო! შენთვის ბრძოდნენ ქართვლისა ძენი, დასაბამითვე არ იციან — რა არს მშვიდობა, იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი, თუ რამ შეგცოდეს, — შეისყიდეს ტანჯვით შენდობა. მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!.. ჰოი, სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა, რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!..“
ცის ლაჟვარდში გადმოეშვა შვიდფეროვანი ცისარტყელა და სამშობლოს გადაეფინა...
პოემა „აჩრდილი“ დაწერილია მაღალი მოქალაქეობრივი გრძნობით, სამშობლოს ღრმა და
უსაზღვრო სიყვარულით, პოეტური სიღრმითა და გატაცებით, ი. ჭავჭავაძის საყვარელი
მხატვრული ხერხის . შედარების, დაპირისპირების გამოყენებით. პოემა წამკითხველს
უნერგავს მომავლის რწმენას, საეროვნო, საქვეყნო საქმიანობისათვის ზრუნვის სურვილს,
სამშობლოსათვის თავის დადების გრძნობას. პოეტი არ ერიდება საზოგადოებრივი ნაკლის
ჩვენებას. პირიქით, კონტრასტული სურათებით იგი საკმაოდ მუქად ხატავს მათ, რათა
მკითხველში მათ მიმართ მართებული რეაქცია გამოიწვიოს, ხოლო უფრო მიმზიდველად
საოცნებო და სამომავლო ვითარებას გაუსვას ხაზი.
სწორედ აქ არის გასახსენებელი 1861 წლის ოქტომბერში ყვარელში დაწერილი ლექსი —
„ჩემო კალამო...“, რომელშიც ი. ჭავჭავაძე ამბობს: „ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!“
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
ამ სიძულვილში რაოდენ სიყვარულია“
ი. ჭავჭავაძე არ დაერიდა თავისი ქვეყნისა და ერის ცუდის ჩვენებას. მას ამ დროს
ამოქმედებდა აზრი, რომ უარყოფითის ჩვენება სამშობლოს დიდი სიყვარულით იყო
ნაკარნახები.
პოემა „აჩრდილი“ საინტერესოა სხვადასხვა მხატვრულ-გამომსახველობითი პოეტური
ხერხების გამოყენების თვალსაზრისითაც. ავტორი სხვადასხვა საშუალებებს მიმართავს
ნაწარმოების აზრის მკაფიოდ გადმოსაცემად. შთაბეჭდილებისა და ემოციის გასაძლიერებლად
მას ოსტატურად აქვს შერწყმული ერთმანეთში პოემის იდეურ-შინაარსობლივი და გარეგანი
მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებანი. ნაწარმოების კითხვისას იგრძნობა მისი
ტემპის სხვადასხვაობა, ტონალობა იცვლება, რაც დაკავშირებულია სტრიქონთა მარცვლების
რაოდენობის ცვლილებასთან, პოემა ორატორიას ჰგავს, იგი აღსავსეა ეპიკური და
დრამატიული პასაჟებით, პოეტის ლირიკული განდგომებით, რეჩიტატივებით, საგალობლებით.
პოემა აღწერილობითია, რაც ავტორს საშუალებას აძლევს საფუძვლიანად დაახასიათოს
ზოგიერთი მოვლენა თუ ფაქტი, პოემის შინაარსის გადმოცემას პოეტი ხან მდორედ
წარმართავს, ხან აჩქარებულად, იმის მიხედვით, თუ რა სიტუაციაა გადმოსაცემი,
ამისთვის სტრიქონთა სხვადასხვა ზომებია გამოყენებული — ათ და თოთხმეტმარცვლიანი
ტაეპები. ამ ზომათა მონაცვლეობა ცვლის მბობის ტონს და ექსპრესიის სხვადასხვა
სახეობა იქმნება, ბუნების მოვლენების გადმოცემისას პოეტი მათ შესაფერის ბგერებს
მიმართავს და ხმოვანებით ილუზიას აძლიერებს. ამის საჩვენებლად პოემის XXV და XXVII
თავებია საინტერესო, პირველში ბუნების ძალთა ხმაური მოისმის, ხოლო მეორეში იმავე
ბუნების სხვა მდგომარეობაა აღწერილი. პოემის ტექსტი პოეტური ხელოვნების სხვადასხვა
საშუალებების შემდეგნაირ სურათსა ქმნის: მეტაფორა ტროპის ეს სახე ი. ჭავჭავაძეს
„აჩრდილში“ უხვად აქვს გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოები მთლია ნად
მეტაფორას წარმოადგენს, რადგან პოეტს გადატანითი მნიშვნელობით შეურჩევია სათაური
ნაწარმოებისათვის, გადატანითი მნიშვნელობით გამოუხატავს „კაცი დიდი, მყინვარზედ
მდგომი, მოხუცებული“. გადატანითი მნიშვნელობა აქვს მიცემული ქუხილს, გვრგვინვასა და
გრიგალს. ასეთივე მნიშვნელობისაა „შვიდფეროვანი სარტყელი ცისა“.
„აჩრდილში“ უხვად არის გამოყენებული სხვადასხვა ტროპი, სხვადასხვა გამომსახველი
საშუალება, რომელთა კრებადობა არის შედეგი ნაწარმოების ძირთადი და მთავარი იდეისა,
ხოლო ისინი ამ იდეის მხატვრულად გამოსახვას ემსახურებიან.
„აჩრდილში“ რომელიმე კონკრეტული საკითხი არ არის დამუშავებული. ნაწარმოებში
განზოგადებულად არის წარმოდგენილი სამშობლოს პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა.
პოემა იშლება დროის სამივე განზომილებაში, ასახულია სამშობლოს წარსული, აწმყო
ვითარება და მდგომარეობა და პოეტის მისწრაფება, მიზანი, სამშობლოს მომავალი.
ი. ჭავჭავაძისათვის, პატრიოტული გზნების მწერლისათვის, მშობლიური ქვეყნის წარსულის,
აწმყოს და მომავლის ჩვენება-დაპირისპირება ხელსაყრელი იყო, იგი ცხადად აჩვენებდა იმ
განსხვავებას, პოეტის წარმოდგენით, წარსულს განასხვავებდა მისი
თანამედროვეობისაგან. თანამედროვეობის მიმართ პოეტი შემართებულ განწყობილებას
ამჟღავნებს.
ი. ჭავჭავაძის მეტაფორებს გარკვეული იდეური დატვირთვა მათი მეშვეობით მწერალი
მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს მკითხველის განცდებსა და ემოციებთან, იგი მას
დააფიქრებს და თავი სუფლად შეიყვანს ენის სამყაროში.
მეტაფორულია მყინვარზე მდგომი მოხუცებული კაცის სახე, რომელიც ქვეყნის მსგავსად
უძრავად, უხმოდ, მშვიდად დაფიქრებულიყო, მარჯვენა ხელით თვალნი ეჩრდილა და შორს
ყურადღებით იცქირებოდა. ამ დიდებულ მოხუცს ათქმევინებს პოეტი: „მარად და ყველგან,
საქართველოვ, მე ვარ შენთანა!.. მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული“. ეს უკვდავი,
საქართველოს თანმდევი სული მეტად რთული მხატვრული სახეა. უპირველესად ყოვლისა, იგი
თვით ჩვენი ქვეყანაა, რომელსაც გაუვლია წარსული, არსებობს უნიათო აწმყოში და
იცქირება მომავლისაკენ, ეს არის, ამასთანავე, სამშობლოს არსებობის იდეა, ის მძლავრი
ეროვნული არსი, რაც დამახასიათებელი მხარეა თითოეული ეროვნული ერთეულისა, როცა ამ
ერთეულს თავისი ხანგრძლივი არსებობის ტრადიცია შეუმუშავებია და ეს ტრადიცია
ისტორიული მოვლენებით, ტერიტორიით, ენით და ამ ენაზე შექმნილი კულტურით
გამდიდრებულა. ამასთან ერთად, ამ მხატვრულ სახეში თვით ავტორიც მოჩანს, რომელსაც
ჯერ კიდევ 1857 წელს ჰქონდა ნათქვამი: „სამშობლო მთებო... თქვენ ხსოვნას მე ვერ
მივცემ დავიწყებასა, თქვენ ჩემთან ივლით გაუყრელად, ვით ჩემი გული...“ რადგან მყინვარზე მდგომი დიდებული კაცი რთული მხატვრული სახეა, თვით საქართველოს
არსებობის სახეა, მეტაფორული ხატია, ამიტომაც მისი მეტყველება, რაც ნაწარმოების
უდიდეს ნაწილს იცავს, მისგან აღნუსხული ვითარება მრავალგან მეტაფორულია. პოემის პირველი თავი ექსპრესიულობით არის აღნიშნული. იქ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო
ვითარება სიმშვიდე და რისხვა-მუქარა არის გაერთიანებული: მზის დიდებული
აღმობრწყინება და ბნელი ქვეყნის განათება, კავკასიონის მწვერვალთა ოქროს ნათლით
გაბრწყინება და ცასა და ქვეყანას შუა დაკიდებული, ზვიადი მყინვარი, ზვიადი და
მძვინვარე, ქვესკნელის ძალთაგან ცის გასარღვევად ამოზიდული; რომლის ზვავმა,
განკითხვის დღის მოლოდინში უნდა რისხვითა და მუქარით დაიგრიალოს, ხმელეთს დაეცეს,
ქვესკნელში ჩავარდეს და ყველაფერი თან ჩაიტანოს. დაპირისპირებულ მხარეთა ხატვაში
მოძრაობა და მოქმედებაა მოცემული, მზის ამოსვლაში და ზვავის მუქარასა და რისხვაშიც.
ბუნება გაცოცხლებულია, ამოძრავებულია და პოეტს ეს ყველაფერი მეტაფორულად აქვს
გამოხატული. საქართველო ქვეყნის ანუ სამყაროს მარგალიტია — „იგი მოხუცი მას დააცქერდა, ქვეყნის
მარგალიტს მაგა ობოლსა სიყვარულითა იგი დამზერდა“. საქართველო ობოლი მარგალიტია,
ანუ მეტად კარგია, არაჩვეულებრივი, ძვირფასი, საუკეთესო, იშვიათი და უბადლო
ქვეყანაა, „ხმელეთის თვალი, დიდი სამოთხის კუთხე პატარა“. ასეთი მეტაფორული სურათი უპირისპირდება მეორეს. საქართველო ობოლი მარგალიტია,
მაგრამ იქ გმირის საასპარეზო მოედანი ჯაგით ავსილა, ვერანად ქმნილა. ეს კონტრასტული
მეტაფორული სახეები ამკვეთრებს პირველსაც და მეორესაც. მეტაფორებით გამოთქვამს პოეტი თავის აღტაცებას, მაღალი საკაცობრიო იდეის
განხორციელების მოლოდინს:
„შრომის სუფევა მოვა მაშინა
ჭეშმარიტების მის ძილერებით
და განმტკიცდება სოფელსა შინა კაცთმოყვარების სახიერებით...“ შრომის სუფევა თანასწორად მოფენს ნიჭს ანუ სიკეთეს და
„მის მადლით წარწყმდეს ძარცვა და რბევა და ერთგან სძოვდეს ცხვარი და მგელი“. ძმობა, ერთობა და თავისუფლება, რომლებიც ახლა ეკლის გვირგვინს ატარებენ, მომავალში
კაცთმოყვარეობისა და სათნოების გვირგვინს დაიდგამენ. გმირული წარსული და განადგურებული აწმყო ერთმანეთისათვის დაუპირისპირებია
„საქართველოს თანმდევ სულს“. საქართველოს ორი უძველესი დედაქალაქის — მცხეთისა და თბილისის სახით იგი ორ ეპოქას
ახასიათებს. მცხეთა დღეს სამიკიტნო დაბად ქცეულა, ადრე იყო „სავანე გმირთა, დიდი
აკლდამა დიდის ცხოვრების“. მამა-პაპათა სამოღვაწეო ასპარეზი შვილთათვის აღარაფერს
წარმოადგენს, შეგინებულია დიდებული დრო და დღეს: „შვილთ არ უღირთ არც ერთ ფლურადა“.
ამ ნაწარმოების მეტაფორები ავტორის მსოფლმხედველობისა, საქართველოს წარსულთან,
აწმყოსთან და მომავალთან მისი დამოკიდებულების გამომხატველნი არიან.
რიტორიკული ფიგურები, პოემის რიტორიკული ხასიათი განსაზღვრა პოეტის დამოკიდებულებამ
სამშობლოსთან, იმ სურვილმა, რომ მკითხველს ეგრძნო ძალა და მნიშვნელობა დროის სამი
განზომილების დაპირისპირებისა, დაენახა წარსულის სიდიადე, შეეფასებინა
თანამედროვეობის უარყოფითი მხარეები. პოეტი პოემაში ახორციელებს მკითხველთან უშუალო
დამოკიდებულების კავშირს, მას მიმართავს, მიუთითებს, მოუწოდებს, უხსნის და აჩვენებს
წარსულს, თანამედროვეობას და ახედებს მომავლისაკენ. ეს კონტაქტი მკითხველთან
პოემაში ხორციელდება ხანგრძლივად და უწყვეტად.
პოემის I—IV თავები ექსპოზიციისათვის აქვს გამოყენებული ავტორს, V თავი, რომელიც
მან „ცისკარში“ დაბეჭდა 1859 წელს (№ 11) სათაურით „არაგვი“ (აქედან კირილე
ლორთქიფანიძემ გადაბეჭდა „ჩონგურში“ 1864 წ.), წარმოადგენს მიმართავს. ეს თავი
ნაწარმოების სტრუქტურაში ექსპოზიციურ ნაწილს უშუალოდ უკავშირებს ძირითადი თემის
გაშლას. იგი არის სკერცო, თუმცა არა აჩქარებული, რომელიც ხსნის ნაწარმოების აზრს და
მკითხველს აჩვენებს თხზულების ძირითად იდეას. ლირიკული ტონით პოეტი საქართველოს
ტრაგიკულ ისტორიას წარმოადგენს, რომელიც მისი სამშობლო ქვეყნის მდინარის ნაპირებზე
გათამაშებულა. ასეთი ტრაგედიის მოწმეა საქართველოს თითქმის ყველა მდინარე, მაგრამ
ი. ჭავჭავაძე არჩევს არაგვს, რამდენადაც იგი მცხეთასთანაა დაკავშირებული, რადგან
იქ, სადაც არაგვი მტკვარს შეერთვის: „იქ ერთხელ ქართლის სიცოცხლე დუღდა,
იქ მამულისთვის ქართვლის ხმა ჰქუხდა... არაგვის დენაში პოეტი საქართველოს წარსულის დანახვას, მდინარის ნაპირებთან დაღუპული
მამულის ხილვას ცდილა.
პოემის ეს თავი V თავი) რიტორული მიმართვის ნიმუშია. ეს ნაღვლიანი გახსენებაა
ქვეყნის ისტორიისა (აღსანიშნავია რემინისცენცია ნ. ბარათაშვილის ლექსთან „ფიქრნი
მტკვრის პირზედ“, ორივე თხზულებაში მდინარეები მოწმენი არიან ქართვლის ცხოვრებისა,
ამასთან, ორივე პოეტი — ერთი მტკვრისაგან და მეორე არაგვისაგან უპასუხონი რჩებიან):
„ჩვენო არაგვო) რა რიგ მიყვარხარ) ქართვლის ცხოერების მოწამედ შენ ხარ შენს
კიდეებზედ ჩემი მამული იყო ერთ დროსა გამშვენებულიl ჩემის ქვეყნისა დიდება ძველი
შენს წმინდა თვალწინ აყვავებულა; მიყვარხარ მისთვის, რომე ქართველი აქ — შენს
კიდეზე დაბადებულა...
VII თავი, მოხუცის დიდებული ხმა, მთლიანად რიტორული მიმართვაა, ოღონდ იგი
ავტორისაგან სხვისი ნათქვამის ო-ნით არის გადმოცემული — „მე ვარო შენი
თანამდევი...“ რიტორული მიმართვის ხასიათს ხაზს უსვამს ორი სიტყვა — „საქართველოვ“ და „წამებულო“.
საქართველო და წამებული სინონიმებია: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა|*
და
„მაგრამ არ ირწმენს, წამებულო, შენს აღდგენასა". რითაც პოეტმა თავისი ქვეყნის ბედი ზუსტად, ორიოდე სიტყვით დაახასიათა. ეს რიტორული მიმართვა ორმაგი შინაარსით არის გამოყენებული: ასე მიმართავს
საქართველოს მისი თანამდევი უკვდავი სული და ასევე ი. ჭავჭავაძე, რომელმაც აქ
გაიმეორა აზრი, გამოთქმული ადრე ლექსში „ყვარლის მთებს“ (შეადარე — „თქვენ ჩემთან
ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული.." და „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ
შენთანა“).
-
პოემის უდიდესი ნაწილი (VII—XXIV თავები) რიტორული მიმართვაა, რომლითაც საქართველოს
უკვდავი და თანამდევი სული უკავშირდება თვით საქართველოს მიმართვითი რიტორული
ფიგურების („ჩვენო არაგვო“, „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“,
„მაგრამ, ქართველნო“, „შრომისა შვილო“, „ქართლის სამკვიდროვ“...) გვერდით ი.
ჭავჭავაძე მიმართავს ჩვენებით რიტორულ ფიგურასაც, სადაც, რასაკვირველია,
ნაგულისხმევია მიმართვა, მაგრამ აღწერილობით-ჩვენებითი ფორმა არის გამოყენებული,
მაგ., VIII თავი: — „აქ არვის — დიდსა თუ პატარასა, — ქვეყნის ტკივილით არ სტკივა
გული.... XI თავი — „აგერ უფალი და მისი მონა...“, XV თავი — „აგერ დიდკაცი,
დარბაისელი...“, XVI თავი — „აგერ ტფილისიც“, XVII თავი — „აგერა მცხეთაც“ და სხვ.
პოემის XIII თავი — „შრომისა შვილო“, წარმოადგენს მშრომელის მიმართ მიძღვნილ
რიტორულ ტირადას და, ამასთანავე ერთა მიმართვის ფორმით. აქაა ტყვედ პყრობილი შრომის
დახასიათება და აღტყინებული სურვილი ანუ წინასწარჭვრეტა კაცთა ცხოვრების
შემფერხებელი ბორკილის მსხვრევისა და შრომის სუფევის ჭეშმარიტებით გაძლიერებული
დადგინებისა, როცა იგი სუფევა თანასწორად მოჰფენს ნიჭს და ახლა უქმ სიტყვებს —
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას შინაარსი მიეცემა, განცხოველდებიან აზრით და
სათნოებასა და კაცთმოყვარეობას ეკლის გვირგვინს მოხსნიან. ამის შემდეგ პოეტი
რიტორული მიმართვით მაშვრალს მიმართავს და უხატავს კაცობის აღდგომის სურათს. XV
თავში ი. ჭავჭავაძეს ჩვენებითი რიტორული ფიგურები ზედიზედ აქვს გამოყენებული „აგერ
დიდკაცი“, „აგერ ვაჭარიც“, „აგერა მღვდელიც“, რომლებითაც დახასიათებულნი არიან
მოქალაქეობრივი ფუნქიცების შესრულებისაგან შორს მდგომნი. ამ რიტორული ჩვენებების
შემდეგ პოეტი რიტორიკულ შეკითხვათა რიგს სთავაზობს მკითხველს, ოღონდ ეს შეკითხვები
პასუხის გაცემას არ საჭიროებენ, რადგან ავტორი იქვე იძლევა შეკითხვათა პასუხს: „სად არის სიტყვა დიდის სწავლისა,
სიყვარულის და სამართალისა,
რომ მათ ბაგეთგან არ მომდინარობს
და ერს დაცემულს არ აღამაღლებს?
სად არის იგი მღაღადებელი
ქვეყნის ხსნისათვის ჭეშმარიტება?
სად არის იგი ბიწაძის მდევნელი
ჯვარცმულის ღმერთის მაღალი მცნება?“ პოემის XVIII თავი ხოტბაა სამშობლოსი, საქართველო და მაცხოვარი ერთ დონეზე
დაუყენებია პოეტს. საქართველო, „ქართვლის სამკივდრო“, „ქვეყნის თვალად დაბადებული“
ჯვარცმული და წამებულია, იგი ეკლიან გზაზე მოარულია... პოეტი თვალს გადაავლებს
თავისი ქვეყნის წარსულს, გაითვალისწინებს მისი ეკლით მოსილ ისტორიულ გზას და
ჰიპერბოლური რიტორული მიმართვით ამბობს აღფრთოვანებული: „შენ ხარ, მარტო შენ. მაგალითი სხვა არსად არის,
რომ სხვა ქვეყანას, სხვასა ერსა ეგ შესძლებიყოს...“ ხოლო პოემის XIX თავი, რომელშიც პოეტი ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობას ეხება,
თავისი დროის ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას იმპერიაში შემავალი ხალხების ეროვნული
გადაგვარების ტენდენციას — რიტორიკული მიმართვითა და დახასიათებით გამოხატავს. აქ
იგი ეროვნული თვითმყოფობის გრანდიოზულ სურათს ხატავს: „შეგირყია დიდ ცხოვრების სამკვიდრო ბჭენი
მე ჩემს ძუძუს გაწოვებ,
მისის სიკეთისათვის
გაგწირავ და გაბრძოლებ...
მას დედის ძუძუ ტკბილი
შხამადაც შერგებია,
მამულისთვის სიკვდილი
ვისაც დაზარებია!“
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
კვლავ ჩემს ქვეყნის ძილს ეალერსება.
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!“