The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


20.01

1863    
    
 20 იანვარი    
    
ტაძარში ხვდება ოლღა გურამიშვილს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 222; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 14.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1880    
    
20 იანვარი    
    
მას, როგორც როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დროებით ხაზინადარს, გამგეობა სთხოვს, რომ გადაიხადოს შეკვეთილი მერხების საფასური. _ 1880   ყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 37

    
20 იანვარი    
    
მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომაში.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, 22 იანვარი, № 16, გვ. 2-3.

    
20 იანვარი    
    
გაზეთ „დროებაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს თარიღით „ტფილისი, 18 იანვარს“. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ძველი საქართველოს ეკონომიური წყობის შესახებ“.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 15, 20 იანვარი, გვ. 1 .

ატრიბუცია:

თსკ, ტ. 5, 1927, გვ. 276.

    
1882    
    
20 იანვარი   
    
 ესწრება დავით ერისთავის მიერ ფრანგულიდან გადმოკეთებული ვიქტორ სარდუს დრამის „სამშობლოს“ პირველ წარმოდგენას გრიგოლ არწრუნის თეატრში. სპექტაკლის დროს სცენაზე გამოაქვთ ქართული დროშა, რაც ხალხს ისე აღაფრთოვანებს, რომ ყველა ფეხზე დგება და ტაშს უკრავს. აპლოდისმენტები დიდხანს არ წყდება, წარმოდგენის შემდეგ კი დრამატურგი დავით ერისთავი და რეჟისორი მიხეილ ბებუთაშვილი ხელში აყვანილები გაჰყავთ.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 22 იანვარი, № 15, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. სარდუ ვიქტორიენ (1831-1908) ფრანგი დრამატურგი, 60-ზე მეტი პიესის ავტორი.

არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892)

სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) მიხეილ პეტრეს ძე (დაბ. 1845)

თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი.

    
1883    
    
20 იანვარი    
    
გერმანულ ჟურნალში არტურ ლაისტი აქვეყნებს ქართული ლიტერატურის მიმოხილვას სათაურით „მივიწყებული ლიტერატურა“.  წყარო:

ჟურნ. „ივერია“, 1883, № 1, გვ. 131-143.

პირთა ანოტაციები:

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

    
1887    
    
20 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 19 იანვარი“ („ჩვენ წინა წერილში ნავთზედ ჩამოვაგდეთ ლაპარაკი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ნავთის საქმე კაკასიაში“).  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 541-549; გაზ. „ივერია“, 1887, 20 იანვარი, № 13, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 46.

    
1888    
    
20 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ XΙX–XX თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 იანვარი“ („არის ქვეყანაზე ბევრი იმისთანა საგანი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „არ გათეთრდება ყორანი“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 797-798; გაზ. „ივერია“, 1888, 20 იანვარი, № 13, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 34.

    
1889    
    
20 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 იანვარს“ („ბულანჟე ამოირჩია პარიჟმა, მაგრამ პარიჟს ისეთი გავლენა აღარა აქვს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბულანჟე ამოირჩია პარიჟმა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 20 იანვარი, № 14 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 42.

პირთა ანოტაციები:

ბულანჟე ჟორჟ ერნსტ (1837-1891)

ფრანგი გენერალი, პოლიტიკური მოღვაწე, საფრანგეთის სამხედრო მინისტრი. მონარქისტებთან მისი ურთიერთობის გამომჟღავნების შემდეგ ბელგიაში გაიქცა.

    
1891    
    
20 იანვარი   
    
მსახიობ ალექსანდრე ნებიერძის საბენეფისოდ წარმოადგენენ ილია ჭავჭავაძის პიესა „მაჭანკალს“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 13, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ნებიერიძე ალექსანდრე (ალექსი) ექვთიმეს ძე

მსახიობი, ანტრეპრენიორი, ჟურნალისტი, გაზ. „თეატრის“ რედაქტორ-გამომცემელი 1887-1891 წლებში.

    
1897    
    
20 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 იანვარი“ („23-ს იანვარს დანიშნულია საგანგებო კრება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ოძისის სამეურნეო სკოლის საკითხზე“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 20 იანვარი, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 238.

    
1898   
    
20 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 19 იანვარი“ („თ. გ. თუმანოვი თავისს გაზეთში ამბობს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გიორგი თუმანოვისა და მის ამქარის აზრები“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 20 იანვარი, № 13, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 31.

პირთა ანოტაციები:

თუმანოვი

დუშეთის მაზრის მკვიდრი.

    
20-22 იანვარი   
    
 როგორ თელავის მაზრის წარმომადგენელი, მონაწილეობს თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების შემმუშავებელი კომისიის სხდომაში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 24 იანვ. № 17, გვ. 1; 25 იანვ., № 18.

    
1903    
    
20 იანვარი   
    
 იღებს ანტონ ფურცელაძის წერილს, რომელშიც აცნობებს, რომ ავად არის და სთხოვს, აპრილის ხელფასიდან მხოლოდ მეოთხედი დაუკავოს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 612.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.