The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1891
1891

1891    
     

2 იანვარი

 

 

 

 

 

ილია ჭავჭავაძეზე კვლავ წესდება პოლიციის ზედამხედველობა.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 17, 2056.

 

 

 

1891 5 იანვარი 

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამოყოფენ თანხას მასწავლებელ მოსე ნათაძის დაკრძალვის ხარჯების დასაფარავად და მისი შვილის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლების დასაფინანსებლად; განიხილავენ ბათუმის სკოლაში მასწავლებლად მუშაობის მსურველთა სიას; იღებენ დადგენილებას „დედა ენის“ მერვე გამოცემის დაბეჭდვაზე.

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი ფონდი. ფ. 481, № 198.

პირთა ანოტაციები:

ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში.

 

 

 

1891 10 იანვრის შემდეგ

 

 

 

 

 

ბათუმის სკოლის დირექტორად ახალდამტკიცებულ მიხეილ შარაშიძეს იწვევს თავისთან და ურჩევს მუსლიმანი ქართველებისადმი ფრთხილ მიდგომას.  

 

წყარო:

ჰაიდარ აბაშიძე, წერილები, თბ., 1963, 147.

პირთა ანოტაციები:

შარაშიძე მიხეილ სიმონის ძე (1864-1930)

ბათუმის სკოლის დირექტორი 1919-1928 წლებში.

 

 

 

1891 14 იანვარი

 

 

 

 

 

როგორც ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარე წერილს იღებს მიხეილ ყიფიანისაგან. იგი აუწყებს, რომ ყაზბეგში არის ერთი ძველი შენობა, რომელიც ჯერ სამხედროებს ეკავათ, შემდეგ სასულიერო წოდებას გადასცეს, მაგრამ არავინ იყენებს. სკოლისთვის მისი ან სამუდამოდ ან 10 წლით დათმობის თხოვნით წერილი გაუგზავნიათ ეგზარქოსისთვის და ითხოვენ მასთან შუამდგომლობას, რომ უარი არ უთხრას. გარდა ამისა, აცნობებს, რომ ყაზბეგში განათლების მესვეურები არიან ანდრია კობაიძე და გიორგი ღუდუშაური. ითხოვს, რომ სკოლის გახსნა დაამთხვიონ სტეფანწმინდობის დღესასწაულს, მანამდე კი გაუგზავნონ წიგნები და დაფები.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 246, გვ. 35-37.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი მიხეილ ზაალის ძე (1833-1891)

პედაგოგი, სამოქალაქო მრჩეველი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, გაზ. „ივერიის“ კორესპონდენტი, „ქართული დრამატული საზოგადოების“ გამგეობის წევრი. მისი თაოსნობით გაიხსნა ქართული სკოლები სტეფანწმინდასა და ვლადიკავკაზში.

 

 

 

1891 18 იანვარი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ინფორმაცია, რომ 20 იანვარს, მსახიობ ალექსანდრე ნებიერიძის საბენეფისოდ წარმოდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძის პიესა „მაჭანკალი“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 13, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ნებიერიძე ალექსანდრე (ალექსი) ექვთიმეს ძე

მსახიობი, ანტრეპრენიორი, ჟურნალისტი, გაზ. „თეატრის“ რედაქტორ-გამომცემელი 1887-1891 წლებში.

 

 

 

1891 20 იანვარი

 

 

 

 

 

მსახიობ ალექსანდრე ნებიერძის საბენეფისოდ წარმოადგენენ ილია ჭავჭავაძის პიესა „მაჭანკალს“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 13, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ნებიერიძე ალექსანდრე (ალექსი) ექვთიმეს ძე

მსახიობი, ანტრეპრენიორი, ჟურნალისტი, გაზ. „თეატრის“ რედაქტორ-გამომცემელი 1887-1891 წლებში.

 

 

 

1891 31 იანვარი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 იანვარი“ („გათავდა არჩევანები ქალაქის ხმოსანთა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 31 იანვარი, № 24, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბ., 2007, გვ. 11.

 

 

 

1891 7 თებერვალი

 

 

 

 

 

გაზეთი „ივერია“ ახალი ამბების რუბრიკაში აქვეყნებს ცნობას ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათ ტომად გამოცემის განზრახვის შესახებ.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 2

 

 

 

1891 8 თებერვალი

 

 

 

 

 

გაბრიელ ეპისკოპოსს წერილობით ატყობინებს ქშწ-კგ საზოგადოების საერთო კრების დადგენილებას, მწიგნობრობის გავრცელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მისი საპატიო წევრად არჩევის შესახებ.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 303, ფ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 132; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 145-146, 436-437.

პირთა ანოტაციები:

გაბრიელ ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896)

იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.

 

 

 

1891 13 თებერვალი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 თებერვალი“ („ჩვენ არასდროს არა გვჯერებია, რომ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დასაწყისი  სამთა კავშირის დასასრულისა“.  

 

ყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 13 თებერვალი, № 34, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 15.

     

1891 15 თებერვლის შემდეგ  

 

 

 

 

 

იღებს გაბრიელ ეპისკოპოსის საპასუხო წერილს ქუთაისიდან, რომელშიც დიდ მადლობას უხდის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საპატიო წევრად არჩევისთვის და აღუთქვამს, რომ ჯეროვან მონაწილეობას მიიღებს საზოგადოების საქმიანობაში.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 303.

დათარიღება:

წერილი დათარიღებულია 15 თებერვლით.

პირთა ანოტაციები:

გაბრიელ ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896)

იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.

 

 

 

1891 19 თებერვალი

 

 

 

 

 

   წერილს უგზავნის ვლადიკავკაზში მიხეილ ყიფიანს ყაზბეგში სკოლის გახსნის თაობაზე.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 246, გვ. 52; გ. ღუდუშაური, მიხეილ ყიფიანი, 1986, გვ. 63.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი მიხეილ ზაალის ძე (1833-1891)

პედაგოგი, სამოქალაქო მრჩეველი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, გაზ. „ივერიის“ კორესპონდენტი, „ქართული დრამატული საზოგადოების“ გამგეობის წევრი. მისი თაოსნობით გაიხსნა ქართული სკოლები სტეფანწმინდასა და ვლადიკავკაზში.

 

 

 

1891 20 თებერვალი

 

 

 

 

 

მისი ხელმოწერით გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1891 წლის 1 იანვრისათვის.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 40.

 

 

 

1891 7 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 მარტი“ („ჩვენის ქალაქის თვითმართველობისათვის ორი ძალიან მოულოდნელი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 7 მარტი, № 50, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბ., 2007, გვ. 19

 

 

 

1891  7 მარტი

 

 

ოდესის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი კონსტანტინე ამირაჯიბი ნოვოროსიის ქართველი სტუდენტების სახელით უგზავნის შემოწირულობას ქშწ-კგ საზოგადოებისათვის.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 296.

პირთა ანოტაციები:

ამირაჯიბი კონსტანტინე მიხეილის ძე (1869-1948)

პროფესორი, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი. განათლება მიიღო ოდესაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

 

 

 

 

 

 

1891 10 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 მარტი“ („ღონე ქვეყნისა მარტო ნიჭიერი და მხნე კაცია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მიხეილ ყიფიანი“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 10 მარტი, № 53, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბ., 2007, გვ. 24.

პირთა ანოტაციები:

იფიანი მიხეილ ზაალის ძე (1833-1891)

პედაგოგი, სამოქალაქო მრჩეველი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, გაზ. „ივერიის“ კორესპონდენტი, „ქართული დრამატული საზოგადოების“ გამგეობის წევრი. მისი თაოსნობით გაიხსნა ქართული სკოლები სტეფანწმინდასა და ვლადიკავკაზში.

 

 

 

1891 11 მარტი

 

 

 

 

 

ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრებთან და მდივანთან ერთად ხელს აწერს საერთო კრებისადმი მიმართვის ტექსტს. მასში ნათქვამია, რომ გიორგი ქართველიშვილი საზოგადოებას გადასცემს მის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ 800 და „საქართველოს ისტორიის“ 1000 ეგზემპლარს. გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნახევარი უნდა დაუბრუნდეს გამომცემელს, ნახევარი კი დარჩეს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 198, ფ. 332; ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. – „საისტორიო მოამბე“, 1978, № 37- 38, გვ. 328; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 147, 439-440.

პირთა ანოტაციები:

ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901)

ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი.

 

 

 

1891 22 მარტი

 

 

 

 

 

ნოვოროსიის სტუდენტების მიერ შემოწირულ თანხას გადასცემს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილ. ჭავჭავაძის არქივი № 15.

 

 

 

1891 23 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ სათაურით „გრ. ელისეევი“ ხელმოუწერლად აქვეყნებს რუსი მწერლისა და პუბლიცისტის გრიგოლ ელისეევის ბიოგრაფიას.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 23 მარტი, № 64, გვ. 3 (ცენზურის ნებართვა 1891, 22 მარტი); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 507.

პირთა ანოტაციები:

ელისეევი გრიგოლ ზაქარიას ძე (1821-1891)

რუსი მწერალი. პუბლიცისტი. წერდა ფსევდონიმით „გრიცკო“.

 

 

 

1891 5 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება განცხადება, რომ ტიგრან ფირუმიანმა სომხურად თარგმნა „კაცია – ადამიანი?!”. იგი თავდაპირველად დაიბეჭდება ჟურნალ „მურჭში“, შემდეგ კი გამოიცემა ცალკე წიგნად.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 74, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ფირუმიანი ტიგრან (1859-1935)

პედაგოგი, მთარგმნელი. „ვეფხისტყაოსნის“ სომხურად მთარგმნელებს მოუმზადა ბწკარედული თარგმანი

 

 

 

1891 21 აპრილი

 

 

 

 

 

პოეტი ალექსანდრე ნავროცკი ავტოგრაფით უძღვნის საკუთარ თარგმანს ლექსისა „გაზაფხული“.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი № 132.

პირთა ანოტაციები:

ნავაროცკი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (1823-1892)

უკრაინელი საზოგადო მოღვაწე, პოეტი და მთარგმნელი. ილია ჭავჭავაძის პირად ბიბლიოთეკაში ინახებოდა მისი ხელნაწერი თხზულებები.

 

 

 

1891 22 აპრილი 

 

 

 

 

 

პეტრე უმიკაშვილი ალექსანდრე ნანეიშვილსადმი მიწერილ ბარათში ილია ჭავჭავაძეს ახასიათებს, როგორც გონიერ, შორსმჭვრეტელ, ღირსეულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, მაგრამ ნაკლებად აქტიურ ჟურნალისტს. აქვე საუბარია ბანკის არჩევნების შესახებაც.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 1037.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.

 

 

 

1891 27 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს ნეკროლოგს სათაურით „ნიკოლოზ ვასილის ძე შელგუნოვი“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 27 აპრილი, № 88, გვ. 2-3 (ცენზურის ნებართვა 1891, 26 აპრილი).

პირთა ანოტაციები:

შელგუნოვი ნიკოლოზ ვასილის ძე (1824-1891)

რუსი პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, პროფესიით მეტყევე, ნიკოლოზ ჩერნიშევსკის მეგობარი და თანამოაზრე. გამოსცემდა გაზეთს «Век».

 

 

 

1891 30 აპრილი

 

 

 

 

 

ქშწ-კგ საზოგადოების სახელით მადლობას უხდის თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორს – არქიმანდრიტ ნიკოლოზ ზიოროვს ჟურნალ „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბის“ მიწოდებისთვის.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 287.

პირთა ანოტაციები:

ზიოროვი ნიკოლოზ (ერისკაცობაში მიხეილ) ზაქარიას ძე (1851-1915)

რუსი არქიმანდრიტი, ღვთისმეტყველი, 1889-1891 წლებში თბილისის სემინარიის რექტორი.

 

 

 

1891 1   მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნებულ ნიკოლოზ გულაკის სტატიაში ჩართულია მისი ლექსის „გაზაფხული“ ალექსანდრე ნავროცკისეული თარგმანი.  

 

წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1891, № 2529.

პირთა ანოტაციები:

გულაკი ნიკოლოზ ივანეს ძე (1821-1899)

უკრაინელი პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

ნავაროცკი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (1823-1892)

უკრაინელი საზოგადო მოღვაწე, პოეტი და მთარგმნელი. ილია ჭავჭავაძის პირად ბიბლიოთეკაში ინახებოდა მისი ხელნაწერი თხზულებები.

 

 

 

1891 4   მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3   მაისი“ („ყოველს წელიწადს რუსეთში და ჩვენს ქვეყანაშიაც...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რამდენი უნდა მიეცეს მუშაკაცს ცეცხლის გასაქრობად“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 4 მაისი, № 94, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 27.

 

 

 

1891 6   მაისი

 

 

 

 

 

პეტერბურგის მეფრინველეობის საზოგადოება სწერს, რომ მისი წერილი და თანხა გადაუგზავნეს სოფელ ვიტოვოს მეფრინველეობას.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 14 (260).

 

 

 

1891 14   მაისი

 

 

 

 

 

თსს ბანკის წლიურ კრებაზე კითხულობს მოხსენებას მისი მმართველობის მოქმედების შესახებ და განმარტავს პეტერბურგის საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა კრებაზე გამოთქმულ მოსაზრებას მოგებიდან ვადაგადაცილებული სესხის თანდათან გამორიცხვის შესახებ.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 101, № 1-2, გვ. 1-2.

 

 

 

1891 15   მაისი

 

 

 

 

 

თსს ბანკის წლიურ კრებაზე ვრცლად პასუხობს ივანე და მიხეილ მაჩაბლების ბრალდებებს; საუბრობს კონვერსიის, ბირჟაზე ფულის რაოდენობისა და იაფი კრედიტის შესახებ; განმარტავს, რატომ გადაინაცვლეს მსესხებლებმა საკრედიტო საზოგადოებებში; მოიხმობს სხვადასხვა ბანკის მაგალითებს იმის დასამტკიცებლად, რომ წლების მიხედვით მსესხებელთა რაოდენობა ხან მატულობს და ხან კლებულობს; ამბობს, რომ კონვერსიის პროცესი რუსეთის სხვადასხვა ბანკებში პრობლემებით მიდის და ვიდრე თბილისის ბანკი ამ გზას დაადგებოდეს, უმჯობესია, ნახოს როგორი შედეგი მოჰყვება ამას სხვაგან და გაითვალისწინოს. იმავე დღეს პეტერბურგიდან იღებს დეპეშას, რომ მინისტრმა თბილისის ბანკს ნება დართო გამოეცა ხუთპროცენტიანი გირავნობის ფურცლები და საღამოს სხდომაზე დამსწრეთ აცნობს ამის შესახებ.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 103, გვ. 2-3; № 104, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927)

„ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე მაჩაბლის მეგობარი.

 

 

 

1891 16   მაისი

 

 

 

 

 

ესწრება „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების“ კრებას. გამოდის წინადადებით, რომ დაჩქარდეს თავადაზნაურთა შორის ფულის გაწერა, შემუშავდეს სკოლის პროექტი და თბილისის სათავადაზნაურო სკოლას დაემატოს მესამე კლასი.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 105, № 111, გვ. 3.

 

 

 

1891 16   მაისი

 

 

 

 

 

თსს ბანკის წლიურ კრებას განუმარტავს, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ბანკმა, რომ მსესხებლებმა მისი პირობები ამჯობინონ საკრედიტო საზოგადოებებისას.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 103, გვ. 2-3; № 109, გვ. 1-2.

 

 

 

1891 17   მაისი

 

 

 

 

 

თსს ბანკის წლიურ კრებაზე გამოთქვამს აზრს იმის თაობაზე, თუ რამდენი პროცენტი უნდა დააკლდეს სესხს.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 30 მაისი, № 111, გვ. 1-2.

 

 

 

1891 18   მაისი

 

 

 

 

 

თსს ბანკის წლიურ კრებაზე საუბრობს მამულის დაფასების წესების, კარგი დამფასებლების შერჩევის მნიშვნელობისა და ბანკის მიერ გამოცდილების შეძენის გამო შედეგების გაუმჯობესების შესახებ.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 2 ივნისი, № 114, გვ. 1-3.

 

 

 

1891 19   მაისი

 

 

 

 

 

თსს ბანკის წლიურ კრებაზე ივანე მაჩაბლის ბრალდებების საპასუხოდ, განმარტავს, რამ გამოიწვია მათი დაპირისპირება თბილისის სათავადაზნაურო ბანკში. მოხსენების დამთავრების შემდეგ  დარბაზი ფეხზე ადგომითა და ტაშით ხვდება და მოითხოვენ, რომ კენჭისყრის გარეშე დარჩეს ბანკის მმართველის თანამდებობაზე. მისი თხოვნით კენჭისყრა მაინც ტარდება და იმარჯვებს 351 ხმით 58-ის წინააღმდეგ. ივანე მაჩაბელი უარს ამბობს ბანკში მუშაობის გაგრძელებაზე.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 2 ივნისი, № 114, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

 

 

 

1891 20   მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიის“ ბეჭდვას იბარებს მაქსიმე შარაძე. სტამბა მოწყობილია ილია ჭავჭავაძის სახლის სარდაფში.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 104-109.

პირთა ანოტაციები:

შარაძე მაქსიმე როსტომის ძე (1859-1908)

„ივერიის“ რედქციის მოლარე, ცნობილი მესტამბე და საზოგადო მოღვაწე. 1891-1900 წწ-ში „ივერია“ იბეჭდებოდა მის სტამბაში.

 

 

 

1891 21   მაისი

 

 

 

 

 

გაზეთის საშუალებით მადლობას უცხადებს ყველას, ვინც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან დეპეშებით მიულოცა ბანკის თავმჯდომარედ არჩევა.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 23 მაისი, № 105, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი (ხუთ ტომად), V, 1962, გვ. 764; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 148, 440.

 

 

 

1891 25   მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საერთო კრების დახურვისას მის მიერ წარმოთქმული სიტყვა.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 106.

 

 

 

1891 1 ივნისი

 

 

 

 

 

ექიმი სპირიდონ ვაწაძე დიდი პატივისცემით უძღვნის წიგნად გამოცემულ თავის დისერტაციას, ჯანმრთელ და დაავადებულ ორგანიზმზე მინერალური წყლების ზემოქმედების შესახებ.  

 

წყარო:

С. И. Вацадзе, „К вопросу о влиянии кислотно-щелечных вод (Эсентуки № 17 и Боржоми) на секрецию желудка и кислотность мочи у здоровых и больных людей“ СПб, 1891, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექცია, TS 2.686/09.

პირთა ანოტაციები:

ვაწაძე სპირიდონ იოსების ძე (1857-1923)

სამხედრო ექიმი. 1833 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო აკადემია.

 

 

 

1891 ივნისის დასაწყისი

 

 

 

 

 

ქშწ-კგ საზოგადოება ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემის უფლებას გადასცემს „ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობას“.  

 

წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1891, № 2567

 

 

 

1891 5 ივნისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ადგილს უთმობს ივანე მაჩაბლის პუბლიკაციას „წერილი რედაქციის მიმართ“, რომელშიც ავტორი ითხოვს, უცვლელად დაბეჭდონ მისი მოსაზრებები ბანკის თაობაზე და ბოლო სიტყვის თქმის უფლება დაუტოვონ. ილია ჭავჭავაძე წერილს სქოლიოში ურთავს თავის სარედაქციო შენიშვნას. იგი თანხმობას გამოთქვამს დაბეჭდოს ბანკის სხდომათა ანგარიშებთან დაკავშირებით ივანე მაჩაბლის სწორებანი და წერილები ბანკის შესახებ, მაგრამ ბოლო სიტყვის გადაცემის პირობას არ აძლევს, რადგან ეს ყოველთვის გაზეთის რედაქტორის პრეროგატივაა და მან უნდა განსაზღვროს, როდის მიიჩნიოს ამოწურულად საპოლემიკო საკითხი. ეს შენიშვნა („რაც შეეხება ჩვენს გაზეთში დაბეჭდილის ანგარიშის...“) მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რედაქტორის შენიშვნა“.

 

ყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 4 ივნისი, № 117, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 29.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

 

 

 

1891 6 ივნისი

 

 

 

 

 

ივანე მაჩაბელი წერილს უგზავნის აკაკი წერეთელს პეტერბურგში და უყვება სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებაზე მომხდარ ამბებს. მიიჩნევს, რომ ილია ჭავჭავაძის გამარჯვება არ იყო სამართლიანი და ბანკიდან პროტესტის ნიშნად წავიდა. სწერს, რომ აპირებს „ნოვოე ობოზრენიესა“ და „ივერიაში“ დაბეჭდოს წერილები, რომელთა მეშვეობითაც გამოააშკარავებს ბანკში მიმდინარე მოვლენებს. სთხოვს, თვალი ადევნოს ამ პოლემიკას.  

 

წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 13774 ხ.

დათარიღება:

წერილის შინაარსის მიხედვით, ივანე მაჩაბლის 5 ივნისის მიმართვა „ივერიის“ რედაქტორისადმი ჯერ გამოქვეყნებული არ ჩანს და არც მასზე პასუხი აქვს მიღებული.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

 

 

 

1891 7 ივნისი

 

 

 

 

 

დავით ჩუბინაშვილის გარდაცვალების გამო ქშწ-კგ საზოგადოების სახელით სამძიმრის დეპეშას უგზავნის პეტერბურგში მის მეუღლეს – ეკატერინე ჩუბინაშვილისას.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, საქ. 303, ფ. 30; გაზ. „ივერია“, 1891, 8 ივნისი, № 119, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 135; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 148, 440-441.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

ჩუბინაშვილი ეკატერინე

დავით ჩუბინაშვილის მეუღლე.

 

 

 

1891 7 ივნისი

 

 

 

 

 

დავით ჩუბინაშვილის გარდაცვალების გამო გაზეთ „ივერიის“ რედაქციის სახელით სამძიმრის დეპეშას უგზავნის პეტერბურგში მის მეუღლეს – ეკატერინე ჩუბინაშვილისას

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, საქ. 303, ფ. 30; გაზ. „ივერია“, 1891, 8 ივნისი, № 119, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 135; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 148, 440-441.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

ჩუბინაშვილი ეკატერინე

დავით ჩუბინაშვილის მეუღლე.

 

 

 

1891 7 ივნისი

 

 

 

 

 

დეპეშას უგზავნის პეტერბურგში ალექსანდრე ცაგარელს და სთხოვს, პირადად მისი, გაზეთ „ივერიის“ რედაქციისა და ქშწ-კგ საზოგადოების სახელით გვირგვინებით შეამკოს განსვენებული დავით ჩუბინაშვილის ცხედარი.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 119, 125.

პირთა ანოტაციები:

ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929) ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი.

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

 

 

 

1891 9 ივნისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს ნეკროლოგს სათაურით „დავით იესეს ძე ჩუბინიშვილი“. სტატია ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 4 ივნისი, № 120, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 30.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში

 

 

 

1891 10 ივნისი

 

 

 

 

 

სამადლობელ დეპეშას იღებს დავით ჩუბინაშვილის ქვრივისა და შვილისაგან მწუხარების ჟამს თანაგრძნობისთვის.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 13 ივნ. № 122, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

 

 

 

1891 18 ივნისის შემდეგ

 

 

 

 

 

უბის წიგნაკში იწერს სხვადასხვა პირთა მისამართებს, მათ შორის ექიმი ტრუბაჩოვისას, რომელთანაც იგი 1891 წლის ივლისში მკურნალობდა.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 1; წერილი გიორგი თარხნიშვილისადმი, ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 311.

დათარიღება:

ვათარიღებთ ჩანაწერში მოხსენიებული დროის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

ტრუბაჩოვი

პეტერბურგელი ექიმი.

 

 

 

1891 ივნისის ბოლომდე

 

 

 

 

 

ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა თბილისის კომერციულ ბანკს წერილობით აცნობებს, რომ ილია ჭავჭავაძის პეტერბურგში გამგზავრების გამო მის ჩამოსვლამდე საბუთებს ხელს მოაწერს გამგეობის წევრი ალექსანდრე ჭყონია.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 47.

პირთა ანოტაციები:

ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907)

საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი.

 

 

 

1891 ივნისის ბოლო

 

 

 

 

 

გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ივანე მაჩაბელი ბეჭდავს „წერილს რედაქციისადმი“. მასში ნათქვამია, რომ გაზეთში გამოქვეყნებული თავადაზნაურობის კრების ანგარიშები სინამდვილეს არ შეესაბამება. აქვე განიხილავს ილია ჭავჭავაძესთან კონფლიქტის საკითხს.

 

წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1891, № 2579-2582.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

 

 

 

1891 ივნისის ბოლო

 

 

 

 

 

საბანკო საქმეების მოსაგვარებლად და სამკურნალოდ მეუღლესთან ერთად მიემგზავრება მოსკოვსა და პეტერბურგში. მას დიაბეტის ფონზე ღვიძლი აწუხებს, ოლღა კი უჩივის სმენის დაქვეითებას და სჭირდება საზღვარგარეთ მკურნალობა.  

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 148-149, 441.

დათარიღება:

7 ივნისს ის დეპეშას უგზავნის პეტერბურგში ალექსანდრე ცაგარელს, სამ ივლისს კი უკვე პეტერბურგიდან აგზავნის წერილს.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 

 

 

1891 3 ივლისი

 

 

 

 

 

პეტერბურგიდან წერილობით ატყობინებს გიორგი თარხნიშვილს, რომ კონვერსიის საკითხი წინ მიიწევს. ამასთან სთხოვს გაუგოს, გადაურიცხა თუ არა თავადმა გიორგი ანდრონიკაშვილმა 1300 მანეთი. ეს თანხა სჭირდება მეუღლის სამკურნალოდ წასაყვანად საზღვარგარეთ და ძალიან ნერვიულობს მისი ჩარიცხვის დაგვიანების გამო. საკუთარ ჯანმრთელობაზე სწერს, რომ სერიოზულადაა შერყეული და ექიმების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.  

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17564; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 133; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 148-149, 441.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი გიორგი იორამის ძე (1841-1911)

პოდპოლკოვნიკი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი. ანდრონიკაშვილი გიორგი ზაქარიას ძე (1858-1928) - ინჟინერი, ალაზნის სარწყავი არხის პროექტის ავტორი.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 

 

 

1891 3 ივლისი

 

 

 

 

 

პეტერბურგიდან წერილობით აიმედებს თსს ბანკის გამგეობას, რომ კონვერსიის საკითხი დადებითად გადაწყდება. მინისტრისგან ელის ნებართვას და აპირებს სტენოგრაფიული ანგარიშების დაწვრილებით გაცნობას, რათა თბილისში დაბრუნების შემდეგ  სრული ცოდნით აღჭურვილი შეუდგეს სესხების კონვერსიას.  

 

წყარო:

„ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წევრთა საგანგებო კრება“, გაზ. „ივერია“, 1893, 24 თებერვალი, № 40, გვ. 2.

 

 

 

1891 18 ივნისიდან 4 ივლისამდე

 

 

 

 

 

პეტერბურგშია და უბის წიგნაკში იწერს, რომ 1-დან 3 საათამდე ბანკში უნდა შეხვდეს ბარონ ფონ ვიტეს.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 1.

დათარიღება:

ჩანაწერი მოთავსებულია 18 ივნისის და 4 ივლისის ჩანაწერებს შორის.

პირთა ანოტაციები:

ვიტე სერგეი იულის ძე (1849-1915)

რუსი სახელმწიფო მოღვაწე, 1892 წელს კავშირგაბმულობის მინისტრი, 1892-1903 წლებში - ფინანსთა მინისტრი.

 

 

 

1891 4 ივლისამდე

 

 

 

 

 

მეუღლესთან ერთად მოსკოვშია და მკურნალობს მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიულ კლინიკაში პროფესორ გრიგოლ ზახარინთან.  

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 564; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 133; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 149.

დათარიღება:

როგორც ჩანს, ჯერ მოსკოვში მკურნალობდა, რადგან პირველად დიაგნოზი მოსკოველმა ექიმმა გრიგოლ ზახარინმა დაუსვა.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ზახარინი გრიგოლ ანტონის ძე (1829-1897/98)

ექიმი. მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი.

 

 

 

1891 4 ივლისი

 

 

 

 

 

მისი მკურნალი ექიმები მართავენ კონსილიუმს და იზიარებენ გრიგოლ ზახარინის დიაგნოზს, რომ მას აქვს დიაბეტი და ამასთან ერთად, დაწყებული აქვს მარილების დალექვა ღვიძლში.  

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 564; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 133; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 149.

პირთა ანოტაციები:

ზახარინი გრიგოლ ანტონის ძე (1829-1897/98)

ექიმი. მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი.

 

 

 

1891 4-7 ივლისი

 

 

 

 

 

პეტერბურგშია და უბის წიგნაკში იწერს, რომ წერილი გააგზავნა ბანკის გამგეობაში.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 2.

 

 

 

1891 9 ივლისი

 

 

 

 

 

პეტერბურგიდან კიდევ ერთ წერილს უგზავნის თსს ბანკის გამგეობას და ატყობინებს რომ კონვერსიასთან დაკავშირებით მინისტრის ნებართვის მისაღებად საჭიროა ბანკის წევრთა საერთო კრების თანხმობა.  

 

წყარო:

„ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წევრთა საგანგებო კრება“, გაზ. „ივერია“, 1893, 24 თებერვალი, № 40, გვ. 2.

 

 

 

1891 9-10 ივლისი

 

 

     

პეტერბურგშია. უბის წიგნაკში იწერს, რომ წერილი და კრებული გააგზავნა ბანკის გამგეობაში და შესთავაზა საგანგებო კრების მოწვევა.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 2.

 

 

 

1891 21-22 ივლისი

 

 

 

 

 

მეუღლესთან ერთად მიემგზავრება პეტერგოფის დასათვალიერებლად.  

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17568.

 

 

 

1891 23 ივლისი

 

 

 

 

 

მეუღლესთან ერთად პეტერგოფიდან ბრუნდება პეტერბურგში.  

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17568.

 

 

 

1891 23 ივლისი

თბილისიდან იღებს გიორგი თარხნიშვილის წერილს, რომელშიც ადრესანტი სთხოვს კონვერსიასთან დაკავშირებული საკითხების განმარტებას.  

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17568.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი გიორგი იორამის ძე (1841-1911)

პოდპოლკოვნიკი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.

 

 

 

1891 25 ივლისამდე

 

 

 

 

 

პოეტი და საზოგადო მოღვაწე მამია გურიელი უძღვნის ნიკოლოზ ნეკრასოვის მის მიერ თარგმნილ ლექსს „სამშობლო“.  

 

წყარო:

ქუთაისის ეთნოგრაფიული მიზეუმი № 146.

დათარიღება:

ხელნაწერს თარიღი მიწერილი არა აქვს და ვათარიღებთ პოეტის გარდაცვალების მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

გურიელი მამია დავითის ძე (1836-1891)

გურიის მთავართა შთამომავალი. პოეტი რომანტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე.

ნეკრასოვი ნიკოლოზ ალექსის ძე (1821-1877)

ცნობილი რუსი მწერალი და პუბლიცისტი.

 

 

 

1891 25 ივლისი

 

 

 

 

 

პეტერბურგიდან თბილისში გიორგი თარხნიშვილს უგზავნის დეპეშას საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციით.  

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17568.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი გიორგი იორამის ძე (1841-1911)

პოდპოლკოვნიკი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორ

 

 

 

1891 26 ივლისი

 

 

 

 

 

პეტერბურგიდან თბილისში გიორგი თარხნიშვილს უგზავნის წერილს და უფრო დაწვრილებით განუმარტავს კონვერსიის დეტალებს. გარდა ამისა, ატყობინებს, რომ გიორგი ანდრონიკაშვილს ჯერაც არ გაუგზავნია დაპირებული თანხა და მისი მეუღლე, რომელსაც საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა ესაჭიროებოდა, ამის გამო ვერ მიდის.  

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17568; ი. ჭავჭავაძე, საარქივო გამოცემა. თბილისი: ლიტერატურის მატიანე, 2010, გვ. 228-235; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 150-159, 441-142.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი გიორგი იორამის ძე (1841-1911)

პოდპოლკოვნიკი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.

ანდრონიკაშვილი გიორგი ზაქარიას ძე (1858-1928)

ინჟინერი, ალაზნის სარწყავი არხის პროექტის ავტორი.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 

 

 

1891 3 აგვისტო

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიის სარედაქციო გვერდზე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყებს ნეკროლოგს პოეტისა და საზოგადო მოღვაწის – მამია გურიელის შესახებ. სტატია ილია ჭავჭავაძის სახელით დღემდე არ არის გამოქვეყნებული. იგი დაიბეჭდება მწერლის თხზულებათა ოცტომეული მე-19 ტომში.  .

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 164, გვ. 1; სოლომონ ცაიშვილი, „ლიტერატურული ნარკვევები“, 1965, გვ. 20; „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, 2016, გვ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 96-102

პირთა ანოტაციები:

გურიელი მამია დავითის ძე (1836-1891)

გურიის მთავართა შთამომავალი. პოეტი რომანტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე.

 

 

 

1891 15 აგვისტო

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნარკვევი“ (ჟურნალ-გაზეთებიდგან). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 15 აგვისტო, № 173, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 32.

 

 

 

1891 8 სექტემბერი

 

 

 

 

 

დეპეშით ატყობინებს გაზეთ „ივერიის“ რედაქციას, რომ პროფ. დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკა გადაეცა ქშწ-კგ საზოგადოებას, ხოლო მისი კატალოგის შედგენა ითავა პროფ. ალექსანდრე ცაგარელმა.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, საქ. 303, ფ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 136; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 147, 438-439.

დათარიღება:

დეპეშა შეცდომით არის დათარიღებული 8 თებერვლით. ამ დროს დავით ჩუბინაშვილი ცოცხალი იყო. თარიღი აღვადგინეთ ამ ინფორმაციის პუბლიკაციის დროის მიხედვით, რაც მოხდა 1891 წლის 10 სექტემბერს. შესაბამისად დეპეშა 8 სექტემბერს უნდა იყოს გამოგზავნილი.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929)

ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

 

 

1891 14 სექტემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 სექტემბერი “ („ამას წინათ ჩვენს გაზეთში მოხსენებული იყო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პროფესორ დ. ი. ჩუბინაშვილის მემკვიდრეების კეთილი თაოსნობა“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 14 სექტემბერი, № 196, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 36.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

 

 

 

1891 სექტემბრის შუა რიცხვები

 

 

     

მეუღლესთან ერთად ბრუნდება საქართველოში.

 

წყარო:

პ. უმიკაშვილი, ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები, ტ. 1, 1947, გვ. 226.

დათარიღება:

15 სექტემბერს უკვე თბილისიდან უგზავნის წერილს ბესარიონ ნიჟარაძეს.

 

 

 

1891 15 სექტემბრამდე

 

 

     

იღებს ბესარიონ ნიჟარაძის წერილს, რომელშიც სთხოვს თბილისში ქშწ-კ გ საზოგადოების მდივნად გადმოყვანას.  

 

წყარო:

ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. „საისტორიო მოამბე“, 1978, ტ. 37-38, გვ. 328; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 160, 442- 443.

პირთა ანოტაციები:

ნიჟარაძე ბესარიონ გიოს ძე (1852-1919)

დეკანოზი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი. იბეჭდებოდა „თავისუფალი სვანის“ ფსევდონიმით.

 

 

 

1891 15 სექტემბერი

 

 

 

 

 

საპასუხო წერილით ბესარიონ ნიჟარაძეს ატყობინებს, რომ ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა თანახმაა საზოგადოების მდივნად მის დანიშვნაზე, მაგრამ იმავე ხელფასით.  

 

წყარო:

ხელნაწერი დაცულია ვ. გურგენიძის პირად არქივში; ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. „საისტორიო მოამბე“, 1978, ტ. 37-38, გვ. 328; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 160, 442-443.

პირთა ანოტაციები:

ნიჟარაძე ბესარიონ გიოს ძე (1852-1919)

დეკანოზი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი. იბეჭდებოდა „თავისუფალი სვანის“ ფსევდონიმით.

 

 

 

1891 14 ოქტომბერი

 

 

 

 

იღებს ლევან ჯანდიერის წერილს. სთხოვს 250 მანეთს ნინა ანდრონიკაშვილის ვალის დასაფარად. ატყობინებს კახეთში მოწეული ყურძნის მოსავლის მდგომარეობას.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 661.

პირთა ანოტაციები:

ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918)

კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი.

ანდრონიკაშვილი ნინო ზაქარიას ასული (1862-1942)

ილია გიორგის ძე ჯორჯაძის მეუღლე.

 

 

 

1891 14 ოქტომბერი

 

 

 

 

 

იღებს ალექსანდრე სარაჯიშვილის ბარათს და დიმიტრი ბაქრაძის სახელობის სტიპენდიის დასაარსებლად შეგროვებულ თანხას.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 581.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

 

 

 

1891 16 ოქტომბერი

 

 

     

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ გრიგოლ ვოლსკის მიერ ბათუმში საზოგადოების სასარგებლოდ გამართული კონცერტის ანგარიშს; ისმენენ ინფორმაციას დავით ჩუბინაშვილის მემკვიდრეთაგან მისი ბიბლიოთეკის, დიმიტრი ყიფიანისგან მის მიერ პროზად თარგმნილი შექსპირის დრამების და დავით ციციშვილისგან ოცდაცხრა ძველი სიგელისა და დოკუმენტის შემოწირვის შესახებ. იღებენ დადგენილებას სტეფანწმინდაში სკოლის დაარსებისა და საზოგადოების გამოცემების იაკობ მანსვეტაშვილთან დაბეჭდვის თაობაზე.

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 № 198, გვ. 138.

პირთა ანოტაციები:

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

ციციშვილი დავით

ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში.

მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939)

ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ.

 

 

 

1891 18 ოქტომბერი

 

 

     

ქშწ-კგ საზოგადოების სახელით წერილობით სთხოვს ალექსანდრე ხახანაშვილს დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენას. ამასთან, უხსნის, რამდენად საშურია ამ საქმის დროულად მოგვარება და აღუთქვამს, რომ მგზავრობის, პეტერბურგში ცხოვრებისა და საქმესთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს საზოგადოება აუნაზღაურებს.  

 

წყარო:

ავტოგრაფი, საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივი, ავტოგრაფი, ფონდი 171, საქმე 19; ვ. გურგენიძე, ი. ჭავჭავაძის ორი უცნობი წერილი. „წიგნის სამყარო“, 1977, 23 მარტი, № 6, გვ. 3; თ. ჩხიტუნიძე, ქშწ-კგ საზოგადოების საბიბლიოთეკო და საგამომცემლო მოღვაწეობა. 1980, გვ. 26; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 160-161, 443-444.

პირთა ანოტაციები:

ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912)

ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“.

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

 

 

 

1891 23 ოქტომბერი

 

 

     

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილება კავკავის ქართულ სკოლაში მეორე მასწავლებლის დანიშვნისა და თბილისის საკვირაო სკოლისთვის სახელმძღვანელოების გადაცემის საკითხები.  

 

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198.

 

 

 

1891 ოქტომბრის ბოლომდე

 

 

 

 

 

ანტონ ფურცელაძისგან იგებს, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის მეხუთეკლასელების მიერ გაკვეთილის ერთობლივი გაცდენის გამო სასწავლებლის გამგეობას მიუღია დადგენილება მათთვის საყვედურის გამოცხადების და ერთ-ერთი მათგანის – ფილიპე გოგიჩაიშვილის სემინარიიდან გარიცხვის შესახებ. მისთვის უცნობ მოსწავლეთა გამოსასარჩლებლად მიდის საქართველოს ეგზარქოს პალადისთან და ხანგრძლივი საუბრის შედეგად არწმუნებს, რომ გადაიფიქრონ მოსწავლეთა დასჯა.

 

წყარო:

ფილიპე გოიჩაიშვილი, წერილები, მოგონებები, (შემდგ.: ლ. გუგუშვილი, ი. აბაშიძე), 1993, გვ. 14-26.

დათარიღება:

მოგონებაში მითითებულია 1891 წელი და ნათქვამია, რომ სწავლა ორი თვის დაწყებული იყო.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელის ძე (1872-1950)

პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, მენშევიკური მთავრობის მინისტრი.

რაევი პავლე (პალადი) ივანეს ძე

სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი, საქართველოს ეგზარქოსი 1887 - 1892 წლებში

 

 

 

1891 31 ოქტომბრის შემდეგ

 

 

     

მოსკოვიდან იღებს ალექსანდრე ხახანაშვილის წერილს. ატყობინებს, რომ მზად არის ჩავიდეს პეტერბურგში და გასამრჯელოს გარეშე შეადგინოს დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის კატალოგი. სთხოვს, გაუგზავნოს ინსტრუქცია, მგზავრობისა და ბინის დასაქირავებელი თანხა.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1. საქ. 287.

დათარიღება:

წერილი დათარიღებულია 31 ოქტომბრით.

პირთა ანოტაციები:

ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912)

ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“.

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

 

 

 

1891 1 ნოემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 ოქტომბერი “ („ჩვენის ქალაქის საბჭოს ყოფაცხოვრებას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქალაქის გამგეობის მტკივნეული საკითხები“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 1 ნოემბერი, № 232, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 39.

 

 

 

1891 3 ნოემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 ნოემბერი“ („გარედამ მაყურებელი ჩვენის ქალაქის ძველ გამგეობის ამბებისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქალაქის ძველი გამგეობის მუშაობის შესახებ“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 3 ნოემბერი, № 234, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 44.

 

 

 

1891 6 ნოემბრის შემდეგ  

 

 

 

 

 

თედო ჟორდანია გაზეთ „ივერიაში“ ექვთიმე თაყაიშვილს ბრალს სდებს მისი ხელნაწერი რვეულის მითვისებაში. იგი ამტკიცებს რომ ნაწერები ილია ჭავჭავაძეს ათხოვა და არა ექვთიმე თაყაიშვილს. ილია ექვთიმე თაყაიშვილს ბოდიშს უხდის, რომ ასეთი ცილისმწამებლური წერილი მის გაზეთში დაიბეჭდა და ურჩევს, სამედიატორო სასამართლოს მიმართოს. ექვთიმე თაყაიშვილს აზრი მოსწონს, მაგრამ არ იცის, ვინ აირჩიოს მედიატორებად და ილია რეკომენდაციას უწევს იმ დროს ექვთიმესთვის უცნობ თავის მეგობარ ივანე პოლტარაცკის.  

 

წყარო:

ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 22-27.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია თევდორე (თედო) დავითის ძე (1853/4-1916)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1888 წელს დაინიშნა საეკლესიო მუზეუმის გამგედ. ავტორია 60-დე ისტორიული ნაშრომისა.

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953)

მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს.

პოლტარაცკი ივანე ეგნატეს ძე (1836-1892)

პოლონური წარმოშობის ქართველი საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ილია ჭავჭავაძის მეგობარი

 

 

 

1891 7 ნოემბერი

 

 

 

 

 

იღებს რუსი პოეტის, მარია დავიდოვას წერილს. ადრესანტი მადლობას უხდის კრებულის მიწოდებისთვის, უგზავნის ლექსებს და საკუთარ შრომას მოცარტის შესახებ.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 493. В. Моцарт, его жизнь и музыкальная деятельность. СПб., 1891, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექცია, TS 2.875/09.

პირთა ანოტაციები:

დავიდოვა მარია ავგუსტის ასული (დაბ. 1863)

რუსი პოეტი. დაწერა კომპოზიტორების: მოცარტის, შუმანისა და მეიერბერის ბიოგრაფიები. მის ლექსებზე შექმნილია რომანსები.

მოცარტი ვოლფგანგ ამადეუს (1756-1791)

ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი.

 

 

 

1891 10 ნოემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 ნოემბერი“ („სიმინდი ჩვენს ქვეყანაში საერთოდ და იმერეთში საკუთრივ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სიმინდის საქმე იმერეთში“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 10 ნოემბერი, № 240, გვ. 1 ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბ., 2007, გვ. 47.

 

 

 

1891 14 ოქტომბერი – 11 ნოემბერი

 

 

 

 

 

უბის წიგნაკში იწერს პიროვნებათა სახელებს და თანხებს, რომლებიც, სავარაუდოდ, მათ გადაუხადა.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 2-3.

დათარიღება:

მითითებული თარიღები დროის ამ ინტერვალშია მოქცეული.

     

1891 13 ნოემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 ნოემბერი“ („მას აქედ, რაც საფრანგეთის ესკადრა კრონშტატში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვინ ვისთვის ლესავს ხმალს ევროპაში“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 13 ნოემბერი, № 242, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 52.

 

 

 

1891 13 ნოემბრის შემდეგ

 

 

 

 

 

უბის წიგნაკში იწერს, რა თანხა აიღო მოურავმა შეშაში.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 5.

დათარიღება:

ვათარიღებთ ტექსტში მოხსენიებული თარიღის მიხედვით.

 

 

 

1891 17 ნოემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 ნოემბერი“ („ბ-ნი იზმაილოვის ამორჩევა კანონიერად ცნობილ იქნა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 17 ნოემბერი, № 245, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957, გვ. 56.

პირთა ანოტაციები:

იზმაილოვი პავლე ალექსანდრეს ძე (1852-1895)

ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, „ტიფლისსკი ვესტნიკის“ რედაქტორი 1878 წლიდან. 1893 წელს აირჩიეს თბილისის მერად.

 

 

 

1891 26 ნოემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 ნოემბერი“ („დაბრუნდება თუ არა ბისმარკი თავის უწინდელ თანამდებობაზე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კომენტარი ბისმარკის პოზიციის გამო“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 26 ნოემბერი, № 251, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 59.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

 

 

 

1891 დეკემბრის დასაწყისი

 

 

 

 

 

ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობა იწყებს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულის ბეჭდვას.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“,1891, № 266.

 

 

 

1891 5 დეკემბერიდან

 

 

 

 

 

ბარათს უგზავნის ნიკო ხიზანიშვილს და სთხოვს მასთან მისვლას.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 607; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 94; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 146, 438.

პირთა ანოტაციები:

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

 

 

 

1891 11 დეკემბერი

 

 

 

 

 

მაქსიმე შარაძე იღებს ილია ჭავჭავაძის თხოვნით პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ მოსკოვიდან გამოგზავნილ სანოტო ნიშნების შრიფტს მისი სტამბისთვის.  

 

წყარო:

ე. კერესელიძე, Q 840, გვ. 27.

პირთა ანოტაციები:

შარაძე მაქსიმე როსტომის ძე (1859-1908)

„ივერიის“ რედქციის მოლარე, ცნობილი მესტამბე და საზოგადო მოღვაწე. 1891-1900 წწ-ში „ივერია“ იბეჭდებოდა მის სტამბაში.

ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912)

ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“.

 

 

 

1891 11 დეკემბერი

 

 

     

ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა მისი ხელმოწერით რწმუნების ქაღალდს და ინსტრუქციას უგზავნის ალექსანდრე ხახანაშვილს დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის ასაღწერად.  

 

წყარო:

ავტოგრაფი, საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივი, ავტოგრაფი, ფონდი 171, საქმე 21; ვ. გურგენიძე, ი. ჭავჭავაძის ორი უცნობი წერილი. „წიგნის სამყარო“, 1977, 23 მარტი, № 6, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 162-163, 444.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 56.

პირთა ანოტაციები:

ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912)

ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“.

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

 

 

 

1891 11 დეკემბერი

 

 

 

 

 

ქართულ თეატრში ესწრება დავით ერისთავის „სამშობლოს“ განახლებულ წარმოდგენას.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 13 დეკემბერი, № 265, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

 

 

 

1891 13 დეკემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „დავით ერისთავის „სამშობლოს“ განახლებული დადგმა“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 13 დეკემბერი, № 265, გვ. 2 (ცენზურის ნებართვა 1891, 12/ XII); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 517.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

 

 

 

1891 13 დეკემბერი

 

 

 

 

 

ვალერიან გუნია წარწერით უძღვნის მის მიერ გამოცემულ „საქართველოს კალენდარს“.  

 

წყარო:

„საქართველოს კალენდარი“ 1892, წელიწადი მეხუთე, 1891 წ. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, F 91 – საარქივო ფონდი.

პირთა ანოტაციები:

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938)

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

 

 

 

1891 22 დეკემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 21 დეკემბერი“ („ამ უკანასკნელ ხანებში ამბავი მოვიდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დღევანდელი თავადაზნაურობის სატკივარი“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 22 დეკემბერი, № 273, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 63.

 

 

 

1891 24 დეკემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 23 დეკემბერი“ („ჩვენ ამას წინად ვსთქვით, რომ შევიწროებული მდგომარეობა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დღევანდელი თავადაზნაურობის სატკივარი“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 24 დეკემბერი, № 274, გვ. 1 ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 66.

 

 

 

1891 25 დეკემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 24 დეკემბერი“ („წარსულ კვირა დღის მეთაურში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დღევანდელი თავადაზნაურობის სატკივარი“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 25 დეკემბერი, № 275, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 70.

 

 

 

1891 27 დეკემბერი

 

 

 

 

 

დროებით წყდება მასზე დაწესებული პოლიციის ზედამხედველობა.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 17, 2056.

 

 

 

1891 28 დეკემბრამდე  

 

 

 

 

 

განცხადებით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს, რომ გაზეთ „ივერიის“ რედაქტორად  1891 წლის 28 დეკემბრიდან დროებით დანიშნონ გრიგოლ ყიფშიძე.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 12, № 518.

დათარიღება:

განცხადებიდან ჩანს, რომ 28 დეკემბერი ჯერ არ დამდგარა.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

 

 

 

1891 დეკემბერი

 

 

 

 

 

იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ კრებულში „ხომლი“ ქვეყნდება მისი ლექსები: „მძინარე ყმაწვილს“, „გუთნისდედა“, „ქართვლის დედას“, ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“, „მეფე დიმიტრი თავდადებული“, „განდეგილი“ და „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.  

 

წყარო:

„ხომლი“, შემდგ. იაკობ გოგებაშვილი, ტფილისი, 1891.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის - არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად.

 

 

 

1891 დეკემბრის ბოლო

 

 

 

 

 

გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება ცნობა მომდევნო წლის იანვრის პირველ რიცხვებში ბანკის საქმეებთან დაკავშირებით მისი პეტერბურგში მოსალოდნელი გამგზავრების შესახებ.  

 

წყარო:

«Новое обозрение», 1891, № 2757.

 

 

 

1875-1891

 

 

 

 

 

მოკლე ბარათს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სწერს, რომ ვექსილი აქვს გამოსახსნელი და ამიტომ შეიძლება ვერ ავიდეს. ოლღას დისშვილ თამარს უგზავნის მის სახელზე მისულ ამანათს.  

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 381. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 238, 383.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 248-249, 272.

პირთა იდენტიფიკაცია:

საუბარია თამარ სტაროსელსკაია-კილდიშევისაზე.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სტაროსელსკაია-კილდიშევისა თამარ დიმიტრის ასული

სახელმწიფო მოღვაწილს - დიმიტრი სვიმონის ძე სტაროსელსკის ქალიშვილი, ილია ჭავჭავაძის მეუღლის - ოლღა ჭავჭავაძე-გურამიშვილის დისშვილი.

 

 

 

1881-1891

 

 

 

 

 

თბილისიდან წერილს უგზავნის მეუღლეს და აცნობებს, რომ საგურამოში ასვლას აპირებენ ოლღას დისწული, თამარ სტაროსელსკაია და მისი მეუღლე პავლე კილდიშევი. სთხოვს შაბათს საღამოს ცხენები დაახვედროს მცხეთაში მატარებლის ჩამოდგომის დროისთვის.  

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 415; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 383-384; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 233, 379.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 271-272.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

კილდიშევი პავლე ანდრიას ძე (1853-1929)

რუსი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. 1878-1891 წლებში მსახურობდა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში. ილია ჭავჭავაძის ცოლისდის ქალიშვილის ქმარი.

სტაროსელსკაია-კილდიშევისა თამარ დიმიტრის ასული

სახელმწიფო მოღვაწილს - დიმიტრი სვიმონის ძე სტაროსელსკის ქალიშვილი, ილია ჭავჭავაძის მეუღლის - ოლღა ჭავჭავაძე-გურამიშვილის დისშვილი.

 

 

 

1891

 

 

 

 

 

პეტერბურგში გამოდის ილია ჭავჭავაძის ლექსზე „ნანა“ მელიტონ ბალანჩივაძის მიერ შექმნილი რომანსის ნოტები. ლექსის ტექსტი წარმოდგენილია ქართულ და რუსულ ენებზე. რუსული თარგმანი ეკუთვნის იაკობ ივაშკევიჩს.  

 

წყარო:

Грузинская лира: Романсы и песни, Сочинения М. Баланчивадзе. СПб. 1891.

პირთა ანოტაციები:

ბალანჩივაძე მელიტონ ანტონის ძე (1862-1937)

კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი.

ივაშკევიჩი იაკობ

მთარგმნელი.

 

 

 

1891

 

 

 

 

 

საგურამოში მასპინძლობს გერმანელ მთამსვლელს, მოგზაურსა და გეოგრაფს გოტფრიდ მერცბახერს.  

 

წყარო:

ი. გორგაძე, ნ. გურგენიძე, ილია ჭავჭავაძე, ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, 1987.

პირთა ანოტაციები:

მერცბახერი გოტფრიდ (1843-1926)

გერმანელი ალპინისტი, მეცნიერი, კავკასიის მკვლევარი, იყო საქართველოში და კავკასიის მთიანეთზე გამოაქვეყნა ნაშრომი ორ ტომად.

 

 

 

1891

 

 

 

 

 

აკეთებს შენიშვნებს ალექსანდრე ყაზბეგის „მამის მკვლელის“ ტექსტზე.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 182; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 610.

პირთა ანოტაციები:

ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893)

პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

 

 

 

1891-დან

 

 

 

 

 

ოჯახში სადილად ეპატიჟება ნიკო ხიზანიშვილს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 182; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 610.

პირთა ანოტაციები:

ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893)

პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

 

 

 

1891-დან

 

 

 

 

 

წერილს იღებს დიმიტრი ფურცელაძისგან, რომელიც შეახსენებს, რომ არის სათავადაზნაურო ბანკის დაარსებიდან მისი წევრი, 70 წლის სამსახურის შემდეგ  დარჩენილია ულუკმაპუროდ და ითხოვს ბანკიდან შემწეობას. წერილში მითითებულია თბილისის მისამართი, სადაც მისი ავტორი დროებით ცხოვრობს.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

დათარიღება:

წერილში ნათქვამია, რომ მის ავტორს მატერიალური გასაჭირი 1890 წლიდან დაეწყო.

პირთა იდენტიფიკაცია:

ეს არ არის ისტორიკოსი დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძე. მისი მამის სახელად წერილში მითითებულია – ივანე.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე დიმიტრი ნიკოლოზის ძე

ანტონ ფურცელაძის ძმა.

 

 

 

1891-დან

 

 

  

 

 

უბის წიგნაკში იწერს ფორმულას, როგორ გამოიანგარიშება საბანკო პროცენტი დღეების მიხედვით და შემდეგ ითვლის 1890-1891 წლების კონკრეტულ მაგალითზე. იქვე იწერს ტულის, მოსკოვისა და ნიჟეგოროდის ბანკების მონაცემებს, მსჯელობს წესდების იმ პუნქტებზე, რომლებიც უკავშ ირდება კონკრეტული მამულის შეფასებას.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 1, ავტოგრაფი № 56, ფ. 7-12.

დათარიღება:

ვათარიღებთ ჩანაწერში 1891 წლის მონაცემების მოხსენიების საფუძველზე.