ა. გაჩეჩილაძე, მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის, ი. ჭავჭავაძე,
საიუბილეო კრებული, თბ. 1957, გვ. 361. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის
დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი
გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ.
დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. ვორონცოვი მიხეილ სიმონის ძე (1782-1856) რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, 1845-1854 წლებში
კავკასიის მეფისნაცვალი. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 37-38, 329-230.ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 41-42, 331. დათარიღება: დროზე მინიშნებულია ოლღა გურამიშვილისთვის 19 და 24 თებერვალს მიწერილ ბარათებში.
პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832) ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის
ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 240; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 105; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 420-421; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ.,
2009, გვ. 41-42, 331. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. ჩოლოყაშვილები: ჩოლოყაშვილი ილია ზაალის ძე (1823-1877) რუსეთის არმიის გენერალი, ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილის მეჯვარე. ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832) ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის
ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე. ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე (1822-1892) თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე,
სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის
წევრი. სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი,ფონ.133, აღწ.
1, საქ. 1356, ფურ. 1, დედანი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, თბ., 1965, გვ. 424. პირთა ანოტაციები: პეტრიაშვილი დუშეთის მაზრის მკვიდრი, გლეხი. ხიმშიაშვილი სასამართლო ოქმში მისი სახელი არ წერია. გაზ. “დროება“, 1880, 24 თებერვალი, № 43, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 90. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში.
ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15,
2007, გვ. 621, 643-644. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში,
შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს,
პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. გაზ. “დროება“, 1881, 11 თებერვალი, № 31, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 228. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 625-629,
632-633, 671. გაზ. „დროება“, 1881, 26 თებ., № 42, გვ. 3-4. გაზ. „დროება“, 1882, 24 თებერვალი, № 40, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: კატკოვი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1818-1887) რუსი პუბლიცისტი, გამომცემელი, ლიტერატურის კრიტიკოსი, გაზეთ „Московские
ведомости“-ს რედაქტორი, უფლისწულ ნიკოლოზის სახელობის ლიცეუმის ერთ-ერთი
დამაარსებელი. გაზ. “დროება“, 1883, 24 თებერვალი, № 41, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 427. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 704 გაზ. „ივერია“, 1887, 24 თებერვალი, № 40, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 199. პირთა ანოტაციები: ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898) გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი
ორგანიზატორი. გაზ. „ივერია“, 1888, 24 თებერვალი, № 42, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 10, 2007, გვ. 112. გაზ. „ივერია“, 1889, 24 თებერვალი, № 41 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 102. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1896, № 1; “The Sscotsman”, 1896, February 24. პირთა
ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული
კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. „საისტორიო მოამბე“, ტ. 25-26, 1971, გვ. 337. პირთა ანოტაციები: გურგენიძე იაგორ დავითის ძე წიწამურსა და საგურამოში ილია ჭავჭავაძის მომიჯნავე მამულების მფლობელი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 20. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669. დათარიღება: დეპეშაზე წელი მითითებული არ არის, მაგრამ მიმოწერა ამ სასწავლებელთან
დაკავშირებით 1903 წელს მიმდინარეობდა. იხ, მაგ. 1903 წლის 10 მაისის „ივერია“. პირთა ანოტაციები: ორბელიანი გიორგი ილიას ძე (1853-1924) რუსეთის არმიის გენერალი, ილია ბატონიშვილის შვილიშვილი (ბარბარეს ვაჟი) გრიგოლ
ორბელიანის ძმისწული, კავკასიის ცხენოსანთა ბრიგადის მეთაური. ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932) რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში
ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი. ხელნაწერთა ეროვნული არქივი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 693.
1848
24 თებერვალი
გრიგოლ ჭავჭავაძე იღებს მიხეილ ვორონცოვის პასუხს. მეფისნაცვალი ატყობინებს,
რომ არსებული კანონმდებლობით მისი თხოვნის აღსრულება ვერ ხერხდება, მაგრამ,
თუ სახაზინო წესებში ცვლილებები მოხდება, მის თხოვნას გაითვალისწინებენ
წყარო:
1863
24 თებერვალი
ელენე ჩოლოყაშვილის ოჯახში იმართება ლიტერატურული საღამო, რომელზეც
კითხულობს საკუთარ თხზულებებს. გული სწყდება, რომ ოლღა გურამიშვილი მისვლას
ვერ ახერხებს.
წყარო:
24 თებერვალი
წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ
ჩოლოყაშვილებთან მისი ნახვა ვერ შეძლო. სთხოვს, გაიხსენოს და სიტყვასიტყვით
მისწეროს, რა უთხრა მან იასე ანდრონიკაშვილს ილიასთან დაკავშირებით და რა
მიიღო პასუხად. ასევე, სთხოვს, თავი შორს დაიჭიროს იმ ქალისგან, რომელიც
მათი ბედნიერების ჩაშლას ცდილობს.
წყარო:
1870
24 თებერვალი
თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში იწყებს
გლეხ პეტრიაშვილის სარჩელის განხილვას თავად ხიმშიაშვილის წინაღმდეგ. საქმე
ეხება ხარის წართმევას. მომჩივანი მოითხოვს მის დაბრუნებას და მოცდენილი
დღეების ანაზღაურებას.
წყარო:
1880
24 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას
რუბრიკით „თეატრის მატიანე“ („პ. უმიკაშვილის ახალს კომედიაზედ...“).
ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში.
წყარო:
1881
24 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბათომის
მაზრის დაცარიელება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
24 თებერვალი
მონაწილეობს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მესამე სხდომაში.
წყარო:
1882
24 თებერვალი
გაზეთ „დროებაში” ქვეყნდება მისი წერილი „კატკოვის პასუხად“
წყარო:
1883
24 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ლექციების
შესახებ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1887
24 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
23 თებერვალი“ („როცა ბისმარკმა შეიტანა რეიხსტაგში თავისი სამხედრო
კანონპროექტი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის
მუქარა“ .
წყარო:
1888
24 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
23 თებერვალი“ („დღეს ევროპაში აქეთ მოიხედავ...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ომის საწინააღმდეგო მოძრაობის გაძლიერება
ევროპაში“.
წყარო:
1889
24 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
23 თებერვალი“ („ოცს თებერვალს, ორშაბათს დღეს, ქალაქის საბჭოში...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ტფილისში ჯანმრთელობისა და
სანიტარული საქმის ვითარება“.
წყარო:
1896 24 თებერვალი
ედინბურგში გამომავალ ჟურნალში „სქოთსმენ“ იბეჭდება რეცენზია „განდეგილის“
მარჯორი უორდროპისეულ თარგმანზე და ნათქვამია, რომ პოემის დამწერს აშკარად
ეტყობა დიდი ნიჭი და მდიდარი პოეტური ფანტაზია.
წყარო:
1898
24 თებერვალი
თბილისის სასამართლო პალატას გამოაქვს დადგენილება ილია ჭავჭავაძისა და იაგორ
გურგენიძის მფლობელობაში არსებული საგურამოს მამულების გაყოფის დამტკიცების
შესახებ.
წყარო:
1901
24 თებერვალი
თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე წერილობით მიმართავს ილია
ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ დაესწროს თბილისის საოლქო
სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს 9 და 26 მარტს.
წყარო:
1903
24 თებერვალი
იღებს გიორგი ორბელიანის დეპეშას. ადრესანტი აცნობებს, რომ პრინცი ალექსანდრე
ოლდენბურგი იწვევს გაგრაში სასწავლებლის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით
წყარო:
1906
24 თებერვალი
ოდესის საბაღო მეურნეობიდან იწერს ყვავილების ნერგებს.
წყარო: