1878
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 348; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 358–359; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 195, 368.
დათარიღება:
იხ.
„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 253-254. პირთა იდენტიფიკაცია:
„ტექსტოლოგიური
კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016,
გვ. 148-150.
პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული
(1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.
ანდრონიკაშვილი იასე რევაზის ძე (დაბ. 1811) ოლღა გურამიშვილის მამის –
თადეოზის ბიძაშვილი. თადეოზის დედა – ნინო და იასეს მამა რევაზი იყვნენ მარტყოფის
მოურავის – ზაალ ზაზას ძე ანდრონიკაშვილის შვილები. გაზ. „ივერია“, 1886, 13 ნოემბერი, № 246, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 519. გაზ. „ივერია“, 1887, 13 ნოემბერი, № 238, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბ., 2006, გვ. 612.
გაზ. „ივერია“, 1891, 13 ნოემბერი, № 242, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
12, 2007, გვ. 52./td>
გაზ. „ივერია“, 1892, 12 ნოემბერი, № 240, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა
კრებული ათ ტომად, (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957, გვ. 77-79; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 12, თბილისი, 2007, გვ. 115. გაზ. „ივერია“, 1895, 16 ნოემბერი, № 248, გვ. 2 საქართველოს ეროვნული არქივი,
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზო პირთა ანოტაციები:
ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო)
ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა
მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში,
1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა
ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის
შენობის აგების საქმეს. გოთუა პართენ ალექსანდრეს ძე
(1873-1936) პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი და საზოგადო
მოღვაწე.
13 ნოემბერი
ყვარლიდან თბილისში მეუღლეს უგზავნის
წერილს, რომელშიც ატყობინებს, რომ ჯერ ტყის გაყოფის საქმე არ დასრულებულა.
აინტერესებს, იასე ანდრონიკაშვილს ღვინის ფული გამოართვა თუ არა. აძლევს
სამეურნეო შინაარსის დარიგებებს
წყარო:
1886
13 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 12 ნოემბერი“ („როცა ინგლისის აღმოსავლეთის საქმის გამო...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „აზრი ინგლისის
პოლიტიკაზე“.
წყარო:
1887
13 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს
თარიღით „ტფილისი, 12 ნოემბერი“ („ერთი დიდი ნაკლულევანება ჩვენებურის
სოფლებისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„ვენახებისა და ჭირნახულის წანახედობა და მისი საწინააღმდეგო ზომები“.
წყარო:
1891
13 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს
თარიღით „ტფილისი, 12 ნოემბერი“ („მას აქედ, რაც საფრანგეთის ესკადრა
კრონშტატში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„ვინ ვისთვის ლესავს ხმალს ევროპაში“
წყარო:
1892
13 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 13 ნოემბერი“ („წარსულს ოთხშაბათ ჩვენს ქალაქის საბჭოს მოუხდა
გასინჯვა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო
შენიშვნები ტფილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“
წყარო:
1895
13 ნოემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წევრთა საგანგებო კრებას, რომელზეც
განიხილავენ გამგეობის მოხსენებას დამატებითი ხარჯების შესახებ.
წყარო:
1901
13 ნოემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ
მიმდინარე ხარჯთაღრიცხვას, ეცნობიან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის
გაკვეთილების განაწილების განრიგს და აღნიშნულ სკოლას ატყობინებენ,
რომ გერმანული ენის სწავლება უნდა დაიწყონ მეოთხე კლასიდან. მსჯელობენ
საზოგადოების დახმარებით სოფ. ხარაგაულში სამკითხველოს გახსნის
თაობაზე. თიანეთისა და გომარეთის სკოლებს უგზავნიან სასკოლო ინვენტარს.
არ აკმაყოფილებენ კავკავის სკოლის გამგის პართენ გოთუას თხოვნას მისი
სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ორგანიზაციის თავმჯდომარის
მოადგილედ ირჩევენ ნიკო ცხვედაძეს და მდივნად – ალექსანდრე სარაჯიშვილს.
ამტკიცებენ მიმდინარე ხარჯებს.
წყარო: