The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


6.05

1867    
    
6 მაისი    
    
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე ირჩევენ თსს ბანკის წესდების შემდგენელი კომიტეტის წევრად თელავის მაზრიდან.  წყარო:

თფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის შეყრილობაზედ, „დროება“, 1867, № 20, გვ. 1-2.

    
1868    
    
6 მაისი   
    
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში ისმენს გიგო ჭიაურის საჩივარს იკოთელი თავადის ბეჟან ფიცხელაურის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალს სდებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში. მოწმეებს იბარებენ 22 მაისისთვის, მაგრამ საქმის განხილვას, რომელიც შერიგებით მთავრდება, ილია ჭავჭავაძე ვერ ესწრება.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 73, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ჭიაური გიგო გლახას ძე

სოფელ იკოთის მკვიდრი.

ფიცხელაური ბეჟან

 სოფელ იკოთელი თავადი.

    
1882    
    
6 მაისი    
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სათავადაზნაურო ბანკის კრების ანგარიშის გაგრძელება.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 6 მაისი, № 92, გვ. 1-2.

    
1884    
    
5-6 მაისი   
    
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის მოწვეულ თავადაზნაურთა კრებაში და ირჩევენ კომისიაში, რომელსაც ევალება შეიმუშაოს სააზნაურო სკოლის მიმართულების საკითხი.  წყარო:

გაზ. „დროება“ №№ 100, 101,125.

    
    
6 მაისი

გაზეთ „დროებაში“ ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერით, სათაურით „წერილი რედაქტორთან“ აქვეყნებს საზოგადოების სასარგებლოდ გამართული მეჯლისის შემოსავლის ანგარიშს.

  წყარო:

გაზ. „დროება“, 1884, № 99, გვ. 2.

    
1886    
    
6 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 მაისს“ („იყო დრო, როცა ნავთის ხმარება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ნავთობის ბაჟი“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 309; გაზ. „ივერია“, 1886, 6 მაისი, № 98, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბილისი, 2007, გვ. 11.

    
6 მაისი    
    
ესწრება ქართული დრამატული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელიც ტარდება ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორის“ პირველად წარმოდგენის ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 9 მაისი, № 100, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ოც ტომად), ტ.5, 1991,გვ. 229-232, 658-659.

პირთა ანოტაციები:

გოგოლი ნიკოლოზ ვასილის ძე (1809-1852)

რუსი მწერალი და დრამატურგი, კრიტიკული რეალიზმის ფუძემდებელი.

    
6-7 მაისი    
    
თავმჯდომარეობს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას.  წყარო:

გაზ. «Кавказ», № 125. გაზ. „ივერია“, 1886, № 85, გვ. 1, № 101, გვ. 1-2, № 102, გვ. 1, № 103, გვ. 1-2.

    
1887    
    
6 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 მაისი“ („ეხლანდელმა სახელმწიფო ქონებათა მინისტრმა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის წარმოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებანი“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 676-678, გაზ. „ივერია“, 1887, 6 მაისი, № 90, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 296.

    
1888    
    
6 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 5 მაისი“ („ჩვენ წინა წერილში ლაპარაკი გვქონდა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის საფუძვლები“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 6 მაისი, № 94, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1928, გვ. 145-170; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 202.

    
1891    
    
6 მაისი    
    
პეტერბურგის მეფრინველეობის საზოგადოება სწერს, რომ მისი წერილი და თანხა გადაუგზავნეს სოფელ ვიტოვოს მეფრინველეობას.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 14 (260).

    
1893    
    
6 მაისი    
    
გიორგი წერეთელი ნიკო ზუბალაშვილს და ნიკო ცხვედაძეს აცნობებს რომ სომხური გაზეთების რედაქტორების ინფორმაციით, სომეხი ახალგაზრდები ეწინააღმდეგებიან ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძისა და მათ არჩევას ქალაქის საბჭოში.  წყარო:

გიორგი წერეთელი, წერილი რედაქციის მიმართ, გაზ. „ივერია“, 1893, 15 მაისი, № 100, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

ზუბალაშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (გარდ.1910)

თბილისის საქალაქო საბჭოს წევრი 1893 წელს.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
1906    
    
6 მაისი    
    
პეტერბურგში ჩასულებს სადგურში ხვდებათ ალექსანდრე ყიფშიძე. ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად ბინავდება როჟდესტვენსკაიას ქუჩაზე.  წყარო:

ალ. ყიფშიძე, ლიტერატურის მატიანე, წ. 1-2, 1940, გვ. 190.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

 გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.