The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


9.04

1875    
     
9 აპრილი    
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმ სალიტერატურო საღამოს შესახებ, რომელშიც ის მონაწილეობდა.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1875, 9 აპრილი № 42, გვ. 1-2.

    
1880    
    
9 აპრილი   
    
გაზეთ „დროებაში“ პეტრე უმიკაშვილი აქვეყნებს გამოხმაურებას ხიზნების თაობაზე ილია ჭავჭავაძის წერილების საპასუხოდ წინა დღეს „ობზორში“ დაბეჭდილი შენიშვნების გამო.  წყარო:

გაზ. „დროება“, „ახალი ამბები“, 1880, 8 აპრ. № 77.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

    
1886    
    
9 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 აპრილს“ („ჩვენი, ქართველების ხასიათი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „თავადაზნაურობის გულგრილობა სწავლაგანათლების საქმეში“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, II, გვ. 51; გაზ. „ივერია“, 1886, № 79, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 535.

    
1902    
    
9 აპრილი   
    
ხელს აწერს ვექსილს, რომლის მიხედვითაც იღებს ვალდებულებას 4 თვის განმავლობაში გადაუხადოს ალექსანდრე სარაჯიშვილს 275 მანეთი.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 23.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

    
1902    
    
9 აპრილი    
    
მთავარმართებლის კანცელარია თბილისის გუბერნატორს აცნობებს ილია ჭავჭავაძის თხოვნას გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლების ალექსანდრე სარაჯიშვილისთვის გადაცემის შესახებ.  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 257.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

    
1906    
    
 9 აპრილი   
    
გაზეთი „პეტერბურგსკი ლისტოკი“ აქვეყნებს ინფორმაციებს სახელმწიფო საბჭოს ახალი წევრების შესახებ. ამავე ნომერში იბეჭდება ინტერვიუ ილია ჭავჭავაძესთან, სადაც ნათქვამია, რომ ის არის „საერთოდ კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს ფართო თვითმმართველობის მომხრე, ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლებით“.  წყარო:

დიმიტრი შველიძე, პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში, 1993, გვ. 185. გაზ. „Петербургский листок“, 1906, № 96, 9 აპრილი; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

    
 9 აპრილი   
    
ლევ გოლიცინი დეპეშით ულოცავს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას. _ 1906 9 აპრილი გიორგი და ალექსანდრე ცისკარიშვილები, დიმიტრი ჭავჭავაძე, ბესარიონ გოგოხია, ალექსანდრე ჩიჯავაძე და სხვები დეპეშებით წარმატებას უსურვებენ სახელმწიფო საბჭოში.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

პირთა ანოტაციები:

გოლიცინი ლევ სერგეის ძე (1845-1916)

რუსი იურისტი, მეღვინე. 1902 წლიდან რუსეთის იმპერიის სამხრეთ რეგიონებში მეღვინეობის საიმპერატორო კომიტეტის საპატიო წევრი და 1911-დან - თავმჯდომარე.

    
9 აპრილი    
    
თამარ გრუზინსკაია და მარიამ ორბელიანი დეპეშით ულოცავენ სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას.  წყარო:

გ. ხვედელიძე, მიხეილ გედევანიშვილი, 1960, გვ. 147.

    
9 აპრილი    
    
კოტე და ელენე აფხაზები დეპეშით ულოცავენ სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი ელენე (1870-1942)

ილია ჭავჭავაძის დისწულის, კონსტანტინე აფხაზის მეუღლე. გარდაიცვალა ემიგრაციაში. დაკრძალულია ლევილში.

აფხაზი კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე (1867-1923)

ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ილია ჭავჭავაძის დისშვილი, დახვრიტეს კომუნისტებმა.