ა. გაჩეჩილაძე, მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის, ი. ჭავჭავაძე,
საიუბილეო კრებული, თბ. 1957, გვ. 359-361. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის
დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი
გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ.
დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.
ვორონცოვი მიხეილ სიმონის ძე (1782-1856) – რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე,
გენერალ-ფელდმარშალი, 1845-1854 წლებში კავკასიის მეფისნაცვალი. ჭავჭავაძე ალექსანდრე პაატას ძე (1808-1838) ილია ჭავჭავაძის ბიძა, რუსეთის არმიის გენერალ ფეზეს რაზმის ოფიცერი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 226; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 95; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ
ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 406; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ.
21-22, 325. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. ყაზბეგი პელაგია ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის საერთო ნაცნობი მათ ქორწინებამდე,
რომელიც ხელს უწყობდა საიდუმლო მიმოწერაში. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. II, ფ. 1. „ცნობის ფურცელი“, 1904, 31
მარტი, № 2452, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის
გამგეობის თავმჯდომარე გაზ. “დროება“, 1881, 30 იანვარი, № 22, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 216. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში.
ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15,
2007, გვ. 621, 670. პირთა ანოტაციები: გამბეტტა ლეონ მიშელ (1838-1882) ფრანგი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. 1879-1881 წლებში დეპუტატთა პალატის
წევრი, 1881 წლიდან პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, №№ 3, 72. პირთა ანოტაციები: იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902) რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში.
მოძალევსკი ლევ ნიკოლოზის ძე (1837-1896) პედაგოგი, განათლების თეორეტიკოსი, 1880 წლიდან ასრულებდა კავკასიის საცენზურო
კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას, 1882 წელს კი დაინიშნა ამ თანამდებობაზე. სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს
გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს
დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის
უფროსად. გაზ. “დროება“, 1883, 30 იანვარი, № 21, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 410. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 701-702. გაზ. „ივერია“, 1886, № 23, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი,
2005, გვ. 326. გაზ. „ივერია“, 1887, 30 იანვარი, № 22, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბილისი, 2006, გვ. 78. გაზ. „ივერია“, 1888, 30 იანვარი, № 22 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 10, 2007, გვ. 49. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17577; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.),
სოხუმი, 1949, გვ. 97; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 119; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 207, 468. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 208-209. პირთა იდენტიფიკაცია: წერილში დავით ღამბაშიძე მხოლოდ გვარით არის მოხსენიებული. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი,
მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910) დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა
ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“. გაზ. „ივერია“, 1893, 30 იანვარი, № 22, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 12, 2007, გვ. 151. გაზ. „ივერია“, 1894, № 23, გვ. 4. პირთა ანოტაციები: შენგელია ნიკოლოზ (ნიკო) ივანეს ძე (1864-1953) დაამთავრა ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტი. იყო „საქართველოს
განთავისუფლების ლიგის“ წევრი. გაზ. „ივერია“, 1894, 30 იანვარი, № 23, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 13, 2007, გვ. 20, 505-506. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 69. გაზ. „კვალი“, 1900, № 5, გვ. 69-71. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“
რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921
წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 13.
1848
30 იანვარი
გრიგოლ ჭავჭავაძე ვრცელი განცხადებით მიმართავს კავკასიის მეფისნაცვალ
მიხეილ ვორონცოვს, მოუთხრობს ქვეყნის წინაშე თავისი, ძმებისა და წინაპრების
სამხედრო დამსახურების შესახებ, ატყობინებს, რომ დაღესტანში დაღუპულ ძმას –
ალექსანდრეს შემწეობის გარეშე დარჩა ცოლი და ოთხი შვილი და რომ პირადად
მასაც ხუთი შვილი ჰყავს და ვალების გამო მთელი ქონების დაკარგვა ემუქრება.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ითხოვს საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონების
გარანტიით 25-წლიანი სესხის გამოყოფას 15 ათასი ვერცხლის მანეთის ოდენობით.
ასევე ითხოვს ბავშვების აღზრდა-განათლებას სახელმწიფო ხარჯზე.
წყარო:
1863
30 იანვარი
ბარათს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. უბრუნებს თანხას, რომელიც ოლღამ მათ
საიდუმლო მიწერ-მოწერაში დამხმარე პელაგია ყაზბეგისთვის საჩუქრის საყიდლად
გაუგზავნა და სწერს, რომ თავად უყიდის. გარდა ამისა, ატყობინებს, რომ მათი
ამბავი უკვე ბევრმა გაიგო და ულოცავენ. სთხოვს, მეორე დღის 1 საათზე
აივანზე დაენახვოს.
წყარო:
1875
30 იანვარი
მონაწილეობს თსს ბანკის დამფუძნებელთა კრებაში, რომელზეც განიხილავენ
საწევრო გადასახადების და ბანკის წევრად მიღების საკითხებს.
წყარო:
1878
30 იანვარი
გრიგოლ ორბელიანის სახლში მონაწილეობს „ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების“ წესდების პროექტის განხილვაში. პროექტის
დასამტკიცებლად მთავრობაში წარდგენას კრება ავალებს დიმიტრი ყიფიანს, ილია
ჭავჭავაძესა და ბესარიონ ღოღობერიძეს.
წყარო:
1881
30 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გამბეტტას
ძლიერება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
30 იანვარი
კირილ იანოვსკის პასუხად დაწერილ მის სტატიასთან დაკავშირებით კავკასიის
საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევ მოძალევსკი
იღებს წერილს, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი
დიმიტრი სტაროსელსკი თანახმაა სტატიის დაბეჭდვაზე და ფიქრობს, რომ კირილ
იანოვსკისაც არ ექნება რაიმე საწინააღმდეგო. მოძალევსკის უჩნდება კითხვა,
საიდან ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს ციტირებული მანიფესტის ტექსტი და წერილს ამ
შეკითხვით უგზავნეს მას საგურამოში.
წყარო:
1883
30 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „დრონი
იცვალნენ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1886
30 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
29 იანვარს“ („ჩვენს გუშინდელს გაზეთში...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „სახელმწიფო ტყეების საქმე“.
წყარო:
1887
30 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
29 იანვარი“ („ამ რამდენიმე წლის წინად ყველა სახელმწიფოს ევროპაში...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „იტალიის მიერ მასსოვას
დაპყრობის მცდელობა“.
წყარო:
1888
30 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 29 იანვარი“ („ჩვენა ვსთქვით, რომ მეცნიერებმა
წამალი უპოვეს მილდიუსა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა
სათაურით „ვაზის ავადმყოფობა მილდიუ“.
წყარო:
1893
30 იანვარი
გრიგოლ ყიფშიძეს სწერს, რომ მომდევნო დღის „ზურნაში“ დავით ღამბაშიძეზე
არაფერი დაბეჭდოს და, ზოგადად, სასაცილოდ არავინ აიგდონ.
წყარო:
30 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ივერიელი“ განაგრძობს ვრცელი წერილის ბეჭდვას
სათაურით „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ და ქვესათაურით „კიდევ „Новое
Обозрение-სა და კახეთის რკინისგზის გამო“ („სამადსამი გზაა, ჩვენის
ფიქრით,რომ გაჩნდეს ის ძალ-ღონე...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით
პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1894
30 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ვარშავის ქართველ სტუდენტთა სახელით ნიკოლოზ შენგელია
აქვეყნებს წერილს, რომელშიც მადლობას უხდის ილია ჭავჭავაძეს ვარშავის
ქართველ სტუდენტთა ბიბლიოთეკისათვის გაზეთ „ივერიის“ კომპლექტისა და თავის
თხზულებათა ოთხტომეულის გაგზავნისთვის.
წყარო:
30 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს სტატიისა
თარიღით „ტფილისი, 29 იანვარი“ („კახეთის ვენახების პატრონთა საზოგადოების“
აზრით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კახეთის
მევენახეთა საზოგადოების დაარსება“.
წყარო:
1896
30 იანვარი
უცნობი პირი უძღვნის რუსულ ლექსს („Скоро мне придётся поехать в край
далёкий и чужой / Очень жаль, что до отъезда не увижусь я с тобой’’).
წყარო:
1900
30 იანვარი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება დასაწყისი ნოე ჟორდანიას ვრცელი წერილისა სათაურით
„პრესა“, რომელიც მთლიანად მიმართულია გაზეთ „ივერიისა“ და მისი რედაქტორის
ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. იგი წარმოჩენილია როგორც უკიდურესი
რეაქციონერი
წყარო:
1903
30 იანვარი
თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე წერილობით მიმართავს
ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ დაესწროს თბილისის
საოლქო სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომას 12 თებერვალს.
წყარო: