![]() |
ილია ჭავჭავაძე |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
პავლე ინგოროყვა
/ნარკვევი/
* * * ქართველი ერის უკვდავ მოღვაწეთა შორის ჩვენ
გვინათებს შარავანდედით მოსილი სახე ილია ჭავჭავაძისა. ილია
ჭავჭავაძე ცენტრალური ფიგურაა მეცხრამეტე საუკუნის ქართულ მწერლობასა და
საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ილია ჭავჭავაძე და მისი
თანამოღვაწე აკაკი წერეთელი არიან დიდნი ფუძემდებელნი ახალი ქართული მწერლობისა
და ახალი ქართული სალიტერატურო ენისა. - ილია ჭავჭავაძის სამწერლო მოღვაწეობა
უაღრესად ფართო დიაპაზონისა, შეიძლება ითქვას — უნივერსალური ხასიათისა იყო.
ილია არის შემოქმედი ბრწყინვალე შედევრების მხატვრული მწერლობის დარგში,
როგორიცაა „განდეგილი“ და „კაციაადამიანი?!“, „კაკო ყაჩაღი“ და „გლახის
ნაამბობი“, „ბაზალეთის ტბა“ და „ოთარაანთ ქვრივი“, „აჩრდილი“ და „მგზავრის
წერილები“. ილია ამავე დროს არის დიდი პუბლიცისტი, ასევე
კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, ეკონომისტი, სოციოლოგი, ღრმა
მოაზროვნე. ილია არის ქართველი ხალხის დიდი
განმანათლებელი. ილია უდიდესი საზოგადო მოღვაწეა
მეცხრამეტე საუკუნის საქართველოსი, ქართველი ერის დიდი მოჭირნახულე. ილია არის
საქართველოს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობის დიდი ბელადი.
წინამდებარე ნარკვევში ჩვენი საგანია ავსახოთ დიდი მწერლის
ცხოვრების გზა, გავაშუქოთ მისი მრავალმხრივი მოღვაწეობა.
![]() |
2 I. ისტორიული წარსულიდან |
▲ზევით დაბრუნება |
I
ისტორიული წარსულიდან
ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წელს, 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.), კახეთში, სოფელ
ყვარელში. ვიდრე გადავიდოდეთ
მწერლის ბიოგრაფიის განხილვაზე, ჩვენ აქ წინასწარ გადავშლით რამდენიმე
ფურცელს ისტორიული წარსულიდან.
* მწერლის წინაპარნი საქართველოს ამ მხარის — კახეთის —
ძირეულნი მკვიდრნი იყვნენ.
პოეტის სამშობლო სოფელი ყვარელი მდებარეობდა
ისტორიული საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების სადარაჯოზე.“
შემთხვევითი არაა, რომ სოფელ ყვარლის თავში, დაღისტანიდან მომავალი გზის
ხაზზე აღმართულია ძველი ციხე. ხოლო თვით ილიას სახლი,
სადაც დაიბადა პოეტი, — ეს არის ძველებური კოშკი, მტრებისაგან
თავდასაცველად აგებული.
პოეტის სამშობლო სოფელი ყვარელი გადაჰყურებს
საქართველოს მშვენება — ალაზნის ველს. მაგრამ ეს მშვენიერი ველი სამშობლოს
ერთგულ დამცველთა წმინდა სისხლით არის მორწყული. რა
ცეცხლი გაჩნდა გაღმა-მხარს, რა გრგვინვა მოდის ბრძოლისა?
მთლად დაღისტანი მოაწვა გასაოხრებლად ყვარლისა! ოცდარვა
დღეა, რაც ისმის ხმა ომის შეუწყვეტლისა! გაჭირდა...
ციხე მისუსტდა... სად არის ხელი მხსნელისა? ......
გაჩნდნენ... დაჰკივლეს... ხმალ და ხმალ შუა გააპეს ლეკთ ძალი
და გამოიხსნეს მბრწყინავი კახეთის თვალი ყვარელი! |
|
|
* საისტორიო წყაროებში უძველესი ცნობა ჭავჭავაძეთა
გვარის შესახებ ეკუთვნის ჯერ კიდევ იმ ხანას, როდესაც ძველი საქართველოს
სახელმწიფოებრივი მთლიანობა არ იყო დარღვეული — სახელდობრ საქართველოს
მეფის ალექსანდრე I დიდის ხანას (მე-15 საუკუნის პირველი ნახევარი* ). ეს
იყო ეპოქა, როდესაც საქართველო იშუშებდა იმ ჭრილობებს, რომელიც ჩვენს
ქვეყანას თემურლენგის ბარბაროსულმა შემოსევებმა მიაყენა |
* იხ. მცხეთის სიგელი ალექსანდრე I-ის დიდის დროისა, 1438 წლისა (თ. ჟორდანიას გამოცემა, ქრონიკები, II, 1897 წ., გვ. 244) |
|
თავდაპირველი სამკვიდრო ჭავჭავაძიანთ გვარისა, როგორც ირკვევა, ყოფილა კახეთის მთიულეთი, ახმეტა-თიანეთის მხარე. |
||
ჭავჭავაძიანთ ერთ შტოს აქ ძველადვე, ჯერ კიდევ საშუალო საუკუნეებში, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისაგან მიუღია თავადობა. ჭავჭავაძეთა სამოურავოს უძველეს ხანაში, როგორც ირკვევა, შეადგენდა ეს კუთხე, კახეთის მთიულეთი (ახმეტა-თიანეთის მხარე, ფშავ-ხევსურეთით); ამიტომაც ჭავჭავაძენი „მთის კაცთა“ სახელით მოიხსენებიან”. |
* იხ. იოანე ბატონიშვილი, "კალმასობა", I, 1936 წ., გვ. 129, იხ. აგრეთვე „მასალა ისტორიისათვის“ (გამოქვეყნებული ჟურნალ „ივერიაში“, 1884 წ., V — VI, დამატება, გვ. 40), სადაც ჭავჭავაძეთა შესახებ აღნიშნულია, რომ „ესენი იყვნეს მთის ადგილით“. აღვნიშნავთ ამასთან, რომ ახმეტა და მისი უბნის პუნქტები მოხსენებულია ჭავჭავაძეთა გვარეულობის მთელ რიგ საბუთებში (იხ. კერძოდ მე-16 საუკუნის საბუთი, ქრონიკები, II, გვ. 334). — თიანეთი, როგორც სამკვიდრო ჭავჭავაძეთა, მოიხსენება კერძოდ ხალხურ ლექსებში (იხ. დ. ხიზანიშვილი, ფშაური ლექსები, 1887 წ., გვ. 14). |
|
მე-16 საუკუნის დასაწყისს, კახთა მეფის ლეონ I-ის დროს, 1529 წელს, ჭავჭავაძიანთ გვარის მთავარი შტო დამკვიდრებულა კახეთის გაღმა-მ ხარში, ყვარელ-შილდას მხარეში, კახეთის იმ სანაპიროზე, რომელიც იცავდა საქართველოს დაღისტანის მთიელთა შემოსევებისაგან. * |
*იხ. „მასალა ისტორიისათვის“, ჟურნ. „ივერია“, 1884 წ., V — V1, დამატება, გვ. 40. აღვნიშნავთ ამასთან, რომ ამავე ეპოქიდან, მე-16 საუკუნიდან, მოღწეულია ჭავჭავაძეთა საგვარეულო სიგელები 1517 და 1584 წლებისა (იხ. ქრონიკები, II, გვ. 334; ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1449, საბ. 1663; ფონდი 1448, საბ. 5228). |
|
ჭავჭავაძეთა ამ მთავარ შტოს სამკვიდროს შეადგენდა აგრეთვე გაღმა-მხარის მეზობლად მდებარე საინგილოს — კახეთის ამ ძველი ისტორიული ნაწილის — სოფლები. |
||
არაა ინტერესს მოკლებული აღვნიშნოთ ამასთან, რომ ჭავჭავაძეთა გვარს ჰქონია სამკვიდრო საინგილოში თვით მე18 საუკუნის პირველ ნახევრამდე. 1726 წლის სიგელში ჭავჭავაძეთა გვარის სამკვიდროდ დასახელებულია საინგილოს სოფლები ენგიანი, ყანდახი და მოსული. ამას გარდა ჭავჭავაძეთა გვარს ჰქონია „სახელო“ საინგილოს ენისელში (იგივე ელისენი, თანამედროვე ალიაბადი — ზაქათალის რაიონისა), რომელიც საინგილოს მხარის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს წარმოადგენდა. * |
* იხ. სიგელი 1726 წლისა, ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1450, დ. # 11, ს., # 12. | |
საქართველოს ამ ძველი განუყოფელი ისტორიული ნაწილის საინგილოს მოხსენებული პუნქტებიდან — საინგილოს ელისენში (თანამედროვე ალიაბადი) და მოსულში დღემდე ქართული მოსახლეობაა, რომელსაც წმინდად დაუცავს ქართული ენა. ხოლო ორ პუნქტში, ენგიანსა და ყანდახში, — თუმცა ასევე ქართული მოსახლეობაა, მაგრამ მათ ქართული დედაენა უკვე დაკარგული აქვთ... “ |
||
ყვარელ-შილდის მხარე, სადაც მე-16- 18 საუკუნეებში მკვიდრობდა ჭავჭავაძეთა გვარის მთავარი შტო, წარმოადგენდა, როგორც მოვიხსენეთ, სანაპირო კუთხეს, რომელიც იცავდა კახეთს დაღისტანის მთიელთა შემოსევებისაგან; ხოლო საინგილო იყო გზა, საიდანაც აწარმოებდნენ კახეთზე შემოტევას რო გორც დაღისტნელები, ისე ირანელები. საქართველოს საზღვრების ამ სადარაჯოზე მონაპირებამ გამოიმუშავა ამ მხარის მკვიდრთა შეუდრეკელი რაინდული სული. იმ ქარიშხლიან ეპოქაში, რომელსაც წარმოადგენდა საქართველოსათვის, და კერძოდ კახეთისათვის, მე-17 — 18 საუკუნეები, ამ მხარის მკვიდრთ ჩვენ ვხედავთ სამშობლოსათვის თავდადებულ მებრძოლთა პირველ რიგებში. |
||
ასე, მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც შაჰაბაზმა აჰყარა კახეთი, და როდესაც თეიმურაზ I ათეული წლების მანძილზე აწარმოებდა გმირულ ბრძოლას ირანელ დამპყოობელთა წინააღმდეგ, თეიმურაზის ერთ-ერთი მთავარი თანამშრომელი ამ დროს ყოფილა გაღმა-მხარის (შილდა-ყვარელი) ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენელი გარსევან გულბათის-ძე ჭავჭავაძე, რომლის შესახებაც თეიმურაზ I ამბობს: |
||
„იმ ტოლი კაცი იმ დროს, მე აღარ მყვანდა მისთანა“. * | * იხ. არჩილი, თხზულებათა სრული კრებული, ტ. II, 1936 წ., გვ. 86 — 87. . | |
მე-18 საუკუნის ოციან წლებში, როდესაც ქართლი და კახეთი ოსმალეთმა დაიპყრო, ვახტანგ VI და ქართლის თავი კაცები რუსეთში გაიხიზნენ, ხოლო კახეთის მეფე კონსტანტინე I და მისი ძმა თეიმურაზ II (ერეკლე II-ის მამა) კახეთის მთიულეთში იყვნენ გამაგრებულნი, ამ უკანასკნელთ თან ახლდნენ ჭავჭავაძენი. ამ დროს — 1726 წელს გაცემულს ერთ სიგელში კახეთის მეფე კონსტანტინე I წერს ჭავჭავაძეთა სახლის განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ სამშობლოს წინაშე, — რომ მათმა მამაპაპამ არა ერთგზის დასდო თავი ქვეყნისათვის, და რომ უკანასკნელ დროსაც, როდესაც ქვეყანას თურქები შემოესივნენ, მათ განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს. |
||
მამა-პაპანი თქვენნიო, — წერს ჭავჭავაძეთა შესახებ კონსტანტინე I — „ერთგულებასა, სამსახურსა შინა აღსრულებულ იყვნეს, რამეთუ მრავალნი შრომანი და ჭირნი თავს ესხნეს; და მრავალჯერ ექსორია ქმნილიყვნეს უცხოთა ადგილთა და ქვეყანათა კურთხეულთა მათ — მამათა და პაპათა ჩვენთა თანა. ხოლო აწ რომელნიცა დაშთომილ იყვენით — შვილნი მათნი, უფროსნი მსახურებანი აღასრულენით, რამეთუ არა ჰრიდეთ ხორცთა თქვენთა სიკვდილად...”* |
* იხ. სიგელი 1726 წლისა, ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1450, დ. # 11, ს. # 12 . | |
ქვეყნისათვის ამ თავდადებაზე ჩვენ მოგვითხრობს არა ერთი და ორი ხალხური ლექსი. |
![]() |
3 II. ოჯახური გარემო. ყრმობა. — სიჭაბუკე. |
▲ზევით დაბრუნება |
II.
ოჯახური გარემო. ყრმობა. — სიჭაბუკე. გავეცნოთ ამის შემდეგ მწერლის ოჯახურ გარემოს. მწერლის ოჯახში, მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ძველი საქართველოს ისტორიული ტრადიციები. მწერლის პაპა პაატა ჭავჭავაძე — მომსწრე იყო ერეკლე მეფისა. |
||
ერეკლე მეფის დროს პაატა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მოიხსენება როგორც მონაწილე ექსპედიციისა — იმერეთში 1788 წელს, როდესაც ერეკლემ იმერეთის მეფედ დასვა თავისი შვილიშვილი სოლომონ II* |
* იხ. პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი XII-ისა, 1936 წ., გვ. 263. |
|
1798 წელს, როდესაც გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პატარა კახი და, როგორც ხალხური ლექსი ამბობს — „საქართველოს შეეხსნა რკინის კარები“, — პაატა იყო ერეკლეს დამტირებელთა შორის; პაატას, ქართლ-კახეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჩამოუსვენებია ერეკლეს ცხედარი თელავიდან — მცხეთაში, სადაც იგი მიაბარეს სამშობლო მიწას საქართველოს ძველ დედაქალაქში. * |
იხ. უწყება ერეკლე მეფის დასაფლავების შესახებ (დოკუმენტი დაბეჭდილი გაზ. „ივერიაში“ 1887 წ., # # 89 — 90). |
|
საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის დროს პაატა სამხედრო სამსახურშია. 1800 წელს გიორგი XII უბოძებს პაატას სამხედრო ხარისხს „ხუთასის-თავობა“-ს * |
იხ. საისტორიო მოამბე, III, 1947 წ., გვ. 263. შეად. საბუთი ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივისა, ფონდი 1450, დ. # 52/ს., No 74. |
|
რუსეთის მფლობელობის დამყარების შემდეგ პაატა ცხოვრობს თავის სამშობლო სოფელ
ყვარელში.
პაატას ხუთი ვაჟი ჰყოლია: სვიმონი, გარსევანი, ალექსანდრე, გრიგოლი (— მამა
ილიასი) და იოსები.
პაატას პირველი ოთხი ვაჟი რუსეთის ჯარში ყოფილან სამსახურში ოფიცრებად. ამათგან
პირველი სამი, ჯერ კიდევ ახალგაზრდები, ომებში დაღუპულან. უფროსი ვაჟი,
სვიმონი, ქართული გრენადერთა პოლკის პორუჩიკი, დაღუპულა 1827 წელს, სპარსეთთან
ომში; იგი მოუკლავთ ბრძოლაში ერევნის ციხის აღების დროს. უდროოდ დაღუპულს
სვიმონ ჭავჭავაძეს მოიხსენებს გრიგოლ ორბელიანი თავის „სადღეგრძელო“-ში, -
როგორც „მშვენიერს და გონებით სავსე ყმაწვილ კაცს“.
სვიმონ ჭავჭავაძის მომდევნო ძმა — გარსევანი, შტაბს-კაპიტანი კავკასიის
მესანგრეთა ბატალიონისა, და მესამე ძმა — სრულიად ახალგაზრდა ალექსანდრე —
დაღუპულან უახლოეს წლებში ლეკებთან ომის დროს დაღისტანში * |
* იხ. საბუთი ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივისა, ფონდი 3, საქმე 3728, ფ. 1 — 3; საისტორიო მოამბე, III, 1947 წ., გვ. 168 (პუბლიკაცია ა. იოვიძისა). |
|
*
მეოთხე ვაჟი პაატასი, — გრიგოლი, მამა ილიასი, დაბადებულა 1811 წელს.* გრიგოლი, ისევე როგორც მისი ძმები, ერთხანად სამხედრო სამსახურში ყოფილა ოფიცრად. |
იხ. გრიგოლ პაატას-ძე ჭავჭავაძის ნამსახურობითი ნუსხა (ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 3, საქმე 3728, ფ. 4 — 10; საისტორიო მოამბე, III, 1947 წ., გვ. 169 — 174). შეად. ლიტერატურული მემკვიდრეობა, I, 1935 წ., გვ. 554. |
|
როგორც ირკვევა, გრიგოლი თავის დროისათვის საკმაოდ განათლებული ადამიანი ყოფილა. ილია თავის ავტობიოგრაფიაში თავმდაბლურად შენიშნავს მამის შესახებ: „მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, ოფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში და რუსული კარგად იცოდა“-ო |
* იხ. ილიას ავტობიოგრაფია (გამოქვეყნებულია ჟურნალ „განათლებაში“, 1908 წ., N 1. გვ. 17 — 22). |
|
გრიგოლი სამხედრო სამსახურში სრულიად ახალგაზრდა შესულა, 1828 წელს, როდესაც იგი მე-17 წელში იყო გადამდგარი. 1828 — 1829 წლებში მას მონაწილეობა მიუღია ომში ოსმალეთის წინააღმდეგ. გრიგოლი მონაწილე ყოფილა ბრძოლებისა ყარსის აღების დროს (23 ივნისს 1828 წ.), ახალქალაქის აღების დროს (24 ივლისს 1828 წელს) და ახალციხის აღების დროს (15 აგვისტოს 1828 წელს). განსაკუთრებული მამაცობისათვის, რომელიც გრიგოლს გამოუჩენია ახალციხის ციტადელის აღებისას, გრიგოლს, 17 წლის ყმაწვილს, უბოძეს ოფიცრის პირველი ჩინი. ამის შემდეგ 1828 — 1829 წლების მანძილზე გრიგოლი მონაწილეობს ბრძოლებში ოსმალთა წინააღმდეგ ძველ-ქართულ მხარეებში კოლა-არტაანში, ტაოში, სპერში, ლაზეთ-ჭანეთში, აგრეთვე არზრუმის მხარეში. დაბა ღართის აღებისათვის (სპერის მხარეში) და ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის გრიგოლი ორდენით დაჯილდოებიათ* |
* იხ. გრიგოლ პაატას-ძე ჭავჭავაძის ნამსახურობითი ნუსხა. |
|
1829 წელს, ოსმალეთთან ომის დამთავრების შემდეგ, გრიგოლი თავის პოლკთან ერთად
საქართველოში ბრუნდება.
1832 წელს გრიგოლი ოჯახს მოეკიდება, შეირთავს მაგდანე ბებურიშვილის ქალს.
შემდეგ წელს, 1833-ში, გრიგოლი ანებებს თავს სამხედრო სამსახურს (პორუჩიკის
ჩინით) და საბოლოოდ დამკვიდრდება თავის მამაპაპეულ სოფელ ყვარელში.
ის გარემოება, რომ გრიგოლს დაუნებებია თავი სამხედრო სამსახურისათვის ასე ადრე,
ჯერ კიდევ 22 წლის ახალგაზრდას, იმით ყოფილა გამოწვეული, რომ გრიგოლის სამივე
უფროსი ძმა ომებში დაიღუპა და მათ გაუყოფელ ოჯახს სხვა პატრონი. გარდა
გრიგოლისა, არა ჰყავდა. აღსანიშნავია ამას გარდა, რომ გრიგოლის უფროსი ძმების
შემდეგ, რომლებიც, როგორც ჩანს, ფართო ხელგაშლილ ცხოვრებას ეწეოდნენ, დიდი
ვალები დარჩენილა, რამაც ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდო.* |
* იხ. საისტორიო მოამბე, III, 1947 წ., გვ. 168. | |
გრიგოლმა სამხედრო სამსახურს თუმცა თავი
დაანება 1833
წელს, მაგრამ თორმეტი წლის შემდეგ, 1845 წელს, მას ისევ მოუხდა დროებით ჯარში
დაბრუნება. 1845 წელს გრიგოლი დაინიშნა კახეთის მოხალისეთა ჯარის (მილიციის) ათასეულის უფროსად. კახეთის მოხალისეთა ეს ჯარი შეიკრიბა დაღისტანში სალაშქროდ. 1845 წლის ზაფხულზე ჯარმა ილაშქრა დაღისტანში, დიდოეთში. გრიგოლს ამ ექსპედიციის დროს დიდი მამაცობა გამოუჩენია და იგი „დაუჯილდოებიათ შტაბს-კაპიტანის სამხედრო ხარისხით (,,за примерную храбрость, оказанную во время военных действий награжден чином штаб-капитана“ — ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტში). ექსპედიციის დამთავრებისა და ჯარის კახეთში დაბრუნების შემდეგ, გრიგოლი 1845 წელსვე თავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან და ბრუნდება სამშობლო სოფელ ყვარელში. |
||
ოთხი წლის შემდეგ, 1849 წელს, გრიგოლი ისევ ღებულობს მონაწილეობას სამხედრო ექსპედიციაში დაღისტანში და კვლავ ღებულობს სამხედრო ჯილდოს მამაცობისათვის *. |
* იხ. გრიგოლ პაატას-ძე ჭავჭავაძის ნამსახურობითი ნუსხა. | |
მაგრამ ნამდვილი გმირობა გრიგოლს გამოუჩენია 1850 წელს. 1850 წელს 14 ივლისს ყვარელს თავს დაესხა ლეკთა დიდი ჯარი. სოფელში შემოიჭრა 500-მდე ცხენოსანი ლეკი; ამას გარდა სოფლის ბოლოს დაბანაკდა ქვეითი ჯარი ლეკებისა. გრიგოლ ჭავჭავაძემ, სოფლის კორდონის უფროს დავით ჭავჭავაძესთან ერთად, სასწრაფოდ შეკრიბა სოფლელები წინააღმდეგობის გასაწევად. ეს დარაზმვა სოფლელებისა ისე სწრაფად იქმნა მოწყობილი და ოპერაცია ლეკების წინააღმდეგ ისე ბრწყინვალედ იქმნა ჩატარებული, რომ ლეკების ჯარი უკუაქციეს და სოფლიდან განდევნეს ზარალის მიყენებით. შეტაკების დროს მოკლულ იქმნა თვით ბელადი ლეკებისა, ანწუხყაფუჩას თემის ნაიბი აბალუ. აღსანიშნავია, რომ ლეკებთან ამ შეტაკების დროს სოფელს არავითარი დახმარება არ გაუწია მთავრობის ჯარის ნაწილმა, რომელიც იდგა იქვე ახლოს, სოფლის გარეუბანში, ყვარლის ციხეში (ამ დროს ყვარლის ციხეში დაბანაკებული იყო მთავრობის ჯარის 400 ჯარისკაცი და 60 მილიციელი). |
||
ოფიციალურ დოკუმენტში მთავრობის ჯარის ამ უმოქმედობის გამო, რაც ნამდვილ ღალატს უდრიდა, ნათქვამია: „Урон горцев был бы несравненно значительнее, если бы воинский начальник Кварельского укрепления оказал хотя бы какую-нибудь помощь деревне; но несмотря на то, что горцы прошли при дневном свете в виду укрепления, от которой пройденная ими тропа отстойт не более как на 20 саженей, и к которой направлена сторожевая пушка, они прошли как бы совершенно незамеченными, и означенный воинский начальник, несмотря на неоднократные просьбы сельского начальника и жителей, не оказал никакой помощи и даже не позволил сотенному начальнику милиции Сигнахского уезда прапорщику Луарсабу Вачнадзеву выйти на помощь селению с бывшими при нем 60 человеками милиционером.“ |
* იხ. ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველოს უფროსის მოხსენება კავკასიის მეფისნაცვლისადმი 1850 წლის 20 ივლისის თარიღით (ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივის ფონდი 4, საქმე 9257, ფ. 5, საისტორიო მოამბე, III, 1947 წ., გვ. 163 — 5). |
|
ყვარელის ამ გმირული თავდაცვის შესახებ მეფისნაცვალმა მ. ვორონცოვმა 1851 წლის 24
ნოემბერს საგანგებო მოხსენებით აცნობა პეტერბურგში სამხედრო მინისტრს ა. ჩერნიშევს
და ითხოვდა თავდაცვის მონაწილეების და, პირველ რიგში, თავდაცვის გმირი
ორგანიზატორების— გრიგოლ და დავით ჭავჭავაძეების დაჯილდოებას. მ. ვორონცოვი ამ
მოხსენებაში არ მალავდა აგრეთვე იმას, თუ რა სიმხდალე და უმოქმედობა გამოიჩინა ამ
დროს მთავრობის ჯარის ხელმძღვანელობამ:
„Я дольжен к сожалением сказать , — წერდა მ. ვორონცოვი, — что князей и жителей
сел. Кварели тем более справедливо и необходимо наградить, что они были
совершенно оставлены без помощи со сто - роны нашего укрепления Кварельского,
несмотря на то, что в этом укреплении находилось под командованием подполковника
Старова до 400 человек линейного баталиона и грузинских милиционеров; сии
последние сами просились у воинского начальника итти на помощь селению, но в
этом им было отказано...“
მოხსენება თავდებოდა მ. ვორონცოვის შემდეგი შუამდგომლობით:
„Считая заслуги князей Чавчавадзевых совершенно заслуживающими награды, я имею
честь покорнейше просить вашу светлость исходатайствовать высочайшее государя
императора соизволение на пожалование им орденов св. Анны: штабс-капитану
Григорию 2-ой степени и прапорщику Давиду 4-ой степени“. |
||
ამის შემდეგ, 1851 წლის 26 იანვრის თარიღით იმპერატორის სახელით გამოსული ბრძანებით გრიგოლ და დავით ჭავჭავაძენი დაჯილდოებულ იქმნენ დასახელებული სამხედრო ორდენებით. * |
* საბუთები ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივისა, ფონდი 4, საქ. 9527, ფ. 10 — 11, 14; საისტორიო მოამბე, III, 1947 წ., გვ. 166 — 7. | |
გრიგოლმა, როგორც აღვნიშნეთ, სამხედრო სამსახურში მხოლოდ რამდენიმე წელიწადი დაჰყო, ხოლო მეტწილად იგი სოფელში ცხოვრობდა და სოფლის მეურნეობას მისდევდა. გრიგოლი თბილისთანაც არ წყვეტდა კავშირს, სადაც იზრდებოდნენ მისი შვილები. კერძოდ გრიგოლი არა იშვიათი სტუმარი ყოფილა თავისი მოგვარის, პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახისა. * |
* იხ. მ. ნასიძე („მე გახლავარ“), ილია ჭავჭავაძე, 1898 წ., გვ. 5 — 6 | |
ძველი საზოგადო მოღვაწე მ. ნასიძე, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიაში, რომელიც ილიას სიცოცხლეში გამოქვეყნდა (1898 წელს) — წერს ილიას მამის გრიგოლის შესახებ: გრიგოლ ჭავჭავაძე ცნობილი იყო მთელ კახეთში როგორც გონებამახვილი, სიტყვამოსწრებული კაცი, თავის დროზე ზომიერი ხუმრობა უყვარდაო.* (ამასვე გადმოგვცემს ილიას მამის შესახებ ბიოგრაფიულ შენიშვნაში ალექსანდრე ყიფშიძე.** |
* იხ. მ. ნასიძე („მე გახლავარ“), ილია ჭავჭავაძე, 1898 წ., გვ. 5 — 6. **. იხ. კრებული: ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება, 1907 წ., წერილი ა. ყ-სა, გვ. 69. |
|
მას შემდეგ, რაც ილიას მამა გრიგოლი სოფელში დასახლდა, მისი ცხოვრება ვერ მოეწყო
ბედნიერად. გრიგოლს გარდაეცვალა ახალგაზრდა მეუღლე (1848 წ.) და წვრილ შვილებზე
ზრუნვა მას დააწვა ტვირთად. ამით იყო, ჩანს, გამოწვეული ის გულჩათხრობილობა,
რომელიც დასჩემდა გრიგოლს. თავის ავტობიოგრაფიაში ილია მოგვითხრობს მამის შესახებ:
იგი ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში ხმას არ ამოიღებდა და მდუმარებით იყო
შეპყრობილიო. მხოლოდ იშვიათად, საზოგადოებაში ყოფნის დროს, გრიგოლი გამოცოცხლდებოდა
და გონებამახვილობითა და ზომიერი ხუმრობით ხიბლავდა ყველას.
ილიას მამამ დიდი მზრუნველობა გამოიჩინა, რათა შვილებს სათანადო განათლება მიეღოთ. გრიგოლმა, მიუხედავად დიდი _ ხელმოკლეობისა (— გრიგოლს, როგორც მოვიხსენეთ, დიდი ვალები დააწვა ძმების გარდაცვალების შემდეგ), — თავისი უფროსი ვაჟი კონსტანტინე, თბილისში სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, რუსეთში, მოსკოვის უნივერსიტეტში გაგზავნა განათლების მისაღებად. ასევე თავის ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე მან სწავლის გზაზე დააყენა სხვა თავისი უმცროსი შვილები. აღსანიშნავია ამასთან, რომ გრიგოლი, სამხედრო კაცი, თავის შვილებს ზრდიდა არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო სასწავლებლებში, და ეს მაშინ, როდესაც იმდროინდელი თავადაზნაურობა ასე ესწრაფოდა სამხედრო სამსახურს. აღსანიშნავია ამასთან ისიც, რომ გრიგოლი ზრუნავდა არა მარტო ვაჟების განათლებაზე, არამედ თავისი უფროსი ქალი ნინო აგრეთვე ჩამოუყვანია სოფლიდან თბილისში და წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში ზრდიდა. ამ დროს ქალების მიბარება სასწავლებელში, ისიც პროვინციიდან, იშვიათი შემთხვევა იყო. გრიგოლი, როგორც ირკვევა, თავის დროისათვის მოწინავე შეხედულებების ადამიანი ყოფილა. |
||
გრიგოლი გარდაიცვალა შედარებით ახალგაზრდა კაცი, 41 წლისა, 1852 წელს (10 დეკემბერს ძვ. სტ.)*, როდესაც ილია 15 წლისა იყო და გიმნაზიაში სწავლობდა. |
*. იხ. ლიტერატურული მემკვიდრეობა, I, 1935 წ., გვ. 554 (შეად. საისტორიო მოამბე, III, 1947 წ., გვ. 167) |
|
* დედა ილიასი — მარიამი (ქალიშვილობაში მაგდანე) თბილისელი მკვიდრი იყო, ბებურიშვილის ქალი, ასული კახეთის აზნაურის (თბილისში მცხოვრების) ქრისტეფორე ბებურიშვილისა * მარიამი დაბადებულა 1818 წელს.** იგი სრულიად ახალგაზრდა გათხოვილა გრიგოლზე (1832 წ.). მარიამი ძველებურის წესით კარგად განათლებული ყოფილა ქართულ ენაზე. მარიამი ნათელი ბუნების ადამიანი ყოფილა, შესანიშნავი აღმზრდელი თავისი შვილებისა. |
* იხ. გრიგოლ პაატას-ძე ჭავჭავაძის ნამსახურობითი ნუსხა. ** იხ. ლიტერატურული მემკვიდრეობა, I, 1935 წ., გვ. 553. |
|
ილია თავის ავტობიოგრაფიაში წერს: „დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა, სულ ზეპირად
ჰქონდა დასწავლილი თითქმის ყველა ლექსი და ძველებური მოთხრობა და რომანი,
რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი, ან ხელნაწერი. საღამოობით
დაგვყავდა ბავშვებს და გვიკითხავდა მოთხრობებსა და ამბებს. წაკითხვის
შემდეგ გვიამბობდა შინაარსს და მეორე დღის საღამოზედ გვკითხავდა: აბა ვინ
უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გავიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით,
გვაქებდა და ამ qებას ჩვენ დიდად ვაფასებდით“.
|
||
გრიგოლ
ყიფშიძეს დაცული აქვს ილიას გადმონაცემა:
„არა ერთხელ გაგვიგონია მისგან (ილიასაგან), რომ მე, როგორც პატარას და
ტანად მრგვალს, დამაგორებდნენ ტახტზედ მუთაქასავით, დასდებდნენ ჩემზე წიგნს
და კითხულობდნენო“*. |
* იხ. გრ. ყიფშიძე ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია (ილია ჭავჭავაძის თს ზულებანი, I, 1914 წ., გვ. 1X). |
|
ამ დროიდან, ბავშობიდანვე, ილიას უსაყვარლესი წიგნი გამხდარა შოთა
რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“, რომელსაც დედა უკითხავდა და
ასწავლიდა.
ალექსანდრე ყიფშიძე, თვით ილიას გადმონაცემის მიხედვით, წერს:
„ქართული წერა-კითხვა (ილიამ) პირველად ოჯახშივე შეიძინა. იქვე
ბავშვობიდანვე ჰქონდა შესწავლილი ვეფხის-ტყაოსანი შოთა რუსთაველისა და
ეგების ეს გარემოება იყოს მიზეზი, რომ განსვენებულმა საუკეთესოდ იცოდა
ქართული ენა, ბადალი არ ჰყავდა სამშობლო ენის ცოდნაში... თვითონაც (ილიას)
ბევრჯერ სიამოვნებით მოუგონებია ის ნეტარი დრო ყმაწვილობისა და ბავშვობისა,
ოჯახში რომ ქალები (ჯერ დედა, ხოლო დედის გარდაცვალების შემდეგ მამიდა)—
ასწავლიდნენ ვეფხისტყაოსანს“*. |
* იხ. კრებული: „ილია ჭავჭავაძის სიკვდილ-დალია აფთავება“, წერილი ა. ყ-სა, გვ. 69. | |
ილიას მშობლებს ექვსი შვილი ჰყოლია: კონსტანტინე, ნინო, ილია, ელისაბედი,
თემური და სვიმონი.
ილიას უფროსი ძმა კონსტანტინე, რომელიც 1852 წელს მამას გაუგზავნია
მოსკოვის უნივერსიტეტში შესასვლელად, მამის გარდაცვალების შემდეგ (იმავე
1852 წელს) — ჩამობრუნებულა საქართველოში. იგი ჯერ სრულიად ახალგაზრდა 22
წლისა მოუკლავთ ლეკებს 1854 წელს, როდესაც შამილის რაზმი თავს დაესხა
წინანდალს და გაიტაცეს პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილის დავითის
სახლობა. კონსტანტინე კახეთიდან ტყვეების გამოსახსნელად წასულ მდევართა
შორის ყოფილა და ლეკებთან შეტაკების დროს დაღუპულა. უმცროსი ძმა ილიასი
სვიმონი სრულიად მცირეწლოვანი გარდაცვლილა. მესამე ძმა ილიასი — თემური —
გარდაცვლილა 1860 წელს, 15 წლისა, როდესაც იგი პეტერბურგში კადეტთა
კორპუსში სწავლობდა. ილიამ ლექსში „ძმის სიკვდილზედ“ დაიტირა უდროოდ
დაკარგული უკანასკნელი უმცროსი ძმა, რომელიც ილიას ჯანსაკუთრებით
ჰყვარებია.
"ილიას და-ძმებიდან შერჩნენ დები ნინო და ელისაბედი.
ილიას თავისი ოჯახური წრე ბავშვობის ხანისა ასახულა აქვს მოთხრობის
„ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილის“ შესავალში, რომელიც ავტობიოგრაფიულ ელემენტებს
შეიცავს.
უკვე ჭაღარაშერეული მწერალი აქ იგონებს თავის ბავშვობას, თავის სოფელს —
„როცა ბღარტებივით გარს ვეხვიენით დედ-მამას ორნი დანი და სამნი ძმანი...
ვხედავ, როგორ დაგვხარიან შვილებს დედა, მამა, როგორ შევხარით ბავშვურის
სიხარულითა... მომესმის ჭკუა-დამჯდარი, სიყვარულიანი ლაპარაკი დედა-ჩემისა,
მამა-ჩემისა...“
ილია იგონებს, თუ როგორ უნერგავდნენ მშობლები სამმშობლო ქვეყნის სიყვარულს.
ილია იგონებს მამის სიტყვებს: „ყველას უყვარს, შვილებო, თავის ქვეყანა, და
როცა უჭირს, ძნელია კაცმა უმტყუნოს და თავი არ გამოიმეტოს...“
*
ილია ათი წლისა იყო, როდესაც 1848 წელს (5 მაისს ძვ. .სტ.) გარდაიცვალა
ილიას დედა მარიამი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ქალი, 30 წლისა.** |
*. იხ. ლიტერატურული მემკვიდრეობა, I, 1935 წ., გვ. 553. | |
ილიას მამამ გრიგოლმა ობლების აღზრდა მიანდო თავის დას მაკრინეს. მაკრინე,
გათხოვილი ივანე არაგვის ერისთავზე, ამ დროს დაქვრივებული იყო. გრიგოლის
თხოვნით მაკრინე დაბრუნდა სამშობლო სოფელ ყვარელში და იტვირთა ობლების
აღზრდა, რომელთაც ნამდვილი დედობა გაუწია. ილიას დაი ელისაბედი თავის მოგონებაში წერს*: |
*. იხ. ლიტერატურული მემკვიდრეობა, I, 1935 წ., გვ. 554-557. | |
„დედა რომ გარდაიცვალა, დავრჩით ობოლნი, მცირეწლოვანნი. მამიჩემის და
მაკრინე, მეუღლე ივანე არაგვის ერისთავისა, დარჩა ქვრივად. შვილი არა
ჰყავდა. მამაჩემის თხოვნით გადმოსახლდა თავის ძმა გრიგოლთან, მიიღო
დედობრივი მზრუნველობა ობლებზედ. ფრიად კეთილ, ქართულს მწიგნობრობაში
განვითარებულს. ყოვლად პატივცემულ ადამიანთან აღვიზარდენით...“ - როდესაც
ოთხი წლის შემდეგ, 1852 წელს, გარდაიცვალა ილიას მამა გრიგოლი, მთელი
ოჯახის გაძღოლა ილიას მამიდას მაკრინეს დააწვა. მან ღირსეულად შეასრულა
აღმზრდელის დიდი მოვალეობა და ნამდვილი პატრონობა გაუწია დაობლებულ ოჯახს.
ილიას დაი ელისაბედი წერს თავის მოგონებაში:
,,...მამის ჩემის სიკვდილის შემდეგ ყოველივე ოჯახის მზრუნველობა,
გამგებლობა, გადავიდა მამიდა მაკრინეზე... მამიდამ ამ დღიდან მოკიდებული 87
წლამდის ჩვენს ზრუნვაში გაატარა თავისი სიცოცხლის დღენი“.
არაა ინტერეს მოკლებული მოვიყვანოთ აქ აგრეთვე ცნობები ილიას პირველი
ბიოგრაფის მ. ნასიძისა, რომელიც იცნობდა ილიას ოჯახს და რომლის ბიოგრაფიული
ნარკვევი, როგორც მოვიხსენეთ, თვით ილიას სიცოცხლეში გამოქვეყნდა (1898
წელს). მ. ნასიძე წერს:
„ყველაზედ გამოჩენილ პირად პოეტის ოჯახში უნდა ჩაითვალოს მამიდა მისი
მაკრინე, ერისთავის მეუღლე. ისა ბრძანდებოდა დიდი მწიგნობარი, დიდი
განათლებული და ნაკითხი თავის დროის შესაფერისად“* |
* იხ. მ. ნასიძე („მე გახლავარ“), ილია ჭავჭავაძე, 1898 წ., გვ. 6. |
|
მ. ნასიძის აზრით, პატარა ილიაზე მამიდა მაკრინეს განსაკუთრებული გავლენა
ჰქონდა, არა ნაკლები ვიდრე დედმამას.
მართლაც, მაკრინეს უდიდესი სიყვარული დაუმსახურებია თავისი ძმისწულებისა,
კერძოდ ილიასი.
თუ როგორ აფასებდა ილია თავის აღმზრდელ მამიდას, თუ როგორი ნამდვილი
შვილური სიყვარულით ექცეოდა იგი მას, ჩანს ილიას ქვემომოყვანილი წერილიდან
მამიდასადმი.
ილია წერს ამ წერილს უკვე დავაჟკაცებული, ცხოვრებაში გამოსული განთქმული
მწერალი (წერილი მოწერილია დუშეთიდან — ყვარელში, სამოციანი წლების ბოლოს):
„საყვარელო მამიდაგან!
„...თქვენმა მხიარულმა წიგნმა და კარგს ქეიფზედ ყოფნამ, როგორც წიგნიდამ
სჩანს, ჩემი სიხარული და სიამოვნება ჩვეულებრივს წრეს გადააცილა. ღმერთმან
ყოველთვის მშვიდობით, ბედნიერად და სიამოვნებით გაცხოვროთ ჩვენდა
სასიხარულოდ და სანუგეშოდ. მაგრამ, მამიდაგან, არ ვიცი — უთქვენობა, რომ მე
თქვენ არ გახლავარ, რად მაწუხებს აგრე?.. ღმერთი მოწამეა, რუსეთში
ვყოფილვარ უფრო პატარა, რამოდენა ხანია ასე გარეთ ვეთრევი და როგორც
დაღლილი მგზავრი ველი - როდის მომცემს ბედი ნებას, რომ ჩემი თავი ჩემს ქოხს
შევაფარო, — ეს ამდენი ხანია გარეთა ვარ უთქვენოდ, მაგრამ როგორც ეხლა
თქვენი ნახვა მე მინდა, ჩემს დღეში არ მომდომია. არ ვიცი, ეს რისგან არის?
იმისაგან თუ, რომ ეხლა ბედმა ცოტად მაინც გამიღიმა (ცოლიც კარგი მყავს),
ლუკმა პურსაც ჩემის ცოდვილობით ვშოვობ და მაქვს, იქნებ ამისაგან მინდა, რომ
ამ ყოფაში თქვენა მნახოთ მხიარული, ბედნიერი და ჩვენის ამ ყოფით
ისიამოვნოთ. მე თქვენთან ყოთნა რომ მინდა, იმისათვის, რომ ბოლოს, ვინც
თქვენ პატარაობაში დიდი მზრუნველობით გამოზარდეთ, ეხლა იმან თქვენის
ათასნაირ შრომისათვის ხელის გულზედ ერბო-კვერცხი იწვას და ისე გაცხოვროთ.
სიკეთე დაუვიწყარია და რაც თქვენ ჩვენთვის სიკეთე გიქნიათ, ეგ უფრო
განსაკუთრებით უკვდავი არის ჩემთვის. მე რომ მინდა მანდ (ყვარელში) —
გადმოსვლა, იმიტომ უფრო, რომ თქვენ თან გახლდე და ჩემი დღენი თქვენს
პატივისცემაში, სიამოვნებაში დავლიო...“
ამას წერს თავდაჭერილი, სიტყვაძვირი ილია, რომელსაც, როგორც ოთარაანთ
ქვრივს, არ უყვარდა თავის გულისნადების გამომჟღავნება. რამდენი სითბო და
სიყვარული იგრძნობა ამ წერილში...
ასეთი იყო ოჯახური წრე, სადაც დაიბადა და იზრდებოდა ილია. |
||
* ილიას დედა ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა, როდესაც, 1945 წელს, რვა წლის
ილია მშობლებმა მიაბარეს სოფლის საშინაო სკოლაში ადგილობრივ მთავართან.
ილია თავის ავტობიოგრაფიაში დაწვრილებით აგვიწერს ამ საშინაო პატრიარქალურს
ხალხურ სკოლას, რომელიც ჩვეულებრივი იყო ძველად ქართულ სოფლებში.
„სწავლა რვა წლისამ დავიწყე ჩვენ სოფლისავე მთავართან ქართულის
წერა-კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა
განთქმული საღმრთო წიგნების კარგი მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება
მისი ის იყო, რომ მომხიბლველი თქმა იცოდა ამბებისა. გვიამბობდა მდაბიურად
და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის
ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია,
ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ
და დასაცველად.
„ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში, და ერთი მათ შორის — დიმიტრი
თავდადებული“— თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა
საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს „გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს
ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.
„მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან.
რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი იყვნენ. ყველანი შინიდან დავდიოდით
მთავართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა მხოლოდ შუადღემდე. წერა-კითხვას.
როგორც მახსოვს, სულ ერთ საათს ვანდომებდით. დანარჩენი დრო შუადღემდე იმაში
გადიოდა, რომ ვთამაშობდით თვით მთავრის ზედამხედველობითა და
ხელმძღვანელობით, და უმთავრესად უფრო იმაში, რომ ვისხედით და ვისმენდით
იმის გასატაცებელ ამბებს“.
ამრიგად, როგორც ამას აღნიშნავს თვით ილია, „გლახის ნაამბობში“ — არის
ავტობიოგრაფიული ელემენტები. „გლახის ნაამბობის“ მეხუთე თავში აღწერილი
საშინაო სკოლა შეიკავს მოგონებებს ილიას ბავშვობის დროიდან. თვით სახე
აღმზრდელისა, დახატული „გლახის ნაამბობში“, ილიას ამ პირველი მასწავლებლის
სახეს წარმოგვიდგენს. დასასრულ, აქ შევჩერდებით დანარჩენ ცნობებზე, რომლებიც ილიას ბავშვობის
დროის შესახებ მოგვეპოვება.
ილიას დაი ელისაბედი წერს თავის მოგონებებში:
„ჩემის დის ნინოსაგან გამიგონია, ილია ბავშვობიდანვე თავის ტოლებში თურმე
ირჩეოდა როგორც მშვიდი, წყნარი, დაძმობაში მოსიყვარულე. როდესაც ჩვენ
ბავშვები ვთამაშობდით, იშვიათად მიიღებდა ჩვენთან მონაწილეობას
თამაშობაში“ო.
კოხტა აფხაზი, ილიასთან ბავშვობიდანვე თანშეზრდილი, წერს, რომ ილიას
ბავშვობაში ახასიათებდა მარტოობისადმი ლტოლვა, „როგორღაც მიუკარებელი და
უფრო ჩუმი იყო“-ო. მაგრამ ამასთან ილია გონებამახვილი ბავშვი ყოფილა:
„მეტისმეტი მოსწრებული ხუმრობა იცოდა“-ო. |
* იხ. კოხტა აფხაზის მოგონებანი, გამოქვეყნებულია კრებულში „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, I, 1935 წ., გვ. 563 — 5. | |
დიდად საყურადღებოა მოგონებანი ილიას გამდელის, გლეხის ქალის სალომე ლოლაძისა, რომელიც ბავშვობიდანვე ილიას ოჯახში იყო გაზრდილი. იგი გადმოგვცემს: „ილია... ანგელოზივით ბავშვი იყო. ცელქობა და თამაშობა აგრე რიგად არ უყვარდა... „მეტის-მეტად ხათრიანი ბავშვი იყო. ხმას არ აუმაღლებდა თავის დღეში მოსამსახურეს. ხშირად გაგზავნიდა ხოლმე მისი მამიდა მუშების დასათვალიერებლად და სამუშაოდ დასაძახებლად. ილია მალე დაბრუნდებოდა მარტო და კი არავის მოიყვანდა. მამიდა გაუჯავრდებოდა ხოლმე. ილია კი უპასუხებდა: „ოჰ, მამიდაო, ისე ტკბილად სძინავთ ჩრდილში, რომ ვერ გავაღვიძე, შემეცოდნენო...“* |
* იხ. ლიტერატურული მემკვიდრეობა, I, 1935 წ., გვ. 557. |
|
ილიას, როგორც ბავშვობაში, ისე შემდეგაც, ვიდრე მოხუცებამდე, ახასიათებდა
უმცროსებთან მოქცევის დროს ასეთი განსაკუთრებული თავაზიანობა.
ილიას დაი ელისაბედი თავის მოგონებებში აღნიშნავს:
„სამოცდარვა წელიწადი ვიცხოვრეთ, არ მახსოვს მაღალის სიტყვით გასჯავრებოდეს
მოსამსახურეს. ჩვენ და-ძმობაშიაც დიდი სიყვარულით, თავაზიანობით
გვექცეოდა“-ო. " აქ ცალკეა აღსანიშნავი, რომ ილია ბავშვობიდანვე იჩენდა
განსაკუთრებულ სიყვარულს ქართული ხალხური სიტყვიერებისადმი, მას იტაცებდა
ხალხური ლექსები, ზღაპრები.
ილიას გამდელი სალომე ლოლაძისა მოგვითხრობს:
„ხშირად მოიხმობდა ხოლმე ბავშვი ილია ბიბ-მოსამსახურეებს და ლექსებს
ათქმევინებდა“-ო.
კოხტა აფხაზი აგრეთვე საგანგებოდ აღნიშნავს ილიას განსაკუთრებულ სიყვარულს
ხალხური სიტყვიერებისადმი.
*
ილია მეთერთმეტე წელში იყო გადამდგარი, როდესაც მამუმ 1848 წლის
იანვრისათვის ჩამოიყვანა იგი თბილისში სასწავლებელში შესაყვანად (სწავლა ამ
დროს პანსიონებში და გიმნაზიებში 1 იანვრიდან იწყებოდა).
ილია მამამ მიაბარა პანსიონში, რომელიც ეკუთვნოდა პედაგოგს რაევსკის. ეს
პანსიონი კერძო სასწავლებელი იყო და სასწავლო კურსით პროგიმნაზიას
წარმოადგენდა. — რავვსკის პანსიონი საუკეთესოდ ითვლებოდა თბილისის
სასწავლებელთა შორის. სასწავლო ნაწილის გამგე და ფაქტიური ხელმძღვანელი
პანსიონისა ყოფილა მასწავლებელი ჰაკე. * |
* 1850 წლიდან პანსიონი რაევსკიმ გადასცა იანიცკის, მაგრამ ამის შემდეგაც სასწავლო ნაწილის გამგედ და პანსიონის ფაქტიურ ხელმძღვანელად ჰაკე დარჩენილა. | |
ილია
ამ პანსიონში სწავლობდა 1840 — 1851 წლებში.
თავის ავტობიოგრაფიაში ილია, ეხება რა პანსიონში ყოფნის ხანას, პანსიონის
მასწავლებელთაგან განსაკუთრებული პატივისცემით იგონებს ჰაკეს, რომელიც
გამოჩენილი პედაგოგი ყოფილა.
ილია წერს:
„პანსიონს მაშინ განაგებდა მხოლოდ ერთი ჰაკე. ჰაკე გერმანელი იყო,
ყოველმხრივ განათლებული კაცი. გერმანიიდან დაიბარა მაშინდელმა კავკასიის
ცალკე კორპუსის კომანდირმა ნეიტგარტმა თავისი შვილების აღსაზრდელად, ხოლო
ნეიტვარტის შემდეგაც თბილისში დარჩა და პედაგოგ რაევსკისთან ერთად პანსიონი
დააარსა. ჰაკე სასტიკი კაცი იყო, მაგრამ თან იმოდენად მამობრივ
მზრუნველობას იჩენდა შეგირდების მიმართ, იმოდენას სცდილობდა და ყურს
უგდებდა მათს ზნეობრივსა და გონებრივ განვითარებას, რომ თითქმის მთელს
თავისუფალ დროს კლასში მეცადინეობის შემდეგ იმათ ანდომებდა, ხან
ემუსაიფებოდა, ხან ართობდა მუსიკითა და მართავდა ხელდახელ კონცერტებს
როიალზედ, რომლის დაკვრაც საუცხოვოდ იცოდა“.
ილიამ პანსიონის პროგიმნაზიული კურსი დაამთავრა 1851 წელს და 1852 წლის
იანვრიდან შევიდა გიმნაზიაში, სადაც იგი მეოთხე კლასში მიუღიათ.
*
ილია ახალშესული იყო გიმნაზიაში, როდესაც იმავე 1852 წელს 8 დეკემბერს
გარდაეცვალა მამა. ამის შემდეგ ილიას ოჯახი უკიდურეს მატერიალურ
გაჭირვებაში ჩავარდნილა.
ჩვენ უკვე მოხსენებული გვქონდა, რომ ილიას მამას გრიგოლს თავს დააწვა დიდი
ვალები გარდაცვლილი ძმებისა. ამ ვალების მხოლოდ ნაწილის გადახდა შესძლო
თავის სიცოცხლეში გრიგოლმა, ხოლო ნაწილი ისევ დაუფარავი დარჩა. იყო იმისი
საფრთხე, რომ ვალებში გაყიდულიყო გრიგოლისაგან დარჩენილი მცირე მამული და
ობლებს მოელოდათ უსახლკაროდ დარჩენა. , თბილისის გუბერნატორი
გენ.-ლეიტენანტი ანდრონიკაშვილი თავის მოხსენებაში ამიერკავკასიის
სამოქალაქო მმართველობისადმი სწერდა, რომ გრიგოლ ჭავჭავაძის ობლები
დარჩნენო „без всякой надежды к дальнейшему существованию, Лишенными даже
призрения, по неимению близких родных, так что участь этих несчастных
сирот возбуждает в уезде всеобщее сострадание..." თბილისის გუბერნატორი,
აცნობებდა რა ამას ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობას, ითხოვდა, რათა
მიეღოთ მხედველობაში გრიგოლ ჭავჭავაძის სამხედრო დამსახურება, დახმარება
აღმოეჩინათ გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახისათვის და გრიგოლის მცირეწლოვანი ობლები
ილია და თეიმურაზი მიეღოთ სასწავლებელში სახელმწიფო ხარჯზე. |
||
ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობამ ეს შუამდგომლობა უშედეგოდ დატოვა. გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახს მთავრობისაგან არ აღმოსჩენია არავითარი დახმარება და არც ილია მიუღიათ სასწავლებელში სახელმწიფო ხარჯზე. საქმე დაიწყო და დასრულდა უბრალო კანცელარიული მიმოწერით *. |
* ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივის ფონდი 3, საქმე 3728, ფ. 1 — 3, 11; საისტორიო მოამბე, III, 1947 წ., 167 — 9 | |
მხოლოდ ილიას მამიდის მაკრინეს გამჭრიახობისა და თაოსნობის შედეგი იყო, რომ
მან, ნათესავების დასმარებით, ობლების სახლ-კარი გადაარჩინა გაყიდვას და
რომ ილიამ შესძლო სწავლის განგრძობა.
მაგრამ მთელი იმ ხნის მანძილზე, ვიდრე ილია სასწავლებელში იყო, იგი დიდ
მატერიალურ სივიწროვეს განიცდიდა.
*
თბილისის გიმნაზია, სადაც ილია სწავლობდა 1852 — 1856 წლებში, უძველესი
საშუალო სასწავლებელი იყო თბილისში.
_ იმ წლებში, როდესაც ილია გიმნაზიაში სწავლობდა, გიმნაზიის საპატიო
მზრუნველად იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი. გიმნაზიაში
მსახურობდა (მოწაფეთა ზედამხედველად) ლიტერატორი ივანე კერესელიძე, შემდეგ
„ცისკრის“ რედაქტორი.
გიმნაზიაში ილიასთან ერთად სწავლობდნენ მთელი რიგი მოწაფეები, რომლებიც
შემდეგ იყვნენ ილიას თანამშრომელნი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე,
ან მეგობრები: ნიკო ღოღობერიძე, შემდეგ საზოგადო მოღვაწე, თანამშრომელი
ილიას ჟურნალის „საქართველოს მოამბისა“; დავით ყიფიანი (ძმისწული დიმიტრი
ყიფიანისა), აგრეთვე თანამშრომელი „საქართველოს მოამბისა“; პეტრე ნაკაშიძე,
რომელსაც ილიამ უძღვნა თავისი „ქართვლის დედა“ და „დიმიტრი თავდადებული“;
ივანე პოლტარაცკი, რომელსაც ილია წინამძღვრიშვილთან ერთად — ილიამ უძღვნა
„აჩრდილი“; დიმიტრი ყაზბეგი (ბიძაშვილი მწერლის სანდრო ყაზბეგისა); ჯოხტა
აფხაზი, ილიას თანშეზრდილი ამხანაგი და ნათესავი, ავტორი მოგონებებისა
ილიაზე.
ილიას გიმნაზიელობის დროის შესახებ
შენახულა ცნობები კოხტა აფხაზის მოგონებებში. კოხტა აფხაზის ცნობით, ილია
გიმნაზიაში თუმცა ნიჭიერ და გონებაგახსნილ შეგირდად ითვლებოდა, მაგრამ
გიმნაზიური საგნების სწავლას გულს არ უდებდაო; ილია გიმნაზიის კურსის
საგნებისათვის მხოლოდ მაშინ იცლიდა, როდესაც გამოცდები ახლოვდებოდაო. ისე
კი მთელ დროს გიმნაზიაში, ისევე როგორც შემდეგ უნივერსიტეტში, ილია სულ
სხვა წიგნების კითხვას ანდომებდაო, — გადმოგვცემს კოხტა აფხაზი.
აღსანიშნავია, რომ ილია, რომელიც თავის ავტობიოგრაფიაში პატივისცემით
იგონებს პანსიონის მასწავლებელს ჰაკეს, როგორც გამოჩენილ პედაგოგს, არას
ამბობს გიმნაზიის მასწავლებელთა შესახებ. ჩანს არც გიმნაზიის მასწავლებლებს
დაუმსახურებიათ ილიას სიყვარული, და არც ბიუროკრატიული სულით გაჟღენთილი
იმდროინდელი გიმნაზიური აღზრდა, რომელიც მომავალი ჩი:ნოვნიკების მომზადებას
ისახავდა საგნად, არც იზიდავდა ახალგაზრდა ილიას.
თუ რამდენად გულგრილად ეკიდებოდა ილია გიმნაზიურ აღზრდას, ჩანს შემდეგის
მიხედვით. ილიამ 1856 წელს თუმცა დაამთავრა გიმნაზიის კურსი, მაგრამ
საბოლოო გამოცდები აღარ ჩაუბარებია. და როდესაც 1857 წელს ილია გაემგზავრა
პეტერბურგს უნივერსიტეტში შესასვლელად, სავალდებულო გამოცდები მან
პეტერბურგში ჩააბარა, უნივერსიტეტში შესვლისას.
*
ილია გიმნაზიელობის დროს ყოველ ზაფხულს სოფელში ატარებდა. თვით ხალხთან
უშუალო კავშირი აძლევდა მას იმ სულიერ საზრდოს, რომელმაც გამოზარდა
საქართველოს არწივი.
ილიას უკვე ახალგაზრდობიდანვე იტაცებდა სულ სხვა სამყარო... ილიას გული
ადრევე გამსჭვალულა მისი დამონებული სამშობლოს სიყვარულით.
აგვიყოლია სიყრმიდანვე
ჩვენ ქართვლის ბედმა
და
დაე გვძრახონ,
- ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.
—
ამბობს ილია ლექსში „ჩემო კალამო“.
ილიასთან თანშეზრდილი მისი სიყრმის მეგობარი კოხტა აფხაზი, რომელიც, როგორც
მოვიხსენეთ, ილიასთან ერთად სწავლობდა, და რომელიც ილიასთან ერთად ატარებდა
ზაფხულს კახეთში, მოგვითხრობს ილიას შესახებ:
,,მამულის უანგარო სიყვარული პატარაობიდანვე შეჰყვა ილიას. მეტისმეტად
უყვარდა ბაასი გლეხკაცებთან, მეტადრე მოხუცებულებთან. ჰკრეფდა და აგროვებდა
ზღაპრებს, ანდაზებს, გამოცანებს. უყვარდა მესტვირეები და სიამოვნებით
უგდებდა ყურს...“
ილიას გიმნაზიელობის დროს, როდესაც ილია ზაფხულს კახეთში ატარებდა,
ეკუთვნის ერთი შემთხვევა, რომელიც მომავალში გახდება წყარო ილიას
შთაგონებისა „კაკო ყაჩაღი“-ს შექმნისას.
ამ შემთხვევის გამო კოხტა აფხაზი შემდეგს მოგვითხრობს თავის მოგონებებში:
„კაკო გახლდათ ერთი კარდანახელი გლეხი, ვინმე გაუხარაშვილი, რომელმაც
მართლა ესროლა თავის ბატონს (რომელიღაც ვაჩნაძეს) და ყაჩაღად გავარდა.
იმალებოდა ალაზნის (კარდანახის) ტყეში.
„ერთხელ ილია სწორედ იმ გზით მოდიოდა ჩვენსა კარდანახში. თან ახლდა ბიჭი.
უცბად ერთ ალაგა წინ წასდგომია შეიარაღებული გაუხარაშვილი და შეუჩერებია,
გამოუკითხავს ვინაობა და მოგზაურობის მიზანი. რომ გაუგია ჭავჭავაძის გვარი,
უკითხავს: „ჭავჭავაძეს კარდანახში რა უნდაო?“ ბიჭს აუხსნია, რომ კარდანახში
თავის ნათესავ აფხაზიანთსა მიდისო. მაშინ ყაჩაღს თოფი დაუშვია ძირს და ილია
მიუწვევია თავის ბინაზე, კარგად გამასპინძლებია და დაუთვრია კიდეც, ასე რომ
ილია, როდესაც ჩვენსა მოვიდა, ბარბაცებდა და მარტო იმას გაიძახოდა:
„დამაძინეთ, დამაძინეთო!“ მეორე დღეს კი გვიამბო თავისი თავგადასავალი,
ხოლო დაუმატა, რომ გაუხარაშვილი სულ ბატონებს სწყევლის და აგინებსო“.
არაა ინტერესს მოკლებული მოვიყვანოთ აგრეთვე მეორე ეპიზოდი, რომელზედაც
იგივე კოხტა აფხაზი მოგვითხრობს:
„ილიას საზოგადოდ ნადირობა არ უყვარდა. მახსოვს ერთხელ ალაზანზედ წავედით
რამდენიმე კაცი სანადიროდ. დავდექით. ჩემს გვერდზე ცოტა მოშორებით იდგა
ილია. ხშირი და დიდი ტყე იყო. ძაღლებმა უკვე დაჰყეფეს, როგორც ეტყობა კვალს
მიაგნეს. გაფაციცებით ველი ნადირს და არ გავიდა ბევრი ხანი, რომ გამოჩნდა
დიდი ირემი, მაგრამ ხეებს ისე იყო მოფარებული, რომ ვერ ვესროდი; ილიასათვის
კი ირემი მარიჯვედ იდგა. ველი გულის ფანცქალით, რომ აი ან ეხლა გავარდება
ილიას თოფი, ან ეხლა მეთქი, თქვენც არ მომიკვდეთ. კაოგა ხანი გავიდა, იდგა,
იდგა ირემი, მერმე ერთი დაიფრუტუნა და გადახტა და გაჰქრა ტყეში. გავქანდით
ილიასაკენ, დავუწყე ჯავრობა: „კაცო რა ჰქენი, რატომ არ ესროლე?“ — „უჰ,
ისეთი ლამაზი, ისეთი მოხდენილი რამ იყო, რომ მაგას როგორ ვესროდი, როგორ
გავიმეტებდიო“.
მკითხველს, აქ რასაკვირველია, მოაგონდება ის შეუდარებელი სურათი ირემზე
ნადირობისა, რომლითაც იხსნება ილიას ერთ-ერთი პირველი მხატვრული ნაწარმოები
„გლახის ნაამბობი“.
*
ილიამ, როგორც მოვიხსენეთ, 1856 წელს დატოვა გიმნაზიის კედლები.
მომდევნო წელს, 1857-ში, ილია შეუდგა მზადებას რუსეთში წასვლისათვის,
პეტერბურგის უნივერსიტეტში შესასვლელად. • 1857 წლის გაზაფხულზე ილია
გაემგზავრა პეტერბურგს.
ილია ამ დროს მეოცე წელში იყო გადამდგარი. ილია სულიერად უკვე
დავაჟკაცებული იყო. იგი სიმწიფეში შედიოდა როგორც პოეტი. არწივი ამ დროს
პირველად შლიდა ფრთებს.
გამოსათხოვარ ლექსში, რომელიც ილიამ უძღვნა თავის სამშობლოს მთებს, ილია
ამბობს: სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა: თქვენ ცემთან ივლით განუყრელად, ვით ცემი გული, თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული! ................... აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება თქვენს შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი, გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი. როდესაც სამშობლოდან გამგზავრებული ილია საქართველოს სამხედრო გზით
უახლოვდებოდა კავკასიონის მთავარ უღელტეხილს ჯვართა-ყელს, ილიას შემოხვდა
გრიგოლ ორბელიანი.
ილიას სამუდამო კეთილსახსოვრად დარჩა ეს შეხვედრა. თვით ილიას ნაამბობი ამ
შეხვედრის შესახებ ჩაწერილი აქვს იონა მეუნარგიას*: |
*. იხ. იონა მეუნარგია, ილია ჭავჭავაძე, 1937 წ., გვ. 17. | |
„ჩვენ რომ რუსეთში მივდიოდით და კავკასიონის მთებზე ვიწყეთ ასვლა, -
გვითხრა სხვა დროს ილიამ, — მლეთის დაშვებაზე შემოგვეყარა გრიგოლ
ორბელიანი, რომელიც რუსეთიდამ ბრუნდებოდა თბილისს. გრიგოლი ფეხით მოდიოდა,
ჩვეულებრივად ზურგს უკან ხელშემოწყობილი, პირმღიმარე, დაფიქრებული;
დაშორებით მოსდევდა მას ნელი ნაბიჯით ეტლი. ჩვენ რომ დავინახეთ პოეტი
თავისი გარემოთი — კავკასიის მთებით და ღრუბლებით გარშემოზღუდული,
აღტაცებით ვთქვით ერთმანეთში: სწორედ ეხლა ამ დამშვიდებულ გულზე
ლექსს რასმე უწერს ამ მშვენიერს ბუნებასაო“.
თითქოს ნიშნეული იყო ეს შეხვედრა ორი სხვადასხვა ეპოქის მწერლისა
კავკასიონის უღელტეხილთან. იმ დროს როდესაც გრიგოლ ორბელიანი ეშვებოდა
მწვერვალებიდან, ილია ადიოდა კავკასიონზე. |
![]() |
4 III. სტუდენტობის წლები |
▲ზევით დაბრუნება |
„ჩვენ რომ რუსეთში მივდიოდით და კავკასიონის მთებზე ვიწყეთ ასვლა, -
გვითხრა სხვა დროს ილიამ, — მლეთის დაშვებაზე შემოგვეყარა გრიგოლ
ორბელიანი, რომელიც რუსეთიდამ ბრუნდებოდა თბილისს. გრიგოლი ფეხით მოდიოდა,
ჩვეულებრივად ზურგს უკან ხელშემოწყობილი, პირმღიმარე, დაფიქრებული;
დაშორებით მოსდევდა მას ნელი ნაბიჯით ეტლი. ჩვენ რომ დავინახეთ პოეტი
თავისი გარემოთი — კავკასიის მთებით და ღრუბლებით გარშემოზღუდული,
აღტაცებით ვთქვით ერთმანეთში: სწორედ ეხლა ამ დამშვიდებულ გულზე
ლექსს რასმე უწერს ამ მშვენიერს ბუნებასაო“.
თითქოს ნიშნეული იყო ეს შეხვედრა ორი სხვადასხვა ეპოქის მწერლისა
კავკასიონის უღელტეხილთან. იმ დროს როდესაც გრიგოლ ორბელიანი ეშვებოდა
მწვერვალებიდან, ილია ადიოდა კავკასიონზე.
III.
სტუდენტობის წლები
ილია პეტერბურგში ჩავიდა 1857 წლის ზაფხულში (ივლისში).
ილიამ ჩააბარა უნივერსიტეტში შესასვლელი გამოცდები და 1857 წლის 15
ოქტომბერს ჩაირიცხა სტუდენტად პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ
ფაკულტეტზე (კამერალურ განყოფილებაზე). * |
*იხ. ლიტერატურული მემკვიდრეობა, I, 1935
წ., გვ. 558.
|
|
ილიამ უნივერსიტეტში დაჰყო 1857— 1861
წლები, ოთხი წელი.
„იცი, მკითხველო, — ამბობს ილია „მგზავრის წერილებში“, — ეს ოთხი წელი რა
ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას
მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების
წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან
გადებული... ო, ძვირფასო ოთხ წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული
ბეწვის ხიდი ფეხთა-ქვეშ არ ჩასტყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად
მოგიხმარა“.
*
პეტერბურგის უნივერსიტეტი ილიას დროს ყველაზე მოწინავე უმაღლეს
სასწავლებლად ითვლებოდა რუსეთში.
უნივერსიტეტის რექტორად იყო პ. პლეტნევი, ლიბერალური მიმართულების
ადამიანი, ძველი მეგობარი ა. პუშკინისა, რომელზედაც პუშკინი ამბობს (ევგენი
ონეგინის მიძღვნაში) — `...
души прекрасной,
Святой исполненной мечты |
||
უნივერსიტეტის პროფესორთაგან ილიას დროს გამოირჩეოდნენ: ვ. სპასოვიჩი, კ.
კაველინი, ბ. უტინი (სამივე ესენი იურიდიულ ფაკულტეტზე კითხულობდნენ
ლექციებს, სადაც სწავლობდა ილია), ნ. კოსტომაროვი (რუსეთის ისტორიის
ცნობილი მკვლევარი), მ. სტასილევიჩი (მსოფლიო ისტორიის სპეციალისტი), ა.
პიპინი (მსოფლიო ლიტერატურის ისტორიკოსი). აღსანიშნავია, რომ რექტორი
პლეტნევი და პროფესორები სპასოვიჩი, კაველინი, უტინი, სტაჰიულევიჩი და
პიპინი დათხოვნილი იქმნენ უნივერსიტეტიდან 1861 წელს, სტუდენტების
არეულობასთან დაკავშირებით. როგორც შემდეგ დავინახავთ, სტუდენტების ამავე
არეულობის გამო დათხოვნილ იქმნა უნივერსიტეტიდან აგრეთვე ილიაც. |
*. იხ. ნ. ნიკოლაძე, რჩეული ნაწერები, I, 1931 წ., გვ. 86, 95. | |
ილიამ, როგორც მოვიხსენეთ, უნივერსიტეტში დაჰყო 1861 წლამდე, ოთხი წელი. |
*. იხ. ჟურნალი „კრებული“, 1873 წ., No 1, გვ. 292 — 3. | |
მეორე თხზულებაში, — „სტუდენტობის პირველი დრო“, რომელიც დაიბეჭდა 1879
წელს, ნიკო ნიკოლაძე წერს: |
*. იხ. ნ. ნიკოლაძე, რჩეული ნაწერები, I, 1931 წ., გვ. 67/ | |
* ილია.ჭავჭავაძემ, რომელიც, ნიკო ნიკოლაძის სიტყვით, „თვითონ იკაფავდა გონების გახსნის გზას“, და რომელიც „ცხოვრების დაკვირვებით, ლიტერატურის გაცნობით, კითხვით, ფიქრით, ბაასით, მოქმედებით და წერის ცდით მეცადინეობდა დამზადებულიყო ჩვენი ხალხის სასარგებლო მსახურად“, — მართლაც გოლიათური შრომა გასწია და უნივერსალურად განათლებული დაბრუნდა სამშობლოში. თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ ილია, როგორც ირკვევა, სტუდენტობის დროს განსაკუთრებით ბევრს მუშაობდა ქართული მწერლობის, ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურის ძეგლთა შესწავლაზე. კოხტა აფხაზი თავის მოგონებაში, როგორც ვნახეთ, საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ილია „მთელი წელიწადი... წიგნების კითხვაში იყო გართული“ და რომ იგი კითხულობდა კერძოდ ,,ბევრს ძველ ქართულ წიგნებს“. ნიკო ნიკოლაძე თავის „მოგონებებში 60-იან წლებზე“ წერს: „ქართველ სტუდენტებს, რომელთაც ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძე, ძველი ქართული წიგნების და ხელნაწერების კარგა გვარიანი კოლექცია შეეგროვებინათ და თავზედ ევლებოდნენ“ |
*. იხ. ნ. ნიკოლაძე, რჩეული ნაწერები, I, 1931 წ., გვ. 95. | |
ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა ამ კოლექციის დაგროვებაში, როგორც ირკვევა,
დიდი დახმარება გაუწევია ქართველი სტუდენტობისათვის ცნობილ ლექსიკოგრაფს
დავით ჩუბინაშვილს, რომელიც ქართული ენის პროფესორად იყო პეტერბურგის
უნივერსიტეტში და რომლის ლექციებსაც ისმენდა ილია ჭავჭავაძე. ცნობილია,
მაგალითად, რომ დავით ჩუბინაშვილმა გადასცა ქართველ სტუდენტობას
გარდაცვლილი სალომე ბატონიშვილის მდიდარი ბიბლიოთეკა ძველი ქართული
წიგნებისა და ხელნაწერებისა, რომელშიაც, სხვათა შორის, შედიოდა ვახტანგ
VI-ის მიერ გამოცემული „ვეფხის-ტყაოსანი“, ქართულ მატიანეთა კრებული
„ქართლის ცხოვრება“, ვახუშტი ბატონიშვილის ,,საქართველოს ისტორია“, ვახტანგ
VI-ის სამართლის წიგნი, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკთა წიგნი
,,სიბრძნე-სიცრუისა“, სულხან-საბა ორბელიანისავე ლექსიკონი და სხვანი. |
*იხ. ილია ჭავჭავაძე, ტ. IV, 1927 წ., გვ. 162. | |
ძველი ქართული მწერლობის მდიდარი მემკვიდრეობიდან ილია, გარდა რუსთაველისა,
რომელიც ბოლომდე დარჩა ილიას უსაყვარლეს მწერლად, გარდა დავით
გურამიშვილისა და სხვა დასახელებული მწერლებისა (ვახტანგ VI, არჩილი,
თეიმურაზ I, თეიმურაზ II), ძველი ქართული პროზიდან განსაკუთრებით მაღლა
აყენებდა „ვისრამიანს“ (რომელიც ილიამ შემდეგ გამოსცა კიდეც) და
სულხან-საბა ორბელიანს. გარდა საბას პროზისა, ილია დიდად აფასებდა აგრეთვე
საბას დიდაქტიკურ პოეზიასაც; შემთხვევითი არაა, რომ ილიას ლექსს „ალაზანს“,
რომელიც სტუდენტობის დროს 1859 წელს არის დაწერილი, ეპიგრაფად
წამძღვარებული აქვს სულხან-საბა ორბელიანის ლექსი „ქილილა და დამანა“-დან,
ხოლო „დამაკვირდი“-ში, რომელიც შემდეგ „ივერიაში“ იბეჭდებოდა, ილია
მიმართავს, რუსთაველთან და გურამიშვილთან ერთად, — საბას. |
||
ასე, შეადარეთ: გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელო“ ჰე მამულო! |
||
ილია ჭავჭავაძის „აჩრდილი“ |
* იხ. აჩრდილი, პირველი რედაქცია, თავი XIV, ბოლო რედაქცია, თავი VIII. | |
|
||
შეადარეთ აგრეთვე: „სადღეგრძელო“ ვინ გვითხრას, ვინა გვიჩვენოს ასე, მაგალითად, შეადარეთ სურათი პირველის გმირის ფარნავაზისა გრიგოლ ორბელიანის და ილიას პოემებში: |
||
დრომან შეჰმუსრა, აღგავა
მის მოედანი |
* იხ. აჩრდილი, პირველი რედაქცია, თავი XV, ბოლო რედაქცია თავი IX | |
ილია თავის პოემაში გააცოცხლებს წარსულის გმირთა აჩრდილებს; პოეტი ამბობს: ნუთუ ეს ხალხი, რომელთ დაჰბადეს დავით, დიმიტრი, დიდი თამარი, რუსთველი და მის ძლიერი ქნარი, ნუთუ ეს ხალხი აღარა აღსდგეს? ნუ შიშობ, ველო! შენს მშვენიერს ხალხს წარუვლენ წელნი ძილის ჟამისა, ხალხი აღინთებს კიდევ თვის ვარსკვლავს, სისხლი მამათა დაიხსნის შვილსა! * |
*იხ. აჩრდილი, პირველი რედაქცია, თავი XXX. | |
ასევე გრიგოლ ორბელიანიც თავის „სადღეგრძელოში“ გამოიხმობს წარსულის გმირთა
აჩრდილებს, როგორც იმედს მომავალი აღორძინებისა. აღსანიშნავია, რომ აქაც ილია და გრიგოლ ორბელიანი ერთმანეთს ხვდებიან არა მხოლოდ საერთო ასპექტში, არამედ ზოგჯერ აქ ჩვენ გვაქვს შეხვედრა თვით პოეტურ სახეებშიაც კი. ილია თითქოს შეგნებულად ხაზს უსვამს კავშირს გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელოსთან“. ასე, მაგალითად, შეადარეთ სურათი პირველის გმირის ფარნავაზისა გრიგოლ ორბელიანის და ილიას პოემებში: „სადღეგრძელო“ ეს ვინ გამოჩნდა? ვისი აჩრდილი დაჰმზერს ივერსა ჩაფიქრებითა, ნუთუ ვეღარა უცვნია შვილი... მისგან აღზრდილი ტრფიალებითა? შენ, ჰე, ფარნავაზ, ჰქმენ ერთმთავრობა, შენ მოეც ქართველთ წიგნი პირველი, და დაუმკვიდრე ერსა ერთობა და ერთობისა წესი და ძალი!.. *. |
*აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ორბელიანის პოემის ეს პირველი გმირი ქართველთა – ფარნავაზი, რომელიც წარმოდგენილია როგორც მზრუნველი მამა ივერიისა, და რომელიც, პოეტის სიტყვით, ვითა „აჩრდილი დაჰმზერს ივერსა ჩაფიქრებითა“, — არის ერთგვარი პირველსახე ილიას „აჩრდილი“-სა, რომელიც ასევე „დაჰმზერს ივერსა ჩაფიქრებითა“ და წარმოდგენილია როგორც ივერიის „თანამდევი უკვდავი სული“. | |
„აჩრდილი“ ტკბილო ქვეყანავ! რა არ გინახავს!.. აგერა ვხედავ იმ მოღრუბლულ მთას, სიდამც ფარნავაზ დაღონებული ჩამოდიოდა ჩაფიქრებული. რაზედ ჰფიქრობდა? თვის მამულზედა და თვის დაჩაგრულ ობოლ ხალხზედა. ...მამულისთვისა და ხალხისთვისა უნდა მიეცა თავისუფლება... * |
*. იხ. აჩრდილი, პირველი რედაქცია, თავი XXIII. | |
ანდა შეადარეთ „სადღეგრძელოს“ ის ადგილი, რომელიც დავით აღმაშენებელს ეხება და
„აჩრდილის“ X XV თავი (პირველის ვარიანტით): „სადღეგრძელო“ დავით სთქვა: „იყავნ ქალაქნი!“ და აღმოცენდნენ ქალაქნი! განვლე უდაბნო ოხერი, სავსედ დაბებით შეჰქმენი! და ჰკარ წერაქვი, და აღჩნდნენ ტაძარნი ტურფად ნაშენნი! |
||
„აჩრდილი“ ... და იმ შფოთთ შორის თუ შეგხვდებოდა წუთნი მშვიდობის და მოსვენების, — ველურ ალაგზედ მაშინ ქალაქნი თითქოს მიწიდგან აღიზრდებოდნენ, სადაც ტყე იყო უწინ, იქ ხალხნი მთელის ცხოვრებით აღელდებოდნენ, და ქვათლილისა წმიდა ტაძარი ტყეში ან კლდეზე გამოკრთებოდნენ. დასასრულ „აჩრდილის“ შესავალი ნაწილი, — სადაც დანატულია დიადი სურათი კავკასიონის მთებისა, იგი ბევრ ხაზებში ეხმაურება გრიგოლ ორბელიანის ბრწყინვალე ლექსს „საღამო გამოსალმებისა“. *. |
*. შეადარეთ „საღამო გამოსალმებისა“ და „აჩრდილი“, პირველი რედაქცია, თავები I — II (კავკასიონის მთები და მყინვარი). — შეად. აგრეთვე თავი V (თერგის სახე). | |
ასეთია ეს შეხვედრის ხაზები, რომელიც აახლოებს ილია ჭავჭავაძის პირველი
პერიოდის შემოქმედებას, ილიას პირველ პოემას „აჩრდილს“, — გრიგოლ ორბელიანის
პოეზიასთან. ნათესაობა და მემკვიდრეობითი კავშირი მათ შორის — უდავოა.
* |
*. იხ. იონა მეუნარგიას მონოგრაფია „გრიგოლ დადიანი“ (დაუბეჭდავია, დაცულია ზუგდიდის მუზეუმში) და ეკატერინეს პირადი მოძღვრის თევდორე ხოშტარიას დღიურები (დაცულია იქვე). | |
ეკატერინეს ოჯახი ღია იყო პეტერბურგის ქართველობისათვის და კერძოდ ქართველი
სტუდენტებისათვის, რომლებიც აქ ხშირად იკრიბებოდნენ. ეკატერინეს ოჯახში ცხადია
თავიდანვე ხშირი სტუმარი უნდა ყოფილიყო და ყოფილა კიდეც — ილია, მოგვარე და
ახლობელი ეკატერინესი (ილიას მამა გრიგოლი, როგორც მოხსენებული გვქონდა,
მახლობელი პირი იყო ეკატერინეს მამის ალექსანდრე ჭავჭავაძისა). ეკატერინეს
სახლში მსვლელობის დროს ილიას დამეგობრებია ეკატერინეს პატარა ქალიშვილი
სალომე, იმ დროს 10 — 11 წლის ბავშვი. ილია ამ დროს უკვე ცნობილი იყო როგორც პოეტი (ილიას ლექსები 1857 წლიდან იბეჭდებოდა „ცისკარში“) და ბუნებრივია, რომ ეკატერინეს ოჯახში, — სადაც ბარათაშვილის პოეზიის კულტი იყო გამეფებული — ახალგაზრდა პოეტს ილიას ადრევე გადასცემდნენ გასაცნობად ბარათაშვილის ლექსების ავტოგრაფულ კრებულს, რომელსაც ეკატერინე ყოველთვის თან ატარებდა. (უნდა გვახსოვდეს ამასთან, რომ თვით ილია, როგორც ცნობილია, საგანგებოდ ჰკრებდა ცნობებს ქართველი მწერლების ხელნაწერთა შესახებ და აწერინებდა ამ ხელნაწერთა პირებს ქართველ სტუდენტთა წიგნთსაცავისათვის, რომლის დამაარსებელიც ილია იყო). ილია გასცნობია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების ავტოგრაფულ ხელნაწერ კრებულს, როგორც ირკვევა, 1858 წლის ზაფხულში. პეტერბურგელი ქართველი სტუდენტობა ზაფხულს ჩვეულებრივ ატარებდა ტია-ლევოში და პავლოვსკში. ამის მეზობლად მდებარეობს ცარსკოე სელო, სადაც ზაფხულობით იმ ყოფებოდა ეკატერინე დადიანისა — თავისი ოჯახით. „მახსოვს, — გადმოგვცემს ილიას მეგობარი კოხტა აფხაზი, — ცარსკოე სელოში წავედით და იქ ვეწვიეთ ქალბატონ დადიანისას, სამეგრელოს მთავრის ასულს. ქალბატონ დადიანისამ გამოიტანა და მოგვცა წასაკითხად ბარათაშვილის ლექსები, რამდენადაც მახსოვს ბარათაშვილის საკუთარი ხელით ნაწერი. ეს ლექსები იყო „ქართლის ბედი“ და „მერანი“. ვერ წარმოიდგენთ, რა შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ლექსებმა ილიაზედ. თითქმის ერთი კვირა ყმაწვილი ჰბოდავდა ბარათაშვილით“. ჩვენამდე, როგორც ჩანს, მოღწეულია კიდეც ნიკოლოზ ბარათაშვილის თვით ის ავტოგრაფული ხელნაწერები, რომ ლებიც ეკუთვნოდა ეკატერინეს, და რომლებითაც გასცნობია ელია ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიას. ეს ხელნაწერებია ორი პატარა წიგნაკი, რომლებიც უფრო გვიან ე. თაყაიშვილმა აღმოაჩინა პეტერბურგში (1886 წ.). ერთ ხელნაწერ წიგნაკში მოთავსებულია პოემა „ბედი ქართლისა“; მეორე ხელნაწერ წიგნაკში მოთავსებულია ნ. ბარათაშვილეს ლექსები, მათ შორის „მერანი“ (აგრეთვე „სუმბული და მწირი“, „ფიქრნი მტკვრის პირას“, „სულო ბოროტო“, „შემოღამება მთაწმინდაზე“, „სული ობოლი“, „ვპოვე ტაძარი“, „საყურე“ და სხვანი). ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების ეს ორი ავტოგრაფული ხელნაწერი, ერთი „ბედი ქართლისა“-ს, ხოლო მეორე „მერანი“-ს შემცველი, არის ის დედნები, რომლებზედაც მიუთითებს კოხტა აფხაზი თავის მოგონებებში. - ამის შემდეგ დაგვრჩენია დავაზუსტოთ თარიღის საკითხი. შეხედულება, რომ ილიას მიერ ნ. ბარათაშვილის ლექსების კრებულის გაცნობა ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ოჯახში ვითომც უნდა მომხდარიყო 1860 წელს, მხოლოდ და მხოლოდ იმას ემყარება, რომ ილიას ორი ლექსი, მიძღვნილი ბარათაშვილისადმი, დაწერილია 1860 წელს. მაგრამ ამით, რასაკვირველია, არაფერი არ მტკიცდება. ილეა შესაძლოა, გასცნობოდა ბარათაშვილის პოეზიას 1858 წელს, ხოლო ლექსი ბარათაშვილზედ, ცხადია, შეეძლო დაეწერა ბევრად უფრო გვიან, — და ეს სინამდვილეში ასეც მომხდარა. საქმე ის არის, რომ იმავე 1860 წელს, ივლისში, ერთდროულად ლექსთან ნ. ბარათაშვილის შესახებ, ილიას დაუწერია აგრეთვე ლექსი ალექსანდრე ჭავჭავაძის შესახებაც (ლექსი ალექსანდრე ჭავჭავაძეზე დათარიღებულია 1860 წლის 16 ივლისით, ლექსი ნ. ბარათაშვილზე 1860 წლის 19 ივლისით). ამრიგად, 1860 წელს ილია ერთდროულად წერს ლექსების წყებას თავისი საყვარელი პოეტების ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის შესახებ, ხოლო ეს, როგორც ავღნიშნეთ, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ილიამ ამ დროს პირველად გაიცნო ნ. ბარათაშვილი, ისევე როგორც ამ დროს არ გაუცვნია ილიას არც ალექსანდრე ჭავჭავაძე (ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზიას ილია ბავშვობიდანვე იცნობდა). რომ ილია ბევრად ადრე, სახელდობრ 1858 წლის ზაფხულში გასცნობია ბარათაშვილის ლექსების კრებულს ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ოჯახში, ამას ადასტურებს შემდეგი: 1. კოხტა აფხაზი თავის მოგონებებში, როგორც ვნახეთ, მოგვითხრობს, რომ ილიამ ეკატერინეს სახლში გადმოცემული ხელნაწერებიდან გაიცნო ბარათაშვილის ლექსები „ბედი ქართლისა“ და „მერანი“ და თან დასძენს: „ვერ წარმოიდგენთ, რა შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ლექსებმა („ბედი ქართლისა“-მ და „მერანმა“) — ილიაზე. თითქმის ერთი კვირა ყმაწვილი ჰბოდავდა ბარათაშვილით“. ამრიგად ილიას ამ დრომდე „ბედი ქართლისა“ და „მერანი“ წაკითხული არა ჰქონია. ხოლო „ბედი ქართლისა“ დაიბეჭდა „ცისკარში“ 1858 წლის სექტემბრის ნომერში. მაშასადამე ილეა გასცნობია ბარათაშვილის ლექსების ამ ხელნაწერებს 1858 წლის სექტემბრამდე, ვიდრე „ცისკარში“ დაიბეჭდებოდა „ბედი ქართლისა“ *. |
*. „ცისკრის“ ნომრებს, როგორც ეს დადგენილია, ღებულობდნენ პეტერბურგის სტუდენტები და 1858 წლის სექტემბრის ნომერი (რომელიც ნებადართულია ცენზურის მიერ 9 აგვისტოს) მიღებული იქნებოდა პეტერბურგში 1858 წლის შემოდგომის თვეებში | |
ამრიგად, ზაფხულის თვეები, რომელიც დასახელებული აქვს კოხტა აფხაზს, არის 1858
წლის ზაფხული და არა 1860 წლის ზაფხული.
ასეთია დასკვნები აქ აღძრული საკითხის გამო, რაც გამომდინარეობს ყველა არსებული
მასალის განხილვიდან. |
*. ამ საკითხს უფრო დაწვრილებით ცალკე წერილში ვეხებით. საგნის ლიტერატურა: გრიგოლ ყიფშიძე, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია (მ. გედევანიშვილის 1914 წლის გამოცემა), გვ. XXII. — გ. ლეონიძე, ორი შენიშვნა ნ. ბარათაშვილზე, ლიტერატურული მემკვიდრეობა, I, 1935 წ. | |
![]() |
5 IV. ილიას ნაწერები პირველი პერიოდისა (1857—1861 წ. წ.). — ილია ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელი და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგი |
▲ზევით დაბრუნება |
IV. ილიას ნაწერები პირველი პერიოდისა (1857—1861 წ. წ.). — ილია ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელი და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგი
მე-18—19 საუკუნეთა მიჯნაზე მოხდა ეპოქალური გარდატეხა ქართველი ხალხის ისტორიაში. ამის შემდეგ, მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, ძველ საქართველოსთან ერთად, დასრულდა განვითარების ციკლი ძველი ქართული მწერლობისა, რომელიც ორგანიული ნაყოფი იყო სულ სხვა საზოგადოებრივი გარემოსი. | მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში თანდათანობით გზას იკვლევს და ისახება ახალი ეპოქის შესაბამისი ახალი ქართული ლიტერატურა. პოეზია ნიკოლოზ ბარათაშვილისა, მისი „მერანი“, რომელიც პროტესტანტული სულისკვეთებით არის შთაგონებული, მისი „ბედი ქართლი სა“, რომელშიაც ჩვენ გვაქვს სათავეები მე-19 საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძ |
![]() |
||
![]() |