The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


13.07

1884    
    
13 ივლისი   
    
თბილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი გუბერნატორისგან ითხოვს ნებართვას ილია ჭავჭავაძეზე, როგორ პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პიროვნებაზე, ფარული მეთვალყურეობის დასაწესებლად.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 17, საქმე, 140, ფ. 1-8; საისტორიო მოამბე. ტ. 3, 1947, გვ. 212-214.

    
1886    
    
 13 ივლისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს პოლემიკური წერილის ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 12 ივლისი“ („რა ზომითაც სახელმწიფო ბანკი სარგებელს ახდევინებს, იმ ზომით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 401-424; გაზ. „ივერია“, 1886, 13 ივლისი, № 151, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 192.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

    
1894    
    
13 ივლისი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც კმაყოფილდება ბათუმის სკოლის კომიტეტის თხოვნა შენობის დასამთავრებლად საჭირო თანხის სასწავლებლის წლიური ფინანსებიდან გამოყოფის თაობაზე. ამავე სკოლის მზრუნველად ირჩევენ ექიმ გრიგოლ ვოლსკის.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 89.

პირთა ანოტაციები:

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

    
1902     
    
    
13 ივლისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 12 ივლისს“ („გუშინდელ წერილში იმაზედ შევჩერდით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ისევ მამულების გაყიდვის შესახებ”.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 13 ივლისი, № 146, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 504; „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 76-88.

    
1906 13 ივლისი   
    
თსს ბანკის გამგეობა წერილობით აუწყებს, რომ თხოვნა გათვალისწინებულია, მისი და მისი მეუღლის მამულები საჯარო ვაჭრობიდან მოხსნილია და 300 მანეთს ყოველთვიურად დაუქვითავენ პენსიიდან. აქვე აცნობებენ, რომ ბანკიდან წასვლის შემდეგ (1905 წლის 23 ივნისს) მას აღარ ეკუთვნის მოგების წილი.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 7 (258). პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) - საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.