კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 32, 17 აგვისტო, გვ.
14-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 141. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. გაზ. „დროება“, 1882, 2 სექტემბერი, № 183, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 17
აგვისტო, № 178, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და
ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ 368; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 8, 2007, გვ. 288. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი
№ 452. პირთა იდენტიფიკაცია: წერილში ასათიანის სახელის მხოლოდ ინიციალია, მაგრამ ცნობილია, რომ
ნიკოლოზ ასათიანმა ქშწ-კგ საზოგადოებას შესწირა ძველი ხელნაწერი, დიდი
ღვაწლი მიუძღვის ახალციხეში ბიბლიოთეკის დაარსებაში და ყოველივე ამის
შესახებ ინფორმაციები იბეჭდებოდა „ივერიაში“. პირთა ანოტაციები: ასათიანი ნიკოლოზ გაბრიელის ძე დიდი წვლილი მიუძღვის ახალციხის ბიბლიოთეკის დაარსებაში.
1878
17 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის
რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.
წყარო:
1882
17 აგვისტო
აკაკი წერეთელი თელავში მის საპატივცემულოდ გამართულ ნადიმზე ილია
ჭავჭავაძის სადღეგრძელოში ამბობს: „ჩვენ დროშიც მეთაური და მოწინავე იყო
თქვენივე შვილი, თავადი ი. ჭავჭავაძე, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ყოველი
თქვენგანი სიამოვნებით და ამპარტავნებით იგონებს“.
წყარო:
1886
17 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის
გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 16 აგვისტო“ („ღალისა და სამსახურის
უცვალებადობა მიწისმფლობელობაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“.
წყარო:
1893
17
აგვისტო
იღებს ნიკოლოზ ასათიანის წერილს, რომელშიც საუბარია საბუთების დაკარგვაზე.
წყარო: