ვ. გამყრელიძე, „თეატრალური მოამბე“, 1969, № 2, გვ. 7. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება
მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს
იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა
ჟურნალ-გაზეთებთან. გამყრელიძე ვიქტორ მერაბის ძე (1866-1942) მსახიობი. მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, ფოთის, თელავის თეატრებსა და „სახკინმრეწვის“
კინოსტუდიაში. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11817, გვ. 43. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17587-ხ; ი. ჭავჭავაძე,
წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 129; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 235, 487. პირთა ანოტაციები: ჯაფარიძე ნოშრევან ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.
1892
12 აპრილი
ნიკო ხიზანიშვილთან ერთად ესწრება „სამშობლოს“ წარმოდგენას. მთავარ როლს
ასრულებს მსახიობი ვიქტორ გამყრელიძე.
წყარო:
1894
12 აპრილი
ხელს აწერს თსს გამგეობის სხდომის ოქმს, რომელზეც მიიღეს დადგენილება
გამგეობისთვის მეოთხე წევრის დამატების თაობაზე.
წყარო:
1904
12 აპრილი
წერილს სწერს ყვარლის მამულის მოურავ ნოშრევან ჯაფარიძეს და ატყობინებს
ღვინის გაყიდვის ამბავს. სთხოვს, დროულად აცნობოს ციხის სახურავის ზომები
მისი გადასახური ლითონის ფურცლების შესაძენად.
წყარო: