„ქართული შინაური წარმოდგენა“, გაზ. „დროება“, 1870, 29 ნოემბერი, № 47, გვ.
3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 97-98, 410-411.
პირთა ანოტაციები:
თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი,
ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც
ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое
обозрение»-ს რედაქტორი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 46, 23 ნოემბერი, გვ. 11-16; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 222. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. გაზ. “დროება“, 1880, 23 ნოემბერი, № 247, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 179.
ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის
არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621,
661-662. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ. 79; ჟურნ.
„ივერია“, 1881, № 11, გვ. 150. საისტორიო მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 199.
პირთა ანოტაციები:
მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი,
საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის
საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“
რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის
წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის
კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. გაზ. „ივერია“, 1886, 23 ნოემბერი, № 254, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 538.
პირთა ანოტაციები:
ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898) გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი.
„სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. გაზ. „ივერია“, 1886, 23 ნოემბერი, № 254. გაზ. „ივერია“, 1886, 27 ნოემბერი, № 257, გვ. 1-3.
პირთა ანოტაციები:
ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.
საფაროვა-აბაშიძისა მაკო (მარიამ) მიხეილის ას (1860-1940) მსახიობი და მთარგმნელი. გაზ. „ივერია“, 1888, 23 ნოემბერი, № 246, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 10, 2007, გვ. 395. გაზ. „ივერია“, 1895, 23 ნოემბერი, № 253, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, თბილისი, 2007, გვ. 131. გაზ. „ივერია“, 1897, 23 ნოემბერი, № 243, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 13, 2007, გვ. 470. პირთა ანოტაციები: ბლუმერი კ. ილია ჭავჭავაძის წერილის მიხედვით, საუბარია „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნებული
წერილის ავტორზე. დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 20.
1870
23 ნოემბერი
თბილისში, კერძო ბინაზე, ორ სხვა პიესასთან ერთად იდგმება ილია ჭავჭავაძის
„გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები“. იგი სცენაზე
წარმოსადგენად შეამოკლა გიორგი თუმანიშვილმა და ილია ჭავჭავაძეს არ
მოსწონს ეს გადაკეთებული ვარიანტი.
წყარო:
1878
23 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის
რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელება. აქვე ქვეყნდება სარედაქციო
განცხადება იმის თაობაზე, რომ 1879 წლის იანვრიდან გაზეთის ნაცვლად
გამოვა ყოველთვიური ჟურნალი „ივერია“. 1877-1878 წლბში ილია ჭავჭავაძის
რედაქტორობით სულ გამოვიდა ყოველკვირეულ გაზეთ „ივერიის 91 ნომერი.
წყარო:
1880 23 ნოემბერი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას
„აჭარის მდგომარეობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში
წყარო:
1881
23 ნოემბერი
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერი, რომელშიც იბეჭდება
ილიასეული „შინაური მიმოხილვა“ („ქვეყანა ვისია?..“) და სარედაქციო განცხადება
1882 წლისათვის ჟურნალ „ივერიის“ გამოცემისა და ხელმოწერის პირობების
შესახებ.
წყარო:
23 ნოემბერი
კავკასიის საცენზურო კომიტეტი მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს აცნობებს,
რომ თანახმაა ილია ჭავჭავაძის მიერ „დროების“ რედაქტორის უფლებამოსილების
სერგეი მესხისთვის გადაცემაზე.
წყარო:
1886
23 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს
თარიღით „ტფილისი, 22 ნოემბერი“ („ინგლისმა, ავსტრია-ვენგრიამ, იტალიამ და
საფრანგეთმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რას
ფიქრობს ბისმარკი“.
წყარო:
23 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს განცხადებას 1887 წლისათვის ამავე გაზეთის
გამოცემისა და ხელმოწერის პირობების შესახებ. ინფორმაცია წლის ბოლომდე
იბეჭდება გაზეთის ყველა ნომერში.
წყარო:
23 ნოემბერი
ქართულ თეატრში ესწრება მაკო საფაროვას ბენეფისს, სადაც წარმოადგენენ დავით
ერისთავის მიერ გადმოკეთებულ „დავიდარაბას“ და თავად მაკო საფაროვას მიერ
გადმოკეთებულ „ბარაქალა მასწავლებელოს“.
წყარო:
1888
23 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს
თარიღით „ტფილისი, 22 ნოემბერი“ („რარიგად აერია ადამიანს გზა-კვალი
ყოველსფერში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„Новое Время“ – ავენიანი და მეჭორე გაზეთი“.
წყარო:
1895
23 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს
თარიღით „ტფილისი, 23 ნოემბერი“ („იქნება ომი თუ არა? სულ ყველანი
დღეს ამას ჰკითხულობენ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა
სათაურით „იქნება ომი თუ არა“.
წყარო:
1897
23 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
22 ნოემბერი“ („Новое Время“ თავისას არ იშლის...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კ. ბლუმერის აზრი ამიერკავკასიაში
გავრცელებული ავაზაკობის გამომწვევ მიზეზებზე“
წყარო:
1902
23 ნოემბერი
თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე წერილობით
მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს,
რომ დაესწროს თბილისის საოლქო სასამართლოს მეორე სამოქალაქო
განყოფილების სხდომას 11 დეკემბერს.
წყარო: