გაზ. „დროება“, 1876, 16 მაისი, № 47, გვ. 1-4. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. გაზ. „დროება“, 1876, 19 მაისი, № 48, გვ. 3. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 40. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. დავითაშვილი იოსებ სიმონის ძე (1850-1887 თვითნასწავლი პოეტი, რომელსაც ჩაგრულთა ხსნის ერთადერთ პირობად ცოდნის შეძენა
მიაჩნდა. გაზ. „ივერია“, 1888, 18 მაისი, № 102, გვ. 1. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 278. პირთა ანოტაციები: მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის
სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი. ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი.
აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის
ისტორიის საკითხებზე. გაზ. „ივერია“, 1891, № 105, № 111, გვ. 3. გაზ. „ივერია“, 1891, № 103, გვ. 2-3; № 109, გვ. 1-2. გაზ. „ივერია“, 24 მაისი, № 106, გვ. 2-3. წყარო: გაზ. „ივერია“, 27 მაისი, №
107, გვ. 3-4. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927) „ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე
მაჩაბლის მეგობარი. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843-1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ხუდადოვი ნიკოლოზ ალექსის ძე (გარდ. 1905) სომეხი ექიმი და საზოგადო მოღვაწე. ქალაქის საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა
ტუბერკულოზით დაავადებულთა საავადმყოფოს თბილისში და ჰაერის გასაჯანსაღებლად
ნაძალადევის ფერდობზე გააშენა ტყე-პარკი. გაზ. «Тифлисский вестник», 1893, № 111. გაზ. „კვალი“, 1893, № 20, გვ. 3-7. პირთა ანოტაციები: ფანცხავა რომანოზ სპირიდონის ძე (1861-1928) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმით „ხომლელი“. გაზ. „ივერია“, 1894, 17 მაისი, № 102, გვ. 1-2; 19 მაისი, № 104, გვ. 1.; 20
მაისი, № 105, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927) „ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე
მაჩაბლის მეგობარი. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. გაზ. „ივერია“, 1897, 16 მაისი, № 93, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, 2007, გვ. 397. პირთა ანოტაციები: შაუმოვი არტემ ლაზარეს ძე თბილისელი ვაჭარი, მაღაზიის მეპატრონე. არუთინოვი (არუთინიანცი) გეურქა (გევორქ) თბილისელი ყასაბი (1890-იანი წწ.). მოხსენებულია სტატიაში ტრიხინიანი ღორების
შესახებ. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1, № 898, გვ. 5. გაზ. „ივერია“, 1904, № 116.
1876
16 მაისი
ნიკო ნიკოლაძე გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს კრიტიკულ წერილს ილია ჭავჭავაძის
საპასუხოდ ქუთაისის ბანკის საკითხებთან დაკავშირებით, სათაურით „მრუდე
გამოსარჩლება“.
წყარო:
1876
16-19 მაისი
მონაწილეობს თსს ბანკის კრების საქმიანობაში და ხმათა უმრავლესობით ირჩევენ
ბანკის თავმჯდომარედ. 131-ით 17-ის წინააღმდეგ.
წყარო:
1885
16 მაისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც წინარეხის სკოლას
სხვადასხვა ნივთებისა და წიგნების შესაძენად გამოუყოფენ თანხას, იაკობ
გოგებაშვილს ავალებენ ბათუმის სკოლის ანგარიშის შემოწმებას. იოსებ
დავითაშვილისგან შემოწირულობის სახით იღებენ სადურგლო სახაზავებს.
ამტკიცებენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის საგამოცდო წესებსა და „ვისრამიანის“
გაყიდვით შემოსულ თანხას.
წყარო:
1888
16 მაისი
ესწრება თსს ბანკის წევრთა საერთო კრებას, რომელზეც მტკიცდება მომდევნო
წლის ბიუჯეტი. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დაეხმარონ თბილისის
სათავადაზნაურო სკოლას, გაზეთ „მეურნის“ რედაქციას, თელავის დედათა
სასწავლებელს, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას და ქართულ დრამატულ
საზოგადოებას.
წყარო:
1889
16 მაისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ
მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების თხოვნას ქშწ-კგ საზოგადოების
წიგნთსაცავში დაცული „ქართლის მოქცევის“ ხელნაწერის მოკლე ვადით თხოვების
თაობაზე. რამდენადაც სწორედ იმჟამად მიმდინარეობს მუშაობა ამ ხელნაწერის
გამოცემაზე, მოსკოველ მეცნიერებს ატყობინებენ, რომ სანამ წიგნი არ
გამოქვეყნდება, ხელნაწერის ადგილზე დატოვება აუცილებელია, მაგრამ თუ ძალიან
ეჩქარებათ, დაუმზადებენ ასლს. იღებენ დადგენილებას ქუთაისის სკოლის
რევიზირებისათვის ვლადიმერ მიქელაძის გაგზავნის შესახებ. ზაქარია
ჭიჭინაძისგან იძენენ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეულ სამ წიგნს.
წყარო:
1891
16 მაისი .
ესწრება „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის
საზოგადოების“ კრებას. გამოდის წინადადებით, რომ დაჩქარდეს თავადაზნაურთა
შორის ფულის გაწერა, შემუშავდეს სკოლის პროექტი და თბილისის სათავადაზნაურო
სკოლას დაემატოს მესამე კლასი
წყარო:
16 მაისი
თსს ბანკის წლიურ კრებას განუმარტავს, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს
ბანკმა, რომ მსესხებლებმა მისი პირობები ამჯობინონ საკრედიტო
საზოგადოებებისას.
წყარო:
1892
16 მაისი
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას, რომელზეც განმარტავს ქარვასლის
ვალის დაჩქარებით გადახდისა და დივიდენდის გაუქმების საჭიროებას. კამათში
ებმებიან მიხეილ და ივანე მაჩაბლები, გრიგოლ გაბაშვილი და სხვები. ხმაურს
იწვევს ნიკო ნიკოლაძის რეპლიკა სხდომის მონაწილეთა „არა გულწრფელობის“
შესახებ. ირკვევა, რომ ამ კრებამდე ყველა მოითხოვდა დივიდენდის გაუქმებას
და რატომღაც, როდესაც ილია ჭავჭავაძემ ეს წინადადება წამოაყენა, უცებ
საწინააღმდეგო აზრზე დადგნენ. იღებენ დადგენილებას დივიდენდის გაუქმებისა
და ქარვასლის ვალის დაჩქარებით გადახდის შესახებ. საღამოს სხდომაზე, რომლის
დროსაც განიხილავენ ბანკის აგენტების მოწვევის, ბანკის გამგეობის წევრებისა
და სხვა მოსამსახურეების ხელფასების საკითხებს, ნიკოლოზ ხუდადოვი მოითხოვს,
რომ ხელფასები შემცირდეს, მაგრამ მის წინადადებას მხარს არ უჭერენ. ილია
ჭავჭავაძე ასაბუთებს, რომ აგენტების მოწვევა ბანკის მუშაობას არ
გააუმჯობესებს და კრება თანხმდება, რომ მათი მოწვევა საჭირო არ არის.
წყარო:
1893
16 მაისი
იმართება თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანთა არჩევნები, რომელზეც ირჩევენ
498 ხმით 438-ის წინააღმდეგ, მაგრამ საქალაქო საქმეთა საგუბერნიო საკრებულო
არჩევნებს უკანონოდ ცნობს და ნიშნავს ახალ არჩევნებს 30 მაისისთვის.
წყარო:
16 მაისი
რომანოზ ფანცხავა „ხომლელის“ ფსევდონიმით გაზეთ „კვალში“ განაგრძობს ვრცელი
წერილის ბეჭდვას სათაურით „ჩვენი ლიტერატურის მდგომარეობა“. იგი წერს,
როგორ დააქვეითა ლიტერატურა არა ცხოვრების, არამედ მკითხველის ფეხის ხმის
ადევნებამ. ადრე თუ იგი სარკე იყო, ახლა ამ დანიშნულებას ღალატობს. ავტორს
მოჰყავს ციტატა ილია ჭავჭავაძის მეთაური წერილიდან.
წყარო:
1894
16 მაისი
თსს ბანკის წევრთა საერთო კრებაზე ოპოზიციური დაჯგუფება უკვე აშკარად
აცხადებს, რომ მათი მიზანია დაპირისპირება ილია ჭავჭავაძესთან, რომელსაც
ბანკი არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ვრცელი, მაგრამ არაარგუმენტირებული
სიტყვით გამოდის მიხეილ მაჩაბელი. ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ მათ
გარეშე ბანკი დაიღუპებოდა, მაგრამ ვერ განმარტავენ, ილია ჭავჭავაძის
პრინციპებიდან რა არის ბანკისთვის საზიანო და რას სთავაზობენ საზოგადოებას
მათ ნაცვლად. თავის მხრივ, ილია ჭავჭავაძე კრებას აცნობს ზუსტ ციფრებს, რა
საქმიანობით შემოიფარგლება ივანე მაჩაბლის დამსახურება ბანკის წინაშე და
გამოდის წინადადებით, რომ მისი და ივანე მაჩაბლის საბანკო საქმიანობა
შეისწავლოს საგანგებო კომისიამ და ის, ვისაც დამნაშავედ სცნობენ, სამუდამოდ
ჩამოშორდეს საზოგადოებრივ ასპარეზს. ილია ჭავჭავაძის ამ ხანგრძლივი
გამოსვლის შემდეგ, რომელმაც გააბათილა გამგეობის წინააღმდეგ წამოყენებული
ბრალდებები, წლიური ანგარიში მტკიცება
წყარო:
1897
16 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
15 მაისი“ („წინა წერილში მოკლედ ავნუსხეთ...“). ეს არის დასასრული
წერილისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების
და ლორების საქმე“.
წყარო:
1904
16 მაისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას,
რომ საზოგადოების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაარსდეს კიდევ ერთი სკოლა
და ბიბლიოთეკა. გამგეობის თავმჯდომარედ კვლავ ირჩევენ ილია ჭავჭავაძეს.
ამავე სხდომაზე ხდება გამგეობის წევრებისა და სარევიზიო კომისიის არჩევაც.
წყარო:
1904
16 მაისი
ანჩისხატის ეკლესიაში ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გარდაცვლილ წევრთა სულის
მოსახსენიებელ პანაშვიდს.
წყარო: