კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 5, 6. ივანე კერესელიძის წერილები, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 542.
პირთა ანოტაციები: კერესელიძე ივანე ივანეს ძე (1829-1892) მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ჟურნალ ,,ცისკრის”
რედაქორ-გამომცემელი 1857-1875 წლებში. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო
ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გრიგოლ ორბელიანის არქივი № 638.
პირთა ანოტაციები: ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. იოსელიანი პლატონ ეგნატეს ძე (1809-1875) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ღვთისმეტყველი, 1845-1856 წლებში
რედაქტორობდა რუსულ გაზეთ „ზაკავკაზსკი ვესტნიკს“, შეისწავლა და გამოსცა ძველი
ქართული ლიტერატურის ძეგლები. გიორგი მეცამეტე, იგივე გიორგი XII (1746-1800) ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე, ერეკლე II-ის ძე. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 17, 2056. გაზ. „ივერია“, 1899, 29 დეკ., № 280, გვ. 1.
1857
27 დეკემბერი
წერს ლექსის „ხმა სამარიდამ“ პირველ ვარიანტს.
წყარო:
1862
27 დეკემბერი
ივანე კერესელიძე თბილისიდან სწერს რაფიელ ერისთავს, რომ ილია ჭავჭავაძეს
თავისი მომავალი ჟურნალისთვის ქუთაისში დამხმარეები ჰყავს ხელმოწერათა
შესაგროვებლად. ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, შეწუხებულია, ისეთი ხმა დაუგდო
ჭავჭავაძის პარტიამ თავის მომავალ ჟურნალს, რომ „ცისკარი“ სულ გაყინაო.
წყარო:
1878
27 დეკემბერი
გრიგოლ ორბელიანისგან ჟურნალ „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად წერილთან ერთად
იღებს პლატონ იოსელიანის ნარკვევს „ცხოვრება მეფისა გიორგი მეცამეტისა“.
წყარო:
1891
27 დეკემბერი
დროებით წყდება მასზე დაწესებული პოლიციის ზედამხედველობა.
წყარო:
1899
27 დეკემბერი
მონაწილეობს თბილისის გუბერნატორის მიერ მოწვეულ თათბირში, რომელიც განიხილავს
ახალქალაქის მაზრაში მიწისძვრისაგან დაზარალებულთა შემწეობის საკითხს. ირჩევენ
დაზარალებული მოსახლეობის დამხმარე კომიტეტის წევრად.
წყარო: