The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


27.08

1886    
     
27 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 აგვისტო“ („ბოლგარიის საქმე სწორედ წაჯეგ-უკუჯეგობის თამაშობასა ჰგავს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ალექსანდრე მთავრის გადადგომა და ევროპის დიპლომატია“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 27 აგვისტო, № 185, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 344.

პირთა იდენტიფიკაცია:

საუბარია ალექსანდრე ბატენბერგზე.

პირთა ანოტაციები:

ბატენბერგი ალექსანდრე (1858-1893)

ბულგარეთის მთავარი 1879-1886 წლებში. 1886 წელს შეთქმულებმა უარი ათქმევინეს ტახტზე.

     
27 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს ალექსი კვალიაშვილის მიმართვას რედაქტორისადმი. წერილის ავტორი ცდილობს დააკონკრეტოს ამავე გაზეთის 24 აგვისტოს ნომერში ილია ბახტაძის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სოფლის სასამართლოებში მიკიტანი და გლეხი სხვადასხვა უფლებებით სარგებლობენ. კვალიაშვილის მტკიცებით ამის მიზეზი არა კანონი, არამედ მოხელეთა კორუმპირებულობაა.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 185, გვ. 4; № 184, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

კვალიაშვილი ალექსანდრე (ალექსი) ანდრიას ძე (გარდ. 1887)

პუბლიცისტი. ბახტაძე ილია ლუკას ძე (1859-1900) პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. იბეჭდებოდა ფსევდონიმით “ხონელი”.

     
1894    
     
27 აგვისტო    
     
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 აგვისტო“ („ჩვენ გუშინწინ ჩამოვაგდეთ ლაპარაკი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთს და გერმანიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობის დასაწყისი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 27 აგვისტო, № 183, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 29.

     
1907    
     
27 აგვისტო    
     
 მეუღლესთან, არტურ ლაისტსა და მსახურ იაკობ ბითარიშვილთან ერთად ეტლით ბრუნდება საგურამოდან თბილისში.   წყარო:

არ. ლაისტი, საქართველოს გული, 1963, გვ. 60; ზაალ ჭავჭავაძის დაკითხვის ოქმი, პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. 1938, გვ. 42; არტურ ლაისტი, უკანასკნელი დღეები ი. ჭავჭავაძისა, ჟურნ. „მნათობი“, 1937, № 5, გვ. 24; დუშეთის მაზრის უფროსის ყარამან ფაღავას მოხსენება თბილისის დროებით გენერალ-გუბერნატორს, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 36, № 160, ფურც. 43.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. ბითარიშვილი იაკობი - ილია ჭავჭავაძის მსახური, რომელიც მასთან ერთად მოკლეს 1907 წლის 30 აგვისტოს.

     
27 აგვისტო    
     
 სტუმრობს თბილისის მაზრის თავადაზნაურთა ყოფილ წინამძღოლ ალექსანდრე ორბელიანს.   წყარო:

მარიამ ვახტანგის ასულ ორბელიანის მოგონება. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 13404 b., № 2.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე (1802-1869) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი. ქართველ რომანტიკოსთა თაობის უფროსი წარმომადგენელი, თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, 1932 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვნელი.

     
1907 27 აგვისტო-29 აგვისტო    
     
სამი დღის განმავლობაში თბილისის სახლში ამაოდ ეძებს რაღაც მნიშვნელოვან საბუთს და ვერ პოულობს.   წყარო:

ელისაბედ საგინაშვილის დაკითხვის ოქმი, პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 69.