სერგეი მესხი, გაზ. „დროება“, 27 აპრილი, № 47, გვ. 1; 23 აპრილი, № 45, გვ. 2.
პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო
ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში,
შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს,
პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. ყაზბეგი დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1838/40-1880) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი. სწავლობდა
ხარკოვის, პარიზის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. მოღწეულია მისი მხოლოდ ერთი
თხზულება „მავნე სულები“. გაზ. „ივერია“, 1887, 22 აპრილი, № 78, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბ., 2006, გვ. 249. წყარო: გაზ. „ივერია“, 1887, 22 აპრილი, № 78, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 249. პირთა ანოტაციები: შნებელე გიომ (ვილჰელმ)
(1831-1900) – ფრანგი პოლიციის კომისარი. ხელმძღვანელობდა საიდუმლო დაზვერვის
სამსახურს ელზასსა და ლოტარინგიაში. 1887 წელს გაეხვა პოლიტიკურ ინტრიგაში,
რომელმაც საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა. ^ ფრანგი პოლიციის კომისარი. ხელმძღვანელობდა საიდუმლო დაზვერვის სამსახურს
ელზასსა და ლოტარინგიაში. 1887 წელს გაეხვა პოლიტიკურ ინტრიგაში, რომელმაც
საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი №S-5170; გაზ. „ივერია“, 1889, 22 აპრილი, № 83. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 168. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 1037.
პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში,
შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს,
პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904) ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა
ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.
გაზ. „ივერია“, 1893, 22 აპრილი, № 82, გვ. 2-3; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ.
394, საქ. 11810, გვ. 2-24.
გაზ. „ივერია“, 1893, 24 აპრილი, № 84, გვ. 1.
პირთა ანოტაციები:
იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919)
მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი, ქშწ-კგ
საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით.
ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907)
საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში,
იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი.
ორბელიანი გიორგი ილიას ძე (1853-1924)
რუსეთის არმიის გენერალი, ილია ბატონიშვილის შვილიშვილი (ბარბარეს ვაჟი) გრიგოლ
ორბელიანის ძმისწული, კავკასიის ცხენოსანთა ბრიგადის მეთაური.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 25. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, №514, გვ. 3-4. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 668. გ.
ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17616-ხ. პირთა ანოტაციები: ჯუღელი ანთიმოზ ივანეს ძე (1846-1925) პროზაიკოსი, პედაგოგი. ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული სოხუმში 1886 წელს, ჟ.
„წყაროს“ რედაქტორი. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და
საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“
რედაქტორ-გამომცემელი. ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 51. პირთა ანოტაციები: ვირსალაძე სპირიდონ სიმონის ძე (1868-1930) მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი
საქართველოში, პროფესორი. პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალ „ექიმის“ რედაქტორი.
ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
1875
22 აპრილი
მონაწილეობს თბილისის საზაფხულო თეატრის სცენაზე გამართულ
სალიტერატურო-მუსიკალურ საღამოში. დიმიტრი ყიფიანთან, აკაკი წერეთელთან,
რაფიელ ერისთავთან, პეტრე უმიკაშვილთან, დავით ერისთავთან და სხვებთან
ერთად. კითხულობს ნაწყვეტს „კაცია – ადამიანიდან?!“, „მგზავრის წერილებიდან“,
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს „შემოღამება მთაწმინდაზე“, გრიგოლ ორბელიანის „ონიკოვის
დარდებს“ და დიმიტრი ყაზბეგის „მავნე სულებს“. საღამოს შემოსავალი, 254
მანეთი, ხმარდება ქართული თეატრის აღდგენას.
წყარო:
1887
22 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
21 აპრილი“ („საფრანგეთის გაზეთი „Nation“-ი, რომელიც სხვაზედ უფრო...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „შნებელეს საქმე“.
წყარო:
1889
22 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას
სათაურით „აი ისტორია“, წერილი მეოთხე („ავტორი „Письма о Грузии“-სა,
თავის მეორე წერილის ბოლოში..“).
წყარო:
1891
22 აპრილი
პეტრე უმიკაშვილი ალექსანდრე ნანეიშვილსადმი მიწერილ ბარათში ილია
ჭავჭავაძეს ახასიათებს, როგორც გონიერ, შორსმჭვრეტელ, ღირსეულ და მაღალი
პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, მაგრამ ნაკლებად აქტიურ ჟურნალისტს. აქვე
საუბარია ბანკის არჩევნების შესახებაც.
წყარო:
1893
22 აპრილი
ესწრება თსს ბანკის კრებას, რომელზეც სიტყვით გამოდის ბანკის შემფასებელი
კომისიის ინსტრუქციასთან დაკავშირებით.
წყარო:
22 აპრილი
თბილისიდან განჯაში ილია ჭავჭავაძის დავალებით მიემგზავრებიან ქშწ-კგ
საზოგადეოების გამგეობის წევრები გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია და
პოეტის ბიძაშვილი პოდპოლკოვნიკი გიორგი ორბელიანი.
წყარო:
1897
22 აპრილი
პეტერბურგის ქართველი სტუდენტებისგან იღებს საპასუხო წერილს, რომელშიც
მადლობას უხდიან ყურადღებისა და თანადგომისათვის. ატყობინებენ, რომ
საბერძნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მხარდასაჭერად დეპეშას,
მისი რჩევისამებრ, აღარ აგზავნიან, მაგრამ შეხვდნენ საბერძნეთის ელჩს. იგი
შეჰპირდა, რომ მათი სახელით ფარულად გაუგზავნიდა თანაგრძნობის დეპეშას
საბერძნეთის მთავრობას.
წყარო:
1898
22 აპრილი
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას და გამგეობის სახელით წინადადება
შეაქვს, რომ გლეხებს გრძელვადიანი სესხები მიეცეთ 10 წლის ვადით. კამათის
დროს ერთ-ერთი გამომსვლელი აღნიშნავს, რომ ასეთი სესხის აღება დამღუპველი
იქნება. ილია ჭავჭავაძე ამაზე პასუხობს, რომ თუ ადამიანმა აღებული სესხი
მეურნეობის გამართვის ნაცვლად უაზროდ გაფლანგა, მართლა დაიღუპება, მაგრამ
თუ მიზნობრივად ხარჯა, სხვადასხვაგვარი დაბრკოლებაც რომ შეხვდეს, თავს
მაინც გაიტანს.
წყარო:
1899
22 აპრილი
იღებს წერილს ანთიმოზ ჯუღელისგან, რომელსაც აინტერესებს მისი აზრი სოხუმის
ქალაქის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარაჯიშვილის შესახებ.
წყარო:
1905
22 აპრილი
სპირიდონ ვირსალაძის პირით ფოთში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს უთვლის, რომ 26
აპრილისათვის თბილისში ჩავიდეს. შეხვედრის მიზნად მინიშნებულია იმ
საკითხების განხილვა, რომელზეც ბოლო ხანებში ჰქონდათ საუბარი.
წყარო: