![]() |
დამტვრეული ოცნებანი |
![]() |
1 I |
▲ზევით დაბრუნება |
I.
ყველაზე საპატიო და საამაყო მდგომარეობა კაცისა ის არის, როდესაც გრძნობ, რომ წინ მიგიძღვის რაიმე ღვაწლი. გრწამს იგი და უფრო მომეტებულად ერწმუნები, რომ ეს ღვაწლი რიგიანათ, კუთვნილებისამებრ დაფასებულია შენი თანამედროეებისაგან და დარჩება დაუვიწარათ შთამომავლობაში. სიამოვნება იღვენთება შენს გულში და გაძლევს ძალას მრავალი ვაი-ვაგლახის სატანათ. მაგრამ რამდენათაც სანატრელი და ბედნიერია კაცისთვის ის მდგომარეობა, იმდენათ მწარე და საძაგელია მეორე გვარი ყოფა, როდესაც შემთხვევით მიაწყდები ერთ უშველებელ კედელს, სადაც მსხვილი ასოებით ამოწყობილია შენ სახელთან ასრეთ წოდებული არაფრობის ნიშანი, და ეს კედელიც არის უტყუარი ისტორიის განჩინება. მოდი, კაცის ერთი ბეწვა გულო, და ზედ შუაზედ ნუ გაიპობი! მოდი, წელო და ნუ ჩაიზნიქები ამისთანა ბალღამ და მკაცრ სინამდვილის ქვეშ! სამოთხის ფუფნებიდგან უცებ გადაგაგდეს ჯოჯოხეთის კუკუმეთში. ერთი სიტევით, მოგვიკვდი, ხელში კაკალი კაცი. გაქრა, სამუდამოდ დაიკარგა ტკბილი ოცნება დიდებულ ღვაწლზედ. დაიმარხა ყოვლად-შემძლებელი ამაყობა, თავის იმედი და მათ საფლავზე აღმოსცენდნენ გულის საკლავი სევდა, უნუგეშოა და განუსაზღვრელი სასოწარკვეთილება.
სწორეთ ასეთი მოულოდნელი ხიფათი შეემთხვათ ჩვენში ერთ გვარ „მამულის შვილებს“,
რაღაც საოცარ, წვრილმან დასს, რომელსაც პირველათ ჩაუხედნია თავის უსუსურ გულში,
ამოუკითხნია იქიდგან საყოველთაო გრძნობა. ასრეთ წოდებული, მამულის სიყვარული,
გაჰკვირვებია ასეთი უცნაური (?), მოულოდნელი ამბავი. ჰგონებია — ეს არის ამერიკა მე
ვიპოვნეო, გამოსულა საქვეყნოთა და ღრიალებს: „შენ კი გენაცვალე, ჩემო მამულო, რომ
მარტო ჩემ გულში ჩამჯდარხარ და ჩემი გადაბირული მეზობლები კი არ მოგიკითხნიაო! უხ,
რა რიგ მიყვარხარ, რომ უმაგეთი პატივი მომეციო! რა რიგი მადრიელი ვარ შენი, რომ
მაგგვარი ამორჩეული წარჩინებული პირი გამხადე — ეხლა კი მე ვიცი, როგორც გავიბერები
და მტერს თვალებს დაუყენებ, რომ ასეთი გრძნობის პატრონი მარტო ვარ, მარტო მე
მიყვარს მამულიო! რასაკვირველია, რომელ მაყურებელსაც კი მოეძებნებოდა გოგრაში ერთი
მისხალი ჭკვა და ცოტაოდენი ცოდნა კაცის ზნეობითი და გონებითი ბუნებისა, იმას
მოზდიოდა ტუჩებზე ღიმილი და ამ ბოვშვურ ყვირილს არა მნიშვნელობას არ აძლევდა — რა
მენაღვლება, ჰქონდეთ ემაგეთი ტკბილი ოცნებაო —
«იჭიკჭიკე, ვიდრემდის ხარ, ყრმაო, თავისუფალი,
მაგრამ ჭკვიანი კაცის სიჩუმე სრულებით სხვა-ფრივ ახსნეს ჩვენმა „მამულის შვილებმა“.
იმათ ეგონათ, რომ ალბათ მართლა მარტო ჩვენა ვყოფილვართ, რანიც ვყოფლვართ. ალბათ
ჭეშმარიტების ტაძრიდგან არის გამოტანილი ჩვენი აზრი, ალბათ ამ ჭეშმარიტებას შიგ
კუდში ვტაცეთ ხელიო, რომ მამულის სიყვარული მარტო ჩვენისთანა ამორჩეული პირების
გვამებში შეფარებულა, თორემ რატომ ის ვიღაც „ჭკვიანები“ არ აღვიარებენ, რომ იმათაც
უყვართ მამულიო! უყვართ კი არა; ალბათ ისინი მამულის მოღალატენი უნდა იყვნენ; თორემ
იმათ უფრო ჩვენზე ადრე არ უნდა ეყვირნათ ამ გრძნობაზეო! ამ სახით, ჩვენი მამულის
შვილები უფრო და უფრო წახალისდნენ. კოლუმბების რიცხვი მატულობდა და მატულობდა.
რიცხვის სიმრავლეს მოყვა ხმის სიძრიელე, ასე რომ ვისაც თავისი სმენის დაჩლუნგება არ
უნდოდა, ყურებში ბამბას იკეთებდა. მაგრამ, როდესაც ბამბამაც ვერა გააწყო რა ამოტელა
პაწაწა კოლუმბების ხმაურობასთან, როდესაც ამ კოლუმბებმა წაიღეს ზაჰლა თავის ერთი
წუწკნა თავების ქებით, პირდაპირ დაიწყეს დიდებისა და პატივის თხოვნა, — მაშინ კი
დაჩუმება აღარ შეიძლებოდა, მაშინ კი მოუხერხებელი-ღა იყო, რომ წინ არ გა=
დაზდგომოდა ვინმე და არ ეთქვა: „დიდება სიძლიერესა თქვენ– სა. „მამულის შვილებო“,
მოვიდრეკ თქვენ წინ მუხლსა თ – ევანსა გცემთ, დაგადგამთ გვირგვინს უკვდავებისას,
მხოლოდ პატარა ხანს გაჩუმდით, რომ ერთი სიტყვა მეცა ვთქვა, მეც კაცი ვარ ლაპარაკი
ჩემთვისაც მოთხოვნილებას შეადგენს. თქვენ, როგორც დიდ კაცებს, ნება გაქვთ ასი
სიტყვა ბრძანოთ, მაგრამ მე ისეთი რა დამემართა, რომ ას-მეერთე სიტყვა არ მერგოს! ამ
ერთ სიტყვასა გთხოვთ და მომისმინეთ, აგრემც თქვენი დიდების მადლი შეგეწიოთო.
აცქვიტეს ყურები მამულის შვილებმა და მოისმინეს მათთვის უსიამოვნო, მხოლოდ მართალი
საუბარი. რომელშიაც იხატებოდა ის აზრი, რომ პატრიოტობა საზოგადოთ კარგი რამ გრძნობა
მიუნიჭებია ყოველი სულდგმულისათვის ბუნებასაო, მაგრამ ემაგ «სკამებს რაღათ
ამტვრევთო? ეგ გრძნობა საყოველთაოა და სულ ყველანი ხომ ძეგლებს ვერ დავიდგამთო
მარტო შიშველა სიყვარული არავის აძლევს უფლებას, რომ იორღა ცხენივით კი მაღლა აიღოს
და ყეენს სალამს აღარ აძლევდესო . ძეგლის დამსახურებას უნდა ღვაწლი, რომელიც
გამოისატება მხოლოდ ნეოფიურ საქმეში და არა მარტო გრძნობაში და ცარიული სიტყვების
უღმერთო რასი-რუხშიო.
აბა, რასაკვირველია, „მამულის შვილებს“ საშინლათ არ ეჭაშნიათ ვიღაცა ბრიყვი კაცის
ამ გვარი „წინ-დაუხედველი“, „გადაბირული“ ლექსები. მაგრამ გულმა კი იგრძნო, რომ
თითქო რაღაცა სიმები ჩასწყდაო, თითქო სამუდამოთ გაიფანტა რაღაც ტკბილი,
ფანტასტიკური სიზმარი, მიუდგომელმა სინამდვილემ ჰკრათ პანღური და გადმოყარა
უსაძირკვლო პედესტალიდგანაო.
რასაკვირველია, საცოდავი სანახავია კაცი ამისთანა მდგომარეობაში. მაგრამ რასა იქ,
თუ კი თავისთავათ ვერ მოვა ადამიანი გონსა, ვერ შეუხედავს გარშემორტყმულს საღი
თვალებით! მეტი გზა და სახსარი არ იპოვება დეე ისევ სიმწარე ნახოს და ჭკუაზე კი
მოვიდეს. რუსები ტყუვილათ კი არ ამბობენ — ისევ გვიან იყოსო, ვიდრე თავის დღეში არ
იყოსო.
არ გიცნია სოფელი მომჟღერალი“ო.
![]() |
2 II |
▲ზევით დაბრუნება |
II
დავანებოთ თავი ამ იგავებითა და არაკებით ლაპარაკს, გადავავლოთ ჩვენ მწერლობას თვალი და ვნახოთ, რამდენათ მართალია ჩვენგნით გამოთქმული აზრი, რომ ქართული ლიტერატურა იქამდის უსუსურია, რომ ჯერ თითონაც არა აქვს გამოკვლეული ელემენტარული, საანბანო პრინციპები საზოგადოების ორგანიზმის ცხოვრებაზე და კერძო პიროვნობის დანიშნულებაზედ ამ ცხოვრებაში და აქედგან ის მწარე მაგრამ აუცილებელი დასკვნა, რომ ამისთანა უთავ-ბოლო, ბავშურ მწერლობას, რასაკვირველია, არა ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა ჩვენი ცხოვრების მიმდინარეობაზედ...
ორ გვარ ბილიკზე მოგზაურობს საზოგადო წარმატება, პროგრესი, ერთი ბილიკია
გამოურკვეველი გამოუძიებელი, რომელიც ექვემდებარება შემთხვევას. მეორე ბილიკი
გახლავთ ცნობილი, გამორკვეული, მტკიცე კანონზე დაფუძნებული. შემთხვევა არის
მოულოდნელი, უცნაური მოვლენა ხანდისხან შევესწრებით ხოლმე, რომ საზოგადო წარმატებას
ეძლევა უშველებელი ნაბიჯი რომელიმე ბედნიერი შემთხვევით. ხშირათ შეხვდებით
ისტორიაში მაგალითებს, რომ ვინმე საძაგელი, მავნე და ბოროტებით გატენილი პირი,
შემთხვევის წყალობით, გარდაქცეულა ქვეყნის მოსარჩლეთ და მოამაგეთ. რომელიმე უცნობი,
წყნარი, შეუმჩნევარი, პატარა კაცი, შემთხვევისავე მეოხებით, გამხდარა სამოქალაქო
გმირათ, თვალ-საჩინო გვამათ. მოიგონეთ დ. ერისთვის „სამშობლოდგან“ საწყალი გოგია
დიაკვანი, რომელიც თავის სიცოცხლეში ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ამაგი თავის
ქვეყნისადმი გასცილდებოდა უბრალო სალდათის სამსახურს, რომელსაც გული მუდამ
გამზადებული აქვს მტრის იარაღის საძგერებლათ. თუ არ იშვიათი შემთხვევა, გოგიას,
როგორც მის მოძმეებს, მოსჭრიდნენ თავსა, და იმის სახელი არ გასცილდებოდა ახლო
მეგობრების და ნათესავების წრესა. მაგრამ აგერ მოულოდნელი შემთხვევა მოდგა კარზე.
ბატონიშვილი ელოდება მხოლოდ ნიშანსს, რომ შეიყვანოს ჯარი თბილისში და თავს დაეცეს
მოუმზადებელს და უზრუნველს მტერსა. ამ დროს შეთქმულები გასცეს. მტერი დაეცათ მათ.
მტერი გამაგრდა, მოემზადა და სიხარულით ელის ამ წამსა, როდესაც ბატონიშვილი შემოვა
ქალაქში, დაიჭერს იმას და ამ გზით უფრო მკვიდრათ გაიდგამს ძირს საქართველოში. მოხდა
შესანიშნავი ამბავი ისტორიაში — მთელი ხალხის ბედ-იღბალი ჩავარდა ერთ ვიღაც უცნობ
პაწაწა, დიაკვნის ხელში. საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის იმედი გოგია
დიაკვანზედ მივარდა, მაშინ, როდესაც საქართველოში იყვნენ ასეთი წარჩინებული პირნი.
როგორც სვიმონ ლეონიძე, ლევან ხიმშიაშვილი, თითონ ბატონისშვილნი და სხვანი. ამ
ცნობილ და დიდებულ პირებს. რომლებიც ასე განვითარებულნი არიან თავის-დროსაც
და–კვალად, სამოქალაქო საქმისათვის, ამისთანა პირებს კი ზურგს უქცევს ცხოვრების
მიმდინარეობის აზრი და გოგიას კი ხელს უწყობს, გოგიას, რომელიც სიზმარშიაც კი ვერ
წარმოიდგენდა, რომ იმისი საცოდავი ხელის გაქნევაზე ეკიდებოდა მისი სამშობლოს ან
დაღუპვა და ან აღდგინების იმედი: დარეკავდა ზარს სადღესასწაულო ხმაზედ, მაშინ
ბატონისშვილი უნდა შემოსულყო თბილისში და ჩავარდნოდა მოსისხლე მტერს ხელში: გლოვის
ხმაზედ დარეკავდა და — მაშინ ბატონიშვილი გაბრუნდებოდა უკან და თავის ჯარს. თავის
გამზადებულებას საბრძოლათ შეუნახავდა სამშობლოს სხვა უფრო მარჯვე დროსათვის. გოგიამ
ჩამოკრა მწუხარების, გლოვის ზარი... გავარდა თოფი და გოგიაც თან გაყვა. მოკვდა,
მაგრამ თავის სიკვდილით გააცოცხლა საქართველოს აღდგინებას იმედი. მოკვდა, მაგრამ
თავის სიკვდილით დაიხსნა სამშობლო განადგურებისაგან. უბრალო დიაკვანი მხოლოდ თავის
სიკვდილით გახდა გმირი, რომლის სახელი ღრმათ ჩაიწერა მამულის უდიდეს მოღვაწეთა
შორის. თუმცა ეს გოგია დიაკვანი არ არის ნამდვილი ისტორიული პირი, თუმცა ის არის
მხოლოდ დრამის მასალათ მოგონილი ავტორისაგან; მაგრამ იგი არკი ეწინააღმდეგება
სინამდვილეს, არამედ ამოწმებს მას...
მაგრამ ცხოვრების აშენება შემთხვევებზე არ არის მოსახერხებული, თუ კი კაცში
გაღვიძებულია სამოქალაქო წარმოდგენა ცხოვრების პრინციპზე, თუ კი კაცს შეუძლიან
იღვაწოს არა მარტო დღევანდელი დღისთვის, არამედ მომავლისთვისაც. ამისთანა დროს
მოღვაწე პირისთვის აუცილებელ საჭიროებას შეადგენს, რომ იგი საფუძვლინათ შეუდგეს
ცხოვრებას ზურგში, გამოძიებული ჰქონდეს იმის მოთხოვნილებანი. — რა თქმა უნდა, რომ
ლიტერატურას უფრო შეგვიძლიან დაუჭიროთ სადაცე და მოვთხოვოთ თავის ბედის აშენება არა
შემთხვევაზე, არამედ მკვიდრ საფუძველზე.
![]() |
3 III |
▲ზევით დაბრუნება |
ვინ არ დამეთანხმება, რომ ჩვენი მწერლობა აშენებულია მხოლოდ შიშველ შემთხვევაზედ. ყველა ჩვენგანი შემთხვევით აიღებს ხელში კალამს, შემთხვევით მოჰკიდებს რომელსამე საგანს ხელსა, დაუწყებს მას ერთ საცოდავ ჩიჩქნას. ძლივ ვაი-ვაგლახით აავლ-ჩაავლებს თვალს, ზოგჯერ შემთხვევით მიადგება რამე შემთხვევათა აზრს, გამოილაშქრებს ბეჭედში და ჰგონია... მაგრამ რაცა ჰგონია, იმას თავი დავანებოთ, თორემ შორს მოგვივა.. ჰო, და შემთხვევას ასეთი ვრცელი ადგილი უჭირავს ჩვენ მწერლობაში. ხანდისხან ეს შემთხვევა მიგვაყენებს ხოლმე მართლა რიგიან მწერალთან, რომელსაც ნიჭიც ეტყობა, ჭკვაც, გრძნობაც, სწავლაც და დაკვირვებაც, მაგრამ, რაკი მწერლობის გზა გაუკვერავია, რაკი ლიტერატურას ჯერ ცხოვრებაში ვერ უშვდენია მოთავეობა და რაკი ადამიანისათვის ძნელია ცხოვრების სისულელესთან ცალკე ბრძოლა, — ამიტომ ჩვენ ვხედავთ სამწუხარო მოვლენასა, რომ ამისთანა მწერლები იდრეკენ მუხლს ცხოვრების სიდარდაკის წინა და იწყებენ სიმღერას მის უნისონათ.
მე არ ვილაპარაკებ წვრილმან მწერლებზე. ავიღოთ ასეთი თვალ-საჩინო და ყველასთვის
ცნობილი მწარე მაგალითი ჩვენი ცხოვრებიდგან, დავასახელოთ ჩვენი წარჩინებული მწერალი
უ. ილიკო ჭავჭავაძე. შემთხვევამ მოაყოლა ეს ბუნებით მდიდარი, ნიჭიერი პირი იმ
ქართველი ყმაწვილების რიცხვში, რომელნიც იზრდებოდნენ და იწვრთნებოდნენ გუმანიურ და
სოციალისტიკურ ნაწერებით დობროლიუბოვისა და ჩერნიშევსკისა. შემთხვევის წყალობით
დაეცა სინათლის სხივი ქართველი ახალ-გაზდობის გულსა და გონებას. თუ ჭავჭავაძემაც
გადაათვალიერა ეს ცხოვრება და თანაც რუსეთის ნათელი რიკოშეტით გადმოჰფინა ქართულ
საზოგადოებას. აგერ მოჰყვა ეს „გლახის ნაამბობი“ ვარო, „კაცია ადამიანი„, ეს
ყაჩაღის ცხოვრება ეს „აჩრდილიო“ და ბევრიც სხვა მტკიცე და მკვახე ლექსები. ამისთანა
შუქმა უცებ დაარეტიანა ჩვენი ბნელი საზოგადოება. ჭავჭავაძეს სახელმა გაიდგა უფრი
ქართველ ახალგაზდობაში მოსწავლეთ და ნასწავლთ ამოედგათ ენა — დიდი და პატარა
ლაპარაკობდა ჭავჭავაძეზე და ჭავჭავაძეობა ენატრებოდა. ყოველი ცოცხალი ქართველის
გული გადაება დაურღვეველი სიმპატიით უ. ჭავჭავაძის გულთან. ყველას მიეცათ იმედი,
რომ ქართველებიც როდისმე დადგებიან წარმატების გზაზედაო. ჭავჭავაძე ზურგში გვედგასო
და ჩვენც ღმერთი გვიშველისო. ფიქრობდა ქართველი ახალ-გაზდობა. მაგრამ ცოცხალი
არსებების გვერდზე ჩვენში იყვნენ და ძალუმი ადგილიც ეჭირათ მკვდრებს, რომელნიც
იყურებოდნენ საფლავებისკენ და თვალსა სთხრიდნენ ყველას, ვისაც ენატრებოდა სინათლე
და ეჯავრებოდა ღამურაობა. ეს ქართველი „ბობოლაები“ ვეშაპივით გადასწოლოდნენ
ცხოვრებას, სდევნიდნენ ყოველის მხრით, ვინც იმათ წინ წაუსწროდათ, ხმარობდნენ ყოველ
იარაღს ამისთანა თავხედის და გადაბირებულის დასაკოდათ. რასაკვირველია, მარტო ნიჭი
არ კმარა, რომ მწერალი ემსახურებოდეს ჭეშმარიტებას. ამ ნიჭთან უნდა შეზავებული იყოს
მოუდრეკელი ხასიათი, სამოქალაქო თავმოყვარეოა. გულის სიმაგრე და მამაცობა, ყველაზე
სამწუხარო იყო ქართული მწერლობისათვის უ. ჭავჭავაძის დაკარგვა. გადაბრუნდა
დედა-ბოძი ჩვენი გამოიფხიზლებული აზრისა, გადმოგვივარდა ქვა კუთხედი ქართული
მწერლობის დაფუძნების მედისა. უ. ჭავჭავაძემ დაატრიალა ჩანგი გაცვეთილ და
მომაკვდინებელ კილოზე დაკარგული „დიდება“, გაზვიაზებული „მამული“ ზნეობის სიმაღლე,
და ქართველთა ტომთა ვითომც ერთმანეთში ძმური სიყვარული — წარსულში. ენის გარევნა,
სადაც „შამობძანდი“ პატიოსნობასაცა ნიშნავს და უწმაწურობასაც, „ჰკიდია“ და სხვანი
აწმყოში. ამ სათაურს მოჰყვა უშველებელი გოდება და ტირილი იმისთანა რამეებზედ,
რომელსაც ყოველი ქართველი დასტირის, და სადაც ამ ტირილით არაფერი არ კეთდება, გარდა
ჩხირკედელაობისა. ამ ჩხირკედელაობაში პირველი ადგილი დაიჭირა ენამ, ურომლისობაც,
რასაკვირველია, მძიმე, მავნე და ვაგლახი მოვლენაა, მაგრამ ჯერ მისი წართმევა ძნელი
და მოუხერხებელია, მერე მას აღემატებიან მრავალი სხვა სოციალური უბედურებანი,
რომელთაც ენაც მოზდევს. კბილებიცა და ცხვირიც, და რომლებზე ლაპარაკიც „მკვდრებს“ არ
უჭირთ. ამ ვიწრო, ერთი ნამცეცა წრეში მოთავსდა მთელი ტეორეტიკული მხარე უ.
ჭავჭავაძის მოსაზრებისა. ამისთანა ჩხირკედელაობით. რასაკვირველია, არც მწვადი
დაიწვება და არც შამფური, ანუ როგორც რუსები იტყვიან ხოლმე:
И невинность соблюсти, и капиталъ пріобрѣсти.
რამდენათაც უმნაშვნელო, უვარგისი, უსულო, უღირსო და უყურადღებო შეიქნა ტეორეტიკული
მხარე იმ ერთხელ პატივ-საცემი და საყვარელი ილიკო ჭავჭავაძისა. — იმდენათვე
აუსრულებელი, უკუდო და საჩხირკედელაო. ხასიათი მიეცათ პრაკტიკულ მოსაზრებას . ილია
ჭავჭავაძისასა: დააძმოილოს ბატონი და ყმა, თავადი და გლეხი, დაუმტკიცოს მათ, რომ
იგინი ერთ საქმეს ემსახურებიან — გლეხი თავადის მუცელს და თავადიც თავის მუცელს —
და აქედგან წარმოსდგება, რომ იმათშორის გასაყოფი არა არის რაო.
მე, რა თქმა უნდა. ვერ მივცემ ჩემ თავს ნებას, რომ აქ შევსწამო უ. ჭავჭავაძეს
ვითომც იგი გაძრახ გადასდგომოდეს ჭეშმარიტებას, გაძრახ დაენებებინოს თავი ჩვენი
ცხოვრების სიმახინჯესთან ბრძოლისთვის, გაძრახ შესდგომოდეს თავისი დაუვიწყრი სახელის
გაქარწყლებას, დანგრევას არა არა. ძნელია, რომ კაცმა გაძრახ აიღოს ხელი იმ
საგნიდგან. რომელიც პირდა–პირ, უთქმელათ ადგამს მას უკვდავებისა და გმირის
გვირგვინს. აქ ბრალია ჩვნი მწერლობის მდგომარეობისა, მისი შემთხვევითი არსებობისა,
რომელიც ვერ შეუყობს ჯერ ჯერობით ხელს სუსტ ხასიათს, ან უ. ჭავჭავაძეს უნდა ჰქონოდა
კედელივით მაგარი ხასიათი, რომ ძალუმი, ხანგრძლივი სული ჩაედგა ჩვენი
მწერლობისათვის, და არა ეშობნა ისეთი უდღეო ქმნილება, თუმცა ლამაზი, რომელსაც ათ
წელიწადზე მეტი არ ექნებოდა სიცოცხლე და რომლის მოკვლასაც თითონვე ჭავჭავაძე
შეუდგებოდა, ან არა და, ჩვენი მწერლობა უნდა ყოფილიყო აშენებული მტკიცე
საძირკველზე, სცოდნოდა კარგი და ავი.
![]() |
4 IV |
▲ზევით დაბრუნება |
IV
ამისთანა უთავბოლობა ქართული მწერლობისა, მისი შემთხვევითი ხასიათი კერძო და
წვრილმან მიზეზების მოქმედებით არ აიხსნება, მით მომეტებულათ თითონ მწერლების
სურვილით. ჩვენ მწერლებს დიახაც უნდოდათ, რომ აღეშენებინათ ბარაქიანი და მკვიდრი
დარბაზი ლიტერატურისა და თითონაც საპატივო ადგილი სჭეროდათ ამ დიდებულ დარბაზში,
მაგრამ აქ მარტო სურვილი არ კმარა. აქ უპირველეს საჭიროებას შეადგენს გონების
განვითარებასთან ცხოვრების უმთავრესი მოთხოვნილების გაგება და მისი ერთგული
სამსახური. მაგრამ ეს არ იყო და არც დღეს გახლავთ ადვილი საქმე.
აი, რითი აიხსნება ის მოვლენა, რომ ჩვენი საზოგადოება ამდენი ხანია მიყუჩებული და
სულ გატვრენილი, ყბა-ადაღებული შეჰყურებსა აპატიურათ თავის ცხოვრებას. აქ უნდა
ვეძებოთ ჩვენ იმის ახსნაც, რომ დღემდის ქართველ ხალხს თავის გულიდგან არ
გამოყუვანია არც ერთი გონივრული მფარველი და მამაცი მოსარჩლე სამშობლოს
ინტერესებისა. ზოგი ამ მოვლენას იმითი ხსნის, რომ ჩვენი ხალხი გალაჩრდა. არა,
ლაჩირობის საქმე არ არის. ჩვენში, როგორც ყველგან, მუდამ იპოვებოდნენ და იპოვებიან
კიდეც მრავალნი, ვინც ყოველს წამს მზათ არიან დაიცვან თავისი თავი, თავის ქვეყანა,
ემსახურნენ ჭეშმარიტებას, ემსახურნენ თავიანთ პატრიოტულ გრძნობას.
მარტო შიშველი სიტყვა — მამული — კიდევ არასა ნიშნავს, თუ არ არის განმარტებული და
თვალ-საჩინოთ გამოაშკარავებული, თუ იგი რჩება აბსტრაკციაში. რაღაც ნაირ გაუგებარ
წარმოდგენაში და არ არის შეღებილი, აუყავებული ამ წვრილმანი თვალმარგალიტებით,
რომელნიც ერთათ შეჯგუფვით, შეკუმშვით ნიშნავენ მამულს. ამ დეტალების უცოდინრობა,
გაუგებრობა იმ საგნებისა, რომელთა ტეორეტიკული მხარე შეადგენს სამშობლოს, ჩვენებურ
კაცს ართმევს გონსა და აეჭვიანებს.
![]() |
5 V |
▲ზევით დაბრუნება |
V
ეხლა მე თუ ჩვენ მწერლობას ვაღვიარებ უმნიშვნელოთ ქართული ცხოვრებისათვის, ეგ
იმიტომ, რომ აქამდის იგი წარმოგვიდგენს ერთ რაღაც მატირალა, თვალ-ცრემლიან და
საცოდავ მოვლენას, რომელსაც ამ უშველებელი დამახინჯებულ სახესთან ერთი უშველებელი
სიმახინჯეც მიუკერებია, რასაsკვირველია, უადგილოთ და არც უხდება ეს სიმსინჯე
გახლავთ ამპარტავნება, ამაეობა, თავმომწონეობა და უშველებელი წარმოდგენა
თავის-თავზედ. საამპარტავნო მოვლენათაც იმასა სთვლიან, ვითომც ამ მტირალა მწერლობამ
გამოუკვლია საზოგადოებას გზა, — გამოაფხიზლა და მიაქცია მისი ყურადღება ნაციონალურ
აღზრდაზედაო, ენის შესწავლაზეო. იქნება, ეს რომ მართალი იყოს, მაშინ კიდევ ჰქონოდა
ნება ჩვენ მწერლობას ამპარტავნობისა, მაგრამ ძნელი ის არის, რომ ამის სიმართლეს
დაიჯერებს მხოლოდ ის, რომელიც თავის მოკლე ცხვირის იქით ვეღარაფერს ხედავს. ვისაც
კი შეუძლიან თავისი მხედველობა გააცილოს ამ მცირე მანძილს, დაინახოს თავის ცხვირის
იქით საგანი და ეს დანახულიც არ დარჩეს მოუხარშაველ შთაბეჭდილებათ, იმან იცის, რომ
ეროვნული აღზრდის წადილი ჩვენმა დაკუდავებულმა მწერლობამ კი არ აღძრა ქართველ
საზოგადოებაში, არამედ ქართველმა საზოგადოებამ თითონ მიაღწია ამ წადილამდის და
მწერლობამ მხოლოდ მისცა ბანი, თანაც ძალიან სუსტი, ჭლექი ბანი.
აი როგორ იყო საქმე. ჯერ პირველი ესა, რომ მტირალა ბავშვს მშობელი ან თავში
ჩაჰკრავს, ან არა და მისცემს რამე კაკას დასაჩუმებლათ. ამაზედ მეტი შედეგი ჯერ არა
ჰქონია ბავშვის ტირილს. ჩვენი მწერლობის ბავშვობაში ვერავინ შემოიტანს ეჭვსა.
ტირილი იმაზედ, რომ გუშინ კარგები ვიყავით და დღეს საზიზღრები (?) ვართო, ვერავის
ვერ გამოსცვლის. ათასიც რომ მისაყვედუროს ჩვენმა საზოგადოებამ — „აი, შე საცოდაო,
რა ბრიყვი, უსწავლელი, უგუნური ხარ! აბა, შეხედე, რა ბიჭი იყო შოთა რუსთაველი.
მითომ შენც მწერალი ხარ და რუსთაველიც! ეცადე, რომ მეორე რუსთველი ნახოს ჩვენმა
საუკუნემ სტეფანე თევდორეს ძე ჭრელაშვილის გვამშიაო. მაშინ სრულებით სხვა იქნებაო!“
ვითომ რა უნდა გამოგიდეს ამ საყვედურით? გინდა სულ თვალებიდგან ცრემლი გადმოსდიოდეს
ჩვენ საზოგადოებას. მე მაინც ვერ დავიჭერ რუსთველის ადგილს, ძალიანაც რომ მინდოდეს.
ამ საყვედურით და ცხარე ცრემლებით ჩხირის ოდენა საქმეც არა კეთდება. აქ საჭიროა
ისეთი გზის ჩვენება, რომელსაც შეუძლიან ხალხის წარმატება. აჩვენა მწერლობამ ეს გზა?
აქამდის კი ამ გზაზედ ხმა არავის ამოუღია და თუ ის სიცრუვე, რომელიც ბოლო დროს
გამოითქვა ჩვენ მწერლობაში, მიაჩნია ვისმე რამე გზათ, მაშინ ყოველ გონიერ კაცს უნდა
სამუდამოთ გადაუწყდეს იმედი ჩვენი ქვეყნის გამოკეთებისა. მე ვლაპარაკობ იმ
შესანიშნავ ტვინთა ქადაგებაზედ, რომელნიც უსირცხვილო პირითა გმობენ ჩვენი
ახალგაზრდების ლტოლვას მეცნიერების მისაღებათ — პანაცეიათ მიაჩნიათ სხვა-და-სხვა
ომების გაზეპირება. ქალებს ურჩევენ, რომ მათ უარ ჰყონ ბოდვა მაღალი სწავლის
მიღებაზედ, დასხდნენ სახლში კერასთან, გარდაიქცნენ კრუხებათ, ჩეკონ ჭუჭულები და
თავი იხეთქონ „საბერძნეთის და მეტადრე რომის ისტორიით“. სხვაგან ფეხი არ გასდგათ,
თქვე „ნამუს დაკარგუებოვო“! კაცებს კი ეუბნებიან, რომ თქვენი საქმეა აქოთ და აქოთ
ყოველისფერი, რაც რამ გვქონია წარსულშიო, და აძაგოთ, რასაც კი ხედავთ ახალშიო,
რადგანაც „ქართული“ ფერი აღარაფერს არა სდევსო და რადგანაც ქართველი არსად
მოიპოვებაო. რის მანქანებიღა ვართო!
ამისთანა სიცრუვეს არავინ არ ჩასთვლის გზათ, რომელსაც უნდა დაადგეს ჩვენი ცხოვრება:
სხვა გზა ჩვენ მწერლობას არ უჩვენებია. მაგრამ როდესაც მწერლობა ასეთი უფერული იყო,
ჩვენი ცხოვრება ნელ-ნელა სცდიდა თავის-თავს ეძებდა მოძრაობის სახსარს. მოიგონეთ ის
ფრიად შესანიშნავი დროება ჩვენი ცხოვრებისა, როდესაც საქართველოში დაიბადა და
გაიზარდა, აღორძინდა და გამრავლდა მთელი თაობა რუსეთუმეებისა, რა ნაირი ტიპი იყო ეს
„რუსეთუმე“? რაში მდგომარეობდა მისი გულის პასუხი? რამ გამოიწვია იგი ჩვენს
ცხოვრებაში? რა ეწადა იმას? რას ელტოდა იგი? რუსეთუმე იყო იგივე ქართველი, რომელსაც
ეთვალ-წუნებოდა ყოველივე ქართული. არ ეჭაშნიკებოდა არაფერი, რასაც კი სამშობლოს
ფერი ედო, მოკიდებული ენიდგან ვიდრე ჩვეულებამდე. ეს იყო მძიმე ჟამი ჩვენი
ცხოვრების უგზო-უკვლო მიმდინარეობისა, და „რუსეთუმეც“ წარმოადგენდა ნაყოიფს ამ
უგზო-უკვლობისას. მეტყვიან „რუსეთუმე“ იმიტომ იტრუკდა ტუჩებს ქართულ წესებზეო,
ენაზე, რომ იგი სამშობლოს მტერი იყოვო. მაგრამ ეს დიდათ შემცდარი აზრია.
„რუსეთუმეს“ სიმტრით კი არ მოსდიოდა ასეთი საქმე, სიძულილით კი არ დასცინოდა ქართულ
მიდრეკილებათ, არამედ თითონ სამშობლოს სიყვარულითა შვრებოდა იგი ამისთანა საქმეს.
რაც ჩქარა შეუდგება თავის ეროვნული ფიზიონომიის გამოცვლას და მიღებას რუსული
თვისებებისას, მით უფრო მალე მოიშორებს თავიდგან ტანჯვას. მათ უფრო ადვილათ
შაესწრობა ბედნიერებასო, ფიქრობდა ის, რადგანაც პატივში იყო მხოლოდ ის ვინც იცოდა
რუსული, ვინც ამის გამო მიღებული იყო სამსახურში და იმყოფებოდა „ქრისტეს იღლიაში“,
— და იჩაგრებოდა ისა, ვისაც კი რუსულისა ინჩიც არ ეყურებოდა, «რუსეთუმე» მარტო
მოსწავლეთა და სამსახურის პირთა შორის არ იყო, არამუდ იგი ათასობით მოიპოვებოდა
თითონ გაუნათლებელი ხალხის გულში. ეს პერიოდი ჩვენი ცხოვრებისა იყო დრო რეაქციისა,
სადაც მამულის შვილი მამულისავე სახელით და თავისი მოძმეების სასარგებლოთ,
ნატრულობდა, რომ ჩქარა ენახა საქართველო ერთიანათ გარუსებული.
მაგრამ დროებას არ ეძინა, არ იყო გაჩერებული. ის თავის საქმეს ნელა-ნელა
აკაკუნებდა. და აგერ რამდენიმე ათი წლის შუმდეგ საზოგადოება დარწმუნდა, რომ მთელი
ხალხის გადაკეთება, გასხვა-ხალხება არც მაგრე რიგათ ადვილი ყოფილა და არც
სახარბიელო. ამიტომ სულ ერთი ყოფილა, რომელ ედაზედაც უნდა ლაპარაკობდე. იმოტყლა
შეძლებს არავისა აქვს. რომ მთელ ხალხს მოუგოს გული და თუ კი ლატარიასავით ათასში
ერთ ვრგება ბედი. მაშ რაღაზედ შევიტკიოთ თავები, და ან თითონ უროვნული პირის სახე
განა ისეთი სალატარიო რამ არის, რომ ე მაგრე ადვილათ მოვიშოროთ თავიდანო?
![]() |
6 VI |
▲ზევით დაბრუნება |
VI
ეხლა ჩვენი ცხოვრება, ამ სახით, იმ წერტილზედა სდგას, რომ იგი თავისი
მიმდინარეობითაც მიადგება ბედს, მაგრამ ყოველი ხალხი, მოკლებული ასეთ მარდსა და
ყოვლად შემძლებელ იარაღს, როგორიც არის დაბეჭდილი სიტეევა, მწერლობა. ფეხ-მძიმეთ და
ხანგრძლივათ ებრძვის ერთ გამორკვეულ ძალას. მწერლობა ამითია კარგი, რომ იმის
შემწეობით უფრო ადვილათ, საყოველთავოო და ვრცლათ გამოსთქვამს, ვისაც შეუძლიან თავის
აზრსა და წარუდგენს საზოგადოებას საარჩევნოთ.
ეხლა მეც იმას ვჩივი, რომ ჩვენ მწერლობას ჯერ იმდენათ არ ჩაუხედნია თავის ხალხის
გულში, რომ ენახა მისი ავ-კარგიანობა. იმასა მგონია, რომ ჩვენ ხალხს თავზედ აუღია
ხელიო და „მაშასადამე“ ყოველი ჭკვიანი კაცის წმინდა მოვალუობას შეადგენს —
ჩაავლებინოს ქართველოს თავზე სულიო. იმათი ზეცადინეობა ეხლა იქითკენ არის გააჩინოს
ჩვენ საზოგადოებაში ის ნაპერწკალი, რომელიც ვითომ მარტო იმათა აქვთ, და ის ქი არ
იციან, რომ ქართველმა საოხმა დიდი-ხანია იცის. ქართველი ხალხი გრძნობს თავის
მამულის შვილობას, ჩვენი „მამულის შვილები“ კი ამტკიცებენ, რომ ეს სამშობლოს
სიეკარული მარტო ჩვენთვის მოუცია ზეცასო და ამიტომ შმოგტირით, გეხვეწებით.
გევედრებით — აღგაარეთ, რომ თქვენ არ გიყვართ თქვენი მამული და, თუ გიევართ, ჩვენი
ტირილის მადლით შეგიყვარდათო. ქართველ ხალხს მოსწყინდა ეს ვაგლახური გადაკიდება და
იხვეწება მაჩვენეთ ცოცხალი ნაყოფიერი საქმე, რომ მე იმაზე დავსდო ჩემი თავიო. ჩვენი
მამულის შვილები კი იძახიან, სანთლითაც ვერ იპოვნით ქართველებში პატრიოტსაო.
აბა რა უნდა გახდეს ამისთანა უადგილო მწერლობა ცხოვრების მოთხოვნილებასთან.
მწერლობას არ უყურებოდეს უმთავრესი სასიათი თავის ხალხისა, ვერა ჰხატავდეს მას
არამც თუ სულის ღრმა კვეთებას. არამედ იმისთანა თვისებას, რომელიც ყველას თვალში
ეჩხირება –– მოდი შენა და ამისთანა მწერლობაზე სთქვი რამე მადლობიანი სიტყვა, მოდი
შენა და იმას საკმეველი უკმიე! საკმელი კი არა ჩასაქოლია ისეთი მწერლობა, რომელსაც
ხალხის წარმატებაში არ მიუღია მონაწილეობა.
![]() |
7 VII |
▲ზევით დაბრუნება |
VII
ყოველ მიუდგომელ კაცს გაოცებს ის მოვლენა, რომელსაც ჩვენა ვხედავთ ჩვენ მწერლობაში,
როგორც გამოვსთქვი ჩემ სტატიაში — „მამულის შვილი“, — აქამდის ჩვენ მწერლობას არ
გამოუკვლევია და არ გაუშინჯნია რიგიანათ საანბანო ტეორეტიკული კითხვა — ვინ არის
პატრიოტი საზოგადოთ. იმ სტატიაში მე განვმარტე, რომ ყოველი ადამიანი პატრიოტია,
რადგან მამულის სიყვარული ბუნებითი გრძნობაა, მეთქი, და კიდეცა მრცხვენოდა, ჩვენი
ლიტერატურისა გამო, რომ ამისთანა უბრალო რამეზე იმდენი ვილაპარაკე. მრცხვენოდა
იმიტომ, რომ ის მოსაზრება გვანდა ამისთანა ჭეშმარიტების ღაღადებას: შჩის მოსახარშათ
კომბოსტოა საჭირო, ერთხელ-ერთი ერთია, ცომის მოსაზელათ ფქვილი უნდაო და სხვანი.
მაგრამ მოვიყვანე სილოგიზმის პირველა წასაგზავნათ, რომ იქიდგან დასკვნა
გამოგვეყვანა. ეს იყო მხოლოდ ჩემი აზრი. მე ვთქვი რადგან პატრიოტობა საყოველთაო,
ბუნებითი გრძნობაა, ამიტომ კაცი პატივსა შინა მაგ გრძნობით ვერ შევა, არამედ
ქვეყნის სასარგებლო მოქმედებათა, მეთქი. მაშასადამე, სრულებით გაუგებარი და
სასაცილოა ვისიმე წადილი, რომ უბრალო, შიშველი გრძნობისთვის და მის წარამარა
ხსენებისთვის სამშობლომ დიდება უძღვნას. მეთქი. მე მითხრეს, ჯერ შენ პატარა ბიჭი
ხარ, რა იციო. შენ ასე გგონია, ვაჟ-ბატონოვო, რომ კაცს მამულის სიყვარული დედას
მუცლიდგან დაუოლიაო. იმას უნდა დათესვა, აღზრდა, მომკა, გალეწვა, დარკვევა, დაფქვა,
მოზელვა, გამოცხობა, და დაღეჭვა, შეჭმა და კიდევ სხვა რაღაც-რაღაცაებიო.
თითქო ასეთი ლაპარაკით იმათ შეეძლოთ თავისი უთავბოლო და უნაყოფო ყვირილის
გამართლება. აღზრდა არამც თუ მარტო პატრიოტულ გრძნობას უნდა ყოველი გრძნობა ყველა
ნიჭი თხოულობს აღზრდას, და რაც ეს აღზრდა ვრცელი იქნება, მით უკეთესია. მაგრამ
მარტო ლიტონი სიტყვა — აღზრდა — განა ბევრს რასმე ეუბნება ჩვენ გონებას? განა
აღზრდა ისეთი რამ საგანია, რომელზედაც კაცს ლაპარაკი არ მოუვა? აღზრდაც არის და
აღზრდაც რომელ გემოვნებაზედ სწადიანთ პატრიოტობის აღზრდა? რუსეთში აქსაკოვებიც,
ხომიაკოვებიც, კირეევსკებიც, კატკოვებიც პატრიოტათა სთვლიან თავსა და იძახიან
პატრიოტული გრძნობის გაღვიძება და აღზრდაზე, დობროლიუბოვებიც, პისარევიც,
ჩერნიშევსკიც, ბელინსკიც პატრიოტნი იყვნენ და ზრდიდნენ ამ გრძნობას თავის ხალხში.
რომელი პატრიოტობა გინდათ, რომ აღიზარდოს ჩვენ საზოგადოებაში? ერთი სიტყვით, მე
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ „მამულის შვილებს“. უმნიშვნელო სიტყვის წამოსროლით
უნდათ უმთავრესი აზრი ბანზე შეაგდონ და კერძო კითხვებზე გადაუხვიონ. მერე, რომ უფრო
შორს შესტოპონ ამ წვრილმანებში, მოჰყვებიან, რომ პატრიოტი ის არის, ვინც თავის-თავს
დააკლავს მამულსაო. ესეც მხოლოდ სიტყვის მასალაა. შეუძლიან გააკვირვოს უდარდელი და
უფიქრელი კაცის ტვინი და არაფერს არ ეუბნება მოაზრე კაცის ჭკუას. გარიბალდისაც
მიეწერება ეს სიტყვები და სტრელნიკოვსაც, კატკოვსაც და ნეკრასოვსაც, დობროლიუბოვსაც
და კირეევსკისაც. როდესაც მწერალი აღვიარებს ამისთანა აზრს, მისთვის უთუოდ საჭიროა
განსაზღვროს იგი. რომელი პატრიოტობის მომხრენი ხართ — პროგრესიულისა თუ
რეაქციონულისა? აი, მხოლოდ როდესაც ამ ერთ-ერთს ამოირჩევთ, აღამაღლებთ, ააყვავებთ
ყოველ-მხრივ დეტალებით, მაშინ შეგიძლიანთ ჩამოჰკრათ თქვენი მოძმეების გულის სიმებს.
მაშინ შეგიძლიანთ დაბადოთ სიცოცსლე თქვენ თანა-მედროებში და ღვაწლზედაც მაშინ
წარადგინოთ თქვენი პრეტენზიები. მანამდის კი მე, როგორც შორიდგან მაყურებელს,
მიუდგომულ გამომძიებელს თქვენი მოქმედებისას, თამამათ შემიძლიან ვთქვა, რომ ღვაწლი
თქვენ ღირსებაზე ისე მაღლა დგას, როგორც ცა დედა-მიწაზედ. დაანებეთ თავი ამ ტკბილი
ოცნებაებს. გაეყარენით იმ აზრს, ვითომც პატიოტობა მარტო თქვენი პრივილეგია იყოს,
შეურიგდით ბუნების კანონებს, რომლებმაც ყოველ-სულდგმულში ჩანერგა ეს ძრიელი
გრძნობა. მერწმუნეთ, გრძნობა რომელიც აღუზრდია კაცში ბუნებას. უფრო ძრიელია, ვიდრე
ისა, რომელის ჩანერგვაც გწადიანთ თქვენი ნაბღაჯნით. თქვენ გრძნობის დაბადება არც
შეგიძლიანთ და არც საჭიროა. თქვენ მიეცით საზრდო მზა-მზარეულათ გამოწობილ და
დამშეულ გრძნობას ჩვენი საზოგადოებისას. აქ არის თქვენი ღვთიური დანიშნულება და
აღსასრულებელიც არის. თუ არა და რასა ჰგავს, თუ ღმერთი გრწამთ, შემოქმედობასაც
ჩემობთ — ბაბილონის „ბოძთაშენობა“ (стоплотварение) კი არ მოგივიდეთ!
ასეთი უთავ-ბოლო მიკიბ მოკიბვა კიდევ იმისი ბრალია, რომ ჩვენში მწერალს არ მიაჩნია
თავის მოვალეობათ — ბრთხილათ მოექცეს როგორც მოსაზრების საგანს, აგრეთვე
მკითხველებს — სულ ერთია, როგორმე ჩაივლისო. მისი ბრალია რომ მწერალი არა ცდილობს
გამოიკვლიოს ეს მოვლენა; კიდევ მისი ბრალია, რომ ჯერ მთელ ჩვენ მწერლობას არა აქვს
სისტემატიკურათ გამორჩეული, გამოშინჯული იავისი გზა. არა აქვს თავის დანიშნულებაზე
ხეირიანი წარმოდგენა, არა აქვს საზოგადობრივი იდიალი და არ იცის, როგორ უნდა
გაიყვანოს იგი თავის ცხოვრებაში. ამიტომაც შევხვდებით ჩვენში მამულის შვილებს ანუ
მწერლობიდგან, ან ისე კერძო ცხოვრუბაში, რომელთაც ამ გვარათ ესმით მამულის
მოთხოვნილებანი: მთავრობას რომ თავის აგენტებათ ქართველი ჩინოვნიკობა ყავდეს, მაშინ
აყვავდება ჩვენი ქვევანა; სამღვდელოების განგება ქართველს ებაროს, საქართველოს მეტი
ღვთის წყალობა აღარა უნდა რაო; დაარსდა რომელსამე სოფელში, გინდა თვით ბათუმშიაც,
პატარა სკოლა — ღმერთმა კეთილის თვალით გადმოხედა მთელ ჩვენ ცხოვრებასაო, ითქვა
უკანასკნელი სიტყვა საქართველოს ბედნიერებისაო; დამტკიცდა წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოება — უჰ, შენი კი ჭირიმე, ბიჭოს, ეხლა კი ავიწიენით
წელშიო, რაღა გვიჭირსო: რომელიმე მამა თავის შვილებს ქართულ ენაზე ასწავლის სასკოლე
საგნებს — ჰაჯან — ჯანუმ! ეხლა კი საქართველოს ბედ-იღბალი დამყარდა მაგარ
საძირკველზედაო და ბევრიც სხვა სასაცინლო მოვლენანი. იმათ აქამდის არ იციან, რომ
ამისთანა წვრილმან მოვლენათა აქვსთ წვრილმანი შედეგები, რომლებიც არც კი არიან
დასასახელებელნი ხალხის უმთავრეს მოთხოვნილებებთან. იმათ ის არ იციან, რომ ხალხის
ცხორება ზღვა არის და ემაგისთანა წვეთებით ვერ დალევთ ამას, თუმცა კი ნათქვამია
„ზღვა კოვზით დაილევაო“. მე იმას კი არ ვამბობ, რომ რომელმამე ქართველმა მწერალმა
თუ სხვა ასპარესზე მოქმედმა კაცმა უარყოს ეს წვეთები, უარ ჰყოს ენა, „ნაჭერი
ხორცისა პირსა შინა“ (როგორც მახვილათ ჩამჭრა (?) უ. ბოსლეველმა), უარ ჰყოს სახალხო
ანუ უმაღლესი სკოლა, უარ ჰყოს უნივერსიტეტი და სხვანი. არა, ჩემის აზრით, რაც
კარგია, სკოლაც და მეტადრე უნივერსიტეტი. ერთი კი არა ათი. მაგრამ ყოველთავე ამათ
აღემატება ისა, რასაც ქვიან ცხოვრების-გზა. — როდესაც მწერლობას მტკიცეთა აქვს
წარმოდგენილი ეს გზა და ამ მხრიდან უყურებს მოვლენათა, მაშინ იმან იცის, რომ იგი
უნდა იდგეს პირველ პლანზეო და მაგას თავის-თავათ მოჰყვებიან ის წვრილმანი
მოვლენანი, რომელნიც ცალკ-ცალკე ჭკუას ართმევენ უაზრო, თუმცა მგრძნობიარე მამულის
შვილებსაო. „ჯერ თავო-და-თავო, მერე ცოლო და შვილოვო.“
სტ. ჭრელაშვილი