კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 461; გაზ. „ივერია“, 1886, 30 სექტემბერი,
№ 210, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII,
1957, გვ. 223; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 404.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 122.
პირთა ანოტაციები:
ჯორჯიკია სპირიდონ ბესარიონის ძე
ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის მკვიდრი. მან და მისმა მეუღლემ დააარსეს
ორკლასიანი სკოლა და ქალთა სასწავლებელი. 1886 წელს დაინიშნა ქუთაისის
სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად.
ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915)
პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი. გაზ. „ივერია“, 1887, 30 სექტემბერი, № 202, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 562. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი. ფ. 481 № 198, გვ. 4. ჟურნ. „მწყემსი“, 1890, № 18, გვ. 4-6. პირთა ანოტაციები: ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910) დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა
ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“. ივანე მაჩაბელი, „წერილი რედაქციის მიმართ“, ჟურნ. „მწყემსი“, 1893, №
18, გვ. 9-10; ილია ჭავჭავაძე, „მოკითხული საზოგადო ფული (თ. ივ.
მაჩაბელისა და ბროსეს პრემიის გამო)“, გაზ. „ივერია“, 1893, 9 ოქტომბერი, №
216, გვ. 2. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო
საადგილმამულო ბანკის დირექტორი. ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880) ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ
ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის
ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი. გაზ. „ივერია“, 1894, № 207, გვ. 2. პ. უმიკაშვილი, ჩვენის თეატრის თავგადასავალი, გაზ. „ივერია“, 1899, №
210, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ
გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და
ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი
კოლექცია. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1904, 1 ოქტ., № 2627, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ზუბალაშვილი სტეფანე (გარდ.1904) მრეწველი, ვაჭარი და მეცენატი. 1808-ში ინდოეთში მცხოვრებ ქართველ და
სომეხ ვაჭრებს დაუახლოვდა და 1815 წელს იქ გადასახლდა.
1886
30 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
სტატიისა თარიღით „ტფილისი, 29 სექტემბერი“ („იგი პროექტი საგლეხო
მართველობის განკარგებისა...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში სათაურად
აქვს „სოფლის მმართველობის რეფორმის საკითხები“, ხოლო ოცტომეულში - „საგლეხო
მმართველობის ზედამხედველობის ახალი წესი“.
წყარო:
30 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ქუთაისის
სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად ამტკიცებენ სპირიდონ ჯორჯიკიას და
მმართველობისაგან ითხოვენ თანხმობას. თონეთის სკოლის მასწავლებლად ნიშნავენ
ლუკა რაზიკაშვილს (ვაჟა-ფშაველას). მტკიცდება სხვადასხვა წვრილმანი ხარჯები.
წყარო:
1887
30 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
29 სექტემბერი“ („ამას წინად ქუთაისში მომრიგებელ სასამართლოში..“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „შეუწყნარებელი
გულგრილობა საზოგადო საქმისადმი“.
წყარო:
1889
30 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ
წინამძღვარიანთკარის სკოლისათვის ფინანსური დახმარების გაწევისა და ბათუმის
ქალაქის სამმართველოს მიერ სკოლის ასაშენებლად მიწის გამოყოფის საკითხებს.
კმაყოფილდება კავკავის მეურნე კომიტეტის თხოვნა ადგილობრივი სკოლებისთვის
საჭირო წიგნებისა და სასკოლო ნივთების გაგზავნის შესახებ და დადებითად
წყდება საზოგადოების საცავისთვის ხელნაწერების (ეტრატზე ნაწერი „სვინაქსარი“,
მეტაფრასი, „სახარება“) შესაძენად თანხის გამოყოფის საკითხი.
წყარო:
1890
30 სექტემბერი
გაზეთ „მწყემსში“ იბეჭდება დასაწყისი რედაქტორ დავით ღამბაშიძის სტატიისა „მწარე
ფიქრები“, რომელშიც გაკრიტიკებულია ილია ჭავჭავაძის რედაქტორული მოღვაწეობა
„დროებასა“ და „ივერიაში“.
წყარო:
1893
30 სექტემბერი
ივანე მაჩაბელი ჟურნალ „მწყემსში“ ბეჭდავს „წერილს რედაქციის მიმართ“,
რომელშიც ცდილობს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები მარი ბროსეს
პრემიის დასაარსებლად გაზეთ „დროებაში“ შეგროვებული თანხის დაუბრუნებლობაზე
ილია ჭავჭავაძისკენ მიმართოს. გაზეთის ფინანსურ გასაჭირს და დახურვას იგი
იმით ხსნის, რომ ბანკების სარეკლამო განცხადებები ჟურნალ „ივერიაში“
თავსდებოდა და არა „დროებაში“. გარდა ამისა, წერს, რომ ამ თანხის შეგროვება
იმ კომიტეტს უნდა ეკისრა, რომელიც „დროების“ ვალების გასასტუმრებლად
შეიქმნა და რომელსაც ილია ჭავჭავაძე ედგა სათავეში.
წყარო:
1894
30 სექტემბერი
გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბრიკაში ასტრონიმით (**) აქვეყნებს მის
მიერ ჩამოყალიბებულ სენტენციას „მრავალსიტყვაობა, ამაოსიტყვაობა,
ბოროტსიტყვაობა და ცრუსიტყვაობა და-ძმანი არიან“.
წყარო:
1899
30 სექტემბერი
პეტრე უმიკაშვილი გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს სტატიას ქართული თეატრის
ისტორიის შესახებ და იგონებს ილია ჭავჭავაძის მიერ მისი სტუდენტობის
პერიოდში თბილისის გიმნაზიის შენობის დარბაზში დადგმულ ცოცხალ სურათებს,
რომელშიც თავად ილია ლირის როლს ასრულებდა.
წყარო:
1904
30 სექტემბერი
მისი თაოსნობითა და მონაწილეობით ქართველ კათოლიკეთა მიძინების ეკკლესიაში
მოსახსენიებელ პანაშვიდს უხდიან განსვენებულ სტეფანე ზუბალაშვილს.
წყარო: