The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


21.01

1863    
    
21 იანვარი   
    
 ხვდება ოლღა გურამიშვილს, თავის გრძნობებს უმხელს და სამუდამოდ ერთად ყოფნას სთავაზობს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 223; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 14-17.

დათარიღება:

ამ ფაქტის შესახებ ნათქვამია 26 იანვრის წერილში და მითითებულია დროც.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1863   
    
  21 იანვარი   
    
ხვდება ოლღა გურამიშვილს, თავის გრძნობებს უმხელს და სამუდამოდ ერთად ყოფნას სთავაზობს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 223; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 14-17.

დათარიღება:

ამ ფაქტის შესახებ ნათქვამია 26 იანვრის წერილში და მითითებულია დროც.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1882   
    
21 იანვარი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „პროვინციალური გაზეთები“.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 21 იანვარი, № 14, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 304.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 686.

    
21 იანვარი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ლექციების ჩასატარებლად დარბაზის გამოყოფის საკითხს; მსჯელობენ ბათუმის სკოლის მასწავლებლად კაკაბეთის სკოლის პედაგოგ ზაქარია გულისაშვილის დანიშვნის თაობაზე; ეცნობიან პეტრე უმიკაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის ინიციატივას სახალხო მასწავლებლების მიერ ფოლკლორული ნიმუშების შეკრებასთან დაკავშირებით; ამტკიცებენ სოფლის სკოლებისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებისა და ნივთების შესყიდვის ხარჯებს; ისმენენ ნიკო ცხვედაძის წინადადებას სახალხო სკოლების ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით; ეცნობიან ქუთაისის სკოლის ინსპექტორის ანგარიშს და მისსავე აზრს მზრუნველთა საბჭოსთან მოვალეობათა გამიჯვნის შესახებ.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 51.

პირთა ანოტაციები:

გულისაშვილი ზაქარია

სოფელ კაკაბეთის სკოლის მასწავლებელი.

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

    
1883    
    
21 იანვარი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ჩვენი თავადაზნაურობა და ერობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1883, 21 იანვარი, № 14, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 397.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 700.

    
1884    
    
21 იანვარი   
    
პეტერბურგიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. აღწერს თავის ყოველდღიურ საქმიანობას და ყრილობის დატვირთულ გრაფიკს. ატყობინებს, რომ ოლღას დისწულს - სიმონ სტაროსელსკის ვალების გამო შეიძლება პრობლემები შეექმნას და ურჩევს, დროზე გაარკვიონ ამ ვალების ზუსტი ოდენობა.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 351; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 365-367; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 205-207, 371. პირთა იდენტიფიკაცია: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სტაროსელსკი სვიმონ (სენო) დიმიტრის ძე

ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული.

    
 21 იანვარი    
    
თბილისიდან იღებს ქრისტოფერ ხაჩატუროვის წერილს, საგირავნო ფურცლებთან დაკავშირებით.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 659.

პირთა იდენტიფიკაცია:

რუსულენოვან დოკუმენტში წერია „Х. Хачатуров“

პირთა ანოტაციები:

ხაჩატუროვი ქრისტეფორე გრიგოლის ძე

თსს ბანკის ბუხჰალტერი 1888 წელს, გაზ. „ტიფლისკი ლისტოკის“ გამომცემელი 1886-1888 წლებში და რედაქტორგამომცემელი 1888 1918 წლებში.

    
1886    
    
21 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 იანვარს“ („მას აქეთ, რაც „ივერია...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „შინაურ საქმეთა გამო.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, II, გვ. 258259; გაზ. „ივერია“, 1886, № 15, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 296

    
1887    
    
21 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 იანვარი“ („ამ წინაზე ჩვენა ვსთქვით, რომ უთვალავი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ნავთის საქმე კაკასიაში“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 541-549; გაზ. „ივერია“, 1887, 21 იანვარი, № 14, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 49.

    
1888    
    
21 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ უკანასკნელ XXΙ-XXΙΙ თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 იანვარი“ („ჩვენს ვენახებს შარშანდელ წელს ეწვია..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის ავადმყოფობა მილდიუ“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 21 იანვარი, № 14 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 38.

    
1890    
    
21 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 იანვარი“ („დასავლეთს ევროპას, დიდ ატლანტიკის ოკიანეს პირად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ევროპის დიდი და პატარა ონავრები“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 21 იანვარი, № 16, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 464.

    
1893    
    
21 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 იანვარი“ („ბატონყმობის გაუქმებას, გლეხთა განთავისუფლებას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საკომლო მამულების ახალი კანონპროექტის გამო“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 21 იანვარი, № 14, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 140.

    
1894    
    
21 იანვარი    
    
ბარათს უგზავნის გიორგი თარხნიშვილს და ატყობინებს, რომ მოკლევადიანი სესხის გაცემაზე იოსებ მელიქიშვილის თხოვნის დაკმაყოფილებამდე საფუძვლიანად შეისწავლოს საქმის დეტალები და თუ ყველაფერი რიგზე აღმოჩნდება, მისცეს სესხი 2000 მანეთის ოდენობით.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17566; ი. ჭავჭავაძე, საარქივო გამოცემა. თბ., „ლიტერატურის მატიანე“, 2010, გვ. 235-237; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 207-209, 468-469.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 211-212.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი გიორგი იორამის ძე (1841-1911)

პოდპოლკოვნიკი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.

მელიქიშვილი იოსებ (სოსიკო) გრიგოლის ძე (1841-1886)

საზოგადო მოღვაწე, სტეფანე მელიქიშვილის უფროსი ძმა, მეტსახელად „ჭია“.

    
1897    
    
21 იანვარი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 21 იანვარი“ („მეოთხე საგანი, რომელიც კამისიას გამოურკვევია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ოძისის სამეურნეო სკოლის საკითხზე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 21 იანვარი, № 5, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 241.

    
21 იანვარი   
    
გაზეთებში იბეჭდება ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს თაობაზე.  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1897, № 4, გვ. 95; „ცნობის ფურცელი“, 1897, № 91.