The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1905
<b><b>1905</b></b>

 

1905    
     
1905 3 იანვარი     .
     
ეკატერინე გაბაშვილისაგან იღებს წერილს, რომელშიც ქართველ ქალთა ამხანაგობის სახელით სთხოვს დაესწროს სამკერვალო სკოლის მოწაფეთა ლიტერატურულ საღამოს.    წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 475.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი

     
1905  24 იანვარი    
     
იღებს ალექსეი მიხაილოვის წერილს. ადრესანტი შეწუხებულია იმ ინფორმაციით, რომ ილია ჭავჭავაძე აპირებს საბანკო საქმიანობისთვის თავის დანებებას. 

 
  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 548.

პირთა იდენტიფიკაცია:

 წერილში მიხაილოვის სახელის მხოლოდ ინიციალია.

პირთა ანოტაციები:

მიხაილოვი ალექსი ბორისის ძე (1857-1907)

ხერსონის სახაზინო პალატის მმართველი, ფინანსთა მინისტრის რწმუნებული.

     
1905  24 იანვარი    
     
უბის წიგნაკში იწერს, რომ მზარეულ გიორგი ქორჩაშვილს უხდის ერთი თვის გასამრჯელოს. 

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 4.

პირთა ანოტაციები:

ქორჩიშვილი გიორგი

 ილია ჭავჭავაძის მზარეული საგურამოში 1904 წლის 22 მარტიდან 1905  წლის 1 თებერვლამდე.

     
1905 24 იანვარი    
     
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა თხოვნით მიმართავს, აზრი გამოთქვას შილერის „ორლეანელი ქალის“ ვაჟა-ფშაველასეულ თარგმანზე.  

წყარო:

ს. ხუციშვილი, მანათობელი, საბჭ. საქართველო,1980, გვ. 104.

პირთა ანოტაციები:

შილერი იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ (1759-1805)

გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ხელოვნების თეორეტიკოსი.

 ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915)

პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტ

     
1905 1 თებერვლიდან    
     
უბის წიგნაკში იწერს, რომ მზარეულ გიორგი ქორჩაშვილს უხდის დარჩენილ თანხას და უსწორებს ანგარიშს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57 გვ. ფ. 4.

დოკუმენტი:

პირთა ანოტაციები:

ქორჩიშვილი გიორგი

ილია ჭავჭავაძის მზარეული საგურამოში 1904 წლის 22 მარტიდან 1905 წლის 1 თებერვლამდე.

1905 2 თებერვლამდე    
     
რუსეთის სამიწათმოქმედო საკრედიტო საზოგადოებათა წარმომადგენლების მე-5 ყრილობის თავმჯდომარე 2 თებერვალს იწვევს შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრთან.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 54.

დათარიღება:

მოსაწვევი 1905 წლის დოკუმენტებთან ერთად არის და წერილში ნათქვამია, რომ 2 თებერვალი ოთხშაბათია.

     
1905 10 თებერვალი    
     
იწვევენ ქალაქის საბჭოს ხმოსანთა საგანგებო კრებაზე. განიხილავენ ბაქოში მომხდარ დაპირისპირებას სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის და ირჩევენ მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებელ იაკობ მალამასთან წარსაგზავნ დეპუტაციაში. ილია ჭავჭავაძე სთავაზობს, რომ კომისიაში გამომძიებელთან ერთად ჩაერთოს სომეხთა და აზერბაიჯანელთა თითო წარმომადგენელი.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, 12 თებერვალი, № 22, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

მალამა იაკობ დიმიტრის ძე (1841-19012)

კავალერიის გენერალი, 1904-1905 წლებში კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი, 1905 წლის 24 მარტიდან 1906 წლის ჩათვლით – კავკასიის მეფისნაცვლის თანაშემწე სამხედრო დარგშ

     
1905 თებერვლის ბოლო    
     
ესწრება თავადაზნაურთა საკრებულოს სხდომას, რომლის მიზანია, არ დაუშვან აჯანყებული გურულების წინააღმდეგ გენერალ ალიხანოვის დამსჯელი რაზმის გაგზავნა. ილია ჭავჭავაძე აცხადებს, ყველა მშვიდობიანი ღონისძიება უნდა ვიხმაროთ, რომ მთავრობამ დამსჯელი რაზმი არ გაუშვას და თუ ვერ დავარწმუნეთ, ჩვენც გურულების გვერდით უნდა დავდგეთო. ირჩევენ მეფისნაცვალთან წარსაგზავნი დეპუტაციის ხელმძღვანელად.   წყარო:

მ. ჯავახიშვილი, რჩეული თხზულებანი, ტ. V, 1962, გვ. 298. გაზ.. Закавказье, 9 сентября, 1907; დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მოგონებები, გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 13447.

პირთა ანოტაციები:

ალიხანოვ-ავარსკი მაკსუდ (1846-1907)

რუსი გენერალ-ლეიტენანტი, 1905 წელს დროებით დაინიშნა თბილისის გუბერნატორად, 1906 - ქუთაისის გენერალგუბერნატორად. მოკლეს ტერორისტებმ

     
1887-1905 მარტამდე    
     
წერილს უგზავნის მოურავ სანდროს და ავალებს, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას, რომ გლეხებმა ყანა პირუტყვს გააფუჭებინონ. ასევე, ატყობინებს, რომ იმ დღეებში საგურამოში ავა ძველი მოურავი; სანდრომ უნდა გადაიბაროს ყველაფერი სიით და ამ სიაზე ორივემ მოაწეროს ხელი.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 610; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 127; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 218, 476.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 195-196.

პირთა ანოტაციები:

მოურავი სანდრო

გვარი უცნობია. 

     
1887-1905 მარტამდე 

 
   
     
 წერილს უგზავნის მოურავ სანდროს და სთხოვს, ვინმე ოქრო შოთნიაშვილი მოძებნოს და მასთან გაგზავნოს ქალაქში.    წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17612; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 128; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 152; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 217, 475.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 195-196.

პირთა ანოტაციები:

მოურავი სანდრო – გვარი უცნობია.

 ოქრო შოთნიაშვილი

დამატებითი ინფორმაციები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

     
1887-1905 მარტამდე    
     
წერილს უგზავნის მოურავ სანდროს. ატყობინებს, რომ წიწამურის ტყეში უკანონოდ ჭრიან ხეებს, ავალებს, გაათავისუფლოს ძველი მეველეები და ახლები აიყვანოს.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 611; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 127; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 217-218, 475- 476.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 195-196.

პირთა ანოტაციები:

მოურავი სანდრო

გვარი უცნობია.

     
1905 6 მარტი    
     
ივერიკო მიქელაძისგან იღებს წერილს და მისი ლექსის რუსულ თარგმანს.  

 
  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 547.

პირთა ანოტაციები:

მიქელაძე ივერიკო (ილია) დავითის ძე (1877-1931)

დავით მიქელაძის ვაჟი, ილია ჭავჭავაძის ნათლული.

     
1905 6 მარტი    
     
ტარდება საგურამოს სასოფლო ყრილობა, რომელზეც გლეხები გადაწყვეტილებას იღებენ ბოიკოტი გამოუცხადონ ილია ჭავჭავაძესა და სხვა მემამულეებს. მათ უერთდება 15 სხვა სოფელი.   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1905, 7 აპრილი, № 2791, გვ. 2.

     
1905 6 მარტი    
     
ესწრება თავადაზნაურთა კერძო თათბირს, რომელზეც განიხილავენ გლეხთა მოძრაობის საკითხს. მონაწილეობს კამათში და აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანონები აქვე უნდა იწერებოდეს.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, 9 მარტი, № 21, გვ. 2-3.

დათარიღება:

ინფორმაცია დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილში „ივერიის“ რედაქტორისადმი.

     
1887-1905 მარტამდე    
     
წერილს უგზავნის მოურავ სანდროს და ავალებს, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას, რომ გლეხებმა ყანა პირუტყვს გააფუჭებინონ. ასევე, ატყობინებს, რომ იმ დღეებში საგურამოში ავა ძველი მოურავი; სანდრომ უნდა გადაიბაროს ყველაფერი სიით და ამ სიაზე ორივემ მოაწეროს ხელი.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 610; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 127; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 218, 476.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 195-196.

პირთა ანოტაციები:

მოურავი სანდრო

 გვარი უცნობია.

     
1887-1905 მარტამდე    
     
წერილს უგზავნის მოურავ სანდროს და სთხოვს, ვინმე ოქრო შოთნიაშვილი მოძებნოს და მასთან გაგზავნოს ქალაქში.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17612; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 128; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 152; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 217, 475.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 195-196.

პირთა ანოტაციები:

მოურავი სანდრო

გვარი უცნობია.

 ოქრო შოთნიაშვილი

დამატებითი ინფორმაციები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

     
     
1887-1905 მარტამდე    
     
წერილს უგზავნის მოურავ სანდროს. ატყობინებს, რომ წიწამურის ტყეში უკანონოდ ჭრიან ხეებს, ავალებს, გაათავისუფლოს ძველი მეველეები და ახლები აიყვანოს.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 611; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 127; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 217-218, 475-476.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 195-196.

პირთა ანოტაციები:

მოურავი სანდრო

გვარი უცნობია.

     
1905 6 მარტი    
     
ივერიკო მიქელაძისგან იღებს წერილს და მისი ლექსის რუსულ თარგმანს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 547.

პირთა ანოტაციები:

მიქელაძე ივერიკო (ილია) დავითის ძე (1877-1931)

დავით მიქელაძის ვაჟი, ილია ჭავჭავაძის ნათლული.

     
1905 6 მარტი    
     
ტარდება საგურამოს სასოფლო ყრილობა, რომელზეც გლეხები გადაწყვეტილებას იღებენ ბოიკოტი გამოუცხადონ ილია ჭავჭავაძესა და სხვა მემამულეებს. მათ უერთდება 15 სხვა სოფელი.   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1905, 7 აპრილი, № 2791, გვ. 2

     
1905 6 მარტი    
     
ესწრება თავადაზნაურთა კერძო თათბირს, რომელზეც განიხილავენ გლეხთა მოძრაობის საკითხს. მონაწილეობს კამათში და აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანონები აქვე უნდა იწერებოდე   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, 9 მარტი, № 21, გვ. 2-3.

დათარიღება:

ინფორმაცია დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილში „ივერიის“ რედაქტორისადმი.

     
1905 6-7 მარტი    
     
საგურამოდან იღებს მოურავ მოსე მემარნიშვილის წერილს, რომლითაც ატყობინებს ადგილობრივ გლეხთა შეიარაღებული გამოსვლების შესახე   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 239, 489.

პირთა ანოტაციები:

მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე

ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.

     
1905 8 მარტი    
     
წერილს უგზავნის საგურამოში მოურავ მოსე მემარნიშვილს. ატყობინებს მთავრობის განზრახვას დამსჯელი ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებით და თავადაზნაურობის მცდელობას ამის აღსაკვეთად. არიგებს, რომ გლეხებს მშვიდად მოელაპარაკოს და დაპირისპირება არ გაამწვავოს.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17592-ხ; გაზ. „დროება“, 1909, № 32, ილია წინამძღვრიშვილის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 162; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 239, 489.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 220-221.

პირთა ანოტაციები:

მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე

ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.

     
1905 8 მარტი    
     
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება 6 მარტს გლეხთა მოძრაობასთან დაკავშირებით გამართულ თავადაზნაურთა კერძო თათბირზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვ   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, 8 მარტი, № 20, გვ. 2-3.

დათარიღება:

იმის შესახებ, რომ 6 მარტს მის მიერ წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა 8 მარტს გაზეთის მე-20 ნომერში, უწერია თავად ილია ჭავჭავაძეს 9 მარტის წერილში „ივერიის“ რედაქტორის მიმართ, მაგრამ ნომრები ან არეულია ან ერთი და იგივე ნომერი ეწერა 10 თებერვალს და 8 მარტს გამოსულ ორ გაზეთს. გლეხთა არეულობის გამო ნომრები შეფერხებით გამოდიოდა. ამჟამად ხელთ გვაქვს მე-20 ნომერი, რომელსაც 10 თებერვალი აწერია, მაგრამ 6 მარტის შეკრების ამბები მასში, ბუნებრივია, განხილული არ არის.

     
1905 9 მარტი    
     
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ საგურამოში შეიკრიბა გლეხობა და შეიმუშავა მოთხოვნები მიწებით სარგებლობასთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა წაუყენონ თავიანთ მემამულეებს, გივი სტაროსელსკისა და ილია ჭავჭავაძეს.   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1905, № 2765, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

სტაროსელსკი გივი დიმიტრის ძე

ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული.

     
1905 9 მარტი    
     
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება მისი „წერილი რედაქციის მიმართ“ („.ბატონო რედაქტორო! გუშინდელს „ივერიაში“ (#20) დაბეჭდილია ვითომდა ჩემი ნალაპარაკევი....“). პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ 6 მარტს გლეხთა მოძრაობასთან დაკავშირებით გამართულ თავადაზნაურთა თათბირზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვის პუბლიკაცია 8 მარტის გაზეთ „ივერიაში“ სრულიად დამახინჯებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს. იქვე მოჰყავს ორი ამონარიდი ამ პუბლიკაციიდან და უთითებს, სინამდვილეში რა თქვა. წერილის ბოლოს იგი აცხადებს: „თვითეული ჩვენგანი უნდა განკითხულ იყოს და პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე თავისის სიტყვისა და საქმისაებრ და არა იმისებრ, რასაც სხვანი ან დაუდევრობით, ან წინდაუხედაობით თავზე მოახვევენ“   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, 9 მარტი, № 21, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ.XIV, 2007, გვ. 529-530.

     
1905 13 მარტამდე    
     
საგურამოში იმართება გლეხთა თავყრილობა, რომელზეც სამსახურიდან ითხოვენ მამასახლისს და სოფლის მოსამართლეებს, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მიწა და წყალი ყველასთვის საზიარო იყოს, ირჩევენ 12 კაცს და მათ ანდობენ ტყესა და ველზე თვალყურის დევნებას. იქვე აცხადებენ, რომ ილია ჭავჭავაძე, როგორც ჩინებული მამულიშვილი, გაგებით უნდა მოეკიდოს მათ გადაწყვეტილებებს და დაეხმაროს კიდეც განხორციელებაში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, 13 მარტი, № 25, გვ. 3.

     
13 მარტი    
     
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ცნობა საგურამოში გამართული გლეხთა თავყრილობისა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახე   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, 13 მარტი, № 25, გვ. 3.

     
1905 13 მარტი    
     
ჟურნალ „მოგზაურში“ „თაგუნას“ ფსევდონიმით ქვეყნდება შალვა შარაშიძის პამფლეტი „იდუმალი ხმა“. ავტორი წერს, რომ ილია ჭავჭავაძეს დაავიწყდა, რა უბედურება გადაიტანეს ბატონების მიერ შევიწროებულმა მისმა მხატვრულმა პერსონაჟებმა. სტატია მთავრდება მისდამი მიმართვით და მუქარით: „ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ „კაკოს“, „გაბროს“ და „თამროს“ დავიწყებოდეს ის, რაც შენ განზრახ დაგვიწყებია. სირცხვილი შენ, სირცხვილი! დადგა დრო განკითხვისა“. გაზეთის ამავე ნომერში იბეჭდება ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ სხვათა გამოსვლების შესახებაც.   წყარო:

ჟურნ. „მოგზაური“, № 9, გვ. 131-133.

პირთა ანოტაციები:

შარაშიძე შალვა გიორგის (გიგოს) ძე (1880-1934)

მწერალი, ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმით „თაგუნა“

     
1905 მარტის შუა რიცხვებამდე    
     
საგურამოდან იღებს მოურავ მოსე მემანიშვილის წერილს, რომლითაც ატყობინებს, რომ მოჯამაგირეები გაექცნენ, გლეხები ტყეებს შეესივნენ. ადრესანტი სთხოვს, რომ ჩავიდეს და სიტუაცია დააწყნაროს, რადგან ეშინია იქ გაჩერება.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბილისი, 2012, გვ. 240-241.

პირთა ანოტაციები:

მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე

ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.

     
1905 მარტის შუა რიცხვები    
     
საპასუხო წერილს უგზავნის საგურამოში მოსე მემარნიშვილს. სწერს, რომ ახალნაავადმყოფარია და ვერ ჩავა. იმედს გამოთქვამს, რომ ვერაფერს გაუბედავენ, მაგრამ თუ საქმე გაჭირდა, უფლებას აძლევს, როგორც მისთვის უმჯობესი იქნება, ისე მოიქცეს. ერთადერთ რამეს სთხოვს, თუ წასვლას გადაწყვეტს, იქაურობა ვინმეს ჩააბაროს, მთლად უპატრონოდ ნუ დატოვებს.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბილისი, 2012, გვ. 240-241.

პირთა ანოტაციები:

მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე

ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნის

     
1905 20 მარტი    
     
ტარდება საგურამოსა და მიმდებარე 15 სოფლის თავყრილობა, რომელზეც გლეხები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ნადელები, საეკლესიო და სახაზინო მამულები, რომლითაც სარგებლობენ, უსასყიდლოდ მიითვისონ. მათი დადგენილებით მიწის ღალა არ უნდა იყოს მოსავლის მეათედზე მეტი, მემამულემ იგი თავისი ხარჯით უნდა წაიღოს და სხვ.   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1905, 7 აპრილი, № 2791, გვ. 2.

     
1905 20 მარტი    
     
ჟურნალი „მოგზაური“ ბეჭდავს ცნობებს გლეხთა მოძრაობისადმი ილია ჭავჭავაძისა და გივი სტაროსელსკის დამოკიდებულების შესახე   წყარო:

ჟურნ. „მოგზაური“, № 10.

პირთა ანოტაციები:

სტაროსელსკი გივი დიმიტრის ძე

ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული.

     
1905 21 მარტი    
     
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობას წერილობით აცნობებს თავის აზრს შილერის „ორლეანელი ქალის“ ვაჟა-ფშაველასეულ თარგმანზე. წერს, რომ არ მოსწონს, მაგრამ მისი აზრით, ვაჟა-ფშაველა იმდენად პატივსაცემი მწერალია, რომ მისი „ნაწარმოების დასაფასებლად საკმაო არ არის მარტო ერთის კაცის აზრი და შთაბეჭდილება“. ამიტომ გამგეობას სთხოვს, თარგმანი სხვასაც წააკითხონ.   წყარო:

გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე), ტ. 1, თბ., 1987, გვ. 321.

პირთა ანოტაციები:

შილერი იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ (1759-1805)

გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ხელოვნების თეორეტიკოსი.

 ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915)

პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი.

     
1905 1 აპრილი    
     
გლეხთა გამოსვლების დასაწყნარებლად საგურამოში ადის კავკასიის მსროლელთა პირველი ბატალიონის ერთი როტა.   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1905, 7 აპრილი, № 2791, გვ. 2

     
1905 1 აპრილი    
     
აქტიურ მონაწილეობას იღებს თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს საქართველოს ავტონომიის საკითხს და იმპერატორთან გასაგზავნი პეტიციის ტექსტს. უპირისპირდება მიხეილ მაჩაბლის გამოსვლას ავტონომიის წინააღმდეგ, მოითხოვს, რომ ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანდეს ყველა პარტია და გაითვალისწინონ ხალხის აზრი. კრება წერილით მიმართავს რუსეთის იმპერატორს, რომ მშვიდობიანი და კულტურული განვითარება ქართველ ხალხისა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოს მიენიჭება უფლება საკუთარ კანონებით მართვა-გამგეობისა“. პეტიციას ხმას აძლევს 44 მონაწილე, 4-ის წინააღმდე   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი,“ 1905, 3 აპრ., № 2788, გვ. 2; „ივერია “, 1905, 2 აპრ., № 43; გაზ. „Новое Обозрение“, 1905, 2 აპრილი, გვ. 3; „არჩილ ჯორჯაძე, „ეროვნული პრობლემის გარშემო“, თხზულებები, წ. 1, 1911, თბ., გვ. 228. გიორგი ლასხიშვილი, მემუარები (1885-19015), ტფილისი, 1934, გვ. 196; გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე), ტ. 2, თბ., 1990, გვ. 231; მ. კვატაია, ახალი ქართული დემოკრატიის სათავეებთან. კრებ. ილია ჭავჭავაძე და გლობალიზაცია, თბ., „მწიგნობარი“, 2012; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 241-242, 490-492.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927)

„ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე მაჩაბლის მეგობარი.

     
1905 3 აპრილი    
     
საგურამოში ადიან დუშეთის მაზრის უფროსი და ბოქაულ   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1905, 7 აპრილი, № 2791, გვ. 2

     
1905 10 აპრილი    
     
ჟურნალ „მოგზაურში“ ფსევდონიმით „ვ. ნ.“ და სათაურით „საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება (გლეხთა მდგომარეობა და ილია ჭავჭავაძე)“ იბეჭდება ვასილ ნაცვლიშვილის ცილისმწამებლური სტატია ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.   წყარო:

ჟურნ. „მოგზაური“, 1905, № 13, გვ. 209-211.

პირთა ანოტაციები:

ნაცვლიშვილი ვასილ (დაბ. 1870)

თბილისელი მედუქნე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურთან“. საბჭოთა პერიოდში იყო საქართველოს ცენტრალური არქივის თანამშრომელ

     
1905 13 აპრილი    
     
გაზეთი „ივერია“ მიმოიხილავს ჟურნალ „მოგზაურში“ დაბეჭდილ წერილს „საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება (გლეხთა მდგომარეობა და ილია ჭავჭავაძე)“, ციტირებით გადმოაქვს საშინელი ცილისწამებები ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ და უკეთებს კომენტარს: „ნუთუ ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუ თუ „გლახის ნაამბობის“ ავტორს მართლა ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან?“. ამ კომენტარით „ივერიის“ რედაქცია ვასილ ნაცვლიშვილის ბრალდებებს დასაშვებად მიიჩნევს და ყალბ ინფორმაციას კიდევ უფრი ავრცელებს.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, № 54 .

პირთა ანოტაციები:

ნაცვლიშვილი ვასილ (დაბ. 1870)

თბილისელი მედუქნე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურთან“. საბჭოთა პერიოდში იყო საქართველოს ცენტრალური არქივის თანამშრომელ

     
1905 17 აპრილი    
     
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება მისი „წერილი რედაქციის მიმართ“ („.ბატონო რედაქტორო! ჟურნალ „მოგზაურში“...“). პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ჟურნალ „მოგზაურში“ გამოქვეყნებული კორესპონდენცია „საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება (გლეხთა მდგომარეობა და ილია ჭავჭავაძე)“ სრული ცილისწამებაა და ამზადებს მის გამაბათილებელ ვრცელ პასუხს.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, 17 აპრილი, № 55, გვ. 1, 4; გ. აბაშიძე, ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება და ღვაწლი, 2005, გვ. 103-104; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ.XIV, 2007, გვ. 531.

     
1905 18 აპრილამდე    
     
მღვდელ ზაქარია ელიაშვილს სთხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია, ვინ გარდაიცვალა გურამიანთკარში 1904 წლის 1 დეკემბრიდან 1905 წლის 1 აპრილამდე. ეს ინფორმაცია სჭირდება იმიტომ, რომ ჟურნალ „მოგზაურში“ გამოქვეყნებულ ცილისმწამებლურ წერილში ნახსენები იყო ამ პერიოდში გურამიანთკარელი გლეხის სიკვდილი ილია ჭავჭავაძის მოურავის მიზეზით.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 500.

პირთა ანოტაციები:

ელიაშვილი ზაქარია

გურამიანთკარელი მღვდელ

     
1905 18 აპრილი    
     
იღებს მღვდელ ზაქარია ელიაშვილის წერილს. ულოცავს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს და აცნობებს, რომ გურამიანთკარში 1904 წლის 1 დეკემბრიდან 1905 წლის 1 აპრილამდე არცერთი მამაკაცი გლეხი არ გარდაცვლილა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძე იღებს იმის დამადასტურებელ ცნობას, რომ ჟურნალ „მოგზაურის“ ბრალდება ყალბია.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 500.

პირთა ანოტაციები:

ელიაშვილი ზაქარია

გურამიანთკარელი მღვდელ

     
1905 22 აპრილი    
     
სპირიდონ ვირსალაძის პირით ფოთში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს უთვლის, რომ 26 აპრილისათვის თბილისში ჩავიდეს. შეხვედრის მიზნად მინიშნებულია იმ საკითხების განხილვა, რომელზეც ბოლო ხანებში ჰქონდათ საუბარი.   წყარო:

ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 51.

პირთა ანოტაციები:

ვირსალაძე სპირიდონ სიმონის ძე (1868-1930)

მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი. პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალ „ექიმის“ რედაქტორი.

 ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწ

     
1905 24 აპრილი    
     
ჟურნალ „მოგზაურში“, იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსის „მესმის, მესმის...“ მიხედვით შექმნილი პაროდია სათაურით „ჩვენს მგოსანს“ („დღეს „გაღონებს“ თურმე ეს ხმა, გიორკეცებს დარდებს გულში, / და ღმერთსა სთხოვ, ეგ „მწარე“ ხმა არ გაისმას „თქვენს“ მამულში...“   წყარო:

გაზ. „მოგზაური“, 1905, № 15.

     
1905 24 აპრილი    
     
ელენა, ქეთევან, ივანე და ლევან აფხაზებისგან, იასონ, კონსტანტინე, გიორგი და დავით ვაჩნაძეებისგან, დიმიტრი ჩოლოყაშვილისა და სხვებისგან იღებს დეპეშებს. ყველანი თანაუგრძნობენ ჟურნალ „მოგზაურში“ გამოქვეყნებული და შემდეგ „ივერიაში’’ გადმობეჭდილი ცილისწამებების გამ   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი ელენე (1870-1942)

ილია ჭავჭავაძის დისწულის, კონსტანტინე აფხაზის მეუღლე. გარდაიცვალა ემიგრაციაში. დაკრძალულია ლევილში. ქეთევანი აფხაზი, ივანე აფხაზი, ლევანი აფხაზი, იასონ ვაჩნაძე, კონსტანტინე ვაჩნაძე, გიორგი ვაჩნაძე, დავით ვაჩნაძე, დიმიტრი ჩოლოყაშვილი – დამატებითი ცნობები პიროვნებათა შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი ჭავჭავაძეთა სამი მონათესავე გვარის წარმომადგენლები არიან, გვაფიქრებინებს, რომ ილიას ნათესავები უნდა იყვნენ.

     
1905 27 აპრილი    
     
ყოველკვირეულ გაზეთ „კავკაზსკი კრაიში“ იბეჭდება მისი ლექსის „ლოცვა“ ტ. ბეკხანოვასეული თარგმანი.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი ელენე (1870-1942)

ილია ჭავჭავაძის დისწულის, კონსტანტინე აფხაზის მეუღლე. გარდაიცვალა ემიგრაციაში. დაკრძალულია ლევილში.

  

ქეთევანი აფხაზი, ივანე აფხაზი, ლევანი აფხაზი, იასონ ვაჩნაძე, კონსტანტინე ვაჩნაძე, გიორგი ვაჩნაძე, დავით ვაჩნაძე, დიმიტრი ჩოლოყაშვილი – დამატებითი ცნობები პიროვნებათა შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი ჭავჭავაძეთა სამი მონათესავე გვარის წარმომადგენლები არიან, გვაფიქრებინებს, რომ ილიას ნათესავები უნდა იყვნენ.
     
1905 27 აპრილი    
     
ყოველკვირეულ გაზეთ „კავკაზსკი კრაიში“ იბეჭდება მისი ლექსის „ლოცვა“ ტ. ბეკხანოვასეული თარგმანი.   წყარო:

გაზ. «Кавказский край», № 6, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ბეკხანოვა ტ.

მთარგმნელი.

     
1905 აპრილის ბოლო    
     
ესწრება ქართული გიმნაზიის მზრუნველთა კომიტეტის კრებას. შეხვედრის მიზანია რევოლუციურ მოძრაობაში გიმნაზიის მოსწავლეების ჩაბმისა და ამის გამო მოსალოდნელი რეპრესიების თავიდან აცილება. ილია ჭავჭავაძე ამბობს, რომ პრობლემის სათავე გიმნაზია არ არის და ზომიერებაა საჭირო, რადგან ახალგაზრდებში დამოუკიდებლობის ინსტინქტის ჩახშობაც ცუდ შედეგს გამოიღებს. კრებაზე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ მასწავლებელი კლასში მთავარსარდალი უნდა იყოს, არაჯანსაღს უწოდებს. მისი თქმით, მბრძანებლობის რეჟიმი უკვე ჯარშიაც კი კარგავს ძველებურ ელფერს არათუ სკოლაში და ურჩევს, რომ მოსწავლეებთან უფრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ. მისი გამოსვლა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, სრულიად ცვლის დამსწრეთა განწყობას და მკაცრი ზომების გატარებისათვის მათ მზაობას.   წყარო:

ალექსანდრე მიქაბერიძის მოგონება, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 13146, გვ. 29-42. ვ. ქაჯაია. ნიკო ცხვედაძე. 1946, გვ. 51

     
1905 2 მაისი    
     
იღებს ანტონ ფურცელაძის წერილს, რომელშიც აცნობებს, რომ თსს ბანკის კრება გადაიდო და სთხოვს შეადგინოს იმ პირთა სია, რომლებიც უნდა დაესწრონ მომდევნო კრებას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 616.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

     
1905 5 მაისამდე    
     
ვრცელი და ამომწურავი პასუხი ჟურნალ „მოგზაურის“ კორესპონდენციაზე „საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება (გლეხთა მდგომარეობა და ილია ჭავჭავაძე)“, სათაურით „ნუთუ?“ დასაბეჭდად მიაქვს გაზეთ „ივერიაში“ და რედაქტორისაგან ითხოვს, რომ ტექსტში არავითარი ცვლილება არ შეიტანოს. ფილიპე გოგიჩაიშვილი სტატიას აწყობინებს და, შეთანხმების მიუხედავად, რამდენიმე ადგილს ასწორებს. ილია ჭავჭავაძე კორექტურის კეთებისას ტექსტში შეტანილ ცვლილებებს ამჩნევს და უარს ამბობს სტატიის „ივერიაში“ დაბეჭდვაზე. გოგიჩაიშვილი სახლში აკითხავს, თავს იმართლებს გაზეთში „მოგზაურის“ კორესპოდენციის დაბეჭდვისთვის და ძლივს ითანხმებს, რომ წერილი უკან არ წაიღოს. _   წყარო:

გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1937, 29 მაისი, № 12, გვ. 5; ფ. გოგიჩაიშვილის მოგონება წიგნში პაატა გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, 1938. გვ. 29; ილია ბახტაძის მიერ ჩაწერილი მოგონება, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულმემორიალური მუზეუმი, შწ. 911, გვ. 17-18

     
1905 5 მაისი    
     
მიუხედავად ილია ჭავჭავაძის სურვილისა, რომ მისი წერილი „ნუთუ? (პასუხად „მოგზაურის“ კორესპონდენციასა)“ გაზეთ „ივერიას“ იმავე ადგილას დაებეჭდა, სადაც გამოქვეყნდა ვასილ ნაცვლიშვილის ცილისმწამებლური პუბლიკაცია, სტატია ქვეყნდება დამატების სახით და ტექსტს, რომელშიც ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები დოკუმენტური ფაქტებით არის გაბათილებული, დართული აქვს სარედაქციო შენიშვნა: „ზოგიერთ საზოგადო მოსაზრებაში პატივცემულ ავტორს ვერ დავეთანხმებით“. გაზეთის იმდროინდელი რედაქტორის ფილიპე გოგიჩაიშვილის მოგონებაში ნათქვამია, თითქოს სტატია ავტორს „ივერიამ“ დაუბეჭდა, მაგრამ გაზეთის ამ ნომრის ქშწ-კგ საზოგადოების ცალზე არის გაზეთის თანამშრომელ ნიკო კურდღელაშვილის მინაწერი, რომლის მიხედვითაც „ივერიამ“ ილიას პასუხი განცხადების სახით დაბეჭდა და სოლიდური თანხა გადაახდევინა ავტორს. ფილიპე გოგიჩაიშვილის თქმით მისი ამგვარი ქმედება გამოწვეული იყო იმით, რომ სტამბაში მომუშავე დიმიტრი ჯაში და რევოლუციონერთა წრე გაფიცვით ემუქრებოდნენ.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №S 5297; გაზ. „ივერია“, 1905, № 68, დამატებითი 4 გვერდი; ფილიპე გოგიჩაიშვილი, ილია ჭავჭავაძის „ნუთუს“ დაბეჭდვის ამბავი, „სახალხო გაზეთი“, 1913, 14 მაისი, № 871; ლიტერატურული საქართველო, 1937, 29 მაისი, № 12, გვ. 5; ფ. გოგიჩაიშვილის მოგონება წიგნში პაატა გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, 1938. გვ. 29; ჭავჭავაძე ილია თსკ 10 ტომად, ტ. 9, 1957 ; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 531.

პირთა ანოტაციები:

ნაცვლიშვილი ვასილ (დაბ. 1870)

თბილისელი მედუქნე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურთან“. საბჭოთა პერიოდში იყო საქართველოს ცენტრალური არქივის თანამშრომელი.

გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელის ძე (1872-1950)

პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, მენშევიკური მთავრობის მინისტრი.

კურდღელაშვილი ნიკოლოზ სვიმონის ძე (1872-1938)

მწერალი, მთარგმნელი, გაზ. „ზარის“ რედაქტორ- გამომცემელი, 1906-1907წლებში „ივერიის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „ნარკანი“, „შოლტი“, „მენავე“, „პ. ჯარიაშვილი“.

ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე

სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.

     
1905 5 მაისის შემდეგ    
     
ილია ჭავჭავაძის უკმაყოფილებას იწვევს მის სტატიაზე „ნუთუ?“ გაზეთ „ივერიის“ რედაქციის მიერ გაკეთებული მინაწერი, რომ ზოგიერთ საზოგადო მოსაზრებაში არ ეთანხმება ავტორს.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, № 68, დამატებითი 4 გვერდი; ფილიპე გოგიჩაიშვილი, ილია ჭავჭავაძის „ნუთუს“ დაბეჭდვის ამბავი, „სახალხო გაზეთი“, 1913, 14 მაისი, № 871.

     
1905 5 მაისის შემდეგ    
     
დიმიტრი ჯაში „ივერიის“ რედაქტორ ფილიპე გოგიჩაიშვილს სთხოვს ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ მიმართული წერილის გამოქვეყნებას, მაგრამ უარს იღებს.   წყარო:

ფილიპე გოგიჩაიშვილის მოგონება, პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 29, 30.

პირთა ანოტაციები:

ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე

სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.

გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელის ძე (1872-1950)

პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, მენშევიკური მთავრობის მინისტრი.

     
1905 15 მაისი    
     
ჟურნალ „მოგზაურში“ ილია ჭავჭავაძის სტატიის „ნუთუ?“ პასუხად იბეჭდება ერთდროულად სამი წერილი: ფილიპე მახარაძის „თავის გამართლებაც ასეთი უნდა! (პასუხათ თ-დ ილია ჭავჭავაძეს)“ პირველი ნაწილი, ფსევდონიმით „ვ. ნ.“ ვასილ ნაცვლიშვილის „პასუხათ ილია ჭავჭავაძეს“ და ფსევდონიმით „ასოთ-ამწყობი“ დაუდგენელი ავტორის „მცირე შენიშვნა“. რაკი გამოგონილი „კონკრეტული“ ფაქტებით ვერ შეძლეს ილია ჭავჭავაძისთვის სახელის გატეხა, მოწინააღმდეგენი ლანძღვასა და ზოგად ბრალდებებზე გადავიდნენ. ფილიპე მახარაძე მას „ჯაშუშს“, „მაბეზღარას“ და „უსასტიკეს მემამულეს“ უწოდებს, ივანე ნაცვლიშვილი ბრალს სდებს „ზნეობრივ სიმახინჯეში“, „აზრით ჩამორჩენასა“ და „ოინბაზობაში“, „ასოთამწყობი“ კი – მუშებისადმი არაადამიანურ დამოკიდებულებაში.   წყარო:

ჟურნ. „მოგზაური“, 1905, № 18, გვ. 277-279; გვ. 283-287, 291.

პირთა ანოტაციები:

ნაცვლიშვილი ვასილ (დაბ. 1870)

თბილისელი მედუქნე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურთან“. საბჭოთა პერიოდში იყო საქართველოს ცენტრალური არქივის თანამშრომელი.

მახარაძე ფილიპე ესეს ძე (1858-1941)

ბოლშევიკი, რევოლუციონერი და პარტიული მოღვაწე.

     
1905 19 მაისამდე    
     
წერილობით იწვევენ თბილისის ინგლისურ კლუბში კანდიდატების კენჭისყრაზე დასასწრება   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი № 54

დათარიღება:

1905 წლის დოკუმენტებთან ერთად არის, კენჭისყრის დროდ მითითებულია 19 მაისი, ხუთშაბათი.

     
1905 21 მაისი    
     
ჯამაგირს უხდის თომა და ეფემია ბოდაველებ   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 689.

პირთა ანოტაციები:

ბოდაველი თომა

დამატებითი ცნობები პიროვნებისა შესახებ არ მოგვეპოვება.

ბოდაველი ეფემია

დამატებითი ცნობები პიროვნებისა შესახებ არ მოგვეპოვება.

     
1905 22 მაისი    
     
ჟურნალ „მოგზაურში“ ილია ჭავჭავაძის წერილის „ნუთუ?“ საპასუხოდ იბეჭდება ფილიპე მახარაძის სტატიის „თავის გამართლებაც ასეთი უნდა! (პასუხათ თ-დ ილია ჭავჭავაძეს)“ დასასრულ   წყარო:

ჟურნ. „მოგზაური“, 1905, № 19, გვ. 301-303.

პირთა ანოტაციები:

მახარაძე ფილიპე ესეს ძე (1858-1941)

ბოლშევიკი, რევოლუციონერი და პარტიული მოღვაწ

     
1905 31 მაისი    
     
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომელზეც ისმება საკითხი გადაუვადონ თუ არა გორის მაზრაში გლეხთა მოძრაობით დაზარალებულებს სარგებლის შეტანის ვადა. ილია ჭავჭავაძის აზრით, რადგან სარგებლის ფული მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ბანკისთვის და მისი დაკლება გაკოტრების საფრთხეს ქმნის, შეიძლება, რომ სარგებლის შესატანად დაზარალებულებმა თანხა ისესხონ ბანკის სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისთვის გადადებული ფულიდან და შემდეგ ნელ-ნელა გადაიხადონ. ამ წინადადებას უპირისპირდება მიხეილ მაჩაბელი. იგი მოითხოვს, რომ ბანკმა მთლიანად თავის თავზე აეღო პრობლემის მოგვარება.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 1 ივნისი, № 89, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927)

„ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე მაჩაბლის მეგობარ

     
1905 1 ივნისი    
     
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება მისი გამოსვლა თსს ბანკის რწმუნებულთა 31 მაისის კრებაზე.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 1 ივნისი, № 89, გვ. 4

     
1905 28 მაისი - 4 ივნისი    
     
ქვეყნდება ილია ჭავჭავაძის წერილის „ნუთუ?“ რუსული თარგმანი.   წყარო:

Неужели? (Ответ кн. Ильи Чавчавадзе на корреспонденцию „Могзаури“. Перев. Статьи из „Приложения к газ. „Иверия“ № 68, „Кавказский край“, 1905, № 10, 11

     
1905 6 ივნისამდე    
     
ყვარლის მოურავ ნოშრევან ჯაფარიძისაგან იღებს დეპეშას სამეურნეო საკითხებთან დაკავშირები   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 243, 492.

პირთა ანოტაციები:

ჯაფარიძე ნოშრევან

ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.

     
1905 6 ივნისამდე    
     
მოურავ ნოშრევან ჯაფარიძეს დეპეშის პასუხად უგზავნის წერილ   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 243, 492.

პირთა ანოტაციები:

ჯაფარიძე ნოშრევან

ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.

     
1905 6 ივნისი    
     
მოურავ ნოშრევან ჯაფარიძეს ატყობინებს, რომ მალე გაუგზავნის წისქვილის ქვებს და ავალებს ორი საპალნე ღვინის გაგზავნას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი 428; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 243, 492.

პირთა ანოტაციები:

ჯაფარიძე ნოშრევან

ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.

     
1905 10 ივნისი    
     
თსს ბანკის შენობაში თავმჯდომარეობს მაჰმადიანთა და მართლმადიდებელ ქართველთა კრებას, რომელზეც განიხილავენ სომეხ-თათართა უთანხმოების საკითხებს და სახავენ მათი შერიგებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გზებს.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17590; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 132; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 243-244, 492.

პირთა ანოტაციები:

ჯაფარიძე ნოშრევან

ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.

     
1905 12 ივნისი    
     
გაზეთ „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში იბეჭდება სტატია „ჩემი მიმოხილვა“, რომელშიც სატირულად არის წარმოჩენილი თსს ბანკის მუშაობა. თავმჯდომარის (ილია ჭავჭავაძის) შესახებ ნათქვამია, რომ მისი მოვალეობაა გამგეობის გამოსარჩლება, მაგრამ საქმე იმდენად ცუდად არის, რომ ამის გაკეთება გაუჭირდება. ავტორის თქმით, შავის თეთრად წარმოსაჩენად ის მიმართავს სოფისტებს. კარიკატურაზე ილია ჭავჭავაძე დახატულია მაგიდაზე წიგნების გროვი

  წყარო:

„ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 12 ივნისი, 1905, №324, გვ. 3-4.

დოკუმენტი:

     
1905 12-13 ივნისი    
     
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომელზეც განიხილავენ 1904 წელს ბანკის მფლობელობაში დარჩენილი გაუყიდავი მამულების საკითხს. საგანგებო სარევიზიო კომისია დაგირავების დროს მათ ზედმეტად დაფასებაში ადანაშაულებს გამგეობას, ილია ჭავჭავაძე კი განუმარტავს, რომ დამფასებელი კომისია ცალკე ორგანოა, გამგეობას არა აქვს მის საქმიანობაში ჩარევის უფლება და ბანკის წესდების მე-16 მუხლის მიხედვით, არასწორ შეფასებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ შემფასებელი. იგი დამსწრეთა ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან გარემოებებზე, რომლებმაც განაპირობა სახლების გაუყიდავობა. გაბატონებული არეულობის გამო მყიდველებს მისდით მუქარის წერილები და ვერ ბედავენ ბანკისგან სახლების შესყიდვას. შემდეგ ცალ-ცალკე განიხილავს გაუყიდავი სახლების მაგალითებს და ასაბუთებს, რომ დამნაშავე არათუ გამგეობა, დამფასებელი კომისიაც კი არ არის და რომ ასეთი შედეგი ძირითადად პოლიტიკური კრიზისის ბრალია.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 15 ივნისი, № 100, გვ. 3-4

     
1905 14-15 ივნისი    
     
თსს ბანკის რწმუნებულთა კრებაზე მამულების გაუყიდავობით მიღებულ ზარალში ვასილ მაჩაბლის ნათესავი, მიხეილ ვეზირიშვილი გამგეობას და, შესაბამისად, ილია ჭავჭავაძეს ადანაშაულებს, მათ დასაცავად კი გამოდის ანტონ ფურცელაძ   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 16 ივნისი, № 101, გვ. 4; გაზ. „ივერია“ 1905, 15 ივნისი, № 100, გვ. 3-4. „ცნობის ფურცელი“, 14 ივნისი, 2843, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

ვეზირიშვილი მიხეილ ნიკოლოზის (იოსების) ძე

პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის თანაშემწე სათავადაზნაურო ბანკში.

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

     
1905 16 ივნისი    
     
აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე ოლღა ლებედევა ქშწ-კგ საზოგადოების ბიბლიოთეკისთვის უგზავნის ვატიკანში დაცული „ქართლის მოქცევის“ არაბული ხელნაწერის თარგმანს, რომლის შესახებ მოხსენება წაიკითხა ალჟირში გამართულ ორიენტალისტთა XIV საერთაშორისო კონგრესზ   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 30. პირთა იდენტიფიკაცია: წერილში ლებედევას მხოლოდ გვარია მითითებული.

პირთა ანოტაციები:

ლებედევა ოლღა

აღმოსავლეთმცოდნეთა საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე.

     
1905 16 ივნისი    
     
გაზეთ „ივერიაში“ „ფელიქსის“ ფსევდონიმით იბეჭდება მეთაური წერილი „თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა საყურადღებოდ“, რომელშიც ავტორი რწმუნებულებს მოუწოდებს, რომ მამულების დამფასებელთა არჩევაც და დაფასებაზე პასუხისმგებლობაც ბანკის გამგეობას გადააბარონ. მოწოდებაში დაუფარავად არის გაცხადებული სურვილი, რომ გამგეობამ რწმუნებულთა კრების წინაშე თავი ვერ იმართლოს.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 16 ივნისი, № 101, გვ. 1, 4. „ცნობის ფურცელი“, 1905, 16 ივნისი, № 2845, გვ. 1-2.

     
1905 16 ივნისი    
     
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომელზეც მამულების გაუყიდაობით მიღებულ ზარალში გამომსვლელები ძირითადად გამგეობას და, შესაბამისად, ილია ჭავჭავაძეს ადანაშაულებენ. ისინი მოითხოვენ წესდების შეცვლას და მამულების დაფასებაზე პასუხისმგებლობის გამგეობისთვის გადაცემას. ილია ჭავჭავაძე კრებას მიმართავს, მე უფლება მაქვს მქონდეს ჩემი აზრი დამფასებელი კომისიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ამას ვამბობ და მომყავს გერმანიისა და სხვა ქვეყნების მაგალითები, რატომღაც დამცინიან. თუ საკუთარი აზრის ქონა ბოროტმოქმედებად აღიქმება, დღესვე დავტოვებ სამსახურსო.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 17 ივნისი, № 102, გვ. 3-4; 18 ივნისი № 103, გვ. 4. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 18 ივნისი, № 2847, გვ. 1.

     
1905 17 ივნისი    
     
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება თსს ბანკის რწმუნებულთა 16 ივნისის დილის სხდომაზე ილია ჭავჭავაძის გამოსვლა.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 17 ივნისი, № 102, გვ. 3-4

     
1905 17 ივნისი    
     
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომელზეც აცხადებს, რომ გამგეობის წევრებს სხვა საქმეებიც აქვთ და თითოეული მამულის დაფასებაზე კონტროლს ვერ დააწესებენ. ის აღნიშნავს, რომ დასაგირავებელი მამულის ზედმეტად დაფასება მსოფლიოს ყველა ბანკის პრობლემაა, მაგრამ პატიოსანი და მცოდნე დამფასებლების შერჩევის გარდა ამას ვერაფრით უწამლეს. სხვა გამომსვლელები არ ეთანხმებიან და მოითხოვენ, გაუქმდეს წესდების ის მუხლი, რომელიც გამგეობას არ ავალდებულებს აკონტროლოს დამფასებელთა მუშაობა. ილია ჭავჭავაძე კრებას ურჩევს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე შექმნან კომისია, მოიწვიონ სპეციალისტები და კარგად გაიაზრონ შედეგები, მაგრამ ხმათა უმრავლესობით კრება იღებს გადაწყვატილებას, რომ გამგეობა პასუხისმგებელია მამულების დაფასების დროს დაშვებულ შეცდომებზე.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 18 ივნისი, № 103, გვ. 4. 19 ივნისი, № 104, გვ. 4. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 18 ივნისი, № 2847, გვ. 1.

     
1905 18 ივნისი    
     
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება თსს ბანკის რწმუნებულთა 16 და 17 ივნისის კრებებზე მისი გამოსვლები.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 18 ივნისი, № 103, გვ. 4.

     
1905 18 ივნისი    
     
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას და აკეთებს განცხადებას, რომ სარევიზიო კომისიის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს, რომლებიც გავრცელდა საზოგადოებაში, არ ახლავს მტკიცებულებები, რაც აუცილებელია ასეთი ბრალდებების წასაყენებლად. შემდეგ სვამს კითხვას, რას მოხმარდა 300 მანეთი, რომელიც სარევიზიო კომისიას სახლების დათვალიერების ხარჯებისგან დარჩა. კრება სთხოვს სარევიზიო კომისიას სრული ანგარიშის წარდგენას და იღებს დადგენილებას ზედამხედველი კომიტეტის რეორგანიზაციისათვის კომისიის შესადგენად. როდესაც ილია ჭავჭავაძე კრებაზე კითხულობს სარევიზიო კომისიის დასკვნას, მისი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, ამ კომისიის წევრი მიხეილ ვეზირიშვილი მისდამი უნდობლობას გამოხატავს, კითხვას აწყვეტინებს და მოითხოვს, რომ სხვამ წაიკითხოს. ილია ჭავჭავაძე თანხმდება, მაგრამ ეუბნება, რომ ამ შეურაცხყოფისთვის პასუხს აგებინებს.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 19 ივნისი, № 104, გვ. 4. ი. ჭავჭავაძე. თხზულებანი. ტ. 1, 1914, გვ. LXXIV. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 19 ივნისი, № 2848, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

ვეზირიშვილი მიხეილ ნიკოლოზის (იოსების) ძე

პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის თანაშემწე სათავადაზნაურო ბანკში.

     
1905 19 ივნისი    
     
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება თსს ბანკის რწმუნებულთა 17 და 18 ივნისის კრებებზე მისი გამოსვლები.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 19 ივნისი, № 104, გვ. 4.

     
1905 19 ივნისი    
     
თსს ბანკის კრებაზე 18 ივნისს მიყენებული შეურაცხყოფისთვის დუელში იწვევს მიხეილ ვეზირიშვილს და უგზავნის რწმუნებულებს მიხეილ ბაგრატიონ-გრუზინსკის და დავით ჯორჯაძეს. ვეზირიშვილი იღებს გამოწვევას და თავის მხრივ რწმუნებულებად ნიშნავს ალექსანდრე კობიაშვილს და ალექსანდრე დიასამიძე   წყარო:

ი. ჭავჭავაძე. თხზულებანი. ტ. 1, 1914, გვ. LXXIV.

პირთა ანოტაციები:

ვეზირიშვილი მიხეილ ნიკოლოზის (იოსების) ძე

პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის თანაშემწე სათავადაზნაურო ბანკში.

ბაგრატიონი (მუხრანელი) მიხეილ კონსტანტინეს ძე (1831-1907)

ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, ცოლად ჰყავდა ელისაბედ დიმიტრის ასული ივინსკაია და ცხოვრობდა მოსკოვში.

ჯორჯაძე დავით (დათა) გიორგის ძე (1867-1928)

სოციალისტ ფედერალისტი, 1920-იან წლებში თბილისის მთავარი ინჟინერი, ააშენა ზუბალაშვილების სახლი (ახლანდელი მარჯანიშვილის თეატრი) და სათავადაზნაურო გიმნაზიის (ამჟამად თსუ I კორპუსი) შენობა.

დიასამიძე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1872-1941)

სამხედრო ექიმი, დერმატოლოგი და ვენეროლოგი.

კობიაშვილი ალექსანდრე იოსების ძე

1895 წელს თბილისის სამეურნეო სკოლოს თაობაზე შექმნილი კომისიის წევრი, თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

     
1905 23 ივნისამდე    
     
იღებს ბარბარე ანდრონიკაშვილის წერილს, რომელშიც სთხოვს, რომ ბანკში მუშაობა დააწყებინოს ირაკლი ერისთავს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 445.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი ბარბარე თამაზის ასული (დაბ. 1811)

ილია ჭავჭავაძის შორეული ნათესავი. მისი ქმარი – სულხან რევაზის ძე ვახვახიშვილი იყო გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძის სიმამრის ძმა.

ერისთავი ირაკლი ალექსანდრეს ძე (1876-1950)

ვეჯინელი თავა

     
1905 23 ივნისამდე    
     
იღებს რუსულად ნაწერ ანონიმურ წერილს, რომელშიც ემუქრებიან, რომ თუ დაუყოვნებლივ არ გადადებს სამიწათმოქმედო ბანკში დაგირავებული მამულების საჯარო გაყიდვას, მოკლავენ.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 445.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი ბარბარე თამაზის ასული (დაბ. 1811)

ილია ჭავჭავაძის შორეული ნათესავი. მისი ქმარი – სულხან რევაზის ძე ვახვახიშვილი იყო გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძის სიმამრის ძმა.

ერისთავი ირაკლი ალექსანდრეს ძე (1876-1950)

ვეჯინელი თავადი.

     
1905 23 ივნისამდე    
     
იღებს ილია ჯორჯაძის წერილს, რომელშიც სთხოვს მისი საბანკო საქმის დასრულებას, რადგან შიშობს, რომ კრედიტორები არ დააცლიან.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 665.

დათარიღება:

ვათარიღებთ ილია ჭავჭავაძის თსს ბანკიდან წასვლის დროით.

პირთა ანოტაციები:

ჯორჯაძე ილია გიორგის ძე (1855-1907

შემდეგ) თელაველი თავადი.

     
1905 23 ივნისი    
     
მიხეილ ვეზირიშვილი აცხადებს, რომ ილია ჭავჭავაძისადმი უპატივცემულობის გამოხატვა არ უფიქრია. ხდება მორიგება და რწმუნებულები: მიხეილ გრუზინსკი, დავით ჯორჯაძე, ალექსანდრე კობიაშვილი და ალექსანდრე დიასამიძე ადგენენ ოქმს. _ 1   წყარო:

მორიგების ოქმი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 17508, № 17509.

პირთა ანოტაციები:

ვეზირიშვილი მიხეილ ნიკოლოზის (იოსების) ძე

 პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის თანაშემწე სათავადაზნაურო ბანკში.

ბაგრატიონი (მუხრანელი) მიხეილ კონსტანტინეს ძე (1831-1907)

ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, ცოლად ჰყავდა ელისაბედ დიმიტრის ასული ივინსკაია და ცხოვრობდა მოსკოვში.

ჯორჯაძე დავით (დათა) გიორგის ძე (1867-1928)

სოციალისტ ფედერალისტი, 1920- იან წლებში თბილისის მთავარი ინჟინერი, ააშენა ზუბალაშვილების სახლი (ახლანდელი მარჯანიშვილის თეატრი) და სათავადაზნაურო გიმნაზიის (ამჟამად თსუ I კორპუსი) შენობა.

დიასამიძე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1872-1941)

სამხედრო ექიმი, დერმატოლოგი და ვენეროლოგი.

კობიაშვილი ალექსანდრე იოსების ძე

1895 რნეო სკოლოს თაობაზე შექმნილი კომისიის წევრი, თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრ

     
1905 23 ივნისი    
     
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომლის დასასრულსაც აცხადებს, რომ მიდის ბანკის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან. მოვალეობის შემსრულებლად რჩება ანტონ ფურცელაძე.

  წყარო:

გაზ. „Тифлисский листок“, 1905, № 127; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 29 ივნისი, № 2849, გვ. 3; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 214-1-2734, 7-8.

დოკუმენტი:

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

     
1905 3 ივლისი    
     
ჟურნალი „მოგზაური“ „ნარის“ ფსევდონიმით ბეჭდავს ნოე ჟორდანიას წერილს „ქართველ მოღვაწეებში“. სტატია, რომელშიც ილია ჭავჭავაძე „ქვეწარმავლად“, „ზნეობრივად და გონებრივად გაკოტრებულად“ მოიხსენიება, განწყობით სარკასტულ „ნეკროლოგს“ ჰგავს და მთავრდება სიტყვებით: „საუკუნოდ იყოს ხსენება მისი“.   წყარო:

„ჟურნალი „მოგზაური“, 1905, № 24, გვ. 380-382.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთშ

     
1905 5 ივლისი    
     
სიყრმის მეგობარ ილია წინამძღვრიშვილს ნოტარიალურად ამოწმებინებს ანდერძს, რომლის მიხედვითაც მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი უძრავმოძრავი ქონება რჩება მის მეუღლეს, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძეს, ხოლო ოლღას გარდაცვალების შემდეგ საგვარეულო ქონება გადაეცემათ კანონიერ მემკვიდრეებს, ხოლო ილია ჭავჭავაძის მიერ შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონება – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოება   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 265-266.

პირთა ანოტაციები:

წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920)

აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.

 გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
     
1905 16 ივლისი    
     
     
მონაწილეობს კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს სხდომაში, რომელიც განიხილავს კავკასიაში ერობის შემოღების საკითხს.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, № 121, გვ. 3

     
1905 25 აგვისტო    
     
იღებს ვასილ ღვინიაშვილის წერილს და წყალგაყვანილობის ორგანიზაციის ანგარიშს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 625.

პირთა ანოტაციები:

ღვინიაშვილი ვასილ

წყალგაყვანილობის ორგანიზაციის თანამშრომელი.

     
1905 18 სექტემბერი    
     
ჟურნალ მოგზაურში ქვეყნდება ინფორმაცია საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლში უცნობი შეიარაღებული პირების შეჭრისა და იარაღის წაღების შესახე   წყარო:

ჟურ. „მოგზაური“, 1905, № 34, გვ. 527.

     
1905 22 სექტემბერი    
     
იღებს საგანგებო საქმეთა გამომძიებელ კ. მალინოვსკის წერილს. სთხოვს, რომ საგურამოში კომისიის წასვლამდე ორი დღით ადრე აცნობოს. სავარაუდოდ, საუბარია მისი სახლიდან იარაღის გატანის გამოძიებაზე.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 534.

პირთა ანოტაციები:

მალინოვსკი კ.

სახელი უცნობია და ვინაობა - დაუდგენელი.

     
1905 24 სექტემბერი    
     
რამდენიმე პირთან ერთად წერილს უგზავნის ნიკო ნიკოლაძეს ფოთში და სთხოვს ჩამოსვლას კავკასიის მეფისნაცვალთან აუდიენციაში მონაწილეობის მისაღებად.   წყარო:

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ნ. ნიკოლაძის არქივი, 40/1762;ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 296; გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე), ტ. 2, თბ., 1990, გვ. 305; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 244, 493.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     
1905 24 სექტემბრის შემდეგ
     
სათავეში უდგას ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვთან წარგზავნილ დეპუტაციას. დაბეჯითებით უმტკიცებს მეფისნაცვალს, რომ თუ დამსჯელ რაზმს არ გაგზავნის, ამბოხებული გურულები დამშვიდდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აჯანყება უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. აუდიენციის შემდეგ ვორონცოვ-დაშკოვი ამბობს, თუ ჭავჭავაძეც კი აჯანყებით გვემუქრება, ჩანს, დაპირისპირება მართლაც საყოველთაო ხასიათს მიიღებსო და დასარბევად გაგზავნილ რაზმს სამტრედიიდან უკან აბრუნებს.   წყარო:

ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 37.

დათარიღება:

მოგონებაში ნათქვამია, რომ ეს ვიზიტი მოხდა ნასაკირალის ბრძოლამდე (20 ოქტომბერი) თვეზე ნაკლებით ადრე, 24 სექტემბერს ნიკო ნიკოლაძისთვის გაგზავნილი დეპეშა კი მოწმობს, რომ აუდიენცია ჩატარდა ამ თარიღის შემდეგ.

პირთა ანოტაციები:

ვორონცოვ-დაშკოვი ილარიონ ივანეს ძე (1837-1916)

რუსი სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის მეგობარი, 1905-1915 წლებში კავკასიის მეფისნაცვალი.

     
1905 28 სექტემბერი    
     
თბილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი თბილისის ოხრანკის უფროსს საიდუმლოდ აცნობებს, რომ ილია ჭავჭავაძეზე დაწესებული მეთვალყურეობის პერიოდში (1884 წლის 25 აპრილიდან 1900 წლის 18 აპრილამდე) მის შესახებ არავითარი მაკომპრომენტირებელი ცნობა არ მიუღი   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 266.

     
1905 1 ოქტომბერი    
     
ნიკო ცხვედაძეს სთხოვს მიაწოდოს ინფორმაცია იმ დეპუტაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც გზათა მინისტრს უნდა შეხვდეს და დაუკონკრეტოს შეხვედრის დრ   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 586; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 102; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 245, 493-494.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 199-200.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

     
1905 8 ოქტომბერი    
     
იღებს ყვარლის მამულის მოურავ ნოშრევან ჯაფარიძის წერილს რთველთან დაკავშირები   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 561

პირთა ანოტაციები:

ჯაფარიძე ნოშრევან

ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.

     
1905 11 ოქტომბერი    
     
სათავეში უდგას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კავკასიის მეფისნაცვალთან წარგზავნილ დეპუტაციას. მეფისნაცვალი ვორონცოვდაშკოვი კარგად მომზადებული ხვდება მათ წინადადებას და უმტკიცებს, რომ ერთ სახელმწიფოში ორი ავტოკეფალური მართლმადდებელი ეკლესიის არსებობა წარმოუდგენელია. არც ილიას და არც სხვა დეპუტატებს არ აგონდებათ ბიზანტიის მაგალითი, სადაც ოთხი ავტოკეფალური საპატრიარქო არსებობდა: კონსტანტინეპოლის, იერუსალიმის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის. აუდიენციიდან გამოსულებს ამის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი შეახსენებს და ილიას გული სწყდება, რომ სათანადო პასუხი ვერ გასცეს მეფისნაცვალს.   წყარო:

ვოზროჟდენიე, 1905, № 5; ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 8.

პირთა ანოტაციები:

ვორონცოვ-დაშკოვი ილარიონ ივანეს ძე (1837-1916)

რუსი სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის მეგობარი, 1905-1915 წლებში კავკასიის მეფისნაცვალი.

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953)

მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921-1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლა-განვითარების საქმეს.

     
1905 11 ოქტომბერი    
     
იმართება თსს ბანკის რწმუნებულთა კრება, რომელზეც დგება ბანკის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ილია ჭავჭავაძის შემცვლელის არჩევის არჩევის საკითხ   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 12 ოქტომბერი, № 186, გვ. 2.

     
1905 13 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება სომხურ გაზეთ „მშაკში გამოქვეყნებული სტატია „დავუჯეროთ?“, რომელშიც საუბარია ქართველთა პოზიციაზე სომხურმუსლიმანურ კონფლიქტში და ქართველების უნდობლობის დასადასტურებლად მოყვანილია ილია ჭავჭავაძის „ქვათა ღაღადის“ მაგალითი, რომელშიც სომეხ ინტელიგენციას ბრალი ედება ქართული კულტურული მემკვიდრეობის მითვისებაში. სტატიის ავტორი ილიას ნაციონალიზმისა და შოვინიზმის ბურჯს უწოდებს და მასთან ერთად ირონიულად მოიხსენიებს მისი ნაწარმოებების რუსულად მთარგმნელ ვასილი ველიჩკოს.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, 13 ოქტომბერი, № 187, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

     
1905 20 ოქტობერი    
     
ანა პეტრიაშვილისგან იღებს მიწვევას ქუთაისის კლუბის მიერ სოფლის ღარიბ მასწავლებელთა სასარგებლოდ გამართულ მუსიკალურ-ლიტერატურულ საღამოზ   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 31.

პირთა ანოტაციები:

პეტრიაშვილი ანა სვიმონის ასული

ცნობილია, რომ იყო ქშწ-კგ საზოგადოების წევრი და, სავარაუდოდ, ასწავლიდა ქუთაისში.

     
1905 20 ოქტომბრის შემდეგ    
     
დავით სარაჯიშვილის სახლში ქართველი საზოგადო მოღვაწეები იკრიბებიან მეფისნაცვალთან კიდევ ერთი დეპუტაციის გაგზავნაზე მოსალაპარაკებლად. რამდენადაც ორიოდე კვირით ადრე ილია ჭავჭავაძე დაბეჯითებით უმტკიცებდა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს, რომ გურულების გამოსვლები დაუსჯელადაც ჩაცხრებოდა, დეპუტაციაში თავის მონაწილეობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და თავადვე ამბობს უარ   წყარო:

ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 37.

დათარიღება:

მოგონებაში ნათქვამია, რომ ეს მოხდა ნასაკირალის ბრძოლის შემდეგ.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე (1848-1911)

მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი.

ვორონცოვ-დაშკოვი ილარიონ ივანეს ძე (1837-1916)

რუსი სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის მეგობარი, 1905-1915 წლებში კავკასიის მეფისნაცვალი.

     
1905 24 ოქტომბერი    
     
სპირიდონ ვირსალაძე იწვევს 25 ოქტომბერს თბილისის სამეურნეო ბანკში ქართველ პროგრესისტთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 514.

     
1905 25 ოქტომბერი    
     
ესწრება ქართველ პროგრესისტთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის განხილვას.   წყარო:

გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე), ტ. 2, თბ., 1990, გვ. 260.

     
1905 ოქტომბერი    
     
სწორებები შეაქვს პროგრესისტთა ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 1015.

დათარიღება:

25 ოქტომბერს პროგრამის პირველი რედაქცია უკვე შემუშავებული იყო, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ცვლილებები განხილვის შემდეგაც შეეტანათ.

     
1905  ოქტომბრის მეორე ნახევარი  

  

ესწრება სამღვდელოების კრებას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში და გამოდის სიტყვით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობის შესახებ.
  წყარო:

გ. შარაძე, საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე, 1986, გვ. 153-154. ჟურნ. „ქართლოსი“, 1937, პარიზი, № 4-7.

     
1905  ნოემბრამდე    
     
  

წერილს უგზავნის მოურავ მოსე მემარნიშვილს და სთხოვს, თუ ვინიცობაა საგურამოში ხელისუფლებამ ჯარი გაგზავნოს, ყველა ღონე იხმაროს, რომ მოსახლეობა არ დააწიოკონ. თუ ამას ვერ შეძლებს, სთხოვს, სასწრაფოდ შეატყობინოს, რომ პირადად ავიდეს და იზრუნოს საქმის მშვიდობიანად მოგვარებაზე.
  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ავტოგრაფი № 17593-ხ; გაზ. „დროება“, 1909, № 32 (ილია წინამძღვრიშვილის პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 164; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 251, 500-501.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 221.

პირთა ანოტაციები:

მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე

ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.

     
1905 1 ნოემბერი    
     
იწვევენ ქშწ-კგ საზოგადოების სხდომაზე დასასწრებად და სთავაზობენ მიკითხვას ან ფაეტონის გაგზავნას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი № 54

     
1905 8 ნოემბერი    
     
რევოლუციური მოძრაობისა და რეაქციის შედეგად გურიაში დაზარალებული მოსახლეობის სასარგებლოდ 20 მანეთს გადასცემს „ივერიის“ იმდროინდელ გამომცემელ პავლე თუმანიშვილს.   წყარო:

პავლე იოსების ძე თუმანიშვილის ხელწერილი ფულის მიღების შესახებ, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 680.

პირთა ანოტაციები:

თუმანიშვილი პავლე იოსების ძე (1872-1935)

ვექილი, თბილისი მაზრის მარშალი, გაზ. „ივერიის“ გამომცემელი 1904 წელს. ღარიბთა დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარე 1907 წელს. ნავთის მრეწველ იაკობ ზუბალაშვილის დისწული.

     
1905 18 ნოემბრამდე    
     
წერილს უგზავნის მოურავ მოსე მემარნიშვილს და საყვედურობს გლეხების მიმართ ხისტი დამოკიდებულების გამო; ატყობინებს, რომ როგორც კი გაიგო სოფელში ეგზეკუციის ჩაყენების ამბავი, გუბერნატორთან მივიდა და რაზმის უკან გაწვევის ნება გამოსთხოვა. შიშობს, რომ გუბერნატორის განკარგულება დაგვიანებით მივა საგურამოში, ამიტომ პირადად უგზავნის შეტყობინებას პრისტავს, მოურავს კი ავალებს, რომ თუ პრისტავი დაუყოვნებლივ არ გაიყვანს ეგზეკუციას სოფლიდან, სასწრაფოდ მივიდეს დუშეთის მაზრის უფროსთან და შეატყობინოს.   წყარო:

დ. ჯაში, ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი დღები. გაზ. „სავაჭრო გზა“, 1908, № 10; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 254, 503.

პირთა ანოტაციები:

მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე

ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.

     
1905  20 ნოემბერი  

  

 
   
ტარდება თსს ბანკის საგანგებო კრება, რომელზეც სთხოვენ დაბრუნებას, მაგრამ საბოლოოდ ამბობს უარს.   წყარო:

ა. თელია, „ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989, გვ. 242-243.

     
1905  20 ნოემბრის შემდეგ    
     
თსს ბანკის გამგეობის გადაწყვეტილებით გაწეული ოცდაათწლიანი სამსახურისთვის უნარჩუნებენ ხელფასს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 52.

დათარიღება:

ეს უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც საბოლოოდ თქვა უარი ბანკში დაბრუნებაზე.

     
1905  22 ნოემბერი    
     
მეფისნაცვალი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი იწვევს სახლში და სთხოვს ნიკო ნიკოლაძესთან ერთად გრაფ დიმიტრი სოლსკის კომისიაში მონაწილეობის მიღებას. ილია ჭავჭავაძე მოითხოვს მესამე წევრის დამატებას და სთავაზობს გიორგი ჟურულის კანდიდატურას. გარდა ამისა მეფისნაცვალს ესაუბრება იმის შესახებ თუ როგორ უსამართლოდ იყიდება საეკლესიო მამულები და ახერხებს ზოგიერთ საკითხზე მის დათანხმებას. მეფისნაცვალი სთავაზობს შეურჩიოს რამდენიმე კაცი მოსალაპარაკებლად და ჰპირდება სახელმწიფო საბჭოში წარსადგენი დასკვნის დაწერას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 516; გაზ. «Кавказ», 1906, № 100.

პირთა ანოტაციები:

ვორონცოვ-დაშკოვი ილარიონ ივანეს ძე (1837-1916)

რუსი სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის მეგობარი, 1905-1915 წლებში კავკასიის მეფისნაცვალი.

 ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

 სოლსკი დიმიტრი მარტინის ძე (1833-1910)

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის წესების დამდგენი კომისიის თავმჯდომარე 1905 წელს, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1905-1906 წლებში.

  

ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951)

პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში.

     
1905  27 ნოემბერი    
     
დეკანოზ კალისტრატე ცინცაძეს უთვლის, რომ მივიდეს მასთან და ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული დოკუმენტური მასალები გააცნოს. შეხვედრა ორ საათს გრძელდება. დეკანოზი განცვიფრებულია იმით, თუ როგორ უცებ ერკვევა ილია ჭავჭავაძე ყველა საკითხში და რა საინტერესო არგუმენტებს აყალიბებს რუსეთში დაგეგმილი შეხვედრებისთვის.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცაძის ფონდი № 70 გვ. 141.

პირთა ანოტაციები:

ცინცაძე კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე (1866-1952)

სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1932-1952 წლებში.

     
1905  28 ნოემბერი  

 
   
     
კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიიდან იღებს მივლინებას პეტერბურგში გასამგზავრებლად და გრაფ დიმიტრი სოლსკის თავმჯდომარეობით დაგეგმილ განსაკუთრებულ თათბირში მონაწილეობის მისაღებად. შეკრების მიზანია კავკასიის ადგილის განსაზღვრა რუსეთის საკონსტიტუციო წყობილებაში და სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის დებულების შემუშავება.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 32 (463).

პირთა ანოტაციები:

სოლსკი დიმიტრი მარტინის ძე (1833-1910)

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის წესების დამდგენი კომისიის თავმჯდომარე 1905 წელს, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1905-1906 წლებში.

     
1905  29 ნოემბრამდე    
     
სტუმრად არის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალ ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ოჯახში. იქ მყოფნი: კიტა აბაშიძე, ნიკოლოზ ერისთავი, ვახტანგ მუსხელიშვილი და ივანე ზურაბიშვილი კმაყოფილებას გამოთქვამენ რევოლუციური მოძრაობის გამო, ილია ჭავჭავაძე კი მათ აღფრთოვანებას არ იზიარებს და ამბობს, რომ ამ პროცესებს სასტიკი რეაქცია მოჰყვება.   წყარო:

მარიამ ვახტანგის ასულ ორბელიანის მოგონება. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 13404, 2.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი (ჯამბაკურიანი) ალექსანდრე (სანდრო) ესტატეს ძე (1835-1837)

თავადი. შტაბსკაპიტანი, ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედის მაზლი (პირველი ქმრის ძმა).

 აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917)

ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ერისთავი (ქსნისა) ნიკოლოზ (კოლა) რევაზის ძე (1850-1915)- ნიკოლოზ ბარათაშვილის დის და რევაზ შალვას ძე ერისთავის ვაჟი.

  

მუსხელიშვილი ვახტანგ სოლომონის ძე (1869-1933)

ოფთალმოლოგი. მუშაობდა ამიერკავკასიის რინიგზის საავადმყოფოში, ხელმძღვანელობდა კათედრას თსუ-ში.

  

ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (1872-1940)

იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. წერდა ფსევდონიმებით: „ვინ-ხენ“, “ჟანზეტ“, „დარბაისელი“.

     
1905  29 ნოემბრამდე    
     
მასთან სახლში იკრიბებიან აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვა ქართველი მოღვაწეები ავტოკეფალიის აღდგენის საკითხზე მოსალაპარაკებლად. ილია ჭავჭავაძე აგროვებს ცნობებს სინოდის თავმჯდომარესთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად.   წყარო:

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, თბილისი, 2012, ტ. 4, გვ. 203-204.

დათარიღება:

ფაქტი მოხდა პეტერბურგში გამგზავრებამდე.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

 ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

     
1905  29 ნოემბრამდე    
     
ფრეილინის ქუჩაზე ესწრება სხდომას, რომელზეც განიხილავენ კანონს სახელმწიფო სათათბიროს მოწვევის შესახებ. კრების მონაწილეთა უმრავლესობა აღფრთოვანებულია კანონმდებლობის ცვლილებებით, ილია ჭავჭავაძე კი მათ არწმუნებს, რომ არცერთი ხელისუფლება თავის უფლებებს თავად არ შეიკვეცავს და რომ ეს ლოიალობა ხალხის დასაშოშმინებელი მანევრია.   წყარო:

ალექსანდრე მიქაბერიძის მოგონება, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 13146, გვ. 56.

     
     
1905 29 ნოემბრამდე    
     
რევოლუციური არეულობის პერიოდში ვორონცოვის (ამჟამად ზაარბრუკენის) ხიდზე მის ეტლს შეიარაღებულები აჩერებენ. უფროსები ერთ ახალგაზრდას ავალებენ მის მოკვლას, ის კი ყვირილით, რომ ილიას ვერ ესვრის, ადგილიდან გარბის.   წყარო:

პროფ. ა.ზ. გზირიშვილის ჩანაწერი, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულმემორიალური მუზეუმი, შწ. 1535გვ. 1-2.

დათარიღება:

დოკუმენტის მიხედვით ეს მოხდა 1905 წელს, მაგრამ, რამდენადაც 29 ნოემბერს ილია თბილისიდან გაემგზავრა და 1906 წლამდე არ დაბრუნებულა, ვათარიღებთ გამგზავრებამდე პერიოდით.

პირთა ანოტაციები:

ვორონცოვი მიხეილ სიმონის ძე (1782-1856)

რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, 1845-1854 წლებში კავკასიის მეფისნაცვალი.

     
1905  29 ნოემბერი    
     
თბილისის გუბერნიის ყოფილ მარშალ დავით მელიქიშვილთან და გიორგი ჟურულთან ერთად საგანგებო მატარებლით მიემგზავრება პეტერბურგში გრაფ დიმიტრი სოლსკის კომისიაში მონაწილეობის მისაღებად.   წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 30 ნოემბერი, № 215, გვ. 2. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 33.

პირთა ანოტაციები:

მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე (1856-1909)

თბილისის გუბერნიის მარშალი, იმპერატორის კარის ეგერმაისტერი, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის სიძე, დისშვილის – რუსუდან სტაროსელსკაიას მეუღლე.

 ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951)

პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში.

 სოლსკი დიმიტრი მარტინის ძე (1833-1910)

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის წესების დამდგენი კომისიის თავმჯდომარე 1905 წელს, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1905-1906 წლებში.

     
1905 11 დეკემბრამდე    
     
ჩადის პეტერბურგში და გიორგი ჟურულთან ერთად ბინავდება სასტუმროში.   წყარო:

გურამ შარაძე, მოგონებები ილიაზე, გიორგი ჟურული, „საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე“, თბ., 1986, გვ. 194-204.

პირთა ანოტაციები:

ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951)

პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში.

     
1905  11 დეკემბრამდე    
     
პეტერბურგის სასტუმროში მას და გიორგი ჟურულს აკითხავს უცნობი, რომელიც სთხოვს ენციკლოპედიისთვის მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ილია ჭავჭავაძე უარს ეუბნება, მაგრამ ჟურულს სურვილი უჩნდება, რომ ილია ჭავჭავაძის ღვაწლი წარმოაჩინოს და უცნობს აწერინებს სხვადასხვა ცნობებს მისი მოღვაწეობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ უცნობი პირი არა ენციკლოპედიის, არამედ „ოხრანკის“ თანამშრომელი იყო და ინფორმაციას აგროვებდა.   წყარო:

გურამ შარაძე, მოგონებები ილიაზე (გიორგი ჟურული), წიგნში „საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე“, თბ., 1986, გვ. 194-204.

პირთა ანოტაციები:

ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951)

პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში.

     
1905  13 დეკემბერი    
     
გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის სამი ლექსის: „არაგვს“, „ელეგია“ და „გაზაფხული“ პეტრე ოპოჩინინისეული თარგმანი.   წყარო:

„Родина“, „Ночь“, „Весна“, გაზ. «Кавказ», 1905, № 307 გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ოპოჩინინი პეტრე ალექსის ძე (1853-1907)

ჟურნალისტი, მთარგმნელი, სატირული ჟურნალების «Фаланга» და «Гусли» ერთ-ერთი დამაარსებელი. 1905 წლიდან გაზეთ «Кавказ»-ის რედაქტორ

     
1905  19 დეკემბერი    
     
სახელმწიფო კანცელარია დიმიტრი სოლსკის დავალებით აცნობებს, რომ გამოცხადდეს მასთან წარსადგენად მარიას სასახლეში.   ყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 33.

პირთა ანოტაციები:

სოლსკი დიმიტრი მარტინის ძე (1833-1910)

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის წესების დამდგენი კომისიის თავმჯდომარე 1905 წელს, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1905-1906 წლებში.

     
1905 20 დეკემბერი    
     
გრაფ დიმიტრი სოლსკის მიწვევით ცხადდება მარიას სასახლეში, სიტყვით გამოდის საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ამხელს რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ნაკლოვანებებს. შეკითხვაზე, რამდენად გონივრულია, რომ ქართული დეპუტაცია შევიდეს იმპერიის სახელმწიფო საბჭოში, ვრცლად ასაბუთებს ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლs qობას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 33; გიორგი ჟურული, ილიასთან შორი-ახლოს დგომით, „ილია ემიგრანტთა თვალით, ტ. 1, გვ. 114.

პირთა იდენტიფიკაცია:

პეტერბურგის ერთ-ერთი სასახლე ატარებდა იმპერატორ ნიკოლოზ პირველის ქალიშვილის – მარია ნიკოლოზის ასული რომანოვალეიხტენბერგელის სახელს.

პირთა ანოტაციები:

სოლსკი დიმიტრი მარტინის ძე (1833-1910)

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის წესების დამდგენი კომისიის თავმჯდომარე 1905 წელს, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1905-1906 წლებში.

რომანოვა-ლეიხტენბერგელი მარია ნიკოლოზის ასული (1819-1876)

იმპერატორ ნიკოლოზ პირველის ქალიშვილი.

 
1905  23 დეკემბერი    
     
მინისტრთა კომიტეტის მდივანი ბარონი ემანუელ ნოლდე წერილობითი თხოვნით მიმართავს, გამოცხადდეს მინისტრთა კომიტეტის კანცელარიაში სახელმწიფო სათათბიროში კავკასიის მხარიდან დეპუტატთა არჩევის დებულების პროექტის წინასწარ განხილვაზე.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 34 (303). პირთა იდენტიფიკაცია: დოკუმენტში ნოლდეს სახელი მითითებული არ არის.

დოკუმენტი:

პირთა ანოტაციები:

ნოლდე ემანუილ იულის ძე (1854-1909)

რუსი სახლმწიფო მოღვაწე, 1902-1906 წლებში მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველი, 1905 წელს ასრულებდა კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობას, 1906 წელს აირჩიეს სახელმწიფო საბჭოს წევრად.

     
1905 24 დეკემბერი    
 
ცხადდება მინისტრთა კომიტეტის კანცელარიაში სახელმწიფო სათათბიროში კავკასიის მხარიდან დეპუტატთა არჩევის დებულების პროექტის წინასწარ განხილვაზე.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 34.

     
1905    
     
     
იბეჭდება კრებული „ჩანგური, ანუ სახალხო მეჯლისი“, რომელშიც შესულია ილია ჭავჭავაძის ლექსი „ჩემო კარგო ქვეყანავ“.   წყარო:

„ჩანგური, ანუ სახალხო მეჯლისი“, გამოცემული დ. ლაზარევის მიერ, ტფილისი, 1905, გვ. 36.

     
1905    
     
     
ნესტორ კალანდაძე ფსევდონიმით „ეშმაკი“ ჟურნალ „მოგზაურში“ აქვეყნებს სტატიას „ძველი მობაასენი ახალ საგანზე“.   წყარო: გაზ. «Кавказский край», № 7, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ბეკხანოვა ტ.

მთარგმნელი.

     
     
1905    
     
     
ყოველკვირეულ გაზეთ „კავკაზსკი კრაიში“ ქვეყნდება ილია ჭავჭავაძის ლექსის „სანთელი“ ტ. ბეკხანოვასეული თარგმანი.   წყარო:

გაზ. «Кавказский край», № 7, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ბეკხანოვა ტ

მთარგმნელი.

     
1905    
     
     
ჟურნალ „მოგზაურში“ ფსევდონიმით „ვ. ნ.“ იბეჭდება ვასილ ნაცვლიშვილის სტატია „საგურამო“, რომელშიც საუბარია ილია ჭავჭავაძისადმი გლეხების უარყოფით დამოკიდებულებაზე.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კირიონ II-ის არქივი, № 251.

პირთა ანოტაციები:

საძაგლიშვილი გიორგი იერონიმეს ძე (კირიონ II)

ღვთისმეტყველების კანდიდატი, პედაგოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, სრულიად საქართველოს პირველიკათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში.

ჩიჯავაძე იოსებ თეოფილეს ძე (1867-1929)

სასულიერო პირი, 1891 წლიდან წმინდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარი. 1906 წელს გაზეთ „სიტყვის“, მოგვიანებით ჟურნალ „სვეტიცხოვლის“ რედაქტორი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის აქტიური მებრძოლი.

     
1905    
     
 მისი ხელმოწერით ქვეყნდება ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში   წყარო:

„ანგარიში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების მოქმედებისა, 1904 წელი, წელიწადი XXVΙ“, ტფ., 1905, 127, 38 გვ.

     
1905    
     
ნინო ორბელიანის ლექსების კრებულში იბეჭდება ლექსი „ი. ჭავჭავაძეს“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 1027.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-გრუზინსკი პეტრე ალექსანდრეს ძე (1857-1922)

კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს საგანგებო დავალებათა მოხელე, თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოების კომიტეტის წევრი

     
1905 

  

იღებს ეკატერინე გაბაშვილის წერილს, რომელშიც სთხოვს, რომ თავადაზნაურთა კრებაზე დასვას ქალთა სახელობო სკოლისთვის 500 მანეთის გამოყოფის საკითხი. იქვე ადრესანტი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ბანკმა არ დააფინანსა დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის - ბარბარე ყიფიანის ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის ხარჯები
წყარო: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 17084 - ხ.

დათარიღება:

ქალთა სახელობო სკოლა ეკატერინე გაბაშვილმა დააარსა 1897 წელს, ბარათში კი ნათქვამია, რომ 8 წელია არსებობს.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ყიფიანი ბარბარე ნიკოლოზის ასული (1879-1965)

ცნობილი ექიმი. დაამთავრა ბრიუსელის სამედიცინო აკადემია, მოღვაწეობდა და გარდაიცვალა იქვე.