The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ლიტერატურული მემკვიდრეობა წ.I


ლიტერატურული მემკვიდრეობა წ.I



ლიტერატურული მემკვიდრეობა წ.I

1 მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის

▲ზევით დაბრუნება


ლეონიძე გიორგი

 

მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის

 

1931 წ. ჩვენი თხოვნით ექ. დიმიტრი მიხეილის ძე გედევანი შვილმა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმს გადმოსცა ილია ჭავჭავაძის მასალების ძვირფასი კოლექცია, რომელიც 1912 წლიდან დაეგროვებინა მის მამას ექ. მიხ. გედევანიშვილს (1862–1922) - ილია ჭავჭავაძის ცნობილ გამომცემელს (1914 გამოცემა).

 

შემოწირულებაში აღმოჩნდა: რამდენიმე ავტოგრაფი, პორტრეტები, სურათები (მათ შორის ორი უნიკალური ი. პ. გიმნაზიელობისა და ი. 3. სტუდენტობისა), და. სამი დიდი დავთარი რვეული წითელ კანში, სადაც შეკერილია ერთად: ა) ყველა ბიოგრაფიული მასალა ილია ჭავჭავაძეზე, რომელიც კი უგროვებია გედევანიშვილისეულ გამოცემის სარედაქციო კომისიას; ბ) გამომცემლობის სხდომათა ოქმები; გ) საქმიანი მიწერმოწერა გამოცემის შესახებ და თვით გამოცემის ხარჯების ანგარიშები (სტამბა, ქაღალდი, ცინკოგრაფია და სხ.). ამ შემთხვევაში ჩვენს ინტერესს იწვევს, ცხადია, რვეული პირველი, (# 3), სადაც მოთავსებულია არა ერთი და ორი ახალი ბიოგრაფიული ცნობა ი. ჭავჭავაძის შესახებ, რომელთაც აქ ვაქვეყნებთ.

ქვემოთ გამოქვეყნებულ მასალების გარდა, რვეულებში მოთავსებულია! წერილები გამოცემის გარშემო მი. გედევანიშვილთან: ნიკო ნიკოლაძისა, არჩილ ჯორჯაძისა, კიტა აბაშიძის, პროფ. ივანე ჯავახიშვილისა, ნიკო ლომოურისა, გერონტი ქიქოძისა და სხ. აგრეთვე: ა) გიორგი ჟურულის სიტყვა-მოგონება „ილია ჭავჭავაძის ხსოვნას“ (გვ. 27-9), წარმოთქმული ბათომში 1907 წ. 25 ოქტომბერს; გ) ზაქარია ჭიჭინაძის „სიტყვა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძისა“ (გვ. 87–90); „ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე“ (გვ. 90–96); „ილია ჭავჭავაძის გმობის ამბავი“ (გვ. 34–1o1); „ილია ჭავჭავაძის მტრების ამბები“ (182–1i2); ასიკო ერისთაის მიერ მისივე კომენტარიებით წარმოდგენილი,თ. ჭავჭავაძის გამოცანების ახსნა“ (გე. 121—123); არტურ ლეისტის პატარა შენიშვნა: „გერმანული კრიტიკა და ილია ჭავჭავაძე“ (გვ. 120); . ჭავჭავაძე და ალექსანდრე ეპისკოპოსი (გე. 125) და სხვა.

სენებელი მასალები უგროვებია გედევანიშვილისეულ გამოცემის სარედაქციო კომისიას სხვადასხვა პირთა დახმარებით და მონაწილეობით. კომისიას აწედიდნენ ცნობებს: ასიკო ერისთავი, ვ. კარბელაშვილი, დავ. ნაბუცრიშვილი და სხვ. ზოგი მასალა შეუკრებია გამოცემის სარედაქციო კომისიის მდივანს იოსებ გედევანიშვილს, ასე, 1912 წ. 9 იუნისის ოქმში შეტანილია: „დაევალოს ი. გედევანიშვილს ინახულოს თავ. კოხტა აფხაზი და ჩაწეროს მისი მოგონებანი ილიას შესახებ“ 97 გვ.); ოქმ. # 24 2 მეხლში სწერია: „კომისიამ დაავალა ი. გედევანიშვილს შეკრიბოს დუშეთში „ილიას შესახებ ცნობები“ (გვ. 29. კომისია დაუდგენია აგრეთვე არქივების გადათვალიერება ახალი ბიოგრაფიული მასალების აღმოსაჩენად: საბიოგრაფი მასალების შეგროვებისათვის გადასინჯულ იყოს მუზეუმი, ბანკის არქივი, არქივი საოლქო სასამართლოსი, არქივი საგუბერნიო სამმართველოსი, წ-კ. საზოგადოებისა და დუშეთში მომრიგებელ მოსამართლისა და მომრიგებელ შუამავლია, რისთისაც გამომცემლობამ თხოვნით მიმართოს, ვისაც ჯერ არსო“ (ოქმი # 17, 1912 წ. მაისის 12-ს; გვ. 93). ამას გარდა კომისიამ მეორე სხდომაზევე დაადგინა: „მიჰმართოს კომისიამ საზოგადოების მოწოდებით და უნლუს საბიოგრაფიო და გამოცემისათვის გამოსადეგ მასალების გაშოაენა“ (ოქმი # II, 1912 წ. მარტის 1-ს, გ. 5).

ამ გზით შემდგარ საკმაო მასალით უნდა ესარგებლ ი. ჭავჭავაძის ბიოგრაფს გრ. ყიფშიძეს, რომელსაც სარედაქციო კომისიამ 1912 წ.1 მარტს მიანდო „ვრცელი ბიოგრაფიის შედგენა“ (ოქმი # ll).

გ. ყიფშიძეს თავისი შროშა 1913 წ. 31 ივნისს უკვე მზად ჰქონდა, მაგრამ სარედაქციო კომისიამ იგი დაიწუნა, რადგანაც არ გამოდგა „დასაბუთებულ ბიოგრაფია დაწერილი მეცნიერულ პრინციპების მიხედვით“.

კომისიის აზრით გრ. ყიფშიძეს თავის ნაშრომის შედგენისას კომისიის მიერ შეგროვილი მასალები სავსებით არ გამოუყენებია. ეფიქრობთ, იგი, როგორც საჭირო საკვლეო მასალა და იმავე დროს მეტად საყურადღებოა ჩვენი მკითხველი საზოგადოებისათვის გამოგვექვეყნებინა მცირე შენიშვნებით.

მასალებში ყურადღებას იქცევს ჭავჭავაძეთა გვარეულობის გენეალოგიური შტო, საიდანაც ჩანს, რომ ი. ჭ. ჩამომავალი ყოფილა ცნობილ ისტორიული პირების მამუკა (XVII ს.), ბესპასზ და პაატა (XVII ს.) ჭავჭავაძეებისა .* * ილიას პაპა – პაატა კ. ცნობილი სარდლობით. ერეკლე II-ის ერთგული. (იხ. პ.იოსელიანი „ცხოვრება გიორგი XIII“, გვ.320). “ გენეალოგიური შტო ჩვენ შევადგინეთ

ტფილისის თავ.-ასწ. სადეპუტ. აკრე: ბულო არქივიდან ამოღებულ გვარტომობის იმ ორი საბუთიდან, რომელიც #3 რეეულშია დაცული (პირველი, დიმიტრი და სოლომონ ჭავავაძეებისა, შედგენილი 1628 წ. პირი 1865 წ. 14 იენისისა, იხ. რვ. #2, 3). 63, მეორე შედგენილი კონსტ. აფხაზის მიერ).

აქვეა დაცული ცნობა ვ. კარბელაშვილისა, გაგონილი მის მიერ კახეთში, ი. ჭავჭავაძის მშობლების შესახებ, სათაურით ,სიმღერა ილიას მამაზედ“.

„გრიგოლ ჭავჭავაძე - ცოლს ირთავდა, სომხის ქალ, ეს ლექსი გამოუთქვეს:

გოდორი და კალათაო

 ბებერსა რთვენ ქალათო,

საწყალ ჭავჭავაძესაო

ჯვარსა სწერენ ძალათაო.

რაკი ვალები ჰქონდა და ღარიბად იყოვო, უნდა ძალაუნებურად დათანხმებულიყოო".

როგორც ვიცით, ილიას დედა მაგდან ბებურიშეილის ასული – სარწმუნოებით სოშენ-გრიგორიანი იყო. გრ. ყიფშიძის ცნობით, როცა მაგდანი ილიას მამას უთხოვია, სულ 13 წლისა ყოფილა (იხ. ი. ჭავჭავაძის თხზულელებანი, მ. გედევანიშვილის გამოცემა, გ. VII) ვიცით აგრეთვე, რომ მარიამი, ხუთი შვილის დედა 30 წ. გარდაცვლილა. ამ სატირული ლექსის მიხედვით კი იგი ხნით გრიგოლზე უფროსი, ბებერი“ იყო და თითქოს ილიას მამას იგი შეურთავს შევიწროებელ ნივთიერ მდგომარეობის გამოსასწორებლად. გ. ი. მდიდარ მზითვის გულისათვის, რადგან მაგდანი ტფილისელ მდიდარ მოქალაქის შვილი იყო,. რასაკვირველია, ცნობა სინამდვილეს არ შეეფერება.

ტფილ. სადე. საკრებულოს ცნობებიდანვე სჩანს (რვ. 3, გვ. 84), რომ 1841 წ. 15 იანვარს პორუჩიკ გრიგოლ ჭავჭავაძეს,–ილიას მამას,–უთხოვია თავადების სიაში ჩარიცხვა თავისი შვილების კონსტანტინესი, ილიასი და სხვებისა. ამასთანავე მას წარუდგენია ორივეს ნათლობის მოწმობა, რომელიც მიულია ჰონოდარ კანტორიდან.

ჩვენს რვეულში შენახულია აგრეთვე საინტერესო ცნობა პოეტის მშობლების, დაძმების და მათი გარდაცვალების შესახებ. ასე, ილიას დედა დაბადედებულა 1818 წ. და გარდაცვლილა 1848 წ. ხოლო მამა დაიბ. 1812 წ. და გარდაიცვალა 1852 წ., როცა ი. ჭ. გიმნაზიელი იყო, 15 წლისა. რაც შეეხება მის უფროს ძმას კონსტანტინეს, იგი მოუკლავთ ლეკებს წინანდალში დ. ჭავჭავაძის სახლობის დატყვევების დროს, 1854 წელს, საყურადღებოა მცირე მოგონებანი ი.ჭ. დის ელისაბედ საგინაშვილისა, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გარდაიცვალა. როგორც მასალებიდან ირკვევა, სადაეოდ ჩასახელე ლია ი. კ. დაბადების თარიღი. თვით ილიას მიერ გაცხადებულ და მაშასადამე ოფიციალურ თარიღად დღემდე მიღებულია 1837 წ. 27 ოქტომბერი მაშინ, როცა ყვარელის იოანე ნათლისმცემლის მეტრიკული ამონაწერიდან ი. ჭ., დაბადება 1837 წ. 20 იანვარს მიეკუთვნება. გრ. ყიფშიძე ილიას ბიოგრაფი, გამოუკვლეელად ემხრობა პირველ თარიღს მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ გარდა ი. ჭ. მის დასაც ასე ხსომებია, ერთ ძველებურ სახარებაზე იყო ასე ილიას დაბადების დრო აღნიშნული ყოველ შემთხვევაში, ილია ათი თვით ადრეა ჩაწერილი მეტრიკულ წიგნში და ეს გარემოება თითქოს უნდა აბათილებდეს ღეშდე შილებულ ოფიციალურ თარიღს პოეტის დაბადებისას –27 ოქტომბერს. ამიერიდან საკითხი უნდა შესწავლილ იქნეს და გამორკვეული. რვეული #3 მდიდარ მასალას იძლევა აგრეთვე ი. ჭ. მოწაფეობის დროს პირველ გიმნაზიაში, საიდანაც ჩანს, რომ ილია საშუალო მოწაფე ყოფილა. მაგ. V კლასში მას შემდეგნაირი ნიშნები ჰქონია:

IV კლასში:

 

სავთო სჯული 3    
რუსული 5    
ქართულ 5    
ლათინური 3    
ლგებრ 5    
გეომეტრია 4    
გეოგრაფია 2    
ისტორია 4    
ფრანგული ენა 4    
ნიჭიერება 4    
მეცადინეობა 3    
 ყოფაქცევა 4.5    

1850 წ. ილია ნახსენებია „вольноопределяющий“ მოწაფედ.

რაც შეეხება ილიას სტუდენტობის პერიოდის მასალებს, ვაქვეყნებთ მცირე გამონაკლისით. მაგ. გამოვტოვეთ ცნობები ი. ჭ. უნივერსიტეტის სასწავლო ნიშნების (ნიშნები ყველა კურსზედ კარგი აქვს) და ეგზამენების შესახებ, სამაგიეროდ, ეს მშრალი კანცელარიული ცნობები გაცოცხლებულია ი. ჭ. ახლობელის კოხტა აფხაზის მშვენიერი მოგონებებით პოეტის პეტერბურგის პერიოდის შესახებ. როგორც ცნობილია, ი. ჭავჭავაძის ბიოგრაფს გრ. ყიფშიძეს ამ ცნობების მცირე ნაწილი აქვს გამოქვეყნებული. ასე, გ. ყიფშიძეს თავის ბიოგრაფიაში რატომღაც გამოუტოვებია კოხტა აფხაზის საგულისხმო ცნობა „კაკო ყაჩაღის“ შესახებ, რომლის პროტოტიპი,–კარდენახელი გლეხი გაუხარაშვილი ყოფილა. მას მოუკლავს მებატონე თავადი ვაჩნაძე და მებრძოლად გასულა ტყეში.

ნიკო ლომოურის და ნიკო ნათიძის (მწერლობაში ცნობილია „მელანიას“ ფსეედონიმით) მცირე მოგონებების შემდეგ ვბეჭდავთ აგრეთვე ი. ჭავჭავაძის ნამსახურობით სიას 1864 წ. 10 აპრილიდან 1869 წ. სექტ. 10 რიცხვამდე, ე. ი. იმ ხანებისას, როცა ილია ჭავჭავაძე დუშეთის მომრიგებელ მოსამართლედ მსახურობდა.

ცნობებს ვურთავთ მცირეოდენ შენიშვნებს.

2 I. ილია ჭავჭავაძის გენეალოგიური შტო

▲ზევით დაბრუნება


ილია ჭავჭავაძის გენეალოგიური შტო

3 II. ილიას დაბადების თარიღი

▲ზევით დაბრუნება


I ილიას დაბადების თარიღი

(ამონაწერი ს. ყვარელის იაოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მეტრიკული წიგნიდან.)

დაიბადა იანვარს ოცს, მოინათლა კვ-ს (26), ამავე სოფლის მცხოვრებელის თ. პორუდჩიკს გრიგოლ პაატას ძეს ჭავჭავაძეს და ჰსჯულიერსა ცოლსა მისსა მაგდანა ქრისტეფორეს ასულს, დაებადა ვაჟი ილია, სახლი გაუნათლენათლე და ნათლისცემა სრულ ვყავ ამავე სოფლის ნათლისმცემლის შობის ეკლესიის მღუდელმან ბლაღოჩინმა დანიილ იოსების ძემ ზურიევმან, ნათლისღების დროს იყო ამავე ეკლესიის მნათე მოსე ივანეს ძე ფხოჭიაშვილი. მიმქმელად იყო თელავის უეზდის სოფელს ქისტაურს მცხოვრებელი გარდაცვალებულის თავადის გიორგი ერისთავის მეუღლე ნინო მალხაზის ასული.

როგორც ცნობილია, ილია დაიბადა 1837 წ. 27 ოქტომბერს (იხ. გედევანიშვილისეული გამოცემა, გვ. VII; А. Хахинов, Очеркиб III 124). მაგრამ ამ თარიღს არ ეთანხმება ოფიციალური დოკუმენტი, სახელდობრ მეტრიკული ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ილია დაბადებულა არა 27 ოქტომბერს, არამედ 20 იანვარს. (იხ. ქვემოთ). გედევანიშვილისეულ საგამომც. კომისიას მეტრიკული ამონაწერის გამონახვა და შემოწმება მიუნდვია ორი კაცისთვის: ილიას ყვარლური მამულის მოურავის მოსე ცქვიტიშვილის შვილის და მწერალ დავით ნახუცრიშვილისთვის. მ. ცქიტიშვილი გამოცემის სარედაქციო მდივანს იოსებ გედევანიშვილს მეტრიკულ ამონაწერთან ერთად სწერს: „დიდათ პატივცემულო ბ-ნო იოსებ! ბოდიშს ვიხდი, რომ მეხსიერებამ მიღალატა და თქვენი თხოვნა აქამომდის ვერ ავასრულე, მაგრამ ხომ ნათქვამია. `სჯობია გვიან, ვიდრე არასოდეს“. გუშინ გამახსენდა და, ამოვწერე ილიას შეტრიკა, რომელსაც თან გაახლებთ. აი, ბ-ნო იოსებ, სიტყვა-სიტყვით ამოვსწერე მეტრიკიდამ, დავშთები მოსე ცქვიტიშვილი. სოფ. ყვარელი.

[1912 წ.).

რაც შეეხება დავით ნახუცრიშვილს, მან იგივე ცნობა სინოდალურ კანტორაში ნაპოვნი ილიას მშობლების გარდაცვალების ცნობასთან ერთად შემდეგი მიმართვით გაუგზავნა ილიას თხზულებათა სარედაქციო კომისიას: „პატივცემული ბატონო მიხეილ ამ წერილთან გაახლებთ ამოკრებილს ცნობებს ი. ჭავჭავაძის დაბადებისა და მისი დედმამის გარდაცვალების შესახებ, მხოლოდ ილიას გამზდლის] მამიდა მაკრინეს გარდაცვალების შესახებ ვერა ვიპოვეთ რა. მეტრიკული წიგნის კოპიოები ამოვაწერინე უმეტეს სარწმუნოებისთვის და თუ იწებებთ, თვით ამ კოპიოებს მოგართმევთ. თქვენი პატივისმცემელი დ. ნახუცრიშვილი. 29 VI 912.

დ. ნახუცრიშვილმა ილიას დაბადების ცნობა დაბეჭდა გაზეთ „თემში“ (1912, 78): „ილია ჭავჭავაძის დაბადების დრო“ (მისი თხზულებათა გამოცემის გამო“), სადაც დასძენდა: „აქედან ნათლად სჩანს, რომ ნამდვილი დაბადების დღედ უნდა დაიდოს 22 იანვარი 1837 წლისა; მართალია, ხშირად მოხდება ხოლმე, ჩვენი მღვდლები ბავშვის დაბადების დღეს შეცდომით სწერენ და იანვრის მაგიერ აპრილს ან მაისს ჩასწერენ; მაგრამ აქ ასეთი შეცდომა მგონია, არ უნდა მომხდარიყოს, რადგანაც ათი თვით ადრეა ჩაწერილი და არა დაგვიანებული, მაშინ შეიძლებოდა შეცდომათ მიგვეღო ასეთი ცნობა, რომ იანვარში დაბადებული ოქტომბერში ჩაეწერა; აქ კი ისე გამოდის, თუ შეცდომად მივიღებთ ამ ცნობას, რომ ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და მღვდელს კი მოუნათლავს და დაუწერია კიდეც წიგნში. რასაკვირველია, ასეთი მოვლენა შეუძლებელია, მაშასადამე, დაგვრჩენია, მივიღოთ ეს ახალი ცნობა უტყუარ ფაქტად და ილიას დაბადების დღე ვიდღესასწაულოთ 20 იანვარსო“.

ი. ჭ. ავტობიოგრაფიული თარიღის დამცველად გამოვიდა აპოლონ წულაძე, რომელიც 1912 წ. 5 სექტემბერს სწერდა ილიას თხზულებათა გამომცემლის მიЧ. გედევანიშვილისადმი მიმართულ კერძო წერილში, არ ეთანხმებოდა რა დ. ნახუცრიშვილს; „წინად მეტრიკულ წიგნებს მღვდლები ადგენდნენ წლის ბოლოს დეკემბერში; ოღონდ კი ჩაეწერათ იანვრიდან მოკიდებული, იანვრამდე ვინ დაბადებულა და მონათლულა და მათთვის სულ ერთი იყო, როგორ ჩაწერდნენ. მხოლოდ მათ ევალებოდათ მრევლისთვის შეგონებინათ, რომ ბავშვი მოენათლათ დაბადებიდან რვა დღეში, წლის ბოლოსაც, დეკემბერში მოიგონებდენ მღვდელი, დიაკვანი, ამ წელში ვინ მოვნათლეთო და ვინც როგორც გაახსენდებოდათ, ისე ჩასწერდნენ თითქმის ერთ „შაბლონზე“- დაიბადა 1 იანვარს, მოინათლა 8-ს; დაიბადა 12 აპრილს, მონათლულია 20-ს და სხვა. ცხადია, პირველ ში მოაქცევდნენ საპატიო მრევლთაგანო, მე ღრმათ ვარ დარწმუნებული, რომ ნეტარ ილიას შესახებაც ასე მოიქცნენ, თორემ ის ნამდვილ ოქტომბერშია, დაბადებულიო“ (რვეული N 3, გვ. 19=110); ამ კამათის შემდეგ გედევანიშვილის გამ. რედაქცია დაეყრდნო ისევ ილიას მიერ დასახელებულ თარიღს, 1837 წ. 27 ოქტომბერს და ი.ჭ. ბიოგრაფს გრიგოლ ყიფშიძეს ეს თარიღი აქვს ოფიციალურად აღიარებული (გვ. VII

4 III ილიას მშობლების გარდაცვალების დათარიღებისათვის

▲ზევით დაბრუნება


III ილიას მშობლების გარდაცვალების დათარიღებისათვის

[მეტრიკულ წიგნიდამ]

[ილიას დედა.] გარდაიცვალა მაისის |1848 წ.)დ(4), დასაფლავებულ იქმნა 3 [6] სოფ. ყვარლის მებატონის თ. გრიგოლ ჭავჭავაძის მეუღლე მარიამ [40] წლისა;— მჭვლისაგან. დასაფლავებულია სამრევლოს სასაფლაოსა ზედა"

ილიას მამა. ჩყნ] [1852] წლის დეკემბრის ი [10], გარდაიცვალა, დასაფ- "JIJA ლავებულ იქნა იგ [13] სოფლის ყვარლის მებატონე თ. გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძე--მ [40} წლისა, მჭვლისაგან. დასაფლავებულია სამრევლოს სასაფლაოსა ზედა“.

ი. ჭ. დაბადების თარიღის ამონაწერთან ერთად, დ. ნახუცრიშვილს სინოდალურ კანტორაში მოუჩნრეკია ი. 3. მშობლების გარდაცვალების თარიღებიც. როგორც ირკვევა, ილიას დედა სულ ახალგაზრდა, 35 წლისა გარდაცვლილა, მამა კი შუახნისა–40 წლისა,1852 წელს, მაშასადამე ილიას მამა 1812 წელს დაბადებულა, ხოლო დედა --1818 წელს.

რაც შეეხება ილიას მოამაგე გამზრდელს — მაკრინეს, მის შესახებ დ. ნანუცრიშვილი ატყობინებს რედაქციას: „მამიდა მაკრინეს გარდაცვალების ცნობა ვერ ვიპოვნე, 1871—1876 წლამდე იყალთოს ეკლესიის წიგნებში. სხვაგან თუ გარდაიცვალა, შემატყობინეთ და მოვანახვინებ, შეიძლება ან თბილისში გარდაიცვალა და მერე წაასვენეს სოფელში, ან თელავში თუ გარდაიცვალა“.