![]() |
განათლება : სამეცნიერო, პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი |
![]() |
1 შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
განათლება : სამეცნიერო, პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი
შინაარსი
1. ქალ-ვაჟთა ერთად სწავლება. — ა. მ–ნისა
2. პირველი ბრძოლა თავისუფლებისთვის ინგლისში. — გ. ნ-ძისა
3. ასტრონომია, ანუ ვარსკვლავთ მრიცხველობა— კოპერნიკიდან (1473 — 1513) ნიუტონით
(1642 — 1727) წ. — ს. ცომაიასი
4. პირველ-დაწყებითი სასწავლებელი საქართველოში. —
ალ. ჯავახიშვილისა
5. პედაგოგიის ისტორია. — დ-რ ვაიმერისა თარგმანი გერმანულიდან (გაგრძელება). — ნ.
ლორთქიფანიძისა
6. ცრუ-პენტელა აღმზდელი (მოთხრობა). — ვაჟა-ფშაველასი.
7. მთას. ლექსი. — დუტუ მეგრელისა
8. შინაური მიმოხილვა: საჯარო კითხვები და ქართველი პროფესორები.–სამეურნეო
სწალაგანათლება საქართველოში. -- სახალხო-უნივესიტეტი და ქართული სექცია
9. რუსეთის ცხოვრებიდან: I. პედაგოგიური პრესა რუსეთში 1907 წ. ახალი სკოლა და
თავისუფალი აღზრდა, ბესარაბიის მოლდავანები და მათ მოთხოვნილება ეროვნული სკოლის
შესახებ. პ. დიჩესკულის მოხსენება სამინისტროში ამაგ) საგნის გამო. წესდება და
გაკვეთილების ცხრილი, გამოცემული მთავრობის- მიერ არა რუსთა სკოლისათვის. ლ.
ბ-–ისა. — II რეაქცია არ ცხრება. — განათლების მინისტრის გადაყენება. — სამი
მილიარდი მანეთის მოთხოვნა კლოტის გასაახლებლად. მესამე დუმა იანვარში და თებერვალში. — ხალხის აზრი
მესამე სათათბიროს შესახებ. – მოსკოვის თავად-აზნაურთა და რუსი ხალხის კავშირის
ადრესები. — ა. ნ. — ისა
10. ნარკვევი კომისიის მოხსენებიდან „ქართ. შორ. წ. კ. გამავრც. საზ. გამგეობაში
ქართული სახალხო სკოლების ტიპის შესახებ
11. უცხოეთის მიმოხილვა: ფრანგების მასწავლებები ქალვაჟთა ერთად სწავლების საკითხის
შესახებ. — ნორვეგიის მასწავლებელთა კავშირი.“ პარიზის დასაწყისი სკოლები.— ახალი"
სახალხო სკოლა ჟენევაში. ბრძოლა ინგლისში სასულიერო და საერო მთავრობათა შორის
სკოლების შესახებ. — საშუალო სკოლის რეფორმა ავსტრიაში. — თამბაქოს წევის
მავნებლობა
მოწაფეთა შორის. — ლას — ბანისა
12. წერილები დაბა-სოფლებიდან.— 1 თიანეთიდან
– კოტესი, 2 ახალციხიდან — კოტე გვარამიძისა.
13. კრიტიკა და ბიბლიოგრაფია: 1 საქართველოსმოკლე ისტორია. — დ. კარიჭაშვილისა 1998
წ. — გაკიცხულისა. — 2 „ნაკადული“ # 1 და 2 მცირე წლოვანთათვის და # 1 მოზრდილთათვის. —
ვ. ჯაფარიძისა
14. სამეცნიერო მიმოხილვა
![]() |
2 შინაური მიმოხილვა (ჟურ. „განათლება“, 1908, № 2. გვ. 108.) |
▲ზევით დაბრუნება |
შინაური მიმოხილვა (ჟურ. „განათლება“, 1908, № 2. გვ. 108.)
საჯარო კითხვები ქართულ ენაზე და ჩვენი პროფესორები. — სამეურნეო სწავლა-განათლება
საქართველოში, — სახალხო უნივერსიტეტი და ქართული სექცია...
აწინდელმა დრომ დაბადა ძლიერი მისწრაფება ხალხში განვითარებისადმი. ყოველ ერში,
რომლის ცხოვრებაც რაოდენამდე წესიერად მიმდინარეობს, ასეთი მისწრაფება კმაყოფილდება
სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებათაგან, რომელნიც დამკვიდრებული არიან ეროვნულ
ნიადაგზე: ჩვენში, საუბედუროდ, ამ სფერშიაც მეტად ცუდ მდგომარეობაში ვართ. არ
მოგვეპოვება ჩვენი უმაღლესი სკოლა, რომელ საც შეძლებოდა მოეცა ჩვენი კულტურისათვის
შესაფერი მომზადებული ლექტორები. იმიტომაც იძულებულნი ვართ სხვის ნასუფრალს
დავჯერდეთ, იძულებულნი ვართ რამდენიმე პირს შევყურებდეთ. რამდენათ მუშაკთა რიცხვი
მცირედია, იმდენად ამ მუშაკთ მეტი წინდახედულობა ჰმართებთ, იმდენად მეტი მოვალეობა
აწევთ მათ ხილხის წინაშე. დღეს, რუსის სამსახურში მყოფი ქართველი მეცნიერი, მთელ
თავის ძალღონეს სწირავს არა თავის ერის საკულტურო განვითარების საქმეს. იგი
იკვლევს, სწერს და კითხულობს ქართველ ხალხისთვის უცხო ენაზე და ამით ქართველ ერის
გონებრივ განვითარებას და ხალხის გონებრივ სალაროს არა ემატებარა. მართალია
ქართველი მეცნიერები ხანდისხან იკვლევენ ჩვენ ცხოვრებას, წარსულს თუ აწმყოს, მაგრამ
აქაც ჩვენ მისთვის უბრალო ობიექტი, საკვლევი სატანი ვართ, ისე როგორც, მაგ., —
ფინიკიელთ ქალაქეგის ნანგრევები და მეტი არაფერი და თუ თითქმის მთელ თავის
ძალ-ღონეს ორიოდე ქართველი მეცნიერი. არა ქართულ კულტურას სწირავენ, ისინი უფრო
მეტად ვალდებულნი არიან მცირედი თავისუფალი დრო მაინც ერს შესწირონ და გასაგებ
მშობლიურის ენით გადასცენ თავის ხალხს ეს თუ ის დარგი მეცნიერებისა. მართლაც
პირველად, როცა ქართულ ენაზე ლექციების წაკითხვა შესაძლო გახდა, ასე მოიქცა
პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დო კენტი ბ-ნი ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც
წაიკითხა ქართულ ენაზე რამდენიმე ლექცია. ასევე მოიქცა მოსკოვის უნივერსიტეტის
ლაბორანტი ბ-ნი ალექსანდრე ჯავახიშვილი. იმედია ამათ მაგალითს სხვებიც მიჰბაძვენ და
არ გადასცდებიან ამ გზას, არ მოისურვებენ საერთო გარუსებისათვის სამსახურს და ხალხს
ცოდნას თავის ენაზე მიაწვდიან. სამწუხაროდ ჩვენ ჯერ-ჯერობით იმედი გვიმტყუნდება და
ეს გარემოება ნებას გვაძლევს გავაფრთხილოთ ჩვენი ლექტორები. თუ ოდესმე ისინი
მოისურვებენ რაოდენიმე დრო ჩვენთვის გადასდონ ეს მცირედი დრო თავის ხალხს შესწირონ
და ლექციებიც ქართულად გამართონ; თორემ „ყვავს არ ჰქონდა ბუს გაჰქონდაო“, ჩვენი
საქმე სწორედ ასეა დღეს. დიდი და პატარა, მცოდნე და უმეცარი თითქო ყველა
ამხედრებულა თავისი კულტურის წინაღმდეგ, ზოგი სიტყვით, ზოგი საქმით ძირს უთხრის
მთავრობასთან ერთად იმ საერო, საკულტურო განვითარებას, რომელიც ყოველი ხალხის
არსებობის აუცილებელ პირობას შეადგენს. რასაკვირველია თვით ჩვენი საზოგადოებაც,
სხვა-და-სხვა დაწესებულებანი ვალდებულნი არიან ამ გარემოებას ყურადღება მიაქციონ და
საქმე ისე მოაწყონ, რომ არავის არ შეეძლოს შემდეგ სთქვას: ბევრი მსურდა მემსახურნა
ჩემი ხალხისათვის, მაგრამ რა ვქნა, როცა არავინ ყურადღებას არ მაქცევს და ხელს არ
მიწყობსო.
მაშინ, როდესაც გიმნაზიები, სამოქალაქო, სასულიერო და
სხვა სასწავლებლები, ეს მომავალ მოხელეების შემქნელი
ქარხნები ჩვენში დღითი-დღე მრავლდება და ხალხის სიმპატიასაც იძენს, სამეურნეო
სწავლა-განათლება სრულიად მივიწყებულია; სახსენებლადაც არ ღირს ის ორიოდე დაბალი
სასწავლებელი, რომელიც ჩვენში უხეიროდ ჰბჟუტავს. ჩვენში არსებობს სულ სამი დაბალი
სამეურნეო სასწავლებელი. ორი-ტფილისის და ქუთაისის მებაღეობის სკოლა, ერთი
წინამძღვრიანთ კარის სამეურნეო სკოლა. ყველაზე საკვირველი ამ სკოლების ისტორიაში
ისაა, რომ ორივე პირველი სკოლა დაარსებულა ქალაქში. აარსებენ სამეურნეო სკოლას
სოფლისთვის და ქალაქში გადააქვთ. ეს თავიდანვე ცხადჰყოფს ამ პირების და
დაწესებულებათა უაზრობას, თავის მიზნის გაუგებრობას, რომელნიც ამ სკოლებს
განაგებენ. ამ ძირითად უაზრობას თან მოჰყვა სხვა უაზრობანიც. ყოველივე პრაქტიკული
სასწავლებელი უნდა იყოს შეფერხებული თავისი შინაარსით, პროგრამით და მოქმედებით იმ
ცხოვრებასთან, რომელსაც ის უმზადებს ახალ თაობას. ამ მხრივ ჩვენი სკოლები სრულად
უვარგის ნიადაგზე დგანან. არავითარი სერიოზული სისტემა იქ არ არის. ყვავილების
გაშენებას მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ჩვენს მეურნეობის ამა თუ იმ ძირითად
დარგს; ამასთანავე სამეურნეო სკოლა, სოფლის გარეშე არსებული, ნაკლებ იზიდავს სოფლის
ხალხს და არც არავითარი გავლენა აქვს სოფელზე. ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ჩვენ მეურნეობაზე საქარის სანერგეს მეტი გავლენა ჰქონდა, ვიდრე ორივე დასახელებულ
სკოლას, თუმცა ამ სანერგეში მხოლოდ პრაქტიკული მუშაობა და ისიც მხოლოდ მაგალითით,
თვალსაჩინოთ ავრცელებს ცოდნას. რაც შეეხება წინამძღვარიანთ კარის სკოლას, ის ერთად
ერთი სკოლაა მთელ საქართველოში, რომელსაც შედარებით, თანამედროვე პირობებში საღი
პედაგოგიური პროგრამა აქვს. მაშინ, როდესაც ქუთაისის და ტფილისის სკოლებში სწავლება სწარმოებს ხალხისთვის გაუგებარ რუსულ ენაზე და ამნაირათ ამ სკოლებში
გამზადებული ახალგაზრდობა ისედაც პრაქტიკული ცოდნით ღარიბი, ხალხისთვის სრულიად
გამოუდეგარია, წინამძღვარიანთ კარს სკოლაში პროგრამა საშუალებას აძლევს ხელმძღვანელთ მთელი სწავლება ქართულ ენაზე აწარმოვონ, რასაც მეტად
დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხში ცოდნის გასავრცელებლად. სამწუხაროდ ამ სკოლამაც ვერ
გამოიღო იმდენი ნაყოფი, სხვა-და-სხვა მიზეზების გამო, რასაც მისგან მოველოდით.
ამნაირი სკოლებით სამეურნეო ცოდნის გავრცელება ჩვენში მეტად უნუგეშო
მდგომარეობაშია. მაგრამ განა სამეურნეო ცოდნის გავრცელება მარტო სკოლებით
განისაზღვრება? საცდელი მიწები, სადაც სხვა-და-სხვა კულტურის მცენარეებს აშენებენ
და მასთან ხალხს ასწავლიან ამ მცენარეების მოშენებას, საჩქოლეები, სადაც ამზადებენ
კულტურულ მცენარეების ნერგებს ხალხში გასავრცელებლათ, სამეურნეო პუნქტები, სადაც
ცოდნას აწვდიან ხალხს, ერთი სიტყვით, როცა სურვილი და მისწრაფება არის, როცა მთელ
ხალხს თავის მეურნეობის განვითარების გეგმა შემუშავებული აქვს, მაშინ ათასი
პრაქტიკული გზაა, რომლის შემწეობით შეიძლება ხალხში ცოდნის გადატანა. არასდროს ისე არ ყოფილა საჭირო ჩვენი მეურნეობის შესწავლა, როგორც დღეს.
ოციოდე-ოცდა-ათიოდე წლის წინეთ ჩვენში ჯერ კიდევ კარჩაკეტილი მეურნეობა არსებობდა.
თითქმის ყოველი ოჯახი მთელ თავისთვის საჭირო საგნებს თვითონ აწარმოვებდა, თვითონ
მოჰყავდა პური, ღვინო, თვითონ იქსოვდა ტანისამოსს და ყველა თავის მოთხოვნილებას
თავისი ძალღონითვე იკმაყოფილებდა. მაგრამ დღეს ასეთი მდგომარეობა თანდათან ირღვევა;
თანდათან სოფლის ცხოვრებაში აღებ-მიცემობა ძლიერდება და სოფლის მეურნე მუშაობს
ბაზრისათვის. ამ გარემოებამ კი გამოიწვია მთელი ძველი კულტურის შერყევა. თანდათან
ხალხი ინსტიქტიურად თავს ანებებს ძველებურ წესს და ხელს ჰკიდებს ისეთს წარმოებას,
რომელიც უფრო შეეფერება ჩვენს ბუნებას და ამ ნაირათ მეტს სარგებლობას უქადის
მწარმოებელს. ამ აზრის დასამტკიცებლად საკმარისია თვალი გადაავლოთ საქართველოს
არე-მარეს: კახეთში თანდათან პურის მოყვანა მცირდება, პურს ბევრ ადგილს ხალხი
ჰყიდულობს, სამაგიეროდ მევენახეობა ვრცელდება. ქართლში, სადაც რამდენიმე წლის წინეთ
იშვიათად მოიპოებოდა ისეთი გლეხი, რომელსაც ბაღი ჰქონებოდა, დღეს ვისაც კი ერთი
მტკაველი მიწა აქვს, ცდილობს ბაღი გააშენოს და თავისი ნაწარმოები ბაზარზე გაიტანოს.
იმერეთში თანდათან იზრდება მევენახეობა, მებაღეობა, ბამბის და აბრეშუმის მოყვანა.
გარდა ამისა შავი ზღვის ნაპირზე აჭარა-ქობულეთში, გურიაში და სამეგრელოში ჩაის
მოშენებას შეუდგნენ. ამნაირათ ვხედავთ მთელი ჩვენი მეურნეობა ღრმა ცვლილებას
განიცდის. წარმოების ძველი წესი თანდათან ჰქრება და გზას უთმობს ახალს, მაღალი
კულტურის მცენარეების გაშენებას და ამასთან ბაზრისათვის წარმოებას. როცა ხალხის
ცხოვრებაში ასეთი ღრმა ცვლილება ხდება, მაშინ განსაკუთრებული საჭიროება იბადება
საქმის გამოკვლევისა და წინდახედული, მოსაზრებული მოქმედებისა.. მერე ვინ ზრუნავს
ამ საქმისათვის ჩვენში ? თამამად შეგვიძლია გამოვაცხადოთ : არავინ. როცა ხალხს არ
აქვს შესაფერი ორგანიზაციები თავის არსებობის დასაცველად, მაშინ საზოგადოება
მოვალეა, რითაც კი შეუძლია, დაეხმაროს და აი დღეს აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს
სამეურნეო ცოდნის განვითარებისთვის განსაკუთრებული ზრუნვა. რუსეთში სახალხო
უნივერსიტეტების წარმომადგენელთა კრებაზე, სხვათა შორის, ის აზრიც გამოითქვა, რომ
საჭიროა უნივერსიტეტმა სამეურნეო ცოდნის გავრცელებაც იკისროსო. ჩვენ,
რასაკვირველია, ასეთი ძალა არ შეგვწევს, მაგრამ რაც კი შეგვიძლია, ჩვენც უნდა
მივიღოთ ზომები და მივეშველოთ სოფელს ცოდნით, რომ მან მეტი შეგნებით და
წინდახედულობით იშრომოს თავის დროში. დიდი ხანი არაა, რაც ტფილისში მოქმედებს სახალხო უნივერსიტეტი. ვინც მის საჯარო
ლექციებს დასწრებია, დარწმუნდებოდა, რომ ქართველობა განსაკუთრებული ყურადღებით
ეპყრობა და განსაკუთრებული გატაცებით ცდილობს დაეწაფოს ცოდნას. მაგრამ საკმარისი
არაა მარტო ხალხის სურვილი. საჭიროა, ვისაც რამე ცოდნას აქვს, საქმეს დაეხმაროს.
ქართულ სექციას აქვს თავისი სკოლა, იგივე ცდილობს ეხლა მოაწყოს სისტემატიური
კურსები სხვა და სხვა საგნებიდან. ყველაფერი ეს მოითხოვს თავგანწირულ, ჩუმს და
შეუწყვეტელს შრომას. ამიტომაც ჩვენ მივმართავთ ყველას, ვისაც კი ამ საქმეში მუშაობა
შეუძლია, აქედანვე შეუდგნენ საქმეს, რომ ხალხში გაღვიძებული მისწრაფება ცოდნისადმი
რამდენადმე მაინც დააკმაყოფილონ. განსაკუთრებულს ყურადღებას ვაქცევთ ამ საქმეს,
სხვათა შორის, იმიტომაც, რომ ჩვენთვის ყველასათვის, ცხადია, რომ ყოველი ცოდნას უფრო
ადვილათ ვითვისებთ სამშობლო ენით. მაგრამ თუ სამშობლო ენით ეს ცოდნა ვერ მოვიპოვეთ,
მაშინ ნება-უნებლიეთ იძულებული გავხდებით სხვა ენას მივმართოთ. ეს გზა კი მხოლოდ
ჩვენი კულტურის დაცემის ღა გადაგვარების გზაა, რომლითაც მსვლელობა არავისათვის
სახარბიელო და სასიხარულო არ არის. ამიტომაც საჭიროა დროზე შემოვიკრიბოთ ძალები და
თავიდანვე შევუდგეთ სერიოზულ მუშაობას.
არას დროს კაცობრიობა არ მოსწრებია მეცნიერების შესწავლის ისეთ ძლიერ
მოთხოვნილებას, როგორც დღეს. გარდა იმისა, რომ მეცნიერულ ცოდნას აქვს დამოუკიდებელი
მიმზიდველობა, დღეს იგი შეადგენს აუცილებელ პირობას ქონებრივ არსებობისათვის. ვისაც
სურს აწინდელ გამწვავებულ მდგომარეობაში დაიცვას თვისი არსებობა, გაუძლოს
არსებობისთვის ბრძოლას, მეტოქეობს ქვეყნებს, სახელმწიფოებს, ერებს და პირადობას,
იმისთვის აუცილებელ საჭიროებას შეადგენს მეცნიერულ ცოდნის შეთვისება და მისი
ცხოვრებაში გამოყენება. მატერიალურ არსებობის ყოველგვარი გამომჟღავნება მოითხოვს
მეცნიერულ ცოდნას. ვინც უმეცარია, ცხვირის წინ, რა ხდება არ იცის, ათასჯერ
დაჩაგრულია, დაბრიყვებულია, დამონავებულია; მისი შრომა უნაყოფო, უსისტემო და
შეუგნებელია. აქედან იბადება ცოდნის გავრცელების საჭიროება ხალხში, ცოდნის
დემოკრატიზაციისკენ მისწრაფება. საოცარ უნუგეშო მდგომარეობაშია ამ მხრივ ქართველი
ხალხი. მართლია, ჩვენ ში ქალაქები თანდათან ვითარდებიან, ბევრი სოფელს სტოვებს და
ქალაქის კენ მიიწევა, მაგრამ მაინც ჩვენი ქვეყანა დღესაც უმეტესად სამეურნო
ქვეყანაა, 1897 წლის საერთო აღწერის ცნობებით საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს
2.10 9.673 ადამიანი ორივე სქესისა. აქედან სოფლად ცხოვრობს 1.786.961 ადამიანი
ორივე სქესისა, ანუ 84,700/0. თუ ამავე დროს მხედველობაში მივიღებთ, რომ სხვა და
სხვა ისტორიულ და პოლიტიკური მიზეზების გამო ქალაქის მცხოვრებლები ჩვენში
საუბედუროდ უცხო ტომისანი არიან, მაშინ ცხადი იქნება ჩვენთვის, რომ ქართველობა
თითქმის სულ სოფლად ცხოვრობს და მიწის დამუშავებას მისდევს: თუ 100 კაცზე 84
ქართველი მაინც სოფლადაა–ცხადია, ამ სოფლის ბედი მეურნეობაა, მისი განვითარება,
შრომის განაყოფიერება და აღებ-მიცემობის მოწესრიგება განსაკუთრებულ ყურადღების
ღირსია ჩვენის მხრით. სამწუხაროდ სოფლის მუშა დღეს ყველას მხოლოდ საწველ ფურად
მიაჩნია და არც არავინ ჰფიქრობს მის გაღონიერებას, ხელის შეწყობას და ისე საქმის
დაყენებას, რომ მის შრომას მეტი ნაყოფი მოჰქონდეს. სახელმწიფო. თავისი მოხელეებით
მას მხოლოდ ხარჯს აწერს, ტყავს აძრობს ათასი გზით და უკან კი მარტო მათრახებს და
გაუპატიურებას უბრუნებს, სოციალისტები მამულის გაუმჯობესებას, ხალხის ფეხზე
წამოდგომას კი არა პროლეტარიზაციას
უქადაგებენ. საითაც მოიხედავ, ყოველ მხრიდან სწიწკნიან და არავინ კი ხელს არ
უწყობს, საკუთარ ფეხზე დადგომას არ ურჩევს. ყველაფერი ეს შედეგია, რა საკვირველია,
ჩვენი დუხჭირი განვითარებისა. ხშირად, ძალიან ხშირად, როგორც კერძო ადამიანების,
ისე მთელი ჯგუფის საერთო მისწრაფება ყალბ გზას ადგება და ამ ყალბ მიმდინარეობას
თავისთვის უცხო ჯგუფსაც ახვევს. სოფლის მუშა შეუგნებელი კაცია. იმას არ შესწევს
იმდენი გონებრივი განვითარება, რომ საკუთარი, განკერძოებული ძალით ასწონ დაწონოს
ყველა მის გარშემო მომქმედი ძალები, გაითვალისწინოს თავისი მდგომარეობა და
შეიმუშავოს თავისი ცხოვრების ისეთი გარკვეულ გეგმა, რომელიც მომავალში იმას უდიდეს
სიკეთეს უქადიდეს. ცხადია, აქ საჭიროა შეერთებული მუშაობა, შერთებული კვლევა-ძიება,
საჭიროა ნასწავლ პირების დახმარება, საგნის ყოველმხრივ გამოკვლევა და შესწავლა.
მერე ვინ უნდა მოიმოქმედოს ეს? სადაც ხალხის ბედ-იღბალი თვითონ ხალხის ხელშია, იქ.
რა საკვირველია, ამ საქმეს ემსახურებიან თვით ამ ხალხის მიერ შექმნილი
ორგანიზაციები. სოფელი ცდილობს სოფლის მდგომარეობა, შეურნეობა, ყოფა-ცხოვრება
გააუმჯობესის, ოლქი-ოლქის მდგომარეობა გააუმჯობესოს, მთელი ერიერის მდგომარეობა.
ამისათვის ისინი მიიზიდვენ თავისკენ ნასწავლ პირებს, მცოდნეთ ამა თუ იმ დარგში,
მართავენ შესაფერ სასწავლებლებს და სხვა და სხვა დაწესებულებათ, რომელნიც
მეცნიერების მონაპოებს ცხოვრებაში განხორციელებას აძლევენ, ამნაირად მეცნიერება
ხალხს ემსახურება. ჩვენში ? სახელმწიფოებრივ ორგანიზაციის მოწყობის მხრივ ისეთ
მდგომარეობაში ვართ, თითქო მტერი ქვეყანას შემოსევია და ხარჯის ამკრეფი
დაუყენებიაო. მერე ეს მტერი იმდენად მტრულია, რომ ხშირად თავის საწველ ფურს
საძოვარზეც არ უშვებს, ხშირად საზრდოს უსპობს და იმას კი არ ფიქრობს, თუ საიდან
აძლიოს ეს გაწერილი ხარჯი. პირველი საკითხი, რომელიც აქ იბადება, თავისთავად
აშკარაა. საჭიროა იმ მუხრუჭის მოშორება, რომელიც ხალხს თვით არსებობას და თავის
გამორკვევას უშლის, მაგრამ აქ ისიც ცხადია, რომ ყოველ დამრღვევ მოქმედებას გზა და გზა უნდა მისდევდეს
შემოქმედებითი, დადებითი მუშაობა, რომელიც ხალხს აღონიერებს და ახალ გზას უჩვენებს.
რაც შემხუთველი არ უნდა იყოს გარეგანი პირობები, მაინც ჩვენ ვალდებულნი ვართ,
ცხოვრების პირობებით იძულებულნი ვართ რღვევასთან ერთად ვაშენოთ. ჩვენდა სამწუხაროთ,
ჩვენში თავიდანვე ისეთი არანორმალური ატმოსფერა შეიქმნა, რომ ადამიანი ძნელად
წარმოიდგენს. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა აზრებით, რა
მისწრაფებებით იკვებება ეგრედ წოდებული ნასწავლი ხალხი. თავიდანვე ჩვენს ცხოვრებას
ერთი უპირატესი მიმდინარეობა დაეტყო. ნასწავლად ის —ითვლება, ვინც სოფელს შორდება,
ვინც არ მუშაობს, ვინც მოხელეა. დღესაც გაქუცული, თავის უფროსის წინაშე ათასად
მოხრილი კოლეგიის რეგისტრატორი, რომელიც, შეიძლება, შიმშილით სულს ჰლევს,
ღენერლივით გამოიჭიმება სოფლის მეურნეს წინაშე და ამაყად ახედ-დახედავს, თანაც
ეუბნება : შეხედე, მე ხელები გაპენტილ ბამბასავით თეთრი მაქვს, შენ კი დაგკოჟიჟებია
და ჩემთან მოახლოვებას როგორ ბედავო! ასეთმა მიწაფებამ, ასე სოფლის და ნაყოფიერი
შრომის აბუჩად აგდებამ საზოგადოების მხრივ, ჩვენში ნასწავლი ხალხი გონებით,
მისწრაფებით სრულიად ჩამოაშორა სოფელს, სოფელს დაუპირდაპირა და მის მოწინააღმდეგეთ
გახადა. ვინც კი რასმე სწავლობს, მხოლოდ იმ მისწრაფებით, რომ სოფელს განშორდეს, მას
მოწყდეს და არაფერი დაუბრუნოს. პირიქით, ჰყვლიფოს, დაჩაგროს და საწველ-ფურად
გაიხადოს. აქედან დღესაც ჭეშმარიტებად რჩება ნ. სკანდელის მიერ 1871 წელს
„კრებულში“ გამოთქმული აზრი: „რაც ახალგაზდა კაცისთვის სწავლას, გამოცდილებას, უცხო
ქვეყნების ნახვას, — და საზოგადო მდგომარეობა ღონისძიება და ძალა მიეცა, ყველას ის
იმ საზოგადოების ხალხის სავნებლათ ჰხმარობს, რომლისაგანაც ის თვითონ გამოსულა.“
(„ჩვენი ახალგაზდობა“).