სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ
133, საქ. 2163; საისტორიო მოამბე 19-20, 1965, გვ, 434-35. პირთა ანოტაციები: წამალაძე დათიკა დუშეთის მაზრის მკვიდრი. ხიმშიაშვილი გიორგი დუშეთის მაზრის მკვიდრი, თავადი. О грамматической литературе грузинского яз. Критический очерк. СПб.,
1873. პირთა ანოტაციები: ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929) ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ
სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში
განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის
პროფესორი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 48. პირთა ანოტაციები: გამრეკელი სეით ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი 1885 წელს. ცხვედაძე იოსებ ზებედეს ძე (1855-1934) პედაგოგი, ქშწკ-ის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. გაზ. „ივერია“, 1886, 11 სექტემბერი, № 195, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 361. გაზ. „ივერია“, 1887, 11 სექტემბერი, № 188, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 538. გაზ. „ივერია“, 1895, № 196-197; გ. შარაძე „საქართველოს მზე და
სიყვარული ალბიონის კუნძულებზე“, 1986, გვ. 228-229. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907) ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის
არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.
1872
11 სექტემბერი
თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს
გლეხ დათიკა წამალაძის საჩივარს თავად გიორგი ხიმშიაშვილის წინააღმდეგ.
მოწმეთა ჩვენებით ბრალდებულს უმტკიცდება მოსარჩელის ცემა და სიტყვიერი
შეურაცხყოფა. მას ესჯება სამი თვით პატიმრობა და სასამართლო ხარჯების
გადახდა.
წყარო:
1873
11 სექტემბერი
ალექსანდრე ცაგარელი წარწერით უძღვნის თავის წიგნს „ქართული ენის
გრამატიკული ლიტერატურის შესახებ“.
წყარო:
1885
11 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ
თბილისის გუბერნატორისა და კავკასიაში სწავლა-აღზრდის მზრუნველის წერილებს
საზოგადოების ცალკეულ დარღვევებთან დაკავშირებით და გზავნიან პასუხს. ამ
დარღვევების გამოსასწორებლად საზოგადოება ითხოვს ხელთუბნის სკოლის
მასწავლებლად სასულიერო სემინარიადამთავრებული სეით გამრეკელის დანიშვნას
და მცხეთისა და ვაყის სკოლების გამართვის ნებართვას. წინარეხის სკოლის
მზრუნველ იოსებ ცხვედაძის თხოვნის საფუძველზე გუბერნატორს აცნობებენ, რომ
სოფლის მოსახლეობას სკოლის შესანახად ევალება 250 და არა 300 მანეთის
აკრება. წინამძღვრიანთკარის სკოლას ეგზავნება სასკოლო ნივთები და
სახელმძღვანელოები. თონეთის სკოლის მასწავლებელი ჯილდოვდება ერთი თვის
ჯამაგირით. ილია ჭავჭავაძე გამოდის ქშწ-კგ საზოგადოებისთვის ვერაზე
ორსართულიანი სახლის შეძენის ინიციატივით, მაგრამ გამგეობა მიიჩნევს, რომ
ხარჯს ვერ გაწვდებიან და წინადადება არ კმაყოფილდება.
წყარო:
1886
11 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
10 სექტემბერი“ („ბოლგარიიდამ სანუგეშო ამბები არ მოდისო...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბულგარეთის მთავრის არჩევის
საკითხი“.
წყარო:
1887
11 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 10 სექტემბერი“ („გუშინ მოვიხსენიეთ, რომ
საქმეთა მსვლელობამ..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„სათავადაზნაურო სკოლებში სწავლების ხასიათის ძირეულად შეცვლის აუცილებლობა“.
წყარო:
1895
11 სექტემბერი
მეუღლესთან ერთად ესწრება კრწანისის ბრძოლის ასი წლისთავის აღსანიშნავ
მსვლელობას და პანაშვიდს კრწანისის ველზე. მსახურებას ატარებს ალექსანდრე
ეპისკოპოსი (ოქროპირიძე).
წყარო: