The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


14.11
14.11

1864    

 

 

 

14 ნოემბერი

 

 

 

 

 

თბილისის სამოქალაქო გუბერნატორი კონსტანტინე ორლოვსკი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს საფინანსო დეპარტამენტს სწერს, რომ გლეხთა საქმეების მოსაგვარებლად დანიშნულ 12 მომრიგებელ შუამავალზე გამოყოფილი თანხები გაიცემა 1864 წლის 8 ნოემბრიდან. იქვე დანართის სახით წარმოდგენილია ამ შუამავალთა სია და ილია ჭავჭავაძის გვართან მინიშნებულია, რომ იგი დაინიშნა თბილისის მაზრის I განყოფილებაში.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 10, აღწ. 1, საქ. 3056, 19967.

პირთა ანოტაციები:

ორლოვსკი კონსტანტინე ივანეს ძე (1810-1876)

პოლონელი სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის სახელმწიფო საიდუმლო მრჩეველი. 1834 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში. 1860 წელს დაინიშნა თბილისის სამოქალაქო გუბერნატორად.

დოკუმენტი:

     
1877    
     
 14 ნოემბერი    
     
წერილს უგზავნის მღვდელ ალექსი გულისაშვილს და სთხოვს, დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია კიაზო ჩოლოყაშვილის მამულის შესახებ.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი № 219 (108); ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 103; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 150; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 79, 397-398;

პირთა ანოტაციები:

გულისაშვილი ალექსი ნიკოლოზის ძე (1865-1948 წ. შემდგ.)

მღვდელი, პედაგოგი, პუბლიცისტი. იბეჭდებოდა „დროებასა“ და „ივერიაში“.

ჩოლოყაშვილი კიაზო

მემამულე.

     
1878    
     
14 ნოემბერი    
     
წარმოებს მამულების გაყოფა მასა და მის ყვარლელ ნათესავებს შორის, რის შედეგადაც დგება ილია ჭავჭავაძესა და სხვა თანამესაკუთრეთა შორის ყვარლის აგარაკის გაყოფის ოქმი.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 9608.

1882    
     
14 ნოემბერი    
     
კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი ნიკოლოზ ლიხაჩოვი მას, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს მიმართავს თხოვნით, დახმარება გაუწიოს ლითოგრაფ იაკობ უტვენკოს, რომელიც აპირებს თამარ მეფის სურათის ბეჭდვას.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 42.

პირთა ანოტაციები:

ლიხაჩოვი ნიკოლოზ სიმონის ძე

ბოტანიკოსი, კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი.

უტვენკო იაკობ

ლითოგრაფი, მუშაობდა ქართველი და სომეხი ისტორიული პირების გამოსახულებების გამოცემაზე.

თამარ მეფე (1160-1213)

საქართველოს მეფე 1184 წლიდან.

     
1886    
     
14 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 13 ნოემბერი“ („1879 წელსა შესდგა წერა-კითხვის ქართველთა შორის გამავრცელებელი საზოგადოება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამო“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 14 ნოემბერი, № 247, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 522.

     
1889    
     
14 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 ნოემბერი“ („დეპეშებმა ერთი თითქმის მოულოდნელი ამბავი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მმართველობის შეცვლა ბრაზილიაში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 14 ნოემბერი, № 243, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 385.

     
1895    
     
14 ნოემბერი    
     
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 ნოემბერი“ („შუაგული, შუანასკვი ეგრედწოდებულ აღმოსავლეთის საქმისა ოსმალეთია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ახლო აღმოსავლეთი და ინგლისის დღევანდელი პოლიტიკა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 14 ნოემბერი, № 247, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 124.

     
1899    
     
14 ნოემბერი    
     
ხელშეკრულებას დებს სტეფანე მიხაილოვთან, რომ იგი ილია ჭავჭავაძის დაფინანსებით ააწყობს წისქვილს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 673. პირთა ანოტაციები: სტეფანე მიხაილოვი - დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.