1900 | ||
1900-მდე |
|
|
|
|
|
თსს ბანკის დირექტორ გიორგი თარხნიშვილს ბარათით ატყობინებს, რომ უამინდობის გამო სახლიდან ვერ გავა და საჭიროების შემთხვევაში შინ მიაკითხონ. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: თარხნიშვილი გიორგი იორამის ძე (1841-1911) პოდპოლკოვნიკი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი. |
|
|
|
1900 1 იანვარი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 დეკემბერი“ („ესეც პირველი დღე მეოცე საუკუნისა...“. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მეცხრამეტე საუკუნე“. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 2 იანვარი |
|
|
|
|
|
ქართული თეატრის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ დრამატული საზოგადოების წევრთა სადღესასწაულო კრებაზე კითხულობს ქშწ-კგ საზოგადოების მისასალმებელ ადრესს და გამოდის სიტყვით. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 2 იანვარი |
|
|
|
|
|
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ივანე გომართელის წერილი „ორმოცდაათი წელი ქართული თეატრისა“, რომელშიც აღნიშნულია ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ქართული დრამატული დასისა და დრამატული კომიტეტის დაარსებაში. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: გომართელი ივანე გედეონის ძე (1875-1938) ექიმი, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. „მესამე დასის“ წევრი, პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. |
|
|
|
|
|
|
1900 6 იანვარი | ||
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის გამოსვლა ქართული თეატრის იუბილეზე („თითქმის იმ დღიდამ, როცა ჩვენი თეატრი დაიბადა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სიტყვა, წარმოთქმული ქართული თეატრის 50 წლის იუბილეზე“. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 9 იანვარი |
|
|
|
|
|
გაზეთ „კვალის“ რუბრიკაში „ჟურნალ-გაზეთებიდან“ მოხმობილია ამონარიდები ილია ჭავჭავაძის წერილიდან „მეცხრამეტე საუკუნე“. კომენტარში ნათქვამია, თითქოს ავტორი აქ ფარისევლურად ისეთ აზრებს ქადაგებდეს, რომლებსაც ადრე უარყოფდა და „არა ერთხელ და ორჯერ ჩაუწიხლავს მის გაზეთს“. |
|
წყარო: გაზ. „კვალი“, 1900, № 2, გვ. 24-25 |
|
|
|
1900 12 იანვრამდე |
|
|
|
|
|
ქმნის პამფლეტს „სიმვოლო სარწმუნოებისა (შედგენილი მსოფლიოსა კრებასა ზედა...)“. ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
|
წყარო:
ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 708-710.დათარიღება: ვათარიღებთ გიორგი წერეთლის გარდაცვალების დროის მიხედვით. |
1900 15 იანვრამდე |
|
|
|
|
|
თსს ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზირებისათვის მიემგზავრება ბაქოში. |
|
წყარო:
დათარიღება: მოგონებიდან ჩანს, რომ გიორგი წერეთლის პანაშვიდის წინა დღეს ბაქოშია. |
|
|
|
1900 15 იანვრამდე |
|
|
|
|
|
ბაქოში ესწრება დავით ნიკოლოზის ძე ღოღობერიძისა და მარიამ მელიქიშვილის ქორწილს. |
|
წყარო:
დათარიღება: მოგონებიდან ჩანს, რომ 15 იანვარს ისინი უკვე ერთად ცხოვრობდნენ. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 277-278. პირთა ანოტაციები: ღოღობერიძე დავით ნიკოლოზის ძე ილია ჭავჭავაძის ტუდენტობისდროინდელი მეგობრის ვაჟი. მელიქიშვილი-ღოღობერიძისა მარიამ ნიკოლოზის ასული დავით ნიკოლოზის ძე ღოღობერიძის მეუღლე |
|
|
|
1900 15 იანვარი |
|
|
|
|
|
ბაქოში სტუმრობს დავით ნიკოლოზის ძე ღოღობერიძესა და მარიამ მელიქიშვილს და იგებს გიორგი წერეთლის გარდაცვალების ამბავს. |
|
წყარო:
დათარიღება: მოგონებიდან ჩანს, რომ ესტუმრა გიორგი წერეთლის პანაშვიდის წინა დღეს. პირთა ანოტაციები: ღოღობერიძე დავით ნიკოლოზის ძე ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობრის ვაჟი. მელიქიშვილი-ღოღობერიძისა მარიამ ნიკოლოზის ასული დავით ნიკოლოზის ძე ღოღობერიძის მეუღლე. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. |
1900 16 იანვარი |
|
|
|
|
|
ბაქოში მყოფ ქართველებთან ერთად ესწრება გიორგი წერეთლის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. |
|
|
|
1900 16 იანვარი |
|
|
|
|
|
გიორგი წერეთლის დაკრძალვაზე რამდენიმე გამომსვლელი უარყოფითად იხსენიებს „ივერიას“, რომელიც, თითქოს დევნიდა გარდაცვლილს. სოციალდემოკრატი ვასილ კირვალიძე კი აცხადებს, რომ ამ აზრისაა უამრავი ადამიანი და ამის დასადასტურებლად 101 კაცის ხელმოწერაც აქვს. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. კირვალიძე ვასილ ნინიას ძე 1862-1933) სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. იბეჭდებოდა ფსევდონიმებით: „ზემორაჭველი“, „დარიჯანიშვილი“, „ვ.კ-ძე“, „გლეხი კირვალიძე“. |
|
|
|
|
|
|
1900 22 იანვარი | ||
|
|
|
თსს ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზირების შემდეგბრუნდება თბილისში. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 25 იანვარი |
|
|
|
|
|
იღებს ონის უფასო საერო სამკითხველოს წევრთა წერილს თხოვნით, რომ უსასყიდლოდ მიაწოდოს გაზეთ „ივერიის“ ნომრები. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 30 იანვარი |
|
|
|
|
|
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება დასაწყისინოე ჟორდანიას ვრცელი წერილისა სათაურით „პრესა“, რომელიც მთლიანად მიმართულია გაზეთ „ივერიისა“ და მისი რედაქტორის ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. იგი წარმოჩენილია როგორც უკიდურესი რეაქციონერი. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
|
1900 31 იანვარი |
|
|
|
|
|
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე ირჩევენ საადგილმამულო გადასახადების შემცირებაზე შუამდგომლობის შემმუშავებელ კომისიაში. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 იანვარი |
|
|
|
|
|
ჟურნალ „მოამბეში“ იბეჭდება პეტრე უმიკაშვილის წერილი „ქართული თეატრი და ლიტერატურა“, რომელშიც საუბარია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მოღვაწეობასა და ქართული თეატრის დაარსების საქმეში შეტანილ წვლილზე. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. |
|
|
|
1900 იანვრის ბოლო |
|
|
|
|
|
მასპინძლობს საქართველოში მყოფ იტალიელ მეცნიერსა და მოგზაურ გულიელმო პასილის. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: პასილი გულიელმო (1877-1942) იტალიელი მეცნიერი და მოგაზური. |
|
|
|
1900 თებერვლიდან |
|
|
|
|
|
თბილისში გამომავალი ფრანგული ჟურნალი „ლე კოკაზ ილიუსტრე“ იწყებს პოემა „განდეგილის“ პროზაული ფრანგული თარგმანის გამოქვეყნებას, რომელიც ხელმოწერილია ინიციალებით”S. L.”. |
|
წყარო:
პირთა იდენტიფიკაცია: ზოგი მეცნიერის აზრით, პოემა თავად ჟურნალის რედაქტორმა ჟიულ მურიემ თარგმნა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ მოიპოვება (იხ. ლ. ბრეგაძე, მოგზაურობა „ლე კოკაზ ილიუსტრეს“ ფურცლრბზე, თბ. 2013, გვ. 54). |
|
|
|
1900 თებერვლის დასაწყისი |
|
|
|
|
|
ჟურნალ „მოამბეში“ იბეჭდება კიტა აბაშიძის მიმოხილვა „1899 წლის ქართული სიტყვაკაზმული მწერლობა“, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საუბარია ილია ჭავჭავაძესა და ახალ თაობაზე.. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917) ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. |
|
|
|
1900 13 თებერვალი |
|
|
|
|
|
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გაგრძელება ნოე ჟორდანიას ვრცელი წერილისა სათაურით „პრესა“, რომელშიც ილია ჭავჭავაძის პირველ ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ შესახებ ნათქვამია, რომ უფრო ალმანახი იყო, ვიდრე ჟურნალი და საერთოდ არ ასახავდა ყოველდღიურ პრობლემებს. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
|
1900 27 თებერვალი |
|
|
|
|
|
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გაგრძელება ნოე ჟორდანიას ვრცელი წერილისა სათაურით „პრესა“. ავტორის თქმით, ილია ჭავჭავაძე დამარცხდა როგორც პროგრესისტი. გაზეთ „ივერიის“ გამოცემა მან ნიკო ნიკოლაძესთან პოლემიკისა და „დროებიდან“ წასვლის გამო გადაწყვიტა და ეს გაზეთი „ბანკის დამატებად“ აქცია. აქვე იბეჭდება ვასილ კირვალიძის სტატია „ბატონ ლალს“. ავტორი გიორგი ლასხიშვილს (ფსევდ. „ლალი“) „ივერიის“ ადვოკატს უწოდებს, რომელიც ამაოდ ცდილობს გიორგი წერეთლის საფლავთან ვასილ კირვალიძის მიერ ამ გაზეთის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების გაბათილებას. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
კირვალიძე ვასილ ნინიას ძე 1862-1933) სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. იბეჭდებოდა ფსევდონიმებით: „ზემორაჭველი“, „დარიჯანიშვილი“, „ვ.კ-ძე“, „გლეხი კირვალიძე“. ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1866-1931) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თანამშრომლობდა „ივერიაში“ იბეჭდებოდა ფესვდონიმით „ლალი“. პარიზში გამოსცემდა გაზეთ „ცნობის ფურცლის“. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი |
|
|
|
1900 1 მარტის შემდეგ |
|
|
|
|
|
ბათუმში იბეჭდება კრებული „ჩანგი“, რომელშიც შესულია პოემა „დედა და შვილი“, ლექსები: „გ. აბხ...“, „რა ვაკეთეთ. რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“, „ბედნიერი ერი“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“, ლოცვა“,„ქართლის დედას“, „ნანა“, „ელეგია“,„პოეტი“, „მესმის, მესმის“, „იანიჩარი“, „გახსოვს, ტურფავ..“, „უსულდგმულო ცხოვრება“, „გაზაფხული“, „მას აქეთ, რაკი...“ და თარგმანები: „ბედა მქადაგებელი“, „სტიროდეთ“, „ლოყით მოეპყარ“, „კართა თანა“. |
|
წყარო:
დათარიღება: ვათარიღებთ პუბლიკაციაზე მიწერილი ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით. |
1900 4 მარტი |
|
|
|
|
|
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით აკადემიკოს ივანე თარხნიშვილს დეპეშით ულოცავს მეცნიერული მოღვაწეობის 30 წლისთავს. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: თარხნიშვილი ივანე რამაზის ძე (1846-1908) ფიზიოლოგი, პეტერბურგის სამედიცინოქირურგიული აკადემიის პროფესორი. 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე დააჯილდოვეს ,,საპატიო ლეგიონის” ორდენით. |
|
|
|
1900 9 მარტი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „ახალ-მოსული“ იწყებს მოწინავე წერილის ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 8 მარტი“ („დღესა თუ ხვალ ჩვენში შემოღებულ იქნება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საადგილმამულო გადასახადის საქმე“. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 12 მარტი |
|
|
|
|
|
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გაგრძელება ნოე ჟორდანიას ვრცელი წერილისა სათაურით „პრესა“, რომელშიც ნათქვამია, რომ გაზეთი „ივერია“ გადაიქცა ბანკირების ორგანოდ. სტატიის ავტორის აზრით, რედაქტორმა ილია ჭავჭავაძემ იცის ქვეყანაში რა პრობლემებია, მაგრამ ბანკს ემორჩილება და არ იმჩნევს. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
|
1900 12 მარტი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „ახალ-მოსული“ განაგრძობს მოწინავე წერილის ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 11 მარტი“ („ჩვენ ამას წინად, როცა ვარჩევდით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საადგილმამულო გადასახადის საქმე“. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 16 მარტი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „ახალ-მოსული“ ასრულებს მოწინავე წერილის ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 15 მარტი“ („ჩვენ წინა წერილში აღვნიშნეთ, რომ საჭიროა გამოირკვეს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საადგილმამულო გადასახადის საქმე“. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 18 მარტი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „ახალ-მოსული“ იწყებს მოწინავე წერილის ბეჭდვას სათაურით „უმეცრობის ფართი-ფურთი“ („უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია...“), რომელიც გამოწვეულია ნოე ჟორდანიას სტატიით „პრესა“. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
|
1900 19 მარტი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „ახალ-მოსული“ განაგრძობს მოწინავე წერილის ბეჭდვას სათაურით „უმეცრობის ფართი-ფურთი“ („წინა წერილში იმაზე შევწყვიტე სიტყვა...“). |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 19 მარტი |
|
|
|
|
|
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება მიმოხილვითი წერილი „ჟურნალ-გაზეთებიდან“, რომელშიც საუბარია „სევერნი კურიერში“ დაბეჭდილ „პ. გ-ლის“ წერილზე „სომეხქართველთა განხეთქილება“. მიმომხილველს მოჰყავს სტატიაში გამოთქმული აზრები, რომ გაზეთი „ივერია“ მუდამ სომხების ლანძღვაშია, განსაკუთრებით თვითმართველობის არჩევნებში ქართველების მარცხის შემდეგ. აქვე საუბარია ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძის დაპირისპირებაზე და კვლავ ილია ჭავჭავაძეა დადანაშაულებული, რომელმაც ოპოზიციას „მთელი არტილერია მიუსია“ და დააამარცხა. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
|
|
1900 20 მარტი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „ახალ-მოსული“ ასრულებს მოწინავე წერილის ბეჭდვას სათაურით „უმეცრობის ფართი-ფურთი“ („მართალია, კრედიტი ორპირი მახვილია...“). |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 23 მარტამდე |
|
|
|
|
|
გაზეთი „კვალი“ აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვასილ კირვალიძის ბრალდებებს ილია ჭავჭავაძისა და „ივერიის“ წინააღმდეგ 101 თანამოაზრე ადასტურებს ხელმოწერით. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: კირვალიძე ვასილ ნინიას ძე 1862-1933) სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. იბეჭდებოდა ფსევდონიმებით: „ზემორაჭველი“, „დარიჯანიშვილი“, „ვ.კ-ძე“, „გლეხი კირვალიძე“. |
|
|
|
1900 23 მარტი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „ახალ-მოსული“ ბეჭდავს სტატიას „პატარა საუბარი“ („კვალის“ მკითხველებს მოეხსენებათ....“), რომლითაც ეხმაურება გაზეთ „კვალში“ დაბეჭდილ ნოე ჟორდანიასა და ვასილ კირვალიძის წერილებს. მათ ნათქვამს, 101 მომხრის ხელმოწერა გვაქვსო, პასუხობს, რომ როცა საქმე ლიტერატურას ეხება, მთავარია კომპეტენცია და არა რაოდენობა, ხმები უნდა აიწონოს და არა დაითვალოს. |
|
წყარო:
ატრიბუცია: წერილი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა კიტა აბაშიძის წიგნის შენიშვნებსა და კომენტარებში. იქვეა მოცემული დასაბუთება ავტორობასთან დაკავშირებით.პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. კირვალიძე ვასილ ნინიას ძე 1862-1933) სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. იბეჭდებოდა ფსევდონიმებით: „ზემორაჭველი“, „დარიჯანიშვილი“, „ვ.კ-ძე“, „გლეხი კირვალიძე“. |
|
|
|
1900 21-24 მარტი |
|
|
|
|
|
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელზეც განიხილავენ საძოვრებით სარგებლობის, ქარვასლისა და თეატრის შეკეთების საკითხებს. ილია ჭავჭავაძე განმარტებას იძლევა ბანკის დამფუძნებელთათვის თანხის დაბრუნების შესახებ. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 25 მარტი |
|
|
|
|
|
მონაწილეობს თბილისის სამეურნეო ბანკის კრების საქმიანობაში. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 26 მარტი |
|
|
|
|
|
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება დასაწყისინოე ჟორდანიას ვრცელი წერილისა „გზა და გზა“, რომელიც არის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის პუბლიკაციაზე „უმეცრების ფართი–ფურთი“. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
|
1900 29 მარტი |
|
|
|
|
|
ბორის ესაძე წარწერით უძღვნის მის მიერ გამოცემულ წიგნს „კავკასიის ჯარების საბრძოლო გმირობანი. კავკასიის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმში დაცული სურათების ალბომი“. |
|
წყარო:
„Боевые подвиги кавказских войск. Альбом картинной галлерей Кавказского военно-историч. Музея“, Изд. Б. С. Эсадзе. Тфл., 1899. პირთა ანოტაციები: ესაძე ბორის სპირიდონის ძე (1870-1914) ისტორიკოსი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი. |
|
|
|
1900 მარტი |
|
|
|
|
|
ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი წერილობით აცნობებს დუშეთის თავადაზნაურობის წინამძღოლს, რომ საკუთარ უფლებას, ხსენებული მაზრის სახელით მონაწილეობა მიიღოს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საქმიანობასა და არჩევნებში გადასცემს მეუღლეს, ილია ჭავჭავაძეს. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
|
|
1900 2 აპრილი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „ახალ-მოსული“ ბეჭდავს სტატიას „ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი“ („ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ პასუხი მაღირსა...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
|
1900 2 აპრილი |
|
|
|
|
|
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება მიმოხილვითი წერილი „ჟურნალ-გაზეთებიდან“. მასში ილია ჭავჭავაძის მიერ „ახალმოსულის“ ფსევდონიმით გამოთქმული აზრი ინტერპრეტირებულია ისე, თითქოს მწერალს საზოგადოებისთვის ეთქვას „ნულები ხართო“. მიმოხილვის ავტორი ცდილობს მკითხველთა წაქეზებას და წერს, რომ ამას „არ დაივიწყებს ქართველი ხალხი“. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 4 აპრილი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 აპრილი“ („დღეს-აქამომდე სულ ამას ჩივიან, რომ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ელექტრონის გამოყენება მეღვინეობაში“. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 6 აპრილი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „ახალ-მოსული“ ბეჭდავს სტატიას „პატარა საუბარი“ („თაგვმა სთხარა, სთხარაო...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 6 აპრილი |
|
|
|
|
|
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა ილია ჭავჭავაძეს, როგორც დიდუბის ეკლესიის გალავანში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად შექმნილი საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს, სთხოვს ანგარიშს, რა მდგომარეობაშია ეს საქმე, როდის და როგორი ძეგლის აგებაა გადაწყვეტილი. |
|
წყარო: ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190; ალ. ყიფშიძე, „ლიტერატურის მატიანე“, 1940, წ. 1–2, გვ. 188. |
|
|
|
1900 8 აპრილი |
|
|
|
|
|
თანამშრომლებთან და თანამოაზრეებთან ერთად ოჯახში ხვდება აღდგომის დღესასწაულს და სტუმრებს სთავაზობს ყოველკვირეულ შეკრებებს ქვეყნის პრობლემებზე სასაუბროდ. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 13 აპრილი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „პატარა საუბარი“ („ახირებული კაცი ყოფილა ბ-ნი ჟორდანია...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
|
1900 16 აპრილი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „ქარაფშუტობა, ორთავიანობა და ორპირობა უმეცარისა“ („ბ-ნი ჟორდანია მიწყრება, რომ მის „ფინანსების“ არცოდნას გამოვეკიდე...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
|
1900 20 აპრილი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „პატარა საუბარი“ („ბ-ნი ჟორდანია რამდენიც დღე გადის...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში. გაზეთის ამავე ნომერში იგი ადგილს უთმობს ნოე ჟორდანიას პასუხს „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ მის წერილებზე. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
|
1900 23 აპრილი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „ისევ და ისევ ბ-ნ ჟორდანიას უმეცრობანი და მისი წაჯეგ-უკუჯეგობანი“ („რასაც კაცი თავისს თავს უზამს...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 აპრილი |
|
|
|
|
|
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით მადლობას უხდის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიას „ქართლის ცხოვრების“ თეიმურაზისეული ნუსხის მიწოდებისთვის და აუწყებს, რომ ხელნაწერი უკვე ჩააბარეს ბიბლიოთეკას აკადემიაში დასაბრუნებლად. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: თეიმურაზ II – (1700-1762) სხვადასხვა წლებში კახეთისა და ქართლის მეფე, პოეტი. |
|
|
|
1900 26 აპრილი-2 მაისი |
|
|
|
|
|
მონაწილეობს თსს ბანკის რწმუნებულთა კრებაში, რომელიც განიხილავს გასული წლის ანგარიშს, მიმდინარე ხარჯთაღრიცხვას, სკოლების დაფინანსებას, ბაქოს სააგენტოსა და პავლე ყიფიანის საკითხს. ებმება კამათში სამეურნეო ბანკის დირექტორ ვლადიმერ მიქელაძესთან, ვასილ მაჩაბელთან და ნიკოლოზ ხუდადოვთან, მაგრამ ძალიან მოტეხილია, ისე დაბალ ხმაზე საუბრობს, რომ დარბაზს ძლივს ესმის. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ყიფიანი პავლე (პალიკო) როსტომის ძე (1864-1931) თსს ბანკის დირექტორი, ხაზინადარი და ბაქოს სააგენტოს მმართველი.
მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი, მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. ხუდადოვი ნიკოლოზ ალექსის ძე (გარდ. 1905) სომეხი ექიმი და საზოგადო მოღვაწე. ქალაქის საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა ტუბერკულოზით დაავადებულთა საავადმყოფოს თბილისში და ჰაერის გასაჯანსაღებლად ნაძალადევის ფერდობზე გააშენა ტყე-პარკი. |
|
|
|
1900 2 მაისი |
|
|
თსს ბანკის კრებაზე 1290 ხმით 30-ის წინააღმდეგ კვლავ ირჩევენ გამგეობის თავმჯდომარედ. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 2 მაისი |
|
|
ჟურნალ „მოამბეში“ ლალის ფსევდონიმით იბეჭდება გიორგი ლასხიშვილის „შინაური მიმოხილვა“ თსს ბანკის ოცდახუთწლიანი საქმიანობის, მიმდინარე წლიური კრების, ადრინდელი და ახალი ოპოზიციის შესახებ. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1866-1931) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თანამშრომლობდა „ივერიაში“ იბეჭდებოდა ფესვდონიმით „ლალი“. პარიზში გამოსცემდა გაზეთ „ცნობის ფურცლის“. |
|
|
|
1900 აპრილის ბოლო-მაისის დასაწყისი |
|
|
|
|
|
ნოე ჟორდანიასადმი მიმართული ილია ჭავჭავაძის პოლემიკური წერილების საპასუხოდ გაზეთებში: „კვალსა“ და „მწყემსში“ იბეჭდება საპროტესტო გამოხმაურებები სათაურით „წერილები რედაქციის მიმართ“. მათ ხელს აწერენ: გ. წულუკიძე, „ქართველი ექიმი“, მოსკოველი სტუდენტი „ი. ქ“, სტუდენტი კ. ჯაფარიძე და მესამე დასელი სევერიან ჯუღელი, სამი წერილი კი კოლექტიური ხასიათისაა. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. ჯუღელი სევერიან მოსეს ძე (1877-1909) პუბლიცისტი, პოლიტიკუეი მოღვაწე, მენშევიკი, მესამე დასის წევრი, გარდაიცვალა ციხეში. წულუკიძე გ. პიროვნებების შესახებ დამატებითი ცნობები არ მოგვეპოვება. ჯაფარიძე კ. პიროვნებების შესახებ დამატებითი ცნობები არ მოგვეპოვება. |
|
|
|
1900 მაისის დასაწყისი |
|
|
|
|
|
ავად ხდება. აწუხებს გულის ხუთვა და სუნთქვის შეკავება. ექიმები უკრძალავენ მუშაობას, ურჩევენ ქალაქიდან გასვლას და დასვენებას. მიდის საგურამოში. |
|
წყარო:
დათარიღება: 15 მაისის პუბლიკაციაში ნთქვამია, რომ ორი კვირაა, ავად არის. |
|
|
|
1900 3 მაისი |
|
|
კიტა აბაშიძე გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს წერილს „პოლემიკა „კვალის“ თანამშრომლებთან ან. ფურცელაძის წერილის გამო“, რომელშიც განმარტავს, რატომ მოითხოვენ ნოე ჟორდანია და მისი მომხრეები „ახალ-მოსულის“ მიერ თავისი ფსევდონიმის გახსნას. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ამ ადამიანების ერთადერთი იარაღი ჭორების მოგონებაა და თუ გაიგებენ, ვინ არის მათი მამხილებელი, ეცოდინებათ, ვის წინააღმდეგ აამოქმედონ ეს იარაღი. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917) ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში. ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
|
1900 3 მაისის შემდეგ |
|
|
კიტა აბაშიძე თბილისიდან ოდესაში გაგზავნილ ბარათში იასონ ბაქრაძეს სწერს, ნოე ჟორდანიას წერილებს საკადრის პასუხს ვერ ვცემთ, რადგან იმაზე, რაც ილია ჭავჭავაძის ჭეშმარიტი ღირსებაა, ცენზურის გამო ლაპარაკი აკრძალული გვაქვს, „ეს კარგად იცის ამ ინტრიგანმაც“ და ამიტომ დაიწყო ასეთი საზიზღარი წერილების წერაო. |
|
წყარო:
დათარიღება: გიორგი აბაშიძის ინფორმაციით, ეს წერილი იმავე პერიოდში დაიწერა, როდესაც გამოქვეყნდა კიტა აბაშიძის სტატია „პოლემიკა „კვალის“ თანამშრომლებთან ან ფურცელაძის წერილის გამო“. პირთა ანოტაციები: აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917) ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ბაქრაძე იაზონ (იასონ) თომას ძე (1869-1937) იურისტი, ეკონომისტი, მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, სოციალისტ-ფედერალისტი. შავი ქვის მრეწველთა საბჭოს ქუთაისის კანტორის მმართველი. ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
|
1900 7 მაისი |
|
|
|
|
|
გაზეთ „კვალში“ ნოე ჟორდანია აქვეყნებს წერილს „პალ. ყიფიანის საქმე“, რომელიც ეხება თსს ბანკის დირექტორისა და ბაქოს სააგენტოს მმართველ პავლე ყიფიანის მიერ თანხის გატაცებას. სტატიის ავტორი წერს, რომ ეს ილია ჭავჭავაძის უყურადღებობისა და დაუდევრობის გამო მოხდა. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. ყიფიანი პავლე (პალიკო) როსტომის ძე (1864-1931) თსს ბანკის დირექტორი, ხაზინადარი და ბაქოს სააგენტოს მმართველი |
1900 14 მაისი |
|
|
|
|
|
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გამომცემელ კონსტანტინე თავართქილაძის წერილი რედაქციის მიმართ, რომლითაც იგი ნოე ჟორდანიასა და „ახალ მოსულისგან“ ითხოვს ნებართვას, ცალკე წიგნად დაბეჭდოს მათი პოლემიკური წერილები. იქვე დართულ სარედაქციო შენიშვნაში ნოე ჟორდანია უფლებას აძლევს დაბეჭდოს წერილი „გზა და გზა“, მაგრამ წერილ „პრესასთან“ დაკავშირებით ამბობს, რომ ის სულ სხვა თემას ეხება. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: თავართქილაძე კონსტანტინე (კოწია) ჩითანას ძე (1860-1934 წ. შემდგ.) წიგნების გამომცემელი, მესტამბე. მოღვაწეობდა ფსევდონიმით „ოცხანელი კ.“ ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |
|
|
|
1900 18 მაისი |
|
|
|
|
|
გაზეთის საშუალებით საზოგადოებას აუწყებს, რომ უკეთ არის და მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობდა. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 26 მაისი |
|
|
საგურამოში ეპატიჟება ანტონ ფურცელაძეს და სთხოვს არტურ ლაისტი და სხვა სტუმრებიც აიყვანოს. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში. ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
|
|
1900 29 მაისი |
|
|
ილია ჭავჭავაძესთან საგურამოში სტუმრად არიან: და, ელისაბედ საგინაშვილი, სიძე ნიკოლოზ აფხაზი, დისშვილი კოტე აფხაზი, არტურ ლაისტი, გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორი ვასილი ველიჩკო და მისი და. მწერლის ჯანმრთელობა უცებ უარესდება. ექიმის ასაყვანად თბილისში ჩადის ნიკო ცხვედაძე, მაგრამ ცხელი ამინდის გამო ყველანი გასულები არიან ქალაქიდან. ერთადერთი, ვისაც ნახულობს, ახალგაზრდა ექიმი ნიკოლოზ ჯანდიერია და იგი მაშინვე თანხმდება საგურამოში გაყოლაზე. ავადმყოფის დიაგნოზია გულის სისხლძარღვთა სკლეროზი გულის კუნთის ანთების ნიშნებით. წამლები მცხეთიდან ააქვთ. ექიმი ჯანდიერი საგურამოში რჩება და ავადმყოფი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ჰყავს. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.
აფხაზი ნიკოლოზ შერმაზანის ძე (1828-1907) ერეკლე II-ის შთამომავალი, ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს მეუღლე. აფხაზი კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე (1867-1923) ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ილია ჭავჭავაძის დისშვილი, დახვრიტეს კომუნისტებმა. ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან. ველიჩკო ბარბარა ლევის ასული პოეტისა და ჟურნალისტის - ვასილი ველიჩკოს და. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. ჯანდიერი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1873-1965) ექიმი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის შესახებ მოგონების ავტორი. |
|
|
|
1900 მაისი |
|
|
ჟურნალ „კავკაზსკი ვესტნიკში“ იბეჭდება ალექსანდრე ხახანაშვილის სტატია „ქართველი პოეტები მალოროსიულ ენაზე“, რომელშიც ჩართულია ილია ჭავჭავაძის ლექსების: „გაზაფხული“ (მთარგმნელი „ო. ლ-ი“), „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან...“, „გ. აბხ.“ ( მთარგმნელი ბორის გრინჩენკო), „პოეტი“, „ელეგია“, „გუთნისდედა“ (მთარგნელი პავლო გრაბოვსკი) უკრაინული თარგმანები. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912) ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“. გრინჩენკო ბორის დიმიტრის ძე (1863-1910) უკრაინერლი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი და ეთნოგრაფი. წერდა ვასილი ჩაიჩენკოს ფსევდონიმით. გრაბოვსკი პავლო არსენის ძე (1864-1902) უკრაინელი პოეტი და მთარგმნელი. |
1900 2 ივნისი |
|
|
|
|
|
საგურამოდან ჩაჰყავთ თბილისში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსარკვევად მართავენ კონსილიუმს. საგანგებოდ მოწვეული პროფესორი კონრად ვაგნერი ურჩევს სამკურნალოდ წასვლას ბერლინში, პროფესორ ერნსტ ლეიდენთან. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ვაგნერი კონრად ედუარდის ძე (1862-1950) ექიმი, დამსახურებული პროფესორი. 1889 წელს დაიცვა სადქოტორო დისერტაცია, 1891-1913 წლებში იყო კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო დიაგნოსტიკის კათედრის გამგე. ლეიდენი ერნსტ (1832-1910) გერმანელი ექიმი, პროფესორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა კენიგსბერგში, სტრასბურგსა და ბერლინში. იკვლევდა ბრონქიალურ ასთმას და გულის დაავადებებს. |
|
|
|
1900 3 ივნისი |
|
|
|
|
|
თბილისში ავსტრია-უნგრეთის საკონსულოში წინასწარ იხდის ბაჟს საზღვარგარეთ წასასვლელად. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 3 ივნისის შემდეგ |
|
|
მისი ხელმოწერით გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში. |
|
წყარო:
დათარიღება: ვათარიღებთ პუბლიკაციაზე მიწერილი ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით. |
|
|
|
1900 4 ივნისი |
|
|
|
|
|
ავადმყოფობის გამო ვერ ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების წევრთა წლიურ კრებას. |
|
წყარო:
|
1900 5 ივნისი |
|
|
|
|
|
საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების გადაწყვეტილების გამო განცხადებით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს „ივერიის“ დროებით რედაქტორად ვასილ სულხანიშვილის დასამტკიცებლად. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: სულხანიშვილი ვასილ ალექსანდრეს ძე (1862-1909) აგრონომი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავრე 1901 წელს, თბილისის სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების საბჭოს წევრი. |
|
|
|
1900 10 ივნისი |
|
|
|
|
|
ილია ჭავჭავაძის საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, მისივე თხოვნით, გაზეთის რედაქტორად დროებით ნიშნავენ ვასილ სულხანიშვილს. იგი ამ მოვალეობას ასრულებს 25 ივნისიდან 14 ნოემბრამდე. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: სულხანიშვილი ვასილ ალექსანდრეს ძე (1862-1909) აგრონომი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავრე 1901 წელს, თბილისის სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების საბჭოს წევრი. |
|
|
|
1900 11 ივნისი |
|
|
|
|
|
გაზეთი „კვალი“, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებდა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ, აქვეყნებს ინფორმაციას მისი სამკურნალოდ გამგზავრების განზრახვის შესახებ და გამოჯანმრთელებას უსურვებს. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 14 ივნისამდე |
|
|
|
|
|
წერს და ბეჭდურად ამრავლებს პირობის წერილის ფორმას. ნაბეჭდში დატოვებულია თავისუფალი ადგილები მოჯამაგირის გვარის, ანაზღაურების ოდენობისა და პირობის მოქმედების ვადების ჩასაწერად. აქვეა მხარეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები. |
|
წყარო:
დათარიღება: ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი ასეთი პირობის წერილი შევსებულია 14 ივნისს. |
|
|
|
1900 14 ივნისი |
|
|
|
|
|
ავსებს პირობის წიგნს, რომლის თანახმადაც მოჯამაგირედ აჰყავს დუშეთის მაზრის სოფელ გურამიანთკარში მცხოვრები სანდრო ლაბაური. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ლაბაური სანდრო დამატებითი ცნობები პიროვნებების შესახებ არ მოგვეპოვება. |
|
|
|
1900 20 ივნისამდე |
|
|
|
|
|
გერმანიაში გამგზავრებამდე ექიმი ნიკოლოზ ჯანდიერი დღეში ორჯერ აკითხავს და განაგრძობს მის მკურნალობას. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ჯანდიერი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1873-1965) ექიმი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის შესახებ მოგონების ავტორი. |
|
|
|
1900 20 ივნისამდე |
|
|
|
|
|
წინასწარ ამზადებს და ხელს აწერს „ივერიის“ 24 ივნისის ნომერს, როგორც რედაქტორ-გამომცემელი. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 20 ივნისი |
|
|
|
|
|
იღებს საზღვარგარეთის პასპორტს, რომელშიც არის ავსტრია-უნგრეთის საკონსულოს ნებართვა საზღვრის გადაკვეთის შესახებ. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 20 ივნისი |
|
|
|
|
|
მეუღლესთან ერთად სამკურნალოდ მიემგზავრება ბერლინში. უამრავი ხალხი აცილებს თბილისის ვაგზალზე. გერმანიაში მიდის ბათუმისა და რიგის გავლით. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
|
|
1900 25 ივნისი |
|
|
|
|
|
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება განცხადება ილია ჭავჭავაძის საზღვარგარეთ გამგზავრებისა და „ივერიის“ დროებით რედაქტორად ვასილ სულხანიშვილის დატოვების შესახებ. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: სულხანიშვილი ვასილ ალექსანდრეს ძე (1862-1909) აგრონომი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავრე 1901 წელს, თბილისის სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების საბჭოს წევრი. |
|
|
|
1900 26 ივნისი |
|
|
|
|
|
ბერლინში მიმავალი ილია და ოლღა ჭავჭავაძეები ერთი დღით გზად ჩერდებიან ვარშავაში სასტუმრო „ევროპეისკაიაში“. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
|
|
1900 27 ივნისი |
|
|
|
|
|
კვეთს რუსეთის საზღვარს ალექსანდროვში და ჩადის ბერლინში პროფესორ ერნსტ ლეიდენთან სამკურნალოდ. ლევან ჯანდიერის შვილი და იქაური ქართველობა საზეიმო შეხვედრას უწყობს და ილია მათ შთამბეჭდავი სიტყვით მიმართავს. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ლეიდენი ერნსტ (1832-1910) გერმანელი ექიმი, პროფესორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა კენიგსბერგში, სტრასბურგსა და ბერლინში. იკვლევდა ბრონქიალურ ასთმას და გულის დაავადებებს. ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918) კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი |
|
|
|
1900 27 ივნისის შემდეგ |
|
|
|
|
|
გულით ავადმყოფთათვის პროფესორ ერნსტ ლეიდენის დანიშნულებაში შედის კიბეებზე ფეხით სიარული. ამასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძე ხუმრობით ამბობს, კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლისთვის გერმანიაში გამომგზავრება რად მინდოდა, ჩემი კიბე რით არის ნაკლებიო. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ლეიდენი ერნსტ (1832-1910) გერმანელი ექიმი, პროფესორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა კენიგსბერგში, სტრასბურგსა და ბერლინში. იკვლევდა ბრონქიალურ ასთმას და გულის დაავადებებს. |
|
|
|
1900 1 ივლისი |
|
|
|
|
|
თბილისის სამოსამართლო პალატა სამი წლის ვადით ირჩევს საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 2 ივლისი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭება ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 14 ივლისამდე |
|
|
|
|
|
ბერლინში ყოფნის დროს ხვდება ცნობილ ასირიოლოგს, პროფესორ კარლ ლემან ჰაუპტს. |
|
წყარო:
დათარიღება: ნიკო ცხვედაძისთვის 14 ივლისს გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ ბერლინშია. პირთა ანოტაციები: ლემან-ჰაუპტი კარლ (1861-1911) ცნობილი ორიენტალისტი, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი. |
|
|
|
1900 14 ივლისი |
|
|
ბერლინიდან წერილს უგზავნის ნიკო ცხვედაძეს, ატყობინებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და მკურნალობის რეჟიმს. ამასთან სთხოვს კახეთის ბაღის მფლობელთა ამხანაგობას მისი კუთვნილი თანხა გამოართვას და ქრისტეფორე მამაცაშვილს გადასცეს. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909) რუსეთის არმიის გენერალი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი, მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეს გლეხთა მიწიანად გათავისუფლების საქმეში. |
|
|
|
|
|
|
1900 14 ივლისის შემდეგ |
|
|
პროფესორი ერნსტ ლეიდენის რეკომენდაციით მეუღლესთან ერთად მიემგზავრება კურორტ კარლსბადში. |
|
წყარო:
დათარიღება: ნიკო ცხვედაძისთვის 14 ივლისს გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ ბერლინშია. პირთა ანოტაციები: ლეიდენი ერნსტ (1832-1910) გერმანელი ექიმი, პროფესორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა კენიგსბერგში, სტრასბურგსა და ბერლინში. იკვლევდა ბრონქიალურ ასთმას და გულის დაავადებებს. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
|
|
|
|
|
1900 20 ივლისი |
|
|
მისი სახელობის დღის აღსანიშნავად საქართველოდან იღებს მისალოც დეპეშებს. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 25 ივლისი |
|
|
|
|
|
გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს მის მიერ გერმანიიდან გამოგზავნილ დეპეშას, რომლითაც მადლობას უხდის ყველას, ვინც დეპეშით ან წერილით მიულოცა სახელობის დღე. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 26 ივლისი |
|
|
|
|
|
გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს ბერლინიდან მიღებულ ინფორმაციას ექიმ ლეიდენთან ილია ჭავჭავაძის მკურნალობისა და მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ. იქვე აღნიშნულია, რომ ექიმის დანიშნულებით იგი უკვე ერთი კვირაა იმყოფება კარლსბადში, სადაც მისთვის სასარგებლო წყლები და ჰავაა. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ლეიდენი ერნსტ (1832-1910) გერმანელი ექიმი, პროფესორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა კენიგსბერგში, სტრასბურგსა და ბერლინში. იკვლევდა ბრონქიალურ ასთმას და გულის დაავადებებს. |
|
|
|
1900 16 აგვისტო |
|
|
|
|
|
რომში გამომავალ ჟურნალ „ლა ნოვა ანტოლოჯიაში“ დოქტორი გულიელმო პასილი აქვეყნებს წერილს კავკასიაში მოგზაურობის შესახებ. სტატიაში საუბარია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე და დაბეჭდილია მისი სურათი ავტოგრაფით. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: პასილი გულიელმო (1877-1942) იტალიელი მეცნიერი და მოგაზური. |
|
|
|
1900 19 აგვისტო |
|
|
|
|
|
კარლოვი ვარიდან წერილს უგზავნის ნიკო ცხვედაძეს, დაწვრილებით ატყობინებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ლეიდენისაგან მიღებულ რჩევა-დარიგებებს. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. ლეიდენი ერნსტ (1832-1910) გერმანელი ექიმი, პროფესორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა კენიგსბერგში, სტრასბურგსა და ბერლინში. იკვლევდა ბრონქიალურ ასთმას და გულის დაავადებებს. |
|
|
|
1900 2 სექტემბრამდე |
|
|
|
|
|
უბის წიგნაკში იწერს რუსული სიტყვების გერმანულ შესატყვისებს. |
|
წყარო:
დათარიღება: ეს ლექსიკონი სჭირდებოდა გერმანიაში, 2 სექტემბერს კი მოემგზავრება საქართველოში. |
|
|
|
1900 2 სექტემბრამდე |
|
|
|
|
|
უბის წიგნაკში იწერს გერმანიის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა მისამართებს. |
|
წყარო:
დათარიღება: 2 სექტემბერს მოემგზავრება საქართველოში. |
|
|
|
1900 2 სექტემბერი |
|
|
|
|
|
მეუღლესთან ერთად კვეთს ავსტრია-უნგრეთის საზღვარს. |
|
წყარო:
დათარიღება: დროზე მინიშნებულია ნიკო ცხვედაძისთვის 19 აგვისტოს გაგზავნილ წერილში. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
|
|
1900 2 სექტემბრის შემდეგ |
|
|
|
|
|
მეუღლესთან ერთად ერთი კვირით ჩერდება ქალაქ ვენაში. |
|
წყარო:
დათარიღება: დროზე მინიშნებულია ნიკო ცხვედაძისთვის 19 აგვისტოს გაგზავნილ წერილში. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
|
|
1900 9 სექტემბრის შემდეგ |
|
|
|
|
|
რომიდან იღებს დოქტორ გულიელმო პასილის წერილს, რომლიდანაც იგებს კავკასიაში მისი მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ჟურნალ „ლა ნოვა ანტოლოჯიაში“ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ. |
|
წყარო:
დათარიღება: წერილი 9 სექტემბრით არის დათარიღებული. პირთა ანოტაციები: პასილი გულიელმო (1877-1942) იტალიელი მეცნიერი და მოგაზური. |
|
|
|
1900 10 სექტემბერი |
|
|
|
|
|
ვოლოჩისკთან გადმოდის რუსეთის იმპერიის საზღვარზე. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 15 სექტემბრამდე |
|
|
|
|
|
უბის წიგნაკში იწერს სხვადასხვა მისამართებს და იქვე ინიშნავს, რომ რაღაც უნდა ჩამოუტანოს სამების ტაძრის დიაკვან მამა მირიან ომანიძეს ესტატე ბადრიძისთვის გადასაცემად. |
|
წყარო:
დათარიღება: წერილი გერმანიიდან თბილისში დაბრუნებამდეა დაწერილი. პირთა ანოტაციები: ბადრიძე ესტატე ივანეს ძე გამოატანეს რაღაც მისთვის გადასაცემად. ომანიძე მირიან დამატებითი ცნობები პიროვნებების შესახებ არ მოგვეპოვება. |
|
|
|
1900 15 სექტემბერი |
|
|
|
|
|
საზღვარგარეთ ორთვიანი მკურნალობის შემდეგბრუნდება თბილისში. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 15 სექტემბრის შემდეგ |
|
|
|
|
|
უბის წიგნაკში იწერს, რა დაუჯდა გერმანიაში მკურნალობა, რამდენი დახარჯა საყიდლებში და მგზავრობაში: დრეზდენამდე, კარლსბადიდან ვენამდე, ვენიდან ვოლოჩისკამდე, ვოლოჩისკიდან ვლადიკავკაზამდე და ვლადიკავკაზიდან თბილისამდე. შესაბამისად, ჩანს გერმანიიდან მისი უკან დაბრუნების მარშრუტიც. |
|
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 10, ავტოგრაფი № 65, ფ. 4, 5. დათარიღება: 15 სექტემბერს თბილისში დაბრუნდა. |
|
|
|
1900 21 სექტემბერი |
|
|
|
|
|
ისაკა უნდილაშვილს დროებით სარგებლობაში აძლევს საძოვარს და უფორმებს ხელწერილს, რომელშიც მითითებულია საფასური. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: უნდილაშვილი ისაკა დამატებითი ცნობები პიროვნებების შესახებ არ მოგვეპოვება. |
|
|
|
1900 24 სექტემბრის შემდეგ |
|
|
|
|
|
იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ ქვეყნდება ილია ჭავჭავაძის ლექსები, ნაწყვეტები მოთხრობებიდან და პოემებიდან. |
|
წყარო:
დათარიღება: ცენზურის ნებართვა გაცემულია 24 სექტემბერს. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. |
|
|
|
1900 7 ოქტომბერი |
|
|
|
|
|
რაფიელ ისარლიშვილი წარწერით უძღვნის მის მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემულ „საქართველოს ისტორიას“. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ისარლიშვილი რაფიელ პეტრეს ძე (1841-1912) ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. |
|
|
|
1900 11 ოქტომბერი |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ინგლისის სამეფო სააზიო საზოგადოების ჟურნალში ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ უილიამ მორფილის მიერ ქართული ლიტერატურის შესახებ გამოქვეყნებული წერილის თარგმანი. ინგლისელი ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას და მის საზოგადოებრივ მოღვაწეობას. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: მორფილი უილიამ რიჩარდ (1834-1909) ინგლისელი ფილოლოგი, ქართველოლოგი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, იკვლევდა სლავურ და ქართულ ისტორიას, ლიტერატურას. |
|
|
|
1900 14 ოქტომბერი |
|
|
|
|
|
თბილისში საძირკველი ეყრება ქართული გიმნაზიის ახალ შენობას (ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსი). ქართველ ინტელიგენციას ფარული ჩანაფიქრი აქვს: თუ ხელისუფლებას უნივერსიტეტის დაარსებაზე დაითანხმებს, იგი ამ შენობაში განათავსოს. მთავრობის ყურადღება რომ არ მიიპყროს, გაზეთი „ივერია“ ამ მშენებლობას მხოლოდ მოკლე ინფორმაციებით ეხმაურება, ილია ჭავჭავაძე კი ცერემონიას საგანგებოდ არ ესწრება. შენობას საძირკველში ატანენ აგურს, რომელსაც ერთ მხარეს აწერია „ქართული გიმნაზია“, მეორე მხარეს – „ქართული უნივერისიტეტი“. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 15 ოქტომბრამდე |
|
|
|
|
|
თელავის მაზრის თავადაზნაურთა სახელით ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი დეპეშით ულოცავს განკურნებას. |
|
წყარო: გაზ. კვალი, 1900, 15 ოქტომბერი, № 42, გვ. 664. პირთა ანოტაციები: ჩოლოყაშვილი (ჩოლოყაევი) ნიკოლოზ (კიკო) ზაალის ძე (1840-1906) პოლკოვნიკი, თელავის მაზრის თავადაზნაურობის მეთაური. ცოლად ჰყავდა ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი ანასტასია. |
|
|
|
1900 24 ოქტომბრამდე |
|
|
|
|
|
ილია ჭავჭავაძეს და რაფიელ ერისთავს ირჩევენ მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ ბუნებათმეცნიერების, ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის საზოგადოების წევრებად. |
|
წყარო:
პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. |
|
|
|
1900 ოქტომბრის ბოლო |
|
|
|
|
|
გაზეთ „კვალში“ ქვეყნდება ოდესის ქართველ სტუდენტთა გადაწყვეტილება, გამოსცენ ილია ჭავჭავაძისა და სხვა ქართველ მოღვაწეთა პუბლიცისტური მემკვიდრეობა. |
|
წყარო:
|
|
|
|
1900 2 ნოემბრის შემდეგ |
|
|
ფოტოგრაფი ტარას მომცელიძე მხატვრულად აფორმებს და ბეჭდავს პლაკატს „ჯგუფი
ქართველ მწერლებისა – 1300“, რომელზეც 29 მწერლის ფოტოა
გამოსახული. ილია ჭავჭავაძის პორტრეტი შოთა რუსთაველის დიდი სურათის
გვერდით, მარჯვნივ არის განთავსებული. პლაკატზე ასევე წარმოდგენილი არიან
(ზემოდან-ქვემოთ და მარცხნიდან-მარჯვნივ) მწერლები: გრიგოლ ორბელიანი,
ვახტანგ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, სულხან-საბა ორბელიანი, ნინო
აბაშიძე-ორბელიანისა, აკაკი წერეთელი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა,
ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილისა, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძისა, გიორგი
წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, რაფიელ ერისთავი, გიორგი ერისთავი, ალექსანდრე
ხახანაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ბაქრაძე, იაკობ
გოგებაშვილი, ანტონ ფურცელაძე, ეგნატე ნინოშვილი, დავით ჩუბინაშვილი,
სერგეი მესხი, ალექსანდრე ყაზბეგი, ივანე მაჩაბელი, მამია გურიელი,
ვაჟა-ფშაველა და მოსე ჯანაშვილი.
|
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, იკონოგრაფიული ფონდი, 1526-ი. დათარიღება: გამოცემას ვათარიღებთ პლაკატზე აღნიშნული ცენზურის ნებართვის გაცემის დროის საფუძველზე.
ფოტო:
პირთა ანოტაციები: მომცელიძე ტარას მხატვარი და ფოტოგრაფი.
რუსთაველი შოთა - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი.
ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის)
ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, საედრო და საზოგადი მოღვაწე,
ინფანტერიის გენერალი.
ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე (1812-1890) პოეტი რომანტიკოსი, ერეკლე II ასულის თეკლა ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი, 1832 წლის შეთქმულების ინიციატორი, მომრიგებელი მოსამართლე.
ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე
(1786-1886) რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი,
მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა
და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.
ორბელიანი სულხან-საბა (1658-1725) მწერალი, მეცნიერი, განმანათლებელი, პოლიტიკური მოღვაწე, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი.
ორბელიანი (აბაშიძე-ორბელიანისა)
ნინო სვიმონის ასული (1838-1919) პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე და
ქველმოქმედი. დაქვრივებულს ნათესავებმა სახლ-კარი წაართვეს და გარდაიცვალა
ღარიბთა თავშესაფარში.
წერეთელი აკაკი როსტომის ძე
(1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო
მოღვაწე. თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი.
თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე
რევაზის ასული (1851-1938) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის
საიუბილეო კომიტეტის წევრი.
ერისთავი-ჯორჯაძისა ბარბარე დავითის
ასული (1811-1895) რაფიელ ერისთავის და, რომანტიკოსი პოეტი, კრიტიკოსი,
დრამატურგი.
წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე
(1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”,
შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.
ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე
(1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი
და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს
რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთერთი ფუძემდებელი. ერისთავი გიორგი დავითის ძე (1813-1864) დრამატურგი, პოეტი, ქართული თეატრის დამაარსებელი, წერდა „გლუხარიჩის“ ფსევდონიმით. ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912) ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“. მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925) ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი, გაზ. „თემის“ რედაქტორი.
ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე
(1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე
(1839-1913) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის
გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის
დედასა“ და სხვა ჟურნალებში. ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893) პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. გურიელი მამია დავითის ძე (1836-1891) გურიის მთავართა შთამომავალი. პოეტი რომანტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე. ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915) პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი. ჯანაშვილი მოსე გიორგის ძე (1855-1934) ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1920 წლიდან თსუ-ს პროფესორი. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
1900 12 ნოემბერი |
|
|
საზღვარგარეთ მკურნალობის გამო აღებული ოთხთვიანი შვებულების შემდეგუბრუნდება გაზეთ „ივერიის“ რედაქტორობას. |
|
წყარო:
|
1900 12 ნოემბრის შემდეგ |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში აკითხავენ ახალგაზრდა რევოლუციონერები მიხეილ ქეშელაშვილი და ხარატი გ. კიკვიძე, რომლებსაც აინტერესებთ გერმანული გამოცდილება ხელოსნობასა და სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით. ილია ჭავჭავაძე ესაუბრება და აძლევს რჩევებს. |
|
წყარო: დ. ხორგუაშვილი, ილია ჭავჭავაძე სოფ. წინარეხში, გაზ. „გამარჯვება“,1962, № 113 ,გვ. 4. პირთა ანოტაციები: ქეშელაშვილი მიხეილ რკინიგზის ხელოსანი, რევოლუციონერი. კიკვიძე გ. პიროვნების სახელი უცნობია. |
|
|
|
|
|
|
1900 16 ნოემბერი |
|
|
თხოვნით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს, „ივერიის“ დროებით რედაქტორად ექვსი თვის ვადით დანიშნონ ალექსანდრე სარაჯიშვილი, რადგან თავად ექიმების მითითებით ჯერ კიდევ ეკრძალება მუშაობა. |
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 12, საქმე 2969, ფურ. 2; ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები. „საისტორიო მოამბე“, № 3, 1947, გვ. 256-257; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 216, 473-474. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. |
|
|
|
|
|
|
1900 21 ნოემბერი |
|
|
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე ირჩევენ საქართველოს რუსეთთან შეერთების აღსანიშნავი ღონისძიებების გასატარებლად შექმნილ 25-კაციან კომისიაში. ჩვენთვის უცნობია, გააპროტესტა თუ არა მან არჩევა კომისიის წევრად, რომელსაც უნდა უზრუნველეყო იმ დღის საზაიმო აღნიშვნა, რომელიც მისი აზრით დამღუპველი იყო საქართველოსთვის, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ამ კრებაზევე დამტკიცებული სადღესასწაულო პროექტით გათვალისწინებულ არცერთ ღონისძიებაში მისი სახელი აღარ მოიხსენიება და ამ იუბილეს არცერთი სტატიით არ ეხმიანება. |
|
წყარო: გაზ. „კვალი“, 1900, № 48, გვ. 763; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1900, № 1307. |
|
|
|
1900 24 ნოემბერი |
|
|
|
|
|
კავკასიის საცენზურო კომიტეტი მთავარმართებლის კანცელარიას წერილობით აცნობებს „ივერიის“ რედაქტორ ილია ჭავჭავაძის ოთხთვიანი შვებულებიდან დაბრუნების შესახებ. |
|
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 1947, გვ. 256. |
|
|
|
1900 28 ნოემბრის შემდეგ |
|
|
|
|
|
იღებს წერილს იტალიელი მეცნიერის ედგარდო მადალენასაგან. ადრესანტი სთხოვს ბიბლიოგრაფიული ნაშრომისათვის „გოლდონი იტალიის გარეთ“ მიაწოდოს ცნობები დრამატურგ კარლო გოლდონის ნაწარმოებთა ქართული თარგმანების შესახებ. |
|
წყარო: ზაირა სტურუა, ილია ჭავჭავაძე და ედგარდო მადალენა, ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1986, № 10, 4 ივლისი, გვ. 12; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 219, 476-477. დათარიღება: წერილი 28 ნოემბრით არის დათარიღებული. პირთა ანოტაციები: მადალენა ედგარდო (1867-1909) იტალიელი მეცნიერი, ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსი, ბავშვობიდან იყო გატაცებული კარლო გოლდონის შემოქმედებით. გოლდონი კარლო (1707-1793) იტალიელი დრამატურგი. |
1900 30 დეკემბერი |
|
|
|
|
|
სახალხო თეატრში გამართულ კონცერტზე კიტა აბაშიძე კითხულობს ილია ჭავჭავაძის ლექსს „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“. |
|
წყარო: გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, 1 იანვარი, №1343, გვ. 6. პირთა ანოტაციები: აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917) ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. |
|
|
|
1900 |
|
|
|
|
|
ბარონი დე ბაი პარიზში გამოსცემს წიგნს თბილისურ შთაბეჭდილებებზე. მასში ილია ჭავჭავაძის პოეზია შეფასებულია, როგორც „ქრისტიანული, პატრიოტული და ფილოსოფიური“, ავტორის შესახებ კი ნათქვამია, რომ იგი გამოირჩევა უაღრესად პროგრესული აზროვნებით. |
|
წყარო: გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, 30 იანვ. № 1369, გვ. 3; Baye, Joseph de. Tiflis: Souvenirs d’une mission, Paris, 1900. პირთა ანოტაციები: ბარონ დე ბაი ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო (1853-1931) ცნობილი ფრანგი არქეოლოგი, ავტორი წიგნისა „პრეისტორიული არქეოლოგია“. 1897 წელს დაინტერესდა საქართველოთი და არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა ჩვენი ქვეყნის შესაახებ. |
1900 |
|
|
|
|
|
გაზეთ „ივერიაში“ საახალწლოდ გამოქვეყნებულ მის სტატიას ეხმაურება გაზეთი „კვალი“ და ვრცელ ამონარიდებს ბეჭდავს თავის ფურცლებზე. |
|
წყარო: გაზ. „კვალი“, 1900, № 2. |
|
|
|
1900 |
|
|
|
|
|
ჟურნალ „მოამბეში“ „ლალის“ ფსევდონიმით იბეჭდება გიორგი ლასხიშვილის „შინაური მიმოხილვა“, რომელიც მთლიანად ეძღვნება თსს ბანკს და მისი თავმჯდომარის, ილია ჭავჭავაძის როლს ამ ბანკის საქმიანობაში. |
|
წყარო: ჟურნ. „მოამბე“, 1900, № 4, განყ. 2, გვ. 69-87. პირთა ანოტაციები: ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1866-1931) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თანამშრომლობდა „ივერიაში“ იბეჭდებოდა ფესვდონიმით „ლალი“. პარიზში გამოსცემდა გაზეთ „ცნობის ფურცლის“. |
|
|
|
1900-დან |
|
|
|
|
|
უბის წიგნაკში იწერს წიგნის მაღაზიის მისამართს და იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძინა ან უნდა შეიძინოს. |
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 8, 11. დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ შეძენილი წიგნების გამოცემის წლებიდან ყველაზე გვიანდელის საფუძველზე. |
|
|
|
1900-დან |
|
|
|
|
|
უბის წიგნაკში რუსულად იწერს წიგნების ჩამონათვალს და მათ ფასებს. |
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 10-13 (წიგნაკის უკანა მხრიდან). დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ შეძენილი წიგნების გამოცემის წლებიდან ყველაზე გვიანდელის საფუძველზე. |