საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 26, გვ. 6. პირთა ანოტაციები: ხარლამპიევი კონსტანტინე დუშეთის მაზრის მკვიდრი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 138, № 26, გვ. 2. პირთა ანოტაციები: კაზაროვი გრიგოლ არტემის ძე დუშეთის მაზრის მკვიდრი. მედაპოვის როსტომ დუშეთის მაზრის მკვიდრი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 710. პირთა ანოტაციები: მემარნეშვილი ბასილა სოფელ იკოთის მოსამართლე. ფიცხელაური ბეჟან სოფელ იკოთელი თავადი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 546. პირთა ანოტაციები: კახობერიშვილი გიორგი საგურამოს თემის სოფელ ზაქარას მცხოვრები გლეხი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 70, გვ. 4. პირთა ანოტაციები: ავსაჯანიშვილი გლახა დუშეთის მაზრის მცხოვრები. ავსაჯანიშვილი აკა დუშეთის მაზრის მცხოვრები. გაზ. „დროება“, 1882, № 94, გვ. 1; № 95, გვ. 1. გაზ. „ივერია“, 1895, № 97. პირთა ანოტაციები: არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი
ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი
დასი. გაზ. „კვალი“, 1900, № 19. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“
რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921
წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. ყიფიანი პავლე (პალიკო) როსტომის ძე (1864-1931) თსს ბანკის დირექტორი, ხაზინადარი და ბაქოს სააგენტოს მმართველი. გაზ. „შრომა“, სურათებიანი დამატება, 1906, 7 მაისი, № 10, გვ. 1. პირთა ანოტაციები: როტერი იოსებ გერმანელი ფერმწერი, ილუსტრატორი და კარიკატურისტი. 1906- 1914 წლებში ცხოვრობდა
თბილისში და თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალებთან. გაზ. „კვალი“, 1900, № 19. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“
რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921
წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. ყიფიანი პავლე (პალიკო) როსტომის ძე (1864-1931) თსს ბანკის დირექტორი, ხაზინადარი და ბაქოს სააგენტოს მმართველი. გაზ. „შრომა“, სურათებიანი დამატება, 1906, 7 მაისი, № 10, გვ. 1. პირთა ანოტაციები: როტერი იოსებ გერმანელი ფერმწერი, ილუსტრატორი და კარიკატურისტი. 1906- 1914 წლებში ცხოვრობდა
თბილისში და თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალებთან. Думский сборник. I. Государственная дума первого созыва (27 апреля-8 июля
1906 года), приложение к газете «Товарищ» Санкт-Петербург, 1906. დათარიღება: მართალია, სახელმწიფო საბჭომ მუშაობა 27 აპრილს დაიწყო, მაგრამ ილია ჭავჭავაძე
პეტერბურგში მხოლოდ 6 მაისს ჩავიდა. სიდამონიძე ვ. უცნობი მოგონება ილია ჭავჭავაძეზე, (ვახტანგ გიორგის ძე
წინამძღვრიშვილის მოგონება. ინფორმაცია მიუწოდებია თავისი ნათესავის, ტერიშვილის
ქმარს, რომელიც პეტერბურგში მეფის კარზე მსახურობდა), გაზ. “სახალხო განათლება”,
1980, 5 ნოემბერი, გვ. 4. მეორე მხრივ, იმპერატორ ნიკოლოზ II-ის დღიურებში,
რომლებშიც დაწვრილებითაა აღწერილი მისი ყოველი დღე, ილია ჭავჭავაძე ნახსენები არ
არის (იხ. გიორგი აბაშიძე, „ილია ჭავჭავაძე“, თბ. 2005, გვ. 171). პირთა ანოტაციები: ნიკოლოზ II (ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი) (1868-1918) რუსეთის იმპერატორი 1894-1917 წლებში. დახვრიტეს კომუნისტებმა ოჯახთან ერთად.
1868
7 მაისი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში მიჰყავთ უზომოდ მთვრალი დუშელი
კონსტანტინე ხარლამპიევი, რომელსაც ბრალად ედება დუქანში ჩხუბის ატეხვა და
ხმლით ადამიანებზე გაწევა. ილია ჭავჭავაძის განჩინებით მას
გამოსაფხიზლებლად ტოვებენ ჰაუპტვახტში.
წყარო:
7 მაისი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში აგრძელებს გრიგოლ კაზაროვის საჩივრის
განხილვას როსტომ მედაპოვის წინააღმდეგ. ირკვევა, რომ მთვრალ მდგომარეობაში
მყოფმა მედაპოვმა მართლაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომჩივანს. მან
ბრალი აღიარა და პატიება სთხოვა დაზარალებულს. რამდენადაც სასამართლოშივე
მოხდა მათი შერიგება და ბრალმდებელმა ითხოვა საქმის შეწყვეტა, თხოვნა
დაკმაყოფილდა.
წყარო:
7 მაისი
როგორც დუშეთის მომრიგებელი მოსამართლე, სასამართლოში გამოცხადების
მოთხოვნით უწყებას უგზავნის სოფელ იკოთის მოსამართლე ბასილა მემარნეშვილს
აზნაურ ბეჟან ფიცხელაურის საქმის განხილვასთან დაკავშირებით.
წყარო:
7 მაისი
როგორც დუშეთის მომრიგებელი მოსამართლე, სასამართლოში გამოცხადების მოთხოვნით
უწყებას უგზავნის ბრალდებულ გიორგი კახობერიშვილს.
წყარო:
7 მაისი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში ეცნობა გლახა და აკა ავსაჯანიშვილების
საქმეს, რომლებმაც უარი თქვეს პოლიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე
დაეტოვებინათ ადამ ყარანგოზოვის კუთვნილი მამული. იბარებენ ბრალდებულებსა
და მოწმეებს.
წყარო:
1882
7 მაისი
ესწრება თავადაზნაურთა კრებას, რომელზეც განიხილავენ სკოლებში ქართულის
სწავლებისა და სწავლის საფასურის გადახდის საკითხებს. მოითხოვს გადამხდელთა
ხუთ კატეგორიად დაყოფას და მხარს უჭერს გორელთა წინადადებას, რომ ქართულის
მასწავლებლის უფლებები გაუთანაბრდეს რუსულისას. წინადადება მტკიცდება 131
ხმით 14-ის წინააღმდეგ.
წყარო:
1895
7 მაისი
მონაწილეობს თბილისის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს
თსს ბანკის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლისა და გრიგოლ არწრუნისეული
ქარვასლის შეძენის საკითხებს.
წყარო:
1900
7 მაისი
გაზეთ „კვალში“ ნოე ჟორდანია აქვეყნებს წერილს „პალ. ყიფიანის საქმე“,
რომელიც ეხება თსს ბანკის დირექტორისა და ბაქოს სააგენტოს მმართველ პავლე
ყიფიანის მიერ თანხის გატაცებას. სტატიის ავტორი წერს, რომ ეს ილია
ჭავჭავაძის უყურადღებობისა და დაუდევრობის გამო მოხდა.
წყარო:
1906
7 მაისი
გაზეთ „შრომის“ სურათებიან დამატებაში იბეჭდება გერმანელი მხატვრის იოსებ
როტერის ილუსტრაციები: სახელმწიფო საბჭოს წევრის ილია ჭავჭავაძის გაცილება
ტფილისის რკინისგზის სადგურზე ორ მაისს.
წყარო:
1900
7 მაისი
გაზეთ „კვალში“ ნოე ჟორდანია აქვეყნებს წერილს „პალ. ყიფიანის საქმე“,
რომელიც ეხება თსს ბანკის დირექტორისა და ბაქოს სააგენტოს მმართველ პავლე
ყიფიანის მიერ თანხის გატაცებას. სტატიის ავტორი წერს, რომ ეს ილია
ჭავჭავაძის უყურადღებობისა და დაუდევრობის გამო მოხდა.
წყარო:
1906
7 მაისი
გაზეთ „შრომის“ სურათებიან დამატებაში იბეჭდება გერმანელი მხატვრის იოსებ
როტერის ილუსტრაციები: სახელმწიფო საბჭოს წევრის ილია ჭავჭავაძის გაცილება
ტფილისის რკინისგზის სადგურზე ორ მაისს.
წყარო:
1906 7 მაისი - 8 ივლისი
მონაწილეობს რუსეთის სახელმწიფო საბჭოს პირველი სესიის სხდომებში.
წყარო:
7 მაისი - 12 ივლისი
რუსეთის სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ილია ჭავჭავაძის სიტყვით გამოსვლის
შემდეგ ნიკოლოზ II გამოთქვამს მისი გაცნობის სურვილს და იწვევს აუდიენციაზე.
იგი იმპერატორზე უაღრესად გონიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
წყარო: