![]() |
ლიტერატურული ნარკვევები |
![]() |
1 სარჩევი |
▲ზევით დაბრუნება |
ცაიშვილი სოლომონ
ლიტერატურული ნარკვევები / ნ. ტატიშვილი ; [წიგნი შეადგ. და წინასიტყვ. დაურთო ს. ხუციშვილმა]. თბ. : ლიტერატურა და ხელოვნება, 1965.
შინაარსი
მიხეილ ბარათაშვილი
საქართველოს ისტორიის მკვლევარი
მამია გურიელი
დაუცხრომელი მოამაგე,
პეტრა ჭარაია–სახალხო განათლების მოღვაწე და ლიტერატორი
თავდადებული რაინდი
კირილე წუთისოფლელი (კ. ჯავახია)
„გულბათ“,
ერთი სახლის თავგადასავალი
დიდი მწერლის სოფელში
ა. წერეთელი ზუგდიდში
მწერლის დღიურიდან
იონა მეუნარგია და ქართველ რომანტიკოსთა პირველი ბიოგრაფები
იოანე გეგეჭკორი თუ კოლხიდელი
![]() |
2 ერთი სახლის თავგადასავალი |
▲ზევით დაბრუნება |
სახლის თავგადასავალი სახლი ოჯახსაც ნიშნავს და მთელ საგვარეულოსაც, ხან კიდევ ერთ რომელიმე ნაგებობასაც,
რომელშიც უთუოდ ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ. უადამიანოდ მას, ცხადია, არავითარი
სახლის თავგადასავალი არ ექნება და მით უფრო ის ტორიის რომელიმე ფურცელზე
მოსაგონარი. ის სახლი, რომლის თავგადასავალი ქვემოდ იქნება მოთხრობილი, სამი
ცალცალკე, სხვადასხვა დროის ნაგებობისაგან შედგებოდა: 1. ძველი ლაზური ოდა ხისა; 2.
ქვითკირის ორსართულიანი პატარა შენობა; 3. უფრო გვიანდელი, ახალი ყაიდის, ხის,
მაგრამ გარედან შელესილი რვაოთახიანი დიდი ოდასახლი. ამჟამად ადგილზეა მხოლოდ
სამოციან წლებში ნაგები ქვითკირის თეთრი შენობა, რომელიც ბევრი საგულისხმო ფაქტისა
და დასამახსოვრებელი მომენტის მოწმეა ჩვენი კულტურის წარსულიდან. და ეს იმიტომ, რომ
ერთ დროს ეკუთვნოდა ცნობილ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს იონა მეუნარგიას,
როგორც მამისაგან მემკვიდრეობით მიღებული. იგი დღესაც დგას თავის ადგილას, სოფელ
ცაიშში, ადგილობრივ მკვიდრთაგან დაცული და პატივცემული.
თუ ამ სახლის თავგადასავალს თავიდანვე დავიწყებთ, მაშინ პირველ რიგში უნდა
დავასახელოთ ამ ოჯახის შემქმნელი და დამაარსებელი პეპუ მეუნარგია. იგი ცნობილი
მოქანდაკე, მხატვარი და ოქრომჭედელი იყო. პროფ. შ. ამირანაშვილის მონოგრაფიულ
ნაშრომში („ლომისი“ № 6, 7, 1922 წ.) გარკვეულია მისი ამ დარგის შემოქმედებითი
მემკვიდრეობა. გრ დადიანის (1814—1901) ცნობით, ეს პეპუ მეუნარგია ალექსანდრე
ჭავჭავაძეს ახლდა მის პატივსაცემად სპეციალურად გამართულ ნადირობაზე 1841 წ., როცა
ის თავის ქალსა და სიძეს ესტუმრა სამეგრელოში. პეპუს ცნობილ მარეკებს პოეტის
სამოქმედო მხარისაკენ მიულალავთ თუ სადმე შველი და ირემი მოიძეოდა ამ მიდამოში.
სწორედ ამ ხანებშივე. ასტუმრა გრ. დადიანმა (მწერლობაში კოლხიდელი) ამ წმ. ხატების
მქანდაკსა და ამომყვანს, რუსი პოეტი ი. ბარტდინსკი, რომელიც სამი წლის განმავლობაში
ზუგდიდში იყო და რუსთაველის გენიალურ ქმნილებას თარგმნიდა რუსულ ენაზე. ეს ის
პირველი თარგმანი იყო, რომლითაც რუსი მკითხველი გაეცნო რუსთველის გენიას
პეტერბურგის გაზეთ „ილუსტრაციო ენის“ (1846 წ. № 6, 7) ფურცლებიდან. ამ სოფელში და
მის მიდამოებში მიღებული შთაბეჭდილება ი. ბარტდინსკის გრ. დადიანისადმი მიძღვნილ
ლექსში აქვს ასახული.
1847 და 1848 წლებში ამ ოჯახის სტუმრები იყვნენ ცნობილი რუსი მოგზაური — არქეოლოგი
ა. ნ. მურავიოვი და გამოჩენილი ქართველოლოგი მარი ბროსე. მათ ორივეს პეპს უფროსი
ვაჟი მიხეილი დახვდა გზამკვლევლად და ამხსნელად ცაიშის საკათედრო ტაძარში დაცულ
სიძველეებისა, ადგილობრივი ძეგლებისა და არქეოლოგიური ნაშთებისა.
ეს ოჯახი იყო მუდმივი მასპინძელი დავით და ეკატერინე დადიანებისა, რომელთაც
1841—1848 წლებში ოთხი მცირეწლოვანი შვილი დაკრძალეს ცაიშის კათედრალში, ხოლო
ერთადერთი ასული 1848 წ. დაბადებული სალომე (შემდეგ მიურატზე გათხოვილი),
აღსაზრდელად მიხეილის დას მისცეს. ამ ძიძაობას მოჰყვა ოჯახის კიდევ უფრო
დაწინაურება. მიხეილი, როგორც მარტვილის სასულიერო სასწავლებლის კურ დამთავრებული,
მღვდლად ეკურთხა და მალე ცაიშის საკრებულო ტაძრის ბლაღოჩინი და სამთავრო კარის
მოძღვარი გახდა.
ეს მოხდა 1885 წლის გაზაფხულზე. ილია ჭავჭავაძემ, როგორც წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ, საჭიროდ სცნო თვითონვე ყოფილიყო მეთაური
იმ კომისიისა, რომელსაც ამ საგანძურის ადგილზე ჩაბარება და თბილისში ჩამოტანა
დაეკისრა. კომისიაში შედიოდნენ: ილია ჭავჭავაძე, დავით ერისთავი, იონა მეუნარგია,
ვასილ მაჩაბელი, გიგა ყიფშიძე, სამსონ ყიფიანი და სიმონ ღოღობერიძე. კომისიამ
პირველად ჩაიბარა გორდის საზაფხულო სასახლეში დაცული არქივი, რომლის სრული კატალოგი
კომისიის ჩამოსვლამდე უკვე შეედგინა აკაკი წერეთელს. ამის შემდეგ კომისია
ზუგდიდისაკენ გაემგზავრა იქაური კოლექციის ჩასაბარებლად. მუშაობის დასრულების
შემდეგ კომისია და ილიას შესახვედრად მოსული მწერალი ნიკო დადიანი, მექი ფაღავა და
სხვ. იონა მეუნარგიამ თავის სახლში მიიწვია. მამა გაფრთხილებული ჰყოლია და ისეთი
ნადიმი გაუმართეს სასურველ სტუმრებს, რომ აქაურ მკვიდრთ დღემდე არ დავიწყებიათ ილია
ჭავჭავაძის მოსვლა და არც ეს ნადიმი. თვითონ ი. მეუნარგია თავის მოგონებებში წერს:
1885 წ., როცა ილია ჩამოვიდა სამეგრელოს მთავრის ბიბლიოთეკის ჩასაბარებლად, ისე
გამხიარულდა, რომ ბანძას, მექი ფაღავასთან და ჩემთან ცაიშში სულ „ფარინა-ფარინა
იმღერა და ფერხულით გული იჯერაო“.
ილიას ეს სიმღერა შემდეგ მთელ ამ მხარეში გავრცელებულა, რის მოწმე ამ სტრიქონების
ავტორიც არის. მაგრამ ყველაზე უფრო დიდი სახსოვარი, რომელიც ილიას ამ სტუმრობამ
დაუტოვა აქაურ მკვიდრთ, ეს არის ნადიმის მეორე დღეს, გამოთხოვების წუთებში ილიას
ნათქვამი: — „სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახეო“. იონას მამა მიხეილი მეტად
აღფრთოვანებია ამ სიტყვებს და სტუმრების წასვლის შემდეგ ხალხისათვის მიუმართავს: —
„დიდი ბრძენი და ჭკვიანი კაცია ილია, იცის თუ სად რის თქმაა საჭირო. ეს სიტყვები
ახლა ჩვენი კუთხისათვის მალამოაო“.
სამი თვით ადრე ილიას სტუმრობისა, ამ სახლში 4–5 თვე ისხდნენ ავსტრიელი მწერლები —
ცოლ-ქმარი, ბერტა და არტურ სუტნერები და ფრანგი ჟურნალისტი — ორიენტალისტი ქ. მურიე
და უკანასკნელ რედაქციას უკეთებდნენ „ვეფხისტყაოსნის“ ი. მეუნარგიასეულ ფრანგულ
თარგმანს. აქ ისიც, გასახსენებელია, რომ ამ პოემის თარგმნის იდეა მის მთარგმნელს
ჯერ კიდევ 1877 წ. დაებადა, როცა ის დიდ ფრანგ მწერალ ვიქტორ ჰიუგოსთან დარბაზობდა,
სადაც საუბარი ჰქონდათ „საქართველოზე, რუსთაველზე და მის ვეფხისტყაოსანზე“. ვ.
ჰიუგოს მხოლოდ შორიდან გაუგონია რუსთაველი და მის პოემაზე კი წარმოდგენა არა
ჰქონია, რამაც ახალგაზრდა ქართველ ლიტერატორს გული ატკინა და იქვე გადაწყვიტა ისე
მომზადებულიყო ფრანგული ენის ცოდნით, რომ შესძლებოდა რუსთაველის გენიალური
ქმნილების თარგმნა ფრანგულ ენაზე. მას, ამ მისთვის სანუკვარი ოცნების
განხორციელების მომენტიც დაუდგა.
1881 წ. ქართველ მოღვაწეთაგან შემდგარ რუსთაველის პოემის ტექსტის დამდგენი
რედაქციისა და პირადად მისი თავმჯდომარის ილია ჭავჭავაძის დავალებით, ი. მეუნარგია
შეუდგა ამ დიდი საქმის შესრულებას იმ მიზნით, რომ მხატვარ მ. ზიჩის მისთვის გასაგებ
ენაზე წაეკითხა რუსთველის ქმნილება, რომელსაც იმ ხანებში ასურათებდა. ეს ილუსტრაცია
დაერთო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის მდიდრულ გამოცემას. ამ სარედაქციო მუშაობის
პროცესში დაუწყიათ სუტნერებს პოემის თარგმნა გერმანულ ენაზე. ამის შესახებ ერთ
კერძო ბარათში ი. მეუნარგია სწერდა ნ. ნიკოლაძეს, რომ „გერმანულ ენაზე უფრო ადვილი
სათარგმნი ყოფილა „ვეფხისტყაოსანი“, ვიდრე ფრანგულზე, რადგან ქართული ფრაზა
ფრანგულში იცვლება, და გერმანულში კი პირდაპირ გადადისო“.
1882–83 წ. ამ სახლში იონას კონსულტაციით, მასალების მიწოდებით და უშუალო
დახმარებით ქ. მურიემ შეადგინა თავისი სქელტანიანი ნაშრომი „სამეგრელო“, რომელიც
1884 წ. ოდესაში გამოიცა ფრანგულ ენაზე.
ამ სახლისა და ამ ოჯახის სასურველი სტუმარი იყო გიორგი წერეთელი, რომელმაც თავისი
დიდი რომანი „გულქანის“ პირველ თავში აღწერა ამ სახლის მიდამოები; ამ ოჯახის ხშირი
სტუმრები იყვნენ ნიკო ნიკოლაძე და - იაკობ ფანცხავა, (ფხა) ვიდრე ნიკო ფოთის თავი
იყო და იონა მის მოადგილედ. ამ სახლში რამდენჯერმე ყოფილა სტუმრად განათლებული და
მჭევრმეტყველი გაბრიელ ეპისკოპოსი, ვიდრე ცოცხალი იყო მამა მიხეილი. 1912 წელს აქვე
ესტუმრა იონას დიდებული მგოსანი აკაკი.
1914 წ. პოეტმა პაოლო იაშვილმა ამ ოჯახს აწვია გამოჩენილი რუსი პოეტი კ. ბალმონტი.
მან იონას თხოვა მისგან ფრანგულ ენაზე გადათარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი
ეგზემპლარი, რათა გამოეყენებინა თავის მიერ განზრახ ხულ რუსული თარგმანისათვის.
თავაზიანმა მასპინძელმა ეს გამოუცემელი და ერთადერთი ეგზემპლარი კოლოსალური
ნაშრომისა, უყოყმანოდ დაუთმო ძვირფას სტუმარს, ცხადია, დროებით და განზრახული
საქმის ბრწყინვალედ დაგვირგვინება უსურვა. ეს ხელნაწერი ამჟამად ბალმონტის
არქივშია, იგი ავტორს არ დაბრუნებია.
1912—19 წლებში სხვადასხვა დროს ამ სახლის სტუმრები იყვნენ რიგი სამეცნიერო
ექსპედიციებისა, რომელთაც კი ამ კუთხეში უმოგზაურიათ. მაგალითად, ნიკო მარი, იოსებ
ყიფშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, თედო სახოკია, მრავალი რუსი ღა უცხოელი მოგზაური,
რომელთა სახელები ამჯერად ვერ დაგვიდგენია. 1912 წელს იონას ხანგრძლივი სტუმარი იყო
ევროპელი მოგზაური როჰანი, რომელმაც აღწერა იმდროინდელი სამეგრელო და პარიზში
წიგნიც გამოსცა. 1906 წ. ამ ოჯახის სასურველი სტუმარი იყო რევოლუციურ მოძრაობასთან
დაკავშირებით ამ მხარეს ჩამოსული ალ. ყიფშიძე (ფრონელი) — იონას სემინარიელი
ამხანაგი და მეგობარი მწერლობაში.
900-იან წლების შემდეგ ამ ოჯახთან სხვადასხვა დროს დადიოდნენ იონასთან ლიტერატურული
საქმიანობით დაკავშირებული მწერლები და მოღვაწეები: კ. თათარიშვილი (უიარაღო, იპ.
ვართაგავა, ლეო ქიაჩელი, არ. ჭუმბაძე, ჯ. ჯორჯიკია, მ. გობეჩია და სხვ. როგორც
დათარიღებიდან ჩანს, აქ დაუწერია იონა მეუნარგიას თავისი მონოგრაფიების დიდი
უმეტესობა; აქვე ამ მისამართზე მოსდიოდა მას წერილები ილიასი, აკაკისა, ნ.
ნიკოლაძისა, დ. ერისთავისა, ივ. მაჩაბლისა, პ. უმიკაშვილისა, დუტუ მეგრელისა, ვ.
ბარნოვისა, დავ. გურამიშვილისა, ნ. ლომოურისა, კ. ლორთქიფანიძისა, ი.
გოგებაშვილისა, თედო ჟორდანიასი, ილია და ალექსანდრე ჭყონიებისა, ნ. ყიფიანისა, დ.
სულიაშვილისა, ი. გრიშაშვილისა, პ. გოთუასი, კ. მესხისა, ალ. ფრონელისა, გ.
ყიფშიძისა, ანასტასია მაჩაბლისა, ელ. ერისთავისა, არტურ ლაისტისა, ერნსტ რენანისა,
ელიზე რეკლიუსი, ანროშფორისა, კ. ბალმონტისა და სხვათა...
აღნიშნული სახლი დღემდე შენახულია მისი პირვანდელი სახით. იგი დგას სოფლის იმ
ადგილას, რომლის შესახებ თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებიდან ნინო ნაკაშიძე
გადმოგვცემს: — „თვალს ვერ ვაშორებდი სოფლების ლამაზ მდებარეობას, განსაკუთრებით
ჩამრჩა გონებაში სოფელ ცაიშის სანახაობა... ასე მეგონა, რაღაც ზღაპრულ ქვეყანას
ვხედავ-მეთქი. მომხიბლავი იყო აგრეთვე ოდების წინ ამწვანებული სუფთა, ფართო ეზოები“
(მოგონებები, გვ. 208). ერთ-ერთი ეს ფართო ეზოთაგანი ეკუთვნოდა იმ სახლს, რომლის
თავგადასავალს მოკლედ მაინც გავეცანით. ამჟამად ის სახლის დანიშნულებას არ ასრულებს
და მაშასადამე, სახლიც არ არის, მასში არავინ ცხოვრობს. კარგა ხანია მას შემდეგ,
რაც ამ ოდესმე მჩქეფარე სიცოცხლით სავსე სახლს სიცარიელე და დუმილი დაუფლებია.
მაგრამ ამგვარი წარსულის მქონე სახლისათვის სიცოცხლის კვლავ დაბრუნება და ისიც უფრო
სხვაგვარი, ფართო, ხალხური ხასიათისა, არც ისე მძიმე და განუხორციელებელი რამ
საზრუნველია; არც ის იქნებოდა უსაფუძვლო თუკი ასეთი სურვილი დაიბადება. ამ
ინფორმაციის შედგენაც თავისთავად მოწმობს იმას, რომ ეს სურვილიც სადღაც უკვე
ჩასახულია და თუ მას განხორციელების შესაძლებლობაც მოჰყვება, უთუოდ დიდად
სასარგებლო იქნებოდა საბჭოთა საქართველოს არა მარტო ამ კუთხისათვის, არამედ
საერთოდ, ქართული კულტურისათვისაც. ხალხის სურვილია, რომ ეს სახლი მემორიალურ კერად
და ნაკრძალად იქცეს — ატაროს მისი სახელი, ვინც აქ დაბადებულა, დავაჟკაცებულა,
მოქმედებდა ქართულ მწერლობაში, მოწინავე საზოგადოებაში და აქვე გარდაცვლილა და
დაკრძალულა. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ლიტერატურაში ცნობილი
მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურისა და მწერალთა ცხოვრების მემატიანე,
ქართველ პლუტარქად წოდებული -- იონა მეუნარგია უეჭველად ღირსია ამ სახსოვარისა.
ამგვარს ტრადიციულსა და მხარეში გავლენიან სახლში დაიბადა 1852 წ. იონა მეუნარგია,
რომელიც ახალმა აღზრდამ და მაღალმა განათლება -ახალი იდეებით აღჭურვა. მას მოჰყვა
ოჯახის გარდაქმნაც, ახალი მიმართულებითა და შინაარსით გამდიდრება. იგი ამ კუთხის
ერთგვარი კულტურული კერა შეიქმნა, საიდანაც ვრცელდებოდა, — როგორც ამას გაზეთი
„ივერია“ (1886 წ. № 15—111.) მოგვითხრობს, — წერა-კითხვა, ქართული ენა, კულტურა და
სიყვარული ქართული მწერლობისადმი; ხშირად აქვე წყდებოდა ამ კუთხის
სწავლა-განათლების საკითხებიც. ამ სახლის იშვიათი და საყვარელი სტუმარი იყო იმ
ხანებში ზუგდიდის მაზრის უფროსი — გამოჩენილი ქართველი პოეტი — რაფიელ ერისთავი. აქ
ხშირად ყოფილა სენაკის მაზრის უფროსად ნამყოფი შესანიშნავი მე– მუარების —
„სამეგრელო და სვანეთის“ ავტორი — კორნელი ბოროზდინი. აქვე დადიოდნენ კოლხიდელი
(გრ. დადიანი), მისი ძმა კონსტანტინე, რომელიც ცაიშშივეა დაკრძალული, სალომე და
აშილ მიურატები თავისი შვილებით, დავითისა და ეკატერინეს უფროსი ვაჟი ნიკოლოზი,
რომელმაც იონა მეუნარგიას და ვასილ მაჩაბლის რჩევით, მამის დანატოვარი ქართული
ხელნაწერების მდიდარი ბიბლიოთეკა, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ
საზოგადოებას“ შესწირა. ამ შემოწირულებას ქართველი საზოგადოება და მაშინდელი
მოწინავე პრესა დიდი ზეიმით შეხვდა. „ივერიამ“ მას დიდი განძის შემოწირულება უწოდა
და თავის ფურცლებზე მოათავსა მისი სრული აღწერილობა. ჩვენ აქ, ამ შემოწირულების, ამ
ძვირფასი საგანძურის, აღნიშნულ საზოგადოებისათვის ჩაბარებაზე გვმართებს შეჩერება.