„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947. პირთა ანოტაციები: იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა.
ჭავჭავაძეთა კარის ეკლესია ყვარელში მისი სახელობისა იყო. გაზ. „დროება“, 1874, № 409, გვ. 2; დ. მესხი, „მოგონებანი“, თბ., 1940. პირთა ანოტაციები: ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 111. პირთა ანოტაციები: მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო
სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა
სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი
ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898) პირველი ქართველი ფოტოგრაფი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა
ფოტოგრაფიული სტუდია „რემბრანდტი“. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა
მოძრავი გამოფენები. ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904) ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა
ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“. გაზ. „ივერია“, 1886, № 23, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი,
2005, გვ. 326. ^ 2007 წყარო: გაზ. „ივერია“, 1886, № 24, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 329. პირთა ანოტაციები: ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898) გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი
ორგანიზატორი. გაზ. „ივერია“, 1887, 31 იანვარი, № 23, გვ. 1, 2; (ცენზურის ნებართვა 1887,
30/I); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 81; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 339. პირთა ანოტაციები: საფაროვა-აბაშიძისა მაკო (მარიამ) მიხეილის ას (1860-1940) მსახიობი და მთარგმნელი. გაზ. „ივერია“, 1888, 31 იანვარი, № 23, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1888,
30/I); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 407. გაზ. „ივერია“, 1890, 31 იანვარი, № 24, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
11, თბილისი, 2007, გვ. 482. გაზ. „ივერია“, 1891, 31 იანვარი, № 24, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ.
პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბ., 2007, გვ.
11. გაზ. „ივერია“, 1893, 31 იანვარი, № 23, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 12, 2007, გვ. 153. კრების ანგარიში, გაზ. „ივერია“, 1893, № 25. გაზ. „ივერია“, 1898, 31 იანვარი, № 24, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 9, 1957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14,
2007, გვ. 42. გაზ. „კვალი“, 1899, № 5. პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1900, № 1032. „საისტორიო მოამბე“, ტ. 25-26, 1971, გვ. 348. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი ზაალ (ზალიკო) თადეოზის ძე ოლღა გურამიშვილის ძმა, თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლისგან. გაზ. „ივერია“, 1903, 6 თებერვალი, № 30, გვ. 1. გაზ. „ივერია“, 1903, 6 თებერვალი, № 30, გვ. 1. დათარიღება: 6 თებერვლის გაზეთში ნათქვამია, რომ ეს წინა დღეს მოხდა. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 7.
1841
31 იანვარი
ყვარლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის ჩანაწერის საფუძველზე
კეთდება რუსულენოვანი მეტრიკულ მოწმობა ილია ჭავჭავაძის დაბადების შესახებ.
წყარო:
1874
31 იანვარი
გარკვეული წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ ხერხდება გუბერნატორის
თანხმობის მიღება, რომ თბილისის საზამთრო თეატრში კირილე ლორთქიფანიძის
ხელმძღვანელობით წარმოადგინონ ილია ჭავჭავაძის პიესა „სცენები მომრიგებელ
მოსამართლესთან”.
წყარო:
1881
31 იანვარი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იონა მეუნარგიას,
როგორც ყოფილ მდივანს ავალებენ განვლილი წლის ანგარიშის წერილობით
წარდგენას. მადლობას უცხადებენ ალექსანდრე როინაშვილს ფოტოპირების
შემოწირვისთვის. ინიშნებიან რეცენზენტები პრემიის მისაღებად წარმოდგენილი
მასალების განსახილველად. ბათუმის გუბერნატორს აცნობებენ გადაწყვეტილებას
ადგილობრივი სკოლის მასწავლებლად ალექსანდრე ნანეიშვილის არჩევის შესახებ.
ორგანიზაციის ხაზინადარს ნებას რთავენ, რომ თსს ბანკიდან შეიძინოს
გარკვეული თანხის გირავნობის ფურცლები და, საჭიროების შემთხვევაში,
დააგირაოს სახელმწიფო ბანკში.
წყარო:
1886
31 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
30 იანვარს“ („გერმანია შემდგარია რამდენისამე...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბისმარკი და პრუსიის ლანდტაგი“.
წყარო:
1887
31 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
30 იანვარი“ („კარგა ხანია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდგარია
ეგრედწოდებული...“), მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ზემსკი
ნაჩალნიკის“ შემოღების აუცილებლობა“. აქვე რუბრიკაში „ქართული თეატრი“
ხელმოუწერლად აქვეყნებს რეცენზიას („ოთხშაბათს, 28-ს იანვარს, ბ-ნ
საფაროვა-აბაშიძის საბენეფისოდ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „თამარ ცბიერი”და „მეჯლისი იტალიელებით“ ქართულ სცენაზე“.
წყარო:
1888
31 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
30 იანვარი“ („გუშინწინ ჩვენს გაზეთში ერთმა ჩვენის სცენის მოყვარემ...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დრამატული საზოგადოების“
გასაჭირი“.
წყარო:
1890
31 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
30 იანვარი“ („ჩვენ ამას წინათ გერმანიის იმპერატორის...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის საშინაო პოლიტიკა“.
წყარო:
1891
31 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
30 იანვარი“ („გათავდა არჩევანები ქალაქის ხმოსანთა...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის
ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.
წყარო:
1893
31 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ივერიელი“ ამთავრებს ვრცელი წერილის ბეჭდვას
სათაურით „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ და ქვესათაურით „კიდევ.„Новое
Обозрение-სა და კახეთის რკინისგზის გამო“ („ერთს სიტყვას კიდევ ვიტყვით და
გავათავებთ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
31 იანვარი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას.
წყარო:
1898
31 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 31 იანვარი“ („დღევანდელ დიპლომატიისათვის ორი
დიდი ნასკვია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ახლო
და შორი აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხები“.
წყარო:
1899
31 იანვარი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გიორგი წერეთლის სტატია „გაზეთი „ივერია“ და მისი
საპოლემიკო ხასიათი“.
წყარო:
1900
31 იანვარი
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე ირჩევენ საადგილმამულო
გადასახადების შემცირებაზე შუამდგომლობის შემმუშავებელ კომისიაში.
წყარო:
1902
30 იანვარი
თბილისის საოლქო სასამართლო განიხილავს ზაალ გურამიშვილის საჩივარს ილია
ჭავჭავაძის წინააღმდეგ წისქვილთან დაკავშირებით. მოსამართლეების
გადაწყვეტილებით ბრალდება არ დასტურდება.
წყარო:
1903
31 იანვარი
დუშეთის მაზრის სახაზინო სამსახური აცნობებს დუშეთისა და თიანეთის მაზრებში
მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების გადასახადის ოდენობას. _ 498
1903
წყარო:
31 იანვარი
კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების გამგეობა სხდომაზე, რომელსაც
არცერთი ქართველი წევრი არ ესწრება, იღებს დადგენილებას, რომ უარი თქვას
ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანის გაყიდვით
შემოსული თანხის შემოწირულობად მიღებაზე.
წყარო:
1904
31 იანვარი
უბის წიგნაკში იწერს, ვის რამდენი გადაუხადა.
წყარო: