„ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 561. პირთა ანოტაციები: არენდტი ნიკოლოზ თევდორეს ძე კოლეგიის ასესორი, ილია ჭავჭავაძის მკურნალი ექიმი პეტერბურგში. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 88.
პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869
წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა
ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი
ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი,
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით. ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი.
აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის
ისტორიის საკითხებზე. გაზ. „დროება“, 1884, 12 ივნ. № 125, გვ. 1-2; 13 ივნ. № 126, გვ. 1. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 383-393; გაზ. „ივერია“, 1886, 10 ივნისი, № 122, გვ. 1;
ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 8, 2007, გვ. 95. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 690-693, გაზ. „ივერია“, 1887, 10 ივნისი, № 115, გვ. 1;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 394. გაზ. „ივერია“, 1891, 13 ივნ. № 122, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის
პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი
ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 12, საქმე 2326, პირთა ანოტაციები: სულხანიშვილი ვასილ ალექსანდრეს ძე (1862-1909) აგრონომი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. ქართული დრამატული საზოგადოების
გამგეობის თავრე 1901 წელს, თბილისის სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების
საბჭოს წევრი. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, N2178, გვ. 2. გაზ. „ივერია“, 1904, № 136. გაზ. „ივერია“, 1905, 12 ივნისი, № 98, გვ. 4. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17590; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.),
სოხუმი, 1949, გვ. 132; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 243-244,
492. პირთა ანოტაციები: ჯაფარიძე ნოშრევან ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.
1859
10 ივნისი
მკურნალ ექიმ ნიკოლოზ არენდტისგან იღებს ავადმყოფობის ცნობას.
წყარო:
1880
10 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას. განიხილავენ ნიკო ცხვედაძის
მიერ წარდგენილ შესასყიდი წიგნების სიას. უარყოფითად წყდება გიორგი
იოსელიანის მიერ შედგენილი საღმრთო ისტორიის დაბეჭდვის საკითხი, რადგან ეს
წიგნი სოფლის სკოლებში სასწავლად არ გამოდგება. დადებითად წყდება ზაქარია
ჭიჭინაძის მიერ ნახევარ ფასად შეთავაზებული წიგნების შესყიდვის საკითხი.
ბათუმში წასასვლელად და სკოლების მდგომარეობის შესასწავლად სამივლინებო
თანხა ეძლევა ნიკო ცხვედაძეს.
წყარო:
1884
10 ივნისი
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის
მოწვეულ თავადაზნაურთა საზოგადოების საგანგებო კრებაში. განიხილავენ
სათავადაზნაურო სკოლის პროგრამის შემმუშავებელი კომისიის მოხსენებას,
რომლის წევრიც ის იყო.
წყარო:
1886
10 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს პოლემიკური წერილის
ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 9 ივნისს“ („საადგილმამულო კრედიტის
ავკარგიანობის დაფასება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სხვა
წერილებთან ერთად სათაურით „აკაკი წერეთელი და ბანკი“.
წყარო:
1887
10 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 9 ივნისი“ („ჩვენი გაზეთის №№ 112 და
113 ლაპარაკი ჩამოვაგდეთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში. ფრიტრედერობა და პროტექციონობა“.
წყარო:
1891
10 ივნისი
სამადლობელ დეპეშას იღებს დავით ჩუბინაშვილის ქვრივისა და შვილისაგან
მწუხარების ჟამს თანაგრძნობისთვის.
წყარო:
1900
10 ივნისი
ილია ჭავჭავაძის საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, მისივე
თხოვნით, გაზეთის რედაქტორად დროებით ნიშნავენ ვასილ სულხანიშვილს. იგი ამ
მოვალეობას ასრულებს 25 ივნისიდან 14 ნოემბრამდე.
წყარო:
1903
10 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას, რომელზეც იღებენ
დადგენილებას, შუამდგომლობა აღძრან სამოსწავლო ოლქის მზრუნველის წინაშე
სოხუმში სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით.
წყარო:
1904
10 ივნისი
მონაწილეობს თბილისის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელზეც იღებენ
დადგენილებას ქშწ-კგ საზოგადოების 25 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით ამ
ორგანიზაციისთვის თანხის გამოყოფის შესახებ.
წყარო:
1905
10 ივნისი
თსს ბანკის შენობაში თავმჯდომარეობს მაჰმადიანთა და მართლმადიდებელ ქართველთა
კრებას, რომელზეც განიხილავენ სომეხ-თათართა უთანხმოების საკითხებს და
სახავენ მათი შერიგებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გზებს.
წყარო:
10 ივნისი
მოურავ ნოშრევან ჯაფარიძეს ატყობინებს, რომ უგზავნის დაპირებულ წისქვილის
ქვებს, შეახსენებს, რომ ელის ორი საპალნე ღვინის გაგზავნას და სთხოვს
შეატყობინოს, ღვინოს რა პირობით და რამდენს გაყიდის.
წყარო: