The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1847

 

1847   
    

1847 შემოდგომა

ავადმყოფობს ციებით. სოფლური წამლები ვერ შველის და მამას – გრიგოლ ჭავჭავაძეს სამკურნალოდ მიჰყავს თბილისში. ექიმების უშედეგო მკურნალობის შემდეგ მოარჩენს ავლაბრელი ფერშალი.

 

წყარო:

იონა მეუნარგია, ქართველი მწერლები, ტ. 2. 1944, გვ. 182. იაკობ ბალახაშვილი, ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა, 1937, გვ. 19.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

    

1847

გერგებილის იერიშის დროს ეღუპება ბიძა – გარსევან ჭავჭავაძე

 

წყარო:

იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 65.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე გარსევან პაატას ძე (1815-1847)

ილია ჭავჭავაძის ბიძა, რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი, კავკასიის მე-2 მესანგრეთა ასეულის მეთაური. დაიღუპა გერგებილის იერიშის დროს.

    

1847

ეღუპება ორი წლის ძმა – ლევანი.

 

 

წყარო:

იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 64.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ლევან გრიგოლის ძე (1845-1847)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა, რომელიც მცირეწლოვანი გარდაიცვალა.