The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


14.07

1850    
    
14 ივლისი   
    
 მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე მონაწილეობს ყვარელზე ლეკთა 500-კაციანი რაზმის თავდასხმის მოგერიებაში და აჯილდოებენ წმინდა ანას ორდენით.  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, 3, 1947, გვ. 165-167.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

წმინდა ანა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა. მისი სახელობის ორდენი რუსეთის იმპერიაში დაარსდა 1735 წელს.

    
1860    
    
14 ივლისი   
    
პავლოვსკში წერს პოემის „ქართვლის დედა“ ახალ ვარიანტს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 109

    
1870   .
    
14 ივლისი    
    
კირილე ლორთქიფანიძე ნიკო ნიკოლაძისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ არ მოსწონს ალექსანდრე ცაგარელის მიერ გამოთქმული მოსაზრებები ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ და რომ კარგი იქნებოდა, მის საპასუხოდ ნიკო ნიკოლაძეს ვრცლად და საფუძვლიანად განეხილა ილიას ნაწარმოებები.   წყარო:

კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 94-95.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929)

ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი.

    
1881    
    
14 ივლისი   
    
 წერილობით მიმართავს თბილისის გუბერნატორს თონეთში სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 32, ფ.3.

    
1882   
    
 14 ივლისი   
    
გაზეთი „შრომა“ „ბოსლეველის“ ფსევდონიმით ბეჭდავს ესტატე მჭედლიძის წერილს „იმედი“ და მისი კრიტიკოს-პუბლიცისტები“, რომელშიც ეკამათება სტეფანე ჭრელაშვილს ილია ჭავჭავაძის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ქართულ ლიტერატურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.   წყარო:

გაზ. „შრომა“, 1882, № 27.

პირთა ანოტაციები:

მჭედლიძე ესტატე სიმონის ძე (1854–1885)

პუბლიცისტი, კრიტიკოსი. წერდა ფსევდონიმით „ბოსლეველი“. ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

    
1883    
    
14 ივლისი   
    
წერს ლექსს „ბაზალეთის ტბა“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 130.

    
1887    
    
14 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 13 ივლისი“ („ავტორი იმ ორი მეთაურისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 713-715, გაზ. „ივერია“, 1887, 14 ივლისი, № 143, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 472.

    
1896    
    
14 ივლისი    
    
ვასილი ველიჩკო ვერ ახერხებს მისი სახელობის დღეზე საგურამოში ჩასვლას და უგზავნის ლექსს: „Высокочтимый Князь Илья! Скорблю, скорблю о томъ глубоко, что день великаго пророка, Не съ вами славить буду я...“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 70.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

1900
14 ივლისი
 
ბერლინიდან წერილს უგზავნის ნიკო ცხვედაძეს, ატყობინებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და მკურნალობის რეჟიმს. ამასთან სთხოვს კახეთის ბაღის მფლობელთა ამხანაგობას მისი კუთვნილი თანხა გამოართვას და ქრისტეფორე მამაცაშვილს გადასცეს. წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17584-ხ; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 98-100; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 154-155; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 212-213, 472.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909)

რუსეთის არმიის გენერალი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი, მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეს გლეხთა მიწიანად გათავისუფლების საქმეში.

1902
 
14 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 ივლისს“ („მიაქციეთ ყურადღება ქვემოდ დაბეჭდილს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ცრუმორწმუნეობის მორევში“ წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 14 ივლისი, № 148, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 508.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 719-720.