The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1857

 

1857   
    

1857 იანვარი

ჟურნალ „ცისკარში“ თავსდება მისი პირველი პუბლიკაცია, ლექსის „ჩიტი“ თარგმანი

 

წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“ 1857, № 1, გვ. 7.

დოკუმენტი:

ჩიტი

    

1857 27 მარტის შემდეგ

პეტერბურგიდან იღებს უმცროსი ძმის თეიმურაზის წერილს, სააღდგომო მილოცვით.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის საარქივო ფონდი, № 17626, გვ. 1-2.

დათარიღება:

წერილი დათარიღებულია 27 მარტით.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე თეიმურაზ გრიგოლის ძე (1844-1860)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. გარდაიცვალა პეტერბურგში და დაკრძალულია იქვე.

    

1857 15 აპრილი

სოფელ კარდანახში, დასთან – ნინო ჭავჭავაძე-აფხაზთან სტუმრად ყოფნის დროს,წერს ლექსს „ყვარლის მთებს“.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №108, ფ. 10-11.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883)

ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში.

    

1857 28 აპრილი

მისი და – ელისაბედი ცოლად მიჰყვება ნიკოლოზ ესტატეს ძე ორბელიანს.

 

 

წყარო:

იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 71.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

ორბელიანი ნიკოლოზ (ივანე) ესტატეს ძე

ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედ ჭავჭავაძის პირველი მეუღლე.

    

1857 მაისიდან

 

იწყებს წერილის წერას თავისი ახალგათხოვილი დის - ელისაბედისთვის („ვაპირობწასვლას რუსეთში...“). აღწერს საკუთარ განცდებს მშობლიური სახლისა დასამშობლოს დატოვებასთან დაკავშირებით, მაგრამ ბარათს აღარ ამთავრებს.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი (ნაკლული და დაუსრულებელი) № 17614; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე, სოხუმი, 1949, გვ. 11; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 7; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 13, 365.

    

1857 ივნისი

ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი ივანე კერესელიძე მადლობას უცხადებს იმმწერლებს, რომლებმაც ჟურნალს გამოსაქვეყნებლად გაუგზავნეს მასალები. ჩამონათვალში არის ილია ჭავჭავაძეც.

 

წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1857, № 6, გვ. 76.

პირთა ანოტაციები:

კერესელიძე ივანე ივანეს ძე (1829-1892)

მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ჟურნალ ,,ცისკრის” რედაქტორ-გამომცემელი 1857-1875 წლებში.

    

1857 ივლისის შუა რიცხვებამდე

მამიდა – მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისა ყვარელში მათ მეზობლად მცხოვრებნათესავ სოლომონ ჭავჭავაძესთან დებს გარიგებას, რომლის მიხედვითაცსოლომონმა მის ძმისწულს პეტერბურგში უნდა უგზავნოს თვეში ოთხასი მანეთიუნივერსიტეტის დასრულებამდე, ილია კი ვალდებულია, ცოლად მოიყვანოს მისიქალიშვილი – ელისაბედი.

  წყარო:

ალექსანდრე (კოხტა) აფხაზი, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 566.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-ერისთავისა მაკრინე პაატას ასული

ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა, ივანე რაფიელის ძე არაგვის ერისთავის მეუღლე.

ჭავჭავაძე სოლომონ (სიმონ) გრიგოლის ძე (1797-1875)

ყვარლელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ნათესავი. სოლომონის მამა – გრიგოლ (გიორგი) და ილიას პაპა – პაატა ჭავჭავაძეები ძმები იყვნენ.

ჭავჭავაძე-მარჯანიშვილისა ელისაბედ სოლომონის (სიმონის) ასული (დაბად. 1850)

ილია ჭავჭავაძის ნათესავი. მისი შთამომავლები არიან მონაზონი – დედა  ფამარი და ცნობილი რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

    

1857 ივლისის შუა რიცხვებამდე

სოლომონ ჭავჭავაძე სთავაზობს ვენახების დაგირავებას და მისი ახალგათხოვილიდის – ელისაბედისთვის მზითევის მიცემას, მაგრამ ამისათვის სჭირდება,რომ ილიამ ვინმე ახლობელს გაუფორმოს მინდობილობა მისი მამულებისგანკარგვაზე. ნათესავებს არ უნდათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებადა უარს ეუბნებიან.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 273.

ატრიბუცია:

წერილი, რომლიდანაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია, შემორჩენილია მხოლოდ ასლის სახით და თხზულებათა ოცტომეულში იბეჭდება „სავარაუდონის“ განყოფილებაში.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე სოლომონ (სიმონ) გრიგოლის ძე (1797-1875)

ყვარლელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ნათესავი. სოლომონის მამა – გრიგოლ (გიორგი) და ილიას პაპა – პაატა ჭავჭავაძეები ძმები იყვნენ.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

    

1857 ივლისის შუა რიცხვებამდე

საქართველოს სამხედრო გზის გავლით მიემგზავრება პეტერბურგში, უნივერსიტეტში შესასვლელად.

  წყარო:

ჟურნ. „მნათობი“ 1936, № 5-6, გვ. 233-234.

დათარიღება:

20 ივლისს უკვე პეტერბურგშია.

    

1857 20 ივლისამდე

ჩადის პეტერბურგში და ქირაობს ბინას ამაღლების პროსპექტის № 122-ში.

  წყარო:

პეტერბურგის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, საქმე № 313, გვ. 1; მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, ტფილისი, 1935, გვ. 558; იაკობ ბალახაშვილი, ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა, 1937, გვ. 42-43; „ლიტერატურული მემკვიდრეობა“ ტ. 1, 1935, გვ. 557.

დათარიღება:

20 ივლისს უკვე პეტერბურგშია.

    

1857 20 ივლისი

განცხადება შეაქვს პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის – ემილ ლენცის სახელზე გამოცდებზე დაშვების ნებართვისა და,მათი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე სტუდენტად ჩარიცხვის თხოვნით.

 

წყარო:

პეტერბურგის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, საქმე № 313, გვ. 1; მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, ტფილისი, 1935, გვ. 558 (გ. ლეონიძის პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 14, 365-366.

პირთა ანოტაციები:

ლენცი ემილ ქრისტიანის ძე (1804-1865)

რუსი ფიზიკოსი და ელეტროტექნიკოსი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და შემდეგ რექტორი.

    

1857 21 ივლისი

აძლევენ პეტერბურგის უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების უფლებას.  

  წყარო:

გურამ შარაძე, „ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ფოტომატიანე)“, ტ. 1, თბ., 1987, გვ. 88.

    

1857 აგვისტო-სექტემბერი

აბარებს უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს.

  წყარო:

„ლიტერატურული მემკვიდრეობა”, წ. 1, 1935, გვ. 558.

    

1857 28 სექტემბერი

პეტერბურგის სამოსწავლო დარგის მზრუნველის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით, ირიცხება თავისუფალ სტუდენტად იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე.

  წყარო:

„ლიტერატურული მემკვიდრეობა”, წ. 1, 1935, გვ. 558.

    

1857 15 ოქტომბერი

პეტერბურგის უნივერსიტეტის სამოსწავლო დარგის მზრუნველის მოვალეობის შემსრულებელი პეტერბურგის საუნივერსიტეტო საბჭოს ატყობინებს იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე ილია ჭავჭავაძის ჩარიცხვის შესახებ.

  წყარო:

„ლიტერატურული მემკვიდრეობა”, წ. 1, 1935, გვ. 558.

    

1857 15 ოქტომბრის შემდეგ

პეტერბურგის უნივერსიტეტის პოლონელ სტუდენტებთან ერთად იღებს ფოტოს.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, № 0-42384.

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 278.
    

1857 1 ნოემბერი

უნივერსიტეტში შეაქვს სწავლის გადასახადი.

  წყარო:

გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ფოტომატიანე), ტ. 1, თბ., 1987, გვ. 89.

    

1857 16 დეკემბერი

წერს ლექსს „სანთელი“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 25, 26.

    

1857 27 დეკემბერი

წერს ლექსის „ხმა სამარიდამ“ პირველ ვარიანტს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 5, 6.

    

1857 დეკემბერი

იწყებს მოთხრობა „დიამბეგობის“ წერას, რომელსაც ამ ფაბულით და სათაურითაღარ განაგრძობს, მაგრამ მის ცალკეულ პასაჟებს მოგვიანებით იყენებს მოთხრობის „სარჩობელაზედ“ ადრეულ ვარიანტში.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 2, თბ., 1988.

    

1857

ხდება პეტერბურგის კავკასიელ სტუდენტთა წრის ხელმძღვანელი და, სხვასტუდენტებთან ერთად, ხელს აწერს დავით ჩუბინაშვილის მიერ ამ წრისთვის გადაცემული სალომე ბატონიშვილისეული 38 წიგნის მიღების დოკუმენტს

  წყარო:

ნიკო ნიკოლაძის მოგონება, ტ. 1, 1931, გვ. 95; კ. აფხაზი, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 95.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

ბატონიშვილი (ბაგრატიონი) სალომე ფარნაოზის ასული (1797-1860)

ერეკლე მეფის ვაჟის – ფარნაოზის ქალიშვილი. რუსეთის წინააღმდეგ 1832 წლის შეთქმულებაში მამის მონაწილეობის გამო ოჯახთან ერთად გადასახლებული იყო ჯერ ვორონეჟში, შემდეგ კი პეტერბურგში.

    

1857

პეტერბურგში ვასილის კუნძულზე მდებარე იაფფასიან სასადილოში ეცნობა პროფესორ ვლადიმერ სპასოვიჩს, რომელიც შემდეგ ლექციებს უკითხავს უნივერსიტეტში.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, 1914 გვ. 24-25.

პირთა ანოტაციები:

სპასოვიჩი ვლადიმერ დანიელის ძე (1829-1906)

რუსი იურისტი, პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლისას ილია ჭავჭავაძეს ლექციებს უკითხავდა სისხლის სამართალში. 1861 წლის სტუდენტური შფოთის დროს პროტესტის ნიშნად დატოვა უნივერსიტეტი.