The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


18.08

1860    
     
18 აგვისტო    
     
პავლოვსკში წერს ლექსის „ქართველი სტუდენტების სიმღერა“ მეორე რედაქციას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, № 108, გვ. 125.

 1867 18 აგვისტო    
     
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“.    წყარო:

 გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები, ტფ. 1867, ამონაბეჭდი გაზ. „დროების” 1867 წ. № 33-დან.

     
1873    
     
18 აგვისტო    
     
მოსკოვიდან წერილს უგზავნის თავის დას – ელისაბედს და უამბობს, რა დაბრკოლებებს წააწყდა რუსეთში. სთხოვს გირავნობის ბილეთის გამოხსნას და ხელახლა დაგირავებას. საჭიროების შემთხვევაში ურჩევს იასე ჭავჭავაძეს მიმართოს დახმარებისთვის.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 226; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 111-112; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 64-65; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 46-47, 385.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

ჭავჭავაძე იასე ნოშრევანის ძე (1824-1898)

1850 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი, იყო სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი.

     
1884    
     
18 აგვისტო    
     
გაზეთ „დროებაში“ „ნ. ურბნელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ნიკო ხიზანიშვილის „ლიტერატურული ქრონიკის“ გაგრძელება. მასში საუბარია ილია ჭავჭავაძის მოთხრობებზე და გაზიარებულია არტურ ლაისტის აზრი, რომ იგი ახალი ბელეტრისტიკის ფუძემდებელია. საინტერესოდ არის წარმოჩენილი საზოგადოების რეაქცია „კაცია – ადამიანზე?!“. ნათქვამია, რომ ისინი, ვინც მის პერსონაჟებში საკუთარ თავს ხედავენ, ავტორს „გიჟს“ უწოდებენ.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1884, № 178, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

     
1890    
     
18 აგვისტო    
     
 გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“ აქვეყნებს მისი წერილის „ქუთაისის ბანკის საქმე“ რუსული თარგმანის დასაწყისს რედაქციის შენიშვნებით.   წყარო:

„Иверия“ о Кутайском земельном банке“, «Новое обозрение», 1890, № 2290.

     
1895    
     
18 აგვისტო    
     
 წერილობით ატყობინებს თსს ბანკის ზედამხედველ კომიტეტს, რომ უგზავნის ივანე მაჩაბლის მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების პასუხად დაწერილი „განმარტებითი ბარათის“ ათ ეგზემპლარს.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11817, გვ. 74.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.