The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


20.10

1879    
     
20 ოქტომბერი    
     
 მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომაში.   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 37-38, 1978.

     
20 ოქტომბერი    
     
განზრახული აქვს შექსპირის „მეფე ლირის“ დიდ სცენაზე დადგმა მწერლების: დიმიტრი ყიფიანის, ივანე მაჩაბლის, მამია გურიელის, ნინო ორბელიანის, დავით ერისთავისა და სხვათა მონაწილეობით. ამასთან დაკავშირებით წერილს უგზავნის დიმიტრი ყიფიანს და სთავაზობს ლირის როლის შესრულებას.   წყარო:

იოსებ გრიშაშვილი, ლიტერატურული ნარკვევები, 1952, გვ. 265-271. ი. ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული, თბ., 1957, გვ. 124.

დათარიღება:

წერილის თარიღი მინიშნებულია დიმიტრი ყიფიანის საპასუხო ბარათში.

პირთა ანოტაციები:

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

გურიელი მამია დავითის ძე (1836-1891)

გურიის მთავართა შთამომავალი. პოეტი რომანტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე.

ორბელიანი (აბაშიძე-ორბელიანისა) ნინო სვიმონის ასული (1838-1919)

პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. დაქვრივებულს ნათესავებმა სახლ-კარი წაართვეს და გარდაიცვალა ღარიბთა თავშესაფარში.

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

     
1882    
     
20 ოქტომბერი    
     
ესტატე მჭედლიძე, ბოსლეველის ფსევდონიმით გაზეთ „შრომაში“ იწყებს რეცენზიის ბეჭდვას ჟურნალ „ივერიის მეოთხე-მეხუთე ნომერზე და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ილია ჭავჭავაძის „შინაურ მიმოხილვას“.   წყარო:

გაზ. „შრომა“ 1882, № 41, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

მჭედლიძე ესტატე სიმონის ძე (1854–1885)

პუბლიცისტი, კრიტიკოსი. წერდა ფსევდონიმით „ბოსლეველი“.

     
1887    
     
20 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 19 ოქტომბერი“ („კვირანდელს ნომერში ჩვენმა მეთაურმა წერილმა...“. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ყალბი და ნამდვილი“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 759-763; გაზ. „ივერია“, 1887, 20 ოქტომბერი, № 218, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1887, 19/X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 589.

     
1888    
     
20 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 ოქტომბერი“ („მკვიდრთა ჯანის სიმრთელე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამკურნალო ღონისძიებათა შესახებ რუსეთის გუბერნიებში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 20 ოქტომბერი, № 219, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 344.

     
1889    
     
 20 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 ოქტომბერი“ („ფილოქსერა- ეს ყველა ჭირზედ უდიდესი ჭირი ვაზისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ფილოქსერა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 20 ოქტომბერი, № 222, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 332.

1892
 20 ოქტომბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამოყოფენ ზაქარია გრიქუროვის მაღაზიიდან ნისიად წამოღებული წიგნების საფასურს. ხელთუბნის სკოლას ეგზავნება ხელსაქმის მასალის შესასყიდი თანხა. ამავე სკოლის კურსდამთავრებულები საჩუქრდებიან წიგნებით. ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისას ეძლევა გაყიდული წიგნების საკომისიო. წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 233.

პირთა ანოტაციები:

გრიქუროვი ზაქარია

თბილისის ერთ-ერთი წიგნის მაღაზიის მფლობელი. მასთან მიმდინარეობდა გაზ. „ივარიაზე“ ხელმოწერა.

თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932)

საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი.

1896
20 ოქტომბერი
გაზეთი „ცნობის ფურცელი“ ბეჭდავს ინგლისური პრესის გამოხმაურებას „განდეგილის“ მარჯორი უორდროპისეულ თარგმანზე. წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1896, № 1.

პირთა ანოტაციები:

უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)

ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.

1898
20 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 ოქტომბერი“ („დაიბეჭდა, და ვითარცა ჯერ არს, გამოცხადდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ცვლილებანი ბანკის წესდებაში“. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 20 ოქტომბერი, № 224 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, 118.

     
1903    
     
20 ოქტმბერი    
     
ადგენს პირობის წერილს, რომლის თანახმად, მოჯამაგირედ აჰყავს დუშეთის მაზრის სოფელ საგურამოს მცხოვრები სანდრო უნდილაშვილი. დოკუმენტში პუნქტების სახით არის ჩამოყალიბებული მოჯამაგირის უფლებამოვალეობები.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 676.

პირთა ანოტაციები:

სანდრო უნდილაშვილი

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

     
1905    
     
 20 ოქტობერი    
     
ანა პეტრიაშვილისგან იღებს მიწვევას ქუთაისის კლუბის მიერ სოფლის ღარიბ მასწავლებელთა სასარგებლოდ გამართულ მუსიკალურ-ლიტერატურულ საღამოზე.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 31.

პირთა ანოტაციები:

პეტრიაშვილი ანა სვიმონის ასული

ცნობილია, რომ იყო ქშწ-კგ საზოგადოების წევრი და, სავარაუდოდ, ასწავლიდა ქუთაისში.