![]() |
მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა) |
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი ტექსტი შესავალი წერილით, კომენტარებითა და ს საძიებლით გამოსაცემად მოამზადა წ ელისო აბრამიშვილმა
გამომცემლობა „მეცნიერება“,
თბილისი 1981
წიგნში შერჩევითაა წარმოდგენილი გამოჩენილი. საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის — კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა. მასში მოწოდებული ცნობები რამდენადმე აცოცხლებს სხვა ქართველ მოღვაწეთა (გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, ნ. ღოღობერიძე, ს. ხუნდაძე და სხვ.) სახეებსაც და შუქს ჰფენს XIX საუკუნის 60–90–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებას.
რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფ. ჯ. ჭუმბურიძე,
© გამომცემლობა „მეცნიერება“, 1981
![]() |
1 კირილე ლორთქიფანიძის წერილი სერგეი მესხისადმი |
▲back to top |
კირილე ლორთქიფანიძის წერილი სერგეი მესხისადმი
ქ. სპბ. . 9 აგვ. 1869 წ.75
ძმაო სერგეი! შენ ძალიან მემდური, დეპეშაზედ რომ პასუხი ვერ გამოგიგზავნე. ეს სამდურავია შენგან მოწერილს ჩემთან წიგნებში76 და ხამაშურიძის77 გადასაცემ წიგნშიაც78. შენ ამბობ: ნეტავი ვიცოდე, კირილე ცოცხალია, თუ არაო! რა არის, რომ დეპეშებს ვგზავნი, წიგნებს ვიწერები და ის ხმას არა მცემსო! ფულები რად დამახარჯვიაო! გაუხმეს მაგას გოგრაო და სხვ. როგორცა ჰსჩანს, ძალიან გაცხარებულხარ, მაგრამ ცოტაოდენი რომ გეფიქრა, მაშინ ფულებსაც არ დახარჯავდი და არც გამიწყრებოდი ასე უღვთოდ. ანუ, უფრო სწორედ ვჰსთქვათ, ასე ბეთანოვივით79, ე. ი. ისე, როგორც შენ ბეთანოვმა გაგიწყრა80. თავის გასამართლებელი მიზეზები კი მაქვს, თუ შენ ჩემი წიგნის წაკითხვის მოთმინება გექნება., (მხედველობაში მიიღე ჯერ წერეთლისა81 და ჩემი დეპეშები, გამოგზავნილი კალანდარიშვილთან82 და შენთან. პირველი გამოიგზავნა ექვს ივნისს და მეორე — 21 ივნისს. აქედამ ჰსჩანს, რომ პირველი დეპეშის პასუხს ორ კვირას ვუცდიდით, გვეგონა, რომ კალანდარაშვილს უთუოდ ფული არა აქვს ხელთ, ჰკრებს და რომ ამის გამო აგვიანებდა პასუხს. ორ კვირაზედ რომ ვეღარ მივიღეთ ფულები, ვიფიქრეთ, იქნება კალანდარაშვილს არ მიუვიდა დეპეშა, რადგანაც ვინიცობაა სოფელში იყოს. ამის გამო 21 ივნისს მოგწერე შენ დეპეშა ამბვის შესატყობრად და შენგან აქამდის პასუხის მიუღებლობასაც იმნაირადვე ვხსნიდი, როგორც კალანდარიშვილის სიჩუმეს, ე. ი. ფულების ხელათ უქონელობით და არავითარი დასამდურებელი მიზეზი არა მქონია. ამის მოწამეა ყველა ჩვენი ამხანაგები. მოიქეცი შენ ამნაირად, თუ არა; შენგან ჩემი განსამართლება ამით გათავდა: „გაუხმეს მაგას გოგრაო!“ გქონდა ამის საფუძველი, თუ არა! ვნახოთ. მე მე შენი დეპეშა 180 მანეთის მიღებაზედ მომივიდა 13 მაისს და მეორე დღეს ფულებიც მივიღე ბაზუნოვისაგან83. პასუხი, რასაკვირველია, უნდა გამომეგზავნა, მეტადრე, რადგანაც საპასუხო ფული გადახდილი იყო შენის მხრით. მაგრამ ბაზუნოვმან ფულების მიღებაზედ ხელწერილი ჩემს დეპეშაზედ დამაწერინა და არა თავისაზედ. თუმცა მე ძალიან ვეჭიჭყინე, მაგრამ, არ იქნებაო, ერთი ჩვენი დეპეშა აქ უნდა დავიტოვოთ და თქვენი დეპეშა, თქვენგან ხელმოწერილი, იქ უნდა გავაგზავნოთო, ჩვენ ყოველთვის ამნაირად ვიქცევითო. მე ვუთხარი, რომ პასუხს ვერ გავაგზავნი, თუ ჩემი ტელეგრამმა არ მივიტანე სტანციაში მეთქი. პასუხს ჩვენ გავაგზავნითო. გამოაგზავნა, თუ არა, ეს მე ჯერ არ ვიცოდი, 24 მაისს მივიღე შენგან დეპეშა ამავე 180 მანეთზედ. ტელეგრაფის სტანციაში მითხრეს, ჩვენ შევატყობინეთ ტფილისში, რომ 13 მაისს გამოგზავნილს დეპეშაზედ პასუხი არ არისო, უთუოდ შენ შეგიტყვია ეს ან იმისაგან–რომ ტელეგრაფის საპასუხო ვადა გათავდა ან იმისგან, რომ ტელეგრაფის სტანციაში მიდი და შეიტყვე, რომ შენს დეპეშაზე პასუხი არ არისო. უკანასკნელს შემთხვევაში შენ უნდა გაგეგო, რომ თუ პასუხი არ იყო, ეგ იმიტომ კი არა, რომ დეპეშა არ მომსვლოდეს, არამედ სხვა რამე მიზეზის გამო, თუ არ მოეგნოთ და ჩემამდის არ მოსულიყო დეპეშა, მაშინ ტელეგრაფით შეატყობინებდნენ მანდაურ სტანციას, რომ ტელეგრამმა დაწვლილებითი, ანუ ნამდვილი ადრესის უცოდინარობით არ მისულა დანიშნულს პირამდისო, 23 თუ 24 მაისს რომ მისულიყავი სტანციაში, შეიტყობდი უთუოდ, რომ телеграмма доставлена по нозначению, но ответа не последовало..10. ფულები რომ არ მოეცა ბაზუნოვს, ან სხვა რამე უბედურება მომხდარიყო, გავიჭირვებდი საქმეს და ტელეგრამმას გამოგიგზავნიდი. ეს უნდა გეფიქრა და მეორეჯერ 3 მანეთს აღარ დახარჯვიდი. ე შენ იტყვი, თუ დეპეშა ვერ გამომიგზავნე, წიგნი მაინც მოგეწერაო. ფულების მიღებისთანავე წიგნის მოწერა უსარგებლოდ ჩავთვალე, ერთის მხრივ, იმიტომ, რომ 20 თუ 21 მაისს ხამაშურიძე-7 უნდა წამოსულიყო და ის იქნებოდა ფულების მიღების უუცხადესი დამტკიცება, და მერმე, როცა ხამაშურიძემ წამოსვლის უარი ჰსთქვა, წიგნის მოწერა ფულების მიღებაზედ, ჩემის აზრით, გვიან იყო, რადგანაც შენ ჩემი წიგნის მიღებამდის შეტყობილი გექნებოდა ბერენშტამისაგან“, რომ ფულები მივიღე. ეს ს ბოლოს უნდა გითხრა, რომ ბეჟანთანშ7 მოწერილი წიგნი, რომელშიაც . შენ ამბობ, წიგნებს [წიგნს] ვიწერები, დეპეშებს ვგზავნი და კაცი პასუხს არ მცემსო, გაუხმეს კირილეს გოგრა და სხვ. ეს ბეჟანის წიგნი წამოსულა ტფილისიდამ 14 ივნისს. ახლა შენ მითხარი: განა მემართლებოდი სამდურავს 14 ივნისს, მაშინ, როდესაც შენი წიგნი ჩემთან მოწერილი წამოსულა ტფილისიდამ 17 მაისს. 14 დღეზედ უფრო ადრე ხომ ვერ მოვა აქ წიგნი? პასუხ- საც ხომ ამდენი დრო უნდა? მაშ, 17 მაისს რომ 28 დღე დავამატოთ, გამოვა 14 ივნისი. შენ იწერები ჩემ საყვედურს სწორედ 14 ივნისს, ე. ი. იმ დღეს, როდესაც შენ ბეჟანს წიგნს ჰსწერდი, მაგრამ შეიძლება, ვიკითხავ ქუთათელაძესავით, რომ კაცისაგან და მეტადრე პოჩტისაგან ამგვარი პუნქტუალობა მოვითხოვოთ? იქნება შენ წიგნს დილას ჰსწერდი და საღამოს ჩემი წიგნი მოგსვლოდა. არ შეგრცხვებოდა მაშინ უსაფუძვლოთ გაცხარებისათვის? მაგრამ კარგი, რომ არ შერცხვი. ნუ დაივიწყებ კი, რომ შესაძლებელი იყო ეს საქმე.
ახლა გადავიდეთ სხვა საქმეებზედ: შენი ძმა85 ჩამოვიდა და შენი წიგნი 2 ივლ. მოწერილი მომიტანა86, რომელშიაც ამბობ, არ ვიცი, ვის დავუჯერო, შენ, თუ ხამაშურიძესაო. ის იწერება, შემოდგომამდის არ მოვდივარო და შენ იმას იწერები, სამგზავრო ფულები გამოაგზავნეო. მე მგონია, შეგეძლო ღო მხედველობაში დრო. ჩემი დეპეშა ხამაშურიძის წიგნის შემდეგ არის გზავნილი, და ეს ნიშნავს, რომ ხამაშურიძეს გამოუცვლია თავისი აზრი წამოსვლას დაპირებულა. მართლა, საკვირველი ის არის, რომ ბექანი ჯერ პირებდა წამოსვლას, მერმე თქვა, წავალო, მერმე კიდევ — არაო და ბოლოს იმას ამბობდა, წავალო. ახლაც წასვლას ამბობს, მაგრამ, ჩემის აზრით, ახლა იემას აღარ შეუძლიან მგზავრობა, რომ წამოვიდეს, პირველი სტანციუკანვე დაბრუნდება, ან მოსკოვში ჩარჩება. მე იმედი გადაწყვეტილიალოცვილი, როცა ფულები იყო, მაშინ არ წამოვიდა და მერმე აქ ფულები ვერ ვიშოვეთ, თქვენ მოგმართეთ და ვერც თქვენ იშოვეთ და რაღა უნდა ვქნათ, ანტონოვი87. ბეთანოვი79, ბეჟან ერთად დგანან. ახლა ძალიან გაუჭირდათ საქმე იმისი მოვლით. ფულების სისუსტის გამოც ძლიერ დაიყურსენ ვალით ბეჟანის გამო. ეხლა ბეჟანზედ 30 მანეთზედ მეტი იხარჯება (სახლის ქირას არა ვთვლით). უწინ ამაზედ მეტიც ეხარჯებოდა. 20 აპრილიდამ მაისის ბოლომდის, როცა ბეჟანი ცალკე კვარტირაში იდგა დოკტორის სიმონოვის5 ახლო, სასტუმროდამ სადილებს აზიდვინებდა და დროშკაში ფულები ეხარჯებოდა, ამ ორმოცი დღის განმავლობაში დახარჯა 165 მანეთამდის, თუ მეტი არა. ეხლა, როგორც გითხარი, 30 მანეთზედ ეხარჯება და არც თვითონ არის ყოვლისფრით დაკმაყოფილებული და ამხანაგებიც ძალიან შეწუხებული არიან. წამოსვლა მისი, როგორც გითხდარი, გასაჭირია. ამას თვითონაც გრძნობს, ვგონებ. ამის გამო ის დათანხმდა, რომ, როცა თქვენგან ფულებს მივიღებთ, დოკტორს უნდა ვჰკითხოთ და თუ ის გვირჩევს, უნდა გამოვგზავნოთ, თუ არა და, კლინიკაში შევიყვანოთ. 30 მანეთი, რომელიც აქ იმას ეხარჯება, კლინიკაში რომ დახარჯოს, კარგად მოთავსებული და დაკმაყოფილებული იქნება და ამხანაგებიც არ იქნებიან ისეთნაირად შეწუხებული. ფულები უთუოდ უნდა გამოაგზავნოთ. თუ კლინიკაში გამოკეთდა და წამოსვლა შეიძლო, მაშინ წამოსასვლელ ფულს ნიკოლაძე88 შეჰპირდა. ვიცი, რომ საინტერესოა შენთვის დაწვლილებითი ამბავი ბეჟანზედ. მე შემეძლო მომეწერა, თუ რა ცვლილება მოახდინა ბეჟანში ავათმყოფობამ, მაგრამ ამას დიდი წერა უნდა და ამისთვის გეტყვი მხოლოდ, რომ ბეჟანი ახლა ჰგავს ძვლების ჩონჩხსა, რომელზედაც თითქო ისფერი მატერია აკრავსო.
შენმა ძმამ89 ძალიან გამაკვირვა. დედაშენი90 უთუოდ ძალიან წმინდა ის ქალი ყოფილა, თორემ ასე ერთნაირ შვილებს ვერ დაბადებდა. სახე, ხმა, ლაპარაკი, მიხრა-მოხრა სულ სერგეის არის!
გიორგი91 ეკზამენს, ვგონებ, ამ აგვისტოში დაიჭერს და სექტემბრის შუამდის ჩამოვა.
ნიკოლაძე82 მოვიდა, ისევ ის ნიკოლაძე, იმნაირივე უთავბოლო, უანგარიშო, დაუდგრომელი, ჰაერში ციხედარბაზების მშენებელი, მკვეხარა, ცხვირმაღლა აწეული, სულელურად თავის მოყვარე, რომელიც ყოველგან და ყოველთვის თავის „მე“-ს აჩრის.
„კაცია ადამიანის“ უხეიროდ გამოცემა და დაგვიანება მთელი ამხანაგობის93 ბრალია და განსაკუთრებით უფ. ბეთანიშვილის79. ამის ამბავს უთუოდ გეტყოდნენ ბებურიშვილი94 და ჯაფარიძე95 და ამიტომ არ გწერ დაწვრილებით. გეტყვი მხოლოდ, რომ ჩემ თავს სულ მართლად ვრაცხ. რამდენი ვიომე, მაგრამ არაფერი გამოვიდა ვირულად ჯიუტებთან.
„დროება“56 და „სასოფლო გაზეთი496 მართლა გაკეთდა ცოტათი. შენი გამოცხადება „დროების“ 23 ნომერში ძლიერ კარგია27. ბეთანოვი79 ძალიან გაცხარდა98 და თავისი მდგომარეობის შემსუბუქება იმითი უნდოდა, რომ ამ ქაშის შესათქვლეფად სურდა მიეწვია ყველა, ვისაც კი ოდესმე „დროებაში“ რამე დაუბეჭდია, და იმათ რიცხვში მეც. ამტკიცებდა, რომ ვინც პატიოსანია, ყველას უპატიურად უნდა მიაჩნდესო ეს გამოცხადება. ძალიან ეწყინა, რომ ქაშაზედ არავინ დაეწვია.
ქართული ანდაზა ამბობს, მტერი რომ არ გყვანდეს, ვისაც დაჰპირდები და არ აუსრულებ, მტერს იშოვიო. ვიცი, რომ სტატიების გამოუგზავნელობისათვის ჩემი მტერი არ გახდებოდი, მაგრამ უთუოდ ძლიერ მემდური, შენ იწერებოდი, რომ „დროებას“ აწყენსო ის სტატიები და „სასოფლო გაზეთი-ათვის“ ძალიან კარგი იქნებაო, თუ ისე გადააკეთებ, რომ უბრალო ხალხისათვის ადვილად გასაგონი იყოსო99. მე არ მესმის, რისთვის აწყენდა „დროებას“ და არ აწყენდა „სასოფლო გაზეთს“, დაბალი ხალხი, რაც ლუკმა პურსა და სასარგებლო რამეს შეეხება, იმას უფრო დასდევსო, და მაღალი ხალხი სასიამოვნო სტატიებს უფრო ეტანებაო. ახლა ეს იფიქრე, შეეხება ის სტატიები პირდაპირ ლუკმა პურს, თუ არა? თუ გლეხებისათვის უფრო გასაგებად გადაკეთებაა საჭირო, ვინემ „დროების“ მკითხველებისათვის, ეს იმას ამტკიცებს, რომ „დროების“ მკითხველებს უფრო გაგება შეძლებიათ. თავის შინაარსით კი ის სტატიები ერთნაირად საინტერესო უნდა იყოს, ჩემის აზრით, როგორც „დროების“ მკითხველებისათვის, ისე „სასოფლო გაზეთის“ მკითხველებისათვის. მაშასადამე, თუ იმ სტატიებს რამე წყენა შეეძლო, „სასოფლო გაზეთისათვის“ უნდა ეწყინა და არა „დროებისათვის“. მაგრამ „დროებაში“ დაბეჭდას მე იმიტომ ვარჩევდი, რომ 1) „დროებისათვის“ ისე ძალიან გადაკეთება არ იყო საჭირო, 2) „დროებაში“ შეიძლებოდა ერთ წელიწადს გათავებულიყო იმ სტატიების ბეჭდა, თუ რომ ყოველ ნომერში ერთი გვერდი იმ სტატიებს დაეჭირა, მაშინ როდესაც „სასოფლო გაზეთში“ ორ წელიწადს უნდა გაგრძელებულიყო, 3) „დროებაში“ უფრო გაუშვებდნენ, ჩემის აზრით, იმ სტატიებს, ვინემ „სასოფლო გაზეთში“. წერეთელმა100 მითხრა, რომ ეს უკანასკნელი მიზეზი არ არის მართალიო და რადგანაც როგორც შენ, ისე იმას „სასოფლო გაზეთში“ გინდათ დაბეჭდოთ, რადგანაც კარგად გადაკეთებას ბევრი თავისუფალი დრო უნდა, ამისათვის იმ სტატიების ბეჭდვა გადავდევი დრომდის.
„მნათობის“101 1 და 2 ნომერი წავიკითხეთ. მე იმედი არ მქონდა, თუ ამისთანა
იქნებოდა, თუმცა ზოგიერთი სისულელე კი არის შიგ. „მნათობი“ პირველისავე ნომრიდამ
პრაქტიკულ გზაზედ დამდგარა. ეს კარგია, მაგრამ ვაითუ გუდა მალე დაიცალოს. ერთი და
იმავე აზრის ერთსა და იმავე სტატიაში ათასჯერ განმეორება смахивает на переливание
из пустого в порожное და არ არის - კარგის ნიშანი. მეორე ნომერში მკითხველებთან
მიქცეული სიტყვები თანაგრ
ძნობის აღმძვრელია102, მაგრამ მე არ მესმის იმგვარი კითხვები, პირველ ნომერში რომ
არის: საჭიროა რიგიანი ჟურნალი, თუ არაო?103 საჭიროა რიგიანი საჭმელი, თუ არაო? ის
არა ჰსჯობდა, რომ გვეკითხა: შეიძლება, რიგიანი ჟურნალი, რიგიანი საჭმელი გვქონდეს,
თუ არა? ძალიან მომეწონა ალ. ჯ. ორბელიანის104 სტატია105. საზოგადოდ ვიტყვი:
„მნათობი“? — стремление к решению практических вопросов в соединении с
неподготовленностью или желание удовлетворить потребности желудка в соединении с
пустотою кармана.
„ბუნების კარი106“ მომეწონა, თუმცა უნაკლულო არ არის; მაგრამ რა არის უნაკლულო?
ახალი გამოცემული გოგებაშვილის „ანბანი“107 გამომიგზავნე. ამას გარდა ერთი საქმე
უნდა გამირიგო, თუ ძმობა გწამს:
ფიცხელაურმა108 და სარაჯოკმა109 ცუდი ამხანაგობა მიყვეს. ფიცხელაურს მართებდა ჩემი 16 მანეთი, რომელიც ჩამოსვლისთანავე უმიკაშვილისათვის110 უნდა გადმოეცა, ჩემი კრედიტორის, ბილფელდისა, გასასტუმრებლად. ამას გარდა, ფიცხელაურმა გამომართვა 25 მანეთი და მითხრა, რომ ჩემ მაგიერ ყაზბეგი!!! მოგცემსო ერთი კვირის შემდეგ. აქამდის არ მიმიღია. მე ყაზბეგს სრულიად არ ვემდური, რადგანაც ფიცხელაურმა უთუოდ ის უთხრა ყაზბეგს, რომ შენ ჩემ მაგიერ კირილეს ფულები მიეციო და მე ჩასვლისთანავე გამოგიგზავნიო. ყაზბეგმა ვერ მომცა მაშინ, ისეთი საქმეები დაურჩა. მერმე ფიცხელაურმა აღარ გამოუგზავნა იმას. ემან უთუოდ იფიქრა, თუ ფიცხელაური ფულს არ მიგზავნის, მე რად გადავიხადო მისი ვალი და ჩემი ფული დავკარგოო. ამგვარად, მე დავრჩი რიყეზედ. ამას სწორედ არ მოველოდი ფიცხელაურისაგან. უთხარი ფიცხელაურს, რომ ამ საქმეზედ ყაზბეგს საყვედური არ შემოუთვალოს და არც გააგებინოს, რომ მე ეს საქმე მაგას შევატყობინე, თორემ ავიშლებით.
სარაჯოვს ვასესხე სამგზავროდ 140 მანეთი და ერთი მანეთიც მანემდის მქონდა მიცემული, სულ იმას ემართა 141 მანეთი. ეს ფული უმიკაშვილისათვის უნდა მიეცა ჩემი ვალის გასასტუმრებლად, მაგრამ აქამდის 40 მანეთის მეტი არ გადაუცია. მე მოველოდი აქ უმიკაშვილისაგან „ჩონგურში“ აღებულს ფულებს. მაგრამ რადგანაც 40 მანეთი, სარაჯოვისაგან გადაცემული, და 12 მანეთი, რომელიც მე ფოჩტით გამოვაგზავნე, არ კმაროდა ჩემი კრედიტორის გასასტუმრებლად, ამისათვის უმიკაშვილს „ჩონგურში“ 66 აღებული ფულები ზედ დაუმატებია და სრულიად საფუძვლიანადაც, და მიუცია უფ. ბილფელდისათვის. ამის გამო მე აქ ეს სამი თვეა უფულოდ ვარ. გთხოვ სარაჯოვს შეეხვეწო ჩემ მაგიერ ამხანაგურად, რომ, სადაც იყოს, მიშოვნოს 101 მანეთი და გადმოგცეს შენ. აგრეთვე ფიცხელაურსაც უთხარი, რომ 41 მანეთი ჩემთვის კარგი ფულიათქო, განსაკუთრებით ეხლა. თუ ეს ფულები აიღო ერთად, გთხოვ, ისევ ბერენშტამის84 და ბაზუნოვის) შემოწმებით გამომიგზავნონ, რადგანაც ფულები ძალიან მჭირია. გამოსაგზავნად ვგონებ 7 მანეთი დაიხარჯება და მე 142 მანეთის მაგიერ მივიღებ 135 მანეთს. მე ეს მირჩევნიან, ვინემ უფულოდ ჯდომა და გირაოდ აღებულს 25 მანეთში 10% სარგებლის ძლევა.
აქ ესეც უნდა გითხრა, რომ ამას წინეთ უმიკაშვილი მწერდა: „ჩონგურში“ აღებული 92 მ. და 80 კაპ. გადმომცა ნ. ღოღობერიძემ9. ამ ფულებზედ ჯერ იმას ამბობს, რომ ფოჩტით გამოგიგზავნიო, მერმე იმასა, რომ ამ ფულებზედ დავუმატებ შენგან გამოგზავნილ 12 მანეთს, რაც დააკლდება, სარაჯოვს გამოვართმევ და ბილფელდს გავისტუმრებო. მაშინ როდესაც ის თავუკუღმა უნდა მოქცეულიყო: სარაჯოვისათვის 141 მან. გამოერთმია (თუ მისცემდა, რასაკვირველია) და რაც დააკლდებოდა, ჩონგურის ფულებიდამ დაემატებია და ისე გაესტუმრებია ჩემი კრედიტორი. ერთი სიტყვით, იმ წიგნმა ძალიან გამაკვირვა. ახლა ეს გაკვირვება ცოტათი აიხსნა აქ მოვიდა უფ. ბაქრაძემ, რომელმანაც, სხვათა შორის, ამნაირი კითხვა მომცა: სარაჯოვისათვის რომ სამგზავრო ფულები მიგიციათ, თქვენი ფულები იყოო, თუ საზოგადო ფულებიო? აქედამ ჰსჩანს, რომ სარაჯოვს უთუოდ ჰგონებია, რომ მე საზოგადო ფულები ვათხოვე იმას, რომ მე უფლება არა მქონდა ეს ფულები უმიკაშვილისათვის გადმომეცა ჩემი კრედიტორის გასასტუმრებლად და რომ ამისათვის არ მიუცია იმას უმიკაშვილისათვის ფულები. და თუ 40 მანეთი მისცა. უთუოდ იმიტომ, რომ უმიკაშვილმა არ მოეშვა. უთხარი სარაჯოვს, რომ ის ფულები ჩემი შინაურების кровныя денги არის თქო.
უმიკაშვილი მწერდა: ნება მაქვს თუ არა, რომ „ჩონგურზედ“ 20% დავუკლო, ვინც 20 ან მეტს ეგზემპ. იყიდისო12. უთხარი, რომ „ჩონგურს“ ისე მოექცეს, როგორც თვითონ სურს, თუკი დარჩა ეკზემპლიარები.
უმიკაშვილი მთხოვდა ამას წინათ, რომ ჩუბინაშვილის113 ლექციები (история Гр. литер.) მიშოვნეო და გამომიგზავნეო. მაგრამ, ნუთუ, არ იცის, რომ ეს შეუძლებელია, სანამ არ დაბეჭდავს და როდის დაბეჭდავს, ღმერთმა იცის. რამდენს უნდოდა, რომ ეშოვნათ ეს ლექციები, მაგრამ არავის არ მისცა, ილ, ჭავჭავაძიდამ დაწყებული გ. წერეთლამდის. ასე უთხარი ჩემ მაგიერ უმიკაშვილს.
სანამ შენ წიგნს არ მივიღებო, ხეირიან წიგნს არ მოგწერო. გწერ და ველი.
ეს წიგნი დაწერილი მქონდა, როცა კალანდარაშვილის114 წიგნი მოგვივიდა, 16 ივლისიდამ, რომლიდამაც შევიტყვეთ ფულების დაგვიანების ნამდვილი მიზეზები. იწერება, ქუთაისში მივდივარ და, თუ ლოლუას115 არ გამოუგზავნია, გამოვგზავნი, რამდენიც შეიძლება, ისე ჩქარაო.
შენი კირილე
ჩემი ადრესი: Boc. остр. по средн, просп., Жукова [№ 1/10] квар №53.