The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


21.09

1881    
<p align="justify"> <font size="1" face="Sylfaen">
 
   
21 სექტემბერი    
     
 ესწრება არქეოლოგთა მეხუთე ყრილობის ბოლო სხდომას.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1881, 23 სექტემბერი, № 198, გვ. 1.

     
1882    
     
21 სექტემბერი    
     
თავმჯდომარეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სოფ. ხელთუბანში სკოლის გახსნის საკითხს. ეცნობიან ქუთაისის სააზნაურო სკოლის ინსპექტორის წერილობით ინფორმაციას სხვადასხვა საგნის მასწავლებლების დაქირავების შესახებ. იღებენ ქუთაისის გუბერნიის სკოლების დირექტორის ნებართვას პროგიმნაზიული კლასის გახსნაზე. კმაყოფილდება ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის თხოვნა სტიპენდიანტებისთვის ფულის მიწოდების თაობაზე. მადლობას უცხადებენ გიორგი ქართველიშვილს კანცელარიის მოსაწყობად შეწირული თანხისთვის. განიხილავენ საქმეთმწარმოებლის ინფორმაციას ბათუმის სკოლის ხარჯთაღრიცხვის შესახებ. იღებენ დადგენილებას ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეძენაზე. იღებენ შეტყობინებას, რომ ბათუმის სკოლისათვის დაქირავებული ახალი შენობა მეპატრონის ვალის გამო აუქციონზე იყიდება და იღებენ დადგენილებას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გადარიცხონ დამატებითი სახსრები ისევ ძველი შენობის დასაქირავებლად.   წყარო:

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , N 45 გვ. 99.

პირთა ანოტაციები:

ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901)

ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი..

     
1886    
     
21 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 სექტემბერი“ („ჩვენ გუშინწინდელ ნომერში ვთქვით, რომ მოუთმენლად მოელიან...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ავსტრიაუნგრეთი და ბულგარეთის საქმე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 21 სექტემბერი, № 204, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 383.

     
1888    
     
 21 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 სექტემბერი“ („საფრანგეთს, რომელიც არ აძლევს მოსვენებას თ. ბისმარკსა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის მდგომარეობის შერყევა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 21 სექტემბერი, № 197, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 319.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

     
1894    
     
21 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 21 სექტემბერი“ („ჩვენ წინა წერილში მოვიხსენიეთ, რომ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი სარჩიელი სოფლის მეურნეობის ძვირფას დარგებზე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 21 სექტემბერი, № 200, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 44.

     
1897    
     
20-21 სექტემბერი    
     
გაზეთებში ქვეყნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თსს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებით მიემგზავრება პეტერბურგში.   წყარო:

გაზ. „კვალი“, 1897, 21 სექტ., № 40, გვ. 721; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, 20 სექტ. № 317; გაზ. «Новое обозрение», 1897, № 4712.

     
21 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 20 სექტემბერი “ („ჩვენებური თათარი უფრო ეული კაცია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლნი და მისი ეკონომიური მიზეზები“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 21 სექტემბერი, № 196, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 427.

     
1900    
     
21 სექტემბერი    
     
ისაკა უნდილაშვილს დროებით სარგებლობაში აძლევს საძოვარს და უფორმებს ხელწერილს, რომელშიც მითითებულია საფასური.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 675.

პირთა ანოტაციები:

ისაკა უნდილაშვილი

დამატებითი ცნობები პიროვნებების შესახებ არ მოგვეპოვება.

     
1902    
     
21 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 სეკდემბერს“ („წინა წერილებში, რომელიც „ივერიის“...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგზაო საქმის მნიშვნელობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 21 სექტემბერი, № 201, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 534.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 724.