1867 | ||
1867 19 იანვარი გიორგი წერეთლისათვის გაგზავნილ წერილში კირილე ლორთქიფანიძე აღწერს კრებულ „ჩონგურის“ გამოცემის ისტორიას და ჰყვება, როგორ გაუგზავნა ილიამ „ნანინა“ და „სტუდენტების სიმღერა“. ეს უკანასკნელი, მისი თქმით, არ დაბეჭდა იმის გამო, რომ სტუდენტებს თავმოწონებად არ აღექვათ. იქვე წერს, რომ ამის სანაცვლოდ წიგნში ილიას „კეთილგანზრახვისა და გულკეთილობის“ იმედით, მის დაუკითხავად, შეიტანა უკვე დაბეჭდილი „ქართვლის დედას“ და „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“. |
წყარო:
კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 117-119. პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დამაარსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. |
|
1867 10 თებერვალი
თბილისის გუბერნიაში გლეხთა რეფორმის გატარების საქმეში აქტიური მონაწილეობისათვის აჯილდოებენ წარჩინების ნიშნით. |
წყარო: ლიტერატურული მემკვიდრეობა, ტ. 1, 1935, გვ. 571. |
|
1867 6 მაისი მაისი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე ირჩევენ თსს ბანკის წესდების შემდგენელი კომიტეტის წევრად თელავის მაზრიდან. |
წყარო:
თფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის შეყრილობაზედ, „დროება“, 1867, № 20, გვ. 1-2. |
|
1867 17 ივნისი წერილს უგზავნის მეუღლეს დუშეთიდან საგურამოში. სწერს, რომ მიემგზავრება ყაზბეგში, სადაც დაყოფს ერთ კვირას ნიკოლოზ ყაზბეგის ოჯახში. ასევე ატყობინებს, რომ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მოივლის დუშეთის რაიონის სოფლებს და შემდეგ ჩააკითხავს საგურამოში. |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 84. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 230. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ყაზბეგი ნიკოლოზ გაბრიელის ძე (გარდ. 1868) სამხედრო პირი, ალექსანდრე ყაზბეგის ბიძა, გიორგი და დიმიტრი ყაზბეგების მამა |
|
1867 17 ივნისი სამსახურებრივი საქმეების აღსასრულებლად კანცელარიის მწერალთან ერთად დუშეთიდან მიემგზავრება ყაზბეგში. |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 84. დათარიღება: ფაქტზე მინიშნებულია 17 ივნისის ბარათში მეუღლისადმი. |
|
1867 27 ივნისი წერილს უგზავნის მეუღლეს ყაზბეგიდან საგურამოში. სწერს, რომ უპასუხისმგებლო მწერლის გამო აგვიანდება და ივლისის პირველ რიცხვებშიღა თუ მოახერხებს ჩაკითხვას. |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 84-85. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 230. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1867 18 აგვისტო გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“. |
წყარო:
გაზ. „დროება“, 1867, № 33, გვ. 2. |
|
1867 ცალკე წიგნად იკინძება დროებიდან ამობეჭდილი „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები“. |
წყარო: გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები, ტფ. 1867, ამონაბეჭდი გაზ. „დროების” 1867 წ. № 33-დან. |