The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


24.11

1877   
    
24 ნოემბერი    
    
გაზეთ „კავკაზში“ ბეჭდავს გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ რედაქტორ კონსტანტინე ბებუთოვის მიერ გამოქვეყნებული შენიშვნის საპასუხო წერილს.  წყარო:

გაზ. „Кавказ“, 1877, 24 ნოემბერი, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 81-84, 399, «Тифлисский вестник», № 252.

პირთა ანოტაციები:

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე ალექსანდრეს (აშხარბეკის) ძე (1847-1907)

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, გაზეთ „ტიფლისსკი ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის საკრედიტო საზოგადოების ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე.

    
1877    
    
24 ნოემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საქართველოს მატიანე“ აქვეყნებს მეთაურს. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გლეხთა მამულების ვალში გაყიდვა“. ამავე ნომერში ქვეყნდება მისი სტატია რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („საფრანგეთი. დღე და ღამე საფრანგეთის საქმე უფრო...“).  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 695-696; 496-502. გაზ. „ივერია“, 1877, № 39, გვ. 1-9; 3-7; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 131, 134.

    
1880   
    
 24 ნოემბერი   
    
მონაწილეობს ქართული მწერლობის მოყვარულთა პირველ ყრილობაში. განიხილავენ „ვეფხისტყაოსნის“ რედაქციისა და გამოცემის საკითხებს. რედაქციის გამგედ ირჩევენ გრიგოლ ორბელიანს, თანაშემწეებად - ილია ჭავჭავაძესა და რაფიელ ერისთავს.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, 27 ნოემბ., № 250.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

    
1887    
    
 24 ნოემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 ნოემბერი“ („კარგა ხანია, რაც რუსეთი ეჭვის თვალით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის ორპირი პოლიტიკა რუსეთის მიმართ“  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 24 ნოემბერი, № 245, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 616.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

 გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

    
1888    
24 ნოემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 ნოემბერი“ („ჯერ არა ყოფილა ქვეყანაზედ სახელმწიფო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამთა კავშირი“ ფანფალებს უღონობით“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 24 ნოემბერი, № 247, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 400.

    
1889    
    
 24 ნოემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 ნოემბერი“ („შესაძლოა განა, კაცი თავის თავზედ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „უნაღვლოდ ყოფნა, როცა გარს ამდენი სანაღვლებელია“  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 24 ნოემბერი, № 250, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 398.

    
1895    
    
24 ნოემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 ნოემბერი“ („დიდი ხანია ევროპის მეცნიერნი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ციხეში ჯდომა უფრო ახშობს ზნეობას, ვიდრე აფხიზლებს“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 24 ნოემბერი, № 254, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 135.

    
1900    
    
24 ნოემბერი   
    
კავკასიის საცენზურო კომიტეტი მთავარმართებლის კანცელარიას წერილობით აცნობებს „ივერიის“ რედაქტორ ილია ჭავჭავაძის ოთხთვიანი შვებულებიდან დაბრუნების შესახებ.  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 1947, გვ. 256.