კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 317; გაზ. „ივერია“, 1886, 17 მაისი, № 105, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, ნაწერების სრული კრებული (შემდგ. პ. ინგოროყვა, ალ. აბაშელი), ტ. 10,
1929; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბილისი, 2007, გვ. 30. პირთა ანოტაციები: გლადსტონი უილიამ (1809-1898) ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა
მინისტრი და პრემიერმინისტრი. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 116-118. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. სავანელი ალექსანდრე ივანეს ძე აზნაური, „სტატსკი სოვეტნიკი“, დუშეთის მომრიგებელი მოსამართლე ილია ჭავჭავაძის
შემდეგ. თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“. «168 статья нотариального положения и применение её Тифлисским окружным судом»,
გაზ. “Кавказ“, 1875, № 55, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. გაზ. “დროება“, 1880, 17 მაისი, № 104, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 119. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 627,
650-651, 679-680. პირთა ანოტაციები: საფაროვა-აბაშიძისა მაკო (მარიამ) მიხეილის ას (1860-1940) მსახიობი და მთარგმნელი. გაზ. «Юридическое обозрение», 1884, № 164. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 317; გაზ. „ივერია“, 1886, 17 მაისი, № 105, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, ნაწერების სრული კრებული (შემდგ. პ. ინგოროყვა, ალ. აბაშელი), ტ. 10,
1929; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბილისი, 2007, გვ. 30. პირთა ანოტაციები: გლადსტონი უილიამ (1809-1898) ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა
მინისტრი და პრემიერმინისტრი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 679-680, გაზ. „ივერია“, 1887, 17 მაისი, № 96, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 321. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, აღწ. I, საქმე 890, ფ. 17 (რუსულ ენაზე);
ნ. ტაბიძე, ეტიუდები, თბ., 1986, გვ. 172; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17,
2012, გვ. 133, 428-429. პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. გაზ. „ივერია“, 1888, 19 მაისი, № 103, გვ. 1-2. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 834-844; გაზ. „ივერია“, 1888, 17 მაისი, № 101, გვ. 1-2 (ცენზურის
ნებართვა 1888, 16/ V); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 416. გაზ. „ივერია“, 1891, 30 მაისი, № 111, გვ. 1-2. გაზ. „ივერია“, 17 მაისი, № 101, ატრიბუცია: ხელმოუწერელ წერილთან ქშწ-კგ საზოგადოების კუთვნილი გაზეთის ასლს მიწერილი
აქვს „სტეფანე ჭრელაშვილი“. პირთა ანოტაციები: ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“.
იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება
მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს
იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა
ჟურნალ-გაზეთებთან. გაზ. „ივერია“, 28 მაისი, № 108, გვ. 2-3. ^ 3250 . „ივერია“, 17 მაისი, № 101, გვ. 2. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927) „ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე
მაჩაბლის მეგობარი. გაზ. „ივერია“, 1895, 17 მაისი, № 102, გვ. 2-3; 18 მაისი, № 103, გვ. 2-3; 20
მაისი, № 104, გვ. 1-2, ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 90. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927) „ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე
მაჩაბლის მეგობარი. გაზ. „ივერია“, 1896, № 102, გვ. 2-3, № 103. გაზ. „ივერია“, 1897, 17 მაისი, № 94, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, 2007, გვ. 410. «Кавказ», 1898, № 129. პირთა ანოტაციები: ლეონიდე (ერისკაცობაში ოქროპირიძე ლონგინოზ სოლომონის ძე) (1861-1921) სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, 1898-1918 წლებში გორის, იმერეთისა და
გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, 1919-1921 წლებში - სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი. ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907) ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის
არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. გაზ. „ივერია“, 1898, 17 მაისი, № 102, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
14, 2007, გვ. 109. პირთა ანოტაციები: როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898) პირველი ქართველი ფოტოგრაფი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა
ფოტოგრაფიული სტუდია „რემბრანდტი“. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა
მოძრავი გამოფენები.
1886
17 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
16 მაისს“ („ირლანდიისათვის ცალკე პარლამენტის მიმნიჭებელ...“). მწერლის
თხზულებათა ათტომეულში სხვა წერილებთან გაერთიანებულია სათაურით „ინგლის-ირლანდიის
ურთიერთობის გარშემო“, ოცტომეულში კი დაბეჭდილია სათაურით „გლადსტონის
ახალი პროექტი და ირლანდიის საკითხი“.
წყარო:
1873
17 მაისი
წერილს უგზავნის მეუღლეს დუშეთიდან ბაქოში. აცნობებს, რომ როგორც კი
გათავისუფლების შეტყობინება მიუვა, საქმეებს მის ადგილზე დანიშნულ
ალექსანდრე სავანელს გადააბარებს, ორი დღით თბილისში ჩავა, შემდეგ ერთი
კვირით კახეთში გაივლის და იქიდან ბაქოში ჩააკითხავს
წყარო:
1875
17 მაისი
გაზეთ „კავკაზში“ აქვეყნებს იურიდიული ხასიათის დოკუმენტის „ნოტარიალური
დებულების 168-ე მუხლი და მისი გამოყენება თბილისის საოლქო სასამართლოს
მიერ“ პირველ ნაწილს.
წყარო:
1880
17 მაისი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოწერით „ქართული თეატრის მოყვარე“
აქვეყნებს სტატიას „ქართული თეატრის მატიანე“ („13-ს მაისს იყო მ. მ.
საფაროვის ბენეფისი...). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1884
17 მაისი
რუსულ გაზეთში „იურიდიჩესკოე ობოზრენიე“ იბეჭდება მისი ნარკვევის „რა არის
ხიზნობა“ თარგმანის მეორე ნაწილი.
წყარო:
1886
17 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
16 მაისს“ („ირლანდიისათვის ცალკე პარლამენტის მიმნიჭებელ...“). მწერლის
თხზულებათა ათტომეულში სხვა წერილებთან გაერთიანებულია სათაურით „ინგლის-ირლანდიის
ურთიერთობის გარშემო“, ოცტომეულში კი დაბეჭდილია სათაურით „გლადსტონის
ახალი პროექტი და ირლანდიის საკითხი“.
წყარო:
1887
17 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 მაისი“ („ჩვენი ხალხი უმთავრეს ნაწილად
მეურნეობას მისდევს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„პურეულის ყიდვა სამხედრო უწყების მიერ“
წყარო:
1888
17 მაისი
წერილობითი თხოვნით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს, დართონ ნება,
რომ ცალკე წიგნად დაბეჭდოს გიორგი წერეთლის თხზულება „მამიდა ასმათი“,
რომელიც გაზეთ „ივერიაში“ იყო გამოქვეყნებული.
წყარო:
17 მაისი
მონაწილეობს თსს ბანკის წევრთა საერთო კრების მუშაობაში, რომელზეც მსჯელობენ
ბანკის ანგარიშის, თეატრის აშენებისა და ქარვასლის გადაკეთების ხარჯების
საკითხებზე.
წყარო:
17 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 მაისი“ („ივერიის“ წარსულს 3-ში დაბეჭდილი
იყო ბ-ნ ნ. გ.-ლის წერილი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „თერგ–დალეულნი“ და „ახალი თაობა“.
წყარო:
1891
17 მაისი
თსს ბანკის წლიურ კრებაზე გამოთქვამს აზრს იმის თაობაზე, თუ რამდენი
პროცენტი უნდა დააკლდეს სესხს.
წყარო:
1892
17 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის წერილი „სახელდახელო
ყბად-ასაღები და წყალ-წასაღები ამბავი“. იგი ეხება ბანკის კრებებს, ილია
ჭავჭავაძის წინააღმდეგ უავტოროდ გამოსულ ბროშურას და ივანე მაჩაბლის
მოქმედებას. წერილის ავტორი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ
მწერალი თავისი გაზეთის თანამშრომლებს არ აძლევს ბანკის საკითხებთან
დაკავშირებით მისი დასაცავი სტატიების გამოქვეყნების ნებას. ამავე ნომერში
Plebs-ის ფსევდონიმით იბეჭდება ნიკო ხიზანიშვილის წერილი „მასლაათი
ჩვენებურ ოპოზიციის შესახებ“.
წყარო:
17 მაისი
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას. გამომსვლელთა არაკომპეტენტურ
მოთხოვნებზე, რომ ყველა მსესხებელს მიეცეს შეღავათები და აიკრძალოს
ჯარიმები, პასუხობს, რომ ვერცერთი ბანკი ამას ვერ გააკეთებს, ჯარიმები
სახელმწიფო ბანკშიაც კი არის, ხოლო დახმარებას ბანკი გასცემს შემოსავლის
სიდიდის მიხედვით. აქვე მოჰყავს ფინანსთა მინისტრის აზრი ფასდაკლების
ზღვართან დაკავშირებით და დამსწრეთ უხსნის, რომ გირავნობის ფურცლების ფასის
მეტ-ნაკლებობა ბირჟაზეა დამოკიდებული. კრება 237 ხმით 21-ის წინააღმდეგ მის
პოზიციას უჭერს მხარს.
წყარო:
17 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ნაკვესი მიხეილ მაჩაბლის შესახებ, რომელიც ბანკის
კრებებზე ყველაფერში უპირისპირდება ილია ჭავჭავაძეს. გაშარჟებულია ამ
პიროვნების ამბიციური კილო და ნათქვამია: „ჯერ ილია ჭავჭავაძისთვის
ავტორიტეტობა არ ჩამოურთმევია და იმის ფეხში არ ჩამდგარა და რარიგად
ბატონურად ლაპარაკობს... მაშინ რაღა გვეშველება, როცა ილია ჭავჭავაძეს
გვირგვინს ახდის და თითონ დაიხურავსო“.
წყარო:
1895
15-17 მაისი
თსს ბანკის წლიურ კრებაზე ებმება კამათში სათავადაზნაურო სკოლის
დაფინანსებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ არსებული დადგენილებით სკოლას
უნდა მიეცეს მოთხოვნილი 51 ათასი მანეთი. კითხულობენ კრებისადმი მიხეილ
მაჩაბლის მიმართვას, რომელშიც მისთვის სიტყვის მიუცემლობის გამო
შეურაცხყოფილია სხდომის თავმჯდომარე. წერილი იწვევს ხმაურს. ილია ჭავჭავაძე
ითხოვს, რომ კრებამ ფარული კენჭისყრით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება
მაჩაბლის წერილისადმი. დამსწრეთა უმრავლესობა ფეხზე ადგომით ღიად
ადასტურებს, რომ არ იზიარებს მაჩაბლის პრეტენზიებს.
წყარო:
1896
17 მაისი
გამოდის გაზეთ „ივერიის“ 103–ე ნომერი და მთავარმართებლის საბჭოს
გადაწყვეტილებით მისი გამოცემა წყდება რვა თვით.
წყარო:
1897
17 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
16 მაისი“ („ხვალ, 18 მაისს განკითხვის დღეა...“), რომელშიც თბილისის
ამომრჩევლებს მოუწოდებს, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ
კანდიდატებს არა ეროვნული ნიშნით, არამედ დამსახურების მიხედვით. მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები ტფილისის
ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზე“.
წყარო:
17 მაისი
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ესწრება ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე)
წირვას, რომლის დასრულების შემდეგაც სამღვდელოება საგანგებო ლოცვას
აღავლენს გურია-იმერეთის ეპარქიაში ახლადგადაყვანილ ეპისკოპოს
ალექსანდრესთვის (ოქროპირიძე). ილია ჭავჭავაძე მას მიმართავს სიტყვით,
რომელშიც გამოკვეთს მის დამსახურებებს ერისა და მრევლის წინაშე.
წყარო:
17 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი
ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 16 მაისი“ („ქართველები ვამბობთ ხოლმე: ვინც
მოკვდა, თავსა მოუკვდაო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „ალექსანდრე როინაშვილი (ნეკროლოგი)“.
წყარო: